თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ საქართველოს ყველა მეფე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 5 2007, 05:34 PM

დიდი ქართველი მეფეები:






P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 5 2007, 07:26 PM

ფარნავაზი

ძვ.წ.356 - 264

საქართველოს პირველი მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ.წ.329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა. დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაჰყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
(http://www.people.istoria.ge/show.php?id=135)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 5 2007, 07:35 PM

მეფე ფარნავაზი



ქართლის (იბერიის) ერთიანი სამეფოს წარმოქმნა დედაქალაქით მცხეთაში უკავშირდება ძვ. წ. IV-III სს-ის მოვლენებს. ძველი ქართული ტრადიცია ქართლის სამეფოს შექმნას მჭიდროდ უკავშირებს მცხეთის ცენტრად გახდომას. ფიქრობენ, რომ სხვადასხვა ქართული გაერთიანებების ურთიერთბრძოლაში გაიმარჯვა იმან, რომელსაც ფარნავაზი ედგა სათავეში.
ფარნავაზის სახელმწიფოებრივ საქმიანობას უკავშირდება მცხეთის (არმაზციხის) სამეფოს დედაქალაქად გადაქცევა, არმაზციხის თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არმაზის კერპის აღმართვა. შუა საუკუნეების ქართული ტრადიცია ფარნავაზს ქართული მწიგნობრობის (ე. ი. ანბანის) შემოღებას მიაწერს.
ფარნავაზი და მისი დინასტია - ფარნავაზიანები დიდ თავდაცვით და საკულტო ნაგებობებს აშენებენ სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში.
ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ფარნავაზის სამეფოს ვრცელ სახელმწიფოდ სახავს. მას ქვეყანა საერისთავოებად დაუყვია და ერისთავთა სათავეში სპასპეტი ჩაუყენებია. ფარნავაზს ემორჩილებოდა ეგრისის მმართველი, რომელსაც წყარო "ქუჯის" სახელით იცნობს. რეალურად, სახელი "ჯიხანქუჯი" მთავარ ციხეს ნიშნავს მეგრულად. ძველ წყაროს მისთვის გაუგებარი სიტყვა პიროვნების სახელად გაუაზრებია. ასე გაჩნდა საქართველოს ისტორიაში ერისთავი "ქუჯი". ფაქტი კი ისაა, რომ ფარნავაზს, როფორც ჩანს, ნამდვილად ემორჩილებოდა ეგური ერთი ნაწილის მმართველი ("სკეპტუხი"), რომლის რეზიდენცია ჯიხანქუჯი იყო. ასე რომ, რეალური ჩანს XI ს. ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობა" "ფარნავაზ მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა".



ვებ გვერდი: http://mamuli.net/Hosting/?iam=iveria&pn=2054

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2007, 12:20 PM

ნათია

ნათი, დიდი მადლობა ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. smile.gif

ვეცდები, რომ ეტაპობრივად მეც განვათავსო აქ ყველა ქართველი მეფის წარმომავლობა, ვინაობა და მოღვაწეობა.


დაიანეს (დიაოხის) მეფეები

სიენი

სიენი - ძველი ქართული პროვინციის დაიანეს (ტაო) მეფე (ძვ. წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური.
აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა.
ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ. წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.

სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში.



ასია

ასია - ძველი ქართული პროვნიციის დიაოხის მეფე (ძვ. წ. IX ს. შუა წლები). ასიას შესახებ ცნობილია, რომ მან მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა ქვეყანაში შემოჭრილ ასურეთის მეფეს სალმანასახ III.

ასია იხსენიება სალმანასარის წარწერაში.


უტუფურსი

უტუფურსი/უტუფურში - ძველი ქართული პროვინციის დიაოხის მეფე ( ძვ. წ. IX ს. მიწურული და ძვ. წ. VIII ს. დასაწყისი).
უტუფურსი ცდილობს თავი დაიცვას ურარტუელთა პრეტენზიებისგან; მაგრამ ამაოდ. ურარტუს მეფემ, მუნუამ, დიაოხს ტერიტორიები ჩამოაჭრა, ქვეყანა კი დახარკა.
ურარტუს მომდევნო მეფეს, არგიშთი I, უტუფურსი აუჯანყდა, მაგრამ - კვლავაც დამარცხდა. უტუფურსი არ ცხრება, ის კიდევ ერთხელ აჯანყდება.

უტუფურსის შესახებ საუბარია მენუასა და არგიშთის ლურსმულ წარწერებში.

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხერეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახელობის უძველესი გაერთიანებები. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I. თბ. 1970.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2007, 02:12 PM

კოლხთა მეფეები

აეტი

აეტი/აიეტი - კოლხთა (კოლხას) მეფე. ბერძნული მითოლოგიისა - არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყისში. მისი რეზიდენცია ჭოხორის ხეობაში მდებარეობდა.

აეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება - მოსულებმა ხომ ოქროს საწმისი გაიტაცეს.

კოლხთა სამეფო დინასტია აეტის სახელს ატარებდა.


სავლაკი

სავლაკი - რომაელი ავტორი პლინიუსი, მას იხსენიებს როგორც აეტის ჩამომავალს და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს; უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი. აქ აშკარა აღრევაა: თუ სავლაკი აეტის ჩამომავალია, მაშინ ის ვერც ერთი სესოსტრისის (სენუსრეთის) დროს ვერ იმეფებდა (სესოსტრის I, II და III-XII დინასტია, ძვ. წ. 1991-1786 წწ.). ბერძენი ავტორის ჰეროდოტეს თქმით, სესოსტრის თურმე კოლხეთი დაულაშქრავს. რამდენად შეეფერება ყოველივე სიმართლეს, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, სავლაკმა დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ.

ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა (კოლხა) მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ (ხურიტულ) გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2007, 02:19 PM

კოლხეთის (ეგრისის) მეფეები

აკა

აკა/აკესი - კოლხეთის (ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ. წ. IIს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისამაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა მიკვლეული.

აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია - თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც სწორედ ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული.

ლიტ.: Г. Ф. Дундуа. Нумизматика Античной Грузии, Тб. 1987

აკუსილოხი

აკუსილოხი - კოლხეთის ჰიპთეტური მეფე ძვ. წ. 179 წლითვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას (არტაშესს). დიდი არმენიის მეფეს, შემდგომ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი - გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე. ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია.

ძვ. წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისთვის. ზავის გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო (სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ლიტ. თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თ. 1993.

მითრიდატე

მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი - პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორ დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ. წ. 84 წ. იგი თვით მითრიდატე VI წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლად. შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა - უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს.

აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს - მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა.

მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ - ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა.

ლიტ. თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თ. 1993.

არისტარქე

არისტარქე - კოლხეთის მმართველი ძვ. წ. 63-49 წწ., რომაელთა კლიენტი. ძვ. წ. 52/51 წწ. იგი ახორციელებს სამონეტო ემისიას. არისტაქეს დრაქმის შუბლზე პომპეუსია ჰელიოსის ატრიბუტით. ეს ნიშანდობლივია, ვინაიდან არისტარქე სწორედ პომპეუსის კრეარტურაა. კოლხეთის დინასტი შესაძლოა დაიღუპა ძვ. წ. 49 წ., როცა ფარნაკე II, ბოსფორის მეფემ, მოახდინა კოლხეთის ოკუპაცია.

ლიტ. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ. წ. I - III სს., სინ. ტ. I. თბ. 1970

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2007, 05:13 PM

ლაზთა მეფეები

მალასა

მალასა - ლაზთა (ეგრისის) მეფე II ს. 30-იანი წლებისთვის, იხსენიება კაბადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრეანესადმი - ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე თურმე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირეა.

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I - III სს. სინ. ტ. I თბ. 1970

ბაკური

ბაკური/პაკორი - რომაელი ავტორის იულიუს კაპიტოლინის ცნობით, ლაზთა მეფე II ს. შუა ხანებისათვის, რომის იმპერატორის ანტონინე პიუსის მიერ ხელდასხმული. თუმცა რომაული ჰეგემონია შიდა რაიონებში საკმაოდ ეფემრული ხასიათი იყო. დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მესვეურების მიმართ რომაული ინვესტიტურის აქტის გამოყენებას, შესაძლოა, საფუძველი ჩაეყარა ანტონინების დინასტიის მოსვლასთან ერთად I ს. მიწურულს. განსხვავებული სიტუაციაა ზღვისპირეთში. ის ოკუპირებულია, ალბათ, უკვე ნერონის ხანიდან მოკიდებული.

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I - III სს. სინ. ტ. I თბ. 1970
თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ. 1993.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2007, 11:40 AM

ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე

სამარა

სამარა - მცხეთელი მამასახლისი (აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი) ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. თრაკია - მაკედონიის მეფის ლისიმაქეს დახმარებით ის ტახტიდან ჩამოაგდო არიან - ქართლის (მესხეთის (?)) მეფემ აზომ, რომელმაც ქართლი გააერთიანა, მცხეთა კი დედაქალაქად გაიხადა.

სამარას შესახებ მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება" (ლეონტი მროველი).


აზო

აზო/აზონ - არიან-ქართლის მეფე ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. მის დროს ბერძნები ცდილობნენ ინდოეთისკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტის ამოქმედებას. თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქე მხარს უჭერს კოლხეთის სანაპირო ზოლის ბერძნულ პოლისებს კოლხი სკეპტუხების (მთავრების) წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამით ხელთ იგდებს მარშრუტის დასაწყისს. შემდეგ ლისიმაქე დაეხმარება აზოსაც, რომლის სამფლობელოშიც ზღვაზე გადიოდა (კლარჯეთი), და მას მცხეთაში და მთელ ქართლზე გააბატონებს. ამრიგად, მტკვრის ხეობის დიდი ნაწილი უკვე მაკედონიის მეფის ხელშია. ფარნავაზი და მცხეთელი სეფეწულები სირიის მაკედონელ მეფეს, სელევკს უკავშირდებიან. მასაც სურდა აღნიშნული მარშრუტის ხელში ჩაგდება - ეს ხომ, ფაქტობრივად, უდრიდა მონოპოლიას ევროპისთვის სანელებლების მიწოდებაზე.

ფარნავაზი გაიმარჯვებს. აზო ბრძოლაში დაიღუპება. მისი ჩამომავალი ბაგადატი (ბაგრატი), სავარაუდოა, რომ ბაგრატიონთა ფეოდალური დინასტიის ფუძემდებელია.

აზოს შესახებ მოგვითხრობს ქართული წერილობითი ძეგლები - "მოქცევაი ქართლისაი" და "ქართლის ცხოვრება". ამ უკანასკნელის მიხედვით, აზო მაკედონელია და ალექსანდრეს სარდალი.

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV სს. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. სინ. ტ. I. თბ. 1970

თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2007, 02:49 PM

ფარნავაზიანი წარმართი მეფეები

ფარნავაზი

ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) პირველი მეფე ძვ. წ. IV-III ს. I ნახ-ში და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო (იხ. აზო) და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა - ქართლის სამეფო დაჰყო 7 საერისთავოდ და ქართლის სასპასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების - არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნა ("შექმნა მწიგნობრობა ქართული").

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დათარიღებულია ძვ. წ. IV ს-ის მიწურულითა და III ს-ის I ნახ-ით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა - ძვ. წ. 284 - 219 წწ., ს. გორგაძე - ძვ. წ. 272 - 207 წწ.)

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნარკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N3;
პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაი ქართლისაი" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ. 1979;
ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, "მოამბე", 1905, N9, 10.


საურმაგი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. III ს-ში. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით საურმაგს მიეწერება ჩრდ. კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის (იბერიის) სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. "ქართლის ცხოვრება" საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის - აინინას და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთაში მათი კერპების აღმართვას ( "მოქცევაი ქართლისაი" დანინას კერპის აღმართვას მირიანის სახელს უკავშირებს).

ლიტ. გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები. 1958, ტ. 4. ნარკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N3.
ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, "მოამბე", 1905, NXI.


მირვანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ში. "მოქცევაი ქართლისაი"-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთი დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს მიაწერს - იხ. საურმაგი) და აუშენებია არმაზი. ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ მირვანი ებრძოდა კავკასიელ მთიელებს (განსაკუთრებით დურძუკებს) და დაუმარცხებიათ ისინი.

ლიტ.: ის. სტატიასთან საურმაგი



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2007, 11:03 AM

ფარნაჯობი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის თანახმად ფარნაჯობმა აღმართა ზადენის კერპი და დააარსა ქალაქი ნეკრესი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ფარნაჯობის მოღვაწეობა დათარიღებულია ძვ. წ. II ს-ით. გ. მელიქიშვილის აზრით, იგი "დიდი სომხეთის" მეფის არტაშეს I-ის (ძვ. წ. 189 -161) თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი


არს[ოკ]ი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით არშაკი (არსოკი) არშაკუნიანი მეფის ძეა, რომელიც მოიწვიეს ქართლში ერისმთავრებმა. არსოკის ამგვარი წარმომავლობა საეჭვოა, რადგან არშაკუნიანები სომხეთში ორი საუკუნით უფრო გვიან გამეფდნენ.

ლიტ.: იხ. სტატია საურმაგი.

არიკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მის დროს ქართლის სამეფოს შემოესია სპარსელთა ლაშქარი და ააოხრა ქვეყანა.

ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქართული წყაროების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/-არტაგი (ს. გორგაძე, პ. ინგოროყვა) (იხ. არტაგი).

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 11 2007, 11:54 PM

ციტატა
ფარსმან მეორე - ქველი

ფარსმან I სადღაა?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 12 2007, 12:20 AM

ციტატა
ფარნავაზი
ფარსმან მეორე - ქველი
მირიან მეფე
ვახტანგ გორგასალი
დავით კურაპალატი
ბაგრატ მესამე
დავით მეოთხე - აღმაშენებელი
გიორგი მესამე
თამარ მეფე
დემეტრე მეორე
ლუარსაბ მეორე
გიორგი მეხუთე - ბრწყინვალე
ლუარსაბ პირველი
სიმონ პირველი
სოლომონ პირველი
ერეკლე მეორე

ამ მეფეებს მეც დავამატებ იმ მეფეებს რომლებიც მომწონს და დიდად იღვაწეს ჩვენი ქვეყნისთვის.
ვახტანგ მე 6,გიორგი მე7,ალექსანდრე პირველი(დიდი),დავით მე9,ბაგრატ მე5,თეიმურაზ მე2,გიორგი მე12.
http://www.orthodoxy.ge/tsmind_sarchevi/qartvelebi_mefe.htm
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქართველი მეფე დედოფალნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2007, 12:46 PM


ბრატმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით იგი ებრძვის შვილს მირვანს, მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. მასვე მიეწერება გალავნისა და ქართლის ციხე-სიმაგრეთა გამაგრება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობოს მოსაზრება, რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის "რომის ისტორიაში" ძვ. წ. 36 წ. ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (ფარნავაზ II) (პ. ინგოროყვა, ს. გორგაძე).

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი


მირვან II

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ფარნაჯობის შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა სპარსეთში. მირვანმა დაამარცხა ქართლის მეფე ბრატმანი, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზე.

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I ს-ში მეფობდა.


ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი


არსუკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მირვან II-ის ძე. იგი ებრძვის ბრატმანის შვილიშვილ ადეროკს და ბრძოლაში იღუპება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსუკის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს მოსაზრება (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I ს-ის ბოლოში მეფობდა

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

ადეროკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ. წ. 30 წ. და მეფობდა ახ. წ. 1-57 წწ-ში. იგი ემყარებოდა თვით "მეფეთა ცხოვრების" ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე.

ახ. წ. I ს-ის I ნახ. მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1-30).

გ. მელიქიშვილის ზარით, ადეროკი მოღვაწეობდა ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში. ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია.

ლეონტი მროველის მიხედვით ადეროკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული.

ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო (იხ. ორმეფობა).

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N 3.
პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბ. 1979;
ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II

ორმეფობა

ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერკის სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლის მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი - არმაზი და ქართლის მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე ქართლის ცხოვრების მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით კი - 6. ბოლო წყვილის - ფარსმან ქველისა და მირდატის (მოქცევაი-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამეფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა.


ქარძამი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 60-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი.

ლეონტი მროველი ამ წყვილის მეფობას ახ. წ. I-ით ათარიღებს. ასევე იქცევიან ს. გორგაძე (იგი მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს) და პ. ინგოროყვა. ამ უკანასკნელმა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის - "მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს" - ინიციალები " ბ პ ქ" ასე გაშიფრა: ბ [ერცუმ] პ [იტიახში] ქ [ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი - საპატიო ზედწოდება ქართამ მეფისა, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან.

გ. მელიქიშვილი და გ. მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლებით ათარიღებენ.

ლიტ.: იხ. სტატიასთან ფარნავაზი.

ფარსმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. IIს-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლის ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი.

გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II ს-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო.

პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით, კაოსი ლათინური სახელწოდებულობის ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომიდინარე, პ. ინგოროყვას აზრით, ფარსმან/კაოსის წყვილს ახ. წ. I-II სს-ში უნდა ემეფა.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB.

ციტატა(m16 @ Oct 11 2007, 11:54 PM) *

ფარსმან I სადღაა?


რაკი ქრონოლოგიურად მივყვები ქართველ მეფეთა შესახებ მასალის დადებას, ამჯერად ზემოთ ჩამოთვლილ მეფეებს გაეცანი და ოდნავ მოგვიანებით დავდებ მასალასაც ფარსმან I-ის შესახებ.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 12 2007, 09:37 PM

ქრონოლოგია და დემოკრატია მერე
ჯერ I და მერე II

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 12 2007, 11:38 PM

QUOTE
ქრონოლოგია და დემოკრატია მერე
ჯერ I და მერე II

მეგობარო,
ამდენ მითითებებს, შენ თვითონ დაწერე თუ რამე გაქვს დასაწერი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2007, 10:28 AM

არსოკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II-I სს-ის მიჯნაზე. ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ/აზორკი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მესამე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო არმაზელი.

პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ აზორკი/არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა: [ფ]არ[ნ]უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ თანამეფები არმაზის პიტიახშები იყვნენ. სწორედ ამ სახელიდან იყო ნაწარმოები, მისი აზრით, [ფ]არ[ნ]უკის თანამეფის სახელი არმაზელი.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. მამულია, გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ, როგორც ლეონტი მროველის წყარო, კრ: ძველი ისტორიის საკითხები (კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, 3). თბ. 1970.

ამაზასპი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ამაზასპი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეოთხე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო დეროკი.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

ფარსმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 70-იან წწ-ში. ორმეფობის მეექვსე წყვილის წარმომადგენელი (იხ. ორმეფობა). მისი თანამეფე "მოქცევაი ქართლისაი"-ს მიხედვით (ლეონტი მროველთან ეს წყვილი საერთოდ არ არსებობს) იყო როკ.

ლიტ.: იხ. სტატია საურმაგი.

არტაგი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 60-იან წწ-ში. მასზე ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ისტორიკოსები რომაელი მხედართმთავარ პომპეუსის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით (ძვ. წ. 65). არტაგი მარცხდება პომპეუსთან ბრძოლაში და თავს რომაელი ხალხის "მეგობრად და მოკავშირედ" აღიარებს. პ. ინგოროყვას გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ქართველი მემატიანეების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი. გ. მელიქიშვილი თვლის, რომ ქართლში არსებობდა ორი არტაგი: ერთი - "მეფეთა ცხოვრებაში" და "მოქცევაი ქართლისაი-ში" დამოწმებული და მეორე - ბერძენ ავტორებთან.

ლიტ: იხ. სტატიასთან საურმაგი; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. I, თხზ. ტ. I, თბ. 1979.

ფარნავაზ II

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. ძვ. წ. 36 წ. მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. ს. გორგაძე და პ. ინგოროყვა ფიქრობენ, რომ დიონ კასიოსის ფარნავაზ მეფე ლეონტი მროველის თხზულებაში შესულია ბრატმან/ბრაცმანის სახელით (იხ. ბრატმან). პ. ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ, (ბრაცმან-ავაზ), ისე ფარნავაზ.

გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაი ქართლისაი" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI -BB.

მითრიდატე I

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ახ. წ. 35 წ. სომხეთის სამეფო ტახტისათვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34 წწ.) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. მითრიდატე I რომის იმპერატორის ტიბერიუსის ნებართვითა და ხელშეწყობით შეიჭრა სომხეთში, დაიკავა იგი და თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.

მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება: 1). დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გ. მელიქიშვილი). 2). პ. ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს. 3). მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი (ს. გორგაძე). 4). ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში, მეორე - ძვ. წ. II ს-ის 60-იან წლებში, მესამე კი - ახ. წ. I ს-ის 30-იან წწ. (გ. მელიქიშვილი).

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი


ფარსმან I

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 40-50-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან რომაელი ისტორიკოსები დიონ კასიოსი და ტაციტუსი. ფარსმანმა, ჯერ კიდევ უფლისწულმა, შეასრულა რომის იმპერატორ ტიბერიუსისა და თავისი მამის, ქართლის მეფე მითრიდატე I-ის დავალება და სომხეთის ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა მითრიდატე. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს, იმპ. კლავდიუსმა კი 47 წ. ისევ დაუბრუნა.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე ქართლის მეფე ფარსმან I-ს კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან და სომხეთში საკუთარი შვილი რადამისტი გაგზავნა. რადამისტმა ინტრიგების საშუალებით მოახერხა ბიძის ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა. სომხეთში კი თვითონ გამეფდა. მაგრამ მისი წარმატება დროებითი აღმოჩნდა. რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით, ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.

ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

ციტატა(m16 @ Oct 12 2007, 09:37 PM) *

ქრონოლოგია და დემოკრატია მერე
ჯერ I და მერე II


როცა საქართველოს ისტორიის განყოფილებაში შემოდიხარ, ეცადე, თავხედობა გვერდზე გადადო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 01:43 PM

მითრიდატე II

ქართლის (იბერიის) მეფე ახ. წ. I ს-ის 70-იან წწ-ში. მის დროს, როგორც ჩანს, ქართლის სამეფოს რომთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს 1867 წ. მცხეთაში ნაპოვნი ახ. წ. 75 წლის წარწერა შედგენილი ვესპასიანეს, ტიტუსისა და დომიციანეს სახელით. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომალეთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. ამავე პერიოდისაა 1940 წელს არამზისხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ერთენოვანი "არმაზული" წარწერა, რომელშიც მითრიდატე II იხსენიება როგორც იბერთა "მეფე დიდი ძე ფარსმან მეფისა დიდისა." წარწერაში ლაპარაკია აგრეთვე მითრიდატეს მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე.

მითრიდატე II არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"- ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. გ. წერეთელი. არმაზის ბილინგვა, ენიმკის მომაბ., 1942, ტ. 13; მისივე, მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ. 1958;


მითრიდატე III

ქართლის (იბერიის) მეფე ახ. წ. II ს-ის დასაწყისში. იხსენიება რომში ნაპოვნი მისი ძმის, ამაზასპის, საფლავის ქვის წარწერაში: "მეფის სახელოვანი ძმა, მითრიდატე მეფის ძმა"... წარწერა თარიღდება ახ. წ. 114-115 წწ. და ჩანს, რომ მითრიდატე III რომთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

მითრიდატე III არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 23 2007, 08:06 PM

ნათ წლებიც ხო არ მიგვეწერა? დაიქნებ მატი მოღვაწეობის შესახებ დავდოთ ცნობები მეც დაგეხმარებით

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 08:15 PM

ციტატა(t.d @ Oct 23 2007, 09:06 PM) *

ნათ წლებიც ხო არ მიგვეწერა? დაიქნებ მატი მოღვაწეობის შესახებ დავდოთ ცნობები მეც დაგეხმარებით


ციტატა
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები...




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2007, 12:04 PM

ფარსმან II (ქველი)

ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 30-50-იან წწ-ში. ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა რომს და ცდილობდა მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან.

იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) ბიოგრაფი დეტალურად აღწერს ქართლთან რომის დაძაბულ ურთიერთობას. მისი მონათრხობიდან ჩანს, რომ მერე ფარსმან II საკმაოდ ძლიერი იყო და იგი რომისაგან გარკვეულ დათმობებსაც კი ღებულობდა.

იმპერატორ ანტონიუს პიუსის (138-161 წწ.) დროს კი ურთიერთობა რომსა და ქართლს შორის გაუმჯობესდა. ფარსმან II ჩავიდა რომში, სადაც მას დიდი შეხვედრა მოუწყვეს და პატივისცემის ნიშნად ცენტრალურ მოედანზე დადგეს ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. დიონ კასიოსის აზრით, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზეზი იყო იმპერატორის მიერ იბერიის შორს გაწეული საზღვრების ცნობა.

ქართული მატიანეების მიხედვით ფარსმან ქველს თანამეფე ჰყავდა. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ამ თანამეფეს იცნობს ფარსმან ავაზის სახელით. ლეონტი მროველი კი - მირდატის.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2007, 04:42 PM

ხსეფარნუგი

ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 60-იან წწ-ში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგმანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო, სერაფიტის მამა კი - ფარსმან მეფის პიტიახში. ე. ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო.

წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა.

წარწერაში იოდმანგანი იწოდება "ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს.

ხსეფარნუგი არც ლენოტი მროველთან და არც "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, 1942, ტ. 13;


ღადამი

ქართლის იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. მას "მოქცევაჲ ქართლისაჲ" უწოდებს ღადამს, "მეფეთა ცხოვრება" - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარადაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა.

პ. ინგორყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 26 2007, 10:37 PM

ციტატა(marine @ Oct 26 2007, 04:42 PM) *

ხსეფარნუგი



ქართლის იბერიის მეფე II ს-ის დასასრულს. მას "მოქცევაჲ ქართლისაჲ" უწოდებს ღადამს, "მეფეთა ცხოვრება" - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარადაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა.

პ. ინგორყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.


რადამისტი
ინგოროყვას დათარიღება არ გაიშვა არსად biggrin.gif


ღადამი არის იგივე რადამი ანუ რომაული წყაროების რადამისტი მისი მამა იყო ფარსმან II ქველი (35-75) ხოლო

დედა რადანა (ან როდანა) ქართული წყაროების ღადანა. ის მეფობდა მხოლოდ კ დღე ან 20 დღე დაახ. 54 წელს

როდესაც შეეცადა ტახტიდან ჩამოეგდო მამამისი ფარსმანი მაგრამ ამ ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა და ამ 20

დღიანი მეფობის შემდეგ მოკლეს მამის ბრძანებით.

რადამისტი მსგავსად მამისა ფარსმან ქველისა საკმაოდ დაუნდობელი ადამიანი იყო მან მამის ბრძანების დახოცა

მისი ბიძა მირდატი მისი და (რომელიც ამასთან ბიძამისის მეუღლე იყო) და მისი ორი დიშვილები (ბიძაშვილები)

ხელი აიღო მამაზეც ფეხმძიმე ცოლს მახვილი ჩასცა მუცელში (წყაროს მიხედვით თითქოს ეს თავად მეუღლემ

თხოვა რაც ნაკლებ შეეფერება სიმართლეს, მითუმეტეს რომ მისი ცოლი მისგან მოკლული ბიძის მირდატის

ქალიშვილი იყო ანუ მისი ბიძაშვილი) და მუდმივი შფოთის თავი იყო კავკასიაში.

51 წელს ის მამის - ფარსმანის დავალებით მისი ბიძისსომხეთის მეფის მირდატის სანახავად მიდის სომხეთის

დედაქალაქში.

ფარსმანისვე დავალებით შეუთანხმდება ბიძას მამის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხოლო პარალელურავ ასევე

ფარსმანის დავალებით კავშირს გააბავს პროიბერიულად და პრორომაულად განწყობილ სომეხ მთავრებთან და

ბიძის სასახლეს შემოარტყავს არყას, მირდატი ციხე-სიმაგრიდან მხოლოდ უვნებლობის პირობით გამოვა რაც

რადამისტმა დაარღვია და თუ შეთანხმება ითვალისწინებდა სომხეთის სამეფო ოჯახის სისხლის არ დაღვრას

რადამისტმა ის ''ჩინებულად შეასრულა'' საბლებით მოაშთობინა რა ბიძა და და დიშვილები.

ამის შემდეგ ის 51 -54 წლებში მართავდა სომხეთს და მისი მეფე გახლდათ. ის ემორჩილებოდა მამას ფარსმან

ქველლს მაგრამ მისი მეთოდები რომლითაც ის სომხეთში წინააღმდეგობას აჩშობდა ზედმეტად სისხლიანი და

დაუნდობელი აღმოჩნდა. რადამისტო იმდენად შესძულდათ რომ სპარსელების დახმარებით აჯანყება მოუწყვეს,

სხვათაშორის სანამ სპარსელთა ჯარი არ შემოვიდა ამ ტირანის წინააღმდეგ ვერცერთი სომეხი ფეოდალი ვერ

ბედავდა გამოსვლას, ხოლო მას მერე რაც პართიელები გამოჩნდნენ შაჰის ვოლოგერზისა და მისი ძმის ტირიდატის

წინამძღოლობით, მთელი სომეხი მთავრები გაექცნენ რადამისტს, ესეც მცირე რიცხოვანი ქართველების ამარა

ტოვებს სომხეთს და ქართლში გადადის.

სომხეთში ამის შემდეგ არა მარტო ქართლის არამედ რომის გავლენაც შესუსტდა, რამაც სენატი გააღიზიანა ისინი

ყველაფერში ფარსმანსა და მის შვილს ადანაშაულებდნენ, ამან და კიდევ რადამისტის უზარმაზარმა ავტორიტეტმა ,

რომელიც მას ჰქონდა ქართველებში მამასა და შვილს შორის კონფლიქტი წარმოშვა. ამ კომფლიქტს რადამისტის

დედინაცვალი, ამაზასპუხი - რადამისტის დეიდა (დედის ღადანას ღვიძლი და) უწყობდა ხელს რომელსაც მისი

შვილის მირდატის (მითრიდატე) ხილვა უნდოიდა ტახტზე.

ამან რადამისტს გადააწყვეტინა აჯანყება! "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით რადამისტი კ დღე ანუ 20 დღე

მეფობდა ხოლო ''ქართლის ცხოვრების'' ერთ-ერთი წყაროს ''მეფეტა ცხოვრების'' მიხედვით 3 წელი; მაგრამ ეს

სამი წელი არეულია სომხეთში გატარებული სამწლიანი მეფობაში, ქართლში რადამისტს მხოლოდ 20 დღე უმეფის

ანუ 54 წ. ახლო ხანაში 54 ან 55 წელს, რაც ფარსმანის მიერ დროებით ძლაუფლების დაკარგვასაც მიანიშნეს

საბოლოოდ რადამისტი დამარცხდა და ის მოკლეს. მისი თავი ფარსმანმა რომაელებს გაუგზავნა. მისი სიკვდილით

დასჯის საბაბად კი რადამისტის მიერ სომხეთის დაკარგვა დაასახელა რისი სიმცდარეც პირდაპირ მიანიშნა

რომაელმა ისტ.-ებმა მაღ პირდაპირ აღნიშნეს რომ რადამისტი ფარსმანთან დაპირისპირებას შეეწირა და ამ

დაპირისპირებაში არცერთი მხარე არ ყოფილა ''უცოდველი კრავი''.

ამდენად რადამისტი 51-54 წწ სომხეთში

ხოლო 54/55 წწ კი 20 დღე ქართლში მეფობდა.

რადამისტზე ისიც არის ცნობილი რომ ის ფრიად განსწავლული იყო მშობლიურ მეცნიერებებში ანუ როგორც

მკვლევარები თვილიან ის მშობლიურ ისტორიის კარგი მცოდნე ყოფილა.

ეს იმას ადასტურებს რომ ქართლში რადამისტის [დაახ. 20 - 54/55] ცხოვრებამდე მშობლიური მეცნიერებები ანუ

ისტორია დაწერილი ყოფილა და მასში ბევრს განათლების მიღებაც შეეძლოთ. ამდენად პირველი ისტორიული

ნაწარმოებები რომაული წყაროების მიხედვით ძვ.წაღ. ! - ახ.წაღ. I საუკუნეებისათვის სახეზე გვაქვს და მეფე

რადამისტიც მისი ერთ-ერთი მცოდნე ან შესაძლოა წარმომადგენელიც კი იყო.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 27 2007, 01:30 AM

ციტატა
წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა.


ისა ფარსმან ქველი ხომ 120-170 წლებში იყო? თუ ის სხვა ფარსმანი იყო?

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 27 2007, 10:54 AM

ციტატა(უჩა @ Oct 27 2007, 01:30 AM) *

ისა ფარსმან ქველი ხომ 120-170 წლებში იყო? თუ ის სხვა ფარსმანი იყო?


არა ეგ ადრე ითვლებოდა რომ ფარსმან ქველი იყო ის ვინც II ს. I ნახ. მართავდა ქართლს მაგრამ

ბოლო დროს ტენდენცია შეიცვლა, გამოირკვა რომ ქველი ქართველებმა უწოდეს არა ფარსმან III (120 - 150~)

არამედ ფარსმან II (35-75), რომელსაც ადრო ფარსმან I მოიხსენიებდნენ.

ხოლო ფარსმან I ორმეფობის ხანაში

მოღვაწე ერთ-ერთი მეფეა რომელიც ქართლის ჩრდილოეთს ძვ წ აღ. I საუკუნეში მართავდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2007, 03:52 PM

ფარსმან III

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო და, ფაქტიურად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი.

ლიტ.: იხ. სტატიასტან საურმაგი


ამაზასპი

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242-272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე. ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე.

წარწერის მიხედვით ამაზასპი არის არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძნებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე.

ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც. რომლის მიხედვით ამაზასპმა "შეიყვარა სპარსელები." თავისი მეფობის დასასრულს იგი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით ებრძვის რომაელებს და ბრძოლაში იღუპება.

ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი


რევი I

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით რევი მფარველობდა ქრისტიანობას. მან აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება. განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. ამის გამო მას "რევი მართალი" უწოდეს.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2007, 11:36 AM

ციტატა(sable @ Oct 26 2007, 10:37 PM) *

რადამისტი
ინგოროყვას დათარიღება არ გაიშვა არსად biggrin.gif


ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცინიზმს შევეშვათ.

ამავდროულად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა საინტერესო პოსტისთვის და იმედი მაქვს, ჩემს შენიშვნას გაითვალისწინებთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2007, 03:47 PM

ვაჩე

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით რევ I-ის ძე.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.


ბაკურ I

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრებისა" და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს-ძე.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.


მირდატი

ქართის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით ბაკურ I-ის შვილი

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

ასფაგური

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მირდატ მეფის ძე. სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი. მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფარუგი ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 2 2007, 09:39 PM

ციტატა(marine @ Oct 31 2007, 11:36 AM) *

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ცინიზმს შევეშვათ.


ეგ არ არის ცინიზმი ხუმრობით ვთქვი, რომ მისი დათარიღება არ არის სწორი biggrin.gif

და არამარტო მისი დათარიღება, არამედ, მაგალითად სხვა მრავალი რომელიც თქვენ მოიყვანეთ.

თუმცა სტატიები საინტერესოა უდაოდ.

ციტატა(marine @ Oct 31 2007, 11:36 AM) *

ამავდროულად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა საინტერესო პოსტისთვის და იმედი მაქვს, ჩემს შენიშვნას გაითვალისწინებთ.


სამადლობელო არაფერია! smile.gif

ციტატა(marine @ Nov 2 2007, 03:47 PM) *

ვაჩე

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით რევ I-ის ძე.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.
ბაკურ I

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. "მეფეთა ცხოვრებისა" და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს-ძე.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.
მირდატი

ქართის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით ბაკურ I-ის შვილი

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

ასფაგური

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მირდატ მეფის ძე. სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი. მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფარუგი ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.


მაგ მეფეების არსებობა საერთოდ ეჭვ ქვეშ არის დაყენებული, დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში smile.gif
იხ. მანანა სანაძე ’’ქართლის ცხოვრება უძველესი დროიდან მირიანამდე’’, თბ., 2003.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2007, 11:48 AM

ციტატა(sable @ Nov 2 2007, 09:39 PM) *

ეგ არ არის ცინიზმი ხუმრობით ვთქვი, რომ მისი დათარიღება არ არის სწორი biggrin.gif

და არამარტო მისი დათარიღება, არამედ, მაგალითად სხვა მრავალი რომელიც თქვენ მოიყვანეთ.

თუმცა სტატიები საინტერესოა უდაოდ.
სამადლობელო არაფერია! smile.gif
მაგ მეფეების არსებობა საერთოდ ეჭვ ქვეშ არის დაყენებული, დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში smile.gif
იხ. მანანა სანაძე ’’ქართლის ცხოვრება უძველესი დროიდან მირიანამდე’’, თბ., 2003.


მე პირადად სახუმაროს ვერაფერს ვხედავ ჩვენი ისტორიკოსების, კერძოდ ინგოროყვას მიმართ. ასეთ ხუმრობას ჯობია, დაასაბუთო რატომ იწვევს მისი დათარიღება შენში იუმორს, იქნებ ჩვენც დავრწმუნეთ რომ ის არაა კარგი ისტორიკოსი და არ ვენდოთ მას.

სტატიებს ვიღებ წიგნიდან "საქართველოს მეფეები", რომელიც გამოცემულია 2000 წელს მარიამ ლორთქიფანიძის რედაქტორობით.

რაც შეეხება წარმართი მეფეების არსებობის ეჭვ ქვეშ დაყენებას, აქვე განვათავსებ ციტატას წინასიტყვაობიდან:

"ქართლის სამეფოს ფარნავაზიანი წარმართი მეფეების შესახებ ცნობების გაანალიზებისას ჩნდება საკმაოდ ღრმა წინააღმდეგობა ქართულენოვან და არაქართულენოვან (განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ) წყაროთა მონაცემებს შორის. თვით ქართველ მემატიანეთა ცნობებშიც არის წინააღმდეგობები. ამის გამო, წარმართი მეფეების ქრონოლოგიული სია საბოლოოდ დადგენილი არ არის. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი გამიზნულია ფართო მკითხველისათვის, ამ პერიოდის მეფეთა საკუთარი სახელებისა და მათი გენეალოგიის ნიმუშად ვიღებთ გ. მელიქიშვილის მიერ მოცემულ წარმართ მეფეთა სიას. შეიძლება, აქაც ბევრი რამ საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც მასზე შევჩერდით, ვინაიდან აქ შედარებით უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი ყველა (ქართული და არა ქართული) წყაროს მიერ დასახელებული მეფეები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2007, 02:36 PM

რევ II

ქართლის (იბერიის) მეფე IV ს-ის დასაწყისში. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით რევი ან ლევი იყო მირიანის (ქართლის გამაქრისტიანებლის) მამა.

ლიტ. იხ. სტატიასთან საურმაგი.


მირეანი (მირიანი)

ქართლის (იბერიის) უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი მეფე IV ს-ის I ნახევარში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337 წწ.) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთ რაიონების შემოსაერთებლად.

მირიანის დროს, IV ს-ის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით მირიანის მამა იყო ქართლის მეფე ლევი. "მეფეთა ცხოვრება" კი მას პირველი სასანიანი შაჰის შვილად მიიჩნევს, რომელიც ერისთავებმა ჩამოიყვანეს უძეოდ გარადაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის მეუღლედ. მკვლევართა ნაწილი "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცნობას უჭერს მხარს, რადგან: 1) მირიანის მემკვიდრე არის რევი. ეს სახელი მას, ალბათ, ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს. 2) ლეონტი მროველის ცნობა მირიანის სასანიანებთან კავშირის შესახებ, შეიძლება, შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფისათვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.

მირიანი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს მერიბანი, რომელსაც რომაელებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გამოუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ გავიზიარებთ მისი და, შესაბამისად, ქართლის სამეფოს მოქცევის ჯავახისეულ თარიღს - 337 წელს, - გამოდის, რომ მირიანი გარდაიცვალა დაახლოებით 362 წელს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ხსენების დღედ 1 (14) ოქტომრები დაიწერა.


ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; ვ. გოილაძე, ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1982, N. 4

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 5 2007, 07:36 PM

ციტატა(marine @ Nov 5 2007, 12:48 PM) *

მე პირადად სახუმაროს ვერაფერს ვხედავ ჩვენი ისტორიკოსების, კერძოდ ინგოროყვას მიმართ. ასეთ ხუმრობას ჯობია, დაასაბუთო რატომ იწვევს მისი დათარიღება შენში იუმორს, იქნებ ჩვენც დავრწმუნეთ რომ ის არაა კარგი ისტორიკოსი და არ ვენდოთ მას.


ინგოროყვა ჩემო კარგო საერთოდ არ იყო ისტორიკოსი, ის იყო ფილოლოგი და წერდა ძველი ქართველი ლიტერატურის ძეგლების შესახებ. აქედან გამომდინარე დაიწყო ისტორიის შესწავლაც. გააქვს წაკითხული მისი ’’გიორგი მერჩულე’’
წიგნი რომელიც 10 ს. მოღვაწესა(გიორგი მერჩულეს) და მის ნაშრომს, უნდა დათმობოდა და დაეთმო მთელს საქართველოს ისტორიას, როგორც შეიძლება კაცმა ერთ კაცზე წიგნი დაწერო და იქ მთელი საქართველოს ისტორია გადაატრ-გადმოატრიალო, ცოტა უცნაურია ხო?! ეგეთი იყო ინგოროყვა!
ის არ იყო სუფთა ისტორიკოსი და მისი დათარიღებები ისტორიულ სიზუზტეს მოკლებულია, მაგ საკითხში ის სუფთა დილეტანტი იყო და მას ქრონოლოგიის საკითხებში სერიოზული კვლევა არ უწარმოებია.

ციტატა(marine @ Nov 5 2007, 12:48 PM) *

სტატიებს ვიღებ წიგნიდან "საქართველოს მეფეები", რომელიც გამოცემულია 2000 წელს მარიამ ლორთქიფანიძის რედაქტორობით.

კი დაბალი მეცნიერული ხარისხის მქონე წიგნი, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, არანაირ ისტორიულ კვლევას არ შეიცავს, და არც უახლესი მასალების კომპარატივიზმს არ წარმოადგენს, ამას კარგად მოანიშნებს ისიც რომ წარმართ მეფეთა ქრონოლოგია მელიქიშვილის წიგნიდან არის გაკეთებული, ეს მაშინ როდესახ მელიქიშვილის მონოგრაფია 1959 წელს დაიბეჭდა.
რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ წიგნი არ ვარგა, მაგრამ არის საკითხები რომელიც გადახედვას საჭიროებს.

ციტატა(marine @ Nov 5 2007, 12:48 PM) *

რაც შეეხება წარმართი მეფეების არსებობის ეჭვ ქვეშ დაყენებას, აქვე განვათავსებ ციტატას წინასიტყვაობიდან:

"ქართლის სამეფოს ფარნავაზიანი წარმართი მეფეების შესახებ ცნობების გაანალიზებისას ჩნდება საკმაოდ ღრმა წინააღმდეგობა ქართულენოვან და არაქართულენოვან (განსაკუთრებით ბერძნულ-რომაულ) წყაროთა მონაცემებს შორის. თვით ქართველ მემატიანეთა ცნობებშიც არის წინააღმდეგობები. ამის გამო, წარმართი მეფეების ქრონოლოგიული სია საბოლოოდ დადგენილი არ არის. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი გამიზნულია ფართო მკითხველისათვის, ამ პერიოდის მეფეთა საკუთარი სახელებისა და მათი გენეალოგიის ნიმუშად ვიღებთ გ. მელიქიშვილის მიერ მოცემულ წარმართ მეფეთა სიას. შეიძლება, აქაც ბევრი რამ საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც მასზე შევჩერდით, ვინაიდან აქ შედარებით უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი ყველა (ქართული და არა ქართული) წყაროს მიერ დასახელებული მეფეები."


შესანიშნავია ის რომ ნაშრომში არსებული წინააღმდეგობა იქვე არის განმარტებული ავტორებისვე მიერ. შენ ისე არ გაიგო თითქოს შენი მოტანილი სტატიები ცუდი იყოს, პირიქით ისინი კარგია, თუმცა რიგი ფაქტებისა დაზუსტებას ან კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 5 2007, 08:06 PM

ციტატა(sable @ Nov 2 2007, 06:39 PM) *

მაგ მეფეების არსებობა საერთოდ ეჭვ ქვეშ არის დაყენებული, დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში smile.gif
იხ. მანანა სანაძე ’’ქართლის ცხოვრება უძველესი დროიდან მირიანამდე’’, თბ., 2003.

უი მანანა სანაძე გვიკითხავდა მათემატიკოსებს საქართველოს ისტორიას.
მაგარი უცნაური ქალი იყო. მაგის ჩათვლისთვის ზეპირად გვასწავლა ძველი მეფეების სახელები. ცხადია აღარ მახსოვს biggrin.gif biggrin.gif


oops.gif უკაცრავად ოფისთვის მარინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2007, 11:20 AM

ციტატა(sable @ Nov 5 2007, 07:36 PM) *

ინგოროყვა ჩემო კარგო საერთოდ არ იყო ისტორიკოსი, ის იყო ფილოლოგი და წერდა ძველი ქართველი ლიტერატურის ძეგლების შესახებ. აქედან გამომდინარე დაიწყო ისტორიის შესწავლაც. გააქვს წაკითხული მისი ’’გიორგი მერჩულე’’
წიგნი რომელიც 10 ს. მოღვაწესა(გიორგი მერჩულეს) და მის ნაშრომს, უნდა დათმობოდა და დაეთმო მთელს საქართველოს ისტორიას, როგორც შეიძლება კაცმა ერთ კაცზე წიგნი დაწერო და იქ მთელი საქართველოს ისტორია გადაატრ-გადმოატრიალო, ცოტა უცნაურია ხო?! ეგეთი იყო ინგოროყვა!
ის არ იყო სუფთა ისტორიკოსი და მისი დათარიღებები ისტორიულ სიზუზტეს მოკლებულია, მაგ საკითხში ის სუფთა დილეტანტი იყო და მას ქრონოლოგიის საკითხებში სერიოზული კვლევა არ უწარმოებია.
კი დაბალი მეცნიერული ხარისხის მქონე წიგნი, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, არანაირ ისტორიულ კვლევას არ შეიცავს, და არც უახლესი მასალების კომპარატივიზმს არ წარმოადგენს, ამას კარგად მოანიშნებს ისიც რომ წარმართ მეფეთა ქრონოლოგია მელიქიშვილის წიგნიდან არის გაკეთებული, ეს მაშინ როდესახ მელიქიშვილის მონოგრაფია 1959 წელს დაიბეჭდა.
რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ წიგნი არ ვარგა, მაგრამ არის საკითხები რომელიც გადახედვას საჭიროებს.
შესანიშნავია ის რომ ნაშრომში არსებული წინააღმდეგობა იქვე არის განმარტებული ავტორებისვე მიერ. შენ ისე არ გაიგო თითქოს შენი მოტანილი სტატიები ცუდი იყოს, პირიქით ისინი კარგია, თუმცა რიგი ფაქტებისა დაზუსტებას ან კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს.


მე ვიცი რომ ინგოროყვა პირველ რიგში ისტორიკოსი იყო, შემდგომ კი ფილოლოგი, თუმცა მე პატივს ვცემ შენს შეხედულებას და არ გეკამათები.

სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული მისი "გრიგოლ მერჩულე", რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო. მადლობელი ვიქნები, თუ მათხოვებ.

რაც შეეხება წიგნს, რომლიდანაც სტატიებს ვანთავსებ, თავადვე ამბობ რომ ისინი კარგია.

ის, რომ ფაქტები ითხოვს დაზუსტებას და კრიტიკულ ანალიზს, მოხარული ვიქნები, რომ ფორუმზე ეს წარიმართოს. ამასვე ემსახურება ეს განყოფილება, რათა უფრო მეტი გავიგოთ და ვიცოდეთ.

თუკი ამას შენ გააკეთებ, მე და სხვა ფორუმელებიც მადლობლები დაგრჩებით.

შესაბამისად მე გავაგრძელებ მასალის დადებას, რადგან, შენს სიტყვებს რომ დავესესხო, ფორუმი ფართო აუდიტორიაა და მისთვისაა ეს წიგნი განკუთვნილიsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2007, 04:33 PM

ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეები

რევ მირიანის (უფროსი) ძე

ქართლის მეფე IV ს. შუა ხანებში - იგი მეფედ მოხსენიებულია ლეონტი მროველთან "ცხოვრება ქართელთა მეფეთა." როგორც მემატიანე წერს რევი მამის სიცოცხლეში გამეფდა და გარდაიცვალა. მის შთამომავლებს ერგოთ კახეთი და კუხეთი.

ლიტ.: ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990 წ.


ბაქარ მირიანის (უმცროსი) ძე

ქართლის მეფე IV ს. 50-60-იან წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ს თანახმად. მემატიანეს ცნობით ბაქარი რომის იმპერატორს კონსტანტინეს მძევლად ჰყავდა წაყვანილი. როდესაც მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და თავისი საბრძანებელი ახალ სარწმუნოებაზე განამტკიცა, იმპერატორმა ქართველი უფლისწული სამშობლოში დააბრუნა.

ბაქარი ფრიად მორწმუნე იყო. მან "მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა." ბაქარის მშვიდობიანი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გამეფებიდან მოკლე დროში ქართლში შინა აშლილობა დაიწყო, რადგან სომხეთის სამეფო კარმა განიზრახა ქართლის ტახტზე რევ მირიანის ძის შთამომავალი დაესვა. რევის ძენი ქართლის ტახტის მემკვიდერეებად თვლიდნენ თავს. ბაქარმა დახმარებისათვის ირანს მიმართა. ირანი დაეხმარა და მოწინააღმდეგეებს სძლია. ბაქარმა რევის შთამომავლებს მირიანისაგან გადაცემული სამფლობელოებიდან მხოლოდ კუხეთი დაუტოვა, ხოლო საერისთავოს ცენტრი იყო რუსთავი. აგრეთვე ჩამოართვა პირობა, რომ ისინი ტახტისათვის ბრძოლას თავს დაანებებდნენ. სამეფო საქმეების მოწესრიგების შემდეგ ბაქარმა კვლავ საქვეყნო საქმეებს მიხედა. ააშენა წილკნის ეკლესია, "განამრავლა მღდელნი და დიაკონნი."

ბაკურ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"- ს მიხედვით. (ბაქარ მირიანის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 342-364 წ., გ. მელიქიშვილის IV ს 40-60 წ. ვ. გოილაძე 334-356 წ. ა. ბოგვერაძე ეყრდნობა "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცნობას და ბაკურ რევის ძის მეფობას განსაზღვრავს IV ს. მე-2 ნახევარით).

ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, "აღწერა სამეფოსა საქართველოსა." ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმ. ყაუხჩიშვილის მიერ. "ქართლის ცხოვრება". ტ. IV თბ. 1973.
გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები. ტ. IV, ნაკ. I. 1958.
ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს. სინ. ტ. II. თბ. 1973.
ა. ბოგვერაძე. სტ. ბაკური. ქსე. ტ. 2

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 6 2007, 06:21 PM

ციტატა(marine @ Nov 6 2007, 12:20 PM) *

მე ვიცი რომ ინგოროყვა პირველ რიგში ისტორიკოსი იყო, შემდგომ კი ფილოლოგი, თუმცა მე პატივს ვცემ შენს შეხედულებას და არ გეკამათები.


მე რამდენადაც ვიცი ფილოლოგიური ჰქონდა დამთავრებული და შესაბამისი განათლებაც მიღებული, თუმცა მაგაზე კამათი მაინც არ ღირს იმიტომ რომ ძირითადად ისტორიკოსად იცნობენ!

ციტატა(marine @ Nov 6 2007, 12:20 PM) *

სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული მისი "გრიგოლ მერჩულე", რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო. მადლობელი ვიქნები, თუ მათხოვებ.

დიდი სიამოვნებით გათხოვებდი რომ მქონდეს smile.gif მაგრამ მე ის ბილიოთეკაში მაქვს წაკითხული თუმცა ერთ-ორ ბუკინისტთან ვნახე, ასე რომ უახლოეს მომავალში მაგ წიგნს აუცილებლად შევიძენ მითუმეტეს რომ დიდი ტირაჟით არის გამოსული კომუნისტების დროს.

ციტატა(marine @ Nov 6 2007, 12:20 PM) *


რაც შეეხება წიგნს, რომლიდანაც სტატიებს ვანთავსებ, თავადვე ამბობ რომ ისინი კარგია.

ის, რომ ფაქტები ითხოვს დაზუსტებას და კრიტიკულ ანალიზს, მოხარული ვიქნები, რომ ფორუმზე ეს წარიმართოს. ამასვე ემსახურება ეს განყოფილება, რათა უფრო მეტი გავიგოთ და ვიცოდეთ.

თუკი ამას შენ გააკეთებ, მე და სხვა ფორუმელებიც მადლობლები დაგრჩებით.

შესაბამისად მე გავაგრძელებ მასალის დადებას, რადგან, შენს სიტყვებს რომ დავესესხო, ფორუმი ფართო აუდიტორიაა და მისთვისაა ეს წიგნი განკუთვნილიsmile.gif


კი ბატონო გეთანხმები წიგნი ფართო აუდიტორიისთვის არის და ფართო აუდიტორიისათვისვე გასაგები ენით დაწერილი ასე რომ მათთვის ეგ წიგნი მისწრებაა smile.gif კერძოდ მათთვის ვისაც თავისი სამშობლოს მეფეები (ბასილოგრაფია) და მათი ისტორიია აინტერესებს, ჩემთვის უფრო მეცნიერული ტიპის წიგნები არის საინტერესო,
რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ჯერ ერთი რომ გაუგებარი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ კი უინტერესო, იმიტომ რომ იქ ძირითადად ანალიზია წარმოგდენილი და არა ფაქტების უბრალო კონსტატაცია.
ისტორიაში მე ანალიზი და კვლევა მიზიდავს და არა კონკრეტულად აღებული ისტორიული ფაქტები.





პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2007, 01:52 PM

მირდატ* ბაქარის ძე

ქართლის მეფე IV ს. 60-70 წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველ მეფეთა"-ს თანახმად. იყო ფრიად მორწმუნე. გაამრავლა ეკლესიები. მემატიანე მას თუხარისის ეკლესიის აშენებას, ერუშეთისა და წუნდას ეკლესიების შემკობას მიაწერს.

თრდატ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" - ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია.

(მირდატ ბაქარის ძე მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.)

* ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობენ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფობდა 368 წელს.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 14 2007, 06:58 PM

ციტატა(marine @ Nov 13 2007, 02:52 PM) *

მირდატ* ბაქარის ძე


თრდატ რევის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" - ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია.

(მირდატ ბაქარის ძე მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.)

* ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობენ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფობდა 368 წელს.



საინტერესო დათარიღებებია smile.gif

ამ შემთხვევაში მაგ პერიოდის ისტორიას ვახუშტი ძირითადად მისი მოსაზრებების კვალობაზე ათარიღებდა საამისოდ მას არანაირი წყარო არ ჰქონდა!
რაც შეეხება მელიქიშვილს დათარიღებას ის ერთგვარი კლასიკაა, მას დღესაც იყენებენ წარმართი მეფეების
დათარიღებისათვის რადგან უახლეს გამოკვლევებს ან არ ეცნობიან და ან კიდევ პირადი მოსაზრებების გამო არ იღებენ მხედველობაში.
გოილაძის დათარიღება შედარებით მოდერნისტულია, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში ვახუშტის დათარიღებას მიუყვება, რაც არ არის გამართლებული რადგან ვახუშტის წყარო არ არის კომპეტენტური.

მირიან მეფისა და მისი მემკვიდრეების დათარიღებაში ყველაზე კომპეტენტურად მე პირადად გ. ხურცილავას მონოგრაფია ''ბაკურ დიდი'' მეჩვენება, მას კარგად ააქვს ყველა წყარო გაანალიზებული და მისი დათარიღება ამ პერიოდისა შედარებით უფრო დამაჯრებელი ჩანს.

მარინე გააქვს ხურცილავას წიგნი ნანახი?

ეგ წიგნი ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელს ეხება რომელიც მისი აზრით ბაკურ დიდი უნდა ყოფილიყო!

წიგნი მართლა ძალიან საინტერესოა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2007, 02:46 PM

ციტატა(sable @ Nov 14 2007, 06:58 PM) *

საინტერესო დათარიღებებია smile.gif

ამ შემთხვევაში მაგ პერიოდის ისტორიას ვახუშტი ძირითადად მისი მოსაზრებების კვალობაზე ათარიღებდა საამისოდ მას არანაირი წყარო არ ჰქონდა!
რაც შეეხება მელიქიშვილს დათარიღებას ის ერთგვარი კლასიკაა, მას დღესაც იყენებენ წარმართი მეფეების
დათარიღებისათვის რადგან უახლეს გამოკვლევებს ან არ ეცნობიან და ან კიდევ პირადი მოსაზრებების გამო არ იღებენ მხედველობაში.
გოილაძის დათარიღება შედარებით მოდერნისტულია, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში ვახუშტის დათარიღებას მიუყვება, რაც არ არის გამართლებული რადგან ვახუშტის წყარო არ არის კომპეტენტური.

მირიან მეფისა და მისი მემკვიდრეების დათარიღებაში ყველაზე კომპეტენტურად მე პირადად გ. ხურცილავას მონოგრაფია ''ბაკურ დიდი'' მეჩვენება, მას კარგად ააქვს ყველა წყარო გაანალიზებული და მისი დათარიღება ამ პერიოდისა შედარებით უფრო დამაჯრებელი ჩანს.

მარინე გააქვს ხურცილავას წიგნი ნანახი?

ეგ წიგნი ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელს ეხება რომელიც მისი აზრით ბაკურ დიდი უნდა ყოფილიყო!

წიგნი მართლა ძალიან საინტერესოა.


ლერი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ანალიზისთვისsmile.gif

თუ გ. ხურცილავას დათარიღება უფრო დამაჯერებელია, მადლობელი ვიქნები თუკი მოგვაწვდი თარიღებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2007, 02:05 PM

ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე

ქართლის მეფე IV ს. 70-80-იან წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ს თანახმად. იყო "კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა", რომელიც უომროდ დამორჩილდა ირანელ ერისმთავარს. ირანს დაუთმო რანი და მოვაკანი. იკისრა ხარკის გადახდა. ამის შემდეგ მას "ანუდგნენ კლარჯნი და მიერთნეს ბერძენთა".

ვარაზ-ბაკური - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით. მის დროს ქართლში მოვიდა ირანელი პიტიახში და ქართლი დახარკა.

ასფაგური* - ქართლის მეფე ამიანე მარცელინეს ცნობით. 368 წ. ქართლის ტახტზე ბიზნატიელების მხარდაჭერით ასული საურმაგი, ირანის შაჰის შაბურ II-ის დახმარებით გააძევა და გამეფდა, მაგრამ საურმაგი ბიზანტიელთა ჯარით შემოვიდა ქართლში. როდესაც იგი მდ. მტკვარს მიუახლოვდა, ასფაგურმა, როგორც ნათესავმა, ხელისუფლების გაყოფა შესთავაზა. ბიზანტიის იმპერატორი ამ შეთანხმებას დათანხმდა. 369 წ. ქართლი შუაზე გაიყო, რის შედეგადაც ორმეფობა დამკვიდრდა.

*ორმეფობის ფაქტი ქართული წყაროებით არ დასტურდება. სპეციალურ ლიტერატურაში, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით იგი გაზიარებულია. ამიანე მარცელინეს ასფაგურს აიგივებენ ვარაზ-ბაკურთან. ფიქრობენ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპირო რევის ძეებს დარჩათ (თრდატ-საურმაგი), ხოლო მარცხენა, ჩრდილო ნაწილი, ბაქარიანებს (ასფაგურ-ვარაზ-ბაკური). მიაჩნიათ, რომ 70-იან წლებში ირანელთა ჩარევით ქართლში ერთმმართველობა აღსდგა ასფაგურის მეფობით. არის განსხვავებული მოსაზრებაც (ს. კაკაბაძე), რომლის თანახმად ქართლის დასავლეთ ნაწილში საურმაგის შემდეგ მეფობდა ბუზმიჰრ I.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2007, 03:08 PM

თრდატ რევის ძე

ქართლის მეფე IV ს. 80-90-იან წლებში - ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"-ს თანახმად. ვარაზ-ბაქარის სიმამრი. იყო ჭკვიანი, ქრისტეს მოყვარული და კარგი დიპლომატი.
"მეფობდა ესე თრდატ, მოხუცებული კეთილად", წერს მემატიანე. ააშენა ნეკრესის ეკლესია. თრდატმა სამეფო ტახტი დაიკავა, რადგან მის სიძეს დარჩა მცირეწლოვანი შვილები. ორი თრდატის ქალიშვილისაგან, ხოლო ერთი პირველი ცოლისაგან, სახელად ფარსმან, რომელსაც სამშვილდის ერისთავი ზრდიდა.

ბაკურ თრდატის ძე - ქართლის მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით. მან "განაახლა არმაზი სპარსთა შიშისთვის". ააშენა ბოლნისის სიონი.

ბაკური - ბიზანტიელი ავტორის იოანე რუფუსის (V ს.) "პეტრე იბერის ცხოვრების" მიხედვით, პეტრე იბერის პაპა დედის მხრიდან. აქ დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ვერსია შემდეგ უნდა იყოს შეთხზული ბაკურის შვილშვილის, პეტრე იბერის განდიდების მიზნით (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს) ბაკურის დროს ქართლი ირანზე იყო დამოკიდებული და თვითონ იგი ირანის ჯარების სარდლად ითვლებოდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2007, 04:19 PM

ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძე


ქართლის მეფე IV-V ს. მიჯნაზე - ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შეუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს.

თრდატის დისწული - ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული „ცხოვრების“ ცნობით ფარსმანი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კეისრის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიკავა.


მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე

ქართლის მეფე V ს. 10-იან წლებში - ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი, მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო „კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი“, „ლაღი და ამპარტავანი.“ ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შეუწყვიტა. შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ირანის შაჰმა იეზდიგერდ I-მა (399 – 421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ. მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეთ დადგენილია 8 (21) აგვისტო.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით - „წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.“

ბუზმიჰრი* - ქართლის მეფე იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრების“ ცნობით. აქ იგი მოხსენიებულია პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს).

* გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა. ლ. ნ. ჯანაშიას ვარაუდით ბუზმიჰრი ქართლის სამეფო-საგვარეულოს წარჩინებული პირია.


უმეფობა (V ს. 10-იან წლებში)

ირანელებმა ქართლი საგამგებლოდ ალბანეთში მჯდომ ირანის მოხელეს დაუქვემდებარეს. ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი წლის შემდეგ ქართლის აზნაურებმა ისარგებლეს მომენტით, როდესაც ირანის შაჰი აღმოსავლეთით მტრებთან ბრძოლით იყო დაკავებული და ქართლში არჩილი გაამეფეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2007, 03:31 PM

არჩილ* მირდატის ძე

ქართლის მეფე V ს. 20-30-იან წლებში - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. მემატიანე არჩილის მეფობის შესახებ ამბობს: „განაცხადა მტერობის სპარსთა, გამოაჩინა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი. “ მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის იობიანის (363-364) შთამომავალი - მარიამი.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით მის დროს „მოგუნი მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა.“

* არჩილი „ქართლის ცხოვრების“ ძველი ციკლის, ანასეულ, შალაშვილისეულ და მარიამისეულ ნუსხებში მირდატის ძმისწულად და თრდატის ძედ არის დასახელებული, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ სხვა ნუსხებში, მაგ. რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ... ნუსხებში, აგრეთვე „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში (X ს.) არჩილ მირდატის ძედ. სპეც. ლიტ. ამ უკანასკნელს იზიარებენ. ამდენად, ჩვენც არჩილი მირდატის ძედ წარმოვადგინეთ და გადავუხვიეთ „ქართლის ცხოვრების“ ყაუხჩიშვილისეულ გამოცემას.


მირდატ არჩილის ძე

ქართლის მეფე V ს. 30-50 წლებში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვირს მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის ბარაზბოდის ასული საგდუხტი, ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისაგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქართლში ისევ ირანელები ბატონობენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა.


პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Dec 1 2007, 12:00 AM

marine
ალბათ ამის შემდგეს ვახტანგ გორგასალს დაწერ. ისე ჩემი აზრით დასაწყისში მეფეები აკლია აი მაგ: გიორგი I (1014-1027); ბაგრატ IV (1027-1072); გიორგი III (1072-1084): თამარი (1084-1213); გიორგიIV-ლაშა (1213-1223); რუსუდანი (1223-1245). 1245-14-247 წელი იყო უმეფობა საქართველოში და მერე უკვე ორმეფობა. ახლა რო არ ჩამეთვლოს არა მკითხე მოამბეში გავჩერდები. თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ მუდამ თქვენი მონამორჩილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2007, 11:14 AM

ციტატა(ketusa @ Dec 1 2007, 12:00 AM) *

marine
ალბათ ამის შემდგეს ვახტანგ გორგასალს დაწერ. ისე ჩემი აზრით დასაწყისში მეფეები აკლია აი მაგ: გიორგი I (1014-1027); ბაგრატ IV (1027-1072); გიორგი III (1072-1084): თამარი (1084-1213); გიორგიIV-ლაშა (1213-1223); რუსუდანი (1223-1245). 1245-14-247 წელი იყო უმეფობა საქართველოში და მერე უკვე ორმეფობა. ახლა რო არ ჩამეთვლოს არა მკითხე მოამბეში გავჩერდები. თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ მუდამ თქვენი მონამორჩილი


ketusa, ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ ვნახე smile.gif

სიხარულით მივიღებთ ყველა იმ მასალას, რასაც მოგვაწვდი smile.gif

პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Dec 6 2007, 12:02 AM

ციტატა(marine @ Dec 3 2007, 11:14 AM) *

ketusa, ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ ვნახე smile.gif

სიხარულით მივიღებთ ყველა იმ მასალას, რასაც მოგვაწვდი smile.gif

კაი ჩემო კარგო აუცილებალდ დავწერ დაე ყველამ გაიგოს რა კარგები ვიყავით რომ ასე კარგებმა ვიცხოვროთ კარგების მობაძვის,

p.s რაღაცა ვთქვი მაგრამ ალბათ გამგები გაიგებს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2007, 03:10 PM

ციტატა(ketusa @ Dec 6 2007, 12:02 AM) *

კაი ჩემო კარგო აუცილებალდ დავწერ დაე ყველამ გაიგოს რა კარგები ვიყავით რომ ასე კარგებმა ვიცხოვროთ კარგების მობაძვის,

2kiss.gif


ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე V ს. მე-2 ნახევარში - ვახტანგ მეფეზე „ქართლის ცხოვრებაში“ ცალკე თხზულება არის შესული „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის.

60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დონეზე (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო. მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა.

ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. ჯუანშერის სიტყვით: „და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უმშვენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა.“ შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას „ვახტანგიანს“ და „გორგასლიანს“ უწოდებდნენ. „გორგასალი“ (სპარსულად „მგლისთავს“ ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული.

ვახტანგი ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში, მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოველის ახალი ტაძარი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული.

ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღე 30. XI (13. XII) დააწესეს.

პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Dec 6 2007, 11:19 PM

marine
შეიძლება რო დავამატო?


V საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მითრიდატი. ამ დროს მისი ძე ვახტანგი 7 წლისა იყო ამიტომ ტახტზე ავიდა მისი დედა.

ვახტანგი ანუ ვარან-ხვასრო-თანგ წილიხოსრო გამეფდა 457 წელს. იგი გარდაიცვალა 502 წელს 60 წლის ასაკში.


მადლობა გაიხარე ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. ნეტა ვინმე ნახულობსდა კითხულობ რასაც წერ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2007, 12:25 PM

ციტატა(ketusa @ Dec 6 2007, 11:19 PM) *

marine
შეიძლება რო დავამატო?
V საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მეფე მითრიდატი. ამ დროს მისი ძე ვახტანგი 7 წლისა იყო ამიტომ ტახტზე ავიდა მისი დედა.

ვახტანგი ანუ ვარან-ხვასრო-თანგ წილიხოსრო გამეფდა 457 წელს. იგი გარდაიცვალა 502 წელს 60 წლის ასაკში.
მადლობა გაიხარე ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. ნეტა ვინმე ნახულობსდა კითხულობ რასაც წერ?


რათქმაუნდა შეიძლება და დიდი მადლობა დამატებითი ინფორმაციისთვის 2kiss.gif

ვისაც საქართველოს ისტორია უყვარს და აინტერესებს ის კითხულობს კიდეც smile.gif ასეთები კი ღმერთმა გვიმრალოს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Dec 7 2007, 09:06 PM

ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების დროს ეგრისის ანუ ლაზიკის სამეფო შესუსტდა. მისმა მეფემ, გუბაზ I-მა, მოისურვა ბიზანტიის მმართველობიდან გამოსვლა და ტახტზე, თავის თანამოსაყდრედ, შვილი აიყვანა. იმპერატორმა ლაზების წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება ბრძანა და მარცხიც იწვნია, მაგრამ ამის შემდეგს ახალი ომისთვის მზადება დაიწყო. გუბაზმა კი ელჩები გაგზავნა შაჰთან და ბისანტიის იმპერატორთან. შაჰმა მას უარი განუცხადა. იმპერატორმა კი შემოუთვალა ან ომი შეწყვიტე ან გადადექიო. ამის გამო იგი გადადგა და მიაღწია იმას რაც სურდა, მისმა შვილმა მეფობა ბიზანტიისგან კი არა მამამისისგან მიიღო. გუბაზ I-ის შემდეგ ტახტზე ავიდა წათე I.


წათე I



მან თავდაპირველად ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო რადგან VI საუკუნეში ირანი აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა კავკასიაში და მეფესაც სჭირდებოდა მასთან თანამშრომლობა, თან ირანი ბიზანტიის აშკარა მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ მან მალევე უარყო უცხო რჯული და ქრისტიანი ავიდა ტახტზე. მისმა ასეთმა საქციელმა განარისხა შაჰი ლაზთა მეფემ კი დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა. მათ ერთიანი ძალებით დაამარცხეს ირანელები.

VI საუკუნის 30-იან წლებში სირიიდან ქართლში მოვიდნენ საეკლესიო მოღვაწეები, ასურელი მამები, სწორედ მათ ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი საქართველოში.

პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Dec 7 2007, 09:16 PM

ბიზანტიით შეწუხებულმა ლაზებმა მათ წინააღმდეგ ომში დახმარება ირანიშ შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. ხოსრო I-ის დროს ირანი გაძლიერდა.

"დიდი ომიანობა ეგრისში"

542 წელს ხოსროI დიდ ჯარით ქართლში შემოვიდა. მასთან გამოცხადდა ლაზიკის მეფე გუბაზ II (წათეI-ის შვილი) ირანელთა და ლაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ბისანტიელების მთავარი დასაყრდენი ციხესიმაგრე პეტრა. ამ დამარცხების შემდეგს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო 5 წლიანი ზავი. ირანმა იფიქრა რომ ლაზები ბიზანტიელთა უღელს არ გაცვლიდნენ ირანელთაზე და ამიტომ დასავლეთში ჩამოასახლა ირანული ტომები. ამის შემდეგ მეფე ხან ირანელებს და ხან ბიზანტიელებს ემხრობოდა. 554წელს კი იგი მოკლეს. ტახტზე ავიდა გუბაზის ძმა წათე II. 562 წელს კი ომი დამთავრდა ირანელებმა საქართველო ბიზანტიას დაუთმეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 01:44 PM

დაჩი ვახტანგის ძე

ქართლის მეფე V-VI ს. მიჯნაზე - "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2008, 02:18 PM

* * *

"მოქცევაჲ ქართლისაჲ" და "ქართლის ცხოვრება" (ჯუანშერი) დაჩის შემდეგ ასახელებს ქართლის მეფეებს:

ბაკური, დაჩის ძე - მის შესახებ მემატიანემ არაფერი შემოგვინახა.

ფარსმანი, ბაკურის ძე - დამძიმდა ირანის ბატონობა.

ფარსმანი, ფარსმანის ძმისწული - იყო მორწმუნე და "ჰმატა ეკლესიათა შემკობა." მან მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის მხარეს VI ს. ოცდაათიან წლებში ხასკუნთა წინააღმდეგ ლაშქრობაში. ამის შესახებ მოთხრობილია "შიომღვიმელის ცხოვრება"-ში. ბიზანტიისადმი გაწეული ამგვარი სამსახურის შემდეგ, ფარსმანი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. ფარსმანმა ბიზანტიაში ყოფნისას მნიშვნელოვანი პრივილეგიები გამოითხოვა ქართული ეკლესიისათვის. ჯუანშერის მიხედვით "ამ დროიდან აღარ მოჰყავდათ კათალიკოსი საბერძნეთიდან, არამედ ქართველები... სხდებოდნენ კათალიკოსად."
ბაკური, ფარსმანის ძე - მხოლოდ დასახელებულია.

აღნიშნული მეფეების მოღვაწეობა VI ს. 40-იან წლებამდე მოდის. ამ ცნობებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, სადაც ნაჩვენებია, რომ ქართლში მეფობა ირანელებმა 541 წლისათვის გააუქმეს. ქართული წყაროების სისწორის დასადასტურებლად განხილულია ბიზ. ავტორების იოანე მალალას (VIს) და თეოფანე ჟამთააღმწერლის (IX ს.) ცნობები.

სპეციალურ ლიტერატურაში უპირატესობას ანიჭებენ ბიზ. ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის (VIს.) ცნობას, რომლის მიხედვითაც VIს. I ნახევარში ქართლში მეფობდა:

გურგენი - რომელსაც ირანის შაჰმა კავადმა (488 - 531 ) ქართლში მაზდიანური რელიგიის გავრცელება მოსთხოვა. გურგენმა მოლაპარაკება გამართა ბიზ. იმპ. იუსტინე კეისართან. მისის დახმარების იმედით 523 წ. აჯანყდა. მაგრამ ბიზანტიელებმა ქართლს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. გურგენი ირანელებთან დამარცხდა და იძულებული გახდა ოჯახით ბიზანტიაში გადასახლებულიყო. ამით ქართლში მეფობა დასრულდა. მეფობის გაუქმების დამტკიცება მოხდა 532 წ. ირან-ბიზანტიის "საუკუნო ზავის" შედეგად.

ქართლი, მეფობის გაუქმების შემდეგ, გამოცხადდა ირანის ერთ-ერთი სამხედრო ადმინისტრაციული მხარის (კუსტაკის), კერძოდ, კავკასიის კუსტაკის შაჰრად (ოლქად). მას სათავეში მარზპანი (ოლქის მმართველი) ჩაუყენეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2008, 03:12 PM

ქართლის ერისმთავრები

გურგენი (გუარამი)

ქართლის ერისმთავარი VI ს. 70/90 წ. - ქართული წყაროების "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს, "ქართლის ცხოვრების" (ჯუანშერი, "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძე) და ვახუშტის მიხედვით გუარამი. VI ს-ის ბიზანტიელი ავტორის თეოფანე ქრონოგრაფის ცნობით გურგენი. მის დროს სასანური ფულის მიბაძვით მოიჭრა მონეტები, რომლებზეც წარწერილია "გნ", რაც ადასტურებს, რომ მისი სახელი არის გურგენი. სამეც. ლიტ. გურგენს გუარამთან აიგივებს. მიაჩნიათ, რომ "გუარამი" "გურგენის" გვიანდელი სახეცვლილება შეიძლება იყოს. ჯუანშერის მიხედვით გუარამი ვახტანგ გორგასლის უმცროსი ძის, მირდატის დისწულია (ე. ი. ვახტანგის შვილიშვილი ქალის ხაზით.)

ირანელების მიერ ქართლში მეფობის გაუქმება, როგორც სჩანს, დიდხანს არ გაგრძელებულა. 571 წელს ამიერკავკასიაში დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ. ქართლში აჯანყებულებს სათავეში გურგენი ჩაუდგა. ქართველებმა დაამარცხეს ირანელი სარდალი გოლონ-მიჰრი და დახმარება ბიზანტიის კეისარს იუსტინე II-ს (565-578) სთხოვეს. ბიზანტიის ჩარევამ აჯანყებულთა მხარეს ბირანტია-ირანის ახალი ომი (დაირღვა 562 წ. დადებული ბიანტია-ირანის ზავი) გამოიწვია, რომელიც ოცი წელი გრძელდებოდა. 579 წელს ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ IV. რომელიც იძულებული გახდა გურგენი ქართლის გამგებლად ეცნო. მართალია იმ ხანად ქართლი ირანის გავლენისაგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ წარმოიშვა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოს არსებობაზე მიუთითებს.

სუმბატ დავითის ძე გუარამს (გურგენი) ბაგრატიონთა გვარის მამამთვრად თვლის.

(გუარამის ზეობის თარიღები: 575-600 წ., 545-586 წ. 571-590წ. და სხვა).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2008, 05:19 PM

ჯუანშერი

ქართლის ერისმთავარი 590-591 წ. - უნიკალური "ქართულ-სანაური" ვეცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად გამოსახულია სიმბოლო, რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს ჯონბერ/ჯუანშერი. არის მოსაზრება, რომ აღნიშნულ წლებში ერისმთავრად იჯდა ჯუანშერი (ეს სახელი საქართველოში უფრო გავრცელებულია). დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენიება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტის მიბაძვით.

ლიტ.: გ. დუნდუა, ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები, "მაცნე", ისტ. სერია, N3 1976.

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 24 2008, 01:13 PM

საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.

საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.



ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.


საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).


ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.)

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).

ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).

იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).

ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I - 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).

ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).

ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.



ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.



ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.



ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2008, 01:14 PM

ციტატა(q-e-T-i @ Jan 24 2008, 01:13 PM) *

საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.

საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.
საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).
ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.)

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).

ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).

იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).

ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I - 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).

ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).

ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.
ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.
ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21


დიდი მადლობა, ქეთი, საინტერესო პოსტისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2008, 01:53 PM

სტეფანოზ I

ქართლის ერისმთავარი VI-VII ს. მიჯნაზე - ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით გურამის (გურგენი) ძე. მოხსენიებულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში, არსებულ ერისმთავართა სიაში, ასურულ მამათა ცხოვრებაში, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, მის მიერ მოჭრილ მონეტათა ზედწერილებში.

სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. 589 წ. ირანის შაჰი ჰორმიზდ IV მისმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა ტახტიდან ჩამოაგდო. შაჰის მემკვიდრე ხოსრო II ფარვიზი 591 წელს ირანის ტახტზე ბიზანტიის კეისრის მავრიკეს დახმარებით ავიდა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან ბიზანტიას სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი დაუთმო.

ქართლმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა აღიდგინა, რადგან ბიზანტია მისგან მხოლოდ მოკავშირეობას ითხოვდა. ეს პოლიტიკური მდგომარეობა კარგად აისახა სტეფანოზის მიერ მოჭრილ მონეტებზე. მან პირველმა გამოსახა მაზდეანური ემბლემის, მოგიზგიზე ცეცხლის ნაცვლად კვარცხლბეგზე აღმართული ჯვარი და სრულად წააწერა ქართულად საკუთარი სახელი. სასანური ტიპის მონეტებზე ჯვრის მოთავსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამით ქართლმა ფაქტიურად საქვეყნოდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციები. სტეფანოზი I -ის ვერცხლის ფული მოჭრილია ჯერ ჵორმიზდ IV - ის (579-590) მონეტების, შემდეგ კი ხოსრო II -ის (591-628) ადრეული დრაქმების მიბაძვით.

სტეფანოზი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო. ააგო მცხეთი ჯვრის ერისმთავართა საგვარეულო ტაძარი, რომლის ფასადზეც გამოსახულია სტეფანოზის და მისი სახლის წევრების: ძმის - დემეტრეს, შვილის - ადარნესეს და შვილიშვილის ქობულ-სტეფანოზის რელიეფური ქანდაკება. რელიეფის წარწერაზე სტეფანოზი წოდებულია „ქართლის პატრიკიოსად“ (ბიზანტიური ტიტული). მისი მმართველობის დროს ქართლი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის გაფართოება.

(სტეფანოზის მოღვაწეობის დათარიღება: ა. ბოგვერაძე 590/91 – 602/605 წ. ნ. შოშიაშვილი 591-602/603. გ. ჩუბინაშვილი 586/90-604/605 წ., გ. დუნდუა 593-602 წ.)

ქართლი ბიზანტიის გავლენის ქვეშ დიდხანს დარჩენილა. 604 წელს ხოსრო II-ემ ზავის (591 წ.) პირობები დაარღვია და ბიზანტიის დიდი ტერიტორიები წაართვა. მათ შორის ქართლი. ბიზანტიის ტახტზე 610 წ. ჰერაკლე კეისარი (610-640 წ.) ავიდა, რომელმაც წარმატებით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ჰერაკლე კეისარმა, ხაზართა ხაკან ჯაბღუსთან ერთად (627-628 წ.), ალყა შემოარტყა თბილისს. ამ დროს ერისმთავრად იჯდა სტეფანოზ I. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ცნობას იზიარებენ (მ. ჩხარტიშვილი, ვ. გოილაძე) სტეფანოზის მოღვაწეობის პერიოდს VII ს. 30-იან წლებით ათარიღებს.

მეცნიერთა უმეტესობა ეყრდნობა „ეპისტოლეთა წიგნის“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, მონოფიზიტი სტეფანოზ I დიოფიზიტობის აქტიურმა დამცველმა კირიონ კათალიკოსმა გადააყენა და 604 წელს ერისმთავრად დასვა ადარნასე (იხ.საქ. ისტ. ნარკვევები, ტ. 2).

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 12:25 AM

ერეკლე II ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო მეფეა.

ვერ დავეთანხმები, იმ ისტორიკოსებს,რომლებიც თვლიან, რომ ერეკლე II - ემ რაიმე შეცდომა დაუშვა. თუმცა უნდა აელაგმა ურჩი თავადები.

ყოველთვის ამპარტავანი თავადები აფუჭებდნენ საქმეს!!!

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Feb 1 2008, 08:51 AM

...........

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 04:14 PM

ადარნასე

ქართლის ერისმთავარი VII ს. I ნახევარში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ გარდა მოხსენიებულია „ეპისტოლეთა წიგნში“. მცხეთის ჯვრის ტაძრის წარწერებზე, ვიპატოსის ბიზანტიური ტიტულით. ადარნასეს ერისმთავრობის ხანაში, 604 წელს ირანი აახლებს ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, გადადის შეტევაზე და ართმევს მას ტერიტორიებს. მძიმდება ქართლის მდგომარეობაც. ეყრდნობა რა ქვემო ქართლის საპიტიახშოს, რომელიც ამ პერიოდშიც პროირანული ორიენტაციისა, ირანი აქტიურად უტევს ქართლის სამეფოს.

ადარნასე ირანს უპირისპირებს ბიზანტიური ორიენტაციის პოლიტიკას. როგორც სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი წერს, მას კეისრისაგან სამმაგი ბიზანტიური ტიტული ჰქონდა მიღებული. სარწმუნოებრივ სფეროში, ერის სულიერი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ქართლმა ანტიირანული პოზიცია დაიჭირა.

მან უარყო მონოფიზიტობა და დიოფიზიტურ მრწამსს დაადგა. დიოფიზიტობის ენერგიული მომხრეები იყვნენ ადარნასე ერისმთავარი და კირიონ ქართლის კათალიკოსი. 606-608 წლებში აღნიშნულ ნიადაგზე მოხდა სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილება. ამ ამბის ამსახველი წერილები შესულია ქართველ-სომეხთა კათალიკოსების მიმოწერაში „ეპისტოლეთა წიგნი“.

გამოდიოდა რა სომხეთი მონოფიზიტობის აპოლოგეტად, ირანის წინაშე თავს იდო ქართლში მონოფიზიტობის გავრცელება. რადგან ქართლის კათალიკოსისა და მმართველი წრეების დაყოლიება არ მოხერხდა, აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა „საყოველთაო ეპისტოლე,“ სადაც სომხებს ქართველებთან და ალბანელებთან, ვაჭრობის გარდა ყოველგვარი კავშირი აუკრძალა.

ადარნასე მცხეთის ჯვრის წარწერაში დასახელებულია სტეფანოზ I-ის ძედ. ამ ცნობას ადასტურებს სუმბატ დავითის ძე. ჯუანშერი კი ადარნასეს ბაკურ მეფის ძედ მიიჩნევს (ბაკური - ვახტანგ გორგასლის უფროსი ვაჟის, დაჩის შთამომავალი - კახეთის შტოს წარმომადგენელი), რომელიც ერისმთავრად გახდომამდე კახეთში ერისთავად იჯდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში მეცნიერთა ნაწილი ჯუანშერის ცნობას იზიარებს. ვფიქრობთ, უპირატესობა მცხეთის ჯვრის წარწერას უნდა მიენიჭოს.


(ადარნასეს ზეობის წლები: ვახუშტი 619-639 წ., გ. ჩუბინიშვილი 604-605-634-635 წ.)

614 წელს ირანმა კიდევ უფრო გაამკაცრა სარწმუნოებრივი პოლიტიკა და გააძლიერა შეტევა. ჯუანშერის ცნობაზე დაყრდნობით ა. ბოგვერაძეს და ზ. ალექსიძეს მიაჩნიათ, რომ ადარნასემ და კირიონ კათალიკოსმა იძულებით დატოვეს ქართლი და კახეთში გადავიდნენ. ადარნასემ ხელისუფლება ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ (627/28წ) ისევ დაიბრუნა. ამ შუალედში ქართლის ერისმთავრობა ვარსამუსემ მიიღო, რადგან თბილისის აღების აღწერისას თეოფანე ჟამთააღმწერელი იბერიის მთავრად სწორედ ასახელებს (მოსაზრება ვარსამუსეს ერისმთავრობის შესახებ ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა).

ვარსამუსე გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეს ი. მარკვარტს ქვემო ქართლის პიტიახშად მიაჩნია. ამ აზრს იზიარებს ნ. შოშიაშვილი და თვლის, რომ ადარნასემ ერისმთავრობა შეინარჩუნა. ოღონდ შეუმცირდა იურისდიქცია, რომელიც თბილისის აღების შემდეგ ისევ აღიდგინა.

ვ. გოილაძისთვის ვარსამუსი ქართლის პიტიახშია. თუმცა 628 წელს მისი აზრით, ერისმთავარი სტეფანოზ პირველია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2008, 03:52 PM

სტეფანოზი II

ქართლის ერისმთავარი VII ს. შუა წ. და მე-2 ნახევარში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი მოხსენიებულია ჯვრის ქტიტორულ წარწერაში. ტაძარზე გამოსახულია მისი ორი რელიეფური ქანდაკება: აღმოსავლეთის ფასადზე მამასთან, ადარნასესთან ერთად, ხოლო სამხრეთ ფასადზე ცალკე, სადა 10-12 წლის ჭაბუკია.

ჯუანშერი სტეფანოზ II-ს ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვით იყო „განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა.“ მან ააგო ჯვრის ტაძრის ზღუდე.ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამ დასცა ირანის ძლიერება. ამდენად სტეფანოზ II დამოუკიდებელი მმართველი გახდა, კავშირი დაამყარა ბიზანტიასთან და მიიღო პატრიკიოსის ტიტული.

ქართული წყაროების მიხედვით სტეფანოზ II-ის დროს საქართელოში პირველად გამოჩნდნენ არაბები. ისინი აქ სომხეთში დამარცხებული ბიზ. სარდლის მავრიანოსის დევნამ მიიყვანა. სტეფანოზმა საღად შეაფასა შექმნილი ვითარება და არაბთა უზარმაზარი ძალის წინააღმდეგ ომის დაწყებას მოლაპარაკება არჩია. გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და არაბათა სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას საჩუქრებით დატვირთული ელჩი გაუგზავნა. სარდალმა მირთმეული ძღვენი ერისმთავარს მომავალი ხარკის ანგარიშში ჩაუთვალა და ქართველებს შეუვალობის წიგნი უბოძა, რომელიც „დაცვის სიგელის“ სახელით არის ცნობილი.

(სტეფანოზ II-ის ზეობის წლები: ვახუშტი 639-663. გ. ჩუბინაშვილი - ერისმთავრად დაჯდა 634-635 წ., ვ. გუჩუა - მე VII ს. მე-2 ნახ., გ. აბრამიშვილი 634-635 – 681-682 წ., ნ. შოშიაშვილი, მ. სანაძე VIIს. შუა წლები).

ჯვრის ქტიტორთა წარწერების მიხედვით ქობულ-სტეფანოზი (იგივე სტეფანოზ II) ადარნასეს ძედ მიაჩნია გ. ჩუბინაშვილს, ხოლო ვ. ჯობაძე მას დაწინაურებულ სამხედრო პირად, სტრატეგოსად მიიჩნევს. ითვალისწინებს რა ჯობაძის აზრს, ატენის სიონის წარწერას (იხ. სტეფანოზ III), ა. ბოგვერაძის აზრით სტეფანოზ II მურვან ყრუს თანამედროვეა, ე. ი. VIII ს. მოღვაწეა და არა ადარნასეს ძე. ხოლო თუ რომელი ერისმთავარი იჯდა ქართლში ჰაბიბ-იბნ მასლამას შემოსვლის დროს მეცნიერი არ აზუსტებს.

მ. სანაძის აზრით, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა ქართლში სტეფანოზ II-ის დროს მოხდა, შესაბამისად სტეფანოზ II-ის ერისმთავრობა VII ს. 20/30-იან წლებში გადააქვს. აღნიშნული ლაშქრობის დაკავშირება სტეფანოზ I-თან მას ანაქრონიზმად მიაჩნია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2008, 06:31 PM

მირი და არჩილი*


არაბთა შემოსევების გამო ძმები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და თავი შეაფარეს აფხაზთა ერისთავს ლეონს, კავშირი დაამყარეს ბიზ. იმპერატორთან, რომელმაც სამეფო გვირგვინები გამოუგზავნა (ბიზ. იმპერატორი მირსა და არჩილს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად თვლიდა), ჯუანშერის ცნობით ისინი მეფეებად იწოდებიან.

იმპერატორმა ლეონმა მათ მორჩილება უბრძანა. მორიგი ლაშქრობის დროს არაბთა სარდალი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ბრძოლით აიღო და დაანგრია დედაქალაქი ციხე-გოჯი, გადალახა კლისურის კედელი, დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყვნენ მირი და არჩილი.

ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მირი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. მისი უფლებები არჩილზე გადავიდა. მირის გარდაცვალების შემდეგ არჩილი ეგრისს განაგებდა, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა კახეთში (ამის გამო ზოგი მკვლევარი არჩილს მხოლოდ კახეთის გამგებლად მიიჩნევს). აქ მან თავის ტაძრეულებს მისცა მამულები და აზნაურობა უწყალობა. დაიწყო ეკლესიების და ციხე-ქალაქების მშენებლობა. არაბთა ერთ-ერთი დამსჯელი ლაშქრობის დროს არჩილი სიკვდილით დასაჯეს. „არჩილის წამება“ აღწერილი ლეონტი მროველის მიერ შევიდა „ქართლის ცხოვრებაში.“ არჩილი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დააწესა 21 ივნისი (4. VII).

ჯუანშერის მიხედვით, არჩილმა, მირის ანდერძის თანახმად ძმისწულები (მირის ქალიშვილები) მიათხოვა ერისთავებს და ამით დააკანონა მათი მემკვიდრეობითი უფლება საერისთავო ქვეყანაზე. მირის უფროსი ასული კი ლეონ აფხაზთა ერისთავზე დააქორწინა.

არჩილის მოღვაწეობის პერიოდზე მკვლევართა შორის თვალსაზრისი VII საუკუნის ბოლოდან VIII საუკუნის ბოლომდე მერყეობს. ეს გამოწვეულია „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არჩილის ცხოვრების სამნაირი დათარიღებით.

1. ჯუანშერი, მისი თხზულების გვიანდელ რედაქტირებამდე, მირსა და არჩილს VII ს. შუა წლების მოღვაწის სტეფანოზ II-ის შვილებად მიიჩნევს.
2. ჯუანშერის გვიანდელ რედაქტორს მირისა და არჩილის ცხოვრება გადააქვს მურვან ყრუს (735-738) შემოსევების პერიოდში.
3. ლეონტი მროველის „არჩილის წამებაში“ კი არჩილი მურვან ყრუს შემოსევიდან 50 წლის შემდგომი ხანის (VIII ს. მიწურული) მოღვაწე ჩანს.

მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს (გ. აბრამაშვილი, დ. მუსხელიშვილი, მ. ჩხარტიშვილი) მიაჩნია, რომ ჯუანშერთან არაბთა შემოსევა ეხება არა მურვან იბნ მუჰამედს (მურვან ყრუ), არამედ მის მამას მუჰამედ იბნ მურვანს, რომელიც კავკასიის მხარეს განაგებდა 716-717 წ. ამდენად, ანაკოფიის აღება მოხდა 716-718 წ. (და არა 735-738 წ.). აქედან გამომდინარე, გ. აბრამიშვილის აზრით, დასავლეთ საქართველოში 718-719 წლებამდე მეფობდა მირი, ხოლო არჩილი - 719-745 წ. დ. მუსხელიშვილი არჩილის მოღვაწეობას 705-745 წ. ათარიღებს და იგი კახეთ-ჰერეთის მმართველად მიაჩნია და არა ქართლის ერისმთავრად.



* „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ერისმთავრობა გადაეცა სტეფანოზ II-ის შვილებს მირსა და არჩილს, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სტეფანოზ II-ის შვილად გუარამს ასახელებს. აქედან გამომდინარე მეცნიერთა ერთი ნაწილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში სტეფანოზ II-ის შემდეგ მირსა და არჩილს ათავსებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მირი და არჩილი არიან სტეფანოზ III-ის შვილები, სტეფანოზ III კი არის ნერსე ერისმთავრის ვაჟი. ნერსე საერისმთავრო ტახტზე ავიდა გუარამ სტეფანოზ II -ის ძის კლარჯეთში გაძევების შემდეგ (მ. სანაძე). ამდენად, მირისა და არჩილის ადგილი ერისმავართა ქრონოლოგიურ რიგში დაუზუსტებელი რჩება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2008, 05:59 PM

ნერსე

ქართლის ერისმთავარი - მოხსენებულია სომეხ ისტორიკოსთან იოანე დრასხანაკერტელთან (Xს.) და გერმანელი მეცნიერის ი. მარკვარტის აზრით, VII ს. 70-იან წ. დასასრულს სოკრატეს "საეკლესიო ისტორიის" სომხური თარგმანის წინასიტყვაობაში.

აღნიშნული ცნობების მიხედვით სამეცნიერო ლიტერატურაში მიაჩნიათ, რომ 686 წ. ნერსე ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის ხალხების აჯანყებას არაბთა წინააღმდეგ. მან დაამარცხა და განდევნა სარდალ ბარაბას მეთაურობით სომხეთში მდგარი არაბათა ლაშქარი.

ქართლის ერისმთავრის ნერსეს იდენტიფიცირება ხდება ატენის სიონის წარწერაში სტეფანოზ მამფალის მამასთან ნერსესთან და სუმბატ დავითი ძესთან ("ქართლის ცხოვრება") მოხსენიებულ სტეფანოზ II-ის შვითაშვილთან ნერსესთან.

ერისმთავრები არშუშა და ვარაზ-ბაკური დასახელებული არიან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში. ამ ცნობას ადასტურებს აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა. მ. სანაძის აზრით მათი ერისმთავრობა მოდის 687-700-711 წლებზე. ისინი ერისმთვრებად დასვა იუსტინიანე კეისარმა (685-695) და სხვა საგვარეულო (ფეროზიანთა) შტოს წარმოადგენენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2008, 04:38 PM

სტეფანოზ III

ქართლის ერისმთავარი - იხსენიება ატენის სიონის წარწერაში, როგორც „კურთხეული მამაფალი სტეფანოზ, ღმერთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავი უფალი“, რომელიც გარდაიცვალა 739 წელს. სტეფანოზ III-სთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. გ. აბრამიშვილის მიაჩნია, რომ ნერსე და სტეფანოზ III, სტეფანოზ II-ის სახლის შვილები არ არიან. სტეფანოზ III ერისმთავარი იყო 711-730 წ. დამოუკიდებლად. ხოლო 730 წლიდან, როდესაც ქართლში არჩილი (სტეფანოზ II-ის ძე) გადავიდა, იგი გარდაცვალებამდე (739 წ.), როგორც ერისმთავარი, ემორჩილებოდა მას. მ. სანაძე თვლის, რომ სტეფანოზ III ერისმთავარია, ხოლო მისი შვილებია მირი და არჩილი. ნ. შოშიაშვილის აზრით ატენის სიონის წარწერაში მოხსენებული სტეფანოზი ერისმთავარი არ არის, ხოლო წარწერა X საუკუნისაა. არჩილის მოღვაწეობის თარიღად იგი 668-718 წ. მიიჩნევს.

ა. ბოგვერაძე „ქართლის ცხოვრების“ სტეფანოზ II-ს აიგივებს ატენის სიონის წარწერაში მოხსენიებულ სტეფანოზთან. რადგან იგი სტეფანოზ II-ს მოღვაწეობას მურვან-ყრუს ლაშქრობებს უკავშირებს. აქედან გამომდინარე არჩილის მოღვაწეობა მოდის VIII ს. 80-იან წლებამდე (ამ თარიღს იზიარებს კ. თუმანოვი, კ. კეკელიძე, მ. ლორთქიფანიძე, გ. მამულია).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2008, 11:25 AM

ჯუანშერი

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 50/60-იან წლებში - „ქართლის ცხოვრების“ (მატიანე ქართლისა) ცნობით. არჩილს ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. არჩილის წამების შემდეგ იოანე წავიდა ეგრისს და თან წაიყვანა დედა და ორი და. ჯუანშერი კი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დამკვიდრდა.

იოანე საბანისძის (VIII ს. ავტორი) მიხედვით ამ პერიოდში არაბებმა ქართლ-კახეთის მოსახლეობას ხარკი კიდევ უფრო დაუმძიმეს, რამაც ახალ აჯანყებებს მისცა ბიძგი. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა არაბთა მფარველობამ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის მაინც ვერ შესძლო. ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო.

ჯუანშერის გამგებლობის დროს, 764 წ., ხაზარებმა ამიერკავკასიაზე ილაშქრეს. ააოხრეს ალბანეთი, ქართლი და მცირე ხნით თბილისიც აიღეს. „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ხაზართა ხაკანმა ჯარი გამოგზავნა კახეთზე გასალაშქრებლად. ერთ-ერთი ციხის აღების დროს ხაზართა სარდალმა ჯუანშერი თავის დასთან, შუშანთან ერთად ტყვედ ჩაიგდო და ხაზარეთის გზას გაუყენა. ხაკანმა ჯუანშერი სამი წყლის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლა და დიდძალი საჩუქრებით ქართლში გამოისტუმრა.

სამეცნიერო ლიტერატურაში, მკვლევართა გარკვეულ ნაწილს ჯუანშერი ერისმთავრად არ მიაჩნია. დ. მუსხელიშვილის აზრით, რადგან ჯუანშერის რეზიდენცია თბილისი თბილისი არ იყო, მისი მოღვაწეობის ხანაში და მომდევნო პერიოდში იოვანე საბანისძეს მიხედვით ერისმთავრები არიან ადარნასე, ნერსე და სტეფანოზი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2008, 02:52 PM

ადარნასე


ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70-იან წ. - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამებაში“ მოხსენიებულია ქართლის ერისმთავრად, რომელმაც სავარაუდოა, მოახერხა არაბებისაგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული.



ნერსე

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70/80 - იან წლებში - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი ანტიარაბული საქმიანობის გამო ხალიფა მანსურმა (754-785) 772-773 წ. ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც სამი წელი დაჰყო.

ნერსე ხალიფა მაჰდიმ (775-785 წ.) გაათავისუფლა და პატივით ქართლში გამოაგზავნა. მაგრამ ვერც ახალი ხალიფას ნდობა მოიპოვა. „კუალად იყო განრისხებაჲ ხელმწიფეთა მათთა სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავისა ზედა“ - წერს იოვანე საბანის ძე. ნერსე იძულებული გახდა ოჯახით და სამასკაციანი ამალით ქართლიდან დარიალის გზით ხაზარეთში გადასულიყო. მას ალბათ არაბების მოსისხლე მტრებისაგან სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ, იმედგაცრუებული ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი) ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ ქართლის ერისმთავრად არაბებმა მისი დისწული სტეფანოზი დაადგინეს.

ნერსემ ამირას მოციქულები მიუგზავნა და ქართლში დაბრუნების ნებართვა და ხელშეუხებლობა ითხოვა. უფლებადაკარგული ნერსე არაბებისთვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ამალით ქართლში დააბრუნეს. ნერსეს თან ახლდა არაბი მსახური აბო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. ამისათვის მას თბილისის ამირას ბრძანებით 786 წ. თავი მოჰკვეთეს.


სტეფანოზ IV

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 80-იან წლებში - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამებიდან“ ვიგებთ, რომ ნერსე ერისმთავრის გაქცევის შემდეგ არაბებმა ერისმთავრის ხელისუფლება მის დისწულს გადასცეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2008, 02:54 PM

გუბაზ მეფის ვერაგული მკვლელობა და უსახელო ლაზის გმირობა

რატომ უხდიდა რომის იმპერია ლაზეთს ხარკს



მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველო ირანის ქვეშევრდომი იყო და მასზე თავისი ბატონობის აღდგენას ბიზანტია ცდილობდა.

მეექვსე საუკუნის დასაწყისში, ქართლის სამეფოს გაუქმების და ირანული საოლქო მმართველობის დამკვიდების შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური ცენტრი ლაზეთში გადავიდა. ქართლის არისტოკრატიის მრავალი წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა და იქიდან ებრძოდა ირანელ მოძალადეებს.

ლაზებისთვის ერთიანად მძიმე იყო ბიზანტიელი მოხელეების მმართველობა და სპარსელების მოკავშირეობა.


გუბაზ სანიკიძე, ისტორიკოსი, ეროვნული ფორუმის წევრი:

- დავბრუნდეთ II – III საუკუნეების დასავლეთ საქართველოში, სადაც რომის იმპერიის გავლენა უფრო შესამჩნევი და მტკიცე იყო.
ადგილობრივ ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ მოდგმის ტომთა შორის განსაკუთრებით დაწინაურდა ლაზთა ძლიერი და მრავალრიცხოვანი ქართველური ტომი. მათ რომისა და ირანის დაპირისპირებისას მნიშვნელოვნად გაიძლიერეს პოზიციები. რომაელები დიდად აფასებდნენ ლაზთა მეგობრობასა და მაღალხარისხოვან მეომრულ ნიჭს. ლაზმა მეომრებმა არაერთხელ გაითქვეს სახელი მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს დაპირისპირებაში. თვით რომის იმპერია, რომელიც დაჩვეული იყო სხვა ხალხებისაგან ხარკის აკრეფას, ლაზებსა და ჭანებს იქით უხდიდა ხარკს აღმოსავლეთის საზღვრების დაცხვისათვის.


- როცა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს დასავლეთ საქართველო ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, ლაზეთმა თავისი მნიშნველობა შეინარჩუნა?


- ვახტანგ გორგასლის მეფობისას დასავლეთ საქართველო ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ VI საუკუნის 20-იანი წლებიდან, ქართლში სამეფოს გაუქმებისა და სამარზპანოს (ირანული საოლქო მმართველობა) დამკვიდრების შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური ცენტრი ლაზეთში გადავიდა. ქართლის არისტოკრატიის მრავალი წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა და იქიდან ებრძოდა ირანელთა მოძალებას. საგულისხმოა ის, რომ მთელი სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის განმავლობაში ვერც ერთმა დამპყრობელმა საქართველოს სრული დამორჩილება ვერ შეძლო. ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასა და ეროვნულ მმართველობას. სწორედ ასე მოხდა VI საუკუნის დასაწყისშიც.

523 წელს ქართლის დევნილმა მეფემ გურგენმა ოჯახთან ერთად ლაზეთის მეფეს, წათეს შეაფარა თავი. ორივე ქართველი გვირგვინოსანი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა კეისარ იუსტინესთან. მათმა სტუმრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზანტიის სამეფოს კარზე. იმავე წელს კონსტანტინოპოლში ქრისტიანად მოინათლა ლაზთა მეფე წათე.


- ლაზთა მეფის გაქრისტიანებას ირანის შაჰი როგორ შეხვდა?

- კავად-შაჰისათვის, რომელმაც თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო და შავ ზღვაზე გასვლაში მხოლოდ ლაზთა სამეფო ეღობებოდა წინ, წათეს მონათვლა ყოვლად მიუღებელი იყო. ორივე მხარე ახალი დაპირისპირებისათვის შეუდგა მზადებას. სწორედ ამ დროს, 527 წელს, გარდაიცვალა 87 წლის კეისარი იუსტინე და ტახტზე ბიზანტიის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერატორი იუსტინიანე (527-565 წწ.) ავიდა.

- ამ მოვლენამ დასავლეთ საქართველოზე კერძოდ ლაზეთზე რაიმე გავლენა მოახდინა?

- 528 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის ლაზეთისათვის ომი დაიწყო. ლაზებმა და ბიზანტიელებმა წარმატებას მიაღწიეს და სპარსელთა ჯარის განდევნა მოახერხეს. 531 წელს მოკვდა კავად-შაჰი და ტახტი მისმა ძემ, ხოსრო I ანუშირვანმა (531-579) დაიკავა. დაახლოებით ამ დროისათვის ლაზეთის ტახტზე წათეს ძე გუბაზი ავიდა.

ხოსრო შაჰმა თავიდან „მარადიული ზავი“ შესთავაზა კეისარს. სამაგიეროდ ლაზეთის ორი ძლიერი ციხესიმაგრის, შორაპნისა და სკანდის დათმობა მოითხოვა. იუსტინიანემ უარი შეუთვალა, რადგან ორივე ციხე სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო და ლაზეთს ლიხის ქედიდან კეტავდა. საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ და „მარადიული ზავი“ დაიდო.

- რა მოგვიტანა ამ ზავმა?

- ეს „მშვიდობა“ ლაზებისათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. ბიზანტიელი მოხელეები დიდად ავიწროვებდნენ ხალხს. კეისარმა ლაზეთის საქმეთა გამგებლად გამოგზავნა იოანე ციბე, რომელმაც აჭარაში, სოფელ ციხისძირთან, კლდოვან სანაპიროზე ძლიერი ციხესიმაგრე პეტრა ააშენა და ქვეყანაში შემავალ-გამავალ საქონელს მძიმე ხარკი დაადო. საზღვარი არ ჰქონდა ბიზანტიელთა თავხედობასა და თავგასულობას.

გუბაზ მეფე იძულებული გახდა, ირანში ხოსრო შაჰთან ელჩობა გაეგზავნა და მოკავშირეობა შესთავაზა. გახარებულმა შაჰმა „მარადიულ ზავზე“ უარი თქვა და 542 წელს ჯარები შეიყვანა ლაზეთში. ლაზებიც შეუერთდნენ სპარსელებს.

ომი მოკავშირეთა უპირატესობით დაიწყო, ბიზანტიელებმა პეტრა, სებასტოპოლისი (სოხუმი) და პიტიუნტი დაკარგეს, მაგრამ სპარსელთა მეგობრობა უფრო მძიმე და აუტანელი აღმოჩნდა. საქმე ერთმა შემთხვევამაც გაამწვავა.

- რა იყო ის ერთი შემთხვევა?

- შაჰმა გუბაზ მეფის ღალატით მოკვლა გადაწყვიტა და მეფის მიერ შერისხულ ლაზ დიდებულს, ფარსანსს დაუკავშირდა. მაგრამ ფარსანსი დიდი მამულიშვილი აღმოჩნდა და, პირადი წყენის მიუხედავად, ყოველივე გუბაზ მეფეს შეატყობინა. ლაზებმა ისევ ერთმორწმუნე ბიზანტიისაკენ აიღეს გეზი.

- ერთხელ სპარსეთისკენ პირნაქცევი ლაზები ბიზანტიამ მაინც მიიღო?

- მიიღო კი არა, დიდად გახარებულმა კეისარმა იუსტინიანემ ახალი ჯარი გაგზავნა დაგისთესის მეთაურობით მისთვის უკვე დაკარგულ ლაზეთში. ხოსრომაც დამატებითი სამხედრო კონტიგენტი შეიყვანა ლაზეთში გამოცდილი და ნიჭიერი სარდლის, მერმეროეს მეთაურობით.

ომი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლოს სპარსელებმა იძალეს. 554 წელს ღრმად მოხუცებული მერმეროე ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ ქუთაისის ციხესიმაგრეში დასნეულდა, მცხეთაში გადავიდა და იქ გარდაიცვალა. ხოსრომ მის ნაცვლად გამოცდილი სარდალი ნახორაგანი დანიშნა.

- რა იყო სპარსელების წარმატების მიზეზი?

- სპარსელთა წარმატების მიზეზი უნიჭო ბიზანტიელი სარდლები იყვნენ, რომელთა ხშირმა ცვლამ არმიაში სრული დეზორგანიზაცია გამოიწვია. ცხადია, გუბაზ მეფე ამას ვერ შეეგუებოდა და კეისარს საჩივარს საჩივარზე უგზავნიდა. ბიზანტიელი სარდლებიც ამოქმედდნენ და იმპერატორი ლაზთა მეფის ღალატში დაარწმუნეს. გადაწყდა - გუბაზი უნდა მოეკლათ.

საზარელი მკვლელობა 554 წელს ხობისწყლის პირას მოხდა. მთელი ლაზეთი დადგა ფეხზე. აუწერელი იყო გლოვა და სინანული მამაცი მეფის სიკვდილის გამო. ლაზი დიდებულები შეიყარნენ და ქვეყნის სამომავლო ბედზე დაიწყეს ბჭობა. ერთნი, ბიზანტიელთა მუხანათობით გამძვინვარებულნი, სპარსელთა მხარეზე გადასვლას მოითხოვდნენ. ამ პოზიციას წარჩინებული ლაზი აიეტი ასაბუთებდა. ჩვენთვის ცნობიალია კრებაზე წარმოთქმული მისი სეფე სიტყვა, რომელიც ლაზთა საზოგადოების განსწავლულობასა და მაღალ კულტურაზე მეტყველებს. დიდებულთა შორის იყვენენ ბიზანტიაზე ორიენტაციის მომხრენიც, რომელთა წარმომადგენელმაც, ფარტაზმა უფრო შთამბეჭდავი სიტყვა თქვა და საბოლოოდ ლაზებმა ბიზანტიის ერთგულება, მაგრამ მეფის მკვლელთა სამაგალითო დასჯა დაადგინეს.

- გუბაზ მეფის მკვლელები დაისაჯნენ?

- კონსტანტინოპოლში წარმომადგენლობითი დელეგაცია გაიზარდა, რომელმაც კეისარი იუსტინიანე მოკლული მეფის უდანაშაულობაში დაარწმუნა. განრისხებულმა მიმპერატორმა მკვლელები სიკვდილით დასაჯა, ხოლო ლაზეთის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმა, წათე დაადგინა.

555 წლის გაზაფხულზე სპარსელი სარდალი ნახორაგანი 60 ათასიანი არმიით ლაზეთში შეიჭრა და 3 ათასი რჩეული მეომარი დასაზვერად გაგზავნა მოკავშირეთა ბანაკის აღმოსაჩენად. გზად სპარსელებმა უსახელო ლაზი გლეხი დააკავეს და მეგზურად დაიყენეს. ისიც „დათანხმდა“, მაგრამ როცა ლაზებისა და ბიზანტიელების ბანაკს მიუახლოვდნენ, მეგზურმა ხმამაღალი ყვირილით, საკუთარი სიცოცხლის ფასად გასცა მომხდურები.

სპარსელები დამარცხდნენ. გენერალური ბრძოლა ქალაქ ფაზისთან (ფოთი) შედგა, სადაც ლაზებმა და ბიზანტიელებმა გაიმარჯვეს. დამარცხებული ნახორაგანი ჯერ ქუთაისში უკუიქცა, ხოლო შემდეგ ქართლში გადავიდა.

ბიზანტია-სპარსეთის ომი ორი ათეული წელი გაგრძელდა და ბიზანტიის გამარჯვებით დასრულდა. განრისხებულმა ხოსრო შაჰმა ნახორაგანი ქართლიდან გაიხმო და ძველი სპარსული წესით ცოცხლად გაატყავა.

ზავი 562 წელს ქალაქ დარაში (ჩრდილოეთ მესოპოტამია) დაიდო. მეტოქეები ერთი საკითხის გარდა, ყველაფერზე შეთანხმდნენ.

- რა იყო ის საკითხი, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა?

- ეს იყო სვანეთი. საქმე ისაა, რომ სვანთა მთავარი ლაზთა მეფის ვასალი იყო, მაგრამ ომის დროს ბიზანტიელთა სისასტიკის გამო სპარსელების მხარეზე გადავიდა. დროებით ლაზეთი ბიზანტიელებს დარჩათ, ხოლო სვანეთი - სპარსელებს.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jul 27 2008, 12:52 AM

ისე თემა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მოდი მე გავაგრძელებ სტეფანოზ IV

ერისმთავარის შემდეგ შემდეგ. მოკლედ სტეფანოზის შემდეგ უკანასკნელი

ერისმთავარი ქართლისა იყო აშოტი I კურაპალატი (786-826) რომელიც შეიქნმნა

ქართველთა სამეფოს დამაარსებელი და პირველი ქართველთა მეფე

ტაო-კლარჯეთში. თუმცა აშოტ I გარდა იმ დოინდელ საქართველოში კიდევ

რამოდენიმე მეფე-მთავარი იყო გახელმწიფებული, რომლებიც დამოუკიდებელი

პოლიტიკური ერთეულების სათავეში იყვნენ მოქცეული. მოდით დავახასიათოთ

ისინი სათითაოდ:

1) პირველი იყო ქართველთა სამეფო რომელიც თავიდან ქართლის საერისმთავროს

დიდ ნაწილს მოიცავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აშოტი ანტიარაბულ კამპანიას

შეუერთდა არაბებმა ის აიძულეს დაეტოვებინა ქართლი და მის მამისეულ

მამულებში წასულიყო. აშოტი სამხრეთში ფლობდა მიწებს კლარჯეთში,

ნიგალში, შავშეთში, ერუშეთში, არტაანში, კოლაში, ჯავახეთში, და მათ

მიმდებარე ტერიტორიაზე. მან რეზიდენციად არტანუჯი აირჩია და ბიზანტიიდან

მიიღო კურაპალატის ტიტული და ფორმალური აღიარება მისი ხელმწიფებისა

ტაო-კლარჯეთის რეგიონში რომლის სუვერენიც აშოტ ბაგრატიონი ხდება

ბიზანტიის პატრონაჟის ქვეშ.

2) იყო აფხაზეთის სამეფო რომელსაც სათავეში მეფე ლეონ II ედგა მეფე ლეონ

I ძმის წული. ლეონი თავიდან ფლობდა მოლოდ აფხაზეთს, ხოლო მას შემდეგ

რაც ეგრისში მეფე იოანე ჯუანშერის ძე გარდაიცვალა, ეგრისის დიდებულებმა

ტახტზე იოანეს ბიძაშვილისა და ლეონ I მემკვიდრე მეფე ლეონ II მოიყვანეს.

რომელიც ეკურთხა კიდეც ქუთაისში ერთიანი ეგრისს-აფხაზრეთის მეფედ.

ხაზარების დახმარებით ლეონმა ბიზანტიის აგრესია აიცილა თავიდან და ტახტი

განიმტკიცა. ლეონის (გარდ. 798 წელს) მიყოლებით მისი სამი ვაჟი მეფობდა.

3) კიდევ ერთი პოლიტიკური ერთეული რომელიც ამ დროს ჩამოყალიბდა იყო

კახეთის საქორეპისკოპოსო. ეს სამთავრო წანარების მებრძოლმა ტომმა

გააერთიანა , რომლების მთიულეთში მოსახლეობდნენ და მის მთავრად მათი

ქორეპისკოპოსი გრიგოლი (787-827)[/color] დააყენეს. გრიგოლი თიანეთის ერთ-ერთი მთავარი იყო

რომელსაც წანარებიც ემორჩილებოდნენ, მან მიიღო ქორეპისკოპოსის ტიტული

რომელიც მას უფლებას აძლევდა მსგავსად ხევისბერებისა ყოფილიყო კახეთის

საერო დასასულიერო ხელისუფალი ერთდროულად სწორედ ის განაგებდა

როგორც საეროასე სასულიერო საქმეებს ერთდროულად ქართლის კათალიკოსს

ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი ამ მხარისკენ.

პირველი მთავარი გრიგოლი გახდა (787-827). ვახუტშის მიხედვით ის მტავრად

787 წელს აირჩიეს სტეფანოზის გარდ. მერე.

4) კი იყო ჰერეთის სამთავრო რომელიც მოგვიანებით სამეფოდ იქნა ცნობილი

მას ამ დროს საჰაკ (საჰლ) სუმბახტის ძე განაგებდა ბაგრატიონთა გვარიდან.

ეს ბაგრატიონები გუარამის ერთ-ერთი ძმის შთამომავლები იყვნენ რომლებიც

კამბეჩოვანში - ქიზიყში მთავრობდნენ და შემდეგ მთელი ჰერეთის მაშტაბით

განიმტკიცეს მმართველობა. რეზიდენცია ქ. შაქი იყო.

პოსტის ავტორი: mapalu თარიღი: Oct 10 2008, 09:07 PM

k@the

ციტატა
საქართველოს პირველი მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ.წ.329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა. დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაჰყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
(http://www.people.istoria.ge/show.php?id=135)

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ პოსტთან დაკავშირებით ერთი შენიშვნა მაქვს: აქ დაწერილი ბევრი ფაქტი ჭორის დონეზეა და მეცნიერულად არაა დადასტურებული . . . ასე შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდმები გაიპაროს .

პოსტის ავტორი: marisha 92 თარიღი: Nov 27 2008, 09:50 PM

დემეტრე II თავდადებული

1259 - 12.03.1289

აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. დავით VII ულუს ძე (გვანცა კახაბერისძის ასულისაგან), მამის გარდაცვალების დროს იყო 11 წლისა. დედ-მამით ობოლს ზრდიდა ტარსაიჭ ორბელი. 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა მონღოლმა ყაენმა აბაღამ. 1277 წელს, იგივე მონღოლი ყაენის მიწვევით, დემეტრემ 300 ქართველი მეომრით მონაწილეობა მიიღო და დიდად თავიც ისახელა ეგვიპტის სულთანის, ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულტანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. ქალაქ დარბუზაკთან (სირიაში) გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა ბექა ჯაყელმა და მისმა მესხებმა. ხოლო, შემდგომ, ქალაქ ამასიასთან, 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში, კვლავ საარაკო გმირობა გადაიხადა დემეტრე მეფემ 200 თანამებრძოლი ქართველით. 1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენი და მონღოლ-ილხანური (ირანის) ტახტისათვის ერთმანეთს დაეძგერნენ აბაღას უფროსი ძე არღუნი და აბაღას ძმა აჰმადი. ბიძა-ძმისწულის ბრძოლა იმჯერად ბიძის გამარჯვებით გათავდა. ქართველი მეფეც ახალ ყაენს ურდოში ეახლა და ეთაყვანა; აჰმადმაც დემეტრე დიდი პატივით მიიღო და მაშინვე ყაენის კარმა კიდევაც დაიმოყვრა ქართველი მეფე: აჰმადის უერთგულესი და უახლოესი კაცის, “დიდი ნოინი” ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი. 1284 წელს დემეტრეს მძახალის, თვითონ ბუღა ნოინის მეთაურობით, აჰმად ყაენი შეთქმულებმა მოჰკლეს და ყაენის ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმაც დემეტრე დიდის “სიყვარულით” მიიღო და თავის მხრივაც აღიარა იგი საქართველოს მეფედ, მით უფრო, რომ ახლად აღზევებული ყაენი მთლიანად ბუღა ნოინის, ანუ დემეტრეს მძაღხლის “ხელთა შინა იყო”. 1288 წელს დარუბანდელებია უჯანყდნენ არღუნ ყაენს. დარუბანდელებს ჩრდილოეთიდან ძლიერი ნოინი, ნოყაი უჭერდა მხარს. არღუნ ყაენმა დემეტრე მეფე აწვია და დარუბანდს სალაშქროდ წავიდა დემეტრეც, აიღო ანიყი – დარუბანდის მთავარი ციხე-სიმაგრე და მიართვა არღუნს მისი გასაღებნი. იმავე 1288 წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გათვლილი შეთქმულება, რომლის სათავეში ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით თავი გააგდებინეს არა მარტო ბუღას, არამედ ყველა მის ახლობელს, ნათესავს, მისგან დაწინაურებულ ყველა მოხელეს, მათგან ისეთებსაც, შეთქმულებაზე ბაიბურიც რომ არა სმენოდა. დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში. სიკვდილი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო შეთქმულების მოთავის ეგზომ ახლობელი ადამიანისთვის. ამიტომ საგანგებო სათათბიროდ შეყრილმა დარბაზმა ერთხმად თხოვა და მოითხოვა, არ წასულიყო მეფე ურდოში, არამედ გახიზნულიყო მთიულეთს, ან ქუთათისს, მეფე კი ბრძანებდა: – მე რომ არ წავიდე, ქვეყანა უნდა დამიქციონ მონღოლებმა, ხალხი ამომიწყვიტონ, ამიტომ – “აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, დაე, ქვეყანა ჩვენი უვნებლად დარჩეს!” – და მეფე ურყევი ნებით გაეშურა სამხრეთისაკენ. 1289 წლის 12 მარტს, დილით მოვაკანში, არღუნ ყაენის ბრძანებით, ქართველ მეფეს თავი გააგდებინეს. მეფის ცხედარი, მისი პირადი მღვდლის, მოსეს და აბრაჰამ კათალისკოსის მზრუნველობით, მცხეთას ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ნაქორწინევი იყო სამჯერ. 13 წლისამ ცოლად შეირთო ტრაპიზონის კეისრის ასული, რომლისგანაც შეეძინა ხუთი შვილი. მეორე ცოლად შეირთო მონღოლი ქალი სახელად სოლღარ, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა. მესამე ცოლად კი მოიტვანა ნათელა, ბექა ჯაყელის ასული, რომლისგანაც დემეტრეს სიკვდილის წელს (1289წ.) იშვა უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე). ხალხმა მისთვის თავადადებულ გმირს დაარქვა “თავდადებული”. ერისთვის წამებული მეფე ქართულმა ეკლესიამ წმიდანთა პანთეონში შერაცხა. მისი მოსახსენებელი დღეა 25 მარტი (ახ.სტ.).


დავით III დიდი კურაპალატი

გარდ. 1001

ტაოს მთავარი 961-1001 წლებში. 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული, 994 წელს კი - ”ქართუელთა მეფის” ტიტული. დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულებით: ”ტაოს მეფე”, ”მაგისტროსი”, ”კურაპალატი”, ”აღმოსალეთის დიდი კურაპალატი”, ”მეფეთა მეფე”, ”ერისთავთ-ერისთავი”, ”ქართულთა მეფე”. ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებძროლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წ. იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა ბარდა სკლიაროსის ხელმძღვანელობით საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელის (976-1025) ხელისუფლებას. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ (შვილის მცირეწლოვანების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას) დავით III-თან ყოფილი მხედართმთავარი. უკვე ბერად აღკვეცილი, თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და ”წიგნები ვედრებისა” გამოატანა, სადაც მას სთხოვდნენ სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისგან მიიღო სამმართველოდ ”ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი” მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ს. ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდ. ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა. ჩანს, დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წ. იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დაედო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე ”იბერიის თემი” შექმნა. მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის. 990 წ. დავით III-მ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა ემფეს, გაგიკ სომეხთა მეფეს და აბასს, ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-მ 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წ. მის წინააღმდეგ ისეთ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა. დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია, ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა.

პოსტის ავტორი: korinteli თარიღი: Nov 30 2008, 01:54 AM

თუ წაიკითხეთ სტატია ერთ-ერთ ჟურნალში სათაურით ""რა დავაშავეთ ქართველებმა"" ანდაც იმედის დილის გადაცემაში თამუნა გომართელის რეპორტაჟით "ჩვენი ბაგრატიონები"" ალბათ დაგებადებათ კითხვა :: ვინარიან ეს დიდგვაროვნები რომელნიც სულ ეხლახან გამოჩდნენ მედიის არენაზე სასაცილო ისარის რომ ეს ახალგამოჩეკილი "ბაგრატიონები" ნამდვილად ცხოვრობდნენ ამერიკაში მაგრამ სამწუხაროდ ისინი "ტიტანიძეები" იყვნენ. მერაბ ტიტანიძეს ანუ ეგრეთწოდებულ "სოლომონ ბაგრატიონს" ყავს მეუღლე თამარა გულედანი და შვილები: კახა ტიტანიძე "კახაბერ ბაგრატიონი" და ლაშა ტიტანიძე "ლაშაბერ ბაგრატიონი". ერთადერთი რაც მაგათ ქართველობასთან აკავშირებთ ეს დედის სვანური სისხლია. მე ვწუხვარ იმ ფაკტზე თუ როგორ თავისუფლად შეუძლია ვიღაც ვიგინდარა "ტიტანიანს" ( ეს მისი ნამდვილი პირველადი გვარია) გაერიოს ქართული ისტორიის იმ მოსაფრთხილებელ ნაწილში რასაც სამეფო გვარი ჰქვია. საინტერესო ის არის თუ როგორ მოტყუვდნენ გელათში ჩვენი მამაოები???????


პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 27 2009, 06:07 PM

ვინმეს თუ სმენია ამ ორი ტომების : გუთების და ჰუნების შესახებ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 27 2009, 06:33 PM

Belief
დავუშვათ და მემრე რა შუაშია ორივე საქართველოს ისტორიასთან? biggrin.gif

არ თქვა გორგასალი ჰუნების მეგობარი იყოო biggrin.gif (გამიგია ერთისგან და ამიტომ ვამოწმებ, შენც მაგას ხო არ გულისხმობ)

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 27 2009, 10:21 PM

არა მაგას არ ვიტყვი laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ეს ისე ვიკითხე . ისტორიაა ეს ტომები საკმაოდ აქტიურ ურთიერთობებს ეწეოდნენ საქართველოსთან ( გორგასალს არ ვგულისხმობ ) laugh.gif

პოსტის ავტორი: dilaadriano თარიღი: Jul 26 2010, 08:48 PM

ეზეკიელ წინასწარმეტყველზე არაფერი ვიცი, მისი წინასწარმეტყველების გარდა.


1
ლუდის ქვეყანა

ცნობები ეზეკიელ წინასწარმეტყველის მიერ მოხსენიებული ლუდის ქვეყნის შესახებ, რომელსაც თანამედროვე ისტორიკოსები, ძველი ბერძნების მსგავსად ლიდიას უწოდებენ, პირველად ასურბანიფალის (ძვ.წ. 668–626წწ) დროინდელ წერილობით წყაროებში მოიპოვება .
ამ სახელწოდებას საკმაოდ დამაჯერებელი ინდოევროპული ეტიმოლოგია აქვს და იკითხება, როგორც „ხალხის“ ადამიანების ქვეყანა. (შეადარეთ რუსული люди, გერმანული ლეუტე და სხვა).
ჰეროდოტესა და სტრაბონის გადმოცემით, ლიდიელებს ადრე „მეონები“ ან „მაინოები“ “მონები”M (უკეთ „მავნეები“) ერქვათ, თუმცა, თანამედროვე ენათმეცნიერული კველებით დასტურდება, რომ ტერმინი „მავნეები“ ლიდიელების სახელი კი არ იყო, არამედ მათი უახლოესი მეზობელი ტომის – კარიელების.აქვე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კარიული ენის საშუალებით ხერხდება ლიდიური ენის ხეთურ –ინდოევროპულთან დაკავშირება.
ლიდიის სახელმწოფოს აღზევება პირდაპირ კავშირშია ლიდიური პოეზიის აყვავებასთან. Lლიდიელებს მთელს მცირე აზიასა და საბერძნეთში სახელი გაუთქვა პოეტმა გარეტემ.
ბერძენი ავტორების მტკიცებით, სწორედ გარეტემ, ჰომეროსზე თითქმის საუკუნით ადრე დაწერა ე.წ. „ფრიგიული ილიადა.“
(იმ დროისვთის ლიდიის სამთვრო ჯერ კიდევ დიდი ფრიგიის სამეფოს ნაწილი იყო.)
გარეტე თავის პოემაში აღწერს, რომ ტროა– საბერძნეთის ათწლიანი ომის ზავით დამათვრების შემდეგ, საქმეში ბრიგი მეომრები ერთვებიან. მათი მხედართმთვარი მითა ქუსლში სასიკვდილოდ ჭრის ბერძნების გმირს (საგულისხმოა აქილევსს), რის შემდეგაც ბერძნები უკან იხევენ. და ბრიგთა მითიური მეფე გორდიოსი თავისი ლაშქრით ტროას ციხის გარშემო ცნობილ „გორდიოსის კვანძს“ კრავს. ტროა ბრიგების ხელში გადადის
სტრაბონის სქოლიასტი შენიშნავს, რომ გარეტსავე ეკუთვნის პირველი პოემა არგონავტების შესახებ, სადაც დამარცხებულ ბერძნულ ფლოტს კოლხები აფსირტეს კუნძულებამდე (დღევანდელი ხორვატია) სდევენ, სძლევენ და იქვე სახლდებიან.



მერმნადების საგვარეულოს უფლისწული, გიგესი, (ასურული წყაროების მიხედვით „გუგუ“ ან „გუგა“) სანადიროდ იყო, როდესაც ჭექა–ქუხილიმა აიძულა თავი ახლომახლო გამოქვაბულისათვის შეეფარებინა სადაც მან იპოვნა ასურეთის მეფის, ტიგლათფილესერ III-ის დაკარგული განძი.
ნინევიაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტა გვამცნობს:
„ჰპოვა გუგუმ ქვაბულში ოქრო და განძი ყოველი ასურთა მეფისა,
მოისყიდა მით ლაშქარი კარიელთა და მუშქთა (ფრიგიელები)
და შევიდა ქალაქ სარდეს“
გიგესმა თავი- ლიდიელთა მეფედ,
სარდე – დედაქალაქად,
ხოლო ლიდია - ფრიგიელთგან დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა.
და ბოლოს
იმავე წელს გიგესმა დაიწყო ბრძოლა ლიდიელთა ისტორიული მიწების შემოსაერთებლად, რაც თავის თავში გულისხმობდა მცირე აზიის მთელს ეგეოსის ზღვის სანაპიროს და მთელს ანატოლიას, ფრიგიისა და ლიკია – კილიკიის ჩათვლით.



11
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და სიმდიდრე


ლიდია -მცირე აზიის დასავლეთ სექტორში, მდინარე ჰერმოსის (დღევანდელი გედისის) ნაყოფიერ დაბლობში მდებარეობდა.
ჩრდილოეთით მას მისია ესაზღვრებოდა,
აღმოსავლეთით – დიდი ფრიგია,
ხოლო სამხრეთით კი კარია.
ლიდიის დედაქალაქს ბერძნები სარდეს ეძახდნენ. სახელწოდება სარდე, რაც ლიდიურად თბილს“ აღნიშნავს, ქსანთოს ლიდიელის მოსაზრებით,დაკავშირებულია თბილ წყაროებთან, რომელიც ქალაქის აკროპოლისთან კლდიდან გადმოედინება. აქვეა მდინარე პაქტოლუსი, რომელიც ქალაქზე ჩაივლის და ოქრონარევი ქვიშითაა ცნობილი.
ამერიკელმა არქეოლოგებმა სარდეს ნანგრევებთნ აღმოაჩინეს ოქროსაგან ქვიშის განმაცალკევებელი დანადგარი .
ლიდიელები ოქრონარევ ლამს მდინარიდან ცხვრის ბეწვის საშუალებით იღებდნენ. აღსანიშნავია რომ ლიდიას საკმაოდ ხელსაყრელი კლიმატური პირობები ჰქონდა. მდინარე ჰერმოსის დაბლობი ცნობილია თბილი და ნოტიო, ხმელთაშუა ზღვისთის დამახასიათებელი ჰავით, რაც თავის მხრივ მიწათმოქმედებისა და მებაღეობა – მევენახეობის განვითარებას უწყობდა ხელს
.ლიდიაში განსაკუთრებულად მევენახეობა იყო პოპულარული.და არა მარტო ეს-

არამედ იქაური ღვინო და ღვინის სმის ადათ–წესები ფართოდ იყო გავრცელებული მთელს წინა აზიაში.
მსოფლიოში პირველი ოქროს მონეტა ლიდიაში მოჭრეს
მონეტის ერთ მხარეს ლომის თავის გამოსახურება ამშვენებდა, ხოლო მეორეს – ისრით და მუზარადით შემკული მეფის, ხელშის სასმისით.
წარწერა მონეტაზე კი იკითხება, როგორც “ვალველ” , რაც მეცნიერთა აზრით ნიშნავს „ადღეგრძელე“.
ლიდიელი მეფეების სიმდიდრეზე ბევრს წერენ ბერძენი ისტორიკოსები, კერძოდ, ჰეროდოტეს გადმოცემით, ლიდიის მეფე კროისოსმა დელფოსის ღვთაებას 3000 სამსხვერპლო ნივთი შეწირა. მან გადაადნობინა უამრავი ოქრო და გამოაჭედინა ნახევარფილები,
მათი სიგრძე იყო 6 ციდა,
სიგანე – 3 ციდა,
სისქე – 1 ციდა.
ასეთი ნახევარფილა შეადგენდა117 ცალს, აქედან 4 წმინდა ოქროსას,
თითეული მატგანი იწონიდა2,5 ტალანტს
, დანარჩენი მონეტები იყო– თეთრი ოქროსი,და თითეული 2 ტალანტს უდრიდა.
სამსხვერპლო ნივთებს წარმოადგენდნენ აგრეტვე: ლომის ოქროს გამოსახულებები, რომლებიც 10 ტალანტს იწონიდნენ აქვე იყო
ოქროს ფარები,
ოქროს სამფეხები,
ოქროს შუბისპირები,
ძროხების ოქროს ქანდაკებები,
ოქროს სვეტები და სამკაულები.

111
წყაროები ლიდიის შესახებ

ლიდიის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნობებს ასურეთის მეფე ასურბანიფალის დროინდელ წერილობით ძეგლებში ვხვდებით.
სწორედ ამ ტექსტებიდან ვგებულობთ პირველად ლიდიის მეფე გიგესის (ასურ. გუგა) სახელს. აღნიშნულ წყაროებშვე ვპოულობთ საყურადღებო ცნობებს ლიდიის ადრეული პოლიტიკური ისტორიის, კერძოდ, ლიდიაში კიმერიელთა შემოსევის შესახებ.
ლურსმნული წარწერის მიხედვით კიმერიელები ლიდიას პირველად ძვ.წ 680 წელს დაესხნენ თავს. ასურელთა დახმარებით მეფემ შეძლო მომთბარეების ქვეყნიდან განდევნა. ასურბანიფალი იკვეხნის, რომ აქამდე უცნობმა ლუდის მეფე გუგამ მას მფარველობა სთხოვა და დიდძალი ძღვენიც გაუგზავნა.
ამავე წყაროს მიხედვით კიმერიელთა მეორე ლაშქრობა ლიდიაში ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგებით დასრულდა. იმ დროისთვის გუგა ანტიასურული კოალიციის ლიდერს, ეგვიპტის ფარაონ ქსამეტიქ I- ს დაუმეგობრდა.და მეფის ამგვარმა ქმედებამ ასურბანიფალის მხრიდან მოსალოდნელი ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია. (თალეს მილეთელი ამ ნაბიჯს ”ლიდიელთა ჭკუის სასწავლებელ სვლას“ უწოდებს ). ასურეთმა წააქეზა კიმერიელები და მათ მეორე ლაშქრობა მოაწყეს ლიდიაში.რის შედეგადაც მთელი ქვეყანა მტერმა დაიპყრო, მათ შორის დედაქალქი სარდე, მხოლოდ ქალაქის აკროპოლისი დარჩა აუღებელი.
მნიშვნელოვან ცნობებს ლიდიის სახელმწიფოს შესახებ გვაწვდის ჰეროდოტეს თნამედროვე ავტორი ქსანთოს ლიდიელი. მისი მრავალგვერდიანი ნაშრომი, რომლის მიზანი ლიდიის ისტორიის დაწერა იყო,ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ ბერძენი ავტორების მიერ ციტირებულ ფრაგმენტებადაა შემორჩენილი.
ასე ვთქვათ, დიონისე ჰელიკარნასელი ქსანთოს ლიდიელის შრომებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სარდეს აკროპოლისისათვის ბრძოლის დღეებში- „მოუხმო გიგესმა ფრიგიიდან კოლხი დედოფლის- მედეას შთამომავალს,
გორდიონის ქურუმს, გუდუს და კიმერიელთაგან აკროპოლისის დაცვის ნაცვლად დაუმტკიცა 200 ტალანტი ოქრო“.
გუდუმ გუგას აკროპოლისის გარშემო თხრილის გაყვანა და თხრილში იქვე ამომავალი თბილი წყლის ჩაშვება ურჩია. შემდეგ მან ე.წ .ცარუმ ცოპტიცუმ– ისაგან (ინდური კვლიავი) დააყენა ძლიერმოქმედი შხამი .რამდენიმე წვეთი და თხრილის წყალი მთლიანად მოწამლა.
ათიათასობით მოწამლული კიმერიელი დაეცა სარდეს აკროპოლისის კედლებთან,
ამავე ბრძოლაში გმირულად დაიღუპა მეფე გუგაც.
საყურადღებოა, აგრეთვე იონური წარმოშობის ბერძენი ავტორების, ჰეროდოტესა და თალეს მილეთელის შრომები, თუმცა ისინი, რიგი მიზეზების გამო ხშირად ირონიით აღწერენ ლიდიელთა ისტორიის მნიშვნელოვან დეტალებს. ამ კუხით გამოირჩევა თალესი, რომელიც მოგვიტხრობს:
: „ ლიდიელები სკვითებივით იქცევიან და ღვინოს წყლით არასოდეს აზავებენ.
ყოველ ახალ მთვარეზე მამაკაცები ღვინის დასალევად იკრიბებიან.
ღვინოსთნ არასოდეს არაფერს ჭამენ, რადგან არ შეურაცხყონ სასმელი,
ლიდიელებს ჰგონიათ, რომ ღვინოში მათ ხალხის მფარველი ღმერთია.
. ღვინის სმას ასაკით უფროსი იწყებს. მას ხელში ღვინით სავსე თხის რქა უჭირავს
და საკუთარი სიმართლის შესახებ ამბობს სიტყვას,
სვამს და რქას მასზე უმცროსს გადასცემს.
- ასე გრძელდება სუფრის უმრწემესამდე.
შემდეგ კი ყველაფერი თვიდან იწყება მანამ, სანამ მთვრალები კამათს არ წამოიწყებენ. “
ამ ადათის შესახებ ჰეროდოტეც წერს და უმატებს, რომ
ლიდიელთა შორის სუფრაზე ადამიანის მოკვლა მიღებულია

ბოლოს
ლიდიელთა შესახებ არაერთ საგულისხმო ცნობას შეიცავს ძველებრაული წერილობითი ძეგლი „ბიბლია.“ ამ წყაროში საინტერესო ცნობებია დაცული მიდია – ლიდიის ბრძოლის ისტორიიდან (იხ. „დაბადება“, „ეზეკიელი“) .

პოლიტიკური ისტორიის საკითხები

ძვ.წ VII-VI საუკუნეების ლიდიის პოლიტიკური ისტორია საკმაოდ კარგადაა ცნობილი. ძვ.წ. VII საუკუნის დამდეგს ლიდიაში სამეფო დინასტიები შეიცვალა. ჰერაკლიდების სამეფო საგვარეულოს ადგილი მერმნადებმა დაიკავეს. ამ დინასტიის წარმომადგენელთაგან პირველი გიგესი (გუგა) გამეფდა. (692–654წწ) გამეფების წლიდანვე მან, ლიდიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დაუნდობელი ბრძოლა წამოიწყო მეზობელ სამეფოებთან.
ლიდიელებმა გადაწვეს, გაძარცვეს და დაიმორჩილეს ტროა, ფრიგიის, კარიის, მისიის ქალაქები, შეუტიეს (თუმცა უშედეგოდ) ბერძნულ პოლისებს მილეთსა და სმირნას. გიგესის მეფობისას ლიდიამ კიმერიელთა ორი შემოსევა განიცადა. მეფის სიკვდილის შემდეგ მისი პოლიტიკა მემკვიდრემ, არდისმა გააგრძელა, რომელმაც კიმერიელები ქვეყნიდან საბოლოოდ განდევნა, ამისათვის იგი იძულებული იყო დახმარება ისევ ასურელებისთვის ეთხოვა..
არდისის მეფობისას ლიდიელები იწყებენ მრავალწლიან ომს დასავლეთ მცირე აზიის ზღვისპირა ზოლში დმებარე იონური ქალაქების დასამორჩილებალდ. მათ დაიკავეს მილეთის მეზობელი პოლისი პრიენე, მაგრამ თავად მილეთის აღება ვერ შეძლეს. ამ ბერძნული ქალაქის დასაპყრობად არც არდისის მემკვიდრეები სადიატე და ალიატე იშურებდნენ ძალღონეს. ალიატემ თვისი 57 წლიანი მეფობის 27 წელი მილეთთან ბრძოლას შეალია.
ლიდიელები სისტემატურად ანადგურებდნენ მილეთელთა სანახებს და ქალაქის მოსახლეობას სურსათის გარეშე ტოვებდნენ, ასეთი მკაცრი ქმედებების მიუხედავად მეფე ალიატე იძულებული გახდა დაედო ზავი და მილეთი მოკავშირე მეგობრად ეცნო. ალიატეს მეფობისასვე მოუხდათ ლიდიელებს მიდიელებთან ომი. მიდიის მეფე კაიქსარმა, რომელმაც ქერქემიშის ბრძოლაში საბოლოოდ გაანადგურა ასურეთის იმპერია, 590 წელს ურარტუს შეუტია და დაიმორჩილა. შედეგად მიდიამ სამყაროში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი სამეფოს სახელი მოიხვეჭა. ძვ.წ 591 წელს კაიქსარის ლაშქარი მდინარე ჰალისს მოადგა, სადაც მას ლიდიელთა ჯარმა გადაუღობა გზა.
ლიდია–მიდიის 6 წლიანი ომის შესახებ, თითქმის ყველა იმდროინდელი წერილობითი ძეგლი მოგვითხრობს. ჰეროდოტეს მიხედვით 6 წლის მანძილზე 1 დღითაც არ შეწყვეტილა ბრძოლა, „ხან მიდიელები ძლევდნენ ლიდიელებს ხან კი პირიქით “. და აი 585 წლის 28 მაისს დადგა გადამწყვეტი დღე, რომელიც თალეს მილეთელმა ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად რამდენიმე წლისთ ადრე იწინასწარმეტყველა . „მეექვსე წელს, როდესაც შეეჯახნენ ერთმანეთს და ბრძოლა დაიწყო, მოხდა ისე, რომ უეცრად დღე ღამედ იქცა. მიდიელები მზეს აღმერთებდნენ და მზის სრულმა დაბნელებამ კაიქსარის ლაშქარში პანიკა გამოიწვია. მიდიელთა მეფემ ეს მოვლენა ღვთიურ ნიშნად მიიღო და ჯარს სასწრაფოდ იარაღის დაყრა უბრძანა , იგივე გააკეთეს არანაკლებ დაშინებულმა ლიდიელებმაც
ბრძოლა ლიდიელთათვის საპატიო ზავითდ ასრულდა და ქვეყვებმა მეგობრული ხელშეკრულება დინასტიური ქორწინებით გაამყარეს. ალიატეს ასული არიენისი კაიქსარეს ვაჟს ასტიაგს მიათხოვეს.
მიდიელებთან დადებული ზავით გადიდგულებული ლიდიელები ისევ ბერძნულ ქალაქებსა და მცირეაზიურ სამეფოებს შეესიენ. ეს წლები ლიდიური საგარეო პოლიტიკის აღზევების ხანად ითვლება და ალიატეს მემკვიდრის კროისოსის (ლიდ. კრავასოსი) მეფობას ემთხვევა.
მეფე კროისოსმა (კრავასოსმა) სულ რამდენიმე წელიწადში მთელი მცირე აზია შემოიმტკიცა. მან ერთნაირი წარმატებით დაიმორჩილა ეოლიელებიც და იონიელებიც (მათ შორის მილეთიც) ფრიგიელებიც და მიზიელებიც პაფლაგონიელებიც და ბითვინიელებიც კარიელებიც და პაფლიელებიც, ერთი სიტყვით, ლიკიელების და კილიკიელების გარდა მთელი მცირე აზია ლიდიელთა ხელში აღმოჩნდა.
დაპყრობილ ქალაქებში ლიდიელები ავრცელებდნენ საკუთრ ადათებს, კერძოდ ღვინის სმის ტრადიციულ წესს. ბრუნვაში იყო სარდეში მოჭრილი ოქროს მონეტები. მეფე კროისოსს მიზნად ქონდა ეგეოსის ზღვის ბერნული კუნძულების დაპყრობაც, თუმცა მას წინ დიდი, გადამწყვეტი ბრძოლები ელოდა.
მიდიის დამარცხებით შეგულიანებული სპარსეთის მეფე კიროსი მცირე აზიის..
: დასაპყრობად ემზადებოდა. კროისოსმა დასწრება არჩია. ძვ.წ 550 წელს მან სასაზღვრო მდინარე ჰალისი გადალახა და კაბადოკიაში შეიჭრა. კიროსის ლაშქართან ბრძოლა 4 წელი გაგრძელდა. თალესი წერს: „4 წელი ებრძოდნენ უგუნური ლიდიელები კიროსს მზის დაბნელების იმედით“, მაგრამ მზე არ დაბნელებულა და 546 წელს კროისოსი იძულებული შეიქნა დედაქალაქისკენ დაეხია, სადაც ის ბაბილონელების ეგვიპტელებისა და ლაკედემონელების ხარჯზე ჯარის შევსებას გეგმავდა, მაგრამ კიროსი მიუხვდა ჩანაფიქრს და სულ მოკლე ხანში სარდე ალყაში მოაქცია. კროსიოსს და ლიდიელებს ვერც ძველმა ხერხმა, თხრილში გაშვებული თბილი წყლის მოწამვლამ უშველა. (კიროსი კარიელებმა წინასწარ გააფრთხილეს). ვერ უშველა ქალაქს ვერც სამასმა ლიდიელმა ცხენოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ იბრძოლა. სპარსელებმა სარდე აიღეს, დაუმარცხებელი მეფე კროისოსი კი დაატყვევეს და მოკლეს.
550–546წწ მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წლებია ამ დროს სამუდამოდ შეწყვიტეს არსებობა მაშნდელი სამყაროს უძლიერესმა სახელმწიფოებმა: მიდიამ, ფრიგიამ, და ლიდიამ. მათთან ერთად ყველა იმ ერმა, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა.
ყველა, ვინც თავს ლიდიელი უწოდა, სპარსებმა ქვეყნიდან გაასახლეს. მათი ძირითადი ნაწილი აპენინის ნახევარკუნძულზე გადასახლდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რომის რესპუბლიკის შექმნაში. თავად ლიდიამ კი სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა და იგი აქამემიანთა სპარსეთის ერთერთ პროვინციად იქცა.
ბოლო
446 წელს დამოუკიდებელი არსებობის 150–ე წლისთვი ლიდიისა და ლიდიელების ისტორია გაქრობით დასრულდა.

რელიგია და ტექსტები

ძველბერძენი ისტორიკოსი ნიკოლოზ დამასკოელი თავის „მსოფლიო ისტორიაში“ (შედგებოდა 144 წიგნისაგან) წერს:
„ლიდიელები ერთბაშად ყველა ღმერთს ცემდნენ თაყვანს,
ისინი ეთაყვანებოდნენ ასურელებისა და ეგვიპტელების ღმერთებს,
ხეთებისა და ტროელების,
კილიკიელებისა და ბერძნების,
იერუსალიმისა და ტვიროსის ღმერთებს“.
ლიდიელთა რწმენით ღმერთი იყო ერთი და ის სვამდა ღვინოს.
უძველესი ლიდიური წარწერები ბუსტროფედონებს წარმოადგენდნენ, თუმცა ზოგიერთი წარწერა მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. შინაარსობრივად ეს წარწერები რამდენიმე ჯგუფად იყოფა, პირველ ჯგუფს ეკუთვნის საფლავის ქვებზე ამოკვეთილი ეპიტაფიები
მეორე ჯგუფის წარწერები იურიდიული ხასიათისაა
, ხოლო მესამე ჯგუფს შეადგენენ პოეტური ტექსტები.
სადღეისოდ სულ რამდენიმე პოეტური ტექსტია ნაპოვნი. ისინი იტალიის ლაციუმის პროვინციაში- ლიდიის განადგურების 30 წლის შემდეგაა დაწერილი. . გთავაზობთ მათ ავტორისეულ თარგმანს:
1 „ღმერთმა ასე ინება
დღეს შენ ხარ ჩემს სახლში მასპინძელი
ნუ დაგავიწყდება ვახშამზე ჩემი სადღეგრძელოს დალევა.“

2. „ღმერთმა ასე ინება
დღეს შენ ბარავ ჩემს ეზოს
ფრთხილად ბარე ჩემი გული სადღაც იქ მარხია“

3.„ღმერთმა ასე ინება
დღეს შენ უვლი ჩემს მკვდრებს
მოუარე მათ ჩემს დაბრუნებამდე.“

ბოლოთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველზე არაფერი ვიცი, მისი წინასწარმეტყველების გარდა.

პოსტის ავტორი: dilaadriano თარიღი: Jul 26 2010, 10:02 PM

ტექსტს კარგად თუ წაიკითხავთ
ბევრ საგულისხმო დამთხვევას იპოვნით დღევანდელ საქართველოსთან sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 27 2010, 01:17 AM

dilaadriano
ლუდის ქვეყანა ჩვენ ვართ? user.gif
რა კალამბურია biggrin.gif არდა ლუდ–ად არ უნდა იწერებოდეს..

შეცდომაა,
ლიდია ხეთურ–ლუვიურ ოჯახში შედის (მაგათ ენათესავება) ა ხეთურ–ლუვიური ენა კიდე არ ჩამოჰგავს ქართულს
ტაკ შტო, ეს ყველაფერი ბლა ბლა ლეგენდაა, ჭორი yes.gif

ანდა დაიცა, ლიდიის მითებს გადავამოწმებ გელოვანთან biggrin.gif

პოსტის ავტორი: dilaadriano თარიღი: Jul 27 2010, 08:26 AM

ციტატა(ქევანა @ Jul 27 2010, 02:17 AM) *

dilaadriano
ლუდის ქვეყანა ჩვენ ვართ? user.gif
რა კალამბურია biggrin.gif არდა ლუდ–ად არ უნდა იწერებოდეს..

შეცდომაა,
ლიდია ხეთურ–ლუვიურ ოჯახში შედის (მაგათ ენათესავება) ა ხეთურ–ლუვიური ენა კიდე არ ჩამოჰგავს ქართულს
ტაკ შტო, ეს ყველაფერი ბლა ბლა ლეგენდაა, ჭორი yes.gif

ანდა დაიცა, ლიდიის მითებს გადავამოწმებ გელოვანთან biggrin.gif

აკი დავწერე დაკვირვებით წაიკითხეთ მეთქი.

ლიდიას ასურულად ლუდი ეწოდება
მათი ენა ხეთურ-ლუვიურ (ინდოევროპულ) ენებში შედის
"ქართული" ტექსტში არაა ნახსენები
და ვერც იქნებოდა ნახსენები
2500 წლისწინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ

აი გელოვანზე ხუმრობა კი მომეწონა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 27 2010, 07:38 PM

dilaadriano
კაი, მაშინ მითხარი რას გულისხმობ "საქართველოსთან ბევრ საგულისხმო დამთხვევა"-ში? biggrin.gif

მერე რა თუ რაღაც ემთხვევა? თემა საქართველოს მეფეებზეა და სად ლიდია და სად ლიდიასთან მსგავსება? ან სად საქართველოსა და მის მეზობლებთან ურთიერთობაზე?

მე კი ვაღიარებ თუ რამე შემეშალა ან არ დავუკვირდი, მაგრამ ამხელა ცნობები რომ მოგყავს, ერთი კარგად მაინც ახსენი თემასთან რა შუაშია ჩემნაირი დაბნეულისთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: dilaadriano თარიღი: Jul 29 2010, 01:55 PM

ციტატა(ქევანა @ Jul 27 2010, 08:38 PM) *

dilaadriano
კაი, მაშინ მითხარი რას გულისხმობ "საქართველოსთან ბევრ საგულისხმო დამთხვევა"-ში? biggrin.gif

მერე რა თუ რაღაც ემთხვევა? თემა საქართველოს მეფეებზეა და სად ლიდია და სად ლიდიასთან მსგავსება? ან სად საქართველოსა და მის მეზობლებთან ურთიერთობაზე?

მე კი ვაღიარებ თუ რამე შემეშალა ან არ დავუკვირდი, მაგრამ ამხელა ცნობები რომ მოგყავს, ერთი კარგად მაინც ახსენი თემასთან რა შუაშია ჩემნაირი დაბნეულისთვის biggrin.gif

ვგულისხმობ იმას
რომ
თემის სატაურია:
"საქართველოს ყველა მეფე"
არადა მეფეების ჩამონათვალი დიაოხის მეფეებიდან იწყება
ვერავინ დაადასტურებ მეცნიერულად რომ დიაოხი ქრთული სახელმწიფოი წარმონაქმნი იყო
თუ მაინცდამაინც იმაზე გავაკეთებთ აქცენტს
რომ
იქ ქართველთა წინაპარი ტომები ცხოვრობდნენ
რა დააშავა ურარტუმ
ტრაპიზონის იმპერიამ
ან ფრიგიამ (რომელსაც ასურელები მუშქების ქვეყანას უწოდებენ)?
(მუშქები - იგივე მესხები)
დიდი ფრიგიის შემადგენლობაში შედიოდა ლიდია
შემდეგ უკვე - პირიქით
ქართლის პირველი დედაქალაქი "მცხეთა" მესხების - იგივე ფრიგიელების დაარსებულია

ასე რომ
თუ დიაოხის მეფეები იყვნენ საქართველოს მეფეები
ამავე ლოგიკით ფრიგია-ლიდიის მეფეებიც ჩვენი ყოფილან
თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ
რომ კოლხები მცირე აზიის მთელ შავიზღვისპირეთში იყვნენ განსახლებულები....

ეს ნარკვევიც სწორედ იმათ ეძღვნება
ვინც საქართველოს ინდოეთიდან დაწყებული და აცტეკებით დამთავრებული
ყველგან ეძებს
უბრალოდ მათ ძველი სამშობლოს ძიებაში დავეხმარე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 29 2010, 11:30 PM

dilaadriano
აჰა, ნუ მაშინ მე იმას ვიტყოდი რომ:
დიაოხი და კოლხა იყო ქართველური ტომების სახელმწიფოებრივი გაერთიანება yes.gif
ქართველთა წინაპარი და ქართველთა მეზობელი სახელმწიფოები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, არა? unsure.gif

ამიტომაც ჩათვალა თემის ავტორმა რომ დიაოხის და კოლხეთის მეფეების სახელების შეტანა სიაში.

და ისე ტერმინ საქართველოზე დავა გვქონდა ფორუმელებს ადრე, უხსოვარ დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Nov 25 2011, 11:17 PM

არსოკი და არსუკი, ასევე არშაკ I

მემგონი დაკავშირებულნი არიან პართიის იმპერიის სამეფო დინასტიასთან "არშაკიდებთან", რომელსაც ასევე სომხების უკავშირდებიან (ამბობენ, რომ მათ ნათესაური კავშირი ჰქონდათ დავით მეფსალმუნის წინაპარ, მეფე ფარეზთან)

საინტერესოა... ასევე ჩვენი მეფეების სახელებში, დავით მეფსალმუნის წინაპრის, მეფე "ფარეზის" ( ფარეს (შ) ) ფიგურირება .

ფარ - ნავაზი

ფარს - მანი

(ხ) ქსე - ფარ- ნუგი

ფარ-ნაჯობი


ინდოეთში / გონდო-ფარეზი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2014, 11:19 AM

"თემურლენგის მიერ დანგრეული სვეტიცხოველის აღსადგენად ალექსანდრე დიდმა შემოიღო საგანგებო გადასახადი, რომელსაც მოსახლეობა მთელი 40 წლის განმავლობაში იხდიდა. როცა სვეტიცხოველის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, ეს გადასახადიც გაუქმდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2015, 12:32 PM

http://www.radikal.ru

წმინდა ვახტანგ გორგასლისა და წმ დავით აღმაშენებლის ხატი - ხატმწერი ეკა არჩვაძე. ამ ხატის პირველწყაროს ავტორია ნათია ხერკელაძე, ის ხატი დაბრძანებულია ბარაკონში.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2016, 09:01 PM

"იდგა 442 წელი. მცხეთის სასახლე დიდ სიხარულსა და ზეიმს მოეცვა - მეფე მირდატ IV-სა და დედოფალ საგდუხტს ტახტის მემკვიდრე შეეძინათ. სპარსმა დედამ პატარას სპარსული სახელი ვარანხვასრო-თანგ შეარქვა, ქართულად - ვახტანგი...



...სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი სამეფოს დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში იღლიის ქვეშ სასიკვდილოდ დაიჭრა. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა".

/"კარიბჭე" N25, 2008, გვ.26-27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 09:37 AM

"მარტყოფის დასავლეთით, იალნოს მთების კალთაზე, დგას V-VI საუკუნეების მარტყოფის ანუ ღვთაების მამა ანტონის მონასტერი. ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე წმინდა ვახტანგ გორგასლის გამოსახულება იყო, მეორეზე - მონასტრის განმაახლებლის, წმინდა დავით აღმაშენებლისა. ისინი XIX საუკუნის 50-იან წლებში წაიშალა".

/"კარიბჭე" N17, 2016, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 12:08 PM

"1765 წელს თურქებმა გურია დაიპყრეს. 1766 წელს იმერეთს შეესივნენ, სვერის ციხე აიღეს, სოლომონი ტახტიდან გადააყენეს, მის ნაცვლად მეფედ მისი ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს, რომელიც თურქებს შეპირდა, რომ "ტყვის სყიდვას" ხელს არ შეუშლიდა. სოლომონმა ოთხი კაცის თანხლებით თავი მოდინახეს ციხეს შეაფარა და პარტიზანული ბრძოლა წამოიწყო.

ოსმალეთს ეს ლაშქრობა ძვირი დაუჯდა - 1200 ქესა (360 000 მანეთი), შედეგი კი სახარბიელო არ იყო - იმერეთში, ფაქტობრივად, ისევ სოლომონი მეფობდა. ისევ ზავის დადება არჩიეს.

1768 წელს ცხრაწყაროსთან სოლომონმა თავისი ერთგული იმერლებით დაამარცხა თურქები და მათ მიერ დადგენილი თეიმურაზი, რომელიც მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარც გამოსულა - მეფისა და ბიძაშვილის მოღალატეს მეხი დაეცა და მოკლა".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 12:31 PM

"დავათრეთ ხრმალი ჩვენი სისხლთა შინა თათართასა".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 12:58 PM

"ათასგვარ ხერხს ხმარობდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში. იმერეთში, ერთ-ერთ ციხეში იმერლები ყოფილან გამაგრებული. ციხეს თურქები მიესიენ. თურქები რომ დაუნახავთ, ქართველები უეცრად, განგებ, გარეთ გამოვარდნილან ციხიდან და გაქცეულან, ნადავლს დახარბებული თურქები უცებ შეცვენილან ციხეში. ციხე, რომელიც დანაღმული ყოფილა, აფეთქებულა და ხუთიათასი თურქი განადგურებულა".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 01:10 PM

"ხატოვნად უთქვამს ხალხს: თუ სოლომონ I-ის გამეფებისას "იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც, ბრმაც და კბილებჩაცვენილიც", ახლა (მისი მეფობისას) "ყველაფერი კარგად ესმის, შორს ხედავს, ფეხებზე მაგრად დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტერს უკბინოს... მთელი სამეფო გამობრუნდა და გამოკეთდაო".

ერთ ხალხურ ლექსში ხალხი მეფეს ათქმევინებს:

"ამის ავი კაცი ვიყავ, ტყვე არვის ვაყიდინეო,
მწყემსი ვასუქე, ვადიდე, ჩეროს ქვეშ დავაძინეო".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 10:46 AM

"წმინდა მეფე სოლომონი დაიბადა 1772 წელს. დედამისი იყო ერეკლე II-ის ასული ელენე, მამა - არჩილ ალექსანდრეს ძე, ძმა იმერთა მეფე სოლომონ I-ისა. მამამისი 1775 წელს გარდაიცვალა და როგორც ურწმუნო და შეჩვენებული იოსებ კათოლიკოსისგან (ღვიძლი ძმისგან), სანეხვეზე დამარხეს".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ. 94/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 11:51 AM

"ვახტანგი [გორგასალი] მშობლების მეორე შვილია. მის დაბადებას წინ უსწრებს ღვთისადმი ვედრება: "კვალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე". ოთხი წლის შემდეგ ღმერთმა ეს თხოვნა შეისმინა, რასაც მშობლები უსაზღვრო მადლიერებით შეხვდნენ: "შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ ლოცვითა და ღამისთევითა დღეთა მრავალთა".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.60/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 02:59 PM

"ვახტანგის სიკვდილი მთელმა ერმა სასჯელის დღედ მიიჩნია. მემატიანე ხალხის განწყობილებას ასე აფასებს: "მორწმუნე ერი ნატრობდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა". ამგვარად, ხალხის გულებში დამკვიდრებულია იდეალი - ღვთის სასუფეველი მიწიერი სამეფოს ნაცვლად. ამგვარი იდეალი ეკლესიაში ჩვეულებრივი იყო, მაგრამ იგი ახლა ხალხის პოლიტიკურ აზროვნებაშიც ბატონობდა".

/"კარიბჭე" N20, 2016, გვ.60/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2016, 11:25 AM

"ლაშარის ჯვარს მრავალ შესაწირს სწირავდნენ, მათ შორის, საქართველოს მეფენიც - ადგილ-მამულებს, კახეთში - ზვრებს.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ლაშარის ჯვარი ლაშა-გიორგის დაუარსებია თავისი მოსახელის, წმინდა გიორგის პატივსაცემად".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2016, 11:28 AM

"აბაშიძეები იყვნენ იმერეთის უძლიერესი ფეოდალები. ხშირად მათი ნება-სურვილით წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი.

თავად იტვირთა მეფობის სიმძიმე აბაშიძეთა გვარის ერთმა წარმომადგენელმა XVIII საუკუნის დასაწყისში. პატრიარქ აბრაჰამის მონასტერს განასრულებდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მრავალ ჯვარსა და ხატს შეამკობდა და ჭედდა და მრავალ ხელნაწერს განაახლებდა იმერთა მეფე გიორგი V აბაშიძე.

აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს მოყვრობა ჰქონდა ბაგრატიონთა ღვთივკურთხეულ და ღვთივგვირგვინოსან სამეფო სახლთან.

იმერთა მეფე ალექსანდრე V თავად ლევან აბაშიძის სიძე გახლდათ. აბაშიძის ქალის გაზრდილი იყო დიდი სოლომონ I. ქართლის მეფე ვახტანგ VI ვახანის ციხის პატრონის თავად ვახუშტი აბაშიძის სიმამრი იყო, ხოლო კახთბატონი ერეკლე II თავად ზაალ აბაშიძის სიძე გახლდათ".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 01:41 PM

[წმინდა მეფე სოლომონი II] 21 წელი მეფობდა იმერეთს და, შეიძლება ითქვას, 21 დღეც არ გაუხარია".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.201/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:06 PM

"აქვე უნდა გავიხსენოთ სოლომონ [II] მეფის მოძღვრის, მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილის საგულისხმო ამბავი. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა და მეფე სოლომონის ერთგულების ფიცს დებდნენ. მამა ბესარიონი თურმე "ერის ურჩობაში" ჩავარდა და მეფე სოლომონის ერთგულებაზე არ დაუფიცია. იმავე ღამეს გამოსცხადებია ღვთისმშობელი და უთქვამს: - ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენ დღეში ვერ გაიგონოო.

სამ კვირაში მღვდელს ცოლი და ორი შვილი გარდაეცვალა და ამ სოფლის დამტევებელმა, ჯერ იერუსალიმის და შემდეგ ათონის მთას მიაშურა, სადაც წლების განმავლობაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა.

მართლაც გასაოცარია, ღვთისმშობელმა აკურთხა წასაგებად განწირულ ომში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლნი".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.234/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:24 PM

"სვეტიცხოველში, სადაც უშვილოთა ნუგეშინისმცემელი მცხეთის ჯვარი ასვენია, მეფე დემეტრეს წამებული ნეშტიც განისვენებს. მაშ, ვევედროთ წმინდანს, მეოხ გვეყოს ღვთის წინაშე და როგორც ოდესღაც მისი შეწევნით ნოინის ცოლი შვილიერ იქმნა, ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებს, მოგვმადლოს ძენი და ასულნი, მისი გიორგივით, მისი ვახტანგივით განმაბწყინვებელნი მართლმადიდებელი საქართველოსი".

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 10:59 AM

"წმინდა პეტრე [ქართლის პირველი კათალიკოსი] ახლდა ვახტანგ გორგასალს სპარსელებთან ომში. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა მისი ძე დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას".

/"კარიბჭე ბავშვებისათვის"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 08:53 PM

"საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სვეგამწარებული მეფე - თეიმურაზ I"

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 03:40 PM

"გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩნდა საფლავი, რომელიც, მეცნიერთა თქმით, კახეთის მეფე კვირიკე დიდს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ აქ იპოვეს კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა XI საუკუნისა. ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა მეფის საგვარეულო აკლდამა იყოს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 09:15 PM

"სახელოვან მეფეზე [წმ. სოლომონ I] ძლიერ იმოქმედა ნაჭიშკრევის მწარე მარცხმა. 1784 წლის 23 აპრილს მეფე ხონში აპირებდა წასვლას გიორგობის დღესასწაულზე. ის იყო ცხენზე უნდა ამხედრებულიყო, რომ უცებ გულაღმა დაეცა და გარდაიცვალა.

იმეფა 32 წელი და შთამომავლობას დაუტოვა დიდნი საქმენი. "იმერთა მეორე აღმაშენებელმა" ქვეყანა მკვდრეთით აღადგინა და ღრმა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. დაკრძალეს გელათის მთავარ ტაძარში, სადაც მანამდე არცერთ მეფეს არ განუსვენია".

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:52 PM

"გორგასალმა დაამკვიდრა რწმენის საოცარი სულისკვეთება, რომელიც ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებლობას ქადაგებდა. მისი სარწმუნოებრივი გულმხურვალება თვითდამკვიდრებისა და უკვდავების ის იშვიათი გამოხატულება იყო, რომლითაც საქართველომ გაუძლო მომხდური მტრის ბოროტებას და გადარჩა როგორც ქვეყანა.

უფლისთვის სიკვდილის მაძიებელ გორგასალს უფალმა გამარჯვების წყალობა მოსცა და ძლევამოსილი საქართველო შეაქმნევინა".

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:58 PM

"თეიმურაზ I მეფედ ბოდბეში აკურთხეს"


/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 171/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:07 PM

"დემეტრე თავდადებულს სამი ცოლი ჰყავდა (რაც ისტორიული აუცილებლობით იყო განპირობებული). ამის გამო მან სამი ეკლესია ააგო თბილისში (მეტეხის ტაძარი განაახლა, ნარიყალასა და თაბორის მთაზე ააგო ტაძრები). როგორც ჩანს, მას ეს ცოდვა ძალიან ტანჯავდა და ტაძრების აგებით სული დაიმშვიდა.

იგი ერთადერთი მოწამეა მთელ საქრისტიანოში, რომელსაც თავდადებული ჰქვია. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (პავლე მოციქული). მან აღასრულა მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ და ხალხისთვის თავი დადო. ამიტომაც საქართველოს ეკლესიამ დემეტრე უყოყმანოდ შერაცხა წმინდანად."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 08:59 PM

"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 09:51 PM

"ქართლის მეფე გიორგი X სვეტიცხოველში იქნა დაკრძალული. მეფე ქართლში იდგა თურმე, მეჯვრისხევში. მოურთმევიათ თაფლი, შეჰყოლია ფუტკარი. ეცა ენაზე, გაუსივდა ნაკბენი და 8 ნოემბერს გარდაიცვალა. წამოუსვენებიათ და მცხეთის საპატრიარქო საყდარში დაუკრძალავთ. სხვა ვერსიით, გიორგი X შაჰმა მოაწამვლინა."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:42 PM

"დილას, ნისლი რომ გაიფანტა, თავს დაესხა ვახტანგ მეფე სპართა ჯარს. შეტევის წინ მიმართა ჯარს: "ყოველი კაცი, რომელიც მტერს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლის ველიდან, ჩვენ თვითონ მოვკლავთ".

/"თბილისელები" N30, 2018, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 08:48 PM

"საქართველოს მეფეთა - ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებელის მიერ ქვეყნის სახელწიფოდ ჩამოყალიბების და ქრისტიანობის განმტკიცების პერიოდიდან, ვიდრე რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს დადებულ გარიგებამდე, მოგეხსენებათ, საქართველოს მთლიანი დაპყრობა სამართლებრივად არც არავის გაუფორმებია. მისი სიძლიერე ყოველთვის ქრისტიანობაზე და ქვეყნის ერთიანობაზე იყო დამოკიდებული და როდესაც ამას მიაღწევდნენ გამორჩეული მამულიშვილები, საქართველო ძლიერიც იყო და განუყოფელიც"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:34 PM

"ჩვენი აზრით, თიფიელი ფიხუნია, რომელიც ქაშქების პირველ მეფედ მოიხსენიება (ძვ. წ. XIV ს.), იყო ქართველურენოვანი მოსახლეობის ყველაზე ძველი მეფე. იგი დაახლოებით 200 წლით ადრე მეფობდა დიაოხის (ტაოხი, ტაო-ს) მეფე - სიენი-ზე. თიფიელი ფიხუნია ასევე წინ უსწრებდა კოლხ აიეტის მეფობას."

/"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:37 PM

"ვახტანგ V შაჰნავაზი - ენერგიული მეფე ქართლ-კახეთისა (1658 - 1675), რომელიც მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული გაძლიერებისათვის. მან "მოიწყო ქართლი და კახეთი, იმერნი ჟამად ეპყრნეს, ჟამად მსახურებდნენ და უსმენდნენ, მესხნი მორჩილებდნენ"(ვახუშტი).

ვახტანგ მეხუთეს, როგორც ეს ქვეყნის ჭეშმარიტად გულშემატკივარ მმართველს მოეთხოვება, სწორად ესმოდა სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწავლა-განათლებისა, რომლის საფუძველსაც საღმრთო წერილისა და მისი განმარტებების შესწავლა წარმოადგენს.

თვითონ მას, როგორც ამას მემატიანე გვამცნობს, თავისი შვილებისათვის სრულყოფილი აღზრდა-განათლება მიუცია; მეფემ არჩილი, გიორგი და ლევანი აღზარდა "სახელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მხედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა და ესრეთ სახედ, რომე არაოდეს არ აღზრდილარს საქართელოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 217/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 08:37 PM

"გიორგი მესამე იყო უმამაცესი მეომარი, გამჭრიახი სარდალი და პოლიტიკოსი "ლომთა უმხნესი და არწივთა უმაღლესი", მოტრფიალე ნადირობისა, ლხინისა და დროსტარებისა, ბუნებით ხალისიანი, მაგრამ განრისხების ჟამს ფრიად სასტიკი და დაუნდობელი. ჭაბუკობისას მამამ ცოლად შერთო ოვსთა მეფის ულამაზესი ასული ბურდუხანი".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.61/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:33 PM

"მირდატ V - ოცდამეთორმეტე მეფე ფარნავაზის შემდეგ. მირდატს ცოლად ჰყავდა არანის მმართველ ბარზებოდის ასული, ქმრის ხელში გაქრისტიანებული სარანდუხტი. მათ სამი შვილი შეეძინათ: - 427 წ. გოგონა ხვარანძე; - 431 წ. ვახტანგი (შემდეგ გორგასლად წოდებული); - 437 წ. მირანდუხტი".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.138/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2021, 08:25 PM

"ცნობილია, რომ ფარსმან-ქველი მიიწვია თავისთან რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (133-161 წ.) და დიდ პატივად ჩათვალა მისი სტუმრობა. სტუმრის პატივსაცემად გაიმართა ცხენოსანთა ჯირითი. ფარსმან-ქველის უბადლო ცხენოსნობით მოხიბლულმა ანტონიუს პიუსმა ბრძანა, მარსის მოედანზე აღემართათ ცხენზე ამხედრებული ქართველი მეფის ქანდაკება. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდებული მეფე, რომელიც თავზარს სცემდა მტერს, სპარსელების მიერ მოსყიდულმა ქართველმა მზარეულმა მოკლა".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.218/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 09:34 PM

"წმ. მირდატ IV - ოცდამეათე მეფე ფარნავაზიდან. ეს არის ქრისტესათვის წამებული პირველი ქართველი მეფე. მას უზნეო და უსჯულო მეფედ მოიხსნიებს "ქართლის ცხოვრება". "და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მხედარი და შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღვთისა, ლაღი და ამპარტავანი და მინდობილი მხედრობასა თვისსა და არამსახურა მან ღმერთსა, არღა აღაშენა ეკლესია, არცა-რა ჰმატა აღშენებულთა" - წერს მოსე ჯანაშვილი.

მირდატ IV-ის დროს კვლავ შემოესია სპარსეთი საქართველოს: მეფე ტყვედ ჩავარდა და ბაღდათს წაიყვანეს ხალიფასთან.

სჯულის გამოცვლა მოსთხოვეს ქართველ გვირგვინოსანს, მაგრამ სწორედ აქ გამომჟღავნდა მირდატ მეფის უსაზღვრო სიყვარული ქრისტესადმი და მტკიცე უარი განაცხადა შემოთავაზებულ ყველა პირობაზე, რასაც ქრისტეს უარყოფით მიიღებდა.

ბორკილდადებული და ნატანჯი მეფე საპყრობილეში ჩააგდეს და ბოლოს 410 წელს თავი მოჰკვეთეს. თავისი სიკვდილის ფასად აგვიგო ზესთასოფელში ეკლესია, საიდანაც ჩვენთვის ლოცულობს.

მირდატ მეფის ხსენების დღეა 8 (21) ივლისი".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.308/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 09:58 PM

"ამბობენ, რომ მისი [ვახტანგ გორგასალის] სიმაღლე 2 მ. და 40 სმ. იყო. ასევე ამბობდნენ, რომ შეეძლო გაქცეულ ირემს ფეხით დასწეოდა და შეკაზმული ცხენი ხელით დაეჭირა თავს ზემოთო".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.308/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 08:28 PM

"ლაშქრობის დროს ვახტანგ გორგასალმა ბევრი ქრისტიანული ეკლესია და ბევრი ქრისტიანი გადაარჩინა. როცა სინდეთში გამარჯვებას ცოტაღა უკლდა, ციხის ქონგურიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ასე გადმოსძახა მეფეს:

მეფეო, შენ იმ ყვავსა ჰგავხარ, რომელმაც ქორი რომ იპოვა, სხვა ყვავებთან ერთად კი არ დაგლიჯა, არამედ მოარჩინა. შემდეგ ქორმა, თავისი მკურნალი შეჭამა. ქორს ვერავინ გაამტყუნებს, - ქორულად მოიქცა, ხოლო ყვავი არ მოიქცა თავისი ჯიშის შესაბამისად და იმიტომ დაიღუპაო. ვახტანგ მეფემ კი უპასუხა:

უგუნურო, შენ კიდევ იმ თხუნელას ჰგავხარ, რომელსაც არასოდეს მზის სინათლე არ უნახავს და მზის სითბო არ უგრძვნია. მე, ამ ლაშქარში მონაწილეობით უამრავი ქრისტიანი გადავარჩინე და სამოთხესთან უფრო ახლოს მივედი, ვიდრე ჯოჯოხეთთანო!

შეებრძოლნენ ერთმანეთს სინდეთის მეფე და წმ. ვახტანგ მეფე. წმ. ვახტანგმა ხმლის პირველივე მოქნევით დაჭრა იგი და მიათრია შაჰის წინაშე, ოღონდ სთხოვა შაჰს, რომ არ მოეკლა სინდეთის მეფე, მოერჩინა და ზავი დაედო...

სინდეთის (დღევანდელი პაკისტანის) მეფესთან ამ პატარა ეპიზოდითაც კი მშვენივრად გამოჩნდა ქრისტიანული ზნეობის სიმაღლე და თავად წმ. ვახტანგ მეფის ქრისტიანული სახე".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.306-307/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2021, 08:25 PM

"მეფე დიმიტრიმ, წარმართ მონღოლთა მსგავსად სამი ცოლი მოიყვანა. ბასილი მონაზონმა მეფის უწესო ქორწინებანი ამხილა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ მან მეფეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ძალით უწინასწარმეტყველა, რომ თუკი არ შეისმენდა და ცოდვას არ განეყენებოდა, მეფობა ჩამოერთმეოდა, ხოლო მისი შვილები განიბნეოდნენ. კრიტიკულ ჟამს დიმიტრის პიროვნებაში მამულისა და ღმერთის სიყვარულმა იმძლავრა და მან თავი დასდო თავისი ერისათვის. დიმიტრი მეფის დამსჯელი არღუნი რამდენიმე წლის შემდეგ ავადმყოფობით დაუძლურებული, იმავე დღეს (12 მარტს) და იმავე საათზე დაახრჩვეს, რომელზეც მეფე დიმიტრის მოჰკვეთეს თავი"

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.149/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 07:10 PM

"გარკვეული ხნის შემდეგ, სპარსეთის შაჰმა ვახტანგ მეფეს [გორგასალი] ბერძენთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ამ დროს მეფე 30 წლის ვაჟკაცი იყო, რომელსაც მემატიანე ჯუანშერის გადმოცემის თანახმად ხელეწიფებოდა, "ხელით დაეჭირა ირემი, ხოლო შეჭურვილი ცხენის მხრებზე შეგდება და ასეთნაირად არმაზის მთაზე მდებარე ციხეში ასვლა შეეძლო" (იხ. ჯუნაშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა").

/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 09:25 PM

"ვახტანგ გორგასალმა უდიდესი სახელი დატოვა შთამომავლობაში. ამ მხრივ, მისი შედარება მხოლოდ დავით აღმაშენებელთან თუ შეიძლება"

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.71/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:18 PM

"1518-1574 წწ. ლევან კახთა მეფე აქ თავისი ნებით სვამს ლეკებს და მათ ვალდებულებად ადებს სამეფო კარისთვის ყინულის ზიდვას: "ხოლო მთის ძირს არს ფიფინეთი, სადაც დასხნა ლევან მეფემან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულ კავკასიიდამ ყინული და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდეგ იწოდა ჭარი და ჰყვეს სიმაგრე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.108/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 09:15 PM

"ერმა დიდად დააფასა სახელოვანი მეფის [სოლომონ I] ღვაწლი. მას სიყვარულითა და პატივისცემის ნიშნად სოლომონ დიდი და იმერთა მეორე აღმაშენებელი უწოდეს"

/"სულიერი ყვავილნარი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:57 PM

"კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი, თავის ნაშრომში, "ისტორია ქართლისა" ("კალმასობის" ნაწილია და არ არის გამოცემული), სხვა, ძველი მატიანეებიდან ამოღებულ ცნობებს გვაწვდის, რომლის მიხედვით, ლაშა-გიორგის ჭერემობის დღესასწაულზე უნახავს ვიღაც ახაშენელი ქალწული - სუსანა, მიწობელიძეების გვარიდან, რომელიც დანიშნული იყო (მაგრამ არ იყო გათხოვილი) ვიღაც ველისციხელზე, ძალიან მოსწონებია, წაუყვანია და მასზე ჯვარი დაუწერია"

/გაიოზ მამალაძე
"თბილისელები" N4, 2022, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:13 PM

"ღმრთის შემწეობით, ამ ომში ისეთი გამარჯვება იზეიმა ქართველობამ, რომ მტერი ვერ წარმოიდგენდა. თურქეთი დარწმუნდა, რომ იმერეთის ტახტზე ღირსეული ბაგრატიონი იჯდა. შემთხვევით როდი ამშვენებდა სოლომონ პირველის ბეჭედს მრავლისმთქმელი წარწერა: "დავითის ნორჩი ჯვრით მტერს მოვრჩი"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ. 67/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 08:39 PM

"ქართლ-კახეთის სამეფოს დაჭერის შემდეგ რუსებს სადარდელად იმერეთი და სოლომონ მეფე გაუხდათ. სოლომონი ნებით არ მორჩილდებოდა რუსებს, ვერც ფულით ატყუილებდნენ და ვერც სხვა გზით უხერეხებდნენ დაჭერას. ბოლოს, რუსებმა სოლომონ მეფეს ომი აუტეხეს, ერთს ომში რუსებს სოლომონ მეფე ტყვეთაც ჩაუვარდათ, მეფე მაგრათ შეიპყრეს, ტფილისში ჩამოიყვანეს და დაამწყვდიეს.

აქაც ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა მეფე სოლომონმა მოახერხა ოსტატურად გაპარვა. ტფილისიდან რუსებს გაექცა და ახალციხეში გადავიდა, იქიდან - იმერეთში და დაიწყო იმერეთის მართვა-გამგეობა. ამ გაქცევის გულისათვის ტფილისში რამდენიმე კაცი დაახრჩვეს და ისარლოვის მეუღლეს, ანნას, სახლში ყარაულები დაუყენეს და გაჩხრიკეს. ბოლოს, დააპატიმრეს კიდეც, რადგანაც თურმე ეს ქალი უჩარხავდა საქმეს თავის სახლში და ის უზიდავდა მეფე სოლომონს საჭმელს. სოლომონ მეფე მარტო ამ ქალს ენდობოდა თურმე, ტფილისში საჭმელების კეთებას რუსებისაგან მოწამვლის შიში ჰქონდა".

/"კარიბჭე: N6, 2023, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2023, 08:03 PM

"ამ ბრძოლაში სვიმონს [პირველი] ერთი საოცარი ხერხითაც უსარგებლია, რომელიც ალბათ ნებისმიერი დროის დიდ სარდალს მოხიბლავდა. სვიმონ მეფე მცირე ამალით მივიდა მტრის ბანაკში და განაცხადა - მე სვიმონ მეფის ელჩი ვარ, ჩვენს მეფეს თქვენთან შერიგების სურვილი აქვსო. სვიმონი ოსმალებმა ვერ იცნეს, სიხარულით თანხმობა განაცხადეს და უკან დიდი პატივით გამოისტუმრეს. მეფემ კი ამასობაშ საგულდაგულოდ დაზვერა მტრის ძალები"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.73/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 11:13 AM

"ღმრთის შემწეობით, ამ ომში ისეთი გამარჯვება იზეიმა ქართველობამ, რომ მტერი ვერ წარმოიდგენდა. თურქეთი დარწმუნდა, რომ იმერეთის ტახტზე ღირსეული ბაგრატოვანი იჯდა. შემთხვევით როდი ამშვენებდა სოლომონ პირველის ბეჭედს მრავლისმთქმელი წარწერა: "დავითის ნორჩი ჯვრით მტერს მოვრჩი" (შუაში ასომთავრულით სოლომონ)".

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.89/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 12:48 PM

"რუსეთის მთავრობამ დიდძალი ჯარი გამოიყვანა აჯანყების ჩასაქრობად. ადგილობრივი რუსი მოხელენი ხალხის მოსასყიდად და ჯაშუშების დასაქირავებლად ფულს და ოქროს არ ზოგავდნენ. მათ მეფის [სოლომონ მეორე] მოკვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ იმერეთში ჯაშუშებს და მკვლელებს ვერ პოულობდნენ"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.103/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)