IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

218 გვერდი V « < 212 213 214 215 216 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 12 2024, 10:59 AM
პოსტი #4261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„IV ს-ში მოღვაწე ერთი ეგვიპტელი მონაზონი ეშმაკის საშინელი ხიბლის მსხვერპლი გახდა. მას ჯერ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა შეექმნა, შემდეგ კი ამ მიზეზით მაცთური სულის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ მოექცა. ეშმაკმა საყრდენად ბერის ნებსითი ცოდვა (საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის მიღება) გამოიყენა და შეეცადა, განემტკიცებინა მასში ეს სნეულება, რათა მომწიფებული და მომძლავრებული ამპარტავნების მეშვეობით საბოლოოდ დაემორჩილებინდა და დაეღუპა მისი სული.

დემონის დახმარებით მონაზონმა ისეთ საოცარ წარმატებას მიაღწია, რომ ფეხშიშველი დგებოდა გავარვარებულ ნაკვერცხლებზე და თავიდან ბოლომდე ამბობდა საუფლო ლოცვას - „მამაო ჩვენოს“. რა თქმა უნდა, სულიერი განსჯის უნარს მოკლებული ხალხი ამ ქმედებაში ღვთის სასწაულს, ბერის განსაკუთრებულ სიწმიდესა და საუფლო ლოცვის ძალას ხედავდა და ხოტბას ასხამდა, რითიც ხელს უწყობდა მასში ამპარტავნების კიდევ უფრო გაძლიერებასა და საბოლოო დაღუპვას.

მაგრამ აქ არსად იყო არც ღვთის სასწაული, არც ბერის სიწმინდე. აქ მოქმედებდა არა საუფლო ლოცვის ძალა, არამედ სატანა, რომელიც ეყრდნობოდა კაცის ცრუ წარმოდგენას საკუთარ თავზე, მის გამრუდებულ ნებას, აქ მოქმედებდა აგრეთვე ეშმაკის ხიბლი.

ალბათ, იკითხავ, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ეშმაკის ამ მოქმედებაში საუფლო ლოცვას? ხიბლში ჩავარდნილი მონაზონი ხომ სწორედ საუფლო ლოცვას ამბობდა და მის მოქმედებას მიაწერდა მოხდენილ სასწაულს? მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ეს ლოცვა აქ არაფერ შუაშია. ხიბლში ჩავარდნილმა მონაზონმა საკუთარი ნებით, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენისა და ეშმაკის ხიბლის ზეგავლენით, თავისივე თავის წინააღმდეგ გამოიყენა სულიერი მახვილი, რომელიც ადამიანებს სულის საცხოვნებლად მიეცათ.

მწვალებელთა შეცდომები ყოველთვის წმინდა წერილის ბოროტად გამოყენებით ინიღბებოდა, და ეს ხდებოდა დახვეწილი ცბიერებით: აქ აღწერილ შემთხვევაშიც კაცის შეცდომა და ეშმაკის ხიბლი მუხანათურად იყო შენიღბული საუფლო ლოცვით.

საბრალო მონაზონს ეგონა, რომ გახურებულ ნაკვერცხლებზე ამ ლოცვის მოქმედებით იდგა, თავისი წმინდა და მაღალი მოღვაწეობის გამო, სინამდვილეში კი ყოველივე ეს ეშმაკის მოქმედების ნაყოფი იყო. სწორედ ასევე, საკუთარ თავზე ცრუ წარმოდგენა და ეშმაკის ხიბლი ზოგჯერ იესუს ლოცვის მოქმედებით ინიღბება, კაცთა უმეცრება კი ამ უწმინდესი ლოცვის მოქმედებას მიაწერს იმას, რასაც ეშმაკისა და კაცის ერთობლივ მოქმედებას უნდა მიაწერდეს, - კაცისა, რომელიც ეშმაკის ნებას დაჰყვა.

ზემოხსენებული მონაზონი ამ ვითომდა წმინდა ცხოვრებიდან აღვირახსნილ გარყვნილებაზე გადავიდა, შემდეგ სრულიად შეიშალა ჭკუიდან, ბოლოს კი საერთო აბანოს გახურებულ ღუმელში შევარდა და დაიწვა. როგორც ჩანს, ან სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, ანდა ღუმელში რაღაც ცრუ ჩვენება დალანდა“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2024, 11:20 AM
პოსტი #4262


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენი ეკლესია თავის შვილთა ლოცვით ცოცხლობს. რასაკვირველია, სხვადასხვანაირი ლოცვა არსებობს, მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ, მათგან ყველაზე მეტად რომელია ეკლესიისთვის დამახასიათებელი, უშრეტად ინახავს მის სულიერებას „ყოველ დროსა და ყოველ ჟამს“ - მაშინ უნდა მივმართოთ ეკლესიის წმინდა შვილებს, მონაზონთა დასს რომ შეადგენენ. რადგან, როგორც ეს ერთ-ერთ წმინდა მამას, ისააკ ასურს აქვს ნათქვამი, მონაზვნები „ქრისტეს ეკლესიის დიდებაა“, განხორციელებული და გაცოცხლებული სახარებაა. მონაზვნობა - ესაა ეკლესიის წმინდა საგანძური, რომელშიც ხელუხლებლად ინახება მისი დოგმები, უცვლელი სწრაფვა მოწამეობრივი ცხოვრებისკენ, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, ნამდვილი სულიერი ტრადიცია, მისი ქმედითი და მხსნელი მისია, რომელშიც არ წყდება საყვარელი ქრისტესა და წმინდა მტრედისკენ, მამისგან გამოსული სულიწმინდისკენ, მიმართული ტკბილი გალობა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2024, 01:22 PM
პოსტი #4263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი არსენი დიდი როცა სოფლად იყო, ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის ესწავლებინა, როგორ გადარჩენილიყო და გაიგონა ხმა, რომელიც აუწყებდა: „არსენი! გაექეცი ადამიანებს და გადარჩები“. როცა ღირსი მამა ეგვიპტის სკიტში შევიდა, რომელშიც სიწმინდით დიდი ბერები ცხოვრობდნენ, იგი კვლავ ევედრებოდა ღმერთს: „მასწავლე გადარჩენა“, - და მოესმა ხმა: „არსენი! გაიქეცი, იყუჩე, უტყვად იყავი: ეს არის უცოდველობის ფესვები“.

წმინდა ისააკ ასური ღირსი არსენი დიდზე ამბობს: „მდუმარება ეხმარება უსიტყვობას. როგორ? როცა ხალხმრავალ მონასტერში ცხოვრობ, შეუძლებელია ვინმეს არ შეხვდე. ამის თავიდან არიდება ანგელოზთა სწორ არსენისაც კი არ შეეძლო, რომელმაც სხვებზე მეტად შეიყვარა უსიტყვობა. შეუძლებელია არ შეხვდე მამებსა და ძმებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ; ეს შეხვედრა მოულოდნელია ხოლმე და იმ დროს ხდება, როცა ვინმე ეკლესიაში მიდის ანდა სხვა რომელიმე ადგილას.

როცა ამ ნეტარმა კაცმა (ღირსმა არსენიმ) ეს ყველაფერი დაინახა, რომ მისთვის, როგორც ადამიანთა დასახლებასთან ახლოს მცხოვრებისთვის (თუმცა იგი ეგვიპტის სკიტში ცხოვრობდა, რომელიც სრულყოფილი ბერებით იყო სავსე) უმეტესწილად შეუძლებელი იყო საერო ადამიანებთან და ბერებთან სიახლოვის არიდება, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობდნენ, მაშინ მან მადლისაგან ეს ხერხი ისწავლა - გამუდმებული მდუმარება“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2024, 11:40 AM
პოსტი #4264


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არიან მონაზონთა შორის ისეთებიც, რომლებიც სხვათა წინაშე ქედმაღლობენ არაფრით - არაფერი თავიანთი რომ არ გააჩნიათ, ანუ - კარგი ხმით, გალობის შემძლეთი, ან ენით, ტკბილად მოსასმენი კითხვისა და წარმოთქმისათვის ვარგისით. ზოგიერთი კიდევ თავს იწონებს ხელსაქმით, სხვები ზვაობენ თავიანთი მშობლების სახელოვნებით, ან ნათესავების დიდებით, ან იმითაც, რომ თვითონ მონაზვნად აღკვეცამდე იყვნენ პატივსა და დიდებულთა რიცხვში. ეს უკიდურესი უგუნურებაა, რადგან ყოველივე ეს ჯერ-იყო დაგვემალა. ხოლო ვინმემ, სოფლის უარყოფის შემდეგაც რომ დაიწყოს სიხარბით მაძიებლობა დიდებისა, ძებნა და შეწყნარება კაცთაგან პატივისცემისა - სირცხვილი მას! ასეთი პატივისცემისა მაშინვე უნდა შეგვრცხვეს და მაღლა არ ვიწეოდეთ მისგან. მოძიებული განდიდება, მონაზვნისთვის, - არათუ დიდება, სირცხვილია: ასეთი დიდება სირცხვილია“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2024, 11:57 AM
პოსტი #4265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრების წვნიანი ნაყოფი აღმოსავლეთში დამწიფდა წმინდა იმპერატორ კონსტანტინეს დროს და თაობიდან თაობას გადაეცემოდა საყოველთაოთ ბაძვის ნიმუშად. ქრისტიანები მონაზვნებს, ამ ცადაჭრილ სულის არწივებს, მშვენიერი ეპითეტებითა და უდიდესი ხოტბით ამკობდნენ ქალწულების, ასკეზის, მარხვის, ზოგადცხოვრებულთა ტიპიკონის, მორჩილების, არამომხვეჭელობის დაცვისთვის და მათი სულიერი აბჯრის ღირსეულად ტარების გამო. ყველა ადამიანი: ღარიბი თუ მდიდარი, ცოდვილი თუ წმინდანი, პატრიარქი თუ მეფე, ამ „ზეცის მოქალაქეებს“, კაცებსაც და ქალებსაც, უწოდებდნენ „ნეტარებს“, „უხორცოებს“, „სრულიად თავისუფლებს“, მათ ცხოვრებას კი - „ანგელოზებრივს“. მონაზვნები უყვარდათ, პატივს სცემდნენ და ცდილობდნენ მათთან დაახლოებას, ქებას აღუვლენდნენ, ვით „ქრისტეს მეომრებს“ . მას მერე და დღემდეც მონაზვნობა - ესაა „წმინდა ლაშქარი, ღვთაებრივი და ყოვლად პატიოსანი წოდება, მონაზვნური და ანგელოზური სახელმწიფო“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2024, 10:56 AM
პოსტი #4266


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი კასიანე რომაელი ამბობს: „სასარგებლოა თქვენი გულისსიტყვების გამხელა მამებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერისთვის, არამედ სტარცებისთვის, სულიერებისთვის, რომლებსაც აქვთ განსჯა, რომლებიც ბერნი არიან არა მათი ფიზიკური ასაკისა და ჭაღარა თმის გამო. ბევრი მიიზიდა სიბერის გარეგნულმა იერმა, გამოთქვეს თავიანთი აზრები და განკურნების ნაცვლად ზიანი მიიღეს მსმენელთა გამოუცდელობის გამო“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2024, 11:27 AM
პოსტი #4267


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეტად მღვიძარედ უნდა ვადევნოთ თვალყური ცუდმედიდობის (პატივმოყვარეობის) სულს; რადგან ის ერთობ მალულად, ყოველგვარი ეშმაკობით, შეიპარება ჩვენს განზრახვვებსა და მოქმედებაში, გადაგვიღობავს მონაზვნებს გზას ჭეშმარიტი წარმატებისაკენ და ცდილობს, წაახდინოს და შერყვნას ჩვენი საქმე ისე, რომ შეგვარცხვინოს არა როგორც ღვთისათვის ქმნილი, არამედ ცუდმედიდობისა და კაცთმოთნეობისათვის. ამიტომ საჭიროა, ყოველ ჟამს მკაცრად გამოვიკვლიოთ საკუთარი გრძნობები და აზრები, რათა ჩვენი საქმეები საღვთოდ, ჩვენი სულიერი სარგებლობისთვის სრულდებოდეს“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2024, 12:17 PM
პოსტი #4268


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოდით, შვილნო ჩემნო, დავიწყოთ იმით, რომ ვისწავლოთ სიხარულის მიღება იმის გააზრებით, რომ ჩვენი მონასტერი - ეს სულის ჭეშმარიტი აღზრდის ადგილია, და არა ხორცის დასასვენებელი. აქ იმისთვის მოვედით, რომ მისი წესების მიხედვით ვიცხოვროთ. შევიქნათ მოგიზგიზე ცეცხლად, რამეთუ მხოლოდ ის ადის ცად, ხორცი კი ნაცრად იქცევა. გახსოვთ პირველი მსოფლიო კრებაზე (325 წ.) მომხდარი სასწაული, როდესაც ცეცხლი მაღლა აიჭრა, ფერფლი კი ქვემოთ დარჩა? მაშ, ავენთოთ ცეცხლად, რათა ღმერთთან ავმაღლდეთ!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2024, 11:08 AM
პოსტი #4269


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რამდენდაც სჭირდება მარხვა გონიერი ლოცვისა და მასში წარმატების მსურველს, იმდენადვე საჭიროა მისთვის მდუმარებაც ანდა უკიდურესი განმარტოება - საერთოდ, ხეტიალისაგან შეძლებისდაგვარად მოშორება. როცა მონასტერში ცხოვრობ, მონასტრიდან, რაც შეიძლება, იშვიათად გამოდი; მონასტრის დატოვების შემდეგ, რაც შეიძლება, მალე დაბრუნდი მონასტერში; როცა ქალაქსა და სოფელს ეწვევი, მთელი ყურადღებით დაიცავი შენი შეგრძნებები, რათა არ დაინახო, არ გაიგონო რამე, რაც სულისთვის საზიანოა, რათა შემთხვევითა და გაუთვალისწინებლობით მომაკვდინებელი ჭრილობა არ მიიღო. მონასტერში იცოდე ეკლესია, ტრაპეზი და შენი სენაკი; სხვა ძმებთან სენაკებში მხოლოდ ანგარიშგასაწევი მიზეზით მიდი, თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ მიხვალ; იარე შენი მასწავლებლისა და სულიერი მამის სენაკში, თუკი იმდენად ბედნიერი ხარ, რომ ჩვენს დროში მასწავლებელი იპოვე; ისიც დროულად იარე და საჭიროების მოთხოვნით და არა მოწყენილობისა და ამაოდმეტყველებისთვის.“

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2024, 01:40 PM
პოსტი #4270


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამებმა, რომლებმაც საქმე შეიმეცნეს საკუთარი გამოცდილებით, თქვეს, რომ განსაცდელის საათებში უმჯობესია ვიყოთ სენაკში და ვდუმდეთ გამოუსვლელად“.

/ღირსი ნილოს სორელი/


“2024 წლის 18 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის მამათა მონასტერში მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა წყნეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი აბო (ჩაჩუა).

აქსიოს! ვულოცავთ მამა აბოს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2024, 11:18 AM
პოსტი #4271


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი გონიერი „ლიტურგიისას“, წმინდა მამების თქმით, „ჭეშმარიტად ნაყრდება ციური მანანით“. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება ის მანანა, რომელიც ღმერთმა ისრაელიტებს გადასარჩენად უბოძა. ისინი ამ საკვებს „მანანას“ უწოდებდნენ, რაც ნიშნავს: „ვერ ვხვდები, ეს რა არის“. ასეთი განუსაზღვრელი სახელი ამ პურის სიმბოლურობაზე მიგვითითებს. ჩვენც შეგვიძლია, ვთქავთ: „რაოდენ დიდია ეს ლოცვა, იესოს სახელის ხსენება, იდუმალი ზიარება მასთან ყოველ წუთს და ყოველ წამს. მისი არსი ემსგავსება ციდან ჩამოცვენილ მანანას, რომელმაც დაანაყრა და გაახარა ხალხი. მანანა იგივე იესოს ლოცვაა, რომელიც ზეციდან გვავსებს და გვკვებავს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2024, 12:15 PM
პოსტი #4272


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიწმინდა გამუდმებით ქრისტიანობის მთელი საუკუნეების განმავლობაში, დანათოდა მონაზვნობას“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2024, 12:20 PM
პოსტი #4273


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ შეგვფერის, არა მარტო ოქროს, ვერცხლსა და ქონებას განვეშოროთ, არამედ ყოველგვარ ნივთსაც, იმათ გარდა, რომლებიც გამოსაყენებლად არის საჭირო - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სენაკი, ჭურჭელი და ხელსაქმის იარაღი; და ეს ყველაფერიც არ უნდა იყოს ძვირად ღირებული და მორთული, არამედ - ადვილად შესაძენი, რომ არ გამოიწვიოს ზრუნვა, მოუსვენრობა, რათა არ ჩავცვივდეთ სოფლურ კავშირში. ჭეშმარიტი გამარჯვება ვერცხლისმოყვარეობაზე და, საერთოდ, ნივთთმოყვარეობაზე მდგომარეობს იმაში, რომ არა მარტო არ გვქონდეს, არამედ სრულებითაც არ გვსურდეს მოპოვება. ამას მივყავართ ჩვენ სულიერ სიწმინდესთან“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2024, 09:51 AM
პოსტი #4274


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის ინსტიტუტის დაარსება მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტად იქცა. მონაზვნობის განვითარების მომდევნო პერიოდში, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ეპოქაში განუწყვეტლივ ქრისტესთან ურთიერთობაში მცხოვრები მონაზვნები ინახავდნენ საშინელი სამსჯავროს მუდმივ ხსოვნას - მიუხედავად ყველა იმ წინააღმდეგობისა და შევიწროებისა, რაც ხვდებოდათ ჯერ წარმართების, შემდეგ - სეკულირებული საზოგადოების, ერესების, განხეთქილებებისგან, ბოლოს კი, დღეს შეტევაზე გადმოსული, მგუდავი ამქვეყნიური ბნელი ძალებისგან.

ეს ყველაფერი მეტყველებს ადამიანის ამოუწურავ უნარზე, ღმერთისკენ ვიდოდეს, და ეკლესიის წიაღში მყოფთათვის მიცემულ შესაძლდებლობაზე, შეიცნონ ღმერთი. ამგვარად, ყველა დროსა და ეპოქაში მონასტერი იყო და რჩება ღმერთის სასუფევლის ცოცხალ ხატებად. ამიტომ საძმო მუდმივად ელის გამონათქვამებსა და დამოძღვრას, ვით წვიმასა და ცვარს სიმწვანეზე, ვით თავსხმას ბალახზე. მიუხედავად ყველა ცვლილებისა, სულიერი ცხოვრების დაკნინებისა, მონასტერში მოსული ნებისმიერი მომლოცველი გეტყვით, რომ სავანეებში ასკეტური ტრადიცია ცოცხალია. რადგან დიდია სულიერი თესლის ძალა და შეუძლია, ეკლებს შორისაც იზარდოს!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2024, 12:15 PM
პოსტი #4275


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხშირად ბერის ამაღლებული ცხოვრება მხოლოდ მისი გარდაცვალების წინ ანდა გარდაცვალების შემდეგ ვლინდება. ხშირად ღვთის მადლის თანაზიარ ბერს სოფელი ავსიტყვაობითა და ცილისწამებით ავსებს, რადგან სოფელს ღვთის სული სძულს. თავად წარმატებას სხვადასხვა ხარისხი აქვს, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამონასტრო განმარტოება ძლიერი ქრისტიანებისთვის ერთი მხრივ არის სასარგებლო, ხოლო სუსტებისთვის - სხვა მხრივ. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის რიცხვი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პირველებისა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2024, 11:58 AM
პოსტი #4276


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უსაფრთხო როდია გამოუცდელი მებრძოლისათვის, ლაშქრისაგან განცალკევებით ჩაებას მტერთან ბრძოლაში, ასევე არც მონაზვნისთვის არის უსაფრთხო განმხოლოება, თუკი არ გამოწრთობილა ვნებათა აღვირსხმაში; მებრძოლი ხორციელად კვდება, ხოლო მონაზონი - სულიერად. ამიტომ ჭეშმარიტი მდუმარების გზა არის მხოლოდ ბრძენთა და მათი, ვინც სათნო ღვაწლისას მოიპოვეს საღვთო ნუგეში და შეწევნა ბრძოლისას“.

/ღირსი ნილოს სორელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2024, 01:29 PM
პოსტი #4277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არავის ისე არ უბრწყინავს თვალები და არავინაა უფრო ბედნიერი, როგორც ის, ვინც საოცარი ღვთისმსახურების მერე თავის სენაკში მიემართება და იქ განაგრძობს ქრისტესთან ურთიერთობას! და, თუნდაც რომ ეძინოს, ქრისტე ძილშიაც არ ავიწყდება. თუ იესოს ლოცვას კითხულობს, მაშინაც მაცხოვარი ახსოვს!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 01:08 PM
პოსტი #4278


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის საწყისი მიზეზი ადამიანის სისუსტე კი არ არის, არამედ ქრისტეს სწავლების სიძლიერეა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2024, 10:54 AM
პოსტი #4279


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დრო, ყველაზე უფრო ხელს რომ უწყობს სამონაზვნო საქმიანობას, ღამეა. უმეტესად ღამით უნდა იწვრთნებოდეს მონაზონი სამონაზვნო საქმიარობაში“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2024, 11:15 AM
პოსტი #4280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,511
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი მხოლოდ ლოცვაში ცოცხლობს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

218 გვერდი V « < 212 213 214 215 216 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2024 - 06:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი