დიდი სჯულისკანონი, რჯულისკანონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი სჯულისკანონი, რჯულისკანონი |
თამას |
May 26 2013, 07:22 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 28-March 07 წევრი № 1,521 |
გამარჯობათ.
ამ თემაში ( http://church.ge/index.php?showtopic=1204&mode=threaded) არის დიდი რჯულისკანონი -ს რამოდენიმე წყარო: - სრულად, რუსულ ენაზე - ახლავს ვრცლად მუხლთა განმარტებები, საეკლესიო მოღვაწეების მიერ. - სრულად, ძველქართულ ენაზე (გამოცემა 1975 წლის, ე.გაბიძაშვილის და სხვათა.. - მაგრამ არ ახლავს მუხლთა განმარტებები. ( + დამატებითი ცნობისათვის მომყავს კანონისტის ციტატა : "სჯულისკანონის 14 ტიტულად დაყოფა ბიზანტიურია. ჩვენი დიდი სჯულისკანონი არსენ იყალთოელის მიერ სხვა პრინციპით არის დაყოფილი. თუმცა საერთო ერთი აქვთ - ესაა ქრონოლოგიური პრინციპი, ანუ კრებების გამართვის თარიღი. საინტერესოა, რომ ნიკეის I კრების კანონები სიაში უსწრებს მანამდე გამართულ ანკვირიისა და ნეოკესარიის კრებების კანონებს". titus საიტზე წაკითხვის შემთხვევაში, როგორც გავერკვიე,მარჯვენა მხარეს არის Section, სადაც: -Pr.3-ში მოცემულია: შემავალ წიგნთა/წერილთა სათაურები; ქვემოთა Part ველში სიცარიელეა; -Pr.4-ში მოცემულია: ნაწილნი* კანონებრივთა განწესებანი; ქვემოთა Part ველში კი მათი ტექსტები; -Pr.4-ის შემდეგ, ჩამოსაშლელ მენიუში, მოდის 1,2,3,4... და ა.შ. ანუ, ეგენი წარმოადგენენ Pr.3-ში დასახელებული სათაურების თანმიმდევრობით ტექსტებს. ) ორი შეკითხვა მაქვს: - (თანამედროვე ან ძველ) ქართულით მოიპოვება ზუსტი გამოცემა? თუ ძირითადად 1987 წ. [გამოცემა საეკლ.კალენდართან ერთად] გამოიყენება ამჟამადაც? (ნუ კიდევ, ვიცი ძველ-მართლმადიდებლების საიტი oldorthodoxy.ge, მაგათ კი აქვთ მგონი შედგენილი, მაგრამ მაგათზე არ მაქვს საუბარი.) - წიგნის გარდა, მისი განმარტებები ქართულად მოიპოვება? (ასევე, სიას შეიძლება დაემატოს : + საძიებელი დიდი სჯულისკანონი -სათვის ; + მსოფლიო საეკლესიო კრებების განმარტებები {ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში), ქართულად გამოიცა "ანთიმ ივერიელის" ჯგუფის მიერ. } + არსებობს იოანე მონაზონის მცირე სჯულისკანონი, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ქართულადაცაა თარგმნილი. ინტერნეტში არის: mcire sjuliskanoni + შესავალი მის შესახებ + შესაძლებელია "ალილოში" იყოს კიდევ სხვა წიგნები |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი