როკ-მუსიკა, როკ-მუსიკით გატაცება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როკ-მუსიკა, როკ-მუსიკით გატაცება |
aamirani |
Jan 16 2012, 09:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 8-January 12 წევრი № 11,924 |
ქრისტიანის სულზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჯაზ-მუსიკა, როკ-მუსიკა, დისკო-მუსიკა, პანკ-მუსიკა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის სხვა ფორმე მართლმადიდებლობა მხოლოდ დოგმატების სიწმინდე როდია, არამედ ტრადიციების ერთიანობისა და მთლიანობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ მართლმადიდებლობა წმინდა გადმოცემების სავსებაა. რატომ ფლობს მუსიკა ესოდენ მიმზიდველობასა და ძალას? როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის ფსიქიკაზე? არსებობს თუ არა ორგანული კავშირი მუსიკასა და მათემატიკას შორის? (მეცნიერების დედოფალის) ამ საკითხებზე მსჯელობდნენ უკვე ძველი ფილოსოფოსები. ეს პრობლემები ჩვენს დროშიც არანაკლებ აქტუალურია. მუსიკაზე წარმოდგენა, როგორც სამყაროს ჰარმონიასა და სტრუქტურაზე, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციიდან, პითაგორადან პლატონამდე და მათ შთამომავლობამდე პლატონის აკადემიის კარიბჭეზე წარწერა მეტყველებს, რომ აქ შემოსვლა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც შეისწავლიდა მათემატიკასა და მუსიკას. ამ საგნების ცოდნის გარეშე ფილოსოფიის წვდომა შეუძლებელია. პითაგორელებისთვის მზისა და ვარსკვკლავების მოძრაობა ისმოდა, როგორც სფეროთა და კოსმიურ სიმღერათა საიდუმლო მელოდია. ჯერ კიდევ პითაგორამდე მცხოვრები მუსიკოსი ორფეოსი იმორჩილებდა ველურ ცხოველებს. ორფეოსის სიკვდილიც სიმბოლურია და მითოლოგიური. მას კლავენ და ნაწილებად იყოფენ განეისხებული მხეცები. მუსიკას არა მხოლოდ ჰარმონიის მომტანი ძალა აქვს, არამედ საიდუმლო მოქმედებითი სამყარო. უძველეს ექიმებს მუსიკის დახმარებით შეეძლოთ ავადმყოფობისგან განკურნება. ისინი ავადმყოფისთვის მელოდიებს არჩევენ, იმგვარი ყურადღებითა და სიფრთხილით როგორც ამზადებენ წამლებს, ითვლებოდა რომ ადამიანის თითოეულ ორგანოს შეესაბამება განსაკუთრებული ბგერა ან ბგერათა წყვილი. ხმებით შეიძლება ადამიანის განკურნებაც და მოკვლაც... ძველ პერიოდში აღმოსავლეთში იყო წამების განსაკუთრებული სახეობა: ხმამაღალი, ამაღელვებელი ბგერები ანგრევდნენ ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო რიტმებს, იშლებოდა ჭკუიდან და კვდებოდა, თითქოს თვალსა და ხელს შუა დნებოდა. პლატონის ჩამაფიქრებელი გამონათქვამის მიხედვით, მუსიკას შეუძლია სახელმწიფოს დანგრევაო. მუსიკა ყველაზე ინტიმური სფეროა ხელოვნებაში, სადაც მკაფიოდ ვლინდება ჰარმონია და რიტმი. უნდა ითქვას, რომ ანტიკური ტრადიციიდან მოყოლებული მრავალი კონცეფციაა მუსიკის შესახებ. ცნობილი ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნე ლოსევი სპეციალურად იყო დაკავებული მუსიკის თეორიით. აბსტრაქციონიზმის დამაარსებელი, მხატვარი და ხელოვნების თეორეტიკოსი კანდინსკი თვლიდა, რომ იდეა და მუსიკა ანალოგიურია. ხმა ეს არის საგნის ენა. ყველა ცოცხალი მღერის, ყველაფერი არსებული ახმოვანებს. ხმა სამყაროთა კავშირია. თანამედროვე საზოგადოებამ ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში და განსაკუთრებით მუსიკაში. ისეთი სახის მუსიკა როგორიცაა როკი, დემონური მისტერია და სიკვდილის და დაცემის არსი. როკ-მუსიკა ახდენს გონების პარალიზებას, კლავს გრძნობებს, ამძიმებს სულს, ნარკოტიკულ მდგომარეობაში აყენებს, თითქოსდა ხელში აყვანილი ჩაჰყავს ჯოჯოხეთში. ეს მუსიკა არის კატასტროფის და კაცობრიობის გაცამტვერების მომასწავებელი. ეს არის პროტესტი აჯანყება ყოველგვარი კანონების წინააღმდეგ, როგორც ტირანია ადამიანზე. პირველი პროტესტი აღმოხდა სატანის ბაგეებიდან. როკ-მუსიკაში ადამიანი ტკბება თავისი სულის ბნელი კუნჭულებიდან ამომავალი მოქმედებებით. როკისა ცნებებში გამოსჭვივის უფლისადმი სიძულვილი და სატანისადმი სიყვარული. სამწუხაროდ დღეს ყველა ქრისტიანმა როდი იცის ესოდენ საშიში გამანადგურებელი გატაცების შესახებ, როგორიცაა კა. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ყოველი წესიერი ადამიანისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ქრისტიანებზე. როკ-მუსიკით გატაცება პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას, მისი გზა მოფენილია ისეთი საშინელი, საძაგელი, სასიკვდილო ცოდვებით, როგორიცაა: სიძვა, ნარკომანია დოზის გადამეტებით გამოწვეული სიკვდილი, ძალადობით, თვითმკვლელობით და ა.შ. როკ-მუსიკის ტექსტებისა და როკ-ვარსკვლავების გამომწვევ გამოსვლებში ხშირად გაისმის ღვთისმგმობელი სიტყვები, აბუჩად იგდებენ უფალ იესო ქრისტეს, ჯვარს. იმისთვის რათა საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდობა სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ “ქვეცნობიერი ინფორმაცია” ანუ საზარელი სიტყვები, მოწოდებები. წყევლა, რაც ჩანაწერების უკუღმა მოსმენის დროს კარგად ისმის. ეს ინფორმაციები შემდეგი სახისაა: თვითმკვლელობისკენ მოწოდება, მკვლელობა და ძალადობისკენ მოხმობა, სატანის მსახურება. აღსანიშნავია რომ როკ-ენ-როლის ყველა ავტორი სატანური ეკლესიის წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. ლის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, ხოლო მიკ ჯაგერი თავს “ხორცშესხმულ ლუციფერს” უწოდებდა. ჯონ ლენონმა “ეშმაკის თეთრი ალბომის” საჯაროდ შესრულებისას თქვა “ქრისტიანობა გადაშენდება. იგი დაპატარავდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე”. როკ-კონცერტების უმრავლესობას დიდი მსხვერპლი ახლავს თან. გონდაკარგული ბრბოს ზედახორაში ზოგს თელავენ, ან ახრჩობენ, ზოგს კი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა უღებს ბოლოს. ლოს-ანჯელესში ერთერთ კონცერტზე 650 ახალგაზრდა დაიღუპა, ამ ახალგაზრდების ამოცნობა ვერ მოხერხდა. ეს ახალგაზრდები უმეტესად ოჯახიდან გამოქცეულები იყვნენ. “ჯოჯიხეთის ზარები” სწორედ ეს სახელი შეჰფერის ყველაზე მეტად ამ ჯოჯოხეთურ ღრიანცელს, შეძახებებს, აღვირახსნილ ვნებებს, კაცის დაცემული ნების აულაგმავ თარეშს. აქ ადამიანებს ეშმაკთან შეუკრავთ წრე და გამალებით ცეკვავენ. ნურავინ იფიქრებს, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც უსმინოს ამგვარ, თითქოს შედარებით უწყინარ სიმღერებს. განა შეიძლება ქრისტიანი ისე გასართობად გაესაუბროს ეშმაკს, ანდა მასთან ერთად ილხინოს. ყოველი ადამიანისთვის მისით გატაცება არის საკუთარი სარწმუნოების ღალატი, უფლის შეურაცხყოფა. მისგან დაშორება, სატანასთან გათამაშება. |
A.V.M |
Jan 16 2012, 10:33 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
არქიმანდრიტი ლაზარე ის ხომ არაა ედიშერს რომ მოუვიდა დავა?(არქიმანდრიტ რაფაელთან ერთად რომ ედავებოდა?)
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
terra |
Jan 16 2012, 11:31 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
არქიმანდრიტი ლაზარე ის ხომ არაა ედიშერს რომ მოუვიდა დავა?(არქიმანდრიტ რაფაელთან ერთად რომ ედავებოდა?) ეგაა. მაგარი ადამიანია. გაეცანი მის ნაწერებს, არ წააგებ -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
marine |
Feb 16 2016, 01:25 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ემოტომ სხვადასხვაგვარად იმოქმედა წყალზე და დაადგინა, რომ მის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის ადამიანთა ფიქრები, ხმები, ენერგია და ამგვარი ცვლილებები განსაკუთრებით ხმოვანი ზემოქმედებისას ცნაურდება.
საგალობლები, კლასიკური და ხალხური მელოდიები წყლის კრისტალებს საოცრად ლამაზ გეომეტრიულ ფორმებს ანიჭებს, მაგრამ იგივე კრისტალი ძლიერ მახინჯდება მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმესებისას. როგორც ჩანს, ასეთსავე ზემოქმედებას განიცდის ადამიანის ორგანიზმიც, რომელიც, უმთავრესად, წყლისაგან შედგება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2016, 10:42 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როკ-მუსიკა ხშირად ფსიქიკური და ნერვული აშლილობის მიზეზი ხდება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი