იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა |
neo |
Jan 28 2009, 09:31 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ, მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ? ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები -------------------- www.cordesign.ge
|
marine |
May 2 2024, 07:01 PM
პოსტი
#321
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,068 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველაზე მთავარია, რომ მთელი გულისყური იესოს ლოცვისკენ მივმართოთ, რათა ღმერთს შევუერთდეთ. მხოლოდ ესაა ღირებული, რადგან ადამიანი ღვთის სულს ენათესავება და ლოცვის მეშვეობით, ერთგვარი წმინდა გზით, სულით ღმერთს უერთდება. ანუ ვიმეორებთ ქრისტეს უტკბეს სახელს მოუკლებლად არა იმიტომ, რომ ქრისტეს არ ესმის ჩვენი ერთგზის მოხმობა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი გონება მას შეუერთდეს; ჩვენთვის ხომ ქრისტეა ყველაფერი და საბოლოოდ მასთან მივალთ"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2024, 02:33 PM
პოსტი
#322
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,068 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მამაო, როგორ ჯობია იესოს ლოცვის თქმა, ხმამაღლა, ჩურჩულით თუ გონებით?
- თუ ხმამაღლა იტყვი, მალე დაიღლები. ამიტომ ხან ჩურჩულით თქვი და ხან გონებით. გონებით ლოცვა ყველაზე უკეთესია, მაგრამ, ვინაიდან გამუდმებით გონებით ლოცვა ყველას არ ძალუძს, კარგი იქნება ზოგჯერ ჩურჩულითაც ილოცო, როგორც მოსამზამდებელი წვრთნა. შეგიძლია ჯერ ჩურჩულით დაიწყო, მერე გონებით განაგრძო, შემდეგ ისევ ჩურჩულით, კვლავ გონებით და ა.შ. ასე მონაცვლეობით ილოცე, ვიდრე ლოცვა იქამდე არ მივა, რომ მხოლოდ გონებით აღესრულოს, ანუ გონებითი გახდება, როგორც ეწოდება კიდეც - "გონებითი ლოცვა". მაშინ მლოცველი გონებით ლოცულობს და გული კრთის, ხარობს; ადამიანი საღვთო ტრფიალებას აღწევს, ზეციურ მდგომარეობას განიცდის" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

#323

მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 07:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი