IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!!
.ნინო
პოსტი Sep 10 2008, 03:09 PM
პოსტი #41


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



საერთოდ არ მაინტერესებს რა ეროვნების ხალხი იყო გორში... სუყველამ შეარცხვინა თავისი ქვეყანა ვინც იქ იყო. მე ის უფრო მიკვირს ამდენი ნაძირალა ერთად სად მოაგროვა პუტინმა...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 06:34 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



ნინო თქვენ სადაური ბრძანდებით ?

მე ვფიქრობ, რომ თუ რუსებს ეგრე შესტკივა გული აფსუებზე და ოსებზე, წაიყვანოს თავის ტერიტორიაზე და იქ აცხოვროს.

ფაქტია რომ 92 წლიდან ვერ უცხოვრია ქართველს აფხაზეთში და ამა წლის აგვისტოდა, ცხინვალის რეგიონში

ვინც ჩვენს გვერდით დადგება, იმან იცხოვროს ჩვენთან ერთად, ხოლო ვინც არა, ის არაა ღირსი იცხოვროს საქართველოში:
ვგულისხმობ, რომ აფსუებმა მიქარეს ჩვენთან..
არ ვიცი მე შეიძლება ზოგიერთი მართლაა კარგი ადამიანი, მაგრამ საერთო ჯამში აფსუების ერი მაგრა შეცდა ჩვენს წინაშე..

მე სოხუმელი ვარ და თვითონ ვიცი რანაირ დამოკიდებულებაში იყვნენ ჩვენთან სანამ ომი დაიწყებოდა.

ასევე ოსებიც შეაცდინა რუსეთმა

ქართველებსა და ოსებს შორის ხიდი ჩაინგრა
ქართველებსა და აფსუებს შორის ხიდი ჩაინგრა

ეს საქართველომ კი არა, თვითონ აფსუებმა და ოსებმა ჩაანგიეს რა თქმა უნდა რუსების ინიციატივით

ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს, მტერი მტერია, მოყვარე კი ვინც გვერდში დაგვიდგება ის

ცოტა გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ქართველნო ეს კონფლიქტები, ქვეყნის ერთ ბოლოში რომ ვინმემ ჩვენს დას ან ძმას ხელი შეახოს, ქვეყნის მეორე ბოლოში უნდა განვიცდიდეთ ამას და რაღაცნაირად მაინც ვცდილობდეთ მის დახმარებას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 06:37 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



bravoshota
ციტატა
აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქები სტალინმა შექმნა

მაშინ წაიკითხე 1921 წლის კონსტიტუცია... ეს ჰაერზე მსჯელობები არ მიყვარს რა

შენ რომ სოხუმელი ხარ, მე არ მითქვამს შენთვის მაინცდამაინც - აბა რაჭველებს, სვანებს და კახელებსაც (!) კი, რა უნდოდათ აფხაზეთში??

ციტატა
ვისაც ეს დასაშვებად მიაჩნია, ის არაა ჩვენს თვალში ქართველი

აბა ჩინელი ვარ??? biggrin.gif

ეს რბილად და ხუმრობით რომ გადავატაროთ შეურაცხყოფა, ამიტომ a075.gif

ქავთარაძე
ციტატა
ეს აფსუებიც 5-6 ოჯახი იყო.

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

აფხაზები (თვითსახელწოდება აფს-უა, მომდინარეობს ფუძიდან "აფს" - რაც ნიშნავს სულს, ემატება აფხ. სუფიქსი "-უა", რაც აწარმოებს ადამიანის რისადმი კუთვნილებას. მაგ: ა-ქირთ-უა - ქართველი, ა-თურქ-უა - თურქი, ა-ურუს-უა - რუსი და ა.შ.) ისტორიულად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად. ჯერ კიდევ თამარის ისტორიკოსი წერდა, რომ მეფის ძეს, გიორგი IV-ს ზედსახელად უწოდეს "ლაშა" რაც აფსართა ენაზე (დაუკვირდით: ფუძე იგივე "აფს", ემატება მეგრული სუფიქსი "-არ", რომელიც ზუსტად იგივეა რაც აფხაზური "უა" და ქართული "ელი". შეად: ოპიზ-არი - ოპიზელი, ზუგიდ-არი - ზუგდიდელი და ა.შ.) ნიშნავს "ნათელსო". დღევანდელ აფხაზურ ენაში ნათელი არის "ა-ლაშა", ხოლო ცნობილი აფხაზური გამომცემლობა იყო - "ალაშარა" - "სინათლე".

რუსული პროპაგანდა მდგომარეობდა შემდეგში:
აფხაზებს ჩაუჭედეს - თქვენ სხვები ხართ და ქართველებმა დაგიყპრესო
ქართველებს - თქვენ სხვები ხართ და ვიღაც აფსუები ჩამოესახლნენ თქვენ მიწაზეო

შედეგად - დავეტაკეთ ერთმანეთს

საწყენია, რომ ზოგი ახლაც აგრძელებს იმავეს

კანუდოსელი
ციტატა
კანონისტი
დასტურ

გაიხარე. მაგრამ რომელზე დამეთანხმე?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 10 2008, 07:00 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



.ნინო
ციტატა
ციტატა
სოხუმში რო გაივლიდი ვინმე ქართულად დაგელაპარაკებოდა?


ეგ ბოლო წლებში ხდებოდა, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, იმის მერე. 89 წლიდან გაფუჭდა სიტუაცია...


არა, ნინო, მე ბავშვობაში ვიყავი აფხაზეთში და ცხადია სოხუმში ექსკურსიებზე, ეს იყო დაახლოებით 70-იანი ცლების შუა პერიოდი და ნამდვილად მწარედ მახსოვს ჩვენდამი მათი ზიზღი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქართულად ვიკითხეთ რაღაც ბავშვებმა მაღაზიაში და კინწისკვრით გამოგვყარეს. ტრამვასავით მახსოვს ეს პერიოდი,
მღვიმეს ნახვა, მშვენიერი ლანდშაფტი უკვე აღარ იყო მომხიბლველი ასეთების გამო,ვეხვეწეთ მერე გამყოლ მასწავლებელს დროზე ადრე დავბრუნებულიყავით უკან. დღესაც მახსოვს მართლა და დიდ ემოციურ დატვირთვას იწვევს დღესაც ჩემში.

სხვა , იქ არ მიცხოვრია და არ ვიცი, მხოლოდ ასე 3-ჯერ ექსკურსიების დროს რა გამოცდილებაც მივიღეთ იმას ვამბობ. უბრალოდ,სხვადასხვა მარშრუტები იყო,აფხაზეთი უნდა გაგვევლო,თორემ მხოლოდ აფხაზეთის სანახავად მეორედ რა წაგვიყვანდა.


პ.ს. მამაჩემის ძმის ცოლი იყო აფხაზი,ანუ ბიძაშვილების დედა, და არ ვაჭარბებ, რომ ვთქვა, ბიცოლაჩემის ნათესაობა ზემოდან გვიყურებდა და ქართულს ხვდებოდნენ,მაგრამ რუსულად გვპასუხობდნენ. ბიცოლაჩემი არ იყო ცხადია ასეთი და ძალიანაც გვიყვარდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 07:20 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



"კანონისტო" ახლა წავიკითხე 1921 წლის კონსტიტუცია:

"saqarTvelos respublikis ganuyofel nawilebs _ afxazeTs/soxumis olqi/, samuslimano saqarTvelos (baTomis mxare) da zaqaTalas/zaqaTalis olqi, eniWebaT adgilobriv saqmeebSi avtonomiuri mmarTveloba."

როგორც ხედავ "ოსეთი" საერთოდ ნახსენები არაა...
აფხაზეთის ავტონომია იყო, გეთანხმები სტალინს არ შეუქმნია,
მაგრამ ოსეთის ავტონომია ხომ შექმნა?

მასე შექმნა კიდევ ვიგაცამ აფხაზეთის ავტონომია

მე ეგრე მგონია რომ ეგეთ წვრილმანზე არ უნდა მედავებოდე, ამით მხოლოდ იმას ამტკიცებ რომ ჩემზე მეტი წაგიკითხავს



მხოლოდ ბევრი კითხვა არაა ყველაფერი,
ლაპარაკით და კამათით კი გამოდიხარ ჩვენი მტრების დამცველი, რბილად რომ ვთქვათ


იმედი მაქვს რომ ჩინელი არ ხარ, მაგრამ ქართველობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სულით ქართველობას, ორგულობამ და ამპარტავნობამ დაღუპა ქართველობა, ეს ჩვენი სენია

რუსეთმა უკვე შეაცდინა აფსუები და ოსები, ძნელია უკვე ის ხიდი აღადგინო, რაც მათ დაანგრიეს. მაგათ უკვე თავისი არჩევანი გააკეთეს:

თავის დროზე, რაც აფსუებმა მოითხოვეს ყველაფერი მისცა ქართულმა მთავრობამ:

ტელევიზია
მმართველობა
პარლამენტი
ყველაფერი


მაგრამ ეს არ ეყოთ, გადაგვემტერნენ და მორჩა, ვაღიაროთ რომ ქართველების მტრები არიან იმ ოსებთან ერთად, ვინც გვებრძვიან ამ მომენტში ჩვენ, და ვინებიც მოროდიორობენ და აუპატიურებენ ქართველ გოგოებს და ვინებიც კლავენ და იჭერენ და ცემენ ჩვენს ძმებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 10 2008, 07:25 PM
პოსტი #46


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მაგრამ ეს არ ეყოთ, გადაგვემტერნენ და მორჩა, ვაღიაროთ რომ ქართველების მტრები არიან იმ ოსებთან ერთად, ვინც გვებრძვიან ამ მომენტში ჩვენ, და ვინებიც მოროდიორობენ და აუპატიურებენ ქართველ გოგოებს და ვინებიც კლავენ და იჭერენ და ცემენ ჩვენს ძმებს

აუ ამაზე სისხლი მიდუღს!!! არ ვაპატიებ ამას... ამაზრზენია... სულით ბნელები... dry.gif

ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყო... ადამიანის ფსიქიკას როგორ უნდა ანადგურებდე არ მესმის რა... sad.gif ასეთი უბედურების მერე დაზარალებული ადამიანი ცოცხალი იქნება? unsure.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 10 2008, 07:29 PM
პოსტი #47


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
აუ ამაზე სისხლი მიდუღს!!

წიიინ რიგითო ქეთევან, დავხოცოთ მტრები..კაცი არ დავუტოვოთ ცოცხალი.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 07:49 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



"ქეთინო", იმაში დამეთანხმები ალბათ, რომ ქართველებმა იგივე არ უნდა გავიმეოროთ როცა იქ ჩავალთ ??

ახლა რასაც ვუყურებ ქართველებს ჯერჯერობით ერთობა არ გვაქვს

ადრე თუ მტერი შემოდიოდა, ქუდზე კაცი გამოდიოდა...
გიორგი ბრწყინვალის მერე სულ გაფუჭდა მორალურად ქართველი ერი, ერთობა დავკარგეთ, ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ რომ ერთად ვიყოთ, ვერავითარი მტერი ვერ დაგვამარცხებდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 10 2008, 07:51 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ქეთინო
ციტატა
ადამიანის ფსიქიკას როგორ უნდა ანადგურებდე არ მესმის რა... sad.gif ასეთი უბედურების მერე დაზარალებული ადამიანი ცოცხალი იქნება?


ეფრეიტორო (დაგაწინაურე ,ნოდარიკომ მხოლოდ რიგითობა გაიმეტა biggrin.gif ) ქეთევან, შებრძანდით მეცნიერების განყ-ში და თქვენი აზრი დააფიქსირეთ თემა "ჯარისკაცის ფსიქოლოგია" 2kiss.gif

bravoshota
ციტატა
ჩვენ რომ ერთად ვიყოთ, ვერავითარი მტერი ვერ დაგვამარცხებდა


სასურვილეია,მაგრამ გამარჯვების კრიტერიუმი არ არის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Sep 10 2008, 08:37 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ციტატა(BOO @ Sep 10 2008, 12:47 PM) *

ჩამოხსნაში მოგეხმარები..
მგონი მუზეუმიც საკმარისია რა huh.gif

ძმებო

სტალინის უზნეობის პრობლემის ძირიდაძირი არის: 1666 წელს რუსული ეკლესიის გაყოფაში და 1722 წლის "უკაზში".

1722 წლიდან ე.წ. РПЦ არღვევს მონანიების არგათქმის საიდუმლოს.

1666 წლიედან სტაროვერები РПЦ-ს სულ აკრიტიკებენ, ხატების ნახატებად ქცევაში და პატრიარქობის გაუქმებაში.

არცაა გასაკვირი ასეთი ისტორიის მქონე ლენინი რომ იძახდა : "მორალი და სინდისი, ეს წარსულის გადმონაშთია და ჩვენ მისგან გავანთავისუფლებთ ხალხსო". (შედეგად - "მიზანი ამართლებს საშუალებას" - მათთვის მთავარია).



სტლაინის ძეგლი გორში, არის კერპი.

ის უნდა იდგეს მუზეუმში.


გერმანელებმა მოინანიეს ფაშიზმი, ჩვენ უნდა მოვინანიოთ კერპთაყვანისმცემლობა - სტალინის სიყვარული.


ტერმინს რაც შეეხება : ჯობია ჩვენი ვიხმაროთ, თუ გინდ სამაჩაბლო ვიდრე ვიხმაროთ - "სამხრეთ ოსეთი".

დიგორცები-ჩვენებური ოსები, ძაან განსხვავდებიან სხვა ოსებისაგან. და საერთოდ დავიწყოთ რა გარჩევა.



მარა biggrin.gif რუსებს ის ეშინიათ, რომ საქართველო "ორივე" ოსეთს გააერთიანებს და შეიერთებს ინგუშეთთან და ჩეჩნეთთან ერთად .....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 10 2008, 10:01 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



მართალია აბსოლიტურდ ის შენიშვნა რომ ეს მხარე არ არის 'სამხრეთ ოსეთი' ამ ტერმინის შემოღებით ჩვენ პრესპექტივაში უშვებთ იმ ფაქტს, რომ
შეიძლება ორი ოსეთი ოდესღაც გაერთიანდეს, რაც დიდი უსამართლობა იქნება იმიტომ რომ კავკასიის სამხრეთი მიწა არასდროს არ ყოფილა ოსების სამშობლო და ის ფაქტი რომ ისინი XIII საუკუნეში და მოგვიანებით XVI ს. შემოვიდნენ არ იწვევეს არანაირ კამათს.
მართალია ის აზრიც რომ ამ მხარეს არ უნდა ეწოდოს სამაჩაბლო რადგან თუ ეს მხარე სამაჩაბლოა იმავე ლოგიკით ის სავახტანგოცაა, საამილახვაროცაა, საქსნის ერისთაოცაა, საციციანოცაა და აშ.

ისტორიულად ეს მიწა არის შიდა ქართლი. დღევანდელი მდგომარეობით ეს მხარე არის ცხივვალის რეგიონი (ცენტრის სახელწოდებიდან გამომდინარე).

ჩვენი პოლიტიკოსები როდესაც ამ მხარეს სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებენ ამით მათი აზრით თითქოს რაღაცას უთმობენ ოსებს თავისუფლების სანაცვლოდ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, რადგან ეს დათმობა რეალურად ჰაერშია გამოკიდებული - მხოლოდ სულელი დათმობს სახელის გამო დამოუკიდებლობას და აღებულ პოლიტიკურ გეზს. რაც შეეხება მსოფლიოს ის სამხ. ოსეთს იმიტომ უწოდებს ამ მხარეს, რომ სხვა ტერმინი მის აღსანიშნავად არც იცის. ჩვენ კიდევ იმის მაგიერ, რომ მათ რეალური ისტორიული ალტერნატივა დავანახოთ სააამისოდ არაფერს ვაკეთებთ, რაც კიდევ ერთი შეცდომაა დღევანდელი ხელისუფლების.

აქ ნახსენები იყო რომ ორი ბასკეთის, ორი აზერბაიჯანის და ორი მაკედონიის გაერთიანებას არავინ დაუშვებსო, მაგრამ თუ გაერთიანდა ორი ვიეტნამი თუ მსოფლიო იბრძვის რომ გაერთიანდეს ორი კორეა თუ ირანში დაიწყო ომი და მისი დეცენტრალიზაცია ვინ გამორიცხავს ორი აზერბაჯანის გაერთიანებას?!
ან თუ ევროპაში რეგიონალიზმის პოლიტიკა უფრო შორს წავიდა არც ორი ბასკეთისა და ზედ ნავარიის გაერთიანებაა გამორიცხული.

ასე რომ მთლად არარეალური არც ორი ოსეთის გაერთიანება უნდა ჩანდეს მითუმეტეს რომ საამისო პრეცენდენტები მრავალია. მაგ.: ორი გერმანია, ორი იემენი შორეულ პერსპექტივაში თურქეთისა და ერაყის ქურთისტანი და აშ.

ამ შემთხვევაში ჩვენ ეს რეგიონი უნდა მოვიხსენიოთ იმ სახელით რა სახელითაც ის იხსენიებოდა ყოველთვის საუკუნეების მანძილზე, ხოლო შემდეგ ორი ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად შეიძლება მას ორი სახელი მიეცეს მაგ.: შიდა ქართლი-სამხ. ოსეთი, როგერც ეს იტალიის ერთ-ერთ პროვინციას ააქვს ორი ეთნოსის ინტერესის გათვალისწინებით (თუ არ ვცდები ავსტრიელებისა და იტალიელების).


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 10 2008, 10:35 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სხვათა შორის, სერბიაში რომ ვიყავი ბოლოს და პრესას ვკითხულობდი ან გადაცემებს ვუყურებდი, ცხინვალის რეგიონს (მე შიდა ქართვლი უფრო მომწონს) მოიხსენიებდნენ, როგორც "ტაკ ნაზვანა" ანუ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი,ანუ ხაზზს უსვამდნენ, რომ შეცდომაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 10 2008, 11:04 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



staywhite

ეგ იმიტომ რომ სერბეთს ბევრი მსგავსი პრობლემა აქვს და იქ გათვითცნობიერებული ხალხი ცხოვრობს განსხვავებით დასავლეთისგან სადაც ბევრი ტყემალზე ზის და კაკალს ჭამს და იმისტვის რომ გაიგოს რაიმე
ამისთვის მათი ინფორმირებაა საჭირო და ისეთი რადიკალური პოზიცია რომ ეს არის შიდა ქართლი და არა სამხ. ოსეთი.

მაგ. საბერძნეთმა და ბერძენმა დიასპორამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს იმას რომ აშშ კი ხშირად მაკედონიას სლავომაკედონიის სახელწოდებით მოიხსენიებს, თუმცა დღემდე ეგ საკითხი დისპუტის საგანია
მსოფლიოში რის გამოც საბერძნეთმა მაკედონია ნატოშიც კი დაბლოკა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 10 2008, 11:19 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



sable
ციტატა
შირად მაკედონიას სლავომაკედონიის სახელწოდებით მოიხსენიებს


და მართლებიც არიან, სად სლავები და სად მაკედონია. მე ბერძნებს მხარს ვუჭერ მაგ საკითხში. უნდა ყოფილიყო რაღაც მაგ კამათის თაობაზე გადაწყვეტილებები ამ ბოლო დროს და რა იქნა არ ვიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 10 2008, 11:48 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანონისტი
ციტატა
ეს მიწა არ არის სამაჩაბლო. სამაჩაბლოდ მისი მოხსენიება უკვე არის საკმაო შეცდომა.

დავით რასაც ამბობ დარწმუნებული ხარ?
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 10 2008, 11:50 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



staywhite

რაგაც ისეთი ვარიანტის შერჩევა უნდათ ორივე მხარეს რომ დააკმაყოფილებს არის ორი ვარიანტი

სკოპიე-მაკედონიის რესპუბლიკა და ახალი მაკედონია

საბერძნეთი მსგავს წინადადებაზე დაახლოებით თანახმაა მთავარია ჩანდეს რომ ეს არ არის ის მაკედონია რომლის ნაწილიც დღეს საბერძნეთის ჩრდილოეთია. ისე მაკედონიის მიწა ეს ისტორიული მაკედონიის ერთი ნაწილია მაგრამ მოსახლეობა აშკარად სხვაა ანუ სლავებია VI ს. მოსულები უცხო მიწაზე.

მოკლედ მანდ რაღაც ახალია მოსაფიქრებელი.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 10 2008, 11:55 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



sable

ხო, სლავურ-მაკედონიელების ენა რაღაც ბულგალურს გავს ძალიან, ზოგი სერბული სიტყვებიცაა,მარა უფრო ბულგარული.

მათი ისტორია არ ვიცი, ვიცი რომ სერბები არ არიან და შეიძლება რაღაც ბულგარელების შტო იყვნენ.

პ.ს. თან რაცხა შავები არიან ნამეტარი, რა ვიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 10 2008, 11:57 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(abo @ Sep 10 2008, 11:48 PM) *

კანონისტი

დავით რასაც ამბობ დარწმუნებული ხარ?
აბო


სწორს ამბობს სამაჩაბლო ნიშნავს თავადი მაჩაბლების ტერიტორიას ეს მაშინ როცა ეწ სამხ. ოსეთის ყოფილ ა.ო.
იყო არა მარტო მაჩაბლების არამედ ქსნის ერისთავების, ციციშვილების, ბაგრატიონების (მაგ. თავად ვახტანგ ბატონიშვილის), ამილახვარებისა და სხვათა მამულები ასე რომ სადაც სამაჩაბლო იქ საციციანოც შეგვიძლია მას უწოდოთ და სამილახვაროც ან სავახტანგოც, მაგრამ ყველა ეს შეცდომა იქნება.

ეგ რეგიონი ისტორიულად არის შიდა ქართლი, დღეს სიტუაციიდან გამომდინარე ცხინვალის რეგიონი. სამხ. ოსეთი რათქმაუნდა მცდარი და ყალბი ტერმინია და ის უნდა ამოვაგდოთ ოფიციალური ლექსიკიდან!!!!


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 11 2008, 12:08 AM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



შიდა ქართლი.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 11 2008, 12:44 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(staywhite @ Sep 10 2008, 11:55 PM) *

sable

ხო, სლავურ-მაკედონიელების ენა რაღაც ბულგალურს გავს ძალიან, ზოგი სერბული სიტყვებიცაა,მარა უფრო ბულგარული.

მათი ისტორია არ ვიცი, ვიცი რომ სერბები არ არიან და შეიძლება რაღაც ბულგარელების შტო იყვნენ.

პ.ს. თან რაცხა შავები არიან ნამეტარი, რა ვიცი...


ეტყობა თურქებმა (ოსმალებმა) და ბულგარელებმა (ესენიც ნაწილობრივ თურქი ვოლგის-ბულგარელების შთამომავლებია რომლებიც სლავებში აითქვიფნენ) დაატყვეს ხელი smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი