თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ხ ა ტ მ ე ბ რ ძ ო ლ ო ბ ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 08:09 PM

"მოვილოცეთ მცირე ზომის ღვთისმშობლის ხატიც, რომელიც ეკუთვნოდა ხატმებრძოლობის პერიოდში მცხოვრებ დედოფალ თეოდორას (IX ს.). დედოფლის მეუღლე, იპერატორი, ხატმბერძოლი გახლდათ და კრძალავდა ხატთა თაყვანისცემას. ამის უფლება არ ჰქონდა არც დედოფალს. დედოფალმა ხერხი იხმარა - ხატის უკანა მხარეს დაამაგრა სარკე, რომელიც ოთახისკენ იყურებოდა. ლოცვის დროს შემოატრიალებდა და ლოცულობდა. იმპერატორმა ეს შეიტყო და ხატი ცეცხლში მოისროლა, თუმცა, ის არ დაზიანებულა. სწორედ ეს ხატი მოვილოცეთ, გადავიხადეთ პარაკლისი, მოვიხსენიეთ ჩვენი ქვეყანა, მრევლი და ახლობლები"

/დეკ. დავით ლასურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:47 PM

"შემონაზვნების შემდგომ ნიკიფორემ რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღო ყველა სამღვდელო ხარისხი, 806 წლის ბრწყინვალე აღდგომას კი საპატრიარქო პატივით შეიმოსა, კურთხევის შემდგომ კი აია სოფიას ტაძრის საკურთხეველში საზეიმოდ დადო წმინდა ხატთა თაყვანისცემისადმი მიძღვნილი თავისი წიგნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 12:58 PM

"ხატმებრძოლები ცდილობდნენ ღმერთის ხორცშესხმულ მდგომარეობაში გამოსახვის შეუძლებლობა დაესაბუთებინათ. ხატმებრძოლობის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, იმპერატორმა კონსტანტინე V კოპრონიმოსმა მართლმადიდებლებს შემდეგი დილემა შესთავაზა: რას გამოსახავთ და რას ეთაყვანებით? თუ თქვენ ღმერთის გამოსახვას ცდილობთ, ეს შეუძლებელია, რადგან თავისი გასაზღვრებით ღმერთის გამოსახვა წარმოუდგენელია. თუ მის კაცებას გამოსახავთ და ეთაყვანებით, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ წარმართები ხართ, რადგან ქმნილებას ეთაყვანებით, მეორეც, ნესტორიანელები ხართ, რადგან თქვენ ქრისტე ორად გინდათ გაყოთ და მისი კაცება მისივე ღვთაებრიობისაგან გინდათ განაცალკევოთ.

მართლმადიდებლები უპასუხებდნენ, რომ ხატმებრძოლთა არგუმენტები მიზანს აცდენილი იყო და ის მხოლოდ მათი ქრისტოლოგიური მოძღვრების მონოფიზიტური საფუძვლების მოწმონბას წარმოადგენდა. რადგან მართლმადიდებლები ღმერთის არც ღვთაებას და არც კაცებას არ გამოსახავენ, მათ მიერ გამოსახული ქრისტე ღმერთკაცის ერთი ჰიპოსტასია, რომელშიც მისი კაცობრივი სახეა გამოხატული, და თაყვანს მიაგებენ არა "რას" (ბუნებას), არამედ "ვის" (ღვთაებრივ პიროვნებას)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 02:36 PM

"ბიზანტიის იმპერატორმა, ლევ ისავრმა სასტიკი დევნა დაუწყო წმიდა ხატების თაყვანისცემას. მან ხატთა თაყვანისცემა ერესად და კერპთაყვანისმცემლობად გამოაცხადა; ხატთა თაყვანისმცემლებს იგი კერპთაყვანისმცემლებთან აიგივებდა.

სასტიკი იყო მის მიერ წამოწყებული დევნაც. იმპერატორ ლევის ბრძანებით, ყველა ტაძრიდან, სახლებიდან და სამეფო სახლებიდანაც კი ხატებს ყრიდნენ, ანადგურებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. გაიცა ბრძანება, გაენადგურებინათ ან შეელესათ ტაძრები და სასახლეები, რომლის კედლებზეც წმიდა საღმრთო ისტორიის სცენები იყო გამოსახული. შელესილი ბათქაშის ზემოდან კი, ბძანების თანახმად, უნდა გამოესახათ უაზრობა - ხილი, ყვავილები, ლანდშაფტები, ე.ი. ის, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეკლესიასა და წმიდა რწმენასთან.

ამ ერესმა ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია პირველ რიგში, ბერების მხრიდან, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მრავალი ერისკაციც აღდგა.

იპერატორი ლევ ისავრი სასტიკად დევნიდა ხატმბრძოლობის ერესის მოწინააღმდეგეებს, მათ აწამებდნენ და სჯიდნენ. ეს სისასტიკე შეიძლება შევადაროთ რომის იმპერატორთა - დიოკლეტიანეს, დეკიუსისა და ლიკინიუსის დევნას.

ბერებს, რომლებიც მხურვალედ იცავდნენ ხატთა თაყვანისცემას, ყურებს, ცხვირს აჭრიდნენ, თვალებს სთხრიდნენ, საპრყობილეში აგდებდნენ, ხატმწერებს კი ხელის თითებს და ზოგჯერ ხელის მტევნებსაც კი აჭრიდნენ.

ხატმბრძოლობამ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია იმპერატორ ლევის ძის - კონსტანტინე კოპრონიმეს მეფობის დროს.

მისი მეფობისას, 754 წელს მოიწვიეს ერესული კრება, რომელსაც იმპერატორმა უბრძანა, ხატთა თაყვანისცემა აეკრძალა.

ამ კრებამ უკანონოდ დაირქვა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების სახელი, რისი უფლებაც არანაირად არ გააჩნდა, რადგან მას აღმოსავლეთის არც ერთი პატრიარქი არ ესწრებოდა, მათი წარმომადგენლებიც კი არ იყვნენ; იყო მხოლოდ ერთი - კონსტანტინეპოლის ხატმებრძოლი პატრიარქი. ამ კრებაზე არც დასავლეთის ეკლესიას მიუღია მონაწილეობა.

ამ კრებამ, რომელსაც არავითარი უფლება არ ჰქონდა, მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებად წოდებულიყო, არაერთი დადგენილება გამოსცა ხატმბრძოლობის გასამართლებლად.

მაგრამ ღვთის ძალა იცავდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას. კოპრონიმეს შემდეგ, ლევ IV-ის დროს მნიშვნელოვნად შესუსტდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა, რაც იმპერატორ ირინეს მეფობამდე გაგრძელდა; მან 787 წელს ახალი კრება მოიწვია - ჭეშმარიტად VII მსოფლიო საეკლესიო, რომელმაც ხატმბრძოლ ყაჩაღთა კრების ყველა დადგენილება გააუქმა და ამავე წელს ხატთა თაყვანისცემა აღადგინა. მაგრამ იმპერატორთა მხრიდან ხატთა თაყვანისცემის დევნისგან ეკლესია საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როდესაც თავისი ძის, თეოდორეს მცირეწლოვანების გამო იმპერიას რეგენტის უფლებით იმპერატორი ირინა მართავდა.

მან ხატთა თაყვანისმცემელთა დევნის შეწყვეტა გამოაცხადა და მართლმადიდებლობის ზეიმის დიდი დღესასწაული დაადგინა"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)