სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
George Leluashvili |
Nov 28 2011, 10:31 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა სამშობლოს მიწაც არ ეღირსა. სად არის დაკრძალული? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 28 2011, 11:13 PM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გიო ვისზე ამბობ?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 29 2011, 09:23 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M ანტონ II (ბაგრატიონი) 1788-1811 წწ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 29 2011, 10:27 PM
პოსტი
#24
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გიო ნაღდად არ ვიცი ეგ...
მაგრამ შევეცდები გავიგო... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 29 2011, 10:30 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
აფხაზმა დაწერა, რომ არ ღირსებია მას სამშობლოს მიწაო და მეც დამაინტერესა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 30 2011, 08:36 PM
პოსტი
#26
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გიო!
ნიჟნი-ნოვგოროდში გარდაცვლილა უწმინდესი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 30 2011, 10:08 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
გიო! ნიჟნი-ნოვგოროდში გარდაცვლილა უწმინდესი... და იქვე დაკრძალეს? არ გადმოუსვენებიათ საქართველოში? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 30 2011, 11:22 PM
პოსტი
#28
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ანტონ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველი მწყემსმთავარი. კათოლიკოსი დაკრძალეს ჯერ მიძინების ტაძარში. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდეგ გიორგი გრუზინსკიმ 1841 წელს იგი ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენა. ანტონის სურვილი – გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტი მშობლიურ მიწას მიბარებოდა, იმდროინდელმა საქართველოს მთავარმართებელმა ი. პასკევიჩმა არ შეასრულა. ააა. ბატონო... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 1 2011, 08:23 PM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეფთვმე საყვარელიძე, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ეფთვმე საყვარელიძე დასავლეთ საქართველოს კატალიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძის შემდეგ გახდა (მანმადე იგი მოქველი მთავარეპისკოპოსი იყო). იმ დიდი აღდგენითი სამუშაოების და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ბარგრატ III-ის და ევდემონ ჩხეტიძის თანამშრომლობით ჩატარდა დანგრეულ გელათში, საჭირო იყო საკათალიკოსო საყდრის ქონებრივი საფუძვლების განმტკიცება, სენიორალური უფლებების ზუსტად განსაზღვრა, მართვის მოწესრიგება, ეკლესიის შემკობა სამღვდელმტავრო შესამოსელით და სამსახურებელი ჭურჭლით; სკრიპტრიუმის ამოქმედება და საეკლესიო წიგნების გამრავლება და ა.შ. ამ საქმიანობას 38 წლის მანძილზე უძღვებოდა კათალიკოს-პატრიარქი ეფთვიმე საყვარელიძე. კათალიკოსის მოღვაწეობის ამსახველი ძუნწი ცნობებიდან მაინც საკმაოდ კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი საქმიანობა და დაუცხრომელი ენერგია. კათალიკოსმა, როგორც ჩანს, უპირველესი ყურადღება მიაქცია სამწყსოს უძრავი ქონების ზუსტ აღნუსხვას და ძველი იმუნიტეტური უფლებების განახლებას, სამეფო ხელისუფლებასთან დამოკიდებულების განსაზღვრას, ეკლესიის შიდა ორგანიზაციული წყობის აღდგენა-მოწესრიგებას. ამ მიზნით შეადგენინა (ან თავად შეადგინა) ეფთვიმემ ბიჭვინტის საკათალიკოსოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, “ბიჭვინტის იადგარი” (ქართული სამართლის ძეგლები, II). . მასში განსაზღვრულია ეკლესიის მართვის, ორგანიზაციული სტრუქტურის, მისთვის მინიჭებული იმუნიტეტური უფლებების ფარგლები და სხვ. დოკუმენტში ეფთვიმეს ხელმძღვანელობით ან პირადად მის მიერ თავმოყრილია დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა მიერ ბიჭვინტისადმი ბოძებული სამამულო შეწირულობების დოკუმენტები არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არამედ იერარქიულობის პრინციპის დაცვით. ეს გახდა სამეცნიერო წრეებში დოკუმენტის ნამდვილობაში დაეჭვების ძირითადი საფუძველი (ლ. მუსხელიშვილი, ი.დოლიძე). “ბიჭვინტის იადგარის” ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებოდათ ს. კაკაბაძეს, ბ. ლომინაძეს, ი. ანთელავს. არსებობს დოკუმენტის აგებულებაში “უჩვეულო” სტრუქტურული წყობის ახსნაც (მ.სურგულაძე). ყველა მკვლევარი აღიარებს “ბიჭვინტის იადგარის” მაღალ წყაროთმცოდნეობით ღირებულებას, განურჩევლად მის ნამდვილობა-ნაყალბევობისა. თავისი შინაარსით და ხასიათით ეს დოკუმენტი ზუსტად შეესატყვისება ეფთვიმე საყვარელიძის კათალიკოსობის მოღვაწეობის პერიოდს. შემონახულია ეფთვიმი საყვარელიძის მიერ ბიჭვინტისადმი შეწირული ქონების ვრცელი ნუსხა, რომელშიც ჩმოთვლილია “მოთვალმარგალიტებული” გვიგვინი, ბისონები, ოლარები, სტიხარები, ქამრები, ენქერები,ხატები, ჯვრები, ბარძიმი, ფეშხუემი და სხვ.სამღვდელმთავრო სესამოსლები, წირვის იარაღი, საზიარებელი ჭურჭელი, მოხატული ხელნაწერები, მათ შორის მოხატული ქართლის ცხოვრება, სჯულისკანონი, გულანი – სულ 9 დიდი მოცულობის ხელნაწერი, ჩამოთვლილია აგრეთვე “ცხენის ჯოგი, ზროგის ჯოგი, კამბეშის ჯოგი” (ქართული სამართლის ძეგლები, III). კათალიკოსი ეფთვიმე ძველი ქათული წერილობითი კულტურის ნამდვილი დამცველი და პოპულარიზატორია (მენაბდე). მისი დაკვეთით გადაწერილი ერთი ხელნაწერის ანდერძს ასეთი საინტერესო ცნობა დაუცავს: “ჭეშმარიტად იჭირვოდა საღმრთოÁთა წერილთაÁ წიგნთა წმიდაÁთა წერასა და ამკობდა პატიოსანთა საყდართაÁ კახეთით, ქართლით, იმერით, ოდიშით და გურიით და დასდებდა დიდროანსა და პატიოსანსა ყოვლითურთ შემკობილსა წიგნებსა და ჩუენ გვიბოძებდა... საქონელსა მრავალსა და აურაცხელსა; და არა დასცხრებოდა საღთოÁსა სურვილისაგან და ყოველსა წელიწადსა შინა ოთხ-ოთხისა, სამ-სამისა, და ორ-ორისა მწერლითაÁ გუაწერინებდა და გუაშრომებდა (ქუთაისის მუზეუმის ხელნაწ. K10). Aდღეისათვის შემორჩენილია ეფთვიმეს დაკვეთით გადაწერილი ცხრა დიდი ხელნაწერი, მათ შორის მეტაფრასები,სხვადასხვა სტრუქტურის გულანები (ლიტურგიკული კრებულები) და იოსებ ფლავიოსის “წიგნი ჰურიისაÁ”. ეს ხელნაწერები დაცულის ქუთაისის საისტორიო მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, თბილისი, 1898. 2. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტომის შემდგენლები: დ. კლდიაშვილი, მ. სურგულაძე, II, თბილისი, 1993. 3. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. II, თბილისი, 1965, გვ.386-387. 4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970, 5. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914. 6. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი, საისტორიო მოამბე, II, 1925; 7. ლ. მუსხელიშვილი, დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XV-XVII სს. ენიმკის მოამმბე, V-VI, 1940, გვ. 269. 8. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I,თბილისი, 1966, 180, სქოლიო, მისივე, მასალები დასავლეთ საქართველოს 1954, ნაკვ.31. 9. ლ. მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ.II. თბილისი, 1962. 10. მ.სურგულაძე, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან, “ბიჭვინტის იადგარი”, მრავალთავი, XVIII, 1999,376-383. 11. თ. ქორიძე, ეფთვიმე საყვარელიძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000. მოამზადა მზია სურგულაძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 3 2011, 12:23 AM
პოსტი
#30
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აბრაჰამი კათალიკოსი
საქართველოს კათალიკოს_პატრიარქი 1282 წლიდან XIV ს-ის 10-იან წლებამდე, მონღოლთა ბატონობის პერიოდის საეკლესიო მოღვაწე. აბრაჰამ კათალიკოსი, დემეტრე II თავდადებულისა (1270-1289 წწ.) და დავით VIII-ის (1293-1311 წწ.) თანამედროვე, კათალიკოსად არჩევამდე მეფის ჯვარისმტვირთველი ყოფილა. აბრაჰამს ჯვარისმტვირთველობის დროს აუშენებია სამეფო მონასტერი გუდარეხში, 1278 წელს კი – სამრეკლო, რომელიც მტრის შემოსევის შედეგად დაქცეული იყო. სამრეკლოზე მოთავსებულია წარწერა: “ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე, მიწაი მეფობისა მათისაი, უღირსი მღდელი ჯუარისმტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთაA ამათ, სადიდებელად მეფობისა მათისა და სალოცველად სულისა ჩემისა...” 1282 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა, ნიშნად თავისი პროტესტისა დემეტრე II-ის ცხოვრების წესისადმი, უარი თქვა კათალიკოსობაზე და თავისი ხელით აკურთხა კათალიკოსად მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამი. ჟამთააღმწერელი მას კეთილად მოიხსენიებს: “კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი”. როდესაც მეფე დემეტრემ ურდოში წასვლა გადაწყვიტა, კათალიკოსმა აბრაჰამმა დარბაზის წინაშე ასე მიმართა მეფეს: “არა არს, საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თვისი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: “უფროს ამისა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყუსისათვის”, და უკეთუ ერთისა მოყუსისათვის სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს”. აბრაჰამ კათალიკოსი თან ახლდა ურდოში დემეტრე II-ს. მანვე ჩამოასვენა მონღოლებისგან წამებული მეფის ცხედარი საქართველოში და სვეტიცხოველში დაკრძალა. შემდგომ, როდესაც მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII მთიულეთში გამაგრდა, მონღოლებმა, მეფე რომ ვერ შეიპყრეს, დაზავება მოინდომეს მასთან. ამ რთულ, უკიდურესად საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს აბრაჰამ კათალიკოსი წარმოადგენდა. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს მონღოლებმა მოლაპარაკების მონაწილეები დახოცეს, მხოლოდ აბრაჰამ კათალიკოსს ვერ გაუბედეს ხელის ხლება. აბრაჰამ კათალიკოსის შესახებ ცნობები დაცულია ჟამთააღმწერლის “ასწლოვან მატიანეში”. აბრაჰამ კათალიკოსი იყო დემეტრე მეფესთან დაახლოებული პირი, დავით VIII-ის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, ცნობილი და გავლენიანი ფიგურა მაშინდელ საქართველოში. მას მონღოლებიც კი პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. კათალიკოს აბრაჰამის სახელს ვხვდებით დავით VIII-ის სიგელში გრიგოლ ჭარმაულისადმი, აგრეთვე სინის მთის წ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერზე მოთავსებულ მოსახსენებელში, რომელიც მიანიშნებს, რომ კათალიკოსს შესაწირავი გაუგზავნია სინის მონასტრისათვის. (გულნარა მჭედლიძე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 3 2011, 07:50 PM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ანტონ I, კათალიკოსი
ქართლის კათალიკოსი (1744-1755, 1764-1788) I ნაწილი (მზიასურგულაძე) ---------------------------------------------------- ანტონ I, ერისკაცობაში თეიმურაზი, იყო ვაჟი ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმის, იესე მეფისა და ნაზარალი-ხანის (ერეკლე I) ასულ დედოფალ ელენესი. დაიბადა 1720 წელს. პირველდაწყებითი განათლება, არსებული წესის თანახმად, უნდა მიეღო ოჯახში, სასულიერო პირთა ხელმძღვანელობით. თხუთმეტი წლის ასაკში თეიმურაზი დანიშნეს გივი ამილახორის ასულზე, მაგრამ ეს ქორწინება არ შედგა. ნადირ-შაჰის დაჟინებით ამილახორმა საკუთარი ასული ირანში გააგზავნა. ეს ფაქტი იყო სიმბოლური გამოხატულება იმჟამინდელი საქართველოს უმწეო მდგომარეობისა, რომელიც ტრაგიკულად აისახა ახალგაზრდა თეიმურაზის პირად ბედზე. ამ შემთხვევამ თეიმურაზს უბიძგა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯის უდაბნოში. აქედან იგი დასავლეთ საქართველოში გადადის _ გელათში განაგრძობს ბერულ ცხოვრებას. 1738 წელს თეიმურაზი და მისი დედა ელენე, იმჟამად შემონაზვნებული ელისაბედის სახელით, რუსეთში მიემგზავრებიან. ელენეს თავისი შვილი ქართლის ტახტზე სურდა ეხილა და ამიტომ რუსეთის იმპერატორის მაღალ მფარველობას ეძიებდა. მაგრამ ელენე ასტრახანს იქით აღარ გაუშვეს და ჩერქეზეთში მიაბრუნეს. აქ დედა-შვილი მეტად შეუფერებელ და სახიფათო გარემოში აღმოჩნდა. სანამ ელენე რუსეთიდან ახალ განკარგულებას მიიღებდა, თეიმურაზი იმერეთში გააპარა. აქ ისევ გელათს მიაშურა და პოლიტიკურ კარიერას ბერული ცხოვრების გზა არჩია. “მისი სული ანთებული ისწრაფოდა ღვთისკენ და ეძიებდა ბერულ საყუდელს: სწყუროდა და ისწრაფოდა აზრით ამაღლებულიყო ღვთის სამფლობელომდე” (ტიმოთე გაბაშვილი). სერიოზულმა განათლებამ და განასაკუთრებულმა ნიჭიერებამ ანტონს ფართო გზა გაუხსნა საეკლესიო იერარქიაში აღმასვლისათვის. 1739 წელს იგი გელათის იღუმენი გახდა, 1740 წელს აფხაზეთის კათალიკოსმა გრიგოლმა ქუთაისის მიტროპოლიტობა უბოძა (ტიმოთე ქუთათელის ნაცვლად, რომელიც იმ დროს რუსეთში ელჩად იყო გაგზავნილი). ორი წლის შემდეგ იმერეთში მორიგი არეულობა დაიწყო და ანტონის მფარველი მეფე ალექსანდრე თურქების შემწეობით მისმა ძმამ გიორგიმ განდევნა. ანტონი იძულებული გახდა ქუთაისი მიეტოვებინა და თელავში ჩასულიყო თეიმურაზ II-ის კარზე, რომლის მეუღლე, დედოფალი თამარი ანტონის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ახალგაზრდა ანტონის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ სიკვდილის წინ კათალიკოსმა დომენტი IV-მ იგი თავის მემკვიდრედ დაასახელა. ანტონმა თავმდაბლურად არ მიიღო ეს მაღალი პატივი. 1742 წელს იმერეთის ტახტი ალექსანდრე მეფმ დაიბრუნა, რის გამოც ანტონი კვლავ ქუთაისში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ანტონი საბოლოოდ ტოვებს იმერეთს და დავიტ გარეჯის იოანე ნათლიმცემლის სავანეში მკვიდრდება. 1744 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება _ ნადირ-შაჰმა ქართლისა და კახეთის ტახტი მამა-შვილს თეიმურაზს და ერეკლეს დაუმტკიცა. 1744 წლის 11 აგვისტოს კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე ვინმე ტარიელ თამაზაშვილმა მოკლა. კათალიკოსობა კვლავ ანტონს შესთავაზეს. ამჯერად მან უარი აღარ თქვა ამ მაღალ პატივზე და 24 წლის ასაკში ქართლის ეკლესიის უმაღლესი იერარქი გახდა. ამ დროიდან ანტონის წინაშე საეკლესიო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფართო ასპარეზი იშლება. ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად გაეგრძელებინა ის დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-მ წამოიწყო. ამ დროისათვის ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობაგამოვლილი ქართული ეკლესია გაუგონარ გასაჭირში იყო ჩავარდნილი. გაძარცული და გაღატაკებული მონასტრები იხურებოდა, მრავალი ეპარქია გაუქმდა, დაიკეტა სამონასტრო სკოლები. სამრევლო ეკლესიებში ხშირად უსწავლელი, წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლები მსახურობდნენ. მრევლში მძლავრობდა ადათობრივი სამართალი, რომლის წინაშე უძლური იყო ქრისტიანული კანონმდებლობა და მორალი. თავად სასულიერო პირები არღვევდნენ საეკლესიო დისციპლინარულ წესებს. ყოველივე ამას ემატებოდა მაჰმადიანური შემოტევა, სომხური და კათოლიკური პროპაგანდა, რაც არსებულ პირობებში შიდა პოლიტიკურ რყევებს უწყობდა ხელს. მატერიალურად გაჩანაგებული, მორალურად დაქვეითებული და ფეოდალური სეპარატიზმით შერყეული ქართული ეკლესია ახალ ენერგიას საჭიროებდა. ანტონის მრავალმხრივი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს უწყობდა ქართლ-კახეთის ფაქტობრივად ერთიანი მმართველობა თეიმურაზ-ერეკლეს ხელში. თეიმურაზ-ერეკლესა და კათალიკოს ანტონის შეთანხმებული მოქმედებების შედეგად სწრაფად იწყო აღორძინება სახელმწიფოებრივნმა ცხოვრებამ. ანტონი მოღვაწეობას იწყებს ფართო სამოქმედო პროგრამით, რომლის შესრულება უდიდესი ენერგიის და მტკიცე ნებელობის მქონე პიროვნებას შეეძლო მხოლოდ. ანტონისათვის ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვა განუყოფლად იყო დაკავშირებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამოცანებთან. 1744 წლის 1 ოქტომბერს, თითქმის საუკუნენახევრიანი წყვეტილის შემდეგ ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად პატივი ჩაეტარებინა სვეტიცხოვლის ტაძარში თეიმურაზ II-ს კურთხევის ცერემონიალი. ეს იყო მოვლენა, რომელსაც იმ მღელვარე დროს მრავალნატანჯი ქართული საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეეგება და კვლავ დიდი იმედები დაამყარა ღვთით კურთხეულ მეფეზე. ამ მოვლენის შემდეგ ანტონ კატალიკოსი და მისი მეთაუროიბით ეკლესია ქართული სახელმწიფოებრივობის მტკიცე ბურჯად იქცა. ქართული ეკლესიის ცენტრალიზაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1748 წელს ანტონის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ კვლავ დაადასტურა ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსთა ორგანიზაციული ერთობა, საგანგებო დადგენილებები გამოიტანა ღვთისმსახურების და საეკლესიო წესდების მოწესრიგების, უმეცარი სამღვდელო პირების უკურთხევლობის, სამონასტრო დისციპლინის, ეკლესიათა შენების წესისა და სხვ. შესახებ. ანტონის სახით თეიმურაზ-ერეკლეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მხარში საქართველოს ეკლესია ედგა. მეფეთა გამარჯვებების აღსანიშნავად ანტონი საეკლესიო ცერემონიებს მართავდა, რითაც აღამაღლებდა ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. საჭიროების მიხედვით ანტონ კათალიკოსი მატერიალურ დახმარებასაც უწევდა ხელისუფლებას საეკლესიო შემოსავლებიდან. იგი მტკიცედ დადგა სამეფო ხელისუფლების გვერდით მაშინაც, როცა თეიმურაზისა და ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებები (ჯერ აბდულა-ბეგის, შემდეგ პაატა ბატონიშვილის) მოეწყო. კათალიკოსი საეკლესიო ცხოვრების აღორძინებასთან დაკავშირებულ ყველა განკარგულებას ერეკლე მეფესთან ერთად გამოსცემდა. მათი სახელით გაცემული დოკუმენტები საუკეთესო ნიმუშია დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა შეთანხმებული მოქმედებისა. ანტონმა და ერეკლემ კვლავ გააცოცხლეს ეკლესიისა და საერო ხელისუფლების თანამშრომლობის ის მოდელი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო პერიოდებში სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღორძინებას გარანტიას ქმნიდა. ანტონმა დიდი ორგანიზაციული მუშაობა ჩაატარა დაფანტული საეკლესიო ყმა-მამულის შესაგროვებლად, დანგრეული ტაძრების აღსადგენად, ეკლესიის მსახურთა ცოდნის დონის და დისციპლინის ასამაღლებლად. შექმნა საქართველოსათვის ახალი ტიპის საეკლესიო სასამართლო _ დიკასტერია. აღადგინა სამონასტრო სკოლების მუშაობა, განაახლა სტამბა. “ანტონი ბატონიშვილმა, პატრიარქმა კეთილმა და სარწმუნოებისა და ქისტეს სჯულისა განმანათლებელმა, იგულისმოდგინა, ფრიად შემწე ექმნა მეფე ერეკლე და გამოიღეს სტამბა და აღავსეს წიგნითა ქართლი” (პაპუნა ორბელიანი). ანტონის ენერგიული საქმიანობის შედეგად სწრაფად გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, გაიზარდა მისი ზეგავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, 1755 წელს ეს საქმიანობა კარგა ხნით შეჩერდა, როცა ანტონი კათოლიკობაზე მიქცევის ბრალდებით სამშობლოდან განიდევნა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 5 2011, 12:16 AM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ანტონ I, კათალიკოსი
ქართლის კათალიკოსი (1744-1755, 1764-1788) II ნაწილი (მზიასურგულაძე) ------------------ XVII საუკუნიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება კათოლიკე მისიონერების ზეგავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მათი საშუალებით აღწევდა საქართველოში ახალი ევროპის ცოდნა, სასკოლო განათლება, მეცნიერული იდეები და მომავლის ხედვა. განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ საქართველოში კათოლიკე ხელმწიფეებისაგან პოლიტიკურ დახმარებაზე. XVII-XVIII საუკუნეებში ბევრი ქართველი საეკლესიო თუ საერო მოღვაწე მიიქცა კათოლიკობაზე. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ქართლის ელესიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ბანაკი ანტონ კათალიკოსისა და ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, რომელთა უკან ორი განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკური დაჯგუფება იდგა. ანტონი ევროპეიზმის გზას ადგა და ამის დასტურად ფარულად კათოლიკური მრწამსი აღიარა. ზაქარია გაბაშვილი, მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველი, რეალურად პროირანული ორიენტაციის პოლიტიკოსთა დასაყრდენად იქცა, რომელთაც არ ესმოდათ სახელმწიფოს მომავლისათვის სიახლეების დანერგვის მნიშვნელობა. ანტონ კათალიკოსს კი განზრახული ჰქონდა ახალი ევროპული ტიპის სკოლების გახსნა, სადაც ქართველი ახალგაზრდობა მოწინავე ცოდნას მიიღებდა. ეს საქმე კი დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებოდა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ახალი სასწავლო წიგნების მოძიება, თარგმნა და სახელმძღვანელოების შედგენა, რაშიც იმდროინდელ ვითარებაში ანტონს მხოლოდ კათოლიკე და სომეხი სამღვდელოების დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ ამ ნიადაგზე დაუახლოვდა მათ ანტონ კათალიკოსი. 1750 წლიდან მან გააცხოველა კავშირი მისიონერებთან. 1753 წელს ანტონმა ფარულად კათოლიკობა მიიღო, რითაც მართლმადიდებელი სამღვდელოების და თეიმურაზ მეფის რისხვა დაიმსახურა. 1755 წელს სამღვდელოებამ კათალიკოსი ამხილა. ამავე წელს თეიმურაზ მეფემ მცხეთაში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ანტონი გადააყენა. 1756 წლის 4 აპრილს ჩატარდა მომდევნო საეკლესიო კრება. ამ კრებაზე ანტონმა აღიარა ცთომილება და მხურვალედ მოინანია. ამ კრებაზე ანტონმა ითხოვა მღდელმსახურების უფლების დაბრუნების და რუსეთში წასვლის ნებართვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. ამ ამბების შემდეგ საქართველოში დაიწყო კათოლიკეების დევნა _ მათ ეკლესიები ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს, ხოლო ანტონ კათალიკოსი რუსეთში გაასახლეს. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა თეიმურაზ II, რომელსაც, შესაძLოა, მართლაც აღიზიანებდა ანტონის დამოუკიდებელი პოლიტიკა ევროპელებთან ურთიერთობაში, აამასთან ეჭვობდა, რომ ანტონს, როგორც ქართლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელს, განზრახული ჰქონდა თავისი ძმის, ალექსანდრეს ტახტზე აყვანა. 1756 წელს სასულიერო და საერო პირთა მცირე ამალით ანტონი დარიალის ხეობისა და ყიზლარის გავლით ასტრახანში ჩავიდა. აქ დაელოდა იგი იმპერატორის ნებართვას ჩასულიყო პეტერბურგში. რუსეთის დედაქალაქში ანტონს წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და მართლმადიდებლობისადმი ერთგულების დადასტურება მოუწია. 1757 წელს 8 აგვისტოს სინოდმა მას ჩააბარა ვლადიმირისა და იეროპოლის კათედრა. რუსულ ენაში დამხმარედ მიუჩინეს ქართველი მღვდელი გიორგი დავიდოვი. ვლადიმირის ეპარქიას ანტონი 1757-1762 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს პერიოდი მან უაღრესად ნაყოფიერად _ რუსული და ლათინური ენების გასაღრმავებლად და მეცნიერებების შესასწავლად გამოიყენა. აქ იგი გაეცნო თანადროულ ევროპულ საღვთისმეტყველო, ისტორიულ და საბუნებისმეტყველო ლიტერატურას. გაამდიდრა ქართული მწერლობა ახალი თარგმანებით. მის განსკუთრებულ ინტერესს იწვევდა სახელმძღვანელოები, რომელთა სწავლება აუცილებლად მიაჩნდა ქართველი ახალგაზრდობის თვალსაწიერის გასაფართოებლად. ანტონის მიერ ერეკლესადმი რუსეთიდან გამოგზავნილი წერილებიდან გამოსჭვივის უმაღლესი პასუხისმგებლობა საეკლესიო პირისა საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, რომელსაც იგი ახალ ცოდნას დაუფლებულ, მოაზროვნე ახალ თაობას უკავშირებდა. რუსეთში ყოფნის დროს ანტონს არ შეუწყვეტია ერეკლესთან მიმოწერა. ერეკლე მეფეც სისტემატურად უგზავნიდა მას წერილებს. 1762 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა. ერეკლე ანტონს იხმობს. ანტონი სინოდის თანხმობით განთავისუფლდა ვლადიმირის ეპარქიიდან და იღებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას. 1764 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ანტონი კვლავ დიდი მონდომებით შეუდგა შეწყვეტილი საქმის გაგრძელებას. უპირველეს ყოვლისა, მან გასწია უდიდესი ორგანიზაციული სამუშაო _ აღადგინა ეკლესიის დარღვეული ადმინისტრაცია და დაფანტული ქონება, მკაცრი კონტროლი დააწესა შიდა საეკლესიო დიციპლინაზე, განაახლა სტამბა, გახსნა საეპარქიო სკოლები და ორი სასულიერო სემინარია თბილისსა და თელავში, ჩამოაყალიბა ახალი საეკლესიო სასამართლო _ დიკასტირია. ანტონ კათალიკოსი იყო მეფე ერეკლეს უახლოესი თანამზრახველი და უშუალოდ მონაწილეობდა ერეკლეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელებაში. 1771 წლის ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ერეკლემ ანტონ კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში გააგზავნა დიპლომატიური მისიით. ელჩებს ერეკლე მეფის წერილი მიჰქონდათ, რომელშიც ერეკლე მეფე, რუსეთ-თურქეთის მიმდინარე ომის ფონზე, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა და ამავე დროს აყალიბებდა უმთავრეს პირობებს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შეყვანის შემთხვევაში. ამ ელჩობას საქართველოსათვის კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ელჩობის მიერ მიწოდებული მასალა მომავალში საფუძვლად დაედო 1783 წლის ტრაქტატს. 1774 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა. თბილისის (1755 წ.) და თელავის (1782 წ.) სასულიერო სემინარიები სახელმწიფო ტიპის სასწავლებლები იყო, რომლებიც სამეფო ხაზინიდან ფინანსდებოდა. სწავლება აგებული იყო მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის პროგრამით. აქ ისწავლებოდა: გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება. სწალების პროცესში ფართოდ დაინერგა სქოლასტიკური მეთოდი. ანტონს შემუშავებული ჰქონდა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტიც (თბილისში, გორსა და თელავში). სემინარიებისათვის ანტონმა თავად შეადგინა ახალი სასწავლო პროგრამები და ორიგინალური თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოები: “ქართული გრამატიკა” (1764 წ.), რომლის შედგენისას ანტონმა განსაცვიფრებელი ენათმეცნიერული ალღო გამოავლინა, ჩამოაყალიბა ნორმირებული სალიტერატურო ენის მკაცრად განსაზღვრული გრამატიკული და ორთოგრაფიული წესები; მხითარ სებასტიელის “რიტორიკა”, გადამუშავებული ქართული მასალით. (1761), “კატეგორია-სიმეტნე”, შედგენილი “ახალთა ფილოსოფოსთა განსაზღურებათაგან” არისტოტელეს მოძღვრების საფუძველზე; “საქრისტიანო მოძღვრება ანუ კატეხიზმო”; კურციუსის ალექსანდრე მაკედონელის ისტორია, საკუთარი შენიშვნებით (1762); ბაუმაისტერის “განსაზღურება ფილოსოფიისა” და “ფიზიკა” ანტონის წინასიტყვაობითA და კომენტარებით; ლოღიკა; ორიგინალური ფილოსოფიური ტრაქტატი “სპეკალი”. ამ წიგნებზე აღიზარდა საქართველოში რამდენიმე განათლებული თაობა. გარდა სახელმძღვანელოებისა, ანტონმა შექმნა ახალი საეკლესიო ლიტერატურა _ თითქმის არ დარჩენილა საეკლესიო მწერლობის ჟანრი, რომელიც არ გამდიდრებულიყო ანტონის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებებით. ანტონმა გააღვივა საზოგადოებაში მისწრაფება მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნისადმი, აღზარდა განათლებულ ეკლესიის მსახურთა ძლიერი გუნდი, რომელიც მზად იყო ახალი საღვთისმეტყველო ლიტერატურის ასათვისებლად. ანტონმა შეადგინა ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილი კრებული, სახელწოდებით “მარტირიკა”. კრებულში თავმოყრილ თხზულებათა Aნაწილი წარმოადგენს ცნობილი ისტორიული პირებისადმი მიძღვნილი ძველი თხზულებების ანტონისეულ რედაქციას, ხოლო ნაწილი თხზულებებისა პირველად ანტონმა შექმნა. “ღვთისმეტყველება” ოთხ ნაწილად (1779 წ.). ისტორიული თხზულება “ქართველ მეფეთა ჩაამომავლობა”, დაწერილი ყიზლარის კომენდატის დაკვეთით (1756-1760 წლებში). გალექსა იოანე სინელის “კლემაქსი”, “შიო მღვიმელის ქება”, სომხურიდან თარგმნა “ეფესოს კრების ისტორია”, აგრეთვე მრავალრიცხოვანი ქადაგებები და წერილები, Gგანმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლე _ “რომაელთა მიმართ”. ფილოსოფიური თხზულება “სპეკალი” . “წყობილსიტყვაობა” ანტონმა რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ შექმნა. ეს არის ძველი ქართული მწერლობის საეტაპო ძეგლი. მდიდარი შინაარსით, ორიგინალური კომპოზიციით, გამორჩეული ლიტერატურული და ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ცნობების სიუხვით. დაწერილია იამბიკური ლექსით. მასში შესულია: საღვთისმეტყველო ტრაქტატები, საგალობლები, ქართველი მეფეებისადმი და მწერლებისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსები, ქება-ენკომიები და ეპიტაფიები. “წყობილსიტყვაობაში” ასახულია XVIII ს. ქართულ ინტელექტუალურ წრეებში არსებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ცოდნა, ლიტერატურათმცოდნეობის და წყაროთმცოდნეობის მეცნიერული დონე და ესთეთიკური აზროვნება. ანტონ კათალიკოსი ქართველი ერისათვის აშკარა საფრთხეს ხედავდა სომხური (მონოფიზიტური) აღმსარებლობის ფართოდ გავრცელებაში ზოგიერთ ქართულ რეგიონში. ამ საშიშროების თავიდან აცილების ერთ-ერთ ქმედით გზად მას ქართულ საზოგადოებაში საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური განათლების დონის ამაღლება მიაჩნდა. ამ მიზნით სექმნა მან სამნაწილიანი შრომა « მზამეტყველება », რომელშიც იგი განიხილავს მონოფიზიტობის წარმოშობის ისტორიას, მონოფიზიტობის წინააღმდეგ მსოფლიო კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს, მონოფიზიტური მოძღვრების დოქტრინალურ საკითხებს ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური პოზიციებიდან. ნაშრომში გამოსჭვივის ავტორის ფართო საღვთისმეტყველო განათლება, დიდი ერუდიცია და ძლიერი პოლემისტის უნარი. ანტონმა დანერგა საქართველოში ე.წ. “სამი სტილის” თეორია, რომლის გავლენა XIX საუკუნის პირველი ნახევრამდე იგრძნობოდა ქართულ მწერლობაში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
soso_soso |
Dec 5 2011, 08:45 PM
პოსტი
#33
|
სოსო ჯგუფი: Members პოსტები: 167 რეგისტრ.: 16-September 11 მდებარ.: ურბნისისა და რუისის ეპარქია წევრი № 11,558 |
გრიგოლ ლორთქიფანიძე, კათალიკოსი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742წწ. გრიგოლ ლორთქიფანიძეს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო საყდარი ეპყრა კათალიკოს დავით ნემსაძის შემდეგ. დასავლეთ საქართველოში გამეფებული ანარქიის გამო ყოველი ახლად დადგენილი კათალიკოსის უპირველესი საზრუნავი საკათალიკოსო ყმა-მამულის აღნუსხვა, მიტაცებული მამულების დაბრუნება და მეურნეობის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ ყველა კათალიკოსი როდი ახერხებდა ამ საქმეების მოგვარებას. გრიგოლ კათალიკოსი მხნედ შეუდგა თავისი სამწყსოს მოვლას. მან არა თუ აღადგინა საკათალიკოსოს დაცემული მეურნეობა, არამედ დაიბრუნა მიტაცებული საკათალიკოსო მამულები იმერეთის მეფეებისა და დიდი თავადებისაგან, ოდიშის მთავრის, გურიელის, რაჭის ერისთავისაგან. მოაწესრიგა და გაამარტივა საგადასახადო საქმე _ საკათალიკოსო შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გუქმებული ფულადი ბეგარის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა. ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგარის ნაწილიც. გრიგოლის კათალიკოსობის დროს ენგურსგადაღმა გრძელდებოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ჩამოწოლა. ოსმალთა ზეგავლენით ამ მხარეში სწრაფად ვრცელდებოდა მაჰმადიანობა. მრავალი ქართველი ტოვებდა თავის მიწა-წყალს და ენგურსგადმოღმა სახლდებოდა. გრიგოლ კათალიკოსი ამ პროცესს ფხიზლად ადევნებდა თვალს და ყოველნაირად ცდილობდა ახალმოსახლეების დახმარებას. განსაკუთრებით მფარველობდა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე შევიწროებულ ყოფილ საკათალიკოსო ყმებს, მათში საფასურს უხდიდა ადგილობრივ მთავარს და სამწყსოს ტერიტორიაზე ასახლებდა. ენგურსა და კოდორს შორის მდებარე ტერიტორიიდან იმერეთსა და ოდიშში კათალიკოსმა გადმოასახლა ის საეკლესიო ყმებიც, რომლებიც ტყვეთა მტაცებლებს გადაურჩნენ. ამით მან შეინარჩუნა სამწყსო, მფარველობის განცდა ჩაუნერგა ბედის ანაბარა დარჩენილ ადამიანებს და ეკლესიას შემოსავალი გაუზარდა. გრიგოლის ძალისხმევით საკათალიკო ტახტმა არა მარტო შეინარჩუნა ყმა-მამულის უმეტესი ნაწილი, არამედ მრავალი სხვაც შეიძინა იმერთში, გურიასა და ოდიშში. გრიგოლის ეს მოღვაწეობა ძირითადად შეჯამებულია მის მიერ 1733 წელს შედგენილ ბიჭვინთის გუჯარში. თავისი მორალური შეგონებებით კათალიკოსი ებრძოდა მაჰმადიანობის გავრცელებას, ქვეყნის მოღალატეებს. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ ისინი ყოველ ღონეს იხმარდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებად, ასევე არ შეეკვრებოდნენ მაჰმადიანთ იმერეთის ‘წასახდენად”, არც “თათართა” ლაშქარს შემოუძღვებოდნენ საკუთარ ქვეყანაში. 1701 წელს ოდიშის გამგებელმა ლიპარტიანმა ფიცით აღუთქვა კათალიკოსს, რომ ტყვეთა სყიდვაზე უარს იტყოდა. 1707-1710 წლებში დააფიცა იმერეთის საკათალიკოსო ყმები, რომ არ გაერეოდნენ ტყვის სყიდვის საქმეში. 1709 წელს ასეთივე პირობა დაუდეს ჩაჩუებმა, 1717 წელს - ბეჟან დადიანმა და რაჭის ერისთავმა. გრიგოლი ცდილობდა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში ქრისტიანობის აღდგენას. 1713 წელს სამეგრელოს გავლით ევროპაში მიმავალ ფრანგ მისსიონერს რიშარს და სულხან-საბა ორბელიანს გრიგოლმა დაავალა, რომ იმერეთში მისიონერები ჩამოეყვანათ, რათა ისინი აფხაზეთსა და ჩერქეზეთში სამოღვაწეოდ გაეგზავნა. სვლილებები შეიტანა კათალიკოსმა საეკლესიო იერარქიაში: ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანიჭა მიტრიპოლიტის ხარისხი. 1740 წელს მას უბოძებია ქუთაისის მიტროპოლიტობა იმ ხანად გელათის იღუმენად მყოფ ანტონისათვის (კათალიკოსი ანტონ I). კათალიკოსი გრიგოლი მონაწილეობდა იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ებრძოდა თავადთა თვითნებობას, რასაც ქვეყანა ანარქიამდე მიჰყავდა. მისი მხარდაჭერით მეფობა ჩამოართვეს გიორგი V აბაშიძეს და სამეფო ტახტზე აიყვანეს გიორგი VI ბაგრატიონი, იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე. wyaroebi da samecniero literatura: xelnawrebi: xec: A #123, Q #631 saqarTvelos siZveleni, I, Tb. 1929, #42, #45, #46. 1. eq, TayaiSvili, saistorio masalani, Tb. 1912. 2. s. kakabaZe, saistorio moambe, II 1925w, ,,afxazeTis saklesio didi davTari.” 3. literatura: 4. lominaZe b., masalebi dasavleT saqarTvelos XVII-XVIII saukuneTa istoriis qronologiisaTvis /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 31. 5. lominaZe b., feodaluri meurneobis organizaciis istoriidan gvian feodalur saqartveloSi /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 30. 6. m. TamaraSvili, istoria kaTolikobisa qarTvelTa Soris, 1902.. 7. s.kakabaZe, dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, I. 1920. 8. saqarTvelos kaTalikos-patriarqebi,nekeri, 2000. -------------------- თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.
ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა. კონსტანტინე გამსახურდია |
A.V.M |
Dec 6 2011, 12:00 AM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სოსო გაიხარე...
ასე გააგრძელე და დაიხურება-,,ერთი მსახიობის თეატრი" -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 7 2011, 10:09 PM
პოსტი
#35
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დავით III კათალიკოსი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435/36-1438/39 წლებში. დავით III-ის კათალიკოსოსობის ამსახველი დოკუმენტური მასალა მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც შესაძლებელი ხდება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მისი მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეზე. დავითის კათალიკოსობის წლები ნაწილობივ ფარავს ალექსანდრე დიდის მეფობის წლებს (1412-1442), ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითი ამ შესანიშნავი მოღვაწე მეფის გვერდით საეკლესიო ხაზით განუხრელად იცავდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის კურსს. ჩვენამდე მოღწეული მწირი მასალა უჩვენებს კათალიკოსის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, მიმართულს იმ დროისათვის ახლად განახლებული მცხეთის საყდრის კუთვნილი მეურნეობის მოწესრიგებისადმი (ლექსიკონი). ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მესვეურნი და მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელი კარგად იყვნენ ჩახედულნი საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში და მასთან დაკავშირებულ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ურთიერთობის რთულ საკითხებში. დავით კათალიკოსი, თავისთავად ცხადია, ალექსანდრე მეფესთან ერთად, გამოეხმაურა ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII პალეოლოგოსის (1425-1448) მოწოდებას და საქართველოდან გაგზავნა ორი დელეგატი (ერთი მიტროპოლიტი, მეორე _საერო პირი, როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი) 1438/1439 წლებში მიმდინარე ფერარა-ფლორენციის ცნობილ საეკლესიო კრებაზე. სულ რაღაც 15 წელი იყო დარჩენილი კონსტანტინოპოლის დაცემამდე და ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოახლოებულ კატასტროფას, არაერთგზის ცდილან ლათინებთან შერიგების გზით იმპერიის გადარჩენას. საქართველოში დელეგატების შერჩევის პრინციპი (სასულიერო და საერო) მოწმობს, თუ რა გულისყურით აკავირდებოდნენ მეფე და კათალიკოსი მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს და მზად იყვნენ თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამხედრო, აეღოთ, თუ კი მხარეთა კონსოლიდაცია მოხერხდებოდა. როგორც კრების მსვლელობამ უჩვენა, მის მესვეურთა უნიატური მისწრაფება სინამდვილეში ეკლესიათა შეერთებას გულისხმობდა რომის ეკლესიის პრიმატის აღიარებით. პოლიტიკურ გარემოებათა გამო ბიზანტიის ეკლესიების წარმომადგენლებმა, ანტიოქიის საპატრიარქოს გამოკლებით, ხელი მოაწერეს უნიის დოკუმენტს. ქართველ დელეგატებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, წინასწარ ჰქონდათ გათვლილი მოვლენათა შესაძლო განვითარების შედეგები, დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. მიტროპოლიტმა საერთოდ დატოვა სხდომები, ხოლო მეორე დელეგატი, “საერო პირი”, პირადად შეხვედრია პაპ ევგენიუს IV-ს (1431-1447) და, როგორც იმდროინდელი წყარო (სილვესტროს სიროპულოსი) გადმოგვცემს, განცვიფრებაში მოუყვანია პაპი თავისი განსწავლულობით და ურყევი ლოგიკით. ფრაგმენტები სილვესტროს სიროპულოსის მემუარებიდან: 1. იბერიის ხალხთA ორი ელჩი კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ამალაში მოვიდა, ერთი ეპისკოპოსია, მეორე – თავადი, ერისკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევენ პროპაგანდას.... საქართველოს წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ... ქართველი თავადის პასუხი პაპისადმი, რომელიც ამაოდ ცდილობდა თავადის დაყოლიებას: ...ჩვენი ეკლესია მოასაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმინდა მოციქულთა ტრადიციებს... ამისგან არასდროს გადაგვიხვევია და არაფერი დაგვიმატებია ... რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა და საბოლოოდ წმინდა სამების სწავლების საზღვრები გადალახა.... სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება, ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია... ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთაA ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა სურს. პაპმა ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა”. (QIM.GE) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 8 2011, 07:16 PM
პოსტი
#36
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დომენტი I, კათალიკოსი
აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1556-1560 წლებში დომენტი კათალიკოსი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს ცოტა ხანს განაგებდა. როგორც ჩანს, დომენტი სვიმონ მეფისათვის სასურველი კანდიდატურა იყო. “...და ამან სვიმონ მეფემან დასუა კათალიკოზად დომენტი” (ვახუშტი). დომენტიმ ქართლის სხვა კათალიკოსების მსგავსად დიდი ყურადღება მიუპყრია სამცხის ეკლესიისათვის. მიუხედავად საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში ოსმალთა მოწოლისა, მცხეთის ტახტის გავლენა ამ მხარეში მაინც შენარჩუნებული ჩანს. 1556 წელს დომენტიმ აკურთხა ტბეთის ეპისკოპოსი. 1559 წელს იოსაფათ გოგიბაშვილი მცხეთას სწირავს 30 კომლ გლეხს მაჭახელას ხეობაში. ამავე დროს დომენტიმ დაამტკიცებინა მეფეს სვეტიცხოვლის ძველი შეწირულობები, რომელთა ერთად აღსანუსხად 1599 წელს შეუდგენია მცხეთის დიდი სიგელი. მასში მითითებულია ქართლსა და კახეთში სვეტიცხოვლის კუთვნილი უამრავი ყმა-მამული, სოფლები მათი საზღვრებით, მონასტერი ანეშისა, ბოჭორმის ციხე და სხვ. სიგელი უჩვენებს, რაოდენ დიდი სამფლობელოები ჰქონდა სვეტიცხოველს კახეთში. მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა, კახეთში ამბა-ალავერდელის მეთაურობით მაინც ღვივდებოდა საეკლესიო სეპარატიზმი, ისევე როგორც ეს ხდებოდა დასავლეთ საქართველოსა და სამცხეში. დომენტიმ, როგორც ჩანს, საეკლესიო სადამსჯელო მექანიზმებთან (შეჩვენება, შეუნდობლობა) ერთად გამოიყენა სვიმონ მეფის ქორწინება კახ ბატონიშვილ ნესტან-დარეჯანთან, რამაც კახეთის ეპარქიათა მესაჭეების აიძულა მიეცათ დომენტისათვის “ერთგულების წიგნი”. ამ დოკუმენტს ამბა-ალვერდელთან ერთად ხელს აწერენ ბოდბელი, ჭერემელი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები. კახეთის ეპისკოპოსების მისწრაფებანი განკერძოებისაკენ შემდგომშიც არაერთხელ გამჟღავნებულა. ამ მოვლენას ეკლესიის წიაღში ასაზრდოებდა საერო პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გამარჯვებული ფეოდალური სეპარატიზმი და ირან-ოსმალეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მცხეთისაგან დამოუკიდებლობას ყველაზე მკვეთრად გამოხატავდნენ ალავერდელი ეპისკოპოსები, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. და დიდ ზეგავლენას ახდენდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973. 2. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898. 3. თ. ჟორდანია, ანტონ პირველი, საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირისა და იეროპოლის არქიეპისკოპოსი, საღვთისმეტყველო კრებული, I, 1991. 4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, III, თბილისი, 1970. 5. ე. კაჭარავა, ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი, სვეტიცხოვლისადმი მიძღვილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998. გვ.179-186. 6. ე. კაჭარავა, დომენტი I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი, 2000, გვ.94-96. 7. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II, გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, თბლისი, 1993. მოამზადა გულნარა მჭედლიძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 9 2011, 11:30 PM
პოსტი
#37
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დომენტი IV, კათალიკოსი (ნათია ფსუტური) I ნაწილი
ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათალიკოსი XVIII ს. პირველი მეოთ-ხედში ---------------------------- დომენტი კათალიკოსი იყო შვილი ირანის მდვანბეგის და ქართლის ჯანიშინის, ლევან მუხრანბატონისა (ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ძე) და თუთა გურიელისა (ქაიხოსრო გურიელის ასული). დომენტი ბატონიშვილი უნ-და დაბადებულიყო 1677 წელს. (1678 წელს გარდაიცვალა დომენტი ბატონიშ-ვილის დედა, თუთა გურიელი). ლევან ბატონიშვილს დაობლებული შვილების გასაზრდელად სასახლეში გამზრდელი მიუყვანია, ვინმე Bბარბარა. იერუ-სალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე 1688/1689 მო-თავსებულ მინაწერში დომენტი კათალიკოსი დიდი მადლიერებითა და პა-ტივისცემით იხსენიებს თავის გამზრდელს: “.ქ. ეჰა, შენ, წმიდაო დავით წი-ნასწარმეტყველო, შემწე მეყავ ტომსა შენსა, ქართველთ ბატონიშვილს, დომენტი-ყოფილს დამიანეს. ოდეს მოველ, თაყვანი ვეც მე ცოდვილმა წმიდა ქალაქს. მოიხსენე, უფალო გამზრდელი ჩემი ბარბარა~. დომენტი ბატონიშვილს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საეკლესიო ცხო-ვრებისათვის. XVII საუკუნის 80-იან წლებში ლევან ბატონიშვილის მიერ პა-პუა მაღალაძისათვის მიცემულ წყალობის სიგელში ის უკვე ბერად მოიხ-სენიება. მუხრანის ბაგრატიონთა მწიგნობრობით განთქმულ ოჯახში დომენ-ტის იმდროინდელ ქართულ არისტოკრატულ ოჯახებში მიღებული განათლება მიუღია. დომენტი კათალიკოსის კულტურულ-ლიტერატურული მოღვაწეობა მოწმობს, რომ მას კარგად სცოდნია როგორც საერო, ასევე სასულიერო მწერლობა და უცხო ბერძნული და თურქული ენები. 1689 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მყოფი ახალგაზრდა ბერი პატრიარქ დოსითეოზს იეროდიაკონად უკურთხებია. იერუსალიმში ის ავად გამხდარა. დომენტის მონასტრის ძმების დახმარებით შეუნარჩუნებია სიცო-ცხლე. იერუსალიმში ყოფნის დროს დაახლოვებია დომენტი ანთიმოზ ივერი-ელს და სტამბის მოღვაწეებს. მათგან დომენტი ბატონიშვილს შეუსწავლია წიგნის ბეჭდვის საქმე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დომენტი არჩილ მეფესთან (დომენტი კათალიკოსის ბიძა) ერთად რუსეთში წასულა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ხელნაწერების მინაწერებში დომენტი კათალიკოსი თავის თავს ორი სახელით დომენტი-ყოფილ დამიანედ მოიხსენიებს. როგორც ჩანს, ბატონიშვილ დომენტის კურთხევის შემდეგ მი-უღია სახელი დამიანე (მ.რაფავა), სხვა მოსაზრებით დომენტიმ სახელი “და-მიანე” მიიღო იერსულამში, სადაც გადაუწყვეტია სადაც მას განუზრახავს მას დიდი მაზარის (დიდი სქიმა) შემოსვა და სახელად მიუღია დამიანე. იოანე ბატონიშვილის დახასიათებით: `მამა დომენტი კათალიკოზი ... იყო მონოზონებით სრული, მეცნიერი და საღმრთოთა წერილთა შინა გა-მოცდილი, ამასთან მყუდრო, მშვიდი და მდაბალი, და ფრიად მლოცავი, პოლეტიკისა შინაცა კარგი ესრეთ, რომელ მტრენიცა მისნი ჰყვარობდნენ. და მრავალგზის დაშვრა ესე ქართველთათვის ყაენთან თუ ხონთქართან გაგზავ-ნით. და ესრეთ კეთილად დაასრულა ცხოვრება თვისი~. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 10 2011, 07:54 PM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დომენტი IV (II ნაწილი)
------------------------ 1702 წელს ქართლის გამგებელი გახდა ვახტანგი (დომენტის ძმა). ის ენერგიულად შეუდგა ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიეების გა-ტარებას. ვახტანგმა უპირველეს ამოცანად დაისახა მოშლილი საეკლესიო წე-სების აღდგენა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1705 წელს: `შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ (ქართლის იმ-ჟამინდელი კათალიკოსი), რამეთუ არს სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება, და გამორჩევით დაადგინეს, ნებითა ვახტანგისითა, კათალიკოზად დომენტი ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსრული რუსეთიდამ...” დომენტის აღსაყდრების შესახებ ცნობები დაუცავს იასე ტლასაძეს (“კალი-კოზ-ბაქარიანი”): `კათალიკოსად ვეკურთხე ტარ ჟანი ბანი ჯდებოდა, ჩემი ძმა იჯდა ხელმწიფედ, ჩემ ზეით ვინ დაჯდებოდა. რასაც შევატყვი ჭკუითა, ის ჩემი რჩევა ჯდებოდა, როგორ მეგონა სხვა ბერი ჩემს ტახტზე ვინ დაჯდებოდა~. ამ ცნობის თანახმად (ტარ-ჟან-ბანი), დომენტი კათალიკოსად 1704 წელს უკურთხებიათ, თუმცა თავად კათალიკოს დომენტის ბეჭდებზე ამოკვეთილი თარიღებში 1705 წელია მითითებული. გარდა ათარიღისა, დომენტის ერთ-ერთ ბეჭედზე ამოკვეთილია წარწერა `კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი...~ ჩანს, დომენტი კათალიკოსმა აღიდგინა პატრიარქის ტიტული. ეს კი დიდი მნიშვ-ნელობის ფაქტი იყო იმდროინდელი ქართლისათვის. ქართველ კათალიკოსთა ტიტულატურაში პატრიარქის ტიტულის აღდგენა ქართული ეკლესიის ავ-ტოკეფალურობას უსვამდა ხაზს და ფორმალურად მსოფლიო იერარქიების _ ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის პატრიარქების თანასწორად წარმოადგენდა ჩვენ ეკლესიას (მ. ქავთარია). დომენტი კათალიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა საეკლესიო საქმეების მოწესრიეგებას _ დაიწყო საეკლესიო სამართლის ამოქმედება, სამწყსოთა სადაო საზღვრების გადაშინჯვა, სამეურნეო საქმეების მოწესრიგება, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. დიდ ყურადრებას აქცევდა იგი მრევლის მორალურ-ზნეობრივი შეგნების ამაღლებას. დომენტის მეცადინეო-ბით მცხეთის ტახტმა დაიბრუნა დაკარგული მამულები კახეთში, რისთვისაც 1707 წელს შაჰის ნებართვა მიუღია. 1712 წელს ვახტანგ ჯანიშინის (ვახტანგ VI) ირანში გაწვევამ დიდი ხნით შეაფერხა საქართველოს კულტურული აღმავლობის პროცესი, რომელ-საც სათავესი ვახტანგი და დომენტი კათალიკოსი ედგნენ. ქართლის გამგე-ბლობა ვახტანგმა ტავის უმცროს ძმას სვიმონ ბატონიშვილს გადასცა. არსე-ბობს ფრანგი კათოლიკე მისიონერების ცნობები, თითქოს 1715 წელს დომენ-ტის უცდია ხელში ჩაეგდო ქართლის ტახტის განზრახვა სპარსეთის შაჰისათ-ვისაც უცნობებია. თითქოს დომენტი ისპაჰანშიც ჩასულა, მაგრამ ლევანს (დომენტის მამა) უღირსი მოქმედებისათვის შვილი დაუსჯია (ი. ტაბაღუა). ასეთ ფაქტებს არც თანადროული ქართული წყაროები (“მე მამიგონეს ტყუილი, კაცის ყურს სმენოდეს აროდეს~_ისე ტლაშაძე, `კათალიკოს-ბაქარიანი~) და არც იმდროინდელ მოვლენათა ქრონოლოგია ( ლევან ბატონ-იშვილი გარდაიცვალა 1709 წელს). (მ. ქავთარია). დომენტი IV-ის აღმსარე-ბლობის შესახებ მ. თამარაშვილი მიუთითებს ვატიკანის არქივში დაცულ ერთ ცნობაზე, რომლის თანახმად, 708 წელს, ირანში ყოფნის დროს, დომენტი დაკავშირებია კარმელიტ ბერებს და განუცხადებია მზადყოფნა მიეღო კათო-ლიკობა. ეს შეუტყვია შაჰს და მისგან გამაჰმადიანება მოუთხოვია, ამიტომ კათალიკოსს გამოპარვა დაუპირებია. როგორც შემდგომი მვლენებიდან ჩანს, დომენტის კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასვლის განზრახვაზეც (იმდრო-ინდელი ბევრი ქართველი მოღვაწე კათოლიკობასთან ქვენისადმი დასავლეთის დახმარების იმედს აკავშირებდა) აუღია ხელი. ირანიდან დაბრუნების შემდეგ ის ჩვეული გულმოდგინებით აგრძე-ლებდა მოღვაწეობას ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის. ვახტანგის ირანში წასვლის შემდეგ ქართლში პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. ვახტანგი რჯულის გამოცვლაზე უარს აცხადებდა, ამიყ-ტომ მისი ირანში ყოფნა გაჭიანურდა. ამასობაში ქართლში შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა ტახტის მაძიებელ ბატონიშვილთა შორის. ქვეყნისათვის განსაკუთრებულად საზიანო იყო გამაჰმადიანებული ტახტისმაძიებლის, იესე ბატონიშვლის მოქმედებები. რა მოიმოქმედა ამ დროს დომენტი კათალიკოს-პატრიარქმა? მან საეკლესიო კრება მოიწვია, სადაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ნება დაერთოთ ვახტანგისათვის მიეღო მაჰმადიანობა. ამით დომენტი კათალიკოსმა საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი რეპუტაცია და გადაიმტერა ტახტის მოსურნე ძმები. სვიმონ ბატონიშვილს `ზაკვით~ შეუ-პყრია კათალიკოსი და ბაქარ ბატონიშვილთან გაუგზავნია, “რათა აღმოხადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან (ვახტანგ VI-ის მეუღლე) იყოფებოდა მათ თანა პატივით~. 1714 წელს ქართლში სპარსოფილობით გამორჩეული იესე გამეფდა. პატივ-სცა დომენტის და დაადგინა კუალად კათალიკოსად~. კათალიკოს-პატრიარქსა და მის მაჰმადიან ძმას შორის ურთიერთობა, როგორც ჩანს, სიამტკბილობით არ გამოირჩეოდა. იესეს უგვანო საქციელმა, მისმა მრავალ-ცოლიანობამ, განცხრომის მოყვარულობამ, არაეკლესიურმა და არაეთიკურმა ცხოვრების წესმა ქართული სამღვდელოების აღშფოთება გამოიწვია. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, იესე `ამხილეს კათალიკოზ-ეპისკოპოზთა ...” ვახტანგ VI-ის თანამოაზრე და თანამოღვაწე დომენტი კათალიკოსისათ-ვის ჯერ სიმონის, შემდეგ კი იესეს მმართველობის ხანა მძიმე იყო. 1619 წელს ვხტანგ VI საქართველოში დაბრუნდა. ირანიდან მისი გამოშვების მიზანი იყო შეეჩერებინა ირანის პროვინციებზე ლეკთა მარბიებელი თავდასხმები და კვლავ დაპირისპირებოდა ავღანებს. ვახტანგი შეეცადა ირანის ნდობა სა-ქართველლოსათვის სასიკეთოდ გამოეყენებინა, მაგრამ ურთულესმა საერ-თაშორისო ვითარებამ და კავკასიის პოლიტიკაში რუსეთის ჩართვამ მდგო-მარეობა კიდევ უფრო დაძაბა. 1723 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობის პე-რიოდი დაიწყო. ვახტანგი მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთს გაემგზავრა. ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ რადიკალურად შეცვალა დო-მენტი კათალიკოსის შემდგომი ცხოვრება. ოსმალთაგან განრიდებას კათალი-კოსი მცირე ხანს ლორის ციხეში ცდილა. აქედან ქსნის საერისთავოში მი-სულა. სამი თვის შემდეგ თბილისსი დაბრუნებულა. 1725 წელს დომენტის სტამბოლში წვევის ფირმანი მოუვიდა. `შემდგომად მიინდო ფაშამ კათალოზი დომენტი. არამედ კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქრი-სა, რამეთუ ჰგონებდა მუნით ლხინებასა რასმე ქართლისასა~ (ვახუშტი ბა-ტონიშვილი). ქვეყნისათვის დამაშვრალი კათალიკოს-პატრიარქი სტამბულში ჩავიდა. იგი პატივით მიიღეს, `მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი” (ვახუშტი), მაგრამ აქ მას ახალი განსაცდელი ელოდა. ოსმალთაგან თბილისში დასმულმა ისაყ ფაშამ კათალიკოსის მაღალი ავტორიტეტის დასა-ცემად იგი სულთნის კარზე დააბეზღა, რის გამოც კათალიკოზი თენადოსის კუნძულზე გადაასახლეს. გადასახლებაში დომენტი კათალიკოსმა 15 წლი გაატარა და მხოლოდ 1739 წელს დაბრუნებულა საქართველოში (მ. ქავთარია). ქართველმა სამღვდელოებამ დომენტი კათალიკოსს დიდი პატივი მიაგო და ჩამოსვლისთანავე კათალიკოსის ტახტზე დასვა. კათალიკოს-პატრიარქი კვლავ ჩვეული ენერგიით შეუდგა ეკლესიაზე ზრუნვას. აყსაყდრების დღიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე, დომენტი კათალიკოსი სათავეში ედგა ყოველგვარ კულტურულ საქმიანობას საქართ-ველოში. კათალიკოს-პატრიარქი ბევრ დროს და სახსრებს ახმარდა ქართველი საეკლესიო მოღვაწეების მარად საზრუნავ საქმეს _ საეკლესიო წიგნების მო-პოვებას, მათ გადაწერა-გამრავლებას. ცნობილია მისი მეცადინეობით 1705-1710 წლებში გადაწერილი ოთხთავი, ეფრემ ასურის და ბასილი დიდის “ასკეტიკ-ონები”. დომენტის ინიციატივით შეუდგენიათ ეროვნულ წმინდანთა მო-ქალაქეობრივი ღვაწლის ამსახველი ჰაგიოგრაფიული კრებული. დიდი შრომა გაუწევია დომენტი კათალიკოსს ახალი რედაქციის სადღესასწაულოზე (A-425). დომენტის ინიციატივით მასში შეუტანიათ იმ ქართველ წმინდანთა სვი-ნაქსარული ცხოვრებანი, რომლებიც მანამდე მხოლოდ იხსენიებოდნენ. ესენია: აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის, კოსტანტი კახის, წმინდა ნინოს, აბოს, გობრონის, დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ქეთევანის სვი-ნაქსარული ცხოვრებათა ახალი, მანამდე უცნობი რედაქციები. დომენტი კათალიკოსს დიდი ამაგი დაუდია `კურთხევანის” ერთ-ერთი რედაქციის შექმ-ნაზე. ხელნაწერი მას დასაბეჭდადაც გაუმზადებია და საკუთარი ხარჯით დაუბეჭდინებია კიდეც ვახტანგ VI-ის სტამბაში (A-420; 4 რ-ვ). დომენტი კათალიკოსი გარდაიცვალა 1742 წლის იანვარში. ის დაკრძა-ლული იქნა მცხეთაში -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 12 2011, 10:22 PM
პოსტი
#39
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ევდემონ ჩხეტიძე, კათალიკოსი
დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში იმერთა მეფე ბაგრატ III-ს იმერეთის სამეფოს ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში გვერდით ედგა ეკლესია. ჯერ კათალიკოსი მალაქია აბაშიძე, შემდეგ კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე საეკლესიო ადმინიტრაციაში ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სიმტკიცის მიღწევაში ეხმარებოდნენ მეფეს. ბიჭვინტის საკათალიკოსო ცენტრი, რომელიც აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე მდებარეობდა, ევდემონის კათალიკოსობის წლებში უკვე ოსმალეთის ძლიერი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, გავრცელდა თურქული ენა და მაჰმადიანური სარწმუნოება, ქრისტიანობამ თანდათანობით პოზიციები დაკარგა. ოსმალთა წაქეზებით ჩრდილოეთიდან ჯიქები (ჩერქეზები) არბევდნენ აფხაზეთის სანაპიროებს. ასეთ პირობებში ბიჭვინტიდან ეკლესიის მართვა შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ ბაგრატ მეფემ ევდემონ კათალიკოსთან შეთანხმებით ბიჭვინტის საკათალიკოსო რეზიდენცია გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადმოიტანა. XVI საუკუნეში ირანსა და ოსმალეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი საქართველოს, უპირატესად ქართლის, იმერეთისა და საათაბაგოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომიანობამ თითოეულ ამ მხარეს შედეგად მოუტანა მეურნეობის გაპარტახება, ეკონომიკური გაჭირვება, საეკლესიო ცენტრების განადგურება. ყოველივე ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ცხოვრების დონის საერთო დაქვეითება _ განსაკუთრებულ საფრთხედ ქცეულა ტყვეთა სყიდვა, ეკლესიათა ძარცვა, თვით ღვთისმსახურთა შორის საეკლესიო კანონების შებღალვა. ასეთ ვითარებაში, 1557/1558 წელს, ბაგრატ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართლის კათალიკოსყოფილი მალაქია და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი: “...მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზმან პატრიაქმან მალაქია, მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ედემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოზნი აფხაზეთისანი...” კრების 23 დადგენილება, რომლებიც “კათალიკოსთა სამართლის” სახელით არის ცნობილი, ეხება როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო ნორმებს. განსაკუთრებით მძიმე სასჯელი _ ჩამოხრჩობა _ დაუწესებიათ ტყვეთა სყიდვაზე. ამ კრებასთან არის დაკავშირებული ე.წ. გელათური ილიტრიონის” (ლიტურგიკის წესი, კონდაკი) შექმნაც, რომელსაც დართული აქვს “ცოცხალთა” მოსახსენებლები. მოსახსენებელში ჩამოთვლილ პირთა შორის იხსენიება ქართლის კათალიკოსი მალაქია (ამ დროს უკვე კათალიკოსყოფილი) თავად კათალიკოსი ევდემონი და ლუარსაბ I ქართლის მეფე. მათიერთად მოხსენიება სამართლიანად არის მიჩნეული მინიშნებად საეკლესიო კრების ორგანიზებაში ლუარსაბ მეფის წვლილზე (ქაჯაია). ევდემონ კათალიკოსის თაოსნობით და ბაგრატის შეწევნით გელათში, რომელიც 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს, დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. 1545 წელს განახლდა და მოიხატა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იჭვინტის კათალიკოსის რეზიდენციად იქცა. ასევე აღადგინეს და მოხატეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ევდემონ კათალიკოსმა დაამზადებინა და შესწირა გელათს ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსლები, სამასახურებელი ჭურჭელი, მათ შორის საწინამძღვრო ჯვარი. ეკლესიისათვის საკუთარი სახსრებით შეუმატებია მამულები. კათალიკოსს დაუკვეთია მრავალი ხელნაწერი გელათისათვის. მათ შორის: სადღესასწაულო, პარაკლიტონი, მეტაფრასი, იოანე დამასკელი, ეფრემ მცირის ორიგინალური თხზულება. ევდემონის კათალიკოსოსობის დროს, სამცხე-საათაბაგოში შექმნილი მძიმე ვითარებების გამო აწყურიდან გელათში გადმოუსვენებიათ აწყურის ღვთისმშობლის განთქმული ხატი. ევდემონ კათალიკოსი ასევე ზრუნავდა თავისი საწმყსოს სხვა ეკლესიებზე. შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინტის ეკლესიები, ბიჭვინტის ეკლესიისათვის დაამზადებინა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ხატწერის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება და თავისი იკონოგრაფიული თავისებურებებით გამორჩეულია ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან. თავისი დიდი დამსახურებისათვის ევდემონი გამოსახულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, დავით აღმაშენებელსა და ბაგრატ III-ს შორის, როგორც გელათის კტიტორთაგანი. ევდემონი არის დასავლეთ საქართველოს პირველი კათალიკოსი, რომელიც გელათში დამკვიდრდა. იგი გარდაიცვალა 1578 წელს, ყაჩაღების ხელით, ოდიშისაკენ მიმავალ გზაზე. მისი საფლავი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს. საფლავის ეპიტაფიაში ევდემონი “ქართველთა მნათობის” სახელით არის შემკული. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898. 2. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის გამოც. I,თბილისი, 1963, II, თბილისი, 1965. 3. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914. 4. ბ.ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, 1966. 5. ბ. ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.) გელათის მეცნ. აკად. უწყებანი, №2, 1996. 6. სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-1652 წწ. გ. პოლიევკტოვის გამოც.1926, გვ. 154. 7. თ. ქორიძე, ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი, თსუ შრომები, №321, 1996. 8. ნ. ქაჯაია, გელათური ილიტრიონისა და “კათალიკოსთა სამართლის” დათარიღებისათვის, მრავალტავი,XVIII, 1999, 336-343. მოამზადა მზია სურგულაძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 13 2011, 07:07 PM
პოსტი
#40
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ზაქარია ჯორჯაძე, კათალიკოსი
ქართლის კათალიკოს-პატრიარქი 1623-1632 წლებში კათალიკოსობამდე ნეკრესის ეპისკოპოსი. 1613 წ. მცხეთის საბუთში კარის წინამძღვრად მოიხსენიება. 1613-1623 წლებში კარის წინამძღვარია. შაჰ-აბასის შემოსევების დროს იოანე კათAლიკოსთან ერთად თან ახლდა იმერეთში შეხიზნულ ქართლ-კახეთის მეფეებს. კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებთAნ. ცდილობდა ამ ურთიერთობის ქვეყნის სამსახურში ჩაყენებას. თეიმურაზ I-ის ინიციატივით ზაქარიასიგზავნება ელჩად ნიკოლოზ ჩოლოყაშვილთან ერთად. ამას ადასტურებს კასტელი: ეს ნიკიფირეა, გვარად ირბახი, მეფისა და საქართველოს პატრიარქის ელჩი. 1629 წლის 5 იანვრის წერილი თეიმურაზისა. ზაქარიას წერილში პაპისა და პროპაგანდისათვის დამატებით სთხოვს საქრთველოს გაძარცვული ეკლესიებისათვის შესამოსლებისა და ბარძიმების გამოგზავვნას. ზაქარიას წყალობის წიგნები. სვეტიცხოვლისადმი, სოფლების შეწირულების განხლება, დააბრუნებინა თავადებს მიტაცებული ყმა-მამული. პაპი ურბან VII-ის წერილი ორი წერილი კათალიკოს ზაქარიასადმი უჩვენებს, რომ ზაქარია ხელს უწყობდა კათოლიკეებს, ეკლესია დაუარსებიათ კათოლიკეებისა 426-427.“თქვენი სახელი კიდევ განითქვა მთელს იტალიაში. დიდად განიხარეს კარდინალთა კრებამ, როდესაც შეიტყვეს, რო საქართველოში თქვენის მეთაურობით ეკლესია დაარსდა ჩვენის მღვდლებისა. თAნარაშვილი, 568.კათAლიკოსმა ზაქარიამაც დაწერა აგრეთვე ორი წერილი, პროპაგანდისა და რომის პაპის სახელზე. წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა: 1. თ, ჟორდანია, ქრონიკები, II, 1898. 2. ქართული სამართლის ზეგლები, ი.დოლიძის გამოც. III, თბ. 1970. 3. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, 1977. 4. ბ. ლომინაძე, მასალები საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთA ისტორიის ქრონოლოგიისათვის,/მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1951, ნაკვ.29. 5. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902. 6. ეკა კაჭარავა, ზაქარია ჯორჯაძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, რ. მეტრეველის რედ. ნეკერი, 2000. მოამზადა გულნარა მჭედლიძემ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი