IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Oct 30 2017, 12:23 PM
პოსტი #521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტავ იმ დროს ვყოფილიყავი, როცა ამქვეყნად უფალი დადიოდა, ოღონდ ორმოცი მეტრის დაშორებიდან შემეხედა, ახლოს ყოფნა ჩემთვის როგორ იქნებოდა შესაძლებელი..."

/წმ. გაბრიელ სალოსი/


"გაბრიელ ბერი სულიერად მუდამ მლოცველთან იყო და წყალობას მასთან ერთად შესთხოვდა უფალს. როდესაც მის სენაკში ერთმა მონაზონმა გულში ღვთისმშობლის ტროპარი გაიმეორა, ჩამთავრებისთანავე ბერმა მიუგო: - ამინ! მაშინ მიხვდა ის მონაზონი, რომ გაბრიელ ბერი გულისა და გონების აზრებს კითხულობდა."

"ვერვინ გაიგებს, რა სულიერი ურვა ტანჯავდა, როდესაც ზოგჯერ წაიმღერებდა: "მებრალები, მეცოდები, ჩემო პაცანჯან!"
ამ სიმღერაში მთელი მისი ცხოვრება, დამცირება და შეურაცხყოფა ჩანდა, მაგრამ უცნაური ქმედებებით მუდამ ფარავდა და შეუჩნეველს ხდიდა. მერე დასძენდა: - მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი, ასი წელიც რომ მიყუროთ, მაინც ვერ მიმიხვდებითო."




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2017, 03:00 PM
პოსტი #522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დადიოდა თბილისის ქუჩებში ერთ დროს ფეხშიშველა, თავზე რვალის დიადემადადგმული სალოსი ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და განაღვიძებდა კომუნისტური ძილით მიძინებულ ქართველთა სულებს: გამოფხიზლდით, ხალხო, ჩვენდა სამარცხვინოდ მეტეხის ტაძარში, იქ, სადაც წმინდა შუშანიკის საფლავია, თეატრია მოწყობილიო. ის მოძღვარი გახლდათ და გრძნობდა პასუხისმგებლობას.
1972 წელს მთავრობის სახლის წინ ლენინის "პარტრეტი" დაწვა. როცა ჰკითხეს, რატომ მოიქეცი ასეო, თქვა: მე ვარ მწყემსი და ღმერთმა მომანდო მის სამწყსოზე ზრუნვა. მათ აღმართეს კერპი და სურდათ, ხალხს მოედრიკა თავი მის წინაშე... კომუნისტებს უნდოდათ, მისთვის მიეგოთ ის პატივი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ეს ასე არ უნდა გაგრძელებულიყოო.
სულიერ მღვიძარებასთან ერთად არც ხორციელი მღვიძარება აკლდა მამა გაბრიელს, ღამეებს ლოცვაში ატარებდა, უამრავ სახელს იხსენებდა, ნაცნობს თუ უცნობს, სრულიად საქართველოს ღმერთს ავედრებდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 11:01 PM
პოსტი #523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"...მივადექით მამა გაბრიელის სახლს. პირველად ემა შემოგვეგება, - წმინდა გაბრიელ სალოსის და; მოხუცებული, მაგრამ მხნე და საყვარელი... თბილი და ტკბილი, კანკალა ხმით, ლამაზად მოსაუბრე. გულში ჩაგვიკრა და ყველა დარდი გააქრო. შემდეგ ეკლესიაში შეგვიძღვა და მამა გაბრიელის ოლარი და საცეცხლური მომაწოდა.

ღვთისმშობლის პარაკლისი აღვავლინეთ. აქ ყველაფერი ღმერთით და მასზე შეყვარებული გაბრიელით სუნთქავდა და ეს სუნთქვა ახლა ჩემი სუნთქვაც გამხდარიყო..."

/დეკ. სერაფიმე (დანელია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2017, 01:58 PM
პოსტი #524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის მაინც ის იყო, როცა 2007 წლის იანვარში შემემთხვა. რადგან მამა გაბრიელის წმინდანად აღიარება არ ხდებოდა, ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა თავის ეპარქიაში აკრძალა კიდეც მისი საფლავიდან აღებული ზეთის სამკურნალოდ გამოყენება და სამღვდელოებასაც აუკრძალა მისი სურათები ჰქონოდათ ეკლესიაში.

გულში მეც ეჭვი შემეპარა და ვფიქრობდი: მამა გაბრიელი ღვთის წინაშე დიდია, მაგრამ წმინდანი ალბათ არ არის-მეთქი. მალე ამ ფიქრის გამო დიდი სინანული დამეწყო და მამა გაბრიელს შენდობა ვთხოვე... თავს ვილანძღავდი უმადურობისთვის, იმისთვის, რომ დამავიწყდა მისი ზრუნვა, მისი საოცარი გულისხმისყოფა და შეგონებანი...

ძალიან მინდოდა მამა გაბრიელის ის სურათი შემეძინა, რომელიც მე მომწონდა. მეორე დღეს ქუჩაში ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამომედევნა, თან მეძახოდა: დედაო, დედაო. მან რაღაც სურათი მომაჩეჩა და მითხრა: ეს საჩუქრად მამა გაბრიელისგან... და ისევ გაიქცა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე... დავხედე და რას ვხედავ: ის სურათია, რომელიც ასე გულით მინდოდა. მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა მაპატია, შეიწირა ჩემი სინანული და შემირიგდა".




„სხვა დროსაც მითხრა [წმ. გაბრიელ სალოსმა]: მარტყოფის მონასტერში მივდივარო... ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: იყავით მარტყოფში? მიპასუხა: ვიყავი, ყველა მონასტრულია, ერთი ადამიანის გარდა. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2017, 08:12 PM
პოსტი #525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველთვის ეცადე, რომ შენი სიტყვა კეთილი იყოს... სანამ ადამიანს შენს ტკივილს თუ განსაცდელს ეტყვი, ჯერ უთხარი - შენ ჯვარი გეწეროსო, და მერე მოუყევი შენი სატკივარი. გინდაც ადამიანს ჯანმრთელობას, სილამაზეს, კეთილად ცხოვრებას სიხარულით აღუნიშნავდე, მაინც საუბრის დასაწყისში, პირველ სიტყვად ჯვრის ძლიერება შეაწიე, იცოდე ეს შენს სიტყვას სრულს და კეთილს გახდის".

/წმ. გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი/

"სულ მინდოდა მამა გაბრიელი ცხოვრებაშივე აღიარებული ყოფილიყო, რადგან მრავალი უსამართლობა მესმოდა მასზე, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მოვხვდი, რომ თვარია ღმერთმა გაღიაროს და აღიარა კიდეც".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 10:14 PM
პოსტი #526


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა და დავშორდით რამდენიმე მეტრით ტაძარს. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:

- მამა გაბრიელ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რატომ იქცევით ასე - ტაძარს რომ მიუახლოვდებით, ნერწყვავთ, რესტორანს ჩაუვლით და პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ?

- რახან გულით მეკითხები, გეტყვი, თუმცა ეს ჩემი საქმეა. აგიხსნი... ეკლესის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ. მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ - ღრეობას თავი დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიარებს. მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?!

გვერდით თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ნიშნავს, უფალს მიესალმო: გაგიმარჯოს, ღმერთოო, - და გზა განაგრძო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდს რომ აუვლიან. ამიტომ ეს რკალი უნდა გაარღვიო. ტაძრის კარამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ შესვლის დრო არ გაქვს, უფალს პატოება სთხოვე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 10:28 PM
პოსტი #527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაბრიელ ბერი დროდადრო ტოვებდა თავის სავანეს და თბილისის ქუჩებში გამოდიოდა, რათა მალამოდ დასდებოდა გზააბნეულ სულებს. უცბად, თითქოს მეხმა გაჰკვეთა ადამიანთა რკალი, მიეჭრა ნარნარად მიმავალ, მალულად მოთვალთვალე ყმაწვილთა მზერით განებივრებულ, თითქმის გაშიშვლებულ ახალგაზრდა ქალიშვილს და უკნიდან გემრიელად ამოჰკრა! ქალიშვილი შეცბა, დაიბნა მოულოდნელობისა და სიმწრისგან; სწრაფად მოტიალდა და შეკრთა: წინ მუხლებზე დაცემული, მწარედ მტირალი და მისკენ ხელგანპყრობილი ბერი იხილა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება რას დამსგავსებიხარ! - შეჰღაღადებდა იგი მწარედ.

გოგონას ცრემლი გადმოღვროდა თვალთაგან - გაბრიელ ბერის ტკივილიანმა სიტყვებმა სინანული გაუღვიძა ქალიშვილს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:38 AM
პოსტი #528


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ცოდვა, რომელიც გულს მიჭამდა და არ მასვენებდა. საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ ვერასგზით ვამბობდი.

ერთხელ, ღვთის წყალობით, მცხეთაში მეგობრებთან ერთად წავედი. არ მახსოვს, ის დღე რა დღესასწაულს დაემთხვა. მივედით სამთავროს მონასტერთან. ტაძრიდან მამა საბა გამოვიდა და თქვა:

- მეუფეს ველოდებით, სადაცაა მოვა. სასწრაფოდ სტიქარით შეიმოსეთ.

ცხოვრებაში პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, აღმოვჩნდი სტიქარით შემოსილი. მეშინოდა და ვძრწოდი, ჩემი ცოდვა არ მასვენებდა. რაღაც ძალამ მიმიყვანა მღვდელთან. დავემხე აღსარებაზე და ერთიანად აღმომხდა ჩემი ცოდვები. შენდობის ლოცვა წამიკითხა და დამლოცა.

მეუფის მხურვალე ლოცვის თანხლებით ვასრულებდით მორჩილებას სტიქაროსნები და ასე მეგონა, მიწაზე არ დავდიოდი. დიდი იყო ღმერთის მადლი ჩვენზე. ვგრძნობდი, როგორ შემოვიდა გულში ყველას სიყვარული. ბოლოს მეუფე დანიელი გამობრძანდა ბარძიმით და ვეზიარე. წირვის დამთავრების შემდეგ განვიმოსეთ... გაოგნებულები ვუცქერდით ერთმანეთს. გამოვედი ეკლესიიდან და, რას ვხედავ - გაბრიელ ბერი, რომელიც შეუძლოდ იყო და იწვა, გარეთ დაგვხვდა.

თვითონ მოვიდა, ჩამკოცნა და თვალებიდან ცრემლი წასკდა. გაოცებული ვუცქერდი, ვერაფერს მივმხვდარიყავი. უცებ შეჩერდა, თავზე ხელი დამადო და თვალცრემლიანმა მითხრა:

- მადლობა, დიდი მადლობა!

გულის სიღრმეში განვიცადე სიყვარული, უზომოდ დიდი სიყვარული, რადგანაც მივხვდი, ცოდვის მონანიებისთვის მიხდიდა ბერი მადლობას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2018, 10:58 PM
პოსტი #529


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა მორწმუნემ კმაყოფილებით უთხრა:

- მამა გაბიელ, ეს მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით კარგად დავიცავი.

- როგორ მოახერხე, შვილო, ორმოცი წლის ბერი ვარ და ერთხელაც ვერ ვიმარხულე, როგორც საჭიროა, იქნებ შენ მასწავლო? - ღიმილით უპასუხა მამა გაბრიელმა, - მარხვა ის იყო, შიო მღვიმელმა რომ იმარხულა სამოცი დღე. განუწყვეტლივ ტიროდა და საჭმელი არც ახსენდებოდა, ღვთისმშობელს რომ არ შეეჩერებინა - კმარა, გეყოფაო. კარგ ბერს ერთი სეფისკვერიც უნდა ეყოს

დიდმარხვის ბოლო კვირას ერისკაცი მივიდა მასთან და თავმომწონედ უთხრა:

- მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ ვიმარხულე.

- ბერმა თითქოს ვერ გაიგონა ნათქვამი. მიმართა:

- მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო...

უარს ვინ გაბედავდა. მამა გაბრიელმა სტუმარს საკმაოდ დიდ რაოდენობის ზეთი გაასინჯა, შემდეგ კი მიმართა:

- შენ ერის ადამიანი ხარ, ვინ მოგცა უფლება, რომ უზეთოდ შეგენახა მარხვა! ზოგს ამპარტავნებაში აგდებს ასეთი საქციელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2018, 09:13 AM
პოსტი #530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, შობის მარხვაში, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე წავედი. რადგანაც მძიმე მარხვა არ იყო, სხვებთან ერთად ვილხენდით - არც დოლი დაგვიკლია და არც სიმღერა თუ ცეკვა-თამაში.

- რომ გვიყურებდეს მამა გაბრიელი, რა დღეში ვართ... - ვეუბნებოდით ერთმანეთს და გვეცინებოდა.

მეორე დღეს მცხეთაში წავედით. გაბრიელ ბერმა კელიაში შესვლისთანავე გვამხილა:

- ეს მარხვა მხიარული მარხვაა; ზოგი დოლს უკრავს, ზოგი ცეკვავს, ზოგი კი მღერის... - თითქოს ჩვენზე არც უთქვამს, ისე ჩაილაპარაკა და თვალებში შემოგვხედა.

თვითონ საოცრად მკაცრად მარხული იყო. ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, როგორ ჩაიკეტებოდა თვეობით თავის კელიაში და საჭმელს არ მიიღებდა. ბევრჯერ უნახავთ მკაცრი მარხვისგან დაუძლურებული. იტყოდა:

- ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალო! ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პურიც არ მინდა.


მისი საჭმელი მეტად მწირი იყო. დანაყრებული არასდროს უნახავთ. თვეები ისე გავიდოდა, არავითარ საზრდელს არ მიიღებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე კი წყლის გარდა აღარაფერი უხმევია. მხოლოდ სხვის დასანახავად გადაიღებდა თეფშზე საჭმელს და იმასაც სხვას უწილადებდა.

- ახლა რამდენს არა აქვს პური და მშიერია, მე როგორღა ვჭამო? - იტყოდა ხოლმე. ძალიან რომ სთხოვნდნენ, დაამშვიდებდა:

- ორგანიზმი არ ღებულობს საჭმელს და რა ვქნა...

გარდაცვალების წინა დღეს წვნიანის მოტანა ითხოვა. ორი კოვზი მოსვა, - შიმშილისგან არ მეძინება, იქნებ ჩამეძინოსო.

ხშირად ამბობდა:

- მთელი ცხოვრება მშია. მე ნუ მომბაძავ ჭამაში, შენ მწუხრითი მწუხრად ჭამე. მე რას შევჭამ და რას დავლევ, მხოლოდ მე მეხება და სხვას არა. საზრდელი იმდენი უნდა მიიღო, რომ შიმშილის გრძნობა დაიოკო.

გაბრიელ ბერი ყოველთვის იმ კერძს აკეთებდა, რომელიც მომსვლელს სიამოვნებდა და გულში ნატრობდა. თქვენც მიირთვითო, - სთავაზობდნენ მამა გაბრიელს.

- მე თქვენი სიყვარულით ვიკვებები, - პასუხობდა და გულს სულიერი საზრდელის ნდომით აღავსებდა. მაცხოვრის, იესო ქრისტეს შეწევნით, მის სენაკში ისეთი მადლი სუფევდა, რომ თვალსაჩინოვდებოდა თვით სახარებისეული სასწაულიც.

მისთვის უმთავრესი ადამიანის სიყვარული იყო, და არა - რაიმე ადამიანური წესი თუ განგებულება.

- სხვას რომ შესჩივლებ შენს სატკივარ-საწუხარს, პირველად კეთილი სიტყვით მიუგე - შენ ჯვარი გწერია-თქო. კეთილი სიტყვით მიმართე ყველას, კეთილ სიტყვას დიდი ძალა აქვს."



"ერთხელ დედებმა ტრაპეზი გამართეს. სუფრას მღვდელმთავარი და მღვდლები უსხდნენ. მამა გაბრიელმა ქადაგება დაიწყო, შემდეგ კი ყველა ფეხზე წამოაყენა და ხმამაღლა ბრძანა:

- აბა, ახლა ყველამ ერთად ვიგალობოთ მეძავთათვის - და დედებმაც დაიწყეს გალობა.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამოაცხადა:

- ახლა კი ვიგალობოთ ქურდებისა და პატიმრებისთვის! - დედებმა გალობა განაგრძეს.

გავიდა ხანი და ისევ წამოაყენა ყველა:

- აბა, ახლა ვიგალობოთ გლახაკთა და გაჭირვებულთათვის.

ასე აგალობა დედები მთელი დღე ადამიანთა სულების გადასარჩენად."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2018, 01:14 PM
პოსტი #531


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცრად მოწყალე იყო [წმ. გაბრიელ სალოსი]. მუდამ მშიერი საჭმელს გვერდით გადადებდა და უპასუხოდ და უნუგეშოდ არავის გაუშვებდა:

- თუ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება - ჯერ დაეხმარე, ჭამას ყოველთვის მოასწრებ, თუ არადა, სასუფეველს დაკარგავ! - "სასუფეველი ცათაი იიძულების" და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12).


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2018, 10:21 AM
პოსტი #532


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. გაბრიელ სალოსი] საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მომთხოვნი იყო, სხვას კი არ შეაწუხებდა. საქმეს თუ აკეთებდა ვინმე - ეყოფა, არ გადაიღალოსო - უფრთხილდებოდა მოყვასს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2018, 08:50 PM
პოსტი #533


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ნახატი მაჩუქა. სურათი არ მომეწონა და ამოვიღე, ჩარჩო კი მამა გაბრიელს შევწირე. მასთან სტუმრობისას ჩარჩო ვერსად შევნიშნე და ვიფიქრე, სადღაც შეინახა, სადმე მიაგდო ან ვინმეს აჩუქა-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი, როცა უცბად თბილად შემომხედა და მომიგო:

- ტაძარში ჩადი, ღვთისმშობელი მოინახულე.

...და როდესაც შევედი, დავინახე, რომ ტაძრის შუაგულში ჩემს ნაჩუქარ ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ბრწყინვალე ხატი იყო დასვენებული".

"მისთვის მადლიერების გრძნობა და თავმდაბლობა განუყოფელი სათნოება იყო, რომელიც სიყვარულის ჩაუქრობელ ალს ანთებს მართლმორწმუნის გულში. ბერის ცხოვრება ამ მხრივაც სამაგალითო იყო მორწმუნეთათვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2018, 06:20 PM
პოსტი #534


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-----

გაბრიელ ბერის მრევლთაგანის მონათხრობიდან:

"მახსოვს, სამონასტრო ჩექმები შემოსწირეს და ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა. გავიფიქრე: "მამა გაბრიელ, თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ, იქნებ მეც მაჩუქონ?"

მეორე დღეს ჩექმები დედა ქეთევანმა საჩუქრად გამომიგზავნა ისე, რომ მისთვის სიტყვაც არ მითქვამს".




"- რასაც ლოცვაში ვითხოვ, უფალი არაფერს მისრულებს. რა ვქნა?

- მერედა, ხარ ღირსი, რომ შეგისრულოს? და კიდევ, უფალი თქვენს ლოცვას მაშინ ისმენს, როდესაც თქვენ თვითონ გესმით თქვენივე ლოცვის".

/წმ. გაბრიელ სალოსი/


"- აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენიება?

- ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზე საჭირო და აუცილებელია. თუკი გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არ არის ზედმეტი ცოცხალთა ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვისაც საჭიროა და მლოცველისთვისაც. როგორც მეფსალმუნე ბრძანებს: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის". ვინც ცდილობს მოყვასს სიკეთე გაუკეთოს, ჯერ საკუთარ თავს არგებს, შემდეგ კი - სხვას. შენს სისუსტეს შენივე სიკეთე ფარავს.

ხშირად მოვიხსენიოთ შესვენებულნი, რითაც ნუგეშს ვცემთ მათ. გავცეთ მოწყალება მათ სახელზე და მოვახსენებინოთ მათი სახელი, რამეთუ ისმენს უფალი გლახაკთა ვედრებას და ულხენს მიცვალებულს"

/წმ. გაბრიელ სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2018, 06:50 PM
პოსტი #535


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან. ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე.

მას, ვინც ჭიპის მაგივრად გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად; თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს"

/წმ. გაბრიელ სალოსი/



"ღმერთმა ყველა დაგილოცოს და გადაგირჩინოს, ვისი გადარჩენაც გინდა. ღმერთმა ყველა შეიწყალოს, ვისი შეწყალებაც გინდა"

/წმ. გაბრიელ სალოსი/




"დაგვლოცეთო - სთხოვდნენ გაბრიელ ბერს და ისიც ასე ლოცავდა:

- ღმერთმა მაშინ შეგიწყალოს, შენნაირ გაჭირვებულს თუ შეიწყალებო".




"[წმ. გაბრიელ სალოსს] ჰკითხეს, - დავითის ფსალმუნის კითხვისას თუ ოცი კაცის სახელი მოვიხსენიე, რა ძალა მიდის მათთან და როგორ განაწილდებაო.

- მხოლოდ ერთ კაცზე რომ წაგეკითხა ერთი კანონი, რა ძალაც ამ ერთზე გადავიდოდა, ისევე მიუვიდოდა იმ ოცსაც სათითაოდ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2018, 08:22 PM
პოსტი #536


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაბრიელ ბერი ეკითხებოდა, ცდიდა, ასწავლიდა:

- მითხარით, რას ნიშნავს - ლოცვა ცოდვად შეერაცხა?

- ალბათ, არასწორად ილოცა.

- არა, სწორად ილოცა.

- ალბათ, გულით ვერ ილოცა.

- არა, გულით ილოცა.

- გონება თუ გაურბოდა ლოცვის დროს...

- ჰე, მომინდომა ამანაც წმინდანობა! საკმაოდ ძნელია, კაცს გონებრივი აზრები არ ჰქონდეს!

- მაშინ თქვენ თვითონ განგვიმარტეთ, რას ნიშნავს...

- ახლავე გეტყვით, - თქვა მამა გაბრიელმა... და სწორედ ამ დროს მასთან კურთხევის ასაღებად ერთი მორწმუნე შემოვიდა. მამა გაბრიელმა რაღაცის გაკეთება სთხოვა. მერე ვნახოთო და გავიდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით გაბრიელ ბერმა მრევლს მიმართა:

- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მაგას მოუსმენს, რომ არ დამეხმარა? თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ ისმენს და ლოცვა ცოდვად გერაცხებათ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2018, 02:12 PM
პოსტი #537


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ბერი გაბრიელი] შეკითხვის მიცემის უფლებას ზოგჯერ მხოლოდ "მამაო ჩვენოს" წარმოთქმის შემდეგ აძლევდა მრევლს:

- "მამაო ჩვენოზე" დიდი ლოცვა არ არსებობსო - იტყოდა, - წმინდა დიმიტრი როსტოველის ყოველდღიურად წაკითხული ხუთგზის ლოცვა კი ცათა შინა იწერებისო.


რა ძალა აქვს შვიდგზის ზეთისცხებას?

- შვიდგზის ზეთისცხებას იმხელა ძალა აქვს, რომ იმ დროს ადამიანი ჩვილ ბავშვს ემსგავსება. თუ ჯანმრთელია და საჭიროება არ არის, შვიდგზის ზეთისცხება წელიწადში ორზე მეტად არ შეიძლება. ეს დიდი საიდუმლო შვიდჯერ შვიდგზის უნდა ჩატარდეს."





"ერთხელ, როდესაც მოყვასის სიყვარულზე ქადაგებდა, შეჰკადრეს:

- მამა გაბრიელ, არიან ბოროტებით აღსავსე უზნეო ადამიანები, რომელნიც ყველას ზიზღსა და აღშფოთებას იწვევენ. როგორ უნდა ვილოცოთ მათი კეთილდღეობისთვის - ეს ხომ გულით არ იქნება ნათქვამი.

მან ასე უპასუხა:

- ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმით დაიწყე, მაგალითად, შვილებით. შემდგომ ილოცე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის; შემდგომ - მეზობლებისთვის, რომ მტერი არ გყავდეს; დალოცე ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ - თბილისი ხომ მარტო არ არის; დალოცე საქართველოს ყველა მცხოვრები - საქართველო ხომ მარტო არ არის, მტრებითაა გარემოცული. სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შეძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, მტერიღა დაგრჩა. იმასაც ნუ გამოტოვებ. ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთით, გონება - სიბრძნით. ხომ ხედავთ, შეიძლება თურმე მტრისთვის ლოცვა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2018, 02:26 PM
პოსტი #538


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხანს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველ დილას ერთნაირად იწყებდა. ახსენებდა დაკარგულ, სიძვის ცოდვაში ჩავარდნილ გოგოს ამბავს. უსმენდნენ დ უკვირდათ: ნეტავ რა მიზეზით, რისთვის ჰყვება თავის სენაკში მრუშის შესახებო.

ბოლოს ჰკითხეს:

- მამა გაბრიელ, ასე ხშირად რატომ იხსენებთ მას?

- იმიტომ, რომ ილოცოთ მისთვის, გემუდარებით, ილოცეთ!

საღამოს ლოცვისას, როდესაც მოიღალნენ, ერთმა მლოცველმა თავისთვის გაიფიქრა:

- ამდენი ახლობლის ჩამოთვლა აღარ შემიძლია, ყველამ თავის თავზე იფიქროს, მე ჩემი თავიც მეყოფა!

მეორე დღეს, მამა გაბრიელთან მისულმა კურთხევისთვის რომ დაიჩოქა, ბერმა დალოცა და უთხრა:

- არა მარტო იმისთვის უნდა ილოცო, ვინც შენი ახლობელია და იცნობ, არამედ ვინც საპყრობილეშია, საროსკიპოშია, უძლურებაშია, მგზავრობაშია...

გაბრიელ ბერთან ერთი ქუთაისელი ქალი მიიყვანეს და სთხოვეს, დაელოცა და ეკურთხებინა. ბერმა ისე, როგორც სალოსობის დროს იცოდა ხოლმე, აღაპყრო ხელები, დიდი ჯვარი გადასახა ქუთაისის მხარეს და ღიმილით თქვა:

- მთელი ქუთაისი მიკურთხებია!"



"დიდად ბრაზობდა, როცა არასრულად ან არასწორად ასრულებდნენ კანონს:

- კვეთებულის ლოცვას ბერი სრულად უნდა კითხულობდეს. კვეთებული ადამიანს მარტოს უნდა წაუკითხო! რა ამბავია ამდენ ხალხში კითხვა?! ბოროტი სხვაზე რომ გადავიდეს?! სამი ლოცვის წაკითხვა საკმარისია, შვიდ მისვლაზე მეტი კი არაფრით არ შეიძლება!

როდესაც მამა გაბრიელი თავის მრევლთაგანს ლოცვებში გამორჩა, იმ დღეს მისული დალოცა ბერმა და გამოსვლისას სთხოვა:

- ლოცვებში აღარ დამივიწყო, შვილო!

- თქვენ ესეც იცით? - ჰკითხა განცვიფრებულმა.

- ესეც ვიცი და ისიც ვიცი, ვისაც ეჩხუბე! - იქვე დაუსახელა.

- როცა ლოცულობთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, - ამბობდა და სიყვარულით გადახედავდა მსმენელს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2018, 06:12 PM
პოსტი #539


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც მამა გაბრიელი თავის მრევლთაგანს ლოცვებში გამორჩა, იმ დღეს მისული დალოცა ბერმა და გამოსვლისას სთხოვა:

- ლოცვებში აღარ დამივიწყო, შვილო!

- თქვენ ესეც იცით? - ჰკითხა განცვიფრებულმა.

- ესეც ვიცი და ისიც ვიცი, ვისაც ეჩხუბე! - იქვე დაუსახელა.

- როცა ლოცულობთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, - ამბობდა და სიყვარულით გადახედავდა მსმენელს."




"მძიმედ სნეული იწვა, როდესაც დედა პარასკევას უთხრა, ახლა შავნაბადაზე მივდივარო. მონაზონმა იფიქრა, ალბათ, ხუმრობსო და თვითონაც ხუმრობით უპასუხა:

- წადი, მამა გაბრიელ, წადი...

ცოტა ხნის შემდეგ კი უნებურად ჰკითხა:

- იყავი, მამაო, შავნაბადაზე?

- ვიყავი. ყველანი კარგად არიან. ტრაპეზობდნენ, როცა მივედი.

- შენ არ გამოჩნდი?

- არა. რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. მეც არ მინდოდა გამოჩენა.

- მამა შიო რას აკეთებდა?

- ხალხს ითვლიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მამა შიოც მივიდა გაბრიელ ბერის სანახავად. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, მონაზონმა ჰკითხა:

- ბევრნი მოდიან შავნაბადას მონასტერში?

- არ ვიცი. იმდენი მოდის და შემდეგ მიდის, რომ ვეღარ ვიგებ. ტრაპეზზე როცა ვზივართ, მხოლოდ მაშინ ვითვლი ხალხს.

მამა გაბრიელმა ამ კითხვა-პასუხზე ღიმილით გადახედა მათ. დედა პარასკევა შეცბუნებული ჩანდა ამ სასწაულით და სხვა დროს, როდესაც კვლავ უთხრა, მე ახლა მარტყოფის მონასტერში მივდივარო, გაკვირვებით და ინტერესით დაუწყო თვალთვალი. ნახევარი საათის შემდეგ კი ჰკითხა:

- იყავით მარტყოფში?

- ვიყავი. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი არ არის მონასტრული.

იმ ადამიანმა შემდეგ მართლაც დატოვა მონასტერი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2018, 07:47 PM
პოსტი #540


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი სულიერი შვილი ჰყვებოდა, რომ მამა გაბრიელის სენაკში ჯვარცმის ფერხთით პირდაღებული ლომის სურათი იდო. ჰკითხა, ეს რას ნიშნავსო.

გაბრიელ ბერმა პირჯვარი გადაისახა, ფეხზე წამოდგა და წარმოთქვა:

- მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი. იგი ქრისტეს ძმა არის, მას, როგორც ტოლსა და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი უფლისა, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 09:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი