თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ მსჯავრდებულები მონასტერში...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 25 2009, 06:44 PM

ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!

ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!!

თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე:

კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)...
ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!!

მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო...
ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას...


მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ.
იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს...

საინტერესოა თქვენი აზრიც...

ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე)....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 25 2009, 06:47 PM

ციტატა
და ურთიერთ პატივისცემით


ერთად იწერება smile.gif

ციტატა
დიდება მას!!


დიდება არ ეკუთვნის ადამიანს, არ არის ეკლესიური ტრადიცია.

მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს?

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 25 2009, 06:57 PM

მე ვთვლი რომ ეგ მხოლოდ იმ ფაქტის ოფიციალური აღიარებაა რომელიც ისედაც არსებობდა. მაგრამ არამგონი მასას ეგძნო რომ კელიაში მსჯავრდებულთან ერთად ეძინა.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 25 2009, 06:57 PM

მნათე

ციტატა
ერთად იწერება

ციტატა
დიდება არ ეკუთვნის ადამიანს, არ არის ეკლესიური ტრადიცია.

"შენც ბრუტუს?!!" (ანუ მნათე?!!) კაი რა... sad.gif

ციტატა
მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს?

ტექსტის ელ. ვარიანტი ვერ ვიპოვე ჯერჯერობით... ახალია და ეტყობა აკრეფვა დაეზარათ რა... smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 25 2009, 06:59 PM

ციტატა
კაი რა


არა მართლა, დიდება არ ეკუთვნის ცოცხალ ადამიანს, საღვთო მიმართვაა smile.gif

ოკ, დაველოდები და შემდეგ დავაკომენტებ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 25 2009, 07:08 PM

ციტატა(მნათე @ Apr 25 2009, 07:47 PM) *

ერთად იწერება smile.gif


+



აღდგაში ს არ უნდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 25 2009, 07:11 PM

მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში, ვინ იცის ეს მსჯავრდებულთათვის,
რამხელა ხსნა და შვება იქნება, კი გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ
მონასტრებში პოლიციელებიც მოიმატებენ, მაგრამ ,,ვარდი უეკლოდ
არავის მოუკრეფია'', მით უმეტეს რომ ეკლესია-მონასტრის მსახურები,
თავად ბერები, რომლებიც იქ ცხლოვრობენ, თუ არიან თანახმა მიიღონ
მსჯავრდებულები და მათთან ერთად მიიღონ ის ზედამხედველობაც,
მაშინ შესაშფოთებელი არაფერია. ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად
ბევრი უფანაშაულოცაა ციხეში დღეს, ასევე ბევრია ისეთი, ვინც მართალია
დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ გულით ნანობს ჩადენილს, რატომ არ უნდა
მიეცეთ მათ შანსი? მოსინჯვად ნამდვილად ღირს. მაგ მსჯავრდებულთაგან,
თუნდაც რამდენიმე რომ მობრუნდეს უფლისკენ, საზოგადოებისკენ
და სიკეთისკენ, მაინც წარმატებული პროექი იქნება ჩემი აზრით.

უფალი შანსს ყველას აძლევს, დღეს ესაა მსჯავრდებულთა შანსი,
მთავარია როგორ გამოიყენებენ. smile.gif

ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 25 2009, 08:15 PM

ძალიან სასიხარულოა smile.gif wub.gif
ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები kanonisti.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 25 2009, 08:23 PM

ციტატა
ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები


ასეთი მძიმე, სოციო–პოლიტიკური წარმოდგენა საიდან :

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 25 2009, 08:30 PM

ციტატა(მნათე @ Apr 25 2009, 09:23 PM) *

ასეთი მძიმე, სოციო–პოლიტიკური წარმოდგენა საიდან :

გამოიცანი a075.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 25 2009, 08:36 PM

ციტატა
ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები kanonisti.gif

ციხეების გაუქმება უტოპიაა, ამიტომ ჯობია ვინატროთ, რომ ციხეში წამსვლელთა რიცხვი შემცირდებოდეს ანუ დანაშაულებები smile.gif

რაც შეეხება დამნაშავეთა მონასტერში გაგზავნას, ყველა კრიმინალისტზე არ იმუშავებს, ალბათ ფსიქოლოგმა უნდა გადაწყვიტოს ვის ქონდეს ამის უფლება, თუმცა არც ეს იქნება გარანტი, რამდენადაც "მსახიობობა" ბევრს შეუძლია.

მოკლედ, განურჩევლად ყველას გაგზავნა იქნება მეტად ცუდი შედეგის მომტანი და + მონასტერი დაემსგავსება ციხეს ...

უკეთესი გამოსავალი იქნება ციხეებში "ადამიანური" პირობების შექმნა . მე ყველა მეცოდება და ყველაზე მეტად პატიმრები, მაგრამ ასე "გადარჩევის" გარეშე არ იქნება სიკეთის მომტანი (საზოგადოებისთვის თუ მონასტერში მყოფი ხალხისთვის).

ახლა ვისაც აფექტში მოსვლია დანაSაულებრივი საქციელი, ან გამოუვლობის გამო , ან დაუდევრობით, ან პირველია ეს მისთვის (ხარისხის გათვალისწინებით) , იმათთვის მართლაც კარგი იქნება sad.gif ცოდვა არიან user.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 25 2009, 08:38 PM

lch

ციტატა
კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)...




ეს რაღაც ახალია. მართალი გითხრათ ამის შესახებ არაფერი ვიცი.

ნუ, მოკლედ რა ვთქვა არ ვიცი. საერთოდ, როცა მსჯავრდებულ უფარდებ პატიმრობას, რეჟIმი, ანუ როგორ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს თვისუფლების აღკვეთაა, სასამართლო არ წყვეტს, მაგრამ წყვეტს სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი. ანუ, მკაცრი რეჟიმის, კოლონია თუ აშ, ადრე ამას სასამართლო წყვეტდა. მიუხედავად ამისა, კანონში წერია, რომ მას ესჯელბა თავისუფლების აღკვეთა ამდენი წლისთ. ტავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის ციხე. ანუ, ვერ გავიგე, ამის დარეგულირება როგორ უნდა მოხდეს ხელშეკრულებით. ჩემთვის მართლაც საინტერესოა, რა წერია ხელშეკრულებაში და ეს ხელშეკრულება, ხომ არ საჭიროებს რიგ ცვლილებებს კანონში.

მე რაც არ წამიკIტხია, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ, მაგრამ რომც იყოს ასეთი სახელ ტავისუფლების სასჯელის მოხდის, ანუ მონასტერში ცხოვრება, გარკვეულწილად იქაც იქნება შეზღიდვა, ანუ სავარაუდოდ ამ ადამიანს დაევალება მონასტერში ცხოვრება, სავაურაუდოდ ყველა მონასტერი ამას ტავზე ვერ აიღებს, ალბათ იქნება, რომელიღაც მონასტრები, ისე როგორც ფერიცვალების მონასტრემა აიღო ტავზე ნარკომანების მკურნალობა.


რაც შეეხება სოდს და კუდს, ნუ იტყვი, რომ აქ მომუშავე ადამიანები, ნაკლებად მორწმუნენნი არიან ან მეტად ცოდვილები ვიდრე შენ. მათი აქვსთ გარკვეული სამსახური და შესაბამისი უფლებები და ველდებულებები. საერთოდ, არ მესმის სოდს ან კუდს რა საქმე უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულთან, მაგრამ სოდი იქნება კუდი თუ სხვა ვინმე მაგალიტად პრობაცია, მათ ექნებათ გარკვეული ვალდებულებები და უფლებები, მეტს ვერ გაბედავნ. ტავქთ მოვლენ და შემოწმებენ, ეს ადამიანები ხომ ნამდვილად არიან მონასტერში, ან რაიმე სხვა. ანუ, არავინ მყუდროებას არ დაგირღვევს, არავინ შემოვარდება ჯგუფურად სახეზე ნიღბით, ამის საჭიროება ან ამის უფლება ნამდვილად არავის ექნება.


ნუ, ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ, ხელშეკრულების წაკიტხვაა კარგი. რაც არ ვიცით ვერ წავიკიტხავთ. მხოლოდ ალბათობით ვილაპარაკებთ.


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 25 2009, 08:48 PM

staywhite

ციტატა
მოკლედ, განურჩევლად ყველას გაგზავნა იქნება მეტად ცუდი შედეგის მომტანი და + მონასტერი დაემსგავსება ციხეს ...

არა ნან, ყველას არ გზავნიან, ეს ცვლილება შეეხება მათ, ვისაც სასჯელი გაუნახევრეს,
ან თუნდაც ოდნავ შეუმცირეს, გადარჩევის მეთოდით შეირჩევიან პატიმრები,
მონასტრებში წავლენ ისინი ვინც არ ითვლება საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად,
რეციდივისტებზე და გამოუსწორებელ დამნაშავეებზე რამდენადაც მე გავიგე ეს კანონი არ ვრცელდება.
უფრო სწორად კანონსაც ვერ დავარქმევთ, ეს არის შეთანხმება და ხელშეკრულება,
მთავარია როგორ გაამართლებს kiss1.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 25 2009, 08:53 PM

ნაინა

ციტატა
არა ნან, ყველას არ გზავნიან, ეს ცვლილება შეეხება მათ, ვისაც სასჯელი გაუნახევრეს, ან თუნდაც ოდნავ შეუმცირეს




სწორედ ეს ვიფიქრე მეც, ალბათ ეგრეთ წოდებულ უდოზე გაიყვანენ, ციხე დაახასიათებს, გარკვეული წელი მოხდილი ექნება და აშ. ეგრე არაა, ხიონ და პირდაპირ გაუშვან მონასტერში, ეს გამოდის, რომ ტავად მონასტერი ყოფილა ციხე biggrin.gif ანუ უსჯი მონასტერს, ეს ხო მ არასწორი იქნება. გარდა ამისა, ადამიანის სურვილი უნდა იყოს მონასტერი.

ალბათ კანუდოსა იტყვის, მაჰმადიანების უფება დაირღვევაო, არ ვიცი ვისი უფლება დაირღვევა, მაგრამ ეს იანიციატივა ცუდი არ იქნება.

inaina
ციტატა
ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები



მასე ნუ იტყვი, არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ იზოლირებას საზოგადოებისგან იმდენად საშიშები არიან. ზოგი არ იმსახურებს თავისუფლებას და გახარებას, ისეთი აქვს ჩადენილი.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 25 2009, 08:57 PM

მხევალი ნინო

ციტატა
სწორედ ეს ვიფიქრე მეც, ალბათ ეგრეთ წოდებულ უდოზე გაიყვანენ, ციხე დაახასიათებს,

ხო ნინ, ეგრეა, გააჩნია ვინ რისთვის იხდის სასჯელს, რა ტიპის დანაშაული
აქვს ჩადენილი და რამდენი წელი აქვს შეფარდებული, თან შეწყალებით
სასჯელიც განახევრებული აქვთ და ასევე ციხიდანაც კარგი დახასიათება
მიეცათ. ასეთ ხალხზეა ეს ახალი პროექტი, თორემ ყველას რომ მონასტერში
უშვებდნენ რაღა გამოსულა მაშინ, სახელი შეეცვლებოდა მხოლოდ
სასჯელის მოხდის დაწესებულებას.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 25 2009, 09:06 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
აღდგაში ს არ უნდა

ხალხო, დიდ ბოდიშს მოგიხდით თუ ჩემი გრამატიკით და ესოდენ შეგაწუხედ, მაგრამ არსებითზე ვისაუბრობთ, გთხოვთ...

ყველას შენიშვნას ვიღებ, თუ რამე გრამატიკაში, ორთოგრაფიაში, სტილისტიკაში და ა. შ. შეცდომებია აღმოჩენილი ჩემს ნაწერებში... ენათმეცნიერებს, ლინგვისტებს და ფილოლოგებს ვთხოვ მიმითითონ და შემისწორონ... დიდი მადლო!!! ასევე, კორეკტორებიც აღმოჩნდებიან და გთხოვთ კორეკტირებას... smile.gif



საერთოდ, არსებითზე სჯობს საუბარი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 25 2009, 09:08 PM

ნაინა
[quote]ხო ნინ, ეგრეა, გააჩნია ვინ რისთვის იხდის სასჯელს, რა ტიპის დანაშაული
აქვს ჩადენი[quote]


ნინ, შენ ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, რომ ხელშეკრულება წაკითხული გექნება.

თამარი_ცქნაფო

ციტატა
აღდგაში ს არ უნდა



ეგებ ამაზე მომწერო რა, ბევრი შემეკამათა :წავშლი ყველა ოფს:

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 25 2009, 09:19 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ნინ, შენ ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, რომ ხელშეკრულება წაკითხული გექნება.

,,ნაცნობებმა'' გადმომცეს, ძირითადად ვის და რა ფორმით შეეხება.
ხელშეკრულების ტექსტი კი ჯერ-ჯერიბით ასე იოლად ხელმმისაწვდომი იყოს არა მგონია.
მერე ვნახოთ, თუ ჩავიგდე ხელში გაჩვენებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 25 2009, 09:26 PM

მართალია მემორანდუმის ტექსტი (ორიგინალი) ელეკტრონულ სივრცეში არ არის ჯერ (იმედია იქნება), მაგრამ რაღაც არსებობს:

http://itv.ge/?p=2500

ამ საკითხს ჩვენი საინფორმაციო წყაროებიც აღნიშნავდნენ...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Apr 25 2009, 09:40 PM

პატრიარქმა პირდაპირ მიმართა ერს ჯერ ეპისტოლეებში, ქადაგებებში და ახლა მოლაპარაკებების "პროფესორ" შაშკინთან ერთად სატელევიზიო ეთერში!
რომ არიან ისეთი პატიმრები რომელთა გამოსწორება არ არის შესაძლებელი ციხეში, აუცილებელია მათზე ზრუნვა და დახმარება რომელიც ხელეწიფება ეკლესიას! ბევრი იტყვის რომ ციხე გამოსასწორებელი კი არა სადამსჯელოაო, მაგრამ არიან ისეთი ტიპის პატიმრებიც ქალებიც და კაცებიც რომელთა დაბრუნება ჯანსაღი და ნორმალური აზროვნებით არის შესაძლებელი საზოგადოებაში. აი ციხეში კი მათი გადაგვარება უფრო ხდება ვიდრე ამ კუთხით მუშაობა და ეს ყველამ ვიცით, სწორედ ამაზე გაამახვილა ურადღება სასულიერო პირებმა და ითხოვეს ნება ხელისუფლებისგან, რომ მათ იზრუნონ ამ პატიმრებზე, რაზეც მიიღეს თანხმობა!არასრულწლოვანებიც რომ ჩაიბარონ ბევრად უფრო კარგ ადამიანებად აღზრდიან!
ეს ერთი და სხვა მრავალი!
ნეტა კიდევ სხვა თხოვნებსაც გაითვალისწინებდნენ...წყალს ნუ გაყიდითო და სასწრაფო წესით რომ გაყიდეს არიქა პატრიარქმა უფრო არ დაგვიშალოს და ელვის სისწრაფიდ გააკეთეს მის თხოვნის საწინააღმდეგო!

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Apr 25 2009, 09:49 PM

ციტატა
ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად
ბევრი უფანაშაულოცაა ციხეში დღეს, ასევე ბევრია ისეთი, ვინც მართალია
დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ გულით ნანობს ჩადენილს, რატომ არ უნდა
მიეცეთ მათ შანსი?

მსგავსი აზრი ბევრი მოვისმინე ამ დღეებში და იმის თქმა მინდა, რომ თეოფილე მალაქიას ვეთანხმები :| არამგონია ციხეში ანგელოზი იჯდეს... მაქსიმუმ 15% იყოს მასეთი...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 25 2009, 09:51 PM

ციტატა
არამგონია ციხეში ანგელოზი იჯდეს.

subterranean
ანგელოზები არა, მარა "აბა , ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან ..." biggrin.gif user.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 25 2009, 11:30 PM

მართა

ციტატა
რომ არიან ისეთი პატიმრები რომელთა გამოსწორება არ არის შესაძლებელი ციხეში, აუცილებელია მათზე ზრუნვა და დახმარება რომელიც ხელეწიფება ეკლესიას! ბევრი იტყვის რომ ციხე გამოსასწორებელი კი არა სადამსჯელოაო, მაგრამ არიან ისეთი ტიპის პატიმრებიც ქალებიც და კაცებიც რომელთა დაბრუნება ჯანსაღი და ნორმალური აზროვნებით არის შესაძლებელი საზოგადოებაში.

კი, ასეა, შემოგევლოთ ჩემი თავი...

მაგრამ როგორია - მონასტრებში სოდის, კუდის და ათასი ჯურის შა--თ--- რო ირბენენ ვითომ ამ პატიმრების საკონტროლოდ?...
ე.ი. აღარც მონასტრებს და საერთოდ არაფერს გვიტოვებენ განმარტოებისთვის და განსვენებისთვისთ რა....
ე.ი. მხოლოდ უდაბნოები უნდა მოვძებნოდ, მგონი დადგა მე-2-3 საუკუნეების მსგავსი პერიოდი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 25 2009, 11:47 PM

lch

ციტატა
მონასტრებში სოდის, კუდის და ათასი ჯურის შა--თ--- რო




სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა!


ციტატა
ვითომ ამ პატიმრების საკონტროლოდ



მოიცა, ვთქვატ პრობაციას ამის უფლება მიეცა, ვითომ რატომ ირბენენ, ვითომ კი არა, იმისტვის ირბენენ რასაც დააველებენ, მსჯავრდებულებზე კონტროლს, მსჯავრდებულების მონასტრეში გადაყვანა, მათ სრულ თავისუფლებას არ ნიშნავს, ამიტომ, ცხადია გარკევეული კონტროლი იქნება. გარდა ამისა, პატრიარქს ეს ,,რბენა,, უღირს. ისე ლაპარაკობ, თითქოს ეს ინიციატივა ვიღაცის შემოგდბეულია იმისთვის, რომ სოდმა და კუდმა (მაინც არ მესმის სოდს და კუდს მსჯავრდებულებტან რა ხელი აქვთ) ირბინონ მონასტრებში .

ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ?


მე ვფიქორბ, რომ ყველა მონასტრეს ამის უფლება არ ექნებათ. იქნება გამორჩეული მონატსრეი რომელიც მიიღებს პატიმრებს გამოსასწორებელი დროით ან რაღაც მსგავსი.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 26 2009, 12:31 AM

მხევალი ნინო

ციტატა
სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა!

ჩემო დაო ეგენი ყველაფერში ეჩრებიან და მით უმეტეს პატიმრები ვერ გაექცევიან მათ "მახვილ" მზერას...

ციტატა
ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ?

არა, ჩემი სულიერი სიმშვიდე დაე მსხვერპლად შეეწიროს ნებისმიერი პატიმრის (საპყრობილეში მყოფის) შვებასა და მისი ხვედრის შემსუბუქებას!!!...

მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია...

მაგრამ "ქრისტე აღსდგა მკვდრეთიდ, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!!!"









პ.ს.
მე მეშინია, რომ ამ ნაბიჯით საქართველოში ძლივს აღორძინებული მონასტრული ცხოვრება და მოღვაწეობა ისევ შენელდება (უფალმა გვაშოროს!)....
იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ...


პ.პ.ს.
მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი სათქმელი ამოვწურე და ყველას ვთხოვ - პირადად მე ნუღარ მომმართავთ ხოლმე....
ღმერთს ებარებოდეთ!!!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 26 2009, 02:45 AM

lch
მეც რაღაცნაირად ვშიშობ, რომ რამე პროვოკაციები (როგორც ჩვევიათ ხშირად და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან) არ მოახდინონ და მერე პატრიარქს არ აბრალონ ათასი სისულელე... უამრავი ვარიაცია მომივიდა თავში, რაც შეიძლება გააკეთონ ... sad.gif

პ.ს. პატიმრები მეცოდებიან, ყველა გამოსუწორებადი კი არ არის ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 26 2009, 12:04 PM

lch

ციტატა
მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია...




ეტყობა ძალიან ხშირად უყურებ ტვ-ს და ყველაფრის გჯერა biggrin.gif

რახან, პატრიარქმა აიღო ტავზე რაღაც პასუხიმგებლობა, ცხადია ის იმაზეც ფიქორბს, რაზეც შენ.

სახელი არ ვიცი შენი და ამიტომ არ ვიცი როგორ მოგმართო. სოდს და კუდს არაფერი ესაქმება პატიმრებთან, დამიჯერე. იმ მსჯავრედბულებს, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, მეთვალყურეობს პრობაცია. ის მსჯავრედბულები, რომლებსაც გაუნახევრდებათ სასჯელი და ნაწილის ,,მოხდა,, დაევალებათ მონასტერში, თუ კიდევ სხვაგან,სავარაუდოდ იქნებიან პრობაციის მეთვალყურეობის ქვეშ. სოდი და კუდი იმდენად არაფერ შუაშია, რომ არ ვიცი პირდაპირ რა გიტხრა.

გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით პირობები, არ წაგვიკიტხია ხელშეკრულება და ვმსჯელობთ. დამრწუმენული ვარ, ყველა მონასტერში არ იქნებიან ეს ,,პატიმრები,, ისე როგორც ყველა მონასტერმა ვერ აიღო თავზე ნარკომანების რეაბილიტაცია და მხოლოდ ფერიცვალების მონატსრეი ,,იტანჯება,, biggrin.gif ისე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ამ პატიმრებს რა დაერქმვათ, ანუ რეალური სასჯელისგან (რეალურ სასჯელს ციხეს ეძახიან) გათავისუფლდებიან და პირობითის ქვეშ იქნებიან თუ რა მოხდება, რადგან თუ რეალური სასჯელი დარჩებათ, ანუ ციხეში უნდა იყვნენ, მონასტერი არაა ადგილი სადაც პატიმრობას იხდიან, ხომ გესმის. ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ, რა დაერქმევათ ამ პატიმრებს,თუ იქნება პირობითი ან დაევალებათ გარკვეული პერიოდი მონატერის ტერიტოირაზე ყოფნა (ან როგორ უნდა დაევალოთ არ მესმის, ეს ხომ ნებაყოფლობითია, მოკლედ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი), როგორც ალბათ აღმზრდელობითი ან გამოსაცდელი ან არ ვიცი რა, ოღონდ აუცილებალდ რეალური სასჯელის გარეშე, მაშინ მათ არც სოდი და კუდი სჭირდებათ, არც ნადზორი და არავინ, როგორც სხვა პირობითი, ისე ესენიც ჩავლენ პრობაციაში, მგონი კვიტაში ერთხელ დახელმოწერით დაადასტურებენ, რომ არსად გაქცეულან, ისევ იქ არიან და აშ.


ჩემო იჩ, თუ ჩლ, ვერ მივხვდი რა გქვია, შეწყვიტე ტვ-ს ყურება და ოპოზიციის მოსმება და ერთ იურისტს მაინც ჰკიტხე რა არის რეალური სასჯელი, რა არის პირობითი, ვინ სად იხდის ამ სასჯელებს, და ვინ არის მათზე ამ დროს მეთვალყურე. სოდი და კუდი ვინაა ისიც ჰკიტხე და გიპასუხებენ. თუ ვინმეს პროვოკაცია უნდა, ამ ხელშეკრულების გარეშეც მშვენივრად მოახერხეებს, უკაცრავად და ვინ ოხერი არ მიდის მონასტერში, ყველასთვის ღიაა მონასტრის კარები, პროვოკაციას და სახელის გატეხარს რა უნდა. კარგშიც ცუდის დანახვა არაა სწორი. მადლიზა რაღაც დათომაზე მიდის სახელმწიფო, რაღაც კარგი კეთდება, ეგებ გზააბნეულ არასრულწლოვანებს რაიმე ეშველოთ (ტუმცა, სახელმწიფოს რომ ტავი დავანებოთ, რამდენი მშობელი და ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს ამ ხელშეკრულებას ბოროტად ვინ იცის, წავა იქ ამბები და ,,ჩაწყობები,, ) დაანებეთ ამ ეჭვებს თავი. ჯერ გავერკვიოთ, წავიკიტხოთ ხელშეკრულების პირობები, ინიციატორი პატრიარქია, ვნახოთ, ამას რაიმე საკანანმდებლო ცვლილება ხომ არ სჭირდება , ერთი ორ კაცზე შედეგიც ვნახოთ და მერე ვიმსჯელოთ, არ უნდა ამდენი სასოწარკვეთა და მოჭუტული თვალებით ყურება ყველაფერს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 27 2009, 10:55 AM

მნათე

ციტატა
მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს?

ავტორს აქვს და დადებს მალე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif rolleyes.gif

lch
ციტატა
ახალია და ეტყობა აკრეფვა დაეზარათ რა...

აბა, რას მოაწერდნენ ხელს თუ აკრეფილი არ იქნებოდა? tongue.gif

გვაცალეთ, ბატონო და დავდებ kiss1.gif


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 27 2009, 11:15 AM

ციტატა
ავტორს აქვს და დადებს მალე

ციტატა
გვაცალეთ, ბატონო და დავდებ

wub.gif a025.gif
viannen_79.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 27 2009, 11:31 AM

ციტატა
ავტორს აქვს და დადებს მალე

ისა და ავტორს უთხარი კომენტარებიც დააყოლოს თან a075.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 27 2009, 11:38 AM

ციტატა
პატიმრები მეცოდებიან, ყველა გამოსწორებადი კი არ არის ...

ალბათ დაარეგულირებენ არჩევის წესსაც. ისე მართალი ხარ, ნან, ყველა გამოსწორებადი არაა, თუმცა მე ვიცი რომ ციხეში მღვდლები მიდიან ხოლმე.. იქნებ სასწაული მოხდეს და სინდისმა გაიღვიძოს რომელიმეში და მერე დარჩენილი სასჯელის ვადა მონასტერში გაატაროს smile.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 27 2009, 12:37 PM

ქევანა

ციტატა
თუმცა მე ვიცი რომ ციხეში მღვდლები მიდიან ხოლმე.. იქნებ სასწაული მოხდეს და სინდისმა გაიღვიძოს რომელიმეში და მერე დარჩენილი სასჯელის ვადა მონასტერში გაატაროს

კი, ყველგან სხვათაშორის. აქაც კი smile.gif უნდა ნახო რა "პარადი" აქვთ პატიმრებს მაგ დროს და როგორ უხარიათ (ჩემი მოძღვარი დადის აქ და მისგან ვიცი), ყველა უკლებლივ "ეწერება" : სერბები, ქართველები, რუსები, ბერძნები, რუმინელები, უკრაინელები და რა ვიცი ყველა , ვინც ზის . უსმენენ, ეკითხებიან, აღსარებას ამბობენ და რაღაც იმედით უყურებენ მოძღვარს . დიდ ხუთშაბათს მასიურად აზიარებს ყველას (სხვა დროსაც , მაგრამ ეს დღე განსაკუთრებულია ცნობილი მიზეზის გამო )... + სხვა აღმსარებლობის ან ათეისტებიც ესწრებიან და უსმენენ ქადაგებას...

p.s.ღმერთო, მართლა უშველე ყველა გაჭირვებულს და მათ შორის მეც user.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 30 2009, 09:49 AM

ვფიქრობ ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, მე ვყოფილვარ ზონაში და ვიცი იქ რა შეიძლება დამიანს დაემართუს, მიუხედავად იმისა როგორი მსუბუქი სასჯელის გამო ზის...

ასევე მონასტრებში ვყოფლივარ, მგონია რომ მონასტრებს შეუძლიათ ამ ადამიანების მომავლის შეცვლა... ბევრი ადამიანის გადარჩენა...

არ არის აუცილებელი ყველა მომასტერში იყვნენ პატიმრები, და არც ყველა მონასტერია ასე ვთქვათ ,,მშვიდი" ... გარდა ამისა პატიმრების დიდი ნაწილი პატივს ცემს ეკლესიას და დისიპლინირებული ქცევაც ვფიქრობ მისაბაძი იქნება ბევრ მორჩილისთვის...

რავი ასე ვფიქობ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 6 2009, 10:58 AM

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ



საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდეგომში - ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მთავრობა _ რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური:

- ვაღიარებთ რა ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან;

- ვაცნობიერებთ რა ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში;

- ვადასტურებთ რა ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებობას;

- შეგნებული გვაქვს რა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ალტერნატივის სახით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული უფრო მსუბუქი სახის სასჯელის მნიშვნელობა;

- ვგრძნობთ რა პასუხიმგებლობას ყოველი მსჯავრდებული პირის მიმართ და გამოვთქვათ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ასეთ პირთა რესოციალიზაციას საეკლესიო ცხოვრებაში მათი ჩართვისა და ამავე ფარგლებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში მათი აქტიური მონაწილეობის ფორმით;

- მივიჩნევთ რა მნიშვნელოვნად მსჯავრდებულთა სულიერად გაძლიერების აუცილებლობას;

`საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების~ პირველი მუხლის საფუძველზე და 2001 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ვდებთ შემდეგ შეთანხმებას:




მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები.
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უშუალო განხოციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო)

მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და საგანი

1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს.
2. თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით ეკლესიისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა.
3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, თანამშრომლობის სფეროში მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესრულებისთვის და რომ ამის თაობაზე აცნობებს მეორე მხარეს.
4. ეკლესია უფლებამოსილია წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შუამდგომლობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტროს შესაბამისი სამსახური იღებს ვალდებულებას განიხილოს წარდგენილი შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სამინისტრო უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირის დასწრებას შუამდგომლობის განხილვისას.
5. ეკლესია იღებს ვალდებულებას, მსჯარდებულის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტრებსა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში.
6. იმ მონასტრებისა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობების, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც მსჯავრდებულმა შეიძლება მოიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეკლესია.
7. ეკლესია შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სამსახურს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსის და პირობების აღწერილობით, ასევე სასარგებლო შრომის მოხდის კონკრეტული ადგილის (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა) მითითებით. შუამდგომლობით განისაზღვრება აგრეთვე ეკლესიის მიერ უფლებამოსილი იმ პირის ვინაობა და ტელეფონის ნომერი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
8. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს ეკლესია, რომელსაც სამინისტროსთან ურთიერთობებში წარმოადგენს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი.
9. მსჯავრდებულის ქცევის, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე.
11. სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებისას ითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს.

მუხლი 3. სასჯელის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნა

ეკლესია უზრუნველყოფს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, საღვთისმსახურო წესებისა და კანონიკური ნორმების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნას.

მუხლი 4. მსჯავრდებულის შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან

1. მხარეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.
2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკლესიის მიერ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას.
3. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს წინა პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობიდან, აგრეთვე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ობიექტური გარემოებებიდან.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის მიზნით ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირთან წინასწარი შეთანხმებითა და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით, არაუმეტეს თვეში 4 დღისა, დატოვოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილი.
5. მსჯავრდებულთან შეხვედრის მსურველი პირი ვალდებულია, შეხვედრის თაობაზე ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირს შეატყობინოს შეხვედრამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
6. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მსჯავრდებულისათვის დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემის შესახებ, თუ კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.


მუხლი 5. შეთანხმების ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: May 6 2009, 12:20 PM

კანონისტი

მადლობა ტექსტისათვის.

ციტატა
1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები.



მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
1. სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (28.12.2005 N 2619)
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი.
3. სასამართლოს შეუძლია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (26.12.2008 N 893)
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893)
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893)
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი. (26.12.2008 N 893)
7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. (26.12.2008 N 893)
8. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მომენტიდან. (26.12.2008 N 893)
9. მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო. (26.12.2008 N 893)
10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: (26.12.2008 N 893)
ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893)


ციტატა
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე.


მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. (26.12.2008 N 893)
2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს ამ კოდექსის 65ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში.
3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893)
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა _ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:
ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. (26.12.2008 N 893)
7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.
8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893)

პოსტის ავტორი: იმედა თარიღი: Jun 14 2009, 03:31 PM

დიდებას იტყვიან მხოლოდ უფალზე მე ასე მგონია. თუ ვცდები შემისწორეთ.

ეს შაშკინი ვინ არის?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 22 2009, 05:51 PM

შიდა ქართლელი პრობაციონერები სამთავისისა და გორის ეპარქიაში მიმდინარე ეკლესიებისა და სასულიერო კერების მშენებლობა-რესტავრაციის საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი.
პრობაციის ბიუროს რეკომენდაციითა და ეპარქიის ხელმძღვენელის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით დღეისათვის 10 პირობით მსჯავრდებული სხვადასხვა ობიექტზე შრომობს.
პრობაციონერები ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრსა და სასულიერო გიმნაზიის მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი. მათვე ხის მასალით მოაპირკეთეს ატენის ხეობაში მდებარე დედათა მონასტერი. გადაწყვეტილია, რომ პირობით მსჯავრდებულები იმუშავებენ ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებზე და გორში მაცხოვრის ტაძრის მშენებლობაზე.
იღუმენ კოზმას განცხადებით, მათი ეპარქია და შიდა ქართლის პრობაციის ბიურო სამ წელზე მეტია, რაც პრობაციონერთა დასაქმების კუთხით აქტიურად თანამშრომლობს.
“ეს ადამიანები დახმარებასა და თანადგომას საჭიროებენ. აქ მუშაობით ისინი, როგორც მატერიალურ, ის უმთავრესს - სულიერ საზრდოს იღებენ. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ეკლესიის მრევლი გახდა”,-აღნიშნა მან.



http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/104529.html&hd_line=1

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 22 2009, 05:55 PM

კანონისტი
გეიხარე, დავით. კაი ამბავია ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 6 2011, 06:18 AM

ეს პროგრამა პატიმრების მონასტერში არ არსებობს(ან აღარ არსებობს)

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 7 2011, 12:36 PM

.zakaria.

ციტატა
ეს პროგრამა პატიმრების მონასტერში არ არსებობს(ან აღარ არსებობს)



არსებობს, მაგრამ ყველა დანაშაულზე არ ვრცელდება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)