თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ 12 წლის შალვას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 12 2010, 08:41 PM

მოგესალმებით



12 წლის შალვა ორველაშვილს სასწარაფოდ ესაჭიოება თვალის ოპერაცია.

მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვი ფაქტუირად ვეღარ ხედავს.

დაავადებას ზუსტად მოგვიანებით დავწერ, საბუთებს ველოდები, ფოტოსაც ავტვითავ.

ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც გააჩნდათ.
გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში ცხოვრობენ.
ოპერაციისთვის 12 ათასი ლარია საჭირო, ყველაზე ცუდი ის არის რომ ოპერაცია სასწრაფოა და მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა გაკეთდეს...

შალვას დასახმარებლად მისმა თანასოფლელებმა უკვე შეაგროვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი.

გთხოვთ დაეხმაროთ შალვას!

მადლობა წინასწარ!

უფალმა შეგაძლებინოთ და შეგიწიროთ!

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 14 2010, 12:53 PM

დიაგნოზი დაწერეთ ზუსტად

თვალის ექიმი ვარ

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 15 2010, 04:54 PM

QUOTE(თერალ ი @ Jul 14 2010, 01:53 PM) *

დიაგნოზი დაწერეთ ზუსტად

თვალის ექიმი ვარ




smile.gif მომაწვდიან დოკუმენტებს და დავწერ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 17 2010, 06:01 PM

თუ სწორად ამოვიკითხე შალვას დაავადებაა კერატოკონუსი, როგორც მითხრეს ორივე თვალზე რქოვანის გადანერგვა სჭირდება
sad.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 18 2010, 05:34 PM

კერატოკონუსის ოპერაციებს თბილისში ძაან კარგად აკეთებენ პროფ. მერაბ დვალი და პროფ. მიხეილ ომიაძე.

ბატონ მერაბს თავის კლინიკა აქვს მრგვალ ბაღთან (წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, კრასნოვის სახელობის ინსტიტუტში. 9 აპრილის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში).
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.

ბატონი მერაბის კლინიკაში კერატოკონუსებზე მუშაობს მედ. მეცნ. კანდიდატი ბელა სირბილაძე .
ტელეფონები - მერაბ დვალი +995 99 44 05 70 (მობილური)
+995 32 91 35 97 (რეგისტრატურის ტელეფონი მრგვალ ბაღთან)
ბელა სირბილაძე +995 93 24 44 74 (მობილური).



ბატონი მიხეილ ომიაძე 80-იანი წლების ბოლოდან მუშაობს ორთაჭალის თვალის კლინკაში (კლინკას ადრე ერქვა "რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრი", ეხლა ქვია "ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი").
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.
ტელეფონები - 899 56 47 11 , 899 96 24 16 .


ორიოდე სიტყვა კერატოკონუსზე.
კერატოკონუსი არის - თვალის რქოვანის (ანუ თვალის წინა, მინასავით გამჭვირვალე, ნაწილის) დარბილება.
საერთოდ რქოვანას აქვს მუდმივი რადიუსი რომელის 10 წლის ასაკიდან აღარ იცველება სიცოცხლის ბოლომდე.

კერატოკონუსის დროს რქოვანის დარბილების გამო, რქოვანას რადიუსები ცვალებადია, სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების მიხედვით (უმეტესად რქოვანა ქალის მკერდივით ქვევითაა დაშვებული).


დაავადების პროგრესიის მიხედვით არჩევენ 4 ეტაპს.

ყველა ეტაპზე ძალიან კარგ შედეგებს იძლევა მყარი კონტაკტური ლინზები.
(მის დასამზადებლად მიაკითხეთ, ორთაჭალაში კონტაქტური კორექციის განყოფილების გამგეს პროფესორს ქალბატონ ნანა კობახიძეს - მობ. 899 19 24 26 )

მკურნალობა შესაძელებელია რკალების გადანერგვითაც და რქოვანის მთლიანად გადანერგვითაც.


კერატოკონუსის ოპერაცია 90% -ში სასწრაფო არასოდეს არააა.
გამონაკლისია რქოვანას წყლულის შემთხვევა.
ამ დროსაც ჯერ კეთდება წყლულის მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადანერგვა.



პატივისცემით თერალ_ი
(რეალურ სამყაროში ოფთალმოლოგი კახა სილაგაძე - 899 199 288 ) .


პუ სუ . ფასებზე -

ერთ თვალზე გადანერგვა მთლიანი მაქსიმუმ,
ორთაჭალაში ღირს 4400 ლ-ო,
მრგვალ ბაღთან 5800 ლ-ო.

რკალები (მაქსიმალური ფასი 2 რკალით) - 1900 ლ-ო.

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 19 2010, 02:40 PM

მყარი ლინზების შერჩევა ღირს - 25 ლარი,
თითო ლინზის დამზადება - 65 ლარი ,
ლინზების ბუდე 7 ლარი,
ლინზების საწმენდი სითხე 25 ლარი.

ანუ ჯამი 25+(65Х2)+7+25=187 ლარი

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 23 2010, 11:46 AM

ახალი არაფერია?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 23 2010, 05:50 PM

QUOTE(თერალ ი @ Jul 23 2010, 12:46 PM) *

ახალი არაფერია?

მადლობა ინფორმაციისთვის.
გდავეცი შალვას მშობლებს თქვენი ინფორმაცია და აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეებ smile.gif მადლობა დიდი

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 23 2010, 06:14 PM

[quote name='თერალ ი' date='Jul 18 2010, 06:34 PM' post='628609']
კერატოკონუსის ოპერაციებს თბილისში ძაან კარგად აკეთებენ პროფ. მერაბ დვალი და პროფ. მიხეილ ომიაძე.

ბატონ მერაბს თავის კლინიკა აქვს მრგვალ ბაღთან (წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, კრასნოვის სახელობის ინსტიტუტში. 9 აპრილის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში).
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.

ბატონი მერაბის კლინიკაში კერატოკონუსებზე მუშაობს მედ. მეცნ. კანდიდატი ბელა სირბილაძე .
ტელეფონები - მერაბ დვალი +995 99 44 05 70 (მობილური)
+995 32 91 35 97 (რეგისტრატურის ტელეფონი მრგვალ ბაღთან)
ბელა სირბილაძე +995 93 24 44 74 (მობილური).

ბატონი მიხეილ ომიაძე 80-იანი წლების ბოლოდან მუშაობს ორთაჭალის თვალის კლინკაში (კლინკას ადრე ერქვა "რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრი", ეხლა ქვია "ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი").
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.
ტელეფონები - 899 56 47 11 , 899 96 24 16 .
ორიოდე სიტყვა კერატოკონუსზე.
კერატოკონუსი არის - თვალის რქოვანის (ანუ თვალის წინა, მინასავით გამჭვირვალე, ნაწილის) დარბილება.
საერთოდ რქოვანას აქვს მუდმივი რადიუსი რომელის 10 წლის ასაკიდან აღარ იცველება სიცოცხლის ბოლომდე.

კერატოკონუსის დროს რქოვანის დარბილების გამო, რქოვანას რადიუსები ცვალებადია, სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების მიხედვით (უმეტესად რქოვანა ქალის მკერდივით ქვევითაა დაშვებული).
დაავადების პროგრესიის მიხედვით არჩევენ 4 ეტაპს.

ყველა ეტაპზე ძალიან კარგ შედეგებს იძლევა მყარი კონტაკტური ლინზები.
(მის დასამზადებლად მიაკითხეთ, ორთაჭალაში კონტაქტური კორექციის განყოფილების გამგეს პროფესორს ქალბატონ ნანა კობახიძეს - მობ. 899 19 24 26 )

მკურნალობა შესაძელებელია რკალების გადანერგვითაც და რქოვანის მთლიანად გადანერგვითაც.
კერატოკონუსის ოპერაცია 90% -ში სასწრაფო არასოდეს არააა.
გამონაკლისია რქოვანას წყლულის შემთხვევა.
ამ დროსაც ჯერ კეთდება წყლულის მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადანერგვა.
პატივისცემით თერალ_ი
(რეალურ სამყაროში ოფთალმოლოგი კახა სილაგაძე - 899 199 288 ) .


პუ სუ . ფასებზე -

ერთ თვალზე გადანერგვა მთლიანი მაქსიმუმ,
ორთაჭალაში ღირს 4400 ლ-ო,
მრგვალ ბაღთან 5800 ლ-ო.

რკალები (მაქსიმალური ფასი 2 რკალით) - 1900 ლ-ო.


თერალ ი

ვესაუბრე შალვას მშობლებს
მრგვალ ბაღთან იკეთებენ ოპერაციას, იმ ექიმებთან ვიზეც ზემოთ საუბრობდით

ერთი თვალის ოპერაცია 5800 ლარი ჯდებაო sad.gif

ჩვენმა ერთმა ძველმა და ერთულმა ფორუმელმა შალვასთვის 350 ლარი გადმომცა
ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და არ გავამხელ kiss1.gif
უფალმა შეუწიროს და მეტი შეაძლებინოს

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 24 2010, 02:54 PM

nazi

ოპერაციის გაკეთების საბოლოო გადაწყეტამდე,
აუცილებლად გაასინჯეთ ქალბატონ ნანა კობახიძეს (- მობ. 899 19 24 26 ).

მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ ოპერაცია ...

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jul 24 2010, 03:54 PM

თერალ ი

მადლობა ყურადღებისთვის smile.gif
ამ ინფორმაციასაც გადავცემ შალვას მშობლებს smile.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jul 26 2010, 07:26 PM

nazi

smile.gif შეიკრიბა შალვასთვის თანხა? ოპერაციას როდის იკეთებს?

როგორ შეიძლება თანხის მოწოდება?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Aug 2 2010, 09:19 PM

QUOTE(blue night @ Jul 26 2010, 08:26 PM) *

nazi

smile.gif შეიკრიბა შალვასთვის თანხა? ოპერაციას როდის იკეთებს?

როგორ შეიძლება თანხის მოწოდება?




ერთმა ფორუმელმა გადმომცა მარტო
თუ თანხის გადმოცემის სურვილი გაქვთ შემეხმიანეთ
877 200 700 და შეგხვდებით სადმე smile.gif

პოსტის ავტორი: tam07 თარიღი: Sep 7 2010, 11:28 AM

nazi
როდის უკეთებენ ოპერაციას?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Sep 9 2010, 11:03 PM

QUOTE(tam07 @ Sep 7 2010, 12:28 PM) *

nazi
როდის უკეთებენ ოპერაციას?

სექტემბერშია დაგეგმილი ოპერაცია
აუცილებლად შეგატყობინებთ შედეგს smile.gif

პოსტის ავტორი: nikoloziiii თარიღი: Nov 10 2010, 02:08 AM

ჩატარდა ოპერაცია? როგორ არის ბავშვი?

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Dec 12 2010, 11:44 PM

ახლა როგორ არის შალვა? გაუკეთეს ოპერაცია?

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 13 2010, 03:03 PM

ოპერაცია ჯერ არ გაუკეთებიათ ბავშვისთვის
თანხა ვერ შეაგროვეს sad.gif
მითხრეს, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსს უტარებენ,რომელსაც იმედისმომცემი შედეგი აქვს
შეგატყობინებთ სიახლეებს
მაპატიეთ გვიან ვნახე პოსტები

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)