გიორგი XIII-ის ცხოვრება, პლატონ იოსელიანის წიგნის მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი XIII-ის ცხოვრება, პლატონ იოსელიანის წიგნის მიხედვით |
Lenus |
Aug 18 2007, 01:07 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Misha_kartveli |
Oct 7 2007, 04:02 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
გიორგი XII ზოგიერთი ვარიანტით გიორგი XIII საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მეფეა, თუნდაც იმით, რომ ის იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი იგი მართლაც ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო, რაც ჩემში პირადად მისადმი სუბიექტურად დადებით განცდებს აღვიძებს. გარდა ამისა როდესაც გიორგი XII-ს, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს უარყოფითად შევაფასებდეთ, მანამდე უნდა განვიხილოთ ის თუ რა პირობებში უხდებოდა მას მეფობა. ქართლ-კახეთი გეორგიევსკის ტრაქტატის მეშვეობით რუსეთის იმპერიის "მფარველობის" ქვეშაა შესული, გარდა ამისა ქვეყანას გადატანილი აქვს აღა-მახმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევა, ასევე ერეკლე II-ის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯის გამო, როდესაც მან თავის შვილებს საუფლისწულოები გამოუყო, ეს უკანასკნელნი არც ერეკლეს და მითუმეტეს არც თავიანთ ნახევძმას არ ემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ გიორგის არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა და რესურსები, რომ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის სტაბილიზაცია მოეხდინა. გარდა ამისა, გიორგი XII-ის დროს გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც თავიანთი შემოსევებით ასუსტებდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ჩემი მოკრძალებული აზრით გიორგის შეფასება ცალსახად უარყოფით პოლიტიკურ ფიგურად არ არის გამართლებული, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომელშიც მას მოღვაწეობა უხდებოდა. რაც შეეხება ხედმეტ სახელ "ზაქიჭამიას", როგორც ისტორიკოსებმა (მამია დუმბაძემ და შოთა ხანთაძემ) დაადგინეს ეს მეტსახელი გაავრცელეს გიორგის ნახევარძმებმა, რითაც სურდათ მისი პიროვნების შებღალვა ქართლ-კახეთის მოსახლეობაში.
-------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 04:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი