თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ წმ. გრიგოლ ხანძთელი

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 26 2006, 10:57 AM

ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული წმ. გრგოლის ცხოვრება. ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში. მას ბევრი რამ უკავშირდება. მე ვფიქრობ უსასრულოდ შეგვიძლია მის ღვაწლზე ვისაუბროთ. ეროვნული ერთიანობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის რომელმაც მოგვიანებით დავით აღმაშენებლის დროს ხორცი შეისხა. იგი იყო ”ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოსი”. მის მიერ უამრავი ეკლესია-მონასტერი დაარსდა. ტაო-კლარჯეთში ხალხი არ ცხოვრობდა, აქა-იქ ტყეში იყვენენ შეხიზნულები, წმინდანმა კი აქ ქვეყანა გააშენა. ერთი სიტყვით ვისაუბროთ მის ღვაწლზე smile.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 26 2006, 11:13 AM

ესეც წმინდა გრიგოლის ხატი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 26 2006, 12:38 PM

QUOTE
ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში.

ეს ამიხსენით რა კარგად...

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 26 2006, 01:34 PM

ციტატა
ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში.QuoteEndQuoteEEndეს ამიხსენით რა კარგად...


ანუ ის არის ყველაზე დიდი ქართველი წმინდანი რომელიც შუამავალია ღმერთსა და ქართველ ერს შორის. ასე ვთქვათ სამოთხეში მიმავალ ქართველებს წინ მიუძღვის(ისე ეს სიყუვები მე არ მეკუთვნის smile.gif )

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 26 2006, 07:01 PM

QUOTE(mr_morrison @ Nov 26 2006, 01:34 PM) *

ანუ ის არის ყველაზე დიდი ქართველი წმინდანი რომელიც შუამავალია ღმერთსა და ქართველ ერს შორის. ასე ვთქვათ სამოთხეში მიმავალ ქართველებს წინ მიუძღვის(ისე ეს სიყუვები მე არ მეკუთვნის smile.gif )

ეჭვი არ მეპარება smile.gif მაგრამ "საქორწინე" რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? უფლის იგავის ანალოგიაა, ზეციურ ნადიმზე წვეულთა შესახებ, თუ რამე სხვა დატვირთვა აქვს?

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 26 2006, 07:42 PM

ციტატა
ეჭვი არ მეპარება მაგრამ "საქორწინე" რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? უფლის იგავის ანალოგიაა, ზეციურ ნადიმზე წვეულთა შესახებ, თუ რამე სხვა დატვირთვა აქვს?


”საქორწინე”-ში იგავის ანალოგია ვიგულისხმე კი smile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 27 2006, 08:47 PM

გრიგოლ ხანძთEლი ეს იყო ბერის ჩოხაში გამოწყობილი დავიტ აღმაშენებელი... ის რაც გააკეთა დავითმა ერში იგივე გააკეთა მან ბერში..wink.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 27 2006, 08:51 PM

QUOTE(დავით ივერიელი @ Nov 27 2006, 08:47 PM) *

გრიგოლ ხანძთელი ეს იყო ბერის ჩოხაში გამოწყობილი დავიტ აღმაშენებელი...

მშვენიერი ნათქვამია smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 27 2006, 09:01 PM

მართალია "საქართველოს ეკლესიის დიდების" ხატზე მამა გრიგოლი უკმევს გუნდრუკს, ამავე ეკლესიის სვეტს . . . ამ ხატზე სვეტთან საიხლოვე გარკვეულ იერარქიულობასაც გულისხმობს. . .

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 27 2006, 09:20 PM

და რომ არა ნიკო მარი, ვინ იცის, გვეცოდინებოდა კი დღეს გრიგოლის სახელი?

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 27 2006, 10:53 PM

ციტატა
და რომ არა ნიკო მარი, ვინ იცის, გვეცოდინებოდა კი დღეს გრიგოლის სახელი?

აბა, ილია ჭავჭავაძის დროსაც კი არ იყო ეს ნაწარმოები. ნიკო მარი სიკვდილის წინდა პერიოდში საავადმყოფოში იწვა და სიკვდილის წინ უთხოვია წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მიეტანათ მასთან. წიგნი გადაშალა თუ არა მაშინვე განუტევა სული. ძაან საინტერესოა

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 27 2006, 11:02 PM

ციტატა(mr_morrison @ Nov 27 2006, 10:53 PM) *

აბა, ილია ჭავჭავაძის დროსაც კი არ იყო ეს ნაწარმოები. ნიკო მარი სიკვდილის წინდა პერიოდში საავადმყოფოში იწვა და სიკვდილის წინ უთხოვია წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მიეტანათ მასთან. წიგნი გადაშალა თუ არა მაშინვე განუტევა სული. ძაან საინტერესოა

ნიკო მარმავე თარგმნა ის პირველად რუსულად. ისე რა საოცარია, დიდ ადამიანებს ასევე დიდები აღმოაჩენენ ხოლმე, ილიას და ბარათაშვილის არ იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 27 2006, 11:35 PM

QUOTE(თამარი @ Nov 27 2006, 09:20 PM) *

და რომ არა ნიკო მარი, ვინ იცის, გვეცოდინებოდა კი დღეს გრიგოლის სახელი?

ეს ისტორია მოყევით რა დაწვრილებით, მე არ ვიცი unsure.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 27 2006, 11:42 PM

ეხლა ვაპირებ ვაჟაზე მოვამზადო მასალა rolleyes.gif და ერთ - ორ დღეში გავიხსენოთ დიდი ვაჟა


ციტატა(მარიამი @ Nov 27 2006, 11:35 PM) *

ეს ისტორია მოყევით რა დაწვრილებით, მე არ ვიცი unsure.gif

არც მე არ ვიცი unsure.gif

პოსტის ავტორი: NaNuKa თარიღი: Nov 28 2006, 09:43 PM

ეხლა მაწვალებენ სკოლაში ზეპირად მასწავლიან მის ცხოვრებას sad.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 28 2006, 11:23 PM

ციტატა
ეხლა მაწვალებენ სკოლაში ზეპირად მასწავლიან მის ცხოვრებას


ეგ კარგი და აუცილებელი წვალებაა smile.gif აბა თ უ არ ვიწვალეთ ისე ვერაფერს ვისწავლით. სკოლაში ჰაგიოგრაფიას ძაან მშრალად ასწავლიან და შეიძლება ისეთი საინტერესო არ მოგეჩვენოს როგორიც არის, მაგრამ კერძო გაკვეთილებზე სულ სხვანაირად გასწავლიან მითუმეტეს თუ კარგი მასწავლებელი გყავს. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებ ალბათ ყველაზე საინტერესოა სკოლის ჰაგეოგრაფიაში

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 29 2006, 01:37 AM

ციტატა(ლილიანა @ Nov 27 2006, 11:42 PM) *

ეხლა ვაპირებ ვაჟაზე მოვამზადო მასალა rolleyes.gif და ერთ - ორ დღეში გავიხსენოთ დიდი ვაჟა
არც მე არ ვიცი unsure.gif

დაწვრილებით მერე იქნებ მოგიყვეთ. მოკლედ გეტყვით. ხელნაწერთა აღწერისას აღმოაჩინა შემთხვევით smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 29 2006, 04:59 PM

შევეცდები დავწერო მაგრამ თქვენც შემეშველეთ ან გამისწორეთ თუ რამეს შეცდომით დავწერ

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 29 2006, 06:26 PM

მეც ძაან მიყვარს

პოსტის ავტორი: A L U B A L A თარიღი: Nov 29 2006, 06:37 PM

მიუხედავად იმისა,რომ ჰაგიორაფიამ საშინლად დამტანჯა შარშან, ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება''ძალიან მიყვარს

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 29 2006, 09:55 PM

ღირსი გრიგოლ ხანძთელი,
კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაფან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 29 2006, 11:07 PM

აუ რა ცუდია საკმარისი დრო რო არ მაქვს თორემ აუცილებლად დავბეჭდავდი ბევრ საინტერესო კრიტიკებს sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 11:41 AM

"დაიმარხა ჭეშმარიტი ქალწულებაი არა ხოლო ხორცითა ოდენ, არამედ სულითა და სიტყვითა, სასმენელითა და თვალითა.."
გიორგი მერჩულე

".. მამა გრიგოლი ხან შატბერდში იმყოფებოდა, ხან ხანძთას. ძლიერ დაბერდა, ას ორი წლის გახდა. არც სახის ფერი შესცვლია, არც თვალთ დაჰკლებია, არც ხორციელი უძლურება შეჰყრია სიკვდილამდე. ქრისტეს ძალით იყო გაძლიერებული. სიქადულად ჰქონდა სანთელი ქალწულებისა და ზეთი მოწყალებისა, სიყვარული ღვთისა და ძმათა."

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Dec 3 2006, 11:06 PM




სულ მაწუხებს, რატომ არა გვაქვს ამ დიდი წმიდა მამის დაუჯდომელი? ამ საქმეში რუსებს ვერვინ დაასწრებს. ჯერ წმინდანად არ არის შერაცხული რომელიმე დიდი მოღვაწე და დაუჯდომელს შექმნიან. ნეტა როდის დაიწერება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 04:52 PM

http://children.wanex.net/sarcmunoeba/cmindanebi/grigol_xanzteli.htm

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 17 2007, 10:39 AM

ეს ჩემი უსაყვარლესი წმინდანია. ჩვენ და სრულიად საქარტველოს გვეწეოდეს მისი ლოცვა

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 18 2007, 08:27 PM

გრიგოლ ხანცდელმა საწელიწდო იადგარი ზეპირად იცოდა. იცით რამხელა წიგნია, წარმოუდგენლად დიდია. ჩემმა ქართულის მასწავლებლემა მანახა ეგ წიგნები და თან სულ შემოკლებით წერია სიტყვები(დამავიწყდა ეგეთ ნაწერს რა ქვია smile.gif ) და ეგ იცოდა სულ ზეპირად. მართლაც გასაოცარია, თქვენი თვალით რომ ნახოთ რამხელა წიგნებია გადაირევით

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 09:03 PM

mr_morrison

ციტატა
სულ შემოკლებით წერია სიტყვები

ქარაგმა

ღ~ი = ღმერთი
უ~ი = უფალი
რ~ა = რაითა
რ~ = რამეთუ
ვ~ა = ვითარცა
ვ~დ = ვითარმედ
ყ~ი = ყოველი
ყ~დ = ყოვლად
უ~ი უ~ე = უკუნითი უკუნისამდე
ჭტ~დ = ჭეშმარიტად

smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 09:04 PM

ციტატა
ღ~ი = ღმერთი
უ~ი = უფალი
რ~ა = რაითა
რ~ = რამეთუ
ვ~ა = ვითარცა
ვ~დ = ვითარმედ
ყ~ი = ყოველი
ყ~დ = ყოვლად
უ~ი უ~ე = უკუნითი უკუნისამდე
ჭტ~დ = ჭეშმარიტად


თქვენ, ჟან ფრანსუა შამპოლეონი? laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 20 2007, 04:46 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2007, 09:03 PM) *

mr_morrison

ქარაგმა

ღ~ი = ღმერთი
უ~ი = უფალი
რ~ა = რაითა
რ~ = რამეთუ
ვ~ა = ვითარცა
ვ~დ = ვითარმედ
ყ~ი = ყოველი
ყ~დ = ყოვლად
უ~ი უ~ე = უკუნითი უკუნისამდე
ჭტ~დ = ჭეშმარიტად

smile.gif





საოცრებაა, გრიგოლ ხანძთელი განსაკუთრბულად მიყვარს, არა მხოლოდ წმინდანი იყო, არამედ საზოგადო მოღვაწეც.

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 21 2007, 05:59 PM

ციტატა
საოცრებაა, გრიგოლ ხანძთელი განსაკუთრბულად მიყვარს, არა მხოლოდ წმინდანი იყო, არამედ საზოგადო მოღვაწეც.


რა თქმა უნდა მან ბევრი რამ შეძლო ქვეყნისთვის. მას ეკუთვნის საქართველოს ერთიანობის იდეა. საქართველოს გაერთიანებას მან ჩაუყარა საფუძველი და შემდეგ უკვე მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში დასრულდა გაერთიანება

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 3 2007, 12:55 AM

ციტატა(mr_morrison @ Jan 18 2007, 09:27 PM) *

გრიგოლ ხანცდელმა საწელიწდო იადგარი ზეპირად იცოდა.

ზეპირად იცოდა კი არა, თვითონ დაწერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 3 2007, 05:25 PM

აბა, ეს ნახეთ:


ჩვენამდე მოღწეულია XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს). 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разискания по армяно-грузинской философии. VII. СПБ. 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეტერსენმა (1923). 1956 წელს დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი.


უცნაურია, ზუსტად მახსოვდა, რომ მარმა აღმოაჩინა ათონზე ხელნაწერთა აღწერისას... კეკელიძეში ვნახავ ამაღამ...
ამ ინფორმაციაში არ წერია და არის ტექსტის კიდევ ერთი, ახალი თარგმანი რუსულად, იგი ლიტვაში მოღვაწე ქართველმა სასულიერო პირმა, დეკანოზმა იოსებ ზეთეიშვილმა შეასრულა და მარის ტექსტისგან განსხვავებით, შინაარსის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა ტექსტის მხატვრულ მხარესაც. smile.gif


ახლა კი ამპარტავნულად დავძენ, რომ შევხვედრივარ მამა იოსებს და მისაუბრია ამ თემაზე, საკმაოდ საინტეერსო მუშაობის პრინციპი და მიდგომა აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 4 2007, 01:15 AM


მთლად გადასარევი არაა, მაგრამ ინფორმაციულად საინტერესოა, ბევრისტVის ალბათ სიახლეც იქნება გარკვეული თვალსზრისით smile.gif


ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I




გიორგი მერჩული



ზემოთ ჩვენ არა ერთხელ დაგვისახელებია შესანიშნავი მოღვაწე VIII - IX სს. გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის კოლონიზაციას ამ მხარეში სამონასტრო ცხოვრების გაჩაღებითა და აყვავებით. გარდაიცვალა გრიგოლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ მის ბიოგრაფიაში, 102 წლისა, 861 წელს. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, მაშასადამე, 951 წელს, ხანძთის მონასტრის მოღვაწეს, ვინმე გიორგი მერჩულს, როდესაც ხანძთაში წინამძღვრად ყოფილა თეოდორე, ამ უკანასკნელისა და მისი ძმის იოანეს დახმარებით, დაუწერია გრიგოლის ცხოვრება, რომელსაც ეწოდება: მშრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხოვრებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებლისაჲ, და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართაჲ”. 958 - 966 წლებში ეს ცხოვრება განუახლებია, შეიძლება თვით ავტორის დახმარებითა და ხელმძღვანელობით, ბაგრატ ერისთავთერისთავს რამდენიმე სასწაულის ჩართვით, რომელიც წინა თხზულებაში არ ყოფილა[1]. გრიგოლ ხანთელის ცხოვრება პირველად, 1845 წ., აღმოაჩინა ნიკოლოზ ჩუბინიშვილმა, ხოლო მეცნიერულად გამოსცა აკად. ნ. მარმა.[2]

ეს თხზულება, მიუხედავად იმისა, რომ მას ფაბულური მთლიანობა აკლია, ერთი უშესანიშნავესი ნაწარმოებია ძველი ქართული მწერლობისა. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არამცთუ აგიოგრაფიული, თუგინდ ისტორიული, არამედ სიტყვაკაზმული ნაწარმოები, ისეთი უნარითა და მეთოდითაა ის დაწერილი. მკითხველს აქ ხიბლავს ენისა და სტილის ვირტუოზობა, ფართო ისტორიული პერსპექტივები, სიუჟეტის რეალისტური და დრამატული განვითარება, ცოცხალი და სულწარმტაცი ფერადებით ბუნების სურათთა დახატვა და ბუნების კულტი, ერთგვარი თაყვანისცემა და გაღმერთება მისი, რაც ძველი დროის, და ისიც ეკლესიურ, ნაწარმოებში იშვიათად გვხვდება. აქ ჩვენ ვხედავთ სურათის სისწორე-სიმართლითა და დეტალურად აღწერას.

ასეთია გარეგანი, ლიტერატურული ფორმა და ღირსება ამ თხზულებისა. რაც შეეხება მის შინაარსს, ამ მხრივ ის წარმოადგენს საყურადღებო ისტორიას არა მარტო საქართველოს ეკლესიისას მერვე-მეცხრე საუკუნეებში, კერძოდ ბერ-მონაზვნობისას საქართველოს სინაზე, ტაო-კლარჯეთში, არამედ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ცხოვრებისასაც[3]. პოლიტიკური მხრით, ამ თხზულებით, დასავლეთი საქართველო ბერძნების ხელშია. აქ, აფხაზეთში, ზის მეფე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის უზენაეს პროტექტორატს განიცდიდა. აღმოსავლეთი საქართველოს ერთი ნაწილი არაბთა ხელშია. არაბთა ხალიფის წარმომადგენელი, ამირას სახელით, თბილისში ზის. შინაურ საქმეებში, რომელთაც ადგილობრივი ერისთავნი განაგებენ, ის არ არევა, თუმცა ამ ერისთავთა ბედ-იღბალი იმის ნებისა და სურვილის ასრულებაზეა დამოკიდებული. სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, ტაო-კლარჯეთი, - მათგან თავისუფალია. ცხოვრებაში წარმოდგენილია ის მომენტი პოლიტიკური ყოფისა, როდესაც საქართველოში იდეა ეროვნული მთლიანობისა გაღვივებულა და შედგომია” კიდევაც საქართველოს გაერთიანებისათვის ზრუნვასა და საქმეს, რომელიც დაწყებულა ტაო-კლარჯეთიდან, აქაური მამფლებისა და კურაპალატების თაოსნობით. საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში, რაც შემდეგ სიტყვებშია გამოხატული, “ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძულად ითქუმის” (გვ. მთ). ის მხარე, საიდანაც ეს მოძრაობა დაწყებულა, ტაო-კლარჯეთი, გრიგოლ ხანძთელის დროს, როდესაც ის იქ მისულა, განადგურებული და გაუშენებელი ყოფილა, ვინაიდან მურვან ყრუს შემოსევასა და რბევა-წვას თან დართვია ჟამიანობა, რომელსაც მუსრი გაუვლია მცხოვრებთათვის. მცირე რიცხვი იმათი, რომელიც კი გადარჩენილიყო, მთებში იმალებოდა და იხიზნებოდა. გრიგოლის მისვლით, როდესაც აქ აყვავდა სამონასტრო ცხოვრება, მხარეც დასახლებულა და თანდათან აშენებულა.

უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ამ თხზულებაში საქართველოს საეკლესიო მდგომარეობა. პირველად საქართველოს ეკლესია აქ გამოყვანილია როგორც ერთი მთლიანი ეროვნული და დამოუკიდებელი ორგანიზმი, რომელიც თვით განაგებს თავისთავს და არავის, არც ერთ უცხო პატრიარქის ბატონობას არ განიცდის და არ გრძნობს. ეკლესიის სათავეში დგას მამათმთავარი - კათოლიკოსი, რომელსაც ირჩევს კრება, შემდგარი საერო და საეკლესიო წევრებისაგან, როგორც მამაკაცთა, ისე დედაკაცთაგან. საეკლესიო ცხოვრებაში ბატონობს, საზოგადოდ, კრებითი პრინციპი, რომლის ხელშეუხებლობას მედგრად იცავენ ეკლესიის წარმომადგენელნი.

დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თითქოს კეთილგანწყობილებითია: ეკლესია არ ერევა წმინდა სახელმწიფო საქმეებში, ის მხოლოდ მტკიცე დარაჯად უდგას ახალფეხადგმულ სახელმწიფოს განმტკიცება-გამაგრებას და შეუბრალებლად ამხელს ყველას, თუგინდ მეფესაც, ვინც კი ზნეობრივ პრინციპს ღალატობს. აღნიშნული მიზნით ამ სახელმწიფოს უზენაეს წარმომადგენელს, მეფეს, ბიბლიური წარმოშობილობის შარავანდედითაც კი მოსავს. მართლაც, გრიგოლ ხანძთელი ეუბნება აშოტ კურაპალატს: “დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო!” (გვ. იზ, სტრ. 3 - 4)[4]. მეფე-დიდებულნი თავის მხრივ უზრუნველყოფენ ეკლესია-მონასტრებს უხვი შეწირულებით, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლის მწვავე კონფლიქტებისა და ბრძოლის არსებობას მეფე-დიდებულთა და ეკლესია-მონასტერთა წარმომადგენლებს შორის. პირველები ერევიან საეკლესიო საქმეებში (მოვიგონოთ არსენის არჩევა კათოლიკოსად), მეორენი წინ აღუდგებიან ასეთ ტენდენციას და თავის მხრით ცდილობენ თავისი გავლენის ქვეშ იყოლიონ ისინი და ჰეგემონები გახდნენ ზნეობრივად მაინც. მართლაც, ეკლესია ნებას არ აძლევს მეფესა და საეროთ სარწმუნოების საქმეში ჩაერიონ. გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ ეუბნება გუარამ მამფალს: “პირველთა მათ წმიდათა მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღუართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი, არა თუ მათთანა შჯულისა მოძღურებასა იკადრებდეს, არამედ შჯულის გამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყჳსა გამოცხადებაჲ... არა ბრძანებულ არს ერისკაცისაჲ ვითარმცა ეპისკოპოსთა და... მამათა განსაგებელსა შჯულისმოძღურებასა იკადრებდა გინა ახალსახიობასა მიიღებდა” (გვ. მზ), ესე იგი შჯულის გამოძიება ან საეკლესიო კანონების დასხმა ერისკაცის საქმე არაა, თუგინ ის მეფეც იყოს: “დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელმოძღუართა შეურაცხებაჲ არსო” (გვ. მზ)[5]. რაც უნდა “ახალი რაჲმე კეთილი წესი ერისკაცმან” მოიგონოს ან “იხილოს რაჲმე კეთილი წესი” იერუსალიმსა და სხვა წმიდა ადგილებში, ისეთი წესიც კი, “რომელ ქრისტიანობასა შუენოდის და ჩუენ შორის არა იყოს”, ანდა “წიგნთაგან წმიდათა გულისხმა იყოს”, მაინც იგი “თავით თჳსით ერსა უსწავლელსა” არ უნდა “აუწყებდეს”, არამედ უნდა გაჩუმებული იყოს, “უმჯობჱს დუმილი არსო”. მაგრამ თუ “დუმილი ვერ ძალედვას”, მაშინ “აუწყოს თჳსსა ეპისკოპოსსა და, თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს, თჳსით ქადაგებდესო” ხოლო ვინც თვითონ, უეპისკოპოსოდ, თანამოძმეთ აუწყებს და შემოიღებს ახალ რამეს, თუნდაც კეთილს, იგი “უფლისა წინააღმდგომთა თანა დაისაჯოსო” (გვ. მჱ). ბერებს მედიდურად ეჭირათ თავი მეფეების წინაშეც. “ჭეშმარიტი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიანო”, -ამბობდა გრიგოლი (გვ. კე). როდესაც საბა იშხნელი კუროპალატმა წერილით თავისთან მიიწვია, ის არც თვითონ წავიდა, არც პასუხი გაუგზავნა. ასე რომ, გაგზავნილმა მეფეს მოახსენა: მარა ჰნებავს კაცსა მას... მოსვლაჲ აქაო” (გვ. კთ - ლ). ხოლო, როდესაც გრიგოლის საშუალებით კუროპალატმა იგი მიიყვანა და უსაყვედურა - “ჯერ არს ჴელმწიფეთა მორჩილებაო”, მან მედიდურად უთხრა: “დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტჱ ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ. ხოლო ქრისტჱ ყოველთა დაბადებულთაჲ; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტჱ საუკუნოჲ მეუფჱ... უფროჲს შენსა ჯერ არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმან ბრძანა, ვითარმედ ვერვის ჴელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ”-ო (გვ. ლ).

ეკლესიის წიაღში ამ დროს დასმული ყოფილა საკითხი თეთრ და შავ სამღვდელოებას, ესე იგი ბერ-მონაზონთა და მსოფლიო მღვდელთა, შორის დამოკიდებულების შესახებ. აგიოგრაფი მედიდურად უყურებს მსოფლიოთა ეკლესიის, ესე იგი სამრევლო ეკლესიების მსახურთ და მხოლოდ ბერები მიაჩნია პატივისცემის ღირსად. თვით გრიგოლ ხანძთელი ეპისკოპოსობას “ჴორციელ დიდებად” თვლიდა (გვ. ე), ამიტომ მან იმაზე უარი თქვა, ვინაიდან, მისი შეხედულებით, “მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემჱს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანიო” (გვ. მ). მთელ თხზულებას აზის ბეჭედი ბერობის იდეალიზაციისა.

ცხოვრებაში წარმოდგენილია ინტიმური მხარეებიც VIII - IX საუკ. ქართული ცხოვრებისა. კლარჯეთის მოღვაწეთა ბიოგრაფიაში მოტანილია ეპიზოდები, რომელნიც გვიხატავენ იმ ეპოქის რეალური ცხოვრების საოჯახო მხარეს. “ცხოვრებაში” შეტანილია ქართული ფეოდალური ცხოვრების თავისებურად დამუშავებული რომანული ელემენტი, რომელიც მერე განვითარდა რომანტიკული ჟანრის საერო ლიტერატურულ ძეგლებში. ასეთია, მაგალითად, ეპიზოდი აშოტ კურაპალატისა და ადარნასეს საყვარელთა შესახებ, ასეთია ამბავი მამა ზენონის დის მიჯნურობისა. ამ რომანულ ნაწილში ავტორი არჩევს ქალისადმი ორგვარ სიყვარულს: წუთიერს, წარმავალს, კაცობრივსა და სამარადისოს, წარუვალს, თუმცა ის უკანასკნელსაც უარყოფითად ეკიდება. ამნაირად, სხვათა შორის, ამ თხზულებაშიც ვპოულობთ ჩვენ იმ ნიადაგს, რომელზედაც მერე, XI - XII სს. აღმოცენდა განსაკუთრებული კულტი, კულტი სიყვარულისა და ქალის გაღმერთებისა.

ცხოვრება საყურადღებოა აგრეთვე ჩვენი საეკლესიო მწერლობის ისტორიის შესასწავლადაც, ვინაიდან აქ გაკვრით აღნიშნულია, თუ რას სწავლობდნენ მაშინდელი ქართველები, და მოხსენებულია ზოგიერთი თხზულება, რომელიც მაშინ ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ყოფილა. გრიგოლ ხანძთელის შესახებ ნათქვამია: “ხოლო გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ გასაკჳრვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითი და ჴმითა სასწავლო სწავლაჲ, საეკლესიო სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ, და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწურთნა, ხოლო სიბრნჱცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად” (გვ. გ). მაშასადამე, უკვე იმ დროს ღებულობდნენ არა მარტო საეკლესიო, საღვთისმეტყველო სწავლა-განათლებას, არამედ საერო, ფილოსოფიურსაც. სხვადასხვა თხზულების შორის მოხსენებულია: “დაბეჭდულნი” წიგნნი ძველისა და ახლისა სჯულისანი, “დაუბეჭდველნი” წიგნნი წმიდათა მოძღუართა თქმულებანი ეფრემ ასურისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა, განძი კირილე ალექსანდრიელისა, ცხოვრება ბაგრატ ტავრომენიელისა (გვ. კჱ). აქვე მოხსენებულია მეცხრე-მეათე საუკუნის რამდენიმე მწერალი, რომელთაგან თანამედროვენი გამოელოდნენ გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიის აღწერას: სოფრონ შატბერდელი, ილარიონ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი და სტეფანე მტბევარი (გვ. ნგ). ავტორი იცნობს იპოლიტე რომაელის თხზულების “დავითისათჳს და გოლიათისათჳს განმარტების” ქართულ თარგმანს, საიდანაც მას ციტატა მოაქვს[6]. იცნობს ის აგრეთვე იოანე ოქროპირის “ცხორების” ქართულ თარგმანს, საიდანაც მას ამოღებული აქვს ერთი ადგილი[7].

გიორგი მერჩული ჰიმნოგრაფიც ყოფილა: მიქელ მოდრეკილის კრებულში მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი, რომელსაც აწერია: “უცხონი მერჩულიულნი”[8]. მერჩულიულნი, ალბათ, გიორგის ავტორობას აღნიშნავს, თუმცა შესაძლებელია ამ ტერმინით “მერჩულისებური” ფორმა იგულისხმებოდეს.

პ. ინგოროყვა (გიორგი მერჩულე, გვ. 844 - 856), გიორგი მერჩულს მიაწერს საგალობელთა ორ ჯგუფს: საგალობელნი სამარადისონი რვა-ხმანი და საგალობელნი აღვსებისანი რვა-ხმანი. საყრდენი ამ მოსაზრებისა მყარი არაა: მერჩულული მარტო გიორგის არ გულისხმობს, ასეთი ჰიმნები მიქელ მოდრეკილსაც ჰქონია, რაც შეეხება ალიტერაციულ ფორმას, ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ ის მართლა გიორგის შემოღებულია და სხვა ჰიმნოგრაფი მას არ ხმარობს. საერთოდ სიფრთხილეა საჭირო იმის გარკვევისას თუ რა ეკუთვნის გიორგი მერჩულის კალამს. პ. ინგოროყვა მას აკუთვნებს, მაგალითად, საგალობელს “ნუ მტირ მე, დედაო, რაჲ ჟამს მიხილო მე, ძე შენი, საფლავსა დებული” (გვ. 855); ნამდვილად კი ის ბერძნული ჰიმნია (მეცხრე ირმოსი დიდი შაბათის ცისკრისა). არ ეკუთვნის მას, როგორც დავინახავთ, არც “ქებაჲ ქართულისა ენისაჲ”.









--------------------------------------------------------------------------------

[1] ეს ბაგრატი, “გულისხმისყოფითა ქებული”, ამავე დროს ყოფილა “საღმრთოთა წიგნთა მეძიებელი და შემკრებელი”, ესე იგი ბიბლიოფილი, მეცენატი და, შეიძლება, ლიტერატორიც.

[2] Георгий Мерчул, Житие Григория Хандзтийского, «Текты и разыскания по армяно-грузинской филоологии» кн., VII, Петерб., 1911. მეორედ ეს თხზულება გამოსცა ს. ყუბანეიშვილმა (“ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია”, I, 98 - 156), მესამედ – პ. ინგოროყვამ 1949 წ.

[3] თუმცა გიორგი მერჩულს ერთი ისტორიული ხასიათის lapsus-ი მოსვლია. ის ამბობს: “ძუელი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათოლიკოსმან აკურთხა” (გვ. მთ, სტრ. 165 – 6). ეს შეუძლებელია: ხანძთელის ძველი ეკლესია დასრულდა აშოტ კურაპალატის სიკვდილამდე, დაახლოებით მაშინ, როდესაც არსენი კათოლიკოსმან აკურთხა” (გვ. მთ, სტრ. 165 - 6). ეს შეუძლებელია: ხანძთის ძველი ეკლესია დასრულდა აშოტ კურაპალატის სიკვდილამდე, დაახლოებით მაშინ, როდესაც არსენი 1 – 6 წლისა იყო; ვერ აკურთხებდა ის ვერც ახალ ეკლესიას, რომლის შენება დაიწყო აშოტ კუხმა. რომელიც გარდაიცვალა 918 წ. (გვ. ლგ, სტრ. 19 - 20), და დაასრულა მისმა მემკვიდრემ გურგენმა (გვ. გლ, სტრ. 38). მეორე lapsus-ი: გრიგოლი არქიმანდრიტად დაიდგინა ბაგრატის დროს (ლგ, 1 - 6); ამავე დროს ის არქიმანდრიტად გამოყავსვ მას აშოტის დროსაც (ჲვ, 5 – 13).

[4] თუ ეს სიტყვები მართლა გრიგოლისაა და არა ავტორის, გიორგი მერჩულისა, ბაგრატიონთა წარმომდინარეობა ებრაელთა მეფის – დავით წინასწარმეტყველისაგან, ჩვენში ჯერ კიდევ აშოტ კურაპალატის დროს ცოდნიათ; ამიტომ უარყოფილი უნდა იქნეს J. Marquart-ის მოსაზრება, რომ ეს შეხედულება პირველად გაჩნდა შაპუჰ ბაგრატუნის შემდეგ, ესე იგი არაუადრეს მეცხრე საუკუნის გასულისა, დაახლოებით “ქართლთა მეფის” ადარნასე დავითის ძის დროიდანო (“Osteuropჰische und ostasiatische Streifzüge”, S. 403). აკად. ნ. მარი სწორედ ვერ თარგმნის ამ ადგილს: “Властитель, сын пророка Давида и господа помазанника, нареченный ими, Христос бог да даст тебе в наследие царсвие свое”, (рус. перевод, стр. 96, строка 37 - 38). უნდა ითარგმნებოდეს ასე: “властитель, нареченный сыном Давида, пророка и помазанника божья, Христос бог да даст...”

[5] აქ გამოთქმული აზრები ძალიან გვაგონებს შინაარსს იმ წერილისას (21), რომელიც მედიოლანის ეპისკოპოზს ამბროსის (IV ს.) მიუწერია იმპერატ. ვალენტინიანე მეორისათვის. იმპერატორი იწვევდა ამბროსის საეკლესიო საქმეების გამო გამოცხადებულიყო საიმპერატორო კონსისტორიაში, რომელშიაც მსაჯულებად იყვნენ, იმპერატორის თავმჯდომარეობით, ერისკაცები. ამბროსი სწერს იმპერატორს: “სად გაგონილა,მოწყალეო ხელმწიფევ, რომ სარწმუნოების საქმეში ერისკაცები ეპისკოპოსთა მსაჯულად გამოდიოდნენ? ნუთუ ეპისკოპოსები ერისკაცთაგან უნდა განისწავლებოდნენ? გამოდის – ერისკაცი მსჯელობს და ეპისკოპოსი მას უსმენს! ნუთუ ვინმე უარყოფს, რომ სარწმუნოების საქმეში იმპერატორები კი არ არიან ეპისკოპოსთა მსაჯულები, არამედ ეპისკოპოსები ქრისტიანი იმპერატორებისა. აი, ღმერთი იზამს, და წამოიზრდები, მაშინ შენ თვითონ შეიგნებ, თუ რა ფასი აქვს იმ ეპისკოპოსს, რომელიც თავის სამღვდლო უფლებას ერისკაცს ფეხებქვეშ უფენს. მამა შენი იტყოდა ხოლმე: “”მე არ შემშვენის ეპისკოპოსთა მსაჯული ვიყოვო”, შენ კი ამბობ: “მე უნდა განვსაჯო ისინიო”. არა, მე არ გამოვცხადდები კონსისტორიაში, ეს მე არ შემიძლია!”



[6] კ. კეკლიძე, ციტატა იპოლიტე რომაელიდან გიორგი მერჩულის შრომაში, “საქ. მეცნ. აკადემიის მოამბე”, ტ. IV, № 3, 1943 წ., 269 – 272.

[7] ილ. აბულაძე, ქართული წიგნები იოანე ოქროპირის ცხოვრებისა და მისი გამოძახილი ქართულ მწერლობაში, ენიმკი-ს “მოამბე”, XIV, გვ. 69.

[8] პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. ტი – ტიზ.


აქ კი გრიგოლ ხანძთელზე წერია. ამონარიდი იმავე წიგნიდან. ავტორები დამავიწყდა მიმეთითებინა, სამწუხაროდ, აქ არ წერია, მაგრამ, როგორც მახსოვს კ.კეკელიძე და ალ. ბარამიძე არიან. სტილსა და ჩემს მეხსიერებას ვენდობი biggrin.gif


8. გრიგოლ ხანძთელი



მერვე საუკუნის გასულს და მეცხრის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის ქართულ ბერ-მონაზვნობასა და სამონასტრო ცხოვრებას, ააშენა რამდენიმე მონასტერი, სხვათა შორის - ხანძთის სავანე, საიდანაც მან მიიღო სახელწოდება ხანძთელი. გრიგოლი ქართლელი იყო, თან დიდი კაცის შვილი: ქართლის ერისმთავრის ნერსეს ცოლს ძმისშვილად ხვდებოდა. ის აღუზრდიათ ნერსეს კარზე, მის სასახლეში. სწავლა-აღზრდის საქმეს თვის ნერსეს ცოლი ხელმძღვანელობდა. ბავშვმა შესანიშნავი გულისხმევა გამოიჩინა, მან “მსწრაფლ დაისწავა დავითი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა... და საღმრთონი წიგნნი ზეპირით[1] მოიწუართნა”, თან მან “მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ”. ასე რომ, ვინაიდან ის “მრავალთა ენათა წურთილ იყო და მრავამოსწავლჱ”, ადვილად მოგზაურობდა აღმოსავლეთის წმინდა ადგილთა მოსახილველად. ეს კიდევ ცოტაა, მან “სიბრძნჱცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილადო”, - შენიშნას მისი ბიოგრაფი. გრიგოლს, რომელიც ჯერ მღვდლად აკურთხეს, საეპისკოპოსოდ ამზადებდნენ, მაგრამ მან მიატოვა ქართლი და მოღვაწეობა დაიწყო ოპიზის მონასტერში[2], საიდანაც ორი წლის შემდეგ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობას მიჰყო ხელი. იცხოვრა 102 წელიწადი და გარდაიცვალა 861 წ., დაბადებულა, მაშასადამე, 759 წელს. როგორც უკვე ვთქვით, ის ღრმად და საფუძვლიანად განათლებული კაცი იყო, “სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან, შენიშნავს ბიოგრაფი, ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანიო”. უეჭველია, ასეთი მომზადებული ადამიანი ლიტერატურულ ასპარეზზედაც არ დარჩებოდა უსაქმოდ. მართალია, ჩვენამდე არ შენახულა არც ერთი თხზულება, რომლის შესახებ დანამდვილებით შეგვეძლოს თქმა, რომ ის გრიგოლის მიერაა დაწერილი ან ნათარგმნი, მაგრამ მისი ბიოგრაფის სიტყვები: “აწ არს ხანძთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიანო”, - გვაფიქრებინებს, რომ ის მწერლობაში მართლაც რომ იღებდა მონაწილეობას. ფრაზა “ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა” უფრო ასე უნდა გვესმოდეს, რომ ეს იადგარი ან ლიტურგიკული ჰიმნები მთელი წლისა მას თვით შეუთხზავს თითქოს “სული წმიდის შთაგონებით”.

რა მოცულობისა იყო ეს იადგარი? მართალია, “საწელიწდო იადგარი” გულისხმობს მთელი წლის ჰიმნოგრაფიულ კრებულს, მაგრამ “საწელიწდოც” ყოველთვის ერთისა და იმავე მოცულობის ძეგლს არ გულისხმობს. ამ საკითხთან დაკავშირებულია საკითხი: რა და რამდენი “საგალობელი” დაუწერია გრიგოლს? უეჭველია, ის იადგარი, რომელიც გიორგი მერჩულის დროს ხანძთას ინახებოდა, ზუსტ პასუხს გაგვცემდა ამ საკითხზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჩვენამდე არ შენახულა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ამის შესახებ ვიმსჯელოთ მიქელ მოდრეკილის იადგარის მიხედვით, ვინაიდან, ლაპარაკი არ უნდა, ის შეიცავს, სხვათა შორის, გრიგოლის საგალობლებსაც, მაგრამ გასარკვევია, რომელს და რამდენს. მკვლევარმა პ. ინგოროყვამ მოინდომა ამის გარკვევა (იხ. მისი “გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა”, 1955 წ.). მიქელ მოდრეკილისა და სხვა უძველეს იადგართა დახმარებით მან გამოიანგარიშა, რომ რიცხვი გრიგოლის ჰიმნოგრაფიული შრომებისა სამასს თურმე აღემატება (გვ. 620). როგორ შეიძლება ამისი გამოანგარიშება, როდესაც სახელი გრიგოლისა არ შენახულა არც ერთ ჰიმნზე ან საგალობელზე; როგორ გავიგოთ, რომელი ნაწარმოები ეკუთვნის მას უზარმაზარ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში? პ. ინგოროყვა სულ უბრალოდ მოქცეულა: მიქელ მოდრეკილის იადგარში მას გამოუყვია სახელწარწერილი საგალობელნი: მიქელ მოდრეკილის, გიორგი მერჩულის, იოვანე მტბევარის, იოვანე მინჩხის, სტეფანე სანანოჲსძის, ეზრასი, იოვანე ქონქოზისძის, ბასილი ხანძთელის, კურდანაჲს, მაკარი ლეთეთელის და სხვა ჰიმნოგრაფებისა, რომელნიც იადგარში იხსენებიან, და რაც ამ გამოყოფის შემდეგ დარჩა, ის გრიგოლის კუთვნილებად უცვნია (გვ. 771). ამ გზით ასეთი საკითხის გარკვევა შეუძლებელია: ვინ იცის, ჩამოთვლილთ გარდა, რამდენი ანონიმი ჰიმნოგრაფიის ნაწარმოებია ამ კრებულში, რომელნიც, თუ ამ გზას გავყვებით, გრიგოლის შრომად უნდა მივიჩნიოთ?! ამ გზის მცდარობა შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: მკვლევარს გრიგოლის ნაწარმოებად მიუჩნევია ერთი “ლექსი”, რომელსაც, მისი სიტყვით, ენათესავება ნ. ბარათაშვილის “ჩემი ლოცვის” ზოგიერთი სტრიქონი; ეს ლექსია “სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს” (გვ. 614). სინამდვილეში კი ეს ლექსი ნათარმნია ბერძნულიდან, ის ამოღებულია კვირადღის კანონიდან, ხმა VI, გალობა 6, ირმოსი და ღვთისმშობლიანი. ესევე უნდა ვთქვათ არაერთ სხვა საგალობელთა შესახებ, რომელნიც ბერძნულის თარგმანს წარმოადგენენ და მკვლევარს გრიგოლისათვის მიუკუთვნებია.

ერთი სიტყვით, დღეს ჩვენ არ მოგვეპოვება საშუალება, რომ გრიგოლის ლიტერატურული მემკვიდრეობა ზუსტად გავარკვიოთ[3]. თავის მონასტრისათვის გრიგოლს მიუცია კტიტორული ტიპიკონი, რომელიც შეუდგენია საბაწმიდის წესის საფუძველზე. მას, როგორც ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ფუძემდებელს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მწერლობის ისტორიაში. როგორც უნდა იყოს, გრიგოლმა აღზარდა მთელი რიგი მოწაფეებისა, რომელნიც ლიტერატურული ინტერესებით იყვნენ გატაცებულნი. ერთ მათგანს, ვინმე მაკარის, პალესტინაში, საბას ლავრაში, 864 წელს გადაუწერია შესანიშნავი მრავალთავი, რომელიც დღეს სინას მთაზე ინახება. მთელ თავის მოღვაწეობაში გრიგოლი გვევლინება თავდადებულ და შეგნებულ მომხრედ ეროვნული მთლიანობისა და ტაო-კლარჯეთში ახლად აღმოცენებული ეროვნული ხელისუფლებისა, რომელიც, მისი შეგნებით, საეკლესიო-სამონასტრო ინსტიტუტის მორალურ გავლენის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.









--------------------------------------------------------------------------------

[1] მართლაც, მას ზეპირად მოჰყავდა ციტატები, სხვათა შორის, ეფრემ ასურის. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და კირილე ალექსანდრიელის თხზულებათაგან.

[2] ქართლიდან მისი წასვლა დაკავშირებული უნდა იყოს ნერსეს მიერ ქართლის მიტოვებასა და ხაზარეთში გამგზავრებასთან, რაზედაც აბოს მარტვილობა მოგვითხრობს.

[3] ამის შესახებ დაწვრილებით იხ. კ. კეკელიძის წერილი – ახალი შრომა ძველი ქართული პოეზიის შესახებ, “ლიტერ. ძიებანი”, ტ. XI.

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Dec 4 2007, 01:59 AM

mr_morrison
დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო თემის გახსნისათვის. წმინდა გრიგოლ ხანძთელის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. წმინდა გრიგოლი მართლაც უდიდესი ქართველი იყო, ვფიქრობ შემთხვევითი არაა, რომ მისდამი მიძღვნილ ნაწარმოებშია ქართველთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ყველაზე ნათელი დეფინიცია, "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების".

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 4 2007, 04:39 PM

ციტატა(Misha_kartveli @ Dec 4 2007, 01:59 AM) *

mr_morrison
დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო თემის გახსნისათვის. წმინდა გრიგოლ ხანძთელის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. წმინდა გრიგოლი მართლაც უდიდესი ქართველი იყო, ვფიქრობ შემთხვევითი არაა, რომ მისდამი მიძღვნილ ნაწარმოებშია ქართველთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ყველაზე ნათელი დეფინიცია, "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების".

აქვე ერთი მინიშნება, ეგ სიტყვები ეფრემ მაწყვერელის ღვაწლს ეხება, რომელიც მამა გრიგოლის მოწაფე, აღზრდილი და უაღესად დიდი სასულიერო მოღვაწე იყო smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 12:04 AM

მე რომ გრიგოლ ხანძთელი გავიარე სკოლაში ბერად აღკვეცა მომინდა.
ჩემის აზრით,მისი ღვაწლი რომ არა დრეს დღეობით ჩვენი სარწმუნოება მტკიცე არ იქნებოდა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 15 2012, 12:26 AM

წმ. გრიგოლ ხანძთელის მთავარი ისტორიული მისია

"ღვთის განგებით, ქართველი ერის ისტორიის დროთა განმავლობაში, როდესაც საჭიროება იყო, ყოველთვის ჩნდებოდნენ დიდი პიროვნებები, რომლებიც ცვლიდნენ და უმჯობესისკენ წარმართავდნენ, ან სულაც თავიდან ქმნიდნენ მნიშვნელოვან ეპოქებს. ჩვენი ისტორიისათვის ერთ-ერთი ასეთი უდიდესი პიროვნებაა, ”მადლით სავსე, სიბრძნით განსრულებული, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი, უდაბნოთა ქალაქმყოფელი, მამა გრიგოლი”, რომელიც გამოუჩინა ღმერთმა „მას ჟამსა შინა“ ქართველთ.

VII საუკუნიდან არაბთა შემოსევებმა ქართლს ფრიადი ჭირი და ზიანი მიაყენეს. მათ მოშალეს მეფობა, ნაცვლად კი საამირო დაარსეს. ქართველთათვის ეს “ჟამი” იყო “გარყუნისა” და აღრევა-გადაგვარებისა, ერს დაემუქრა საფრთხე “მამულისა ჩვეულებისაებრ სვლისაგან” განდგომისა. ერთი სიტყვით, ქართლში ყველაფერმა მკვდრის ფერი მიიღო და ხალხსაც იმედი გადაეწურა.
- ჩვენი მრავალკუთხიანი ქვეყნისათვის, ქართლი ოდითგანვე იყო პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური და სარწმუნოებრივი ცენტრი, რის გამოც ჰქონდა მიღებული ქვეყანას საერთო წოდებად “ქართლი”. მაგრამ იმ “ჟამს”, მას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი ღირსება და მნიშვნელობა, საკუთრივ, მთელმა ქვეყანამ კი ხერხემალი და მაცოცხლებელი ცენტრი დაკარგა. ქვეყნის ასეთ მდგომარეობას შინაგანი ქართველობა ვერ შეეგუებოდა, საჭირო იყო ბრძოლა, მაგრამ არა პირდაპირი, რადგან არაბების კავკასიაში “შემობატონების” გამო, მარტო დარჩენილ ქართლს ამის ძალა არ შესწევდა. მათი შეჩერება ვერ მოხერხდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობას კი შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოეტანა. ხოლო იმისთვის, რომ ეს “შინაგანი ქართველობა” არ წარწყმედულიყო და შეენარჩუებინა ერს თავისი ეროვნული მსოფლაღქმა, თვითშეგნება და იდენტობა, მას უნდა შეექმნა ქართლის მონაცვლედ სხვა სასიცოცხლო ძალების მომცემი ცენტრი, რომელიც მისთვის ქართლის მაგივრობას გასწევდა.
- სწორედ ამ უდიდესი ეროვნული მისიის განხორციელება იდვა თავს წმ. გრიგოლმა, “სანატრელმა მამამ”. ქვეყნის კატასტროფულ ვითარებაში, VIII ს-ის მეორე ნახევარში, მიემგზავრება წმ. გრიგოლი ტაო-კლარჯეთს, რომელსაც თან ახლავს დიდი სამომავლო მიზანი. ქვეყნის ეს ერთ-ერთი კუთხე ერის სულის განმაცხოველებელ წყაროდ, ქართლის მონაცვლედ უნდა იქცეს, რომლის მწვერვალიც, მომავლის სარწმუნოებით, საქართველოს გაერთიანება და ქედიდან არაბთა უღლის გადაგდება იყო. ამიტომაა რომ ითქმის, გრიგოლ ხანძთელმა დაიწყო საქმე, რომელიც საბოლოოდ დიდმა აღმაშენებელმა დავითმა განასრულა!
- ამ უდიდესი საქმის განხორციელება მყუდროებით და საიდუმლოდ ხდებოდა, ისე, რომ არაბები ვერ მიმხდარიყვნენ. მტრისათვის ერთი შეხედვით, ეს იყო ყოველგვარ პოლოტიკურ შინაარსს ჩამოშორებული მოღვაწეობა სასულიერო პირებისა, მონასტრების აღშენება და ა.შ. სადღაც მიჩრდილ-მიმალულ კუთხეში.

აღსანიშნია, რომ ტაო-კლარჯეთში იწყო ბაგრატიონთა საგვარეულომ, ქართველთა სამეფო დინასტიამ არსებობა, სწორედ აქ ცნო გრიგოლმა მათი წარმომავლობა წმ. მეფის, დავით წინასწარმეტყველისგან, რითაც განამტკიცა ისინი იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობით, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
წმ. გრიგოლმა და მისმა აღზრდილმა, ჩინებულმა სასულიერო მოღვაწეებმა, მღვდელმთავრებმა, რომლებიც მამა გრიგოლთან ერთად უდიდესი ეროვნული მოღვაწენიც იყვნენ, აღადგინეს და განამტკიცეს ერში დაკნინებული და შერყეული შეგნება ქართველობისა. მათ შორის შეიქმნა ეროვნული მსოფლმხედველობის განსაზღვრება, გამომხატველი საქართველოს ეროვნული მთლიანობისა, “ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების...” ასე, ტაო-კლარჯეთი მართლაც იქცა მეორე ქართლად, საქართველოს სარწმუნოებრივ და კულტურულ ცენტრად. ამ წარმატების მიზეზი კი, გრიგოლის “ცხოვრებით” რომ ითქვას, “ხორციელი კეთილისა და სულიერი კეთილის შეზავებაა”. ღირსმა გრიგოლმა კლარჯეთის უდაბნო, - დაკნინებული ქართლის სახება, - აქცია ქალაქად, შეიტანა მასში სულიერი ნათელი და თანაზომიერება, მისცა მას ახალი, მოწესრიგებული სახე, რითაც მთელი საქართველოსთვის დიადი მომავლის პირველსახე იკვეთებოდა. იმ დროისათვის საქართველოსთვის სასურველი, “მამულისებრი” მომავალ მზადდებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 04:48 PM

წმინდა გრიგოლი ჩემთვის სამაგალითოა თუნდაც იმ კუთხით, რომ მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2014, 05:59 PM

„წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულის აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს.), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული.

პირველად მას 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალმიში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა“.

/თეა ცაგურიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:05 PM

"გრიგოლ ხანძთელი, როგორც ეს მის "ცხოვრებაშია" აღნიშნული, ხანძთიდან შატბერდს მიმავალი ეფრემის [ასური] ლოცვებს ზეპირად ამბობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:35 PM

"სტუდიელთა [ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და გავლენიანი მონასტერი] ცნობილი ტიპიკონი, რომელიც წმინდა თეოდორეს მიერ იყო შექმნილი, შემდგომში საყოველთაოდ გავრცელდა დასავლეთსა და აღმოსავლეთის უამრავ მონასტერში. საქართველოში იგი წმინდა გრიგოლ ხანძთელმა დანერგა. XI საუკუნეში წმინდა თეოდოსი პეჩორელმა ეს ტიპიკონი კიევ-პეჩორის ლავრაში დაამკვიდრა, საიდანაც მთელ რუსეთში გავრცელდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 11:28 AM

"უდიდესი როლი ქვეყნის აღორძინებაში სწორედ გრიგოლ ხანძთელმა შეასრულა. ამ საოცარმა ადამიანმა თავისი ღვაწლით შექმნა დიდი საქართველო. რა თქმა უნდა, მას ჰყავდა ღირსეული მოწაფეები, ღირსეული მიმდევრები, მაგრამ წინამძღოლი ის იყო. ის მღვდელ-მონაზონი იყო, არქიმანდრიტი. მიუხედავად იმისა, რომ ის ეპისკოპოსი არ იყო, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თვით ეპისკოპოსთა, პატრიარქთა და მეფეთა შორის. ჭეშმარიტად ერის სინდისი იყო, მოქმედი სინდისი და ყველას ეშინოდა ამ სინდისის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2016, 10:47 PM

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ინგლისურად ითარგმნა ( მთარგმნელი თეოფანე ერიკ ჰალვორსონი)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:51 AM

"გამორჩეული ყრმა იყო გრიგოლი, წმინდა იოანე ნათლისმცემელივით ხორცი და ღვინო არასოდეს უგემებია. ტოლებთან თამაშს სენაკში განმარტოება და ლოცვა ერჩივნა, ამიტომაც დაყუდებულს ეძახდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 10:55 AM

"სამონასტრო ცხოვრების აღორძინება სამხრეთ საქართველოში VIII საუკუნეში, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელამდე დაწყებულა. ჩანს, ქართლიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან, იმ დროისთვის არაბთაგან შედარებით დაცულ მხარეში ბერები უკვე VIII საუკუნის პირველ ნახევარშივე გადადიოდნენ. ამას მიუთითებს ის, რომ ოპიზის ახლოს, ხანძთაშიც, მარტომყოფელი ბერი - ხუედიოსი, გრიგოლამდეც ცხოვრობდა, მაგრამ ხანძთის მონასტრისათვის საბოლოო სახე და საერთოდ, მონასტრის შენება გრიგოლს დაუწყია".

/მეუფე ანანია ჯაფარიძე

"კარიბჭე" N20, 2017, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:44 PM

"ოპიზის უდაბნოში მოღვაწეობდნენ მამები, წმინდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმინდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე მამასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა.

იმ დროს ოპიზის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმინდა ამბა გიორგი, რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო წმინდა ანდრიასა და წმინდა სამუელის შემდეგ. ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმინდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განიმტკიცა წმინდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 07:28 PM

"- როგორი იყო ღირსი გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული სამონასტრო ტიპიკონი და დღევანდელი თვალით მოჩანს თუ არა მისი დაცვა მკაცრად და შეუძლებლად?

- წმინდა გრიგოლმა გადმოაწერინა საბაწმინდის ტიპიკონი. მან გააერთიანა რამდენიმე მონასტრის ტიპიკონი და დაუწესა საძმოს.

ძმები საზრდოობდნენ წყლით, უმი ბოსტნეულითა და პურით.

მონასტერში იყო გამუდმებული ლოცვა და მარხვა.

კელიები არ თბებოდა, ღამით კელიებში სანთელს არ ანთებდნენ.

როგორც ვხდევათ, ტიპიკონი საკმაოდ მკაცრი იყო.

საგულისხმოა, რომ ეს ტიპიკონი გათვალისწინებული იყო მხოლოდ ბერ-მონაზვნებისთვის და არა საერო პირთათვის".

/დეკ. კახაბერ შურღაია/



"უდაბნოთა ქალაქმყოფელი და სიბრძნით განსრულებული - ღირსი გრიგოლ ხანძთელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:12 PM

"გრიგოლ ხანძთელი არის ქრისტეს ეკლესიის მღვდელი და დიდი როლი შეასრულა ძლიერი საქართველოს შექმნაში"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2019, 04:18 PM

"როდესაც მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე, ჩვენი ბედოვლათობით დაკარგული ეს ნაწარმოები, "წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გვიპოვეს და წინ დაგვიდეს (ჩუბინაშვილმა და ნიკო მარმა). ასე მგონია, უფალი ხედავდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრ ცუდს ჩავიდენდით საკუთარი სარწმუნოების მიმართ. სწორედ ამიტომაც დაგვიდო ღმერთმა წინ გრიგოლ ხანძთელის ეს მაგალითი - აი, მიბაძეთო!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:27 PM

"გრიგოლ ხანძთელი იყო მონუმენტური ფიგურა და ისიქასტური მდგომარეობა მასში უმაღლეს მწვერვალს აღწევდა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:05 PM

"თუ მაინც და მაინც, კონკრეტულად, მეომარი მღვდლის მაგალითი გვინდა, ის სწორედ გრიგოლ ხანძთელია. მას არასოდეს ხმალი არ აუღია და არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია, მაგრამ ის არის მეომარი მღვდელი"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:51 PM

"ნ. მარმა ქართულ კულტურას შესძინა უმშვენიერესი ძეგლი X ს-ისა "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა". ძეგლი ნაპოვნია 1902 წლის შემოდგომაზე იერუსალიმში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 10:22 PM

"წმინდა მამის [გრიგოლ ხანძთელი] ცხოვრება მრავალმხრივ არის შესწავლილი ქართველ მეცნიერთა მიერ. ეკონომიკურ მეცნიერებათა და ასევე, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ნიკო ჩიხლაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა, საგანგებო ყურადღება მიაქციეს და კვლევის ვექტორი მიმართეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობაზე, რომელიც, მათივე აზრით, მის მენეჯერულ უნარ-ჩვევებს უკავშირდება. ნაშრომში განხილულია ღირსი მამის მიერ რესურსების (შრომა, მიწა, კაპიტალი) შერწყმის და ტრადიციულ მენეჯმენტში არსებული მართვის ხუთი ძირითადი ფუნქციის შესრულების უნარი. ამ ნაშრომით წმინდა გრიგოლ ხანძთელი წარმოგვიდგება, ჩინებული ორგანიზატორი, ორატორი, მოლაპარაკებათა დიდოსტატი და რაც მთავარია, ქრისტეს რჩეული მხედარი. იგი სულიერ საძმოსთან და თანამოაზრეებთან ერთად ლოცვით შრომის კანონს აღასრულებდა. ლოცვითი კანონის ზედმიწევნით აღსრულებასთან ერთად წმინდა გრიგოლს ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა მეფეებთან, მთავრებთან, ყველა ერისკაცთან. უფლის წყალობითა და დიდი შრომისმოყვარეობით შეძლო წმინდა გრიგოლმა გაუდაბურებული და დაუმკვიდრებელი ადგილი ერთ-ერთ მძლავრ სულიერ კერად და კულტურულ ცენტრად ექცია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 01:07 PM

"ნეტარმა მამამ [გრიგოლ ხანძთელი] კარგად უწყოდა, რომ ამ უცხო და მიუვალ მხარეში ერთბაშად ვერ ააგებდა ქვიტკირის ეკლესიას. ამიტომ პირველად მან მოამზადა ნიადაგი დიდი მშენებლობისათვის. ღვთისმსახურებაში ხელი რომ არ შეშლოდათ და "მოუკლებლივ ელოცათ", ხის ეკლესი ააგო და იზრუნა სულიერი ძმებისთვისაც, რომ სენაკები ჰქონოდათ: "ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაი და შემდგომად საყუდელი თვისი და თითო სენაკები ძმათა მათთვის მცირეი და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 09:54 PM

"ღირსმა გრიგოლმა იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:06 PM

"უფლის წინამძღოლობით მავალ წმ. გრიგოლს მისი ბიოგრაფი გრიგოლ მერჩულე ადარებს წმ. აბრაამს, წმ. იოანე ნათლისმცემელს და წმ. მოსეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 10:01 PM

"ღირსი გრიგოლი იოანე ნათლისმცემელივით ყრმობიდანვე მარხულობდა, უარყოფდა ღვინოსა და ხორციელ საჭმელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:52 PM

"მოსე მიიცვალა 120 წლისა, თვალთ არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია. გრ. ხანძთელი კი 102 წლისა გარდაიცვალა. მასაც თვალს არ დაკლებია და პირისახე არ დანაოჭებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 03:14 PM

"გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 03:46 PM

"ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა. მისი ლოცვით განიკურნა ორი წლის განრღვეული ჩვილი, სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ხელები სტკიოდა. წმიდა მამასთან სარწმუნოებით მოსულნი იკურნებოდნენ სენთაგან არაწმიდებისათა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 08:01 PM

"გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელს მოსეს ადარებს იმ უცნაური მადლის გამოც, რომელიც წმ. მამას ევლინებოდა ლოცვისას: იგი უცნაური ნათლით იმოსებოდა, შარავანდედად ჩანდა უფლის ეს ნათელი წმ. გრიგოლის თავზე და ნათდებოდა სენაკიც".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 02:11 PM

"მოსე მიიცვალა 120 წლისა, თვალი არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია.
გრ. ხანძთელი კი 102 წლისა გარდაიცვალა. მასაც თვალს არ დაკლებია და პირისახე არ დანაოჭებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:09 PM

"როგორც ცნობილია, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერ თხზულებას ჩვენამდე პირვანდელი სახით არ მოუღწევია. 958-966 წლებში ის განუახლებია ბაგრატ ერისთავთ-ერისთავს, რომელსაც მასში რამდენიმე სასწაული ჩაურთავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2023, 08:21 PM

"წმ. გრიგოლი მარხვაში მოუხარშავი კომპბოსტოს მეტს არაფერს იღებდა, ჩვეულებრივ დღეებში კი პური და წყალი იყო მისი ძირითადი საკვები. დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევვდა საჭმელს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.68/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:26 PM

"ცნობები ტაო-კლარჯეთში მოღვაწე დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა წმიდა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ". გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება - მერჩულე - რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:43 PM

"წმიდა ბასილი ხანძთელი გრიგოლ ხანძთელის დედის მსახური ქალის შვილი იყო. გრიგოლს მისთვის წინასწარ განუცხადებია, რომ იგი ხანძთის წინაძღვარი გახდებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 02:05 PM

"წმ. გრიგოლი მარხვაში იოანე წინამორბედის მსგავსად იზრდებოდა, პატარაობიდანვე ღვინო და ხორცი არ უგემნია, რადგან მან ქრისტეს განაკუთვნა თავისი სული სავანედ. ის სხვა ჭაბუკთა მსგავსად არ იყო მოამაყე და სასურველ საჭმელთა მოყვარული და გულში იმეორებდა წმ. დანიელ წინასწრამეტყველის სიტყვებს: "სასურველი პური არა ვჭამო".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 07:24 PM

"ცნობილია "წმინდა გრიგოლ ხანძთელის" ცხოვრებიდან, მონადირეთაგან დევნილი, დაკარგული ცხოველები თავს როგორ აფარებდნენ მამა გრიგოლთან, რომელსაც ისინი მრავალგზის დაუხსნია სიკვდილისგან. ხოლო გარდაცვალებისას თვით მამა გრიგოლს, როდესაც თავის სულიერ შვილებს ლოცავდა, ღვთიური ნათელი დაადგა - ეს დიდებული ხილვა ყველა ძმამ იხილა და გარს ანგელოზთა გუნდი უფლისა გარემოადგა თავის მოშიშს, ხოლო წმინდა ზეციური ანგელოზებისაგან, რომელთა ხილვის ღირსი არაერთგზის გამოხდარა მაამ გრიგოლი, უტკბილესი ხმა ესმა, და ეს ხმა და სიტყვები ანგელოზებისა მის ზოგიერთ მოწაფესაც ესმოდა.

აი, ასეთი ღვთივსულიერი მამები გვყავდა ჩვენ, რომელთა არა მარტო დიდი ღვაწლი, საღვთისმეტყველო თხზულებები, შემოქმედება, არამედ სახელებიც კი მივიწყებულია, დაკარგულია, ან სათანადოდ არ არის შეფასებული. ამგვარ დიდ მოღვაწეთა შორის გახლდათ წმ. გრიგოლ ხანძთელიც, რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ჩვენი ერის სულიერ-სარწმუნოებრივი აღმშენებლობისა. მის შესახებ გიორგი მერჩულის მიერ დაწერილი ვრცელი ჰაგიორგრაფიული თხზულება პირველი ქართული რომანი და ჩინებული ისტორიული მატეანეა იმ დროისა, როდესაც გრიგოლ ხანძთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა"

/აკაკი მინდიაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)