IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Mar 1 2022, 09:51 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მუჰამედ ალ-ჰამავის დაცული აქვს ცნობა იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებელი ისლამის დიდი მცოდნე იყო და განჯის ყადს ხშირად იმაზეც კი ეკამათებოდა, ყურანი როგორ და საიდან წარმოსდგაო".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.399/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2022, 02:58 PM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება დავით აღმაშენებლის მოჭრილი მონეტა, რომლის შუბლზე დავით აღმაშენებლის გამოსახულებაა მოთავსებული. მეფე წვერებიანია, მას ხელთ უპყრია სფერო. გამოსახულების მარცხენა მხარეს მოთავსებულია ასომთავრული წარწერა დთ - (დავით), ხოლო მარჯვნივ "მეფე" (მეფე). მონეტის ზურგის ცენტრში ჯვარია მოთავსებული ჩარჩოში. ირგვლივ ასომთავრული წარწერაა (ქარაგმით): "ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". მონეტაზე ამოტვიფრულია დავით აღმაშენებლის პორტრეტი და მისი სრული სამეფო ტიტული, რაც XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს პოლიტიკურ ძლიერებას ეხმიანება"

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.405/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 05:17 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თითონაც, თეთრონიც სისხლში იყვნენო შეღებილნი. აბჯარი რომ შესხნეს, ხმლით ნაწური მტრის სისხლი ბელტ-ბელტად გადმოსცვივდა"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.447/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 07:45 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მემკვიდრე ჰყვანდა დავითს, პირმშო დემეტრე, უკვე ვაჟკაცი ომში ნაწრთობი. დგებოდა დრო, თავის მამას დაჰნაცვლებოდა"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.507/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 08:03 PM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეთქმულთა ნათქვამს ქვები ისმენდნენ, უზიდავდნენ მეფის კაცებს თვითეულ ზრახვას. დავითს თითონ არ შეეძლო, ყური ედევნებინა ყველასათვის, სცოდნოდა ყოველივე, მაგრამ ჰაზრიანად აირჩია ბჭეები, გამოცდილნი დაიახლოვა. წრფელად შესძღვნიდნენ თვის დაკვრივებას, უსმენდა მეფე ჭკვიანურად, ასწონ-დასწონდა"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.436/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 08:50 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის გამეფებამდის უკაცურობით ემრავლა ნადირს. ტყედ გარდაქმნილ ვენახებში ვაზი ჩახშული. უხნავ-უთესი მიწები. შამბ-ნარი გაბმით. კვლავ განმრავლდნენ კაცთ სავანენი. ჭირნახული ზღვადა ღელავდა. ველ-მინდორი არვებით სავსე. ხარობდა ხალხი: ქორწინები, ნათლობები, ხატობები სამხიარულო. არ თუ იყო სადმ მშიერი, ატირებული! მოიცალეს მონასტრებმა წიგნთ სამრავლებლად. მოიფინა მხარეები სასწავლებლებით.

მეფე დავით თვალს ავლებდა თვის სამეფოს აღორძინებას, კეთილცხოვრების შარაზედ უბრკოლებრივ სვლას. ცხებული იყო სანიმუშო, დიდნიჭებული. მებრძოლთა შორის მბრძოლი პირველი; მხვნელთან, მთესველთან გუთნის დედა ერქვანის მჭერი; მშენებელთან გალატოზი ხელოვნებული; ღვთისმეტყველთ შორის ოქროპირი სჯულის მდებელი; მეცნიერებთან ბრძნულად მსჯელი ყოვლისა მცოდნე".

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.459/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2022, 07:44 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XI საუკუნის ერთი ქართველი ისტორიკოსი თავის თხზულებაში სრულიად საქართველოს მეფეს, ბაგრატ III-ის შესახებ წერს: "წარვიდა ქუეყანასა აფხაზეთისასა და ვითარცა ხელოვანმა მენავეთმოძღვარმა განაგო საქმენი აფხაზეთისა". მენავეთმოძღვარს ადარებდნენ დავით აღმაშენებელსაც: "და ვითარცა მენავემა ბრძენმა განიცადის რა ნავი თუისი აღსავსედ მრავალფერითა ტვირთითა მიისწრაფის ნავსადგურად, რათა არა რა ევნოს სოფელსა ამას მღელვარე ზღვისაგან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 07:44 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"22 მაისს [2022 წ.] ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ფილადელფიაში, პოკონოს მთებში მდებარე წმ. მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მონასტერში აღავლინეს საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, რომლითაც ქართულმა დიასპორამ წინასწარ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2022, 07:33 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ისტორიაში უხვად მოიპოვება მასალები, რომლებიც მეტყველებენ დავით აღმაშენებლისა და მისი ოჯახის მაღალ ინტელექტზე. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ერთმა ოჯახმა რამდენიმე პოეტი წარმოშვა. ამიტომ სავსებით ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დიმიტრი მეფის დას პოეტური ინტერესები ჰქონდა. საფიქრებელია, რომ თამარს ჰქონდა სხვა პოეტური ქმნილებები, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 11:57 AM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელმაც თავისი ერთი ქალი, თამარი, შირვანშაჰს მიათხოვა, მეორე, კატაი - საბერძნეთში გაათხოვა "რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.280/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2022, 04:13 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მონეტის მოჭრის უკანასკნელი მაგალითია დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ფული, სადაც ზურგის მხარეს ნახატში შესამჩნევი ცვლილებაა შეტანილი. ცენტრში - წერტილოვანი რკალით შემოვლებლი და წერტილებითვე შემკული ჯვარია, რომლის ირგვლივ გარშემოვლებული ქართული ზედწერილის მხოლოდ ნაწილია შერჩენილი "ქრისტე, ადიდე დავით მეფე და..."

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.57/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2022, 08:37 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XI საუკუნის ქართველ მეფეთა შორის ყველაზე გამორჩეული გვირგვინი დავით IV აღმაშენებელს ახურავს (1089-1121). ამ საკითხს საგანგებოდ შეეხო აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილიც. მეცნიერის თქმით, "ეს თავსახურავი შუაში ორად არის გაყოფილი მარგალიტებისა და ძვირფასი ქვებისგან შემკული რკალით. ამნაირივე რკალი სახურავს საფუძველზედაც აქვს. ფრანგი ისტორიკოსი და ენციკლოპედისტი შარლ დიუკანჟი (1610-1688) მას "კამილავკად" მიიჩნევს. ეს თავსახურავი იმით, რომ მას ზემოდან ჯვარი არ უზის, "კეისაროსის" გვირგივნს, "კი სარიკიონს" მიაგავს, რომელსაც აგრეთვე ჯვარი არ ჰქონდა და რომელსაც თვით ბიზანტიის მეფეებიც იხურავდნენ, მაგრამ ამასთანავე არსებითად განსხვავდება კიდეც იმით, რომ (propendoulia) ჰკიდია. კეისაროსის გვირგვინს ეს ნიშანი არ ჰქონდა. შესაძლებელია, ამ თავსახურავს საქართველოში "კამილავკა" კი არა, "მიტრა" რქმეოდა. ყურადღების ღირსია ამ მხრივ, რომ იოანე შავთელი დავით აღმაშენებლის შესამოსელთა შორის გვირგვინსა და მიტრას ასახელებს, ხოლო რაკი გელათის სურათზე დავით აღმაშენებლის თავსახურავი მართლაც მიტრას ემსაგვსება, ამიტომ შესაძლებელია იგი შავთელის მიერ მოხსენიებული მიტრა იყოს".

დავით აღმაშენებლის მიტრის მსგავსი გვირგვინი ნამდვილად ჰგავს ბიზანტიის იმპერატორების რელიკვიებს. ასეთ თავსაბურავებს ვხედავთ მიხაილ VII დუკასა (1050-1090) და ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) გამოსახულებებზე. არის მხოლოდ ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, - ორივე იმპერატორის გვირგვინს ჯვარი ამშვენებს, დავითასას კი არა".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N9, 2019, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 08:42 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის მთელი ცხოვრება ერთ წინადადებაში შეიძლება გამოიხატოს: "ჰყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა". თუმცა ამ სიტყვებში მეისტორიე რუის-უბრნისის კრების გადაწყვეტილებას გულისხმობს, ჩვენ შეგვიძლია ეს მეფის მთელ ცხოვრებას მივუსადაგოთ, ვინაიდან ის ღვთისათვის სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა, მთლიანად მორჩილებდა მას, "რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი".

ასეთი იყო ჩვენი სათაყვანებელი მეფე - ძლიერი თავისი საქმეებით, ძლევებით საკვირველებით, მაგრამ ძლიერი და საკვირველი მაინც თავისი ქრისტეზე შეყვარული სულით"

/"სულიერი ყვავილნარი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 07:06 PM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართლის ცხოვრების" მიხედვით დავით ამაშენებელი მთავარანგელოზის ხატს გადაურჩენია. უმჯობესი იქნებოდა უფრო დაზუსტებით გვცოდნოდა, მიქაელის თუ გაბრიელის ხატმა დაიფარა მეფე, როდესაც ბრძოლისას მოწინააღმდეგემ ისარი "... ჰკრა ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარიდა მშვიდობით". ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა II ტომში მოყვანილი ილუსტრაცია გიორგი III-ის სახელმწიფოთა ბეჭდისა, რომელზეც ნათლად შეინიშნება ფარისა და შუბის მპყრობელი შარავანდედით მოსილი ქვეითი. ეს ფიგურა შესაძლოა სწორედ მიქაელ მთავარანგელოზისა იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული ბეჭედზე წმ. გიორგი იყოს გამოსახული. ხატწერაში ორივე ფიგურა ხშირად გვხვდება ქვეითი შუბოსნის მოცემული სახით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 07:44 PM
პოსტი #175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმ. დავით აღმაშენებლის ორდენი

"ორდენი უნდა ყოფილიყო I, II და III ხარისხისა. მათზე უნდა გამოსახულიყო პორტრეტი გამოჩენილი ქართველი მეფისა - დავით IV აღმაშენებლისა (მეფობდა 1089 - 1125 წლებში), რომელიც უდიდესი დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ჯილდო უნდა ჩასმულიყო ვარსკვლავში. მასზე უდნა ყოფილიყო ზეწერილი: "მამულის, მხნეობისა და თავადადებისათვის".

I ხარისხის ორდენს უნდა ჰქონოდა მხარზე გადასაკიდებელი - თეთრარშიაშემოვლებული წითელი საორდენო ლენტი. II ხარისხის ორდენი განკუთვნილი იყო ყელზე ჩამოსაკიდებლად, ხოლო III ხარისხისა - მკერდზე.

ამ ორდენის გადაცემა უნდა მოხდარიყო ვაჟკაცობისთვის - წყალობის სიგელთან ერთად, სადაც აღინიშნებოდა დაჯილდოებულის ღვაწლი.

ჯილდო შეიძლებოდა გადაეცათ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებისთვისაც, რომელთათვისაც განკუთვნილი იყო II ხარისხის ორდენი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 235/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2023, 05:18 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელი სალაშროდ მიმავალ მეომრებს სალაღობო სიმღერებს უკრძალავდა. აბა, ღვთისგან შეწევნას ტაშ-ფანდურით როგორ მივაღწევთო?"

/"კარიბჭე" N1, 2023, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2023, 09:31 PM
პოსტი #177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანის სულს მოძღვარი ძერწავს, მოძღვარი აყალიბებს. საყოველთაოდ ცნობილია დავით აღმაშენებლის მოძღვრის როლი მეფეთ-მეფის აღზრდაში - თუ არა დიდი ჭყონდიდელი, ჩვენ არ გვეყოლებოდა დიდი აღმაშენებელი და საკითხავია, ვიქნებოდით კი ჩვენ?! - დიდი ალბათობით, არა, რადგან დავითI, თავის მოძღვართან ერთად, უმძიმეს ხანაში მოგვივლინა უფალმა როცა საქართველო ბეწვის ხიდზე გადიოდა"

/"ქაროზი" N79, 2020, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2023, 09:55 PM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერვინ ძუელთა და ახალთა მეფეთა ემსგავსა"

/"ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2023, 07:44 PM
პოსტი #179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისაც "გალობანი სინანულისანი" წაუკითხავს, დარწმუნდება, რომ მეფე თუ დიდი ადამიანია, მან შეიძლება სინანულის ცრემლიც კი დაღვაროს იმის გამო, რომ მეფეა"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 03:48 PM
პოსტი #180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,828
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც მას აგვიწერს მისი მოძღვარი არსენი თავის ქებით სიტყვაში დავითისადმი, "დავითი ყოფილა მაღალი და მოსული კაცი, ტანმრთელი აგებულებისა. თვალები ჰქონდა დიდი, შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამშვენებდნენ დავითის მაღალ შუბლსა, ცხვირი სწორი და მუდამ მღიმარე ტუჩები, მოკლე და შავი წვერი და შავი თმა". მეფის სულიერებას გადმოგვცემს მისი სამოსელიც. გელათის ტაძრის ჩრდილო კედელზე გამოხატული მეფის "ტანსაცმელი ჰგავს მღვდელმთავრის სტიქარს, მხოლოდ სახელოები აქვს მოკლე. სახელოებზე არის თათმანები, რომელნიც მოქარგულნი არიან ოქროთი, მარგალიტებით და სხვა ძვირფასი ქვებით სამაჯურების მსგავსად. მაჯას ზემოთ საყელოებზე შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი, რომელიც მორთულია ძვირფასი ქვებით და მოდიდო მარგალიტებით. საყელოს გარშემო შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი ბეჭებამდის და იქეთ-აქეთ არის გადაშვერილი თავები სამღვდელმთავრო ომოფორის მსგავსად"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 02:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი