მოიხსენე და წმინდა ჰყვენ დღე იგი შაბათი..., შაბათის შესახებ , სავალდებულოა თუ არა ამ ცნების დაცვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოიხსენე და წმინდა ჰყვენ დღე იგი შაბათი..., შაბათის შესახებ , სავალდებულოა თუ არა ამ ცნების დაცვა |
KAIROS |
Jun 13 2009, 12:40 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კანონ, მოგვიყევი რა ყოველდღიური ცხოვრება, ხასიათები, ქცევები ანუ გადაგვიყვანე ვირტუალურად წმიდა მიწაზე, ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, სურათებსაც თუ შემოგვთავაზებ ძალიან დაგვავალებ
დამიანე, კაი კაცო ნუ მაწითლებ ახლა რაც შეეხება კითხვებს: ციტატა კვირის აღმატებულობა შაბათზე აუქმებს მისი როგორც ცნების დაცვას, თუ ფაქტობრივად მორწმუნეებმა ორივე დღე (კვირა განსაკუთრებით) უნდა დაიცვან. ფაქტობრივად ჩაანაცვლა, რადგან ორი დღე უქმობა არ ხდება, შაბათიც არ ივიწყება, ლოცვაც განემზადა თავისი და განსხვავებული, ეკლესიამ ხშირად შაბათს მიცვალებულთა ხსენებები დააწესა, ანუ რაღაც პატივი დაუტოვა შაბათს, ბოლობოლო შაბათის მსახურებით იწყება კვირა... მაგრამ მთავარი მაინც აღდგომაა და კვირა. ციტატა წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, აუცილებელია თუ არა კვირის (და შაბათის, თუკი ისიც ძალაში რჩება) როგორც უქმე დღის დაცვა ანუ საკუთარი საქმეებისაგან (მაგ: სამსახურის საქმე დასვენება) და ამ მთლიანად უფლისათვის მიძღვნა?/ კვირამ არა მარტო შაბათი შეცვალა, არამედ "შაბათობაც" ანუ ის რაც იყო მიჩნეული შაბათობად და რაც თქვა კანონამ წინა პოსტში, უფლის რევოლუციური აბზაცი "შაბათია კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის", ანთავისუფლებს ქრისტიანს ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებისაგან, ქრისტიანი ზე ადის დროზე, ზე ადის საჭმელზე, ზე ადის ჩარჩოებზე, შესაბამისად უფლისეული მხილება ფარისევლურად პირდაპირი და ბუკვალური გაგების უარყოფას იწვევს და დავდივართ დღესასწაულის ნამდვილ შინაარსზე, ნამდვილ უქმობაზე, რომ უქმობაში მართლა შუქის ანთება-არ ანთება, პურის ყიდვა-არ ყიდვა კი არ იგულისხმება, არამედ კონცენტრაცია და მიზანი დღისა, ანუ კვირას ქრისტიანი კონცენტრირებულია უფალზე, ლოცვითა და სიკეთით მოღვაწეობს, პურსაც ჭრის და შუქსაც ანთებს, ანუ საქმიანობს მხოლოდ იმით რაც ესაჭიროება, მაგრამ არ მკის, არ თესავს, არ ხნავს, იმიტომ კი არა, რომ ფარისევლურად ესმის, არამედ იმიტომ რომ ეს დღე არის უქმობის დღე, მიწაზე და მიწიერზე არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ სულზე და სულიერზე უპირველესად. აი ნახე ზემო დარიგება: ციტატა Этой заповедью Господь Бог велит трудиться в течение шести дней и заниматься нужными делами, к каким кто призван, а седьмой день посвящать на служение Ему и на святые дела. К угодным Ему делам относятся: забота о спасении своей души, молитва в храме Божием и дома, изучение Слова Божия, просвещение ума и сердца полезными религиозными знаниями, благочестивые религиозные беседы, помощь бедным, посещение больных и заключенных в темнице, утешение скорбящих и другие дела милосердия იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Jun 13 2009, 12:47 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა კანონ, მოგვიყევი რა ყოველდღიური ცხოვრება, ხასიათები, ქცევები ანუ გადაგვიყვანე ვირტუალურად წმიდა მიწაზე, ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, სურათებსაც თუ შემოგვთავაზებ ძალიან დაგვავალებ ებრაული საღმრთისმსახურო წესებით (პრინციპში ჩვენშიც ასეა), დღე იწყება საღამოს. პარასკევ საღამოს შემოდის შაბათი. გუშინ გვქონდა სემინარის გახსნა და საზეიმოდ გვამცნეს, რომ შაბათ დღეს დავისვენებთო, ღმერთმაც კი დაისვენა ამ დღეს და ადამიანებმა მით უმეტეს უნდა დავისვენოთო. ეს ხდებოდა შუადღისას. რომ მოსაღამოვდა, მთელი კიბუცის მოსახლეობა* სინაგოგისკენ გაემართა შაბათის ლოცვის მოსასმენად. ფოტოების გადაღება მინდოდა, მაგრამ მომერიდა. ერთი უკრაინელი ებრაელი გავიცანი და იმან გადაიღო მგონი და მომცემს მერე. ლოცვიდან რომ დაბრუნდნენ, სასტუმროს სასადილოში შემოვიდნენ, კიპები დაიფარეს და ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულებმა იგალობეს ფსალმუნი, მაგიდაზე ედოთ ანთებული კანდელის ტიპის სანთლები, 1 ჭიქა ღვინო და ქაშერის საკვები (ე.ი. ნაკურთხი). უხმაუროდ ჭამეს და გავიდნენ. დღეს არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი გაჩერებულია. ავტობუსებიც კი არ დადის. --------- * კიბუცი - კომუნის ტიპის ებრაული ჩასახლება, ავტონომიური მეურნეობით და საერთო კოლექტივით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლია |
Jun 13 2009, 02:00 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 5-March 08 წევრი № 4,093 |
|
damiane80 |
Jun 13 2009, 03:33 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
კაიროს მადლობა, ჩემპიონი ხარ
კანონისტი კიბუცი ახლოსაა იერუსალიმთან??? |
კანონისტი |
Jun 15 2009, 08:56 AM
პოსტი
#25
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ლია
ციტატა შალომ შალომ ლახ ციტატა სად ხარ, რა ქალაქია? კიბუცები ჩრდილოეთით ცხოვრობენ, გონი...... ქალაქი კი არა, კიბუცია. კიბუცი ადამიანი კი არ არის, დასახლების ტიპია. ცენტრალურ ისრაელშია damiane80 ციტატა კიბუცი ახლოსაა იერუსალიმთან??? 50-60 კმ, დაახლოებით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 06:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი