IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> მოიხსენე და წმინდა ჰყვენ დღე იგი შაბათი..., შაბათის შესახებ , სავალდებულოა თუ არა ამ ცნების დაცვა
KAIROS
პოსტი Jun 13 2009, 12:40 PM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კანონ, მოგვიყევი რა ყოველდღიური ცხოვრება, ხასიათები, ქცევები ანუ გადაგვიყვანე ვირტუალურად წმიდა მიწაზე, ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, სურათებსაც თუ შემოგვთავაზებ ძალიან დაგვავალებ smile.gif

დამიანე, კაი კაცო ნუ მაწითლებ smile.gif

ახლა რაც შეეხება კითხვებს:

ციტატა
კვირის აღმატებულობა შაბათზე აუქმებს მისი როგორც ცნების დაცვას, თუ ფაქტობრივად მორწმუნეებმა ორივე დღე (კვირა განსაკუთრებით) უნდა დაიცვან.


ფაქტობრივად ჩაანაცვლა, რადგან ორი დღე უქმობა არ ხდება, შაბათიც არ ივიწყება, ლოცვაც განემზადა თავისი და განსხვავებული, ეკლესიამ ხშირად შაბათს მიცვალებულთა ხსენებები დააწესა, ანუ რაღაც პატივი დაუტოვა შაბათს, ბოლობოლო შაბათის მსახურებით იწყება კვირა... მაგრამ მთავარი მაინც აღდგომაა და კვირა.

ციტატა
წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, აუცილებელია თუ არა კვირის (და შაბათის, თუკი ისიც ძალაში რჩება) როგორც უქმე დღის დაცვა ანუ საკუთარი საქმეებისაგან (მაგ: სამსახურის საქმე დასვენება) და ამ მთლიანად უფლისათვის მიძღვნა?/


კვირამ არა მარტო შაბათი შეცვალა, არამედ "შაბათობაც" ანუ ის რაც იყო მიჩნეული შაბათობად და რაც თქვა კანონამ წინა პოსტში, უფლის რევოლუციური აბზაცი "შაბათია კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის", ანთავისუფლებს ქრისტიანს ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებისაგან, ქრისტიანი ზე ადის დროზე, ზე ადის საჭმელზე, ზე ადის ჩარჩოებზე, შესაბამისად უფლისეული მხილება ფარისევლურად პირდაპირი და ბუკვალური გაგების უარყოფას იწვევს და დავდივართ დღესასწაულის ნამდვილ შინაარსზე, ნამდვილ უქმობაზე, რომ უქმობაში მართლა შუქის ანთება-არ ანთება, პურის ყიდვა-არ ყიდვა კი არ იგულისხმება, არამედ კონცენტრაცია და მიზანი დღისა, ანუ კვირას ქრისტიანი კონცენტრირებულია უფალზე, ლოცვითა და სიკეთით მოღვაწეობს, პურსაც ჭრის და შუქსაც ანთებს, ანუ საქმიანობს მხოლოდ იმით რაც ესაჭიროება, მაგრამ არ მკის, არ თესავს, არ ხნავს, იმიტომ კი არა, რომ ფარისევლურად ესმის, არამედ იმიტომ რომ ეს დღე არის უქმობის დღე, მიწაზე და მიწიერზე არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ სულზე და სულიერზე უპირველესად.

აი ნახე ზემო დარიგება:

ციტატა
Этой заповедью Господь Бог велит трудиться в течение шести дней и заниматься нужными делами, к каким кто призван, а седьмой день посвящать на служение Ему и на святые дела. К угодным Ему делам относятся: забота о спасении своей души, молитва в храме Божием и дома, изучение Слова Божия, просвещение ума и сердца полезными религиозными знаниями, благочестивые религиозные беседы, помощь бедным, посещение больных и заключенных в темнице, утешение скорбящих и другие дела милосердия



იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 13 2009, 12:47 PM
პოსტი #22


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
კანონ, მოგვიყევი რა ყოველდღიური ცხოვრება, ხასიათები, ქცევები ანუ გადაგვიყვანე ვირტუალურად წმიდა მიწაზე, ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, სურათებსაც თუ შემოგვთავაზებ ძალიან დაგვავალებ


ებრაული საღმრთისმსახურო წესებით (პრინციპში ჩვენშიც ასეა), დღე იწყება საღამოს. პარასკევ საღამოს შემოდის შაბათი.

გუშინ გვქონდა სემინარის გახსნა და საზეიმოდ გვამცნეს, რომ შაბათ დღეს დავისვენებთო, ღმერთმაც კი დაისვენა ამ დღეს და ადამიანებმა მით უმეტეს უნდა დავისვენოთო. ეს ხდებოდა შუადღისას.

რომ მოსაღამოვდა, მთელი კიბუცის მოსახლეობა* სინაგოგისკენ გაემართა შაბათის ლოცვის მოსასმენად. ფოტოების გადაღება მინდოდა, მაგრამ მომერიდა. ერთი უკრაინელი ებრაელი გავიცანი და იმან გადაიღო მგონი და მომცემს მერე.

ლოცვიდან რომ დაბრუნდნენ, სასტუმროს სასადილოში შემოვიდნენ, კიპები დაიფარეს და ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულებმა იგალობეს ფსალმუნი, მაგიდაზე ედოთ ანთებული კანდელის ტიპის სანთლები, 1 ჭიქა ღვინო და ქაშერის საკვები (ე.ი. ნაკურთხი).

უხმაუროდ ჭამეს და გავიდნენ.

დღეს არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი გაჩერებულია. ავტობუსებიც კი არ დადის.

---------
* კიბუცი - კომუნის ტიპის ებრაული ჩასახლება, ავტონომიური მეურნეობით და საერთო კოლექტივით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jun 13 2009, 02:00 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(კანონისტი @ Jun 13 2009, 12:14 AM) *

აგერ შაბათის ზეიმს ვუყურებ ადგილზე და მოგიყვეთ?

თან ესენი (ამ კიბუცის მოსახლეობა) შედარებით ნაკლებ რელიგიური ხალხია...



შალომ smile.gif

სად ხარ, რა ქალაქია? კიბუცები ჩრდილოეთით ცხოვრობენ, გონი......

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 13 2009, 03:33 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



კაიროს მადლობა, ჩემპიონი ხარsmile.gif

კანონისტი

კიბუცი ახლოსაა იერუსალიმთან???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2009, 08:56 AM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ლია
ციტატა
შალომ

შალომ ლახ

ციტატა
სად ხარ, რა ქალაქია? კიბუცები ჩრდილოეთით ცხოვრობენ, გონი......

ქალაქი კი არა, კიბუცია. კიბუცი ადამიანი კი არ არის, დასახლების ტიპია.

ცენტრალურ ისრაელშია

damiane80
ციტატა
კიბუცი ახლოსაა იერუსალიმთან???

50-60 კმ, დაახლოებით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი