თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ტაო-კლარჯეთი

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 07:19 PM

ტაო-კლარჯეთი არის ერთ-ერთი ის ულამაზესი მხარე რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვეკუთვნის. იმედი მაქვს რომ ოდესმე დავიბრუნებთ და იმ ტაძრებში რომლებიც დიდი მნიშვნელობის იყო ქართველობისთვის და ქრისტიანობისთვის, ისევ გაიჟღერებს ქართული საგალობლები .

http://imageshack.us

არტანუჯი

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 07:46 PM

ართვინი

http://imageshack.us

ბანა

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 30 2006, 11:31 PM

შენ ეს სურათები დადე ხომ მგონი huh.gif

პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Aug 31 2006, 12:05 AM

ხანძთა
http://image.700up.com

გრიგოლ ხანძთელის წაკითხვის შემდეგ მაგრა მინდოდა წასვლა ხანძთაში

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 12:10 AM

ციტატა(tekla @ Aug 30 2006, 08:05 PM) *

ხანძთა
http://image.700up.com

გრიგოლ ხანძთელის წაკითხვის შემდეგ მაგრა მინდოდა წასვლა ხანძთაში



მერე წახვედიი?? smile.gif

პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Aug 31 2006, 01:18 PM

ციტატა(salome @ Aug 30 2006, 11:10 PM) *

მერე წახვედიი?? smile.gif

წელს პირველად გამიშვეს მარტო ქობულეტში დაქალთან ერთად და შენ როგორ გგონია? laugh.gif
დასავლეთ საქართველოშიც პირველად ვიყავი წელს და საწუხაროდ თბილისის 3-4 ეკლესიაში ვარ ნამყოფი მხოლოდ.ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს wink.gif

http://image.700up.com
ოშკი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 03:46 PM

ოო, თეკლა, წინ დიდი სიამოვნება გელოდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 31 2006, 03:49 PM

მე გაისად მაქვს დაგეგმილი ტაო-კლარჯეთის მონახულება, თუ ღვთის ნებაც იქნა. თუ ვინმე კიდევ გეგმავთ გაისისთვის, დავამთხვიოთ smile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 31 2006, 04:46 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 31 2006, 04:49 PM) *

მე გაისად მაქვს დაგეგმილი ტაო-კლარჯეთის მონახულება, თუ ღვთის ნებაც იქნა. თუ ვინმე კიდევ გეგმავთ გაისისთვის, დავამთხვიოთ smile.gif

სიამოვნებით rolleyes.gif ყოველთვის მინდოდა წასვლა smile.gifთუ ღვთის ნება იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 04:49 PM

ოქტომბერში, წმ.გრიგოლ ხანძთელის ხსენებას რომ წამიყვანააა rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Sep 16 2006, 10:56 AM

მე წელს მივდიოდი მაგრამ ბოლო წუთს შეიცვალა ყველაფერი და სამწუხაროდ ვერ წვედი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაისად წავიდე, თუ ღვთის ნება იქნა.

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 5 2006, 10:38 AM

თუ ინმემ რა მე იცით თუ როგორ მოვხვდე იქ გთხოთ მოწერეთ იმელზე ძაან მინდა იქ წასვლა აგერ იმელი dato_naskida@avoe.ge

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2006, 04:11 PM

QUOTE(qazqaz @ Oct 5 2006, 10:38 AM) *

თუ ინმემ რა მე იცით თუ როგორ მოვხვდე იქ გთხოთ მოწერეთ იმელზე ძაან მინდა იქ წასვლა აგერ იმელი dato_naskida@avoe.ge

საპატრიარქოს მომლოცველობის სამსახურს უნდა დაუკავშირდე. ისინი აკეთებენ ორგანიზებას: გზა, სასტურმო, კვება, გიდი... ყველაფერია. "საპატრიარქოს უწყებანის" თითქმის ყველა ნომერში იწერება "ქრონიკა-ინფორმაციის" ბოლოში. ტელეფონებიც წერია.

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 5 2006, 04:24 PM

დიდი მადლობა მარიამ.ისე ხომ არ იცი რა ჯდება ეს სიამოვნება?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2006, 04:29 PM

QUOTE(qazqaz @ Oct 5 2006, 04:24 PM) *

დიდი მადლობა მარიამ.ისე ხომ არ იცი რა ჯდება ეს სიამოვნება?

სანამ ვიზა იყო საჭირო, უფრო ძვირი იყო, სადღაც 300$-ის ფარგლებში, ახლა გაიაფებულია. ზუსტად არ ვიცი. მგონი ფასებიც უნდა ეწეროს "საპატრიარქოს უწყებანში". ჰო, კიდევ ფასი დამოკიდებულია მარშუტზე. ზოგ მარშუტში მხოლოდ ტაო-კლარჯეთი შედის, ზოგში - კაბადოკიაც. ჩემი დაწერილი ფასი კაბადოკიის ჩათვლით იყო. მარტო ტაო-კლარჯეთი მგონი მაგის ნახევარია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 5 2006, 04:50 PM

qazqaz

ციტატა
დიდი მადლობა მარიამ.ისე ხომ არ იცი რა ჯდება ეს სიამოვნება?

საპატრიარქოდან ახლა აპირებენ წასვლას ტაო კლარჯეთში, 16-20 ოქტომბერი. 18 ში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა. და ფასი 200$ ს შეადგენს.

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 6 2006, 08:42 AM

აუ მგონი მშობლები მიშვებენ ოღონდ უნდა გავარკვიო ზუსტად.აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ ვერ წარმოიდგენთ.smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 6 2006, 02:48 PM

qazqaz

ციტატა
აუ მგონი მშობლები მიშვებენ ოღონდ უნდა გავარკვიო ზუსტად.აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ ვერ წარმოიდგენთ

აუ ნეტა მეც მყავდნენ შენნაირი მშობლები biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 6 2006, 04:28 PM

ციტატა(qazqaz @ Oct 6 2006, 08:42 AM) *

აუ მგონი მშობლები მიშვებენ ოღონდ უნდა გავარკვიო ზუსტად.აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ ვერ წარმოიდგენთ.smile.gif

ღმეთი შეგეწიოს სურვილის ასრულებაში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 15 2006, 03:01 PM

ეჰ ამ ადგილებში ყველგან ვიყო ნამყოფი მარა ვის მიყავხარ... smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Nov 15 2006, 07:38 AM

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Nov 15 2006, 08:16 AM

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

იმედია მოგეწონებათ სურათები

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Nov 15 2006, 08:30 AM

ოშკი http://images.caucasus.net
ხანძთა
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 12:04 PM

"1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით ტაო-კლარჯეთი ოსმალებს დარჩა. საქართველომ დაკარგა თავისი მიწა-წყლის ერთი მესამედი. მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.

დიდებული ტაძრები დაინგრა.. წმინდა სავანეები გაუქმდა.. ქალაქყოფილი უდაბნო ისევ უდაბნოდ იქცა. დადუმდა, სულიერი სიკვდილი გამეფდა. იმ ტაძრებში, რომლებიც ნგრევას გადაურჩა, ეშმაკის მსახურება აღესრულება.

რა დაგვიბრუნებს ტაო-კლარჯეთს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს? ვერანაირი პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვერც კვნესა და ვიშვიში, ვერც პათეტიკური შეძახილები. მხოლოდ მტკიცე სარწმუნოება გვიშველის და ერთობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში."

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 4 2006, 04:44 PM

ძალიან შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველოს დაუბრუნდება თავისი ძირძველი არამხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ, ტაოც, კლარჯეთიც, ლაზეთიც, შავშეთიც, დვალეთიც და საინგილოც...

უფალი გამოარჩევს ისეთ მმართველს, რომელიც ამ ყველაფერს, ვითარცა მახვილი მესსიისა, დაუბრუნებს საქართველოს!

ღმერთო, იყავნ!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2006, 05:04 PM

ციტატა
არამედ, ტაოც, კლარჯეთიც, ლაზეთიც, შავშეთიც, დვალეთიც და საინგილოც...


უტოპიურად მესახება sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 4 2006, 05:11 PM

მნათე

ციტატა
უტოპიურად მესახება

ასეთია ნება ღმრთისა. ასე ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2006, 05:16 PM

ციტატა
ასეთია ნება ღმრთისა. ასე ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა...


რავიცი...................

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 4 2006, 07:12 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 5 2006, 04:29 PM) *

სანამ ვიზა იყო საჭირო, უფრო ძვირი იყო, სადღაც 300$-ის ფარგლებში, ახლა გაიაფებულია. ზუსტად არ ვიცი. მგონი ფასებიც უნდა ეწეროს "საპატრიარქოს უწყებანში". ჰო, კიდევ ფასი დამოკიდებულია მარშუტზე. ზოგ მარშუტში მხოლოდ ტაო-კლარჯეთი შედის, ზოგში - კაბადოკიაც. ჩემი დაწერილი ფასი კაბადოკიის ჩათვლით იყო. მარტო ტაო-კლარჯეთი მგონი მაგის ნახევარია.

თუ კაპადოკიაც შედის, მაშინ 400$, თუ მხოლოდ ტაო-კლარჯეთი _ 200$. smile.gif

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 21 2006, 09:25 PM

დიდი ხანია ჩემი ოცნებაა ტაო-კლარჯეთის მოლოცვა და თუ ღმერთმა ინება ამ ზაფხულს წავალ smile.gif
ულამაზესი ფოტოებია....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2007, 11:12 AM

ტაო -კლარჯეთი და წმინდა გრიგოლ ხანძთელი ჩემთვის გამოწრჩეულია ადგილიც და წმინდანიც, მაგრამ მართალი გითხრათ წასვლა არ მინდა, მერე წავალ, როცა ტაო ისევ საქართველოს ტერიტორია იქნება და იმ მონასტრებში ქარტველი ბერები იქნებიან. ეხლა არ შემიძლია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 11 2007, 08:42 PM

მე შარშან ვაკის წმ. სამების მოძღვრების ჩამოტანილი ხანძთაში ნაკვეთი სეფისკვერი ვჭამე.

განცდა ისეთი ძლიერი იყო რომ ცრემლები წამომივიდა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 15 2007, 05:53 PM

რა გულსატკნია ასე, რომ მოხდა, ნეტავ თუ დაბრუნდება დრო, როცა ეს ეკლესიები აღდგენილი იქნება და შიგ წირვა-ლოცვები გაიმართEბა????????????? მოვესწრები? ალბათ ამას სასწაული სჭირდება აი ისეთი ერთხელ ერთ საეკლესიო გაზეთსი, რომ წავიკითხე, უღმრთოების პერიოდში რუსეთის ეკლესიის გუმბათების და ტაძრების თვითგანახლება დაიწყო, ოქროთი მოვარაყებული გუმბათები, კვლავ ბრწყინავდნენ, დამწვარი და დაშავებული ხატები პირველ სახეს იღდგენდნენ. ეს ხალხის ტავლწინ ხდებოდა. სასწაულით შეშინებული კომუნისტები ლექციებს ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს ქიმიური რეაქციების შემდეგ შეუძლია თვითგანახლება (რა თქმა უნდა არასწორი იყო). ალბათ ამ ტაძრებსაც ასეთი სასწაული სჭირდება, სხვანაირად ამდენ ტაძარს რა აღადგენს.

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 15 2007, 08:22 PM

QUOTE
ძალიან შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველოს დაუბრუნდება თავისი ძირძველი არამხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ, ტაოც, კლარჯეთიც, ლაზეთიც, შავშეთიც, დვალეთიც და საინგილოც...

რა ოპტიმისტი ხარ...
სამწუხაროდ მე არა sad.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jan 25 2007, 05:17 PM

დაბრუნდება, აბა რა
ჩვენ ვერ მოვესწრებით, მაგრამ ერტხელაც იქნება და აღსდგება საქართველო

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 25 2007, 05:33 PM

როცა ქვეყნებს შორის საზღვრები გაუქმდება და მსოფლიო მოქალაქეობა გამოცხადდება მასინ შესაძლებელი იქნება
ამ მიწებზე ისევე ცხოვრება,როგორც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიებზე.
მაგრამ ორი მუჭა ქართველობა ამ მიწებს არ ეყოფა.ამის გარდა ყველას ქალაქში გვინდა ცხოვრება და იმ მიყრუებულ ადგილებში ვინ წავა თავის ნებით?

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jan 25 2007, 05:43 PM

ციტატა
როცა ქვეყნებს შორის საზღვრები გაუქმდება და მსოფლიო მოქალაქეობა გამოცხადდება მასინ შესაძლებელი იქნება
ამ მიწებზე ისევე ცხოვრება,როგორც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიებზე

არავითარი მსოფლიო მოქალაქეობა არ იქნება. საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემოვა ყველა ქართული მიწა


პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 25 2007, 05:46 PM

ციტატა(ulvashi @ Jan 25 2007, 04:43 PM) *

არავითარი მსოფლიო მოქალაქეობა არ იქნება. საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემოვა ყველა ქართული მიწა

ეგ როგორ წარმოგიდგენია საინტერესოა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 25 2007, 07:26 PM

ლეონტი

ციტატა
ეგ როგორ წარმოგიდგენია საინტერესოა.




ის რაც სეუძლებელია კაცტათვის შესაძლებელია ღვთისათვის. საქარტველო ისევე განუყოფელია, როგოც უფლის კვართი და მეორედ მოსვლის დროსაც ასეთი იქნება. ყველაფერი დროებითია, თუმცა ძალიან მიკვირს, რომ ეს დროებითი 400 წელი გაგრძელდა.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 25 2007, 08:21 PM

მე ამ ზაფხულს მემგონი წავალ და თუ არ ვცდეი 150$ მიჯდება 6 დღე smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jan 26 2007, 03:27 PM

ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Feb 20 2007, 02:59 PM

გამარჯობათ, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ. ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი 1 თვეში მზად იქნება, ჩემს მოძღვარს მამა პეტრეს (ყრუაშვილს, ბათუმის წ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს) აღდგომის შემდეგ, მრევლი მივყავართ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში. უნდა მოვილოცოთ სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები(ნაწილი მოვილოცეთ) და ღირშესანიშნავი ადგილები. იმედი მაქვს რომ მალე აფხაზეთსაც "უპრობლემოდ" მოვილოცავთ და ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში და საინგილოში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაგვჭირდება.


" მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა!!!!!!!!"

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 21 2007, 01:27 AM

ციტატა
გამარჯობათ, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ. ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი 1 თვეში მზად იქნება, ჩემს მოძღვარს მამა პეტრეს (ყრუაშვილს, ბათუმის წ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს) აღდგომის შემდეგ, მრევლი მივყავართ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში. უნდა მოვილოცოთ სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები(ნაწილი მოვილოცეთ) და ღირშესანიშნავი ადგილები. იმედი მაქვს რომ მალე აფხაზეთსაც "უპრობლემოდ" მოვილოცავთ და ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში და საინგილოში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაგვჭირდება.


აუ შენი კეთილი შურით მშურს. smile.gif smile.gif smile.gif
ძაან მაგარიაsmile.gif
რომ მოილოცავ მოგვიყევი მერე ამბები.smile.gif
აბა წარმატებებიიი...

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Feb 21 2007, 07:07 PM

აუცილებლად, იმედია მანამდე სურათების დადებას ვისწავლი....

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 23 2007, 05:28 AM

ციტატა
აუცილებლად, იმედია მანამდე სურათების დადებას ვისწავლი....

გაიხარეეე smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 23 2007, 12:13 PM

ulvashi

ციტატა
ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 23 2007, 12:14 PM

ციტატა
ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა

???????

პოსტის ავტორი: Gio 1992 თარიღი: Mar 12 2007, 09:27 PM

მაგრად მიხარია რომ ესეთი ხალხი არსებობს. იბედნიერეთ და იხარეთ მრავალჟამიერ!!! ამინ.

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 8 2007, 06:54 PM

გამარჯობა. მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ - ეს ჩემი პირველი პოსტია. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი (ხელი, თითი, კლავიატურა - რა ვიცი, რაც უფრო მიესადაგება)
შარშან ვიყავი ტაო-კლარჯეთში და დღემდე იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ... ზღაპარი - მოკლედ მხოლოდ ასე თუ დაახასიათებ იქაურობას. როცა გრიგოლ ხანძთელის, აშოტ კურაპალატის, მთაწმიდელების, საბა იშხნელის და სხვა ასეთ ბუმბერაზთა ნაკვალევზე დადიხარ, ფიქრით საუკუნეთა მიღმა, იმ დიდებულ ეპოქაში ინაცვლებ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო ვიყავით; როცა იმ ზღაპრულ ბუნებაში ამ ზღაპრულ ძეგლებს ვაგებდით... ეს ფიქრი გამაღლებს, გაძლიერებს, გამშვიდებს და წამით დღევანდელობასაც გავიწყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ წამით, რადგან იქვე ამ ტაძრების დღევანდელი საცოდაობა წარმოგიდგება; გახსენდება, როგორ გართმევს ვიღაც თურქი მოლა შენი წინაპრების აშენებულ იშხანში, ხახულში თუ პარხალში შესასვლელად ფულს; რომ შენ იქ სტუმარი ხარ და ლამის ქურდულად უნდა მიხვიდე, და ეს ყველაფერი გულს გიკლავს... ტაოდან ორგვარი გრძნობით დავბრუნდი - სულიერად კმაყოფილი ამ ბავშვობისდროინდელი სიწმინდეების მონახულებით და მორალურად დათრუნული იმის შეგრძნებით, "რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა"; რისთვის უწვალიათ ჩვენს წინაპრებს ამდენი, რომ იმის თავიც არ შეგვრჩენია, ისეთს თუ ვერ ვაშენებთ, იმათ შექმნილს მაინც მოვუაროთ, რომ ვიღაცებმა შიგ ბოსლები, ტუალეტები, შეშისა თუ ათასგვარი ხარახურის საწყობები, მედრესე-მეჩეთები და მათი თანამდევი ფეხსაბანები არ მოაწყონ, არ გაანაგურონ...
იქ იმდენად დიდ ემოციას იღებ, ნანახის გადახარშვა-გააზრება ისე უცებ ჭირს. ამის დრო მერე დგება, როცა იქაურობას გამოცილდები, აქ ჩამოხვალ და იქ ნანახს გონების თვალს გადაავლებ... მე პირადად სრული ორი დღე იმის განცდა მქონდა, რომ ეს სიზმარში ვნახე...
შთაბეჭდილება, ემოცია კი მართლა დიდია... დღემდე არ მავიწყდება ბანა - საცოდავი, მოწყენილი, უპატრონოდ მიგდებული, რომელიც თავისი ნაღვლიანი თვალებით თითქოს ხსნას გვთხოვდა; თითქოს გვეხვეწებოდა,მიხსენით ამათ ხელიდანო... იშხანში მისული მომხიბლა ტაძრის შედარებით კარგად შემონახულმა გარე ფასადმა, თუთებით დაჩრდილულმა ვრცელმა ეზომ. გადასახადმა ცოტა კი მომიშხამა გუნება - ისევ უმწეობის შეგრძნება, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან სედარებით, რაც შიგნით შესულს დამემართა. იქაც ხარბად ვათვალიერებდი აქა-იქ შემორჩენილი ფრესკების, ორნამენტების კვალს და ვტკბებოდი იმ სილამაზით, მაგრამ გავედი ცენტრში, ავხედე სანახევროდ გადმონგრეულ გუმბათს და... ცრემლები ძლივს შევიკავე... საოცარი, მართლაც სამარისებური მდუმარებით შეგვხვდა ხანძთა, რომლის გუმბათი იმდენად საცოდავ დღეშია, ქვები ცვივა და მის ქვეშ გავლა საშიშია... სადიაკვნეში ბოსელია გამართული, მეორე მხარეს - დაჭრილი შეშა მიეწყოთ... ოთხტაგან ერთი სვეტი ჩამონგრეულა, მაგრამ ვიღაც მადლაინთ, სავარაუდოდ - ისევ აქედან ჩასულ მომლოცველთ ისევ შეუყენებიათ. ცხადია, ყოველგვარი ბეტონის გარესე, ცარიელი ხელებით როგორც შეიძლებოდა. დღე დღეზე კიდევ ერთი სვეტი ჩამოინგრევა, რაც სანახევროდ ჩამოქცეულმა კედლებმა და გუმბათმა, ვინძლო, ვერც გადაიტანონ... დიდხანს ვიიბორიალე იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, სადაც ძველი ნაგებობები ისევაა შემორჩენილი, და ვცადე წარმომედგინა, საღამოს სიწყნარეში როგორ იკრიბებოდა იმ მყუდრო სავანეში ბერთა კრებული თეთრწვერა გოლიათის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით... მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა იმ ოჯახის ჩვილბავშვიანი ქალი, რომლის გულისთვისაც თურქეთის მთავრობამ ოპიზის ტაძარი ააფეთქა და სანახავად ერთადერთი ობლად შემორჩენილი კედელი დაგვიტოვა... არტანუჯის ციხეზე, როცა გიდმა ერთ კუთხეში ნანგრევებზე მიგვითითა და გვითხრა, ეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაშთებიაო, მყისვე მივაშურე აშოტ კურაპალატის საფლავის თუნდაც ნაშთების სანახავად. ამაოდ - დღეს იქ რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. იმავე საღამოს, არტანუჯიდან მომავლმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე. გზად ჯოჯოხეთის კანიონში შევჩერდით და ჯგუფის წევრებმა ჯერ ჰიმნი, მერე ხალხური სიმღერები და საგალობლები დააგუგუნეს... ის ფანტასტიური ადგილია, ეს ქართული შტრიხები კი იმდენად მოუხდა, ლამის ცაში დავფრინავდით სიამაყისგან...
სალაპარაკო მართლაც ბევრია, მაგრამ ისედაც ბევრი ვისაუბრე... უბრალოდ, შთაბეჭდილებები დღემდე გაუნელებელია.
იქ 5-დღიანში ვიყავით და ვნახეთ ხახული, ოთხთა, კავკასიძეების ციხე (კალანდიას ფილმიდან თუ გახსოვთ, ალპინისტების დახმარებით რომ აფოფხდნენ), პარხალი, იშხანი, ოშკი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, შატბერდი... თავიდან 170 ლარი ავკრიფეთ, მაგრამ ადგილზე დაახლოებით 50 ლარი დავამატეთ. თან, ჩვენ ცოტა ხარჯები იმან გაგვიზარდა, რომ აქედან ავტობუსით წავედით, ასეთი დიდი მანქანა კი მაგ ეკლესიების უმეტესობასთან ვერ მიდის. ამიტომ იქ მარშუტკებს ვქირაობდით, რაც დამატებითი ხარჯი იყო. ვფიქრობ, თავიდანვე 250 ლარი რომ აგვეკრიბა, თავზე გადაგვივიდოდა...
თქვენი არ ვიცი, მე კი ძაან მინდა ბურსა-ინეგოლისკენ წასვლა, სოფელ ჰაირიეში, ახმედ მელაშვილის საფლავზე ასვლა და ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება. იმედია, გაისად ამ სურვილსაც ავისრულებ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 8 2007, 07:02 PM

თავაძე
გაიხარე, ისე აღწერე ეს ყოველივე, რომ შენი განცდა მეც გადმომედო smile.gif

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 8 2007, 07:33 PM

ალექსანდრე
ოოო, განცდა იქ უნდა ნახო... ასე გადმოცემით მაინც ვერ შეიგრძნობ იმ სიდიადეს, ვერც სურათებით...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 8 2007, 08:46 PM

ციტატა(თავაძე @ Jun 8 2007, 03:33 PM) *

ალექსანდრე
ოოო, განცდა იქ უნდა ნახო... ასე გადმოცემით მაინც ვერ შეიგრძნობ იმ სიდიადეს, ვერც სურათებით...

http://www.link.ge/file/143215/Tao.wmv.html

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 8 2007, 09:04 PM

ალექსანდრე - ჩემს სამსახურში მსგავსი ფაილები დაბლოკილია და არც მაგას მიხსნის, მაგრამ ტაოს ბუნებას შეხედო და ანას ეგ სიტყვები არ გაგახსენდეს, შეუძლებელია. მართლა საოცარი ბუნებაა... თან, ტაო თუ ძირითადად ცადაზიდული, პირქუში და გოროზი, ხშირად ნესებივით წაწვეტებული სალი კლდეების საუფლოა, სადაც აქა-იქ თუ ხარობს ნაძვი, შატბერდში ასვლისას იქაურობა ყველამ რაჭას მივამსგავსეთ, მურგულის კი (ეს ქალაქი ბორჩხასთანაა) შემოგარენი კი წყლის წვეთივით ჰგავდა აჭარა-გურიის მთიანეთს. სოფლებიც კი ტიპური გურული იყო - ისეთივე შორი-შორს განლაგებული, ზუსტად ტრადიციული ქართული სტილის აივნიანი სახლებით და ეზოებში ნალიებით. იქაურ ქართველებთან შეხვედრა ამ მოგზაურობის პენალი აღმოჩნდა... ჩვენ ის თურქული ქალაქი გვეგონა, მაგრამ საბოლოოდ დაუვიწყარი შეხვედრა გამოგვივიდა.

პოსტის ავტორი: Lile თარიღი: Jun 9 2007, 01:12 AM

ხალხნო, ვისაც გსურთ ტაო-კლარჯეთის მონახულება, დაგვიკავშირდით საექსკურსიო და ტურისტულ მომსახურება "გზაჯვარედინს" და ერთად მოვიაროთ მარტო ტაო-კლარჯეთი კი არა, მთელი საქართველო. ჩვენ მიერ შედგენილ ტურებსაც შემოგთავაზებთ და თუ თქვენ რაიმე სურვილი გაგაჩნიათ, თქვენი სურვილის მიხედვითაც შევადგენთ მარშრუტს.
მოდით, ვიმეგობროთ და შემოვიაროთ საქართველო smile.gif biggrin.gif
gzajvaredini@hotmail.com
(+995 32) 453310 ქეთევან წამებულის #25.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 9 2007, 01:24 AM

Lile
რა დაჯდება ეგ სიამოვნება? და რა პირობებია

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 10 2007, 05:54 PM

ბათუმიდან რომელიღაც ტურისტული ფირმა აწყობს 1, 2 და 3-დღიან ტურებს ტაოში. 3-იანი 195 ლარი ჯდებაო. ყველაფერი შედის შიგ - მგზავრობა, გიდი, სასტუმრო, კვება... ჩამონათვალში ყველა ცნობილი ძეგლია - ბანა, იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, შატბერდი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი...
P.S. მე პირადად მაგ ფირმასთან შეხება არ მქონია და ტავს ვერაფერზე დავდებ. მე, უბრალოდ, ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ დაინტერესდებით, კოორდინატებისაც დავდებ, რომელიც სხვა საიტზე ვნახე.

პოსტის ავტორი: Lile თარიღი: Jun 11 2007, 02:46 PM

იცით, ფასი ბევრ პირობაზეა დამოკიდებული. ახლა ფორმუმზე რომ არ ვისაუბროთ ამ მატერიალურ საკითხზე, მოდით, მომწერეთ ან გვესტუმრეთ და შევთანხმდეთ პირობებზე - წამომსვლელთა რაოდენობა, დღეთა რაოდენობა და ა.შ. smile.gif

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 11 2007, 06:01 PM

xo unda icodnen shedzleben tu ara wamosvlas? mgoni jobia daiweros fasi da visac shesadzlebloba eqneba is mova da wamova kidec. samwuxarod me mag dros tbilisshi ar viqnebi torem didi siamovnebit shemogiertdebodit.

lile jobia ro dawero pirobebi da fasi ase ufro mosaxerxebeli iqneba. tan es dzalian materialuric ar aris smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 12 2007, 11:13 AM

გორიდან ხშირად დადიან ტაო-კლარჯეთში და 135$ ჯდება. ამ თანხაში შედის ყველაფერი. 1 კვირით მიდიან ხოლმე და თან ჯგუფს ყოველშვის მიჰყვება მოძღვარი.

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Jun 14 2007, 02:43 PM


ტაო-კლარჯეთში წამსვლელებმა დედაენები წაიღეთ საჩუქრად. დამიჯერეთ, გამოგადგებათ. ოღონდ იქ მთლად ღიად ნუ დაიწყებთ დარიგებას და არაფერი არაა საშიში. იქნებ ვინმემ ხელიც აგიკრათ - თურქული იდეოლოგია თავისას შვრება და 1-2 ეგეთიც გამოჩნდება, მაგრამ ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველიც ბევრი გამოგიჩნდებათ.
და კიდევ - ღვინოც კარგი საჩუქარია და არა მხოლოდ ქართველებისთვის.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 3 2007, 10:57 PM

ჰაი დედასა იქ თუ ჩავედი თქვენ ჩემი ჩამოტვანა ნახეთ იქიდან smile.gif არ ვიცი რა მარა მე თუ ვერ ვახერხებ ჩასვლას და მოლოცვას ბევრი იქნება ჩემს დღეში დარწმუნებული ვარ და მოდით შევიკირიბოთ და ნებისმიერ მოძღვართან პარაკლისი გადავიხადოთ თუ მოგინდებათ PM ში მომწერეთ და დროზე შევთანხმდებით smile.gif რაც მეტი ვიქნებით მით უფრო შეისმენს ღმერთი ჩვენსას smile.gif



ხოდა რაც შეეხება მიწების დაბრუნება არ დაბრუნებას : აქ მგონი საქმე იმაშია რო ჩვენ არ ვართ ღირსები რო მიწები დაგვიბრუნდეს იმიტომ რომ უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით და ჩავაგდებთ იმათაც როცა კი სულიერება საკმარისი იქნება ჩვენში ღმერთი არ დაგვივიწყებს smile.gif ახლა არ გვივიწყებს და მერე დაგვივიწყებს ?

პოსტის ავტორი: Natali_a თარიღი: Jul 8 2007, 02:25 AM

[font=Verdana]ჩემი და ჩამოვიდა 2 დღის წინ ტაო-კლარჯეთიდან, საშინელი სიტუაცია ყოფილა, ჩვენს ტაძრებში დღეს თურქები მეურნეობას ეწევიან, ძროხებისა და ღორების სათარეშოდაა ქცეული ჩვენი ხანძთა,ოშკი და ბანა.ერთია, რომ დრომ თავისი კვალი ფრესკებს დატყო და მეორე, რომ ვიღაც არაკაცი დგას და ჩვენს სიწმინდეებს ანადგურებს. ვისაც არ აქვს ნანახი ტაო, იმის საშიშროება უკვე რეალურად არსებობს რომ ვერც ვერასდროს ნახავს, დღე არ გავა თურქებმა შეურაცყოფა არ მიაყენონ გრიგოლ ხანძთელისა და მისი ძმების დაარსებულ ეკლესია-მონასტრებს,იქ მისული ქართველი მომლოცველები არ აიკლონ და გაკვირვებულებმა არ იკითხონ აქ რა დაგრჩენიათო. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული გალობა და ლოცვა გაისმა თუ არა ტაძარში თეთრი მტრედი შემოფრინდა, ანუ ჯერ კიდევ გვწყალობს უფალი და შანსს გვაძლევს ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და თუ ვერ დავიბრუნებთ, ის მაინც მოვახერხოთ რომ დაცული იყოს იქ ჩვენი ტაძრები, რომ მომავალში კიდევ ბევრ ქართველს მიეცეს მისი ნახვის შესაძლებლობა.
ქაჯეთის ციხე

http://imageshack.us

ნახეთ რა სილამაზეა sad.gif
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: liz007 თარიღი: Sep 11 2007, 04:58 PM

მოგესალმებით ახალგაზრდებო ნაცნობებო და უცნობებო ,

პოსტის ავტორი: liz007 თარიღი: Sep 11 2007, 05:17 PM

ხო და კიდევ ახალი ვარ, სურათებს დავაწყობ ოგონდ ცოტა გავერკვიო ,გადავხედო თქვენს ფორუმს

რაღაც სურათებს ვერ ვტვირთAვ რატომ? huh.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 16 2007, 09:39 PM

ციტატა
აუ შენი კეთილი შურით მშურს.
ძაან მაგარია
რომ მოილოცავ მოგვიყევი მერე ამბები.
აბა წარმატებებიიი...


აუ ამას რო ვწერდი რას წარმოვიდგენდი რომ წელს ტაოს მოვილოცავდი.smile.gif

უმაგრესი და უწმინდესი ადგილებია რა.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის.smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 16 2007, 10:29 PM

დიდება უფალს, რომ მომეცა საშუალება მოვხვედრილიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად ტაო-კლარჯეთში.
ვისაც არ გინახავთ გირჩევთ გადადეთ ყველა საქმე და მოინახულეთ ეს ადგილები, მერწმუნეთ იქედან აღფრთოვანებული და სულიერად გაძლიერებული დაბრუნდებით.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 16 2007, 10:34 PM

კიდე წავიდეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 21 2007, 05:29 AM

ტაოში ყოფნის დროს მაინც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იშხანმა და იშხნის ბუნებამ მოახდინა.smile.gif

„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


აი დიდებული იშხნის მონასტერიც. smile.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია.

IPB-ს სურათი

პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.

IPB-ს სურათი

იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.

IPB-ს სურათი



ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.

IPB-ს სურათი

იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია.

IPB-ს სურათი

უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.

IPB-ს სურათი

ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).

IPB-ს სურათი

საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი „ქართველთა მეფე“ ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

პოსტის ავტორი: dudii თარიღი: Sep 28 2007, 05:13 AM

http://bin.ge/file/76643/DSC09724.jpg.htm

მე წელს ავნისის დასაწყისში ვიყავი ტაო-კლარჯეთში და ბედნიერი ვარ რომ ვნახე ძირძველი საქართველოს ულამაზესი მხარე!:)ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა რომ დღემდე ფიქრებიტ იქ ვარ და სევდით ვუყურებ ხოლმე ტაო-კლარჯეთის სურათებს sad.gif ტაოდან დაბრუნების შემდეგ მძაფრად შევიგრძენი რა დაკარგვის ტკივილი და დაბრუნების დაუძლეველი სურვილიიიsmile.gifჩემი ამბებით ტაოზე მეგობრები გავაგიჟე და 1გვისტოში ისინიც წავიდნენ ხოდა ეხლა ტაოზე საუბარი უფრო კარგად შემიძლია მათთან და სულ იქ ვართ ხოლმე შორიდან ვეფერებითsmile.gif



ეს ხანძთაში გალობის შემდეგ გამოვიდა ცაზე ეს ნათება,ჩამოვედით ხანძთიდან და ეს რკალიც გაქრა.

ქვების იმედად დარჩენილი ქანძთის გუმბათი ...

ქვების იმედად დარჩენილი ქანძთის გუმბათი ...


http://bin.ge/file/76644/DSC09663.jpg.htm

პოსტის ავტორი: khatia თარიღი: Sep 29 2007, 10:52 PM

ღმერთო ნეტავ ყველა დაგვაბრუნე ჩვენს დაკარგულ მხარეებში.... და საქართველო ყველას გამთლიანებული გვენახოს smile.gif

პოსტის ავტორი: ekabekeko თარიღი: Sep 30 2007, 03:10 PM

რა ბედნიერებაა,ტაო-კლარჯეტი რომ ნანახი გაქვთ ხალხო

მათაც გგვღირსებოდეს,ვინც ჯერ არ ვყოფილვართ
friends.gif

პოსტის ავტორი: megobari თარიღი: Oct 2 2007, 12:02 PM

ძალიან მაგარია ტაო-კლარჯეთი, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ღირს იქ მოგზაურობა?

პოსტის ავტორი: rtyfghvbn456 თარიღი: Oct 2 2007, 03:35 PM

ტაო-კლარჯეთში მინდა წავიდე. ეს ჩემი დიდ ხნის ოცნებაა. თუკი მიდიხართ მეც გამაგებიეთ რა. აუცილებლად წამოვალ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 2 2007, 05:11 PM

ციტატა(megobari @ Oct 2 2007, 01:02 PM) *

ძალიან მაგარია ტაო-კლარჯეთი, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ღირს იქ მოგზაურობა?

ძალიან განსხვავებული ფასებია, დღეების რაოდენობის მიხედვით, სასტუმროში დაიძინებ თუ ავტობუსში - იმის მიხედვით. მგონი საიდან გახვალ - ბათუმიდან თუ თბილისიდან, მაგის მიხედვითაც დიდი განსხვავებაა.
მაქსიმუმ 200$ ალბათ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 3 2007, 09:47 AM

megobari
rtyfghvbn456
17 ოქტომბერს გორიდან მიდიან მოასალოცად. 5 დღით. 150$ ღირს. ამ თანხაში შედის კვედა და საერთოდ ყველაფერი. თუ სურვილი გაქვთ დაგაკავშირებთ ჯგუფის ხელმძღვანელთან.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 5 2007, 02:27 AM

ekabekeko

ციტატა
რა ბედნიერებაა,ტაო-კლარჯეტი რომ ნანახი გაქვთ ხალხო

მათაც გგვღირსებოდეს,ვინც ჯერ არ ვყოფილვართ

არ იდარდო უფლის მადლით ყველაფერი იქნება.smile.gif

აი ნახე ზემოთ ამ თემაში რამდენიმე თვის წინ მეც ზუსტად შენნაირად ვიძახოდი და ჩემდა უნებურად უფლის წყალობით მოვილოცე ეს ადგილები. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.smile.gif

ისე კიდე სიამოვნებით წავიდოდი, ბევრი ტაძრები დაგვჩა კიდე მოსალოცი მაგ მხარეში.

khatia
ციტატა
ღმერთო ნეტავ ყველა დაგვაბრუნე ჩვენს დაკარგულ მხარეებში.... და საქართველო ყველას გამთლიანებული გვენახოს

ამინ!:)

პოსტის ავტორი: Davit Giorgadze თარიღი: Oct 12 2007, 11:22 AM

gamarjobat,
esaa tao klarjetshii gadagebuli suratebi chveni jgufis mier....
tandatan avqachav serverze...

http://hexe.caucasus.net/files/znlthozelddzunodtxll.jpg http://hexe.caucasus.net/files/tzuqko5dn1dgt0mxnmzn.jpg

პოსტის ავტორი: cibira თარიღი: Oct 25 2007, 12:12 PM

თეკლა
შეგიდზლია გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესიის ფოტო კიდევ დადო არ იხსნება ეს და ძაან მაინტერებეს
წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Nov 27 2007, 11:59 AM

ს ა ლ ა მ ი ყველას მე ახალი ვარ,ამას წინათ შემომთავაზეს წასვლა ტაო-კლარჯეთში და ვერ მოვახერხე,მას მერე ტაოში სამოგზაურო ინფორმაციას ვაგროვებ,ფეხით უნდა მოვიარო.პირველად მივდივარ:)ნებისმიერი ინფორმაცია მომწერეთ რაც იქ გამომადგება gurulokh@posta.ge ვინმემ ხომ არ იცით თბილისიდან,ახალქალაქიდან,სარ
ფიდან...რამე ხომ არ მიდის ართვინში?

პოსტის ავტორი: თავაძე თარიღი: Nov 30 2007, 07:02 PM

gurulo

ციტატა
ფეხით უნდა მოვიარო

ჯიგარო, არ გირჩევ. ჯერ ერთი, უდიდესი ტერიტორიაა მოსავლელი - რამდენიმე თვე დაგჭირდება. მეორეც - თურქეთია, მაინც სხვანაირი ქვეყანა, სადაც რელიგიური თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ ძაან შორეული მომავლის საქმეა. ან რატომ უნდა გარისკო, როცა შეგიძლია, ვთქვათ, 200$ (ეს მაქსიმალური თანხაა) ნახო იგივე და ბევრად უსაფრთხოდაც.
თქვენის ნებართვით, იქ წამსვლელებს ისევ მოგიწოდებთ ადრე დაწერილს - ტაო-კლარჯეთი თავისთავად კარგია, მაგრამ თუ ვინმეს ბურსისკენ ანუ თურქეთის შიდა პროვინციებისკენ დაგირჩებათ გზა, ეგებ ქალაქი ინეგოლიც ინახულოთ, სადაც ასევე ძალიან ბევრი ქართული სოფელია - მგონი, 18. მათ შორის, ერთ-ერთია ჰაირიე, სადაც იქაურ ქართველთა მართლაც რომ დიდი განმანათლებელი, "თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ" წოდებული ახმედ ოსქანი - მელაშვილია დაკრძალული. თქვენი არ ვიცი, მე კი მის საფლავზე მისვლა და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება ოცნებად მექცა. ეგ კაცი რომ არა, იქაური ქართველები საბოლოოდ დაკარგავდნენ ეროვნულობას და გათურქდებოდნენ. იქ ისტორიულ ძეგლებს ნუ ელოდებით, მაგრამ ნაღდ ქართველებს, საქართველოს გულმხურვალე პატრიოტებს ნახავთ. მათთან შეხვედრა ნამდვილად ღირს.

პოსტის ავტორი: Nataliaaa თარიღი: Apr 13 2008, 08:24 PM

http://imageshack.us


. . . ესეც ხანძთა
http://imageshack.us


ოთხთა
http://imageshack.us





http://imageshack.us

პოსტის ავტორი: maricuna თარიღი: Jun 12 2008, 12:40 AM

http://www.radikal.ru

ტაო-კლარჯეთში მამებმა წირვა ჩაატარეს.... მე ბოლოს მივედი, არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად გამიხარდა

http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 12 2008, 12:42 AM

ციტატა
ტაო-კლარჯეთში მამებმა წირვა ჩაატარეს.... მე ბოლოს მივედი, არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად გამიხარდა

მერე არ გადეირივნენ თურქები? biggrin.gif

პოსტის ავტორი: maricuna თარიღი: Jun 12 2008, 06:14 PM

ალექსანდრე

არავინ არ იყო ახლომახლო biggrin.gif

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Jun 13 2008, 06:52 PM

QUOTE(maricuna @ Jun 12 2008, 06:14 PM) *

ალექსანდრე

არავინ არ იყო ახლომახლო biggrin.gif

ვაიმეეეე რომელი ხარ შენა?მეც იქ ვიყავი laugh.gif

პოსტის ავტორი: miranda.d თარიღი: Jun 24 2008, 12:06 PM

მეც იქ ვიყავიიიიიიიიიიიიიიიიი! cocxali.gif სურათებს დავდეეეეებ

პოსტის ავტორი: miranda.d თარიღი: Jun 24 2008, 12:39 PM

http://i039.radikal.ru/0806/e9/81ed6d8343c7.jpg[/IMG][/URL][
აი, ესეც ჩვენი მამები: მამა ანტონი, მამა კახაბერი, მამა გივი და მამა გიორგი ბანაში.

http://www.radikal.ru[
ისევ ბანა

http://www.radikal.ru[

ესაა ზეთისცხება ბანაში. მამა გიორგი დარჯანია, მამა გივი გივიაშვილი და ჩვენი გიდი- ნანა ბუაძე.

http://www.radikal.ru[

Ishkhani

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Jun 24 2008, 05:32 PM

http://www.radikal.ruესეც ბანა.

პოსტის ავტორი: ilarionis shtamomavali თარიღი: Jun 24 2008, 08:24 PM

უფალმა დაგლოცოთ და გაგაზლიეროთ.ბედნიერი ვიქნები თუ მეც ამიხდება ნატვრა,მოვინახულო ჩვენი დაკარგული მიწა-წყალი.

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Jun 24 2008, 08:44 PM

QUOTE(ilarionis shtamomavali @ Jun 24 2008, 08:24 PM) *

უფალმა დაგლოცოთ და გაგაზლიეროთ.ბედნიერი ვიქნები თუ მეც ამიხდება ნატვრა,მოვინახულო ჩვენი დაკარგული მიწა-წყალი.

გაიხარე.იმედია აგიხდება ნატვრა smile.gif

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Jul 26 2008, 09:12 PM

http://www.radikal.ru

ულამაზესიიი ადგილებიაა, დიდიი სიამოვნებით წავიდოდიი კიდეევ ერთხეელ!!!!!!


პოსტის ავტორი: MR Geo®ge თარიღი: Jul 28 2008, 09:15 PM

ძალიან ლამაზი მხარეა

პოსტის ავტორი: MARI-MARIKO თარიღი: Oct 24 2008, 12:47 AM

ეეეეჰ! აგხდენოდეთ! მე კი მხოლოდ ვიოცნებებ ჯერ! მაგას ხომ ვერავინ დამიშლის smile.gif თანაც უფასოა მთლად! მერე შთაბეჭდილებები მაინც გამიზიარეთ მეგობრებოო?!! sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: simpleketi თარიღი: Nov 16 2008, 11:56 PM

ლილიანა
ლილიანა გვარად გოგოხია ხომარ ხარ?)
ტაოკლარჯეთი მართლაც საოცნებო ადგილია ყველა ქართველისთვის..ეხლა გერმანიაში ვარ მაგრამ აუცილებლად მოვილოცავ ამ წმინდა ადგილს როცა ამის საშუალება მომეცემა((

პოსტის ავტორი: diletanti თარიღი: Jan 12 2009, 02:36 AM

იხარეთ! იმედი კი არ უნდა გვქონდეს, რომ დავიბრუნებთ, არმედ დარწმუნებული უნდა ვიყოთ!

პოსტის ავტორი: toronji თარიღი: Jan 22 2009, 07:22 PM

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 26 2009, 02:04 PM

აუ როგორ მომენატრა აქაურობააა. ;(

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 26 2009, 08:01 PM

ციტატა(უჩა @ Jan 26 2009, 02:04 PM) *

აუ როგორ მომენატრა აქაურობააა. ;(

მეც sad.gif

სიამოვნებით წავიდოდი კიდევ huh.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 26 2009, 08:04 PM

ეკატო

ციტატა
სიამოვნებით წავიდოდი კიდევ



ეეეე sad.gif ხომ მოვილაპარაკეთ ამ ზაფხულს წავიდეთო? sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 26 2009, 08:43 PM

ციტატა(Tarzana @ Jan 26 2009, 08:04 PM) *

ეკატო
ეეეე sad.gif ხომ მოვილაპარაკეთ ამ ზაფხულს წავიდეთო? sad.gif

ამ ზაფხულს სად წავიდოდით, ომი იყო sad.gif

იქნებ გაზაფხულზე მოვახერხოთ, კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jan 26 2009, 08:46 PM

მაგრად მინდა წასვლა... sad.gif
ექსკურსიების დეტალური ინფორმაციები აქვს ვინმეს? sad.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 26 2009, 08:53 PM

ციტატა(ეკატო @ Jan 26 2009, 08:43 PM) *

ამ ზაფხულს სად წავიდოდით, ომი იყო sad.gif

იქნებ გაზაფხულზე მოვახერხოთ, კარგი იქნება smile.gif


ამ ზახულს ეკუნა 2009-ში smile.gif

ან გაზაფხულზე...

პოსტის ავტორი: gvanc_a თარიღი: Apr 28 2009, 10:31 AM

მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს ტაო-კლარჯეთის მონახულების smile.gif

პოსტის ავტორი: paskunji თარიღი: Jun 3 2009, 04:45 PM

http://forum.hayastan.com/index.php?showtopic=37556
ეჰ ჩვენ კი ვიძახით და ვამტკიცებთ რომ ტაო კლარჯეთი ქართული მიწაა და ეკლესია მონასტრებიც ჩვენი წინაპრების აშენებული მარა , აბა ჩვენს მეზობლებს კითხეთ. გავეცნოთ თუ შეიძლება და თვითონ მიხვდებით რა დონის მარაზმია.

პოსტის ავტორი: jugashvili-1945 თარიღი: Jun 12 2009, 01:32 PM

მაგარია მაგრამ მაგარი სიცხეები იცის ეხლა ვინც აპირებს წასვალს,

შარშან ვიყავი

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 13 2009, 07:39 PM

ულამაზესია ტაო-კლარჯეთი smile.gif
კარგი იქნება თუ ფორუმელები კიდევ წავლენ smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 13 2009, 07:40 PM

სექტემბერში წავალთ ალბათ.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 13 2009, 07:41 PM

ხო მეც მინდა კიდევ და თუ მოვახერხე დიდი სიამოვნებით წამოვალ smile.gif

პოსტის ავტორი: nutsiko თარიღი: Aug 24 2009, 05:45 PM

მეც მინდა წამოსვლა, ძალიან მინდა ვნახო ეგ მხარე, იქნებ დადოთ ზუსტი ინფორმაცია, მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Aug 29 2009, 03:15 PM

ციტატა(nutsiko @ Aug 24 2009, 05:45 PM) *

მეც მინდა წამოსვლა, ძალიან მინდა ვნახო ეგ მხარე, იქნებ დადოთ ზუსტი ინფორმაცია, მადლობა წინასწარ

4 და 18 სექტემბერს არის ტაო-კლარჯეტის ტური თი-ბი სი და საქართველოს ბანკის თანამშრომლები მიდიან 25 ხუროთმოძღვრების ძეგლის მონახულებაა გეგმაში დამტებულია შაითან კალე, ანისი, შატბერდი.....
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ:
ტურის ორგანიზება;
ტრანსპორტირება (კომფორტული ტრანსპორტით);
სასტუმრო - ორჯერადი კვებით;
ადგილობრივი მოსაკრებელი;
გიდის მომსახურება;
სამოგზაურო დაზღვევა "ალდაგი ბი-სი-აი"

საშუალება გექნებათ: ჯომარადობის, თევზაობის,
ცურვის, შოპინგის.

4 დღიანი ტური გადის 4 სექტემბერს ფასი 170$
3 დღიანი ტური გადის 18 სექტემბერს ფასი 130$

სიახლე! მხოლოდ ჩვენთან მოინახულე ტაო-კლარჯეთი განვადებით თვეში სულ რაღაც 15 ლარიდან.

ტელ: 895-45-00-48; 899-48-58-53

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 10 2009, 01:33 PM

როდის მივდივართ? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Sep 11 2009, 08:00 AM

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Sep 11 2009, 08:57 PM

ციტატა(ika-bebo @ Sep 11 2009, 08:00 AM) *

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ისე ტაო-კლარჯეთი და სუმელას მონასტერი რა შუაშია?! მე მეჩვენება თუ აფიშაზე მართლა სუმელაა? blink.gif

მაგრამ ეგ ეტყობა ბონუსია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Sep 11 2009, 10:53 PM

იმაშია რომ იქაც მივდივართ და უფრო ეფექტური რომ გამოსულიყო ფლაერი იმიტომ არის

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2009, 11:19 AM

ika-bebo
პირადი შეამოწმე.
რაღაც კითხვები მომეძალა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Sep 12 2009, 01:12 PM

ციტატა(ika-bebo @ Sep 11 2009, 10:53 PM) *

იმაშია რომ იქაც მივდივართ და უფრო ეფექტური რომ გამოსულიყო ფლაერი იმიტომ არის


ხომ ვთქვი ბონუსია მეთქი biggrin.gif

რა გინდა მშენიერია ტაო-კლარჯეთი პლიუს სუმელა

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Sep 12 2009, 04:05 PM

ციტატა(tamuna m @ Sep 12 2009, 11:19 AM) *

ika-bebo
პირადი შეამოწმე.
რაღაც კითხვები მომეძალა biggrin.gif

მივიღე და შენი ინტერესი დავაკმაყოფილე იმედია თუ რამე კიდე გაინტერესებს მომწერე smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2009, 06:35 PM

თუ მანამდე არ წავბოდიალდი თქვენ იმედად ვიქნები ;)

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 12 2009, 06:37 PM

უმაგრესი ადგილია ბავშვებო, მეორედაც წავიდოდი tongue.gif

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Sep 12 2009, 06:55 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 12 2009, 06:37 PM) *

უმაგრესი ადგილია ბავშვებო, მეორედაც წავიდოდი tongue.gif

ადგილებია ჯერ არის და თუ ნამყოფი ხართ ალბათ შენიშნეთ რომ 4 დღიანისთვის მართლა მიზერული თანხაა და თუ 120$ საშუალება არ გაქვთ ეგეც არაა პრობლემა შეგიძლიათ ისარგებლოდ ტურის განვადებით თვეში სულ რაღაც 10 ლარიდან თუ დაინტერესდებით დაგვიკავშირდით:895 45 00 48

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 12 2009, 06:58 PM

ika-bebo
მადლობთ, თუ ფორუმელები წავლენ იმ შემთხვევაში წავალ ალბათ ან მეგობრები smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2009, 07:02 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 12 2009, 06:58 PM) *

ika-bebo
მადლობთ, თუ ფორუმელები წავლენ იმ შემთხვევაში წავალ ალბათ ან მეგობრები smile.gif

მეც ამის გამო ვიკავებ თავს, თორემ მშვენიერი პირობებია thumbs.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 12 2009, 07:06 PM

tamuna m
მე კი ვარ ნამყოფი და შენ წადი თუ არ ხარ tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 12 2009, 07:13 PM

და ჩვენები რა ჩუმად არიან?
გეგმავენ, თუ არა? piqri.gif
ერთ-ერთ ჩვენ ფორუმელს მივყავდი (სახელს არ გავახმაურებ biggrin.gif ) და "გადამაგდო" dry.gif dry.gif dry.gif

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Sep 13 2009, 03:45 PM

tamuna m
ეს ტური 100% შედგება ბევრი მსურველია ფასიდან და პირობებიდან გამომდინარე თუ ისურვებ დაგვიკავშირდი ტელ: 895 45 00 48

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 23 2009, 11:17 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 24 2009, 12:04 PM

მე ვიყავი წინა შაბათს და შოკირებული ჩამოვედი. მივხვდი რომ საქართველოში არ ვცხოვრობ...

და რომ არ გვეპატიბა ამ მხარის მიტოვება. ამის შემდეგ საერთოდ უმიწოდ დარჩენის ღირსები ვართ...


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 24 2009, 12:10 PM

ციტატა(neo @ Oct 24 2009, 01:04 PM) *

მე ვიყავი წინა შაბათს და შოკირებული ჩამოვედი. მივხვდი რომ საქართველოში არ ვცხოვრობ...

და რომ არ გვეპატიბა ამ მხარის მიტოვება. ამის შემდეგ საერთოდ უმიწოდ დარჩენის ღირსები ვართ...

ალბათ საოცარი განცდა დაგეუფლება სამშობლოს სიყვარულის...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 24 2009, 04:51 PM

ციტატა(neo @ Oct 24 2009, 12:04 PM) *

მე ვიყავი წინა შაბათს და შოკირებული ჩამოვედი. მივხვდი რომ საქართველოში არ ვცხოვრობ...

და რომ არ გვეპატიბა ამ მხარის მიტოვება. ამის შემდეგ საერთოდ უმიწოდ დარჩენის ღირსები ვართ...

ნეო ძმაო, თითქოს ჩემი სათქმელი აგღმოგღხთომია ბაგისგან

ამ ქვის წვერზე საიდან გადმოჩქეფს წყაროები ვერ ვგებულობ. და ეს სამოთხე მხარე ჩვენად არ იწოდება.

უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შენ გაუმართე სახელმწიფო ძლიერება ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მცხოვრებ ერებს, რომლების იღწვიან ამ სახელმწიფოს ძლერებისთვის.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 24 2009, 05:43 PM

ციტატა(neo @ Oct 24 2009, 01:04 PM) *

მე ვიყავი წინა შაბათს და შოკირებული ჩამოვედი. მივხვდი რომ საქართველოში არ ვცხოვრობ...

და რომ არ გვეპატიბა ამ მხარის მიტოვება. ამის შემდეგ საერთოდ უმიწოდ დარჩენის ღირსები ვართ...

+
მეც როცა ვიყავი იგივე განცდა მქონდა smile.gif
იქ სხვა საქართველოა და უფრო ლამაზი wub.gif

პოსტის ავტორი: ika-bebo თარიღი: Nov 30 2009, 01:18 AM

http://forum.ge/?f=69&showtopic=34029058&st=0
აქ არის ჩვენი მოგზაურობა ხანძთელობას აღწერილი და გადაათვალიერეთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 16 2009, 01:14 PM

ხალხო, ვინც ტაოში ვიყავით, იქ გადაღებული ტაძრების სურათები ატვირთეთ რა, ფონდისთვის კალენდარს ვბეჭდავთ და ტაოს ეკლესიის სურათები გვინდა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 22 2009, 01:19 PM

ნათია
ნათი, ნახეთ ფოტოები, თუ ავტვირთო?
მთლად კარგი აპარატით გადაღებული არ მაქვს :|

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jan 25 2010, 06:45 PM

ტაო-კლარჯეთი არის ძირძველი საქართველო, ეს მხარე უნდა მოინახულოს ყოველმა ქართველმა და ამით დაამტკიცოს, რომ ქართველი არ ივიწყებს სამშობლოს, თუ ამ ფორუმიდან დაიგეგმა გამგზავრება ტაო-კლარჯეთში, ამ შემთხვევის ხელიდან გაშვება არამც და არამც არ შეიძლება, მაშ ასე, დავირაზმოთ ყველანი ჩვენი ულამაზესი სამშობლოს ულამაზესი კუთხის მოსალოცად!

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 1 2010, 02:10 PM

ტაოში არ აპირებთ ახლო მომავალში წასვლას?

პოსტის ავტორი: მარიკუნნა თარიღი: Mar 18 2011, 03:03 AM

ტაო კლარჯეთის ძეგლების რესტავრაცია უნდა დაიწყონო და ვინმემ იცის ზუსტად რა ხდება???

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Mar 20 2011, 04:17 PM

ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების სურათები (360 გრადუსით) აქ http://www.360cities.net/image/georgische-kirche1-ishan-ostanatolien-turkey

პოსტის ავტორი: დედაკაცი თარიღი: May 22 2012, 10:09 PM

სტუდენტური თვითმმართველობების და "დავითიანნის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვალ, 23 მაიის, 18 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლები.

ლექციას საიკითხავს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.

მის.: შ. რუსთაველის 21.

დასწრება თავისუფალია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 6 2014, 05:22 PM

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო პოლიტიკისთვის და დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად დაასახელა: „კულტურის სამინისტროში მინდა, აღვნიშნო ის წარმატებული პროექტი , რომელიც დაიწყო ტაო-კლარჯეთში – 5 ექსპედიციის შედეგად იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წარმატებულად. თურქული მხარის დაპირებისამებრ, რესტავრირებულ ქართულ ძეგლებს ისტორიული ფუნქცია აღუდგება“.

გურამ ოდიშარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: „2014 წლის აპრილში ქალაქ ანკარაში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გეგმა დაისახა. თურქული მხარე დაგვთანხმდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაცია აუცილებლად ქართველ სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება, ისევე, როგორც ოსმალური ძეგლების – საქართველოში. უკვე არსებობს შეთანხმება და იშხნის რესტავრაციისას დაშვებული ხარვეზები ქართველი სპეციალისტების შენიშვნების გათვალისწინებით აღმოიფხვრება. ეს პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დროს, ქართული მხარე გაითვალისწინებს თურქი კოლეგების მოსაზრებებს აჰმედიას მეჩეთთან (ახალციხის რაბათი) მიმართებაში. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად გადაეცემა ოშკის ტაძრის რესტავრაციის პროექტი. თურქული მხარე შესაძლებლად მიიჩნევს, იშხნის ეკლესიის ფრესკების რესტავრაცია ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელონ. რაც ყველაზე სასიხარულოა, თურქული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მოლაპარაკებები დაიწყოს ქართული რესტავრირებული ძეგლებისთვის ისტორიული, რელიგიური ფუნქციის აღსადგენად. თურქეთის კანონმდებლობში შეტანილი ცვლილებები უკვე ამის უფლებას იძლევა“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი 2014 წლის აპრილში ქალაქ ანკარაში თურქულ მხარესთან ოფიციალური მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას გვაწვდის.

პაატა გაფრინდაშვილი: „2013 წლიდან მოყოლებული, თურქეთში 5 წარმატებული ექსპედიცია მოეწყო და ქართველმა სპეციალისტებმა თურქულ მხარეს კონკრეტული რეკომენდაციები წარუდგინეს. რეკომენდაციები ეხებოდა იშხანში ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს, უხეშად დამუშავებულ ინტერიერსა და ფასადს, კამარებს, იატაკის უნიკალურ მოზაიკას და სხვა დეტალებს, რომლის რესტავრაციაც სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობდა. დღეს უკვე ქართული მხარის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და შესრულებულია. ამ შედეგიან თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ომერ ჩელიქისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას შეხვედრამ ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს პრეზიდენტების, ასევე, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრების შემდეგ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით. სულ ახლახან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები თურქეთში ვიმყოფებოდით და ჩვენს კოლეგას – თურქეთის ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელს შევხვდით. თურქულმა მხარემ თავად შემოგვთავაზა და უკვე შევთანხმდით, რომ იშხანში კედლის მხატვრობაზე მუშაობისას ქართველი სპეციალისტების ჩართვა აუცილებელია. ასევე, აუცილებელია ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთანავე – ქართველი არქეოლოგების მონაწილეობა.

დაგეგმილია თურქეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. თბილისში ჩამოვა ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელი და ერთობლივად დავიწყებთ ხელშეკრულებაზე მუშაობას. ფაქტი ერთია, რომ თურქულმა მხარემ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების 90 პროცენტი უკვე გაითვალისწინა და შეასრულა და სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ თითქოს, კონკრეტული ქართული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია და ოშკში ქართველებს არ უშვებენ“.
http://www.ireporter.ge/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 11:05 AM

http://radikal.ru/big/6cd86069c5214521955bbbfc969ba3df

ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე
ახლად აღმოჩენილი საქტიტორო რელიეფი იშხნიდან

Buba Kudava, Gocha Saitidze
Newly Discovered Donor Relief from Ishkhani

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 03:49 PM

"[თურქეთში ქართული კულტურის] "ძეგლებთან აბრებზე წარწერა სამენოვანი გახდა - ინგლისური, თურქული და ქართული, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ესენი ქართული ისტორიული ძეგლებია, რაც აქამდე არ ხდებოდა. ათეული წლის წინ ვერსად შეხვდებოდით აბრას, სადაც საქართველო ან ქართული ტერმინები შეგხდებოდათ".

/"რეზონანსი" N256
"საპატრიარქოს უწყებანი" N41, 2015, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:15 PM

"ბანა თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, მართლაც ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართული ტაძარია. ვინ იცის, რამდენი რამის მხილველია მისი დაჭრილი პერანგი, რამდენი რამ აქვს სათქმელი შთამომავალთათვის, მაგრამ დღეს ქართული ცის ქვეშ ქართველების გარეშე დაობლებულა".

/ბაკურ გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 10:37 PM

"ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 10:59 PM

"საქართველოს მოწყვეტილი საქართველო"

/ლაშა დეისაძე-შარვაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2016, 10:44 PM

"ქართული ხუროთმოძღვრებისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ბანას ტაძარი. გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა კანუ კოხმა, რომელმაც ბანას ტაძრის კათედრალი დაუნგრეველი ნახა, თქვა, რომ მთელ აღმოსავლეთ საქრისტიანოში, აია სოფიას შემდეგ, ასეთი საოცარი ტაძარი არ უნახავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 09:41 PM

"ტაძრის [ოშკი] მორთულობაში მრავლადაა ადამიანის გამოსახულება. გამოსახულნი არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები), ფრინველები. მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 09:56 PM

"ქართული კულტურის ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი [ოშკი] დღეს სავალალო მდგომარეობაშია და შველას ითხოვს. ქართული ცის ქვეშ, ქართულ მიწაზე ამაყად მდგომი, თავისი დაჭრილი სახით მხოლოდ ქართულით უღიმის მნახველს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 08:09 PM

"ერთხელ უკვე განცდილი მქონდა "ყოფილ" საქართველოში "ტურისტად" ყოფნის სიმძიმე, როცა ტაო-კლარჯეთს ვეწვიე და ვიცოდი, ამ განცდის სიმძაფრე არცთუ ადვილად გადასატანი იქნებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 11:01 AM

"ნარ-ეკალს, მტვერ-მიწას დაუფარავს ახლა მამა გრიგოლისა [ხანძთელი] და სხვა კლარჯელ მამათა საფლავები. ნეტავ თუ დადგება დრო, როცა ჩვენ ამ მხარეში სტუმრები კი არა, მასპინძლები ვიქნებით?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:11 PM

"რა საოცრებით დგას ფეხზე ბანა (მის ჩამოხოკილ ღაწვს ვენაცვალე)".

/პოეტი ცისანა ანთაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:47 AM

"ჩვენმა ექსპედიციამ ტაოში კლდეში ნაკვეთ, უცნობ მონასტერს მიაკვლია! კომპლექსი ისტორიულ სოფელ აკრიაკთან მდებარეობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2018, 11:09 AM

სათნო მხევალი

დიდრონ ხევებში ასვეტებულ კლდეთა მწკრივებში,
მოღვარღარებენ ღვარ-ღმუილით უშრეტი წყლები,
სახე უბრწყინავთ გასიპულ ქვებს მზეთა სხივებში,
მობღავვაებენ ძველ ტაოში უძღები წლები.

ციხე თორთუმში მორთხმული სისხლი წვიმამ მობანა,
ვნახე თორმეტი ტაძრის ნეშტი და მთლად დავმუნჯდი,
მინდა მკვდარ გულზე მადლის შხეფად ვინამო ბანა,
და გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ვთქვა-არტანუჯი.

შავშეთის მთებში ჯერაც წკრიალებს გურჯის ფარ-ხმალი,
ხმა კი არ მესმის, გულიდან მაქვს მე ამის განცდა,
მე ისიც ღრმად მწამს, რომ ლოცულობს ჩვენთვის პარხალი,
და არ გასწირავს ობოლ შვილებს ერთგული ხანძთა.

გადარჩენილა ოპოზიდან მხოლოდ ცალგვერდი,
ოთხთა ჩუქურთქმას ძლივსღა შემორჩა ფრაგმენტი ფრესკის,
სულგანაბული კვნესით ეძებს მლოცველს შატბერდი,
და დოლისყანას გალობის ნაცვლად მოლას ხმა ესმის.

იშხანს გუმბათში შემოუნახავს ზღვისფერი ჯვარი,
ხახული მეჩეთს დაუვსია, მისტირის ფერებს,
ოშკის სიტურფეს, სინარნარეს არა აქვს ზღვარი,
ტბეთის კედლები დანგრეული მოელის ბერებს.

ტაო-კლარჯეთო, კარიბჭე ხარ საქართველოსი,
გადახლეჩილი ბროწეულის მწიფე მტევანი,
შენ უდრეკელი მერანი ხარ ველურ მდელოსი,
საღვთო პერანგში შემოსილი სათნო მხევალი.

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:41 PM

"ტაო-კლარჯეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:49 PM

"ის მიტოვებულ ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა, ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა ხერხემალგადამტვრეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 03:36 PM

"ხანძთის სამონასტრო კერისა და მისი დამაარსებლის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს.), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული.

პირველად მას 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა. ნიკო მარმა გადაწყვიტა, ხანძთელის დაარსებული კლარჯეთის სავანეებიც მოეძია და მასალა ხელნაწერთან ერთად გამოეცა.

ამ მიზნით მან 1902 წელს ექსპედიციაც მოაწყო და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად ხანძთის იდენტიფიკაციის დროს დაიბნა. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მონასტრების სახელებისგან განსხვავებით ხანძთის ტოპონიმი უკვე დაკარგული იყო.

ხანძთად კარჩხალას ხეობაში მდებარე ნუკას საყდარი მიიჩნია, ფორთის სამონასტრო კომპლექსი კი შატბერდად, მაგრამ მაინც ალღო სხვას კარნახობდა და გულწრფელად წერდა კიდეც შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურებში: "სად არის შატბერდი? მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი იწოდებოდა ხანძთელად, რომ ხანძთა მისი პირმშოა, შატბერდი ჩემს წარმოდგენაში რატომღაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული გრიგოლთან.

ის, როგორც მე მეჩვენება, უფრო მეტად ელოლიავებოდა შატბერდის მონასტერს, ვიდრე ხანძთას... მე სიამოვნებით ვაბიჯებდი მონასტრის კარის ზღურბლს, სულიერად ამაღლებული და ცრემლებამდე შეძრული იმ აზრით, რომ შევდიოდი ძველ განმანათლებელთა ინტიმურ კუთხეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:38 PM

"დოლისყანის ტაძარზე ტუალეტს ვეღარ მიაშენებენ. თურქეთის მხარეც აღიარებს, რომ დოლისყანა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 04:47 PM

"შეიძლება ითქვას, რომ თითქმის თანამედროვე საქართველოს ტოლი ტერიტორია არის იქით, დღევანდელ თურქეთში"

/მეუფე ანანია (ჯაფარიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2019, 06:26 PM

"ბანაში ხდებოდა "ქართველთა მეფეების" კურთხევა. იყო ასეთი დრო... როგორი ძლიერი სახელმწიფო გვქონდა იქ! იქ რა ეკლესიებიც ვნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აქეთ, დღევანდელ საქართველოში არც კი გვაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:32 PM

"1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოაჭრეს ისტორიული ტაო-კლარჯეთის, შავშეთის და ნაწილობრივ აჭარის მიწები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 08:10 PM

"სამწუხაროდ, ბევრი ეკლესია-მონასტრები დაზიანებულია ოქროს მაძიებლების მიერ. ამჟამად თურქეთის მთავრობა მათ დევნის, მაგრამ მათ უკვე მოასწრეს ბევრი ტაძრის დანგრევა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტაძრების ტერიტორიაზე დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა უნდა იყოს დაფლული. ცხადია, იქ არაფერია და ეს მაძიებლები ოქროს ძებნისას ტაძრების ნაშთებს საბოლოოდ ანადგურებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:55 PM

"უნდა ითქვას, რომ ტაო-კლარჯეთში სწორედ ის ტაძრებია კარგად შემორჩენილი, რომლებსაც მეჩეთებად იყენებდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:05 PM

"თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს საქართველოს უძველესი ქართული ტერიტორიები"

/ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:33 PM

"მახსოვს, როგორი ბედნიერება იყო ბატონი გრივერისთვის [ფარულავა] ტაო-კლარჯეთის მონახულება. როდესაც ამ თემაზე საუბრობდა, თითქოს იმ წმინდა ადგილების არაამქვეყნიური რუდუნებით აღსავსე სიჩუმე ედგა ყურებში და ამ იდუმალი სიჩუმის წინაშე კრძალვას ჩვენც განგვაცდევინებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 09:41 PM

"კლარჯეთთან ერთად, ტაოში მიეცა დასაბამი ბაგრატიონებს სამეფო დინასტიას"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 192/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:59 PM

"სოფელი ჭიმჭიმი ტაოში, ჭოროხის ხეობაში იყო. დღეს ამ სოფელში ხუთი მოხუცებულიღა ლაპარაკობს ქართულად. ერთი საუკუნის წინ, როცა ე. თაყაიშვილმა ტაო-კლარჯერთში იმოგზაურა, ამ სოფლის ყველა მკვიდრი ქართულად ლაპარაკობდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 303/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:22 PM

"ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:37 PM

"2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქია; ზემოჩამოთვლილი წმინდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯერთში მოღვაწე, "დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით" გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 07:50 PM

"მემატიანე ამბობს, რომ საქართველო ტაო-კლარჯეთიდან იწყებოდა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:40 PM

"ერთმა გერმანელმა მეცნიერმა ბრძანა: "მსოფლიოში ორი ტაძარია - ერთი აია სოფია და მეორე - ბანაო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2024, 09:34 PM

"პოეტი წერდა: "უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად". ჩვენც, ვიტოვებთ იმედს, რომ ღმერთისა და ერის ნებით საქართველოსაც დაუდგება ხსნის დღე, აღდგება საქართველოს დიდებაც და მასთან განუყრელად დაკავშირებული ტაო-კლარჯეთიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 12:45 PM

"მხოლოდ აქ, ამ მიწაზე - მიუდგომელი კლდოვანი ქარაფების და ღრუბლების საუფლოში შეიძლება მეფეს ნამდვილად ერქვას მეფე და მხოლოდ აქ აღმოცენებულ ქვეყანას შეიძლება ნამდვილად ეწოდოს ქვეყანა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 03:01 PM

"საქართველოს წარსული ისეა შეჭუჭყული ხელოვნური გვირაბების ტყვეობაში, რომ ქართველს აქ ჩამოსვლა აღარ მოუნდეს. ხოლო, თუ ოდესმე, მომავალში, ერთი საუკუნის შემდეგ ჩამოვა, უთხრან: - აქ რას დაეძებ, თუ შენმა წინაპარმა 1000 წლის წინ ტაძრები და სამლოცველოები დაგიტოვეს, ჩემმა წინაპრებმა ეს ხელოვნური გვირაბები და წყალსატევები ასი წლის წინ შექმნეს და განა რომელია უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის დღეკეთილდღეობისთვის - მკვდარი კედლები თუ ცოცხალი ძალა და ენერგია: ამიტომ, შენ აქ უკვე არაფერი გესაქმება!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)