IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არიოზი და მისი ერესი
afxazi
პოსტი Apr 7 2009, 01:08 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვინაიდან გვერდით თემებში თავი იჩინა არიანული ერესის პარალელებმა, ვფიქრობ აუცილებელია ამ ერესის და მისი "მამამთავრის" არიოზის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ქონდეს მკითხველს, თუ როგორ ებრძოდა და როგორ დაამარცხვა ეს მართლაც ერესთა ერესი ეკლესიამ.

მოკლე ცნობებისათვის გამოვიყენე ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი რადიო ლექცია (წერილობითი სახით) და ვფიქრობ შემდეგ და შემდეგ უფრო განივრცობა ამ ტემის ირგვლივ საუბარი.



არიოზი – მისი მოღვაწეობის ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ წმ. ანტონი დიდის მოღვაწეობა. უფრო ადრე ვეხბოდით არიანელობის აღმოცენებას, რასთაანაც და რომლის უარყოფასთანაც თვით ანტონი დიდსაც ქონდა შეხება რა თქმა უნდა, როგორც თუნდაც წმ. ათანასე ალექსანდრიელის მოძღვარს და ეს თემა არიანელობასთან ბრძოლისა ხშირად წარმოდგება ჩვენს წინაშე ამ ეპოქის მოღვაწეთა შესახებ საუბრისას და ამიტომ ვფიქრობთ გასაკვრი არ უნდა იყოს ის გარკვეული, შეიძლება ასე ითქვას თხოვნა რაც ჩვენდამი იყო მომართული საკუთრივ არიოზთან დაკავშირებით, რომ როგორც ადრე რამდენიმე შემთხვევაში მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი იმისა, რომ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის შესახებ, ე.ი. რამეს თუ წერდა იგი, მხოლოდ ზეპირი იყო მისი საქმიანობა თუ წერილობითაც ავრცელებდა თავის ერესს, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ არიოზის შესახებ უფრო ვრცელი ინფრომაცია რომ წარმოგვედგინა მსენელისათვის. ჩვენ დაახლოებით ანალოგიური მიმართვა გვქონდა თავის დროზე ტატიანე სირიელთან დაკავშირებით და მაშინაც შევეცადეთ რომ ეს სურვილი შეგვესრულებინა. ამჯერადაც, რადმენადაც ეს დაინტერესება სავსებით გამოკვეთილია, შევეცდებით რომ არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული ვიყოთ და უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებული, დღეისათვის ცნობილი, დეტალები.


კვლავ შეგახსენებთ, რაც თავის დროზე ავღნიშნეთ, რომ არიოზი რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად იცხოვრა, ის 256-336 წლებში იყო, ე.ი. ოთხმოცს გადაცილებული გახლდათ, დაახლოებით 82 წლის, როდესაც გარდაიცვალა. ის წარმოშობით იყო ლიბიელი, 256 წელს ლიბიაში დაიბადა, Yთავისი საღვთისმეტყველო ფორმირება - ჩამოყალიბება მან მიიღო ანტიოქიაში, თვითონ ამ ჩამოყალიბებას განუკუთვნებს წმ. ლუკიანე ანტიოქიელს, მაგრამ ეს საკითხი თავის დროზე განვმარტეთ და ჩვენ აღარ დავუბრუნდებით. შემდეგ ის ანტიოქიიდან გადადის ალექსანდრიაში, სადაც ჯერ დიაკვნად იკურთხება, შემდეგ კი მღვდლად. ის უკავშირდება ბაუკალისის ეკლესიას, მაგრამ დაახლოებით 318 წელს, როდესაც მან უკვე დაიწყო თავისი ერეტიკული მოძღვრების საჯაროდ გამოთქმა რა თქმა უნდა მისი პერსონის წინაშე აღიძრა პრობლმები და ამ პრობლემების აღძვრამ არიოზი, რომელიც ასე ვთქვათ აქამდე ზეპირად მოღვაწეობდა, გააქტიურა იმისკენ, რომ წერილობით საქმიანობასაც შედგომოდა. მისი ნაწერების გარკვეული ფრაგმენტები ჩვენამდე მოღწეულია, ზოგი სხვადასხვა ანტიერეტიკული ძეგლიდან შეგვიძლია მოვკრიფოთ სადაც ციტატებადაა მოტანილი, ზოგს კი ათანასე ალექსანდრიელის ერთ-ერთი წყაროდმცოდნეობითი შრომა, რასაც არიანელობის ისტორია ეწოდება ზოგადად, შეიცავს და ამ ფრაგმენტებიდან არიოზის მოძღვრება სავსებით მკვეთრად წაროჩნდება.

საფუძვლად თავისი სისტემისა არიოზს ქონდა დებულება თუ აქსიომა, რაც ცდომილების არსობრივად შემცველი თავის თავში, მომდევნო დასკვნების ცდომილებასაც განაპირობებდა და ეს დებულება თუ ამოსავალი პრინციპი არიოზისა გახლდათ ის რომ მისთვის ღმრთეება, ანუ ბუნებითი ღმერთი თავისი თვისებით იყო არა მხოლოდ შეუქმნელი, არამედ აგრეთვე უშობელიც, როგორც შექმნა არ შეიძლება, - ამბობს არიოზი, ასევე არ შეიძლება არც მისი შობაც, ე.ი. ღმერთი არ შეიძლება რომ იშვას. შობა თავსთავად გვიკარნახებს, - ამბობდა არიოზი, რომ ვინც იშვა მას თავისი მშობელი ყავს, თავისი წყარო ჰყავს, ანუ იმ წყაროს გარეშე ეს არ იარსებებდა და რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს მშობელს ე.ი. შობილი ყოველთვის არ შეიძლებოდა რომ არსებულიყო, სწორედ აქედან გამოაქვს მას შემდგომ დასკვნები, რომ ძე ღვთისა, იგივე სიტყვა ღვთისა არ შეიძლება იყოს ნამდვილი ღმერთი, რადგანაც იგი შობილია მამისა. არიოზისთვის შობა და შექმნა ერთიდაიგივე გაგების იყო, ერთიდაიგივე შინაარსს შეიცავდა, ორივე მისთვის იმას მიუთითებდა თითქოს, რომ ვინც შობილია, ანუ არიანელისთვის ვინც ქმნილია, მას თავისი საწყისი აქვს, ის ყოველთვის არ არსებობს, გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და რადგანაც ღვთისგან ყოველივე იქმნება სრული არაფრობიდან, შესაბამისად არიოზი აკეთებდა დაკვნას, რომ პირველი ქმნილება რომელიც ღვთისგან “იშვა” (დაიბადა), ეს იყო სწორედ ძე ღვთისა, მაგრამ იგი დაიბადა თუ იშვა ასევე სრული არაფრობიდან როგორც ნებისმიერი სხვა ქმნილება, ანუ როგორც შემდეგ თავისი ცნობილი ფორმულირება შეიმუშავა არიოზმა, იყო როდესაც არ იყო ძე ღვთისა.

აქ იყოს შემდეგ იგულისხმება არა იმდენად რაღაც ჟამი, როგორც ეს საყოვალეთაოდ გავრცელდა, თითქოს არიოზს ასეთი ფორმულა ეთქვას, რომ “იყო დრო, როდესაც არ იყო ძე ღმერთი”. იქ დროს არ ამბობს არიოზი, იმიტომ რომ დრო როგორც ამქვეყნიური მოვლენა არიოზისთვისაც შეუფერებელია ძე ღმერთისადმი. თუ ზეციური ძალები, ანგელოზები დროის გარეშე არიან და ზედროულნი, რამდენად უფრო იქნებოდა მისთვის (არიოზისთვის), მისგან პირველქმნილებად, ე.ი. ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად შერაცხილი არსი, დროისგან თავისუფალი, ამიტომ ის დროზე კი არ ამახვილებს იმდენ ყურადღებას რამდენადაც ჩვენ აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ სიტყვა “მომენტი”, ანუ იყო მომენტი როდესაც არ იყო ძე ღვთისა, იყო რაღაც სინამდვილე, რაღაც არსებობა, როდესაც ძე ღვთისა ჯერ კიდევ არ იყო. მაგრამ როგორც არ უნდა გავიგოთ უეჭველია, რომ გარკვეულ მომენტში, გარკვეულ შემთხევვაში, გარკვეულ ვითარებაში აღმოცენებულად თვლის იგი ძე ღმერთს და არა მარად არსებულად და აი ეს გახლდათ ფუნდამენტური ცდომილება არიანული ცრუ მოძღვრებისა, რასაც შედეგად მოჰყვა რა თქმა უნდა უკვე სულიწმინდის შესახებ სწავლების გაუკუღმართებაც, რომ თუ ძე ღვთისა არის დროში დაწყებული და ქმნილება, თუნდაც ქმნილებათა შროის პირველი, რა თქმა უნდა უკვე მისთვის სულიწმინდაც ამგვარივე იყო, როგორც დროში დაწყებული, ოღონდ ამ შემთხვევაში სულიწმინდა არიოზისთვის კიდევ უფრო კნინობითია, რადგანაც თუ ლოგოსი ანუ სიტყვა ღვთისა საკუთრივ ღვთისგან იქმნება მისთვის, სულიწმინდას უკვე სწორედ ეს ღვთივქმნილი, ასე ვთქვათ ლოგოსი ანუ ძე ღვთისა ქმნის. ასე რომ სულიწმინდა კიდევ უფრო ნაკლებღვთიურია არიოზისთვის, ვიდრე ძე ღვთისა. რაც შეეხება საკუთრივ განკაცებას, ეს არიოზის მოძღვრებაში ასე წარმოჩნდებოდა, რომ ამ ზეციურმა ლოგოსმა, ზეციურმა სიტყვამ, იგივე ღვთის ძემ, თითქოსდა პირველმა ქმნილებამ ქმნილებათა შორის, ადამიან იესო ქრისტეში მისი სულის ადგილი დაიკავა, ე.ი. იესო ქრისტე ერთის მხრივ ადამიანური სხეულის მქონე იყო და ამ დროს მას ჰყავდა სულად ზეციური ლოგოსი, ამან აღავსო და აღასრულა იესო ქრისტეში ასე ვთქვათ სულის ფნქცია.


კარგადაა ცნობილი, რომ არიანელობა რაციონალური აზროვნების გაუკუღმართების სახეობად არის მიჩნეული, რომ ესაა საღვთისმეტყველო რაციონალიზმის ტიპიური ნიმუში, ე.ი. ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ვითომცდა პრინციპული დასკვნების გამოტანის რაღაც მეთოდი, რამაც ამგვარი ცდომილებანი წარმოქმნა. ეს ცრუსწავლება მყისვე დაიგმო საეკლესიო მოძღვართა მიერ, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში ალექსანდრე ალექსანდრიელის მიერ და დაიგმო როგორც მართლმადიდებლურ სამოძღვრო ტრადიციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელი, და სხვაგვარად შეუძლებელიც გახლდათ, რადგან ერესთა შორისაც კი განსხვავებულობანია, არის უმძიმესი ერესი, მთლად წარმწყმედელი და ამომძირკველი ჭეშმარიტბისა და არის ერესი შედარებით რბილი, როგორც წმ. ათანასე ალესანდრიელი ამბობს სხვაობა ყველაფერშია, ისევე როგორც სასუფეველშია ხარისხები, ასევე ჯოჯოხეთში ანუ წარწყმედილობაში, ანუ ერესშიც თავისი ხარისხებია და ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ არიანელობა ერთ-ერთი უმძიმესი სახეობა იყო გაუკუღმართებისა, რადგანაც ქრისტიანული მოძღვრების არსებაზე მიჰქონდა მას იერიში. ქრისიტანული მოძღვრების არსება ამ შემთხევვეაში გახლავთ მოძღვრება ცხონების, ადამიანთა გადარჩენის შესახებ, ადამიანისთვის ყველაზე არსებითი ესაა, თვით ეს გადარჩენა როგორ აღსრულდება, ეს შემდგომ ღვთისმეტყველურად განიმარტება ეკლესიის მამათაგან, მაგრამ მთელი საღვთო წერილის, ღვთიური განგებულების, საღვთო მოქმედებისა და მოღვაწეობის მიზანდასახულობა არის ადამიანის ცხონება და თუ განკაცებული იესო ქრისტე არ იყო ღმერთი მაშინ მის მიერ აღსრულებული გამოხსნა არ ყოფილა იმ სიმტკიცის მქონე, რაზეც ყოველთვის უსვამდნენ ხაზსს ეკლესიის მამები, რომ მაცხოვრისგან აღსრულებული გამოხსნა იმიტომაა უმტკიცესი საფუძველი მთელი კაცობრიობისთვის, რომ ეს გამოხსნა აღასრულა თავად ბუნებითმა ღმერთმა, მარად დაუცემელმა. ღმერთი ბუნებითად დაუცმელია და თუკი იგი ქმნილება იყო, ვინც იესო ქრისტედ მოვიდა ჩვენთან ჩვენი ცხონებისთვის, ხოლო ქმნილებაში ყოველთვისაა დაცემის შესაძლებლობა, შესაბამისად ჩვენი გამოხსნა არ ყოფილა მარადიული და მტკიცე და ეს უკვე თავისთავად ამ გამომხსნელობითი ანუ სოტერიოლოგიური არსის, ქრისტიანული მოძღვრების აი ამგვარი არსის გაუქმებას ნიშნავდა.


არიოზსა და მის მომხრეებს რა თქმა უნდა შესთავაზეს ჯერ თხოვნით, შემდგომ მოთხოვნით, რომ დაეგმოთ თავიანთი ეს რაღაც სიახლე, ინოვაცია, მაგრამ მათ აბსოლუტურად კატეგორიულად გამორიცხეს ყოველგვარი დათმობა. ჩვენს მიერ განხილულმა წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელმა იგრძნო რა თქმა უნდა პასუხიმსგელობა იმისა, რომ ეგვიპტელ იერარქთა კრება მოეწვია და 318 წელს ალექსანდრიაში შემოკრიბა კიდეც თავის მომხრეთა გარვეული ჯგუფი, სინოდი, კრება შეიკრიბა, რომელმაც დაგმო არიოზი და გადააყენა იგი, ისევე როგორც მისი მომხრეები. მაგრამ არიოზი ცხადია იმგვარი გაკერპების მქონე რაც მისი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე სახეზეა, არანაირად არ შეურიგდებოდა ამგვარ დაგმობას და როგორც წინა საუბრებში ავღნიშნავდით მან მიზნად დაისახა, რომ თვითონაც შემოეკრიბა მომხრეები.

ყველაზე დიდი მომხრე ვინც გახლდათ არიანელობისა და ყველაზე დიდი არიანელი ეს იყო ევსევი ნიკომიდიელი, რომელზეც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ თავის დროზე, რომელმაც განაპირობა, როგორც არაერთგზის გვითქვამს არიანელობის, ამ ერთ-ერთ მცირე მნიშვნელობის და ნაკლებად ცნობილ რეგიონში ჩასაქრობად და დასაშრეტად გამიზნული ცრუ სწავლების ასე საყოველთაო სახით განვრცობა და მთელი იმპერიისთვის, მთელი საქრისტიანო მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს წყლულად გადაქცევა, რაც არიანელობამ თითქმის მყისიერად შეიძინა იმ პოლიტიკური მხარდაჭერის საფუძველზე, რაც სამწუხაროდ არიანელებს არასოდეს არ აკლდათ თავიანთი ისტორიის არცერთ ეტაპზე, დაწყებული უშუალოთ თვით არიოზისგან, თვითონ იმ ევსევი ნიკომიდიელისგან, შემდეგ აკაკი კესარიელი გახლდათ წინამძღოლი მათი, ბოლოს ევნომიუსი და სხვა.

მართალია 325 წელს ნიკეის მსოფლიო კრება შეიკრიბა, რაზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ და ამ კრებაზე არიანელობის პრობლემა თითქოსდა გადაიჭრა, იმიტომ რომ არიანელობა დაგმობილ იქნა, თვით არიოზი კი იმპერატორმა გადაასახლა ილირიაში, მაგრამ როგორც ავღნიშნავდით გადსახლებიდან არიოზმა გამოაგზავნა წერილი 328 წელს და ამ ეპისტოლის გაცნობით ადამიანს უეჭველად დარჩება იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა არიოზი უსამართლოდ იყო დევნული, ისეთი ფორმაა მოძებნილი ეპისტილისა, ისე რაღაც უშუალო გრძნობებზე თამაშობს ამ თავის შეწყალების თხოვნის შემცველ წერილში არიოზი, რომ თითქოსდა იმერატორმა მხედველობაში მიიღოს ერთი რამ, რომ იგი არანაირად არ ეწინააღმდეგება ვითომცდა პირველი მსოფლიო კრების დადგენილებას, რომ თითქოს იგი თანაზიარია ყოველივე იმისა რაც ამ კრებაზე იქნა დადგინებული და რაც შეეხება მის განკვეთას ამ კრებისგან გამოტანილს ეს თითქოს ყოფილა გაუგებრობის შედეგი, რომ ისიც იმავეს განიზრახვიდა და იმავეს ფიქრობდა, მაგრამ მისი ეს განზრახვანი დამახინჯებულად იქნა გადმოცმეული, რამაც თითქოსდა ამ კრების დადგენილება განაპირობა. რა თქმა უნდა ეს თავის თავშივე შეიცავს წინააღმდეგობას, რადგან თუ კერბა მსოფლიო კრებაა და მსოფლიო კრებას უცდომელობას განუკუთვნებს ყოველთვის ეკლესია, შეუძლებელია რომ ის ყველაზე მთავარში შემცდარიყო.

თუმცა ეს თვალთმაქცურად მოფიქრებული ფორმა ამ ეპისტოლისა არიოზისგან ასე ნიჭიერად მორგებული თავის სათქმელზაე მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა და 328 წელს იგი უკან ბრუნდება, ჩვენ როგორც შემდგომ ავღნიშნავდით, არიანელობა ამით განსაკუთრებულად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება იმიტომ რომ თითქოსდა გაიმარჯვეს მათ არიოზის უკან დაბრუნებით და ამის შემდეგ ტრიუმფალური ნაბიჯებით ზედიზედ აღწევენ რაღაც უპრეცედენტო და წარმოუდგენელ გამარჯვებებს. როდესაც 330 წელს ისეთ დიდ მწყემსმთავარს, რომელზეც ჩვენი წინა ლექცია იყო, ევსტათი ანტიოქიელს ანტიოქიის საყდრიდან გადააყენებენ, შემდეგ იმართება ტვიროსის კრება და იერუსალიმისა 335 წელს, როელსაც სხვათაშორის სამწუხაროდ ევსევი კესარიელი თავჯდომარეობდა, (ნახევრად არიანელი, საეკლესიო ისტორიის ავტორი, როემლსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ და საერთოდ დიდ პატივს მიაგებს გვიანდელი ტრადიცია იმ ფასადუდებელი შრიმის გამო რაც მის საეკლესიო ისტორიაშია ჩადებული). ამ კრების შემდეგ საჯარო შერიგება უნდა მომხდარიყო არიოზისა ეკლესიასთან, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ შედგა რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი ზიარება არ არსებობს სინათლესა და სიბნელეს შორის, ბელიარსა და უფალს შორის.


არიოზის ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენ ამით შემოვიფარგლებით ამჯერად, თუმცა არ ვთვლით, რომ ის სურვილი რაც ჩვენდამი იყო გამოთქმული არიოზის საქმიანობის უფრო ფართოდ წარმოჩენისკენ უკვე ამოვწურეთ, შემდგომ შეხვედრაზე საკუთრივ მის წერილობით საქმიანობას შევეხებით, იმ ფრაგმენტებსა თუ მოღწეულ ძეგლებს რაც არიოზის სახელს უკავშირდება და ამ ფრაგმენტებით მისი მოძღვრებაც უფრო გამოიკვეთება ჩვენს წინაშე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 26 2017, 10:04 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[პირველ მსოფლიო საეკლესიო] კრებაზე ყველა მოსაზრების მქონე ეპისკოპოსის გამოსვლა მოისმინეს. თვით არიოზსაც კი მიეცა უფლება, დაესაბუთებინა თავისი შეხედულებები. არიოზი ამტკიცებდა, რომ "ძე ღმრთისა ქმნილებაა; იყო დრო, როცა ძე არ იყო. ძე ცვალებადია არსით" და ასე შემდეგ. არიოზის ეს მოსაზრებები მაშინვე იქნა უგულებელყოფილი, რადგან საფუძველს ვერ პოულობდა წმინდა წერილში. მართლმადიდებელთა მხრიდან კი მოხმობილ იქნა იოანეს სახარების სიტყვები: "ძე მამისგანაა" (1,14,18), რომელთა უარყოფა არავის შეეძლო.

კრებაზე ევსევი კესარიელმა წარმოადგინა თავისი შედგენილი სარწმუნოების სიმბოლო. მოხერხებული მეცნიერი იმედოვნებდა, რომ მისი მეშვეობით მამასა და ძეს შორის ბუნდოვნად განსაზღვრული დამოკიდებულება წარმატებას პოვებდა. მაგრამ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა შეგონებით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ესვევის შესთავაზა, ძე ღმერთის მამა ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა შეეტანა სიმბოლოში: "ჰომოუსის" (ბერძნ. ერთარსი). მართალია, ეს სიტყვა წმინდა წერილში არ იხსენიება, მაგრამ წმინდა წერილიდან გამოტანილ აზრს გამოხატავს.

კრებამ გადაწყვიტა, ტერმინი "ჰომოუსის" სიმბოლოში შეეტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვის შეტანით როდი დაკმაყოფილდა; სიმბოლო იმდენად გადაკეთდა და ნათლად განიმარტა, რომ პირვანდელიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. არიოზელებს ორაზროვანი მსჯელობისთვის საბაბი აღარ დაუტოვეს.

ნიკეის კრების სიმბოლოს, გარდა ორი ეგვიპტელი ეპისკოპოსისა, ყველა მონაწილე დაეთანხმა და ხელის მოწერითაც დაადასტურა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ბევრი არიოზელი ხელისმომწერი პირფერი აღმოჩნდა და ეკლესიის ერთობაში სერიოზული განხეთქილებაც შეიტანა.

კრებამ არიანელობა, როგორც მწვალებლობა, დაგმო, არიოზის წიგნები დაწვეს, მისი მიმდევრები განდევნეს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   არიოზი და მისი ერესი   Apr 7 2009, 01:08 PM
Iona   რომელი სწავლების გ...   Apr 8 2009, 02:45 PM
afxazi   Lashab სიმართლემ გაიმ...   Apr 8 2009, 03:34 PM
დათიკო   Lashab საღვთისმეტყველ...   Apr 8 2009, 03:50 PM
afxazi   ეს თემა უფრო ინფორ...   Apr 10 2009, 10:31 AM
alex_b   დათიკო კიდევ ერთი ...   Apr 10 2009, 12:26 PM
ქევანა   ნამდვილ დიალოგს ს...   Apr 10 2009, 01:43 PM
Otherguy   ეს თემა რატომ მოკვ...   Oct 19 2009, 06:30 PM
afxazi   Otherguy ამ ეპისტოლეებს ...   Oct 19 2009, 06:42 PM
Otherguy   Otherguy ამ ეპისტოლეებს...   Oct 19 2009, 06:47 PM
afxazi   Otherguy გადასახლება იმ...   Oct 19 2009, 07:05 PM
Otherguy   [b]Otherguy გადასახლება ...   Oct 19 2009, 07:09 PM
afxazi   Otherguy აქ ვერ გავიგე რ...   Oct 19 2009, 07:30 PM
Otherguy   afxazi დიონისე ალექსა...   Oct 19 2009, 07:35 PM
afxazi   Otherguy ეპარქიიდან გაა...   Oct 19 2009, 07:37 PM
Otherguy   Otherguy ეპარქიიდან გა...   Oct 19 2009, 07:44 PM
afxazi   Otherguy არც გრიგოლ ღვთ...   Oct 19 2009, 07:46 PM
Otherguy   Otherguy არც გრიგოლ ღვთ...   Oct 19 2009, 07:51 PM
Otherguy   აფხაზი, შეგიძლია დ...   Oct 20 2009, 12:17 PM
afxazi   Otherguy ამის კონკრეტულ...   Oct 20 2009, 04:15 PM
Otherguy   [b]Otherguy ამის კონკრეტ...   Oct 20 2009, 04:38 PM
Otherguy   აქვე ვამატებ ლეგენ...   Oct 28 2009, 02:17 AM
KAIROS   სუპერაბსურდი :D გა...   Oct 28 2009, 05:50 AM
Otherguy   სუპერაბსურდი :D გა...   Oct 28 2009, 06:57 PM
afxazi   სულ დაკარგე ნამუსი...   Oct 28 2009, 10:43 PM
Otherguy   afxazi კარგი მე სექტან...   Oct 29 2009, 01:06 AM
KAIROS   ნამდვილად, ჩემო და...   Oct 29 2009, 03:47 AM
KAIROS   მოდი აფხაზ, ეს ერთი...   Oct 29 2009, 04:06 AM
Otherguy   მოდი აფხაზ, ეს ერთი...   Oct 29 2009, 02:00 PM
afxazi   Otherguy :D :D :D ლამის ნერ...   Oct 29 2009, 02:59 PM
Otherguy   afxazi გაცნობილი ვიყა...   Oct 29 2009, 03:44 PM
afxazi   Otherguy ვიზე ამბობ?   Oct 29 2009, 04:11 PM
Otherguy   Otherguy ვიზე ამბობ? მა...   Oct 29 2009, 04:42 PM
KAIROS   :D შესანიშნავია კამ...   Oct 29 2009, 04:51 PM
Otherguy   :D შესანიშნავია კამ...   Oct 29 2009, 04:54 PM
KAIROS   შეგეწიოს მოქცევაშ...   Oct 29 2009, 05:20 PM
Otherguy   შეგეწიოს მოქცევაშ...   Oct 29 2009, 05:25 PM
afxazi   Otherguy ოოოო, ამ კიტხვა...   Oct 29 2009, 05:33 PM
Otherguy   Otherguy ოოოო, ამ კიტხვა...   Oct 29 2009, 07:18 PM
Otherguy   ესეგი როგორია ფინა...   Nov 6 2009, 11:06 AM
agmsarebeli   არიოზი საპატიო სტუ...   Nov 23 2009, 04:10 PM
Otherguy   არიოზი საპატიო სტ...   Nov 25 2009, 12:13 PM
agmsarebeli   საკვირველია როგორ...   Nov 25 2009, 11:52 PM
bekas   Otherguy იყო კიდევაც ოღ...   Feb 24 2010, 05:31 PM
Otherguy   ისტორიას ახსოვს ის...   Apr 23 2010, 12:12 PM
afxazi   Otherguy ცოტა ფრთხილად...   Apr 23 2010, 12:25 PM
Otherguy   [b]Otherguy ცოტა ფრთხილად...   Apr 23 2010, 12:28 PM
afxazi   და მიუხედავად ამი...   Apr 23 2010, 12:30 PM
Otherguy   და მიუხედავად ამი...   Apr 23 2010, 12:35 PM
marine   არიოზის სამარცხვი...   Oct 28 2014, 05:33 PM
marine   "ერეტიკული ქარიშ...   Oct 18 2015, 08:10 PM
marine   "თავისი არსით, ერ...   Jun 2 2016, 10:48 PM
marine   "არიოზმა ვერ გაით...   Aug 11 2016, 08:18 PM
marine   "ორიგენესა და არი...   Aug 30 2017, 11:39 AM
marine   "[პირველ მსოფლიო ...   Oct 26 2017, 10:04 AM
marine   "ბასილი დიდის მოღ...   Jul 10 2020, 10:26 PM
marine   "მიუხედავად იმის...   Aug 23 2020, 08:56 PM
marine   "არიოზის თეზისს, ...   Apr 14 2022, 04:14 PM
marine   "მოციქული იუდა ამ...   Sep 22 2022, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი