ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
G_saxva |
Mar 2 2015, 10:16 AM
პოსტი
#621
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
შენ რა გაწუხებს? ის რომ გიორგი მთაწმინდელი შეცდა და არასწორედ ლოცულობ ახლა? იცი რა არის როდესაც რაიმე საკითხზე რაიმე წინაღმდეგობა გაიჩნედბა ასე არ უნდა ისროლო საფანთივით სიტყვები. უნდა დაუკვირდე და გამოიძი ყოვლეი დეტალი იმ დროინდელი ყოფით დაწყებული შემდგომით განვითარებულით. მოდი რამოდენიმე ასპექტზე გავამახვილოთ ყუურადღება. 1 ნებისმიერი დიდი ტექსტი თარგმინსას ჩნდეება პრობლემა, ზოგიერთი სიტყვა ხშირად უმეტესი ზუსტად ვერ ითარგმნდება ასევე ზოგს კი სინონიმთა სიმრავლე გააჩნია. თუნდაც ავიღოთ მოციქუთა მიერ დაწერილი სამ სახვადსხვა ენაზე, ბიბლია მათ შორისაც იქნება სიტყვათა სორის განსხვავება. 2 მეორე საკითხი მაშინდელი ქართული სამეტყველო და დღევანდელი საკმაოდ განსხვავდება რაც თავისებურად პრობლემას წარმოადგენს მათთვის ვისაც არ აქვს ხშირი კონტაქტი ან არ იცის ძველი ქართული კარგად. ხშირად ტერმინთა მნიშვნელობაც არ გვესმის თუნდაც შიშთვილ იბა დღევანდე დღეს აღარ იხმარება. ისევე როგორც მაშინ სუიციდი არ იხმარებოდა ესეც გაითვალისწინე 3 მესამე და რაც ყველაზე მთვარია ჩემო მეგობარო, აქ ტერმინებზე შეიძება ვიდაოთ მაგრამ დამიჯერე გიორგიმ თაწმინდელს ჩვენზე მეტი სულერება ჰქონდა და ტექსტს მთავარი სულერი დატვირთვა შეუნარჩუნა ანუ ის რაც ამ წინგინსთვის უმთავრესია. შეიძLება ერთი სიტყვა მერით შეცვალო მაგრამ რაც მთავარი მისი სულიერი სიღმე და სიდიდე ვერ გადმოსცე. ამ წიგნს კი ნამდვილად აქვს ეს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Mar 2 2015, 02:03 PM
პოსტი
#622
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ხო მე მაწუხებს, რომ არასწორი ლოცვა გამომდის, განსაცდელი და საცდური შეიძლება სინონიმებიც იყო ადრე მაგდენი აღარ ვიცი, მაგრამ დღეს ხომ სხვა დროა იგივეს რატომ ავრცელებენ? ღმერთი რო მეტყვის აჰა განსაცდელში არ შემიყვანიხარო მარა საცდური არ გითხოვია და შენც შეხვედი საცდურში მე რა გიყო არ ილოცე სწორადო მერე რა პასუხი გავცე? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Mar 2 2015, 04:33 PM
პოსტი
#623
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა ხო მე მაწუხებს, რომ არასწორი ლოცვა გამომდის, განსაცდელი და საცდური შეიძლება სინონიმებიც იყო ადრე მაგდენი აღარ ვიცი, მაგრამ დღეს ხომ სხვა დროა იგივეს რატომ ავრცელებენ? რა გინდა ახლა შენ ყოველ 10 წელიწადში რამდენი სლენგი შემოვა და გავა მოდიდან ბიბლია ასწორონ? ციტატა ღმერთი რო მეტყვის აჰა განსაცდელში არ შემიყვანიხარო მარა საცდური არ გითხოვია და შენც შეხვედი საცდურში მე რა გიყო არ ილოცე სწორადო მერე რა პასუხი გავცე? შენ ყურადღებას საერთოდ სხვა რამეს აქცევ და ეგაა შენი პრობლემა. მთავარი სულიერი დატვირთვაა და არ ის სიტყვები რასაც ბუტბუტებ. ასე გარეგნული მსახურება ლოცვა და ღვთის მოშიშობამ კაცობრიობა ღვთის ჯვარცმამდე მიიყვანა. მის სულიერ მხარეს დაუკვირდი და არა გარეგნულს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Mar 2 2015, 04:42 PM
პოსტი
#624
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა მის სულიერ მხარეს დაუკვირდი და არა გარეგნულს. კარგი აუცილებლად -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 10:27 PM
პოსტი
#625
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ადიშის ოთხთავი რაღა შუაშია, რადგან ადიშის ოთხთავი რა შუაშია ვერ მიხვდი , ახლა რაღაცას დაგანახებ : ,,X ხანმეტი ოთხთავი (VII ს.) A ქსნის ოთხთავი (A-509, X ს.) B ბერთის ოთხთავი (Harv., X ს.) D ჯრუჭის ოთხთავი (H-1660, 936 წ.) E პარხლის ოთხთავი (A-1453, 973 წ.) F ურბნისის ოთხთავი (XI ს.) G პალესტინური ოთხთავი (1048 წ.) P Sin.-30 (X ს.) R Sin.-15 (975 წ.) S Sin.-16 (X ს.) T წყაროსთავის ოთხთავი ( X ს.) '' ,, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამენ. '' Verse: 13V ამინ ] ამინ K ,, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან; რამეთუ შენი არ[ს ს]უფევაჲ, ძალი და დიდებაჲ უკუნისამდე. ამჱნ. Verse: 13V შეგუყვანებ C; არ[ს ს]უფევაჲ C; ამენ X. '' ახლა ლუკაზე გადავიდეთ : ,, Verse: 4 Link to adisntLink to giorntLink to gntLink to armnt და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევნეთ ყოველთა თანამდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა. Verse: 4V მოგჳტევენ F.'' როგორ მოვიქცე ახლა მე , როდესაც მთაწ,მინდელისეული თარგმანი და ამასთანავე: ხანმეტი ოთხთავი , ქსნის ოთხთავი , ბერთის ოთხთავი , ჯრუჭის ოთხთავი , პარხლის ოთხთავი , ურბნისის ოთხთავი , პალესტინური ოთხთავი , Sin.-30 , Sin.-15 , Sin.-16 , წყაროსთავის ოთხთავი - მეუბნებიან იმ აზრის საწინააღმდეგოს , რასაც შენ და ფორუმ გე. მასწავლით . რაც შეეხება შენ მიერ დასახელებული ბერძნული ტერმინის თარგმნას . მოდი ჯერ , ქართულ ხელნაწერებში რა წერია ის გაარკვიე ( აგერ ბატონო 11 ხელნაწერი დაგისახელე და მისამართსაც მიგითითებ - http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/c...inant/cinan.htm და შემდეგ გესაუბრები იმ ენის ცალკეული ნიუანსების შესახებ,რომელიც ჯერ არ გისწავლია (ბერძNულს ვგულისხმობ) და თუ არცეს დაგაკმაყოფილებს , რამდენიმე სხვა ენაზე შესრულებული თარგმანის , კრიტიკული გამოცემებიც შეგვიძლია მოვიხმოთ , აზრის გამოსატანად. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 10:30 PM
პოსტი
#626
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
გურამ ბერძნული მამაო ჩვენო ნახე? რის დამტკიცებას ცდილობ შეგიძლია ამიხსნა? მე გეუბნები ორიგინალში ბერძნულში რაც წერია და შენ იგივეს იმეორებ, მალავ შეცდომას? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 10:36 PM
პოსტი
#627
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ქართულ ენაზე შესრულებული 11 უძველესი გამოცემა ცხადყოფს შენ მიერ გამოთქმული აზრის სიმცდარეს,რადგანა რსად ფიქსირდება ის,რასაც მეუბნები. ამის გარდა ,ბერძNულში ნახეო რომ მეუბნები . მე რომ ვნახო შენ რა ხეირი . შენც რომ ისწავლი ბერძნულს , მერე განვიხილოთ ელინები რას წერენ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 10:41 PM
პოსტი
#628
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულ ენაზე ასე ვთქვათ ორიგინალში და ბერძნულია აქ უმთავრესი, მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგეებს რო წერ ხელნაწერებში რა წერია, აქ ა მთავარია ბერძნულში როგორაა საქმე და როგორც ვნახე ის სიტყვა ცდუნებად ითარგმნება და რაიმე ნიუანსი თუ აქვს ამ ბერძნულს ან ქართული თუ უფრო ზუსტია ვიდრე ბერძნული გისმენ გამარკვიე აბა, ბერძნული რო არ ვიცი ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იმ სიტყვას ვერ გავიგებთ რას ნიშნავს, არსებობს მთარგმნელი ვებ გვერდები შეგიძლია შენც ისარგებლო translate.google.com -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 10:48 PM
პოსტი
#629
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
1- კითხვა ნომერი პირველი - რა ეტაპზე ხარ , ბერძNული ენის შესწავლაშI , ან რა აკადმიური დონე გაქვს , ეგებ მითხრა ? 2- როდესაც , ერთ ენაზე , სხვადასხვა დროს , სივრცესა და ადგილზე შესრულებული 11 ტექსტი , გადმოგვცემს აბსოლუტურად იდენტურს და ამ დროს , შენს ხვას მიმტკიცებს და ეს იმ დროს , როდესაც ბერძNული ენა არ იცი , რატომ უნდა დაგიჯერო? sanfol ციტატა ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულ ენაზე ასე ვთქვათ ორიგინალში და ბერძნულია აქ უმთავრესი, ანუ მეუბნები , რომ მათეს სახარება ( ე.ი. პირველად დაწერილი სახარება , ბერძNულ ენაზე დაიწერა ,ხომ?) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 10:50 PM
პოსტი
#630
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
1. 0,1 2. მე ნუ დამიჯერებ თავად ნახე და წაიკითხე და მერე გუგლ თრენსლეთს თუ არ ენდობი ბერძნული ენის სპეციალისტს კითხე, თუ გინდა ერთად ვიპოვოთ მასეთი და რო დაამტკიცოს ეგ სიტყვა მართლა ცდუნებას ნიშნავსო მერე რას იზავ? იმის პრეტენზიას აცხადებ რომ ბიბლიის თარგმნებშიც კი შეცდომას ადგილი არ აქვს? მათეს სახარება ერთადერთი სადავოა, მაინდამაინც ეგ რატომ მოიყვანე? თუ დავუჯერებთ მამათა საეკლესიო გადმოცემებს, მათეს სახარება ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია რომლის ორიგინალი დაწერილია არა ბერძნულ ენაზე. თუმცა მოგვიანებით ებრაული (არამეული) ორიგინალი დაიკარგა და კანონში ჩართულია სახარების ძველბერძნული თარგმანი. ენის თავისებურებები მიგვითითებს, რომ ავტორი წარმომავლობით პალესტინელი ებრაელი უნდა იყოს. უხვად არის გადმოცემული ებრაული ბრუნვა და სიტყვათწყობა. ავტორი საჭიროდ მიიჩნევს აგრეთვე მკითხველს გააცნოს ადგილობრივი გარემო პირობები და ებრაული ტრადიციები. -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 11:01 PM
პოსტი
#631
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
მე სპეციალისტებთან ისეც ვემზადები ბერძნულ ენაში , 2 წელია და კარგა ხანს ვაპირებ კიდევ ,მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე ვამახვილებ ყურადღებას. საქმე იმაშია რომ აბსურდის დამტკიცებას ცდილობ ჩემთვის შენც და ფორუმ.გე-ც . და ეს აბსურდი ამაში მდგომარეობს : ციტატა ბიბლიის თარგმნებშიც კი შეცდომას ადგილი არ აქვს? ძალიან ბევრი შეცდომა და თავისებურებაა . მაგრამ როდესაც სხვადასხვა დროს , ადგილზე და ვითარებაშI შესრულებულ 11 თარგმანში , აბსოლუტურად იდენტური რაღაც ფიქსირდება,ამ დროს კი შენ და ფორუმ.გე- დიამეტრულად განსხვავებულ რაღაცას მიმტკიცებთ და თან იმ დროს , როდესაც თავადაც არ იცი ბერძნული , ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ციტატა დაამტკიცოს ეგ სიტყვა მართლა ცდუნებას ნიშნავსო მერე რას იზავ? ჩემთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა , განსაცდელი ეწერება თუ ცდუნება..იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ორივეს აზრი იდენტურია . საქმე უბრალოდ იმაშია , რომ გიორგი მთაწმინდელი რომ დაადანაშაულო,ან ,,ამხილო'',იმის მეათედი მაინცუნდა თარგმო ადამიანმა და მეასედი მაინც უნდა იცოდე. თან ამავდროულად , არა მარტო გიორგი მთაწმინდელის,არამედ მთელი ქართული თარგმანებით ტრადიციას ,, იჭერთ შეცდომაში'' , თქვენ და ფორუმ.გე . ამაშია საქმე . ენა ცოცხალი ორგანიზმია და განუწვეტლად განიცდის ცვალებადობას , როდესაც ოთხთავები ითარგმნა ,ითარგმნა ისე,როგორც ამას მოითხოვდა და ითვალისწინებდა ქართული ენა.მომავალშI შეიძLება სხვაგვარად ითარგმნოს,ოღონდ არა იმიტომ რომ მთაწმინდელი,ეფრემი,იოანე და სხვანი შეცდენ,არამედ იმიტომ რომ ენა შეიცვალა.ამაშია სხვაობა და არა იმაშI , განსაცდელი უნდა ეწეროს თუ საცდური. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 11:10 PM
პოსტი
#632
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ფორუმ.ჯი რა შუაშია? ეს მხოლოდ საშუალება იყო საიდანაც დავინტერესდი ზოგადად ორიგინალურ ბიბლიაში რა ეწერა, გცოდნია ბერძნული და ამდენს რაღას მაწვალებ? იქნებ ქართული ბიბლია ბერძნულზე უპირატესად მიგაჩნია? თუ ასეა აზრი არ ქონია ჩვენ მსჯელობას. თან წერ მაშინ როგორც მოითხოვდა ენა ისე თარგმნესო, ესე ეთანხმები რომ დღევანდელი გაგებით შეცდომაა თუ არა? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 11:15 PM
პოსტი
#633
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ბოლო პოსტში მხოლოდ პირად მოსაზრებებზე მეკითხები ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ არ ვუპასუხებ ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 11:19 PM
პოსტი
#634
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
კარგი დანარჩენს უპასუხე ორიგინალში როგორაა გურამ? ამიხსენი რა ანომალიასთან გვაქვს საქმე -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 11:30 PM
პოსტი
#635
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
სიამოვნებით . მხოლოდ მაშინ,როდესაც სხვა თემაში გადავალთ.რადგან ქართულ ენასთან , მაგ კითხვებს კავშირი არ აქვთ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 8 2015, 12:24 AM
პოსტი
#636
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ფასადური ნუ იქნები გურამ, დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის სიმართლეს სად დაწერ რომელ თემაში? ვსო ამოწურე სათქმელი ოთხთავში მასე წერია და აქ მოვრჩეთ საუბარს? მოდი მაშინ ასე გკითხავ: ბერძნულიდან πειρασμόν დღევანდლურ ქართულად ნიშნავს თუ არა ცდუნებას? და თუ ნიშნავს, აქედან გამომდინარეობს თუ არა, რომ დღეს ჩვენ შეცდომაში ვართ შეყვანილები ნებსით თუ უნებლიეთ. ასეა თუ არა? შეცდომის აღიარება არ ტეხავს, ყველამ აღიარა ამ თემაში უკვე რომ მაშინ იგივრ მნიშვნელობით იყო თითქმის და დღეს აღარ ცვლიან უბრალოდ და შენ რა გჭირს? ცდუნება და განსაცდელი სხვადასხვა რამ როა ახალი ქართულით მგონი უნდა ხვდებოდე აშკარად არაა სინონიმები. კაი მაშინ არ იყო შეცდომა ახლა ხომ არის თუ ამის აღიარებაც არ გსურს რომ ახლა შეცდომაა? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 15 2015, 02:19 AM
პოსტი
#637
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა ფასადური ნუ იქნები გმადლობ რომ მიქადაგებ. ციტატა დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის სიმართლეს სად დაწერ რომელ თემაში? კი ბატონო. ციტატა ვსო ამოწურე სათქმელი ოთხთავში მასე წერია და აქ მოვრჩეთ საუბარს? ოთხთავში თუ ოთხთავებში , რომელთა რიცხვიც 11-ია ? ამას+ ახალქართულები) ციტატა ბერძნულიდან πειρασμόν დღევანდლურ ქართულად ნიშნავს თუ არა ცდუნებას? იცი,ნამდვილად ვერ დავიკვეხნით ქართველები რომ ბერძნული ენის ბევრი სპეციალისტი გვყავს.მე კი შემიძლია მართლა დავიკვეხნო,რომ ამ მცირეთაგან რამდენიმე მასწავლის და სხვებს კი პირადად ვიცნობ. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მანდ ცდუნება ეწერება თუ განსაცდელი,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტურია ორივე ცნება,მაგრამ რადგან ეგრე დაჟინებით მთხოვ რომ 21 საუკუნოვანი ქართული მთარგმნელობით ტრადიციას ,,ჩრდილი მივაყენო'',რაღაცეები გადავამოწმე შენგან განსხვავებით,სანამ გიორგი მთაწმინდელის ,,უცოდინარობაზე '' დავიწყებდის საუბარს . აღმოჩნდა ისე,რომ ვისაც შევხვდი ყველამ თქვა რომ სწორადაა თარგმნილი ეს სიტყვა და ამასთანავე რამდენიმე ლექსიკონშიც გადავიქექე ( ამ ლექსიკონებზე მხოლოდ რამდენიმეს მიუწვდება საქართველოში ხელი).ჩემდა სამწუხარო ამ კომპიუტერს არ აქვსბერძნული ,,შრიფტი'' რომ ზუსტად დაგიწერო ბერძნულადაც,რაც იქ წერია,მაგრამ ქართულად რაცაა იმას მოგახსენებ: ,,πειρασμός-განსაცდელი,განცდა;დღე განცდისა.ჟამსა განსაცდელისასა(ლკ.,13); ცრემლითა და განსაცდელითა (სქ.20,19) ; განსაცდელი თქუენ არა შეგემთხვია გარნა კაცობრივ (1კორ.10,13);,,რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა'(მთ.26,41);რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ (იაკ.1.2);განცდისა უდაბნოსა ზედა(ფს.94,8),ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა (2სჯ.6,16).'' ამის შემდეგ , შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი უბრალოდ მომერიდებოდა რომ დამეწერა: ციტატა შეცდომის აღიარება არ ტეხავს, ყველამ აღიარა ამ თემაში უკვე რომ მაშინ იგივრ მნიშვნელობით იყო თითქმის და დღეს აღარ ცვლიან უბრალოდ და შენ რა გჭირს? ცდუნება და განსაცდელი სხვადასხვა რამ როა ახალი ქართულით მგონი უნდა ხვდებოდე აშკარად არაა სინონიმები. კაი მაშინ არ იყო შეცდომა ახლა ხომ არის თუ ამის აღიარებაც არ გსურს რომ ახლა შეცდომაა? თუ არ გერიდება,შეგიძლია მიბრძანდე თბილისის ფორუმზე . და თქვა რომ შენ, ბერძNული ენის არმცოდნემ , დაამხვე და გააცამტვერე საქართველოს 21 საუკუნოვანი მთარგმნელობითი ტრადიცია,აღმოაჩინე შეცდომები გიორგი მთაწმინდელისეულ ტერმინოლოგიაში,ნახე 11 უძველეს ხელნაწერში გაპარული ერთი და იმავე ლაფსი, და მე ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორე და გამაცამტვერე. და ამ ყველაფრისთვის კი დაგ@ირდა მხოლოდ და მხოლოდ ფორუმ-გეზე სტუმრობა, და გუგლ თრანსლეითის გამოყენება. გზა დამილოცია ჩემო ძმაო ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 15 2015, 02:37 PM
პოსტი
#638
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა თუ არ გერიდება,შეგიძლია მიბრძანდე თბილისის ფორუმზე . და თქვა რომ შენ, ბერძNული ენის არმცოდნემ , დაამხვე და გააცამტვერე საქართველოს 21 საუკუნოვანი მთარგმნელობითი ტრადიცია,აღმოაჩინე შეცდომები გიორგი მთაწმინდელისეულ ტერმინოლოგიაში,ნახე 11 უძველეს ხელნაწერში გაპარული ერთი და იმავე ლაფსი, და მე ხომ საერთოდ მიწასთან გამასწორე და გამაცამტვერე. და ამ ყველაფრისთვის კი დაგ@ირდა მხოლოდ და მხოლოდ ფორუმ-გეზე სტუმრობა, და გუგლ თრანსლეითის გამოყენება. საღოლ ბევრი ვიცინე :D:D:D ციტატა გზა დამილოცია ჩემო ძმაო ! გაიხარე მადლობა ციტატა ოთხთავში თუ ოთხთავებში , რომელთა რიცხვიც 11-ია ? ამას+ ახალქართულები) მეც მაგას არ ვამბობ? დაიმკვიდრა თავი მაგ ტერმინმა აქტიურად რაც არასასიამოვნოა ციტატა ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მანდ ცდუნება ეწერება თუ განსაცდელი,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტურია ორივე ცნება ციტატა ,,πειρασμός-განსაცდელი,განცდა;დღე განცდისა.ჟამსა განსაცდელისასა(ლკ.,13); ცრემლითა და განსაცდელითა (სქ.20,19) ; განსაცდელი თქუენ არა შეგემთხვია გარნა კაცობრივ (1კორ.10,13);,,რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა'(მთ.26,41);რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ (იაკ.1.2);განცდისა უდაბნოსა ზედა(ფს.94,8),ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა (2სჯ.6,16).'' განსაცდელი რომ ცუდი იყოს კი აღარ შეგვემთხვეოდა მერე, განსაცდელის გარეშე შეუძლებელია ცხონება, აი საცდური კი ძალიან ცუდ ირაღაცაა -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 18 2015, 04:28 AM
პოსტი
#639
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა განსაცდელი რომ ცუდი იყოს კი აღარ შეგვემთხვეოდა მერე, განსაცდელის გარეშე შეუძლებელია ცხონება, აი საცდური კი ძალიან ცუდ ირაღაცაა სულ ეს იყო შენი პასუხი თუ დაველოდო კიდევ რამეს? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 18 2015, 11:22 PM
პოსტი
#640
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
გურამ შენ თუ ბერძნული ენის გამრუდებას აპირებ არ ვიცი მე, ლათინურადაც და ინგლისურადაც ცდუნება წერია ისევე როგორც რუსულად და ყველა ენა მცდარია და ქართულია ჭეშმარიტი? ქართულად ხო არ დაიწერა სახარებები შეთხვევით? ყველაზე მაგრები ვყოფილვართ ძმაო საღოლ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი