თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ გზა სიბრძნისაკენ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:16 PM

"სიწრფელე ერთგვარი გზაა სიბრძნისაკენ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

"მეფე სოლომონ ბრძენი ბრძანებს: "დასაბამი სიბრძნისა არის შიში უფლისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:15 AM

"...ბრძენ და სათნო ადამიანებთან ურთიერთობას კი, პირიქით, ძალუძს სიკეთისაკენ წარმართოს დამახინჯებულ-გარდაქცეული გულიც კი. ამიტომ ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა საუკეთესო სასწავლებელია გულისთვის და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება".

/წმ. ანტონი დიდი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 01:46 PM

"ყოველი მისი სიტყვა და ფრაზა სიბრძნეს ასხივებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2016, 10:12 PM

"ღვთის შემეცნება - ფილოსოფიური სიბრძნის წყაროა და დასაყრდენია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:55 PM

"[წმ. მღვდელმოწამე] პროტერი გამოირჩეოდა ღვთივსულიერი გონებით, სიბრძნით და ცხოვრების წმინდა წესით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2017, 08:35 PM

"მსგავსი მსგავსით შეიცნობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 12:16 PM

"წმინდა გრიგოლ პალამა წერდა: "ღმერთს შეუძლია სიბრძნე შესძინოს, ის იყენებს ამ შესაძლებლობას და ადამიანს მუდმივად სძენს სიბრძნეს... მაგრამ ღმერთისათვის სიბრძნე თვისება არ არის, ღმერთს სიბრძნე, როგორც ენერგია აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 10:07 PM

"ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე უკეთესი სასწავლებელია გულისთვის, და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:14 PM

"ყველაზე დიდი და ბრძენი ის ადამიანია, ვინც თავის ნაკლს ხედავს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:24 PM

"ცოდნისა და რწმენის სინთეზი და ჰარმონია შესანიშნავად აქვს ფორმულირებული სოლომონ ბრძენს, შემდეგ ფრაზაში: "სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 09:58 PM

"სიბრძნე მოდის გამოცდილებით და გამოცდილება მოდის ნდომით. შენ თუ გინდა გამოსწორება - გამოსწორდები".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:53 AM

"თეოტიმემ [ფილოსოფოსი] მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო, რათა სული და სხეული ღვთაებრივი სიბრძნის სამყოფელი გამხდარიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2017, 11:12 AM

"ზომიერება ღვთიური სიბრძნეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:12 PM

"მხოლოდ ძალიან უგუნური ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:32 PM

"გურამიშვილიც ხომ ამბობს: "ვსძებნე და ვერა ვჰპოვე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა: ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა; ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა. ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 12:30 PM

"უფალს მიწებებული ბრიყვი სჯობს მრავალ ბრძენს ერთად, მინდობილთ საკუთარ თავზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:22 AM

"შეუძლებელია ადამიანმა სხვას არ გაუზიაროს ის, რაც თავად გაიგო და შეიმეცნა, თავის გულში დაიტიოს ღვთის შეცნობის სიხარული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 08:45 PM

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის".
/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2017, 02:50 PM

"სადაც ღმერთი არის, სიბრძნეც იქ არის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:48 PM

"ვიტყოდი, რომ აუცილებელია მართლმადიდებელი სარწმუნოების ენციკლოპედიური ცოდნა. არცოდნა ყველაზე დიდი ცოდვაა, თუმცა დღეს ბევრი თვლის, რომ არცოდნა არცოდვაა. მოვალენი ვართ, მივცეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 11:07 AM

"გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძნად".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 11:47 AM

"ბრძენმა ჯერ მდუმარება უნდა ისწავლოს და შემდეგ საუბარიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:37 AM

"ბრძნად მოუბარი პირი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 12:06 PM

"რამოდენა სიბრძნეა ფუტკრის მაგალითში: კბენისთვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 09:59 AM

"როცა ადამიანმა იცის, რაზე შეიძლება ლაპარაკი და რაზე არა, ეს დიდი სიბრძნეა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:42 PM

"უფლის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში განხორციელდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:27 PM

"გაუგონარი და საკვირველი სიბრძნე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:50 PM

"პულქერიას [ბერძენთა დედოფალი] მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი სამყაროს განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვრებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი.

გონიერი ასული ფიქრობდა, - რომ დავქორწინდე, ძმა და ქმარს შორის შუღლი არ ჩამოვარდესო, ამიტომაც ღმერთს მიაბარა თავი და სიკვდილამდე ქალწულად დარჩა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:45 AM

"სული სიბრძნისა ღვთის ნიჭია უდიდესი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:48 AM

"სოფია - უმაღლესი ღვთაებრივი სიბრძნე.

იაკობ ბიომე მიიჩნევდა, რომ სოფია ქალწულია, რომელიც ქრისტესთან გვარიგებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 12:56 PM

"...ჭკვიანს უწოდებს ისეთ პიროვნებას, რომელიც მოითმენს და გზა-შარაზე არ ატეხს ჭექა-ქუხილს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 09:00 PM

"გენიოსობა არის 1% ნიჭი და 99% შრომა".

/ჯემალ კუხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2017, 01:21 PM

"ცხოვრების მიზანი ჭეშმარიტებაში და სიბრძნესთან ზიარებაშია. თუ სიბრძნის სწავლა, კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა გინდა, ვის უნდა შეეკითხო, თუ არა მას, ვინც გასწავლის მის გარჩევას? მხოლოდ ღმერთშია დაუნჯებული ის სიბრძნე, რომელიც საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ შეფასებას გასწავლის.

ადამიანმა უნდა ისწავლოს პირველხარისხოვანისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გამორჩევა და მათგან უმთავრესზე ზრუნვა. პირველხარისხოვანია ყოველივე სიკეთის საფუძველი: მღვიძარე გონება, სიწმინდე გულისსიტყვისა, გულის სიფრთხილე, კეთილისმოყვარეობა, სულის სიწრფელე, ხორცის უბიწოება, გონების სიწმინდე."

/მამა შიო მენაბდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:33 PM

"ყველაზე დიდი სიბრძნეა, ადამიანს მარტივად და უბრალოდ გააგებინო, რა არის მისთვის სიკეთე და რა არის ბოროტება".

/მამა შიო მენაბდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 09:57 AM

"უსწავლელი კაცი იგივეა, რაც ჯარისკაცი უიარაღოდ, ყანა უწვიმოდ, ურემი უთვალოდ, მწერალი უკალმოდ, ცა უვარსკვლავოდ, კაკალი უგულოდ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:29 AM

"როგორც მზრუნველი მამა, [უფალი] სიყვარულით გვსჯის, რათა ურყევი სიბრძნე მოვიხვეჭოთ".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:16 PM

"კეთილი უცოდინრობა ცუდ ცოდნას სჯობია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:37 PM

"სიბრძნე თავისით არ მოდის, იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:52 AM

"არ შეიძლება მისწვდე სიბრძნეს, თუ ბრძნულად არ ცხოვრობ".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:41 PM

"სიბრძნე სიკეთის გარეშე - სატანური სიბრძნეა".

/წმ. ფილარეტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:55 PM

"დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:37 AM

"ვისაც თავი ბრძენი და წინდახედული ჰგონია, ეშმაკისგან მოტყუებულია"

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 06:41 PM

"დელიკატური სიბრძნე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:50 PM

"ნამემკვიდრალი ცოდნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 05:05 PM

"სიბრძნის ბილიკით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:22 PM

"სიბრძნე უფალი ღმერთია. ვინც უფალს მიენდობა, მასზე განისვენებს სიბრძნე უფლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:43 PM

"ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, მაგრამ მისი სიბრძნე ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს. სწორედ ამ სიბრძნის წყალობით შევძლებთ კეთილისა და ბოროტის განსხვავებას"

/მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:24 PM

"სიბრძნით გაჯერებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:40 AM

"ნუ დაღონდები, რომ უბრალო ხარ და უსწავლელი, ასეთებს ღმერთი თავის საიდუმლოებებს უმჟღავნებს, ბრძენთა და გონიერთა კი უმალავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 07:10 PM

"სიყვარულის სიბრძნის გარეშე ბრმაა, ხოლო სიბრძნე სიყვარულის გარეშე ამაოებაა".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:06 PM

"ბრძენი კაცი ორჯერ არ შეცდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:37 PM

"მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრეს და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:29 PM

"სიბრძნე ერთ სათნოებაში კი არ არის, არამედ სათნოებათა ერთობლიობაში. ბრძენის სიტყვებია: სიბრძნემ სახლი შვიდ სვეტზე აიშენა. ბრძენია ის, ვისაც შვიდი სათნოება აქვს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 05:12 PM

"ნამდვილი ბრძენი ის არის, ვინც ამქვეყნიური ცხოვრებისგან გაწბილებულია, მაგრამ (მიღმიერი პერსპექტივიდან გამომდინარე) ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის აღმოჩენა ძალუძს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:50 PM

"ვითხოვე უფლისგან სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:01 PM

"ქრისტიანობა არის სიბრძნე და უმანკოება! სიბრძნემ უნდა მოიტანოს სიწმინდე, რომელიც ბრძოლითა და თავდადებით მიიღწევა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 10:02 PM

"მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არის შექებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:54 PM

"ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება"

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:14 PM

"მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო, დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ"

(სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:45 PM

"სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისაგან სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისაგან მრავლისმეტყველებისა და განცხრომის სამყარო გადმოდის"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 08:17 PM

"ღვთის გარეშე სიბრძნის მოხვეჭა შეუძლებელია"

"წარმართული სიბრძნე უსუსურია ქრისტიანულ სიბრძნესთან შედარებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 09:58 PM

"მოაზროვნე ადამიანი ქვეყნიერების საოცრებაა"

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:40 PM

"სიბრძნე ისაა, რომ ჭეშმარიტებას არ უღალატო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 04:06 PM

"მნიშვნელოვანი რამაა განსწავლულობა, როცა ის შეთავსებულია სიმშვიდესთან, სიკეთესთან და სიყვარულთან. ეს ასეა ნებისმიერ ვითარებაში. ისაუბრეთ, თუ შესაბამისად ხარ მომზადებული საკითხთან დაკავშირებით. თუ არ ხართ მომზადებული, ისაუბრეთ პირადი მაგალითით".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 08:08 PM

"სიბრძნე არის ქრისტე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:26 PM

"საუნჯე ნაპოვნია! სიბრძნე - ეს ქრისტეა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:47 PM

"ვისაც საღვთო სიბრძნე აქვს, ყველაფერს სიყვარულით ხედავს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:30 PM

"ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უთხრას"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:14 PM

"ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგნურთა ფიქრები - მხიარულების სახლში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 08:54 PM

"ბრძენი არავინაა, ყველანი ნახევრად უგუნური და ნახევრად ბრძენი ვართ. არ არსებობს სიბრძნე უგუნურების გარეშე და სიამაყე სირცხვილის გარეშე"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:14 PM

"ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა - უზომოდ, როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქმნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:44 PM

"თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას"

/სიბრძნე ზირაქისა, 1-3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 08:02 PM

"ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას"

/იგავნი სოლომონისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 08:57 PM

"კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბროლისათა (ეკლ. 9,18). სწავლა უმჯობეს არს სიმდიდრეზე. პატარა, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი, უმჯობესია მოხუცებულ, მაგრამ სულელ მეფეზე"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 09:08 PM

"მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა4, 7-8)"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:21 PM

"მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 02:47 PM

"სიბრძნე არა მარტო ფილოსოფიური და ლიტერატურული განსწავლულობით, არამედ ცოდვათაგან განთავისუფლებითა და სულის ხორცზე გაბატონებით შეიძინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 10:04 PM

"...ცუდად როდი უსიბრძნისმეტყველიათ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:57 PM

"გულწრფელობა ხშირად ზედმეტს ათქმევინებს ადამიანს. ჩანს, ზომიერება ყოფილა უდიდესი სიბრძნე ადამიანთა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:13 PM

"ძემან ბრძენმან ახარის მამასა (იგავ. 10,1)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:43 PM

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:21 PM

"ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლიერესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:42 PM

"უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმინდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:35 PM

"უსწავლელ ნიჭს ხშირად ნასწავლი უნიჭობა სჯობს"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:11 PM

"კაცის მოწონება კიდევ არ ნიშნავს მისი აზრის მოწონებას"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:41 PM

"ჩვენ უაღრესად საჭირო საქმე გვასულდგმულებს და არა საერთოდ ჩვენი ნათქვამის მაღალ-დაბალი სიბრძნე"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:09 PM

"კაცს რომ სახსარი დააკლდება, სიბრძნე ემატებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 02:26 PM

"სიბრძნე მარტო სწავლა როდია?!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:45 PM

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის."

/წმ.ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:23 PM

"არ არსებობს იმაზე მეტი "განათლება", ვიდრე ცუდის დავიწყებაა"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:52 PM

"რა ძნელია ატანა, როცა ადამიანი იმის ცოდნას იბრალებს, რაც საერთოდ არ ესმის..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:30 PM

"ჭეშმარიტი სიბრძნე და მისი სიკეთე მხოლოდ მათ ეძლევა, ვისაც ეს სურს და ჯიუტად მიილტვის მისკენ, არ აქცევს რა ყურადღებას შრომას, გასაჭირსა და დაბრკოლებას, რაც მისი შეძენისკენ მიმავალ გზას თან ახლავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:53 PM

"ბრძნული ცხოვრების გარეშე ბრძენ ვერ იქნები"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 06:56 PM

"სიძულვილი ამაო ცოდნისა და ამპარტავნებისადმი ადამიანის წინაშე რწმენის საიდუმლოებებსა და სულიერ სიბრძნეს ხსნის."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2020, 12:30 PM

"ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია. რა გააკეთა ცუდი და რა - კარგი... ამის მისაღწევად აუცილებელია რწმენა და ცოდნა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:19 PM

"ვინც თვლის, რომ ბოლომდე აივსო ცოდნით, განათლებით და აზროვნებით, ყველაზე ცარიელია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2020, 09:59 PM

"ვინ არის ბრძენი? ზოგადი მნიშვნელობით, გონიერი ეწოდება მათ, ვინც ცხოვრებისეულ საქმეებში სასარგებლოსა და მავნებელს ერთმანეთისგან არჩევს".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2020, 05:54 PM

"ებრაელი დიპლომატები ამაყობდნენ თავიანთი სიბრძნითა და პოლიტიკური ტაქტიკით, მაგრამ ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ უფალთან არის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 02:07 PM

"რამდენადაც დაშორებულია ცა დედამიწას, იმდენად აღემატება ღვთის სიბრძნე ადამიანის გონებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:24 PM

" - თქვენ, რა, ბრძენი ხართ?
- აჰ, არა, არა... ისე, კარგი ნათქვამია - ღმერთმა ყველაზე სამართლიანად ჭკუა გაანაწილა, რადგან არავინ ამბობს, რომ ჭკუა აკლია..."

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:42 PM

"ჩვენც გვმართებს, ღრმა პატივისცემით მოვეპყრათ ადამიანურ სიბრძნეს და შევეცადოთ მის შესწავლას, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ ავიღოთ მისგან ის, რაც ჭეშმარიტად ღირებულია"

/წმ. ლუკა ყირიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2021, 05:02 PM

"მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს"

/წმ. ლუკა ყირიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:26 PM

"არ მჯერა, ადამიანზე რომ ამბობენ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო - ნამდვილი ნიჭი არ მოგასვენებს"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 08:37 PM

"არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისადმი, როგორც მწუხარება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:09 PM

"მოვუხმოთ სიბრძნეს და სიყვარულს, რამეთუ სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 06:08 PM

"ნათქვამია, სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის, ზოგთან კი ასაკი მარტო მოდისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:37 PM

"შინაგანი სიბრძნე და პირისწყალი თუ ამოუთავდა ხალხს, მაშინ ამომშრალ ჭას ემსგავსება და შიგ გველ-ბაყაყი ადვილად ბუდობს"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 12:36 PM

"სიბრძნე იმაშია, რომ საკუთარი საზომი უწყოდე და ღვაწლს არც მეტს თავს იდებდე და არც მცირეს აღასრულებდე"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:05 PM

"გონიერ ადამიანს არასდროს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე.
ის ყოველთვის თავისი მიზნების ერთგული რჩება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 07:24 PM

"სიბრძნე არის საღვთო და ადამიანური საგნების შეცნობა, ხოლო ცოდნა - მოკვდავი საგნებისა. ამგვარი განსხვავების თანახმად, სიბრძნე შეგვიძლია გავიგოთ, როგორც უხილავისა და ხილულის შეცნობა, ხოლო ცოდნა - როგორც მხოლოდ ხილულისა".

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 06:53 PM

"იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდი სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსავი აზროვნება, ლოცვა, რწმენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:43 PM

"მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს, ან უფრო სწორად - საკუთარი სიბნელით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:02 PM

"ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:26 PM

"თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:46 PM

"მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელად იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:01 PM

"ვინც სხვას ზიანს აყენებს, ანდა გულს სტკენს, მას სიბრძნე არა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:48 PM

"შენ მაშინ იქნები ბრძენი, როცა იმდენსვე გააკეთებ სულისათვის, რამდენსაც ახლა იქმ სხეულისათვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:24 PM

"სჯობს ისწავლო, ვიდრე არ იცოდე და სხვას ასწავლო"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:42 PM

"უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 07:34 PM

"ილოცე და იშრომე! - აი, ოქროს წესი, მიწიერი ცხოვრების მთელი სიბრძნის მომცველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:24 PM

"უმჯობესია არა - სიტყვებით გაბრწყინებული სიბრძნე, არამედ - საქმით დამტკიცებული!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 09:20 PM

"უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენთაც კი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 07:23 PM

"გაცილებით ძნელია, სხვების წინაშე იყო ბრძენი, ვიდრე - საკუთარი თავის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 03:06 PM

"ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას!"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:52 PM

"სიბრძნის პირველი ნიშანი საკუთარი ცოდვილობის შეცნობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 07:46 PM

"როდესაც ღირს ანტონი დიდს ჰკითხეს, თუ მან, უმეცარმა, როგორ შეიძინა ისეთი დიადი სიბრძნე, რომ ფილოსოფოსებს აღემატა, ღირსმა ანტონიმ უპასუხა: "ჩემ წინ გადაშლილი წიგნია, რომლის ერთი გვერდი მიწაა, მეორე კი - ზეცა და მე ამ წიგნით განვისწავლები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2021, 08:40 PM

"დარდა ("სიბრძნის მარგალიტი") (3 მეფ. 4.31) - ბრძენი, სოლომონის თანამედროვე. მოხსენიებულია სიბრძნით გამორჩეულ 4 პირს შორის, რომლებიც, თუმცა ჩამორჩებოდნენ სოლომონს (3 მეფ. 4.31). ამ ბრძენთაგან პირველი იყო ეთან ეზრახელი, მეორე ჰემანი, შემდეგ ქალქალა და დარდა, მახოლის ძე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 09:06 PM

"თქვენ თუ ყურადღება მიაქციეთ, ჩვენი წინაპრები გამოირჩეოდნენ თავიანთი სიბრძნით, ბრძენი ხალხი იყო, ბრძნული გამონათქვამები ჰქონდათ"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:31 PM

"მე ვთხოვე სიბრძნე, მაგრამ ღმერთმა მომცა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ბევრი უნდა ვიფიქრო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 05:35 PM

"უფლისათვის სინანულის მონიჭების თხოვნა ნიშნავს ითხოვო განათლება"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 05:48 PM

"უნდა გვწამდეს, რომ ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველთვის გვიფარავენ და გვეხმარებიან, ოღონდ კი მდაბალი სიბრძნე გვქონდეს."

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 08:50 PM

"ნუ ეცდები გამდიდრებას - დაკარგავ სიბრძნეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:34 PM

"როდესაც სულელი რამეს ბოდავს, ჭკიანმა იმავ დროს ისეთს ჭკვიანურს რამეზედ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რომ ყველამ იმას დაუგდოს ყური ძალა უნებურად".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:24 PM

"სიბრძნე, ჭკუა და გონება
ქვეყნად ედემის ბაღია,
სწავლა და გამოცდილება
სულ საწყო-იარაღია.
უგნური დადის ბორკილით,
სახეზე აზის დაღია,
სწავლულს წინ უძევს გზა ხსნილი,
კარები სრული და ღია.
უსწავლელობა ბნელია,
სწავლა ნათელი და დღეა".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:36 PM

"ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად (განსჯით და არა - ქარაფშუტულად) იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს, მუდამ თვალწინ იყოლიებს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:24 PM

"ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 02:22 PM

"ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 10:21 PM

"რას მოგიტანს, შენს მიღმა ბევრი იცოდე, შენი საკუთარი თავი კი - არა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 08:41 PM

"ყოველდღიურად საკუთარ თავს ჩავაბაროთ ის ანგარიშები, რომელთა ჩაბარებაც ყველას წინაშე მოგვიწევს ჩვენი მსაჯულის წინაშე. ამას აკეთებდნენ თვით საუკეთესონი - ბერძენ ბრძენთაგან: კატონი, ციცერონი და სხვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 04:19 PM

"არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:41 PM

"იცოდე, რა უნდა იცოდე და აკეთე, რასაც უნდა აკეთებდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:31 PM

"გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული. მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს. და რასაც სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს სხვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:55 PM

"რაც არის სინათლე ხილულ ბუნებაში, ანდა მარილი - საჭმლისათვის, იგივეა გონიერება ადამიანურ საქმეებში, ან, ზოგადად რომ ვთქვათ, - დროებით ცხოვრებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2022, 07:38 PM

"გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 04:25 PM

"სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე - სიამე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 10:11 PM

"სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, - სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო! ყოვლადბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:41 PM

"კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:10 PM

"ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს გზააბნეულ ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავი ჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება, რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებები და ვნებები ჩამოეფარებიან მის წინაშე ჭეშმარიტების ნათელსა და ღვთის სიბრძნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 08:04 PM

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:03 PM

"ძალიან, ძალიან ბევრი იცოდა მან, ვისაც შეეძლო ეთქვა: "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:25 PM

"საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარატავნების ქარს მიაქვს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 08:17 PM

"შეუძლებელია, მიაღწიო სიბრძნეს; თუ ბრძნულად არ იცხოვრებ!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 08:39 PM

"ჭეშმარიტი ბრძენი, ღვთის ხორცშესხმული სიბრძნის მსგავსად, ჯერ ქმნის და შემდგომ განსწავლის; ჯერ კანონს აღასრულებს, შემდეგ კი ბრძანებს, ან ურჩევს და არ ანგრევს იმას მაგალითით, რასაც ასწავლის სიტყვით ან ძალაუფლებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:50 PM

"სულიწმიდა ადამიანს აძლევს სიბრძნეს"

/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 01:16 PM

"ყოველგვარი ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნაა; სრული ცოდნა წინაა, მომავალ ცხოვრებაში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:13 PM

"ის, ვინც გონიერებას მხოლოდ ჭეშმარიტების გადმოფრქვევაში ხედავს, ჰგავს თუთიყუშს, რომელიც განსწავლულია და ადამიანივით საუბრობს, თუმცა სრულად არ ესმის სიტყვების ძალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 06:00 PM

"საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 06:25 PM

"ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2022, 08:33 PM

"უმჯობესია, არა - სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ - საქმით დამოწმებული!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 09:51 PM

"საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 10:18 PM

"როგორც ყოველგვარი საუნჯე ვერ გაქცევს მდიდრად, არამედ - მხოლოდ კეთილგონიერებითა და ზომიერად გამოყენებული, ასევე, განათლება ყოველთვის როდი გადაიქცევა სრულყოფილებად. არსებობს სიბრძნის უმაღლესი სახე, რომელიც სიბრძნის გამოყენებაში მდგომარეობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 08:15 PM

"კარგი ცოდნა მისთვისაა კარგი, ვინც მას კარგი საქმისთვის იყენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 06:31 PM

"კონკრეტული აზრით, მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 08:48 PM

"მცდელობა ქმედებებს შორის ერთადერთი საუკეთესო გზაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 09:33 PM

"ჭეშმარიტი ბრძენი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კარგად გააკეთოს, მაშინ როდესაც ცრუ ბრძენი მხოლოდ ერთს ცდილობს - მასზე ამბობდნენ, რომ იგი კარგად აკეთებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 10:13 PM

"ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აღასრულო"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 11:28 AM

"შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე"

/ისუ ზირაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:11 PM

"ვინც ვერ მართავს საკუთარ თავს, იგი ვერც სხვას დაარიგებს ჭკუას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:48 PM

"ენის შეკავება ბრძენ ადამიანს შეუძლია!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:52 PM

"წარმართებიც კი, რომლებიც აღდგომასა და ზეციურ სასუფეველს არ მოელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სიკვდილზე ფიქრის დროს ადამიანში სიბრძნე შემოდის. რატომ? - ცხადია წარმართები არ ფიქრობდნენ, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ, რაც მეტად ფიქრობდა ადამიანი სიკვდილზე და განეშორებოდა მიწიერ სიამეთ, მით უფრო მეტ სიბრძნეს იძენდა. უამრავი ადამიანისათვის ხდებოდა მისაბაძი და უამრავის - მასწავლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:25 PM

"ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ამიტომ მას ღვთისგანვე ბუნებითად აქვს სიბრძნე ბოძებული, მაგრამ რაც უფრო განმტკიცდება ცოდვებში, მით უფრო მეტად დაკარგავს მას, როგორც წყალობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:11 PM

"როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა ჭეშმარიტი სიბრძნე და როგორ მიეახლოს უფალს? - თავი სულელად უნდა ჩათვალოს. ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე სისულელეა ღმერთის წინაშე! როგორი ცოდნაც არ უნდა შეიძინოს ადამიანმა, ადამიანური სიბრძნე, არათუ ღმერთის, ანგელოზთა წინაშეც კი არაფერს წარმოადგენს. ვინც ამას შეიმეცნებს და გააცნობიერებს, ძალიან ადვილად დაამარცხებს ამპარატავნებას"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 09:47 PM

"ცოდვათა მოტევების თხოვნა სულიერი სიბრძნეა და სიბრძნის წადილმა და თხოვნამ სოლომონ ბრძენს სიბრძნეც მისცა და სხეულის საჭიროებისთვის მეფობაც დაუმკვიდრა. აგრეთვე ჩვენც, სულიერი სიბრძნის წადილითა და თხოვნით, სულიერ სიბრძნეს - სათნოებასაც შევიძენთ და იმასაც, რაც სხეულისთვის არის საჭირო"

/ანტონ ჭყონდიდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:31 PM

"ვერ გადაგარჩენს სიბრძნე კაცისა,
თუ არ გექნება წყალობა ღვთისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:49 PM

"ჭკვიანი კაცი არასოდეს ცდილობს, რომ საკუთარი ჭკუა სხვებს დაანახოს. მას ამის საჭიროება არ გააჩნია. სულიერი ადამიანიც ამგვარად იქცევა:

მორჩილი - ჭკუას შეიძენს,
ურჩი კი - ჭკუას დაკარგავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:55 PM

"მოკლედ გამოთქმული აზრი - სიბრძნეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 10:06 PM

"ბავშვური სიყვარული ყოველგვარ სიბრძნეს აღემატება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:28 PM

" - სიბრძნე რაშია?

- სიბრძნე ეხლა სიმდაბლესა და მოთმინებაშია"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 01:58 PM

"ღვთიურ სიბრძნეს დაბალი ჭიშკარი აქვს, რომ შეხვიდე, უნდა მოიხარო"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:51 PM

"ერული სიბრძნე ეს ავადმყოფობაა. როგორც ავადმყოფობის აცილებას ცდილობს ადამიანი, ასევე უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი ფორმის ერული სიბრძნით არ დასნეულდეს. იმისათვის, რომ სულიერად განვითარდეს და ჯანმრთელიც იყოს, იმისათვის, რომ ანგელოზურად ხარობდეს, ადამიანს საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს ერული განვითარების სულთან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 02:58 PM

"ქრისტიანული შემეცნება გვანიჭებს მწუხარებას: "დიდ სიბრძნეში დიდი მწუხარებაა". მაგრამ მწუხარება ორგვარია. ბრძანებს პავლე მოციქული. მწუხარებას ამა სოფელზე შედეგად მოაქვს სიკვდილი, ხოლო მწუხარებას ღვთის წინაშე - სინანულის ნიჭი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:17 AM

"თუ ვინმეს გვწყურია ჭეშმარიტი ცოდნა, მივიდეთ უფალთან, რადგან ქრისტეა ერთადერთი ნათელი, რომელიც განგვანათლებს ყოველ ჩვენთაგანს მაცხოვნებელი ცოდნით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 08:40 PM

"ღვთისა გეშინოდეს და ღვთის მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ყველაფერი, ანუ ეს არის სიკეთე, ეს არის ადამიანის თავი და თავი, - ესაა ღვთიური სიბრძნე"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:13 PM

"უფლის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში განხორციელდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 12:29 PM

"[კეთილმორწმუნე] პულქერიას მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი სამყაროს განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 02:17 PM

"სიბრძნე ძვირფას თვლებზე აღმატებულია და ვერავითარი ძვირფასი საგანი მას ვერ შეედრება"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 05:40 PM

"მძულს უხუცესთა და ბრძენთა რჩევები, - ო, როგორ მძულს ისინი, - მას შემდეგ, რაც შენი სიბრძნე შეირხა ჩემს გულსა და გონებაში, წმიდაო ღმერთო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:20 PM

"ყველაფერი, რაც ღვთის საწინააღმდეგოა, გამოიტირე და შეიძულე და ეცადე, რომ აღარასოდეს დაუბრუნდე მათ. ამას თუ იზამ, ყოვლადბრძენი შეიქმნები, ხოლო, თუ არა - მაშინ არა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2023, 08:51 PM

"ჭეშმარიტი, ღვთივშთაგონებული და ზეგარდმოსული ცოდნა სინათლეა, მაგრამ არსებობს ისეთი ცოდნაც, რომელიც სიბნელეა!

ასე რომ, შეიძლება, გახდე ბევრისმცოდნე, დიდი ერუდიტი, განსწავლული, მაგრამ დარჩე გაუნათლებელი, ცხადია, გაუნათლებელი - ქრისტესა და მის მოძღვრების ღვთიური ნათლით, ქრისტეს წმინდა ეკლესიის მადლით"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:25 PM

"ვისაც ნამდვილი ცოდნა სწყურია, სულიერ მოძღვართა წინამძღოლობით მივიდეს უფალთან, რადგან ქრისტეა ერთ-ერთი ნათელი, რომელიც განანათლებს ყოველ ჩვენგანს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 06:45 PM

ცოდნის საფასური

"გახურებული მინდვრის სამუშაოებისას ფერმერს ტრაქტორი გაუფუჭდა. ფერმერისა და მისი მეზობლის მცდელობა ამაო გამოდგა. ფერმერი იძულებული გახდა, სპეციალისტი გამოეძახა. ხელოსანმა ჯერ შეათვალიერა ტრაქტორი, მერე ასწია კაპოტი და ყველა ნაწილი სათითაოდ შეამოწმა. აიღო ჩაქუჩი და ერთ ადგილას დაარტყა. ტრაქტორი მაშინვე მოიმართა. ძრავი ისე ათუხთუხდა, თითქოს არც კი დაზიანებულიყოს.

გახარებულმა ფერმერმა სამუშაოს საფასური ჰკითხა ხპეციალისტს და, როცა ეს ანგარიში იხილა, გაწყრა: - ჩაქუჩის ერთი დარტყმისთვის ას დოლარს როგორ მთხოვო.

ოსტატმა ღიმილით უპასუხა:

- ჩაქუჩის ერთ დარტყმაში მე ვიღებ 1 დოლარს, ხოლო 99 დოლარს გართმევთ იმის ცოდნაში, თუ სად უნდა დამერტყა ჩაქუჩი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2024, 07:58 PM

***
/იგავი/

"ერთ ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელიც თავისი სიბრძნით იქადდა. მეორემ მსიი გამოცდა გადაწყვიტა და უთხრა:

- გაღიარებ ბრძენად, თუ შენ მშვიდად აიტან შეურაცხყოფასა და ლანძღვას. ამის შემდეგ მიადგა და ლანძღვა და დამცირება დაუწყო იქამდე, სანამ არ მობეზრდა.

- ახლა გჯერა, რომ ნამდვილი ბრძენი ვარ?

გამომცდელმა მიუგო:

- დავიჯერებდი, ეს შეკითხვა რომ არ დაგესვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2024, 06:01 PM

"ერთმა ამქვეყნიურმა ბრძენმა და ქრისტეს უარმყოფელმა კაცმა, რომელიც თავისი ცოდნით ამაყობდა, ქრისტიანთან პოლემიკაში შესვლა გადაწყვიტა:

- თქვენი სწავლება იმის შესახებ რომ ქრისტეს ჯვარცმა ადამიანთა მაცხოვნებელია, სისულელა.

- დიახ, ახლა ნამდვილად მჯერა, რომ ბრძენი ხართ! - მდაბლად მიუგო ქრისტიანმა.

-მიცნობთ? თქვენ საიან იცით ჩემი სიბრძნის შესახებ? - ჰკითხა გახარებულმა "ბრძენმა".

- წმინდა პავლე მოციქულისგან, - უპასუხა ქრისტიანმა და წმინდა წერილში შესაბამისი ადგილი უჩვენა (1. კორ. 1, 17-23).

გაკვირვებული "ბრძენი" გულდასმით და ბეჭითად შეუდგა წმინდა წერილის კითხვას. გარკვეული დროის შემდეგ მან საკუთარი "სიშლეგე" და ღვთის ყოვლადსიბრძნე და სიძლიერე აღიარა.

დღესაც ბევრია ჩვენ ირგვლივ ისეთი ადამიანი, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ სწამს ღვთის სიტყვა, რომ წმინდა წერილი არასდროს წაუკითხავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:40 PM

"ბრძენ კაცთა კართა წინაშე იდექი ფეხმოუცვლელად, ხოლო მდიდართა კართან ნურასოდეს დადგები"

"მოთოკე თავხედობა და დიდი ბრძენი იქნები"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2024, 06:58 PM

"სულიერი ცოდნა ადამიანისათვის იმდენად იხსნება, რამდენადაც მან საკუთარი ნება ღმერთს დაუმორჩილა. ჯერ კიდევ მეფე სოლომონი წერდა, რომ ყოვლადბრძნობა მხოლოდ უბიწო გულში შეიძლება იმყოფებოდეს. საერო ცოდნა ადამიანს თავისთავად ბრძენს არ ხდის. ის მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრივ სიბრძნეს ეძებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეს, სუროგატს წარმოადგენს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)