IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> როცა მუსიკა ღმერთს ეწინაღამდეგება, ...
თათარაშვილი
პოსტი Jul 26 2007, 03:18 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება


მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:

ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...

როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.

1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.



მძიმე როკი

როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.

ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.

შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.





სატანური როკი

მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გვლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.

1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.

„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.

სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ლბექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.

როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:

1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;

აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.

როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.

აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.

ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.

როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“

ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.

უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).

ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.

პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვ???მის სათაური: „თხის თავის სუპი“.

„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.

სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.

ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!

ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.

ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთი-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.

- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.

666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.





როკი და ტრანსსექსუალიზმი

როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.

საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პრიველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...

არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.





როკის „წმიდანები“

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.

ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.

80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვდ დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)

ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.

იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.

მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.

IPB-ს სურათი


http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 26 2007, 06:05 PM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 11:18 AM) *

მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია.


მე მგონი უნდა გავარჩიოთ, რომელი როკერის მოსმენა შეიძლება, მე პირადად ვუსმენ როკერ ინსტრუმენტალისტებს, რომლებიც მუსიკალურად განვითარებისთვის მეხმარება. ცუდს და სატანისტურს ვერაფერს ვხედავ, როცა როკ ინსტრუმენტალისტი ან მომღერალი არ ქმნის სულიერ შფოთს, უბრალოდ საკუთარ შემოქმედებას გადმოსცემს. თუმცა არის ისეთი მიმდინარეობები როკში, რომლებიც მართლა ახდენენ ადამიანზე უარყოფით ზემოქმედებას. მაგრამ არის მეორე მხარეც, მაგ: ქართული სიმღერა ე.წ. ქეიფს ვიწყებ დილიდან თითქოს უწყინარია,არაა როკი, ასე ვთქვათ სახალისო-საქეიფოა, მაგრამ მისი ტექსტი ბევრ როკ-ინსტრუმენტალისტზე და თუნდაც მძიმე როკზე აღმატებულია ცოდვით და მკრეხელობით, რადგან იქ არის ერთი ისეთი სიტყვა რომელიც უდიდესი მკრეხელობაა- "წყეულ მიქელ გაბრიელს" sad.gif (მომიტევოს უფალმა)

ასე რომ მხოლოდ როკ მუსიკის "ეშმაკეულობაზე" და არაქრისტიანობაზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად.... ზოგიერთის სულზე უარყოფითად ბახის პრელუდია და ფუგა მოქმედებს, მაგრამ ამასაც ხომ არ აკრძალავ ყველასთვის? ყველას თავისი აზრი აქვს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 26 2007, 06:10 PM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









ზებედე
ციტატა
ქეიფს ვიწყებ დილიდან თითქოს უწყინარია,არაა როკი, ასე ვთქვათ სახალისო-საქეიფოა, მაგრამ მისი ტექსტი ბევრ როკ-ინსტრუმენტალისტზე და თუნდაც მძიმე როკზე აღმატებულია ცოდვით და მკრეხელობით, რადგან იქ არის ერთი ისეთი სიტყვა რომელიც უდიდესი მკრეხელობაა- "წყეულ მიქელ გაბრიელს" (მომიტევოს უფალმა)

აი არგუმენტი smile.gif მომწონს გუჯაიე , ეს მართალია.


Tatarashvili
მეტყველი ხატია...
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 26 2007, 06:13 PM
პოსტი #4


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Jul 26 2007, 05:05 PM) *

მე მგონი უნდა გავარჩიოთ, რომელი როკერის მოსმენა შეიძლება, მე პირადად ვუსმენ როკერ ინსტრუმენტალისტებს, რომლებიც მუსიკალურად განვითარებისთვის მეხმარება. ცუდს და სატანისტურს ვერაფერს ვხედავ, როცა როკ ინსტრუმენტალისტი ან მომღერალი არ ქმნის სულიერ შფოთს, უბრალოდ საკუთარ შემოქმედებას გადმოსცემს. თუმცა არის ისეთი მიმდინარეობები როკში, რომლებიც მართლა ახდენენ ადამიანზე უარყოფით ზემოქმედებას. მაგრამ არის მეორე მხარეც, მაგ: ქართული სიმღერა ე.წ. ქეიფს ვიწყებ დილიდან თითქოს უწყინარია,არაა როკი, ასე ვთქვათ სახალისო-საქეიფოა, მაგრამ მისი ტექსტი ბევრ როკ-ინსტრუმენტალისტზე და თუნდაც მძიმე როკზე აღმატებულია ცოდვით და მკრეხელობით, რადგან იქ არის ერთი ისეთი სიტყვა რომელიც უდიდესი მკრეხელობაა- "წყეულ მიქელ გაბრიელს" sad.gif (მომიტევოს უფალმა)

ასე რომ მხოლოდ როკ მუსიკის "ეშმაკეულობაზე" და არაქრისტიანობაზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად.... ზოგიერთის სულზე უარყოფითად ბახის პრელუდია და ფუგა მოქმედებს, მაგრამ ამასაც ხომ არ აკრძალავ ყველასთვის? ყველას თავისი აზრი აქვს...


აქ არც იმაზეა საუბარი რომ როკის გარდა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა არ შეიძლება იყოს სატანური,და არც იმაზე რომ ყველა როკ ბენდი სატანურია. საუბარია კონკრეტულ მაგალითებზე და საერთოდ ახსნილია თუ რას იწვევს თვითონ "როკ მუსიკა" ადამიანის ფსიქიკაში. მოვიყვან კონკრეტულ ციტატას კონკრეტულად "როკ მუსიკის" შესახებ:
ცნობილია, რომ როკ-მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სულისკვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ-ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყოფისაკენ.

ალ მენკონი, როკ-მუსიკის სპეციალისტი ამტკიცებს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ქრისტიანი ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებთანაც მე მიწევს ურთიერთობა, მუსიკის ერგული უფროა, ვიდრე ქრისტესი. მუსიკა თანამედროვე თაობის ენაა... თანამედროვე თაობა უბრალოდ კი არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას. მუსიკა მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება“.

მიკ ჯაგერი „როლინგ-სტოუნზ“-ის მომღერალი ამბობს: „არ არსებობს უვნებელი, ოჯახზე ორიენტირებული როკის სიმღერა“. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მძიმე მეტალის“ შვიდასი ყველაზე პოპულარული სიმღერიდან 50%-ში ლაპარაკია მკვლელობაზე, 35%-ში სატანიზმზე, 17%-ში კი - თვითმკვლელობაზე.

შედეგიც სახეზეა: ქალაქ ჯეფერსონ-ტუანშიპში, ნიუ-ჯერსის შტატში, ყმაწვილმა თომა სილოვანმა საკუთარი სახლის სარდაფში დანით განგმირა თავისი დედა ბეტტი ანა. სახლის დაწვის მიზნით მან ცეცხლი მოუკიდა დივანს, რათა ამ გზით მოეკლა მამა და უმცროსი ძმა, შემდეგ გარეთ გამოიქცა და ხელებზე ვენების გადაჭრით თავი მოიკლა. მთელი კვირა დანაშაულის ჩადენამდე თომა ღიღინებდა როკ-სიმღერას სისხლსა და დედის მკვლელობაზე. მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ თომა ნიჭიერი სტუდენტი, შესანიშნავი სპორტსმენი და სკაუტი იყო. შემდეგ ის როგორღაც გაიტაცა „მძიმე მეტალმა“. დანაშაულის ჩადენამდე მან მეგობრებს გაუმხილა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა თავისი ოჯახის ამოხოცვა.

ციტატა
მეტყველი ხატია...


ნამდვილად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Jul 26 2007, 09:31 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ნუ იმენა რა..... ლოლ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაოოოოო.... ჰეჰეჰე

ქავთარაძე
ზებედე

რავა ხართ ჯიგრებო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 27 2007, 11:48 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
„ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“


Stairway To Heaven
(Page/Plant)

There's a lady who's sure all that glitters is gold
And she's buying a stairway to heaven.
When she gets there she knows, if the stores are all closed
With a word she can get what she came for.
Ooh, ooh, and she's buying a stairway to heaven.

There's a sign on the wall but she wants to be sure
'Cause you know sometimes words have two meanings.
In a tree by the brook, there's a songbird who sings,
Sometimes all of our thoughts are misgiven.
Ooh, it makes me wonder,
Ooh, it makes me wonder.

There's a feeling I get when I look to the west,
And my spirit is crying for leaving.
In my thoughts I have seen rings of smoke through the trees,
And the voices of those who stand looking.
Ooh, it makes me wonder,
Ooh, it really makes me wonder.


And it's whispered that soon if we all call the tune
Then the piper will lead us to reason.
And a new day will dawn for those who stand long
And the forests will echo with laughter.

If there's a bustle in your hedgerow, don't be alarmed now,
It's just a spring clean for the May queen.
Yes, there are two paths you can go by, but in the long run
There's still time to change the road you're on.
And it makes me wonder.

Your head is humming and it won't go, in case you don't know,
The piper's calling you to join him,
Dear lady, can you hear the wind blow, and did you know
Your stairway lies on the whispering wind.

And as we wind on down the road
Our shadows taller than our soul.
There walks a lady we all know
Who shines white light and wants to show
How everything still turns to gold.
And if you listen very hard
The tune will come to you at last.
When all are one and one is all
To be a rock and not to roll.

And she's buying a stairway to heaven.

აგერ ბატონო ტექსტი და დაწერეთ შებრუნებით და წამაკითხეთ სად წერია სატანა

სამწუხაროდ, ბიტლზის ტექსტი pdf ში მაქვს და ვერ გადმომაქვს
შეეშვით რა როკის ლანძღვას
ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა. ეს ღვთის მიმართ სიყვარულით სავსე ტექსტია და როკი ღვთისმგმობელი
კარგით, რა

პ.ს. ჩემი ხელმოწერა როკ-სიმღერის ტექსტია და გადამეცით ანათემას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 27 2007, 04:48 PM
პოსტი #7


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ulvashi

1. ნაწყვეტი როკ-ჯფუგ „ქისსის“ (KISS - ზოგიერთი მოსაზრებით, ესაა აბრევიატურა ფრაზისა „Kings/Kids in Satan Service“ - „მეფეები/ბავშვები სატანის სამსახურში“) სიმღერიდან „ჭექა-ქუხილის ღმერთი“:

„მე აღმზარდა დემონმა
და მომამზადა, რომ მასავით მბრძანებელი ვყოფილიყავი;
მე ვარ მეუფე უდაბნოსი -
თანამედროვე რკინის ადამიანი.
მე გარს შევიკრებ წყვდიადს, რათა მივიღო სიამოვნება
და მე გიბრძანებ შენ: დაემხე მუხლებზე,
ჭექა-ქუხილის ღმერთის წინაშე,
რომელიც არის როკ-ნ-როლის ღმერთი!“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

GOD OF THUNDER

You’ve got something about you
You’ve got something I need
Daughter of aphrodite
Hear my words and take heed
I was born on olympus
To my father a son
I was raised by the demons
Trained to reign as the one

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

I’m the lord of the wastelands
A modern day man of steel
I gather darkness to please me
And I command you to kneel
Before the

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

I am the lord of the wastelands
A modern day man of steel
I gather darkness to please me
And I command thee to kneel
Before the

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

მონეალის „გაზეტ“-მა 1983 წელს გამოაქვეყნა სამოქალაქო მიწერილობა, რომელიც ავალდებულებს ჯგუფ „ქისსის“ ყველა წევრს, ფიცის ქვეშ ხელი მოაწერონ ჩვენებას, რომ პრაქტიკულად არ მისდევენ სატანისტურ კულტს, - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ მიეცემათ უფლება კანადაში კონცერტების გამართვისა...

2. მძიმე, იგივე - ხისტი როკის მიმდევარი ჯგუფი „ას/დს“ (AC/DC - აბრევიატურა ფრაზისა „AntiChrist/Devil's Child“ - „ანტიქრისტე/დემონის შვილი“) „უგალობს“ ჯოჯოხეთის ზარებს ამავე სახელწოდების სიმღერაში („ჯოჯოხეთის ზარები“):

„მე ვარ ჭექა-ქუხილი
წვიმის დამღვრელი,
მე მოვდივარ როგორც გრიგალი
და ჩემი გაელვებანი ცას ანათებს!
შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ,
მაგრამ მალე მოკვდები!
მე არ ავიყვან ტყვეებს,
მე არ დავინდობ არავის სიცოცხლეს,
და წინაც ვერავინ აღმიდგება!
მე მოვიპოვე ჩემი ზარები
და მე წაგიყვან შენ ჯოჯოხეთში!
მე მოგიპოვებ შენ!
ჯოჯოხეთის ზარები,
დიახ,
ჯოჯოხეთის ზარები!“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

HELLS BELLS

I'm rolling thunder, pouring rain
I'm coming on like a hurricane
My lightning's flashing across the sky
You're only young but you're gonna die
I won't take no prisoners won't spare no lives
Nobody's putting up a fight
I got my bell I'm gonna take you to hell
I'm gonna get ya, satan get ya

Hells bells
Hells bells, you got me ringing
Hells bells, my temperature's high
Hells bells

I'll give you black sensations up and down your spine
If you're into evil, you're a friend of mine
See the white light flashing as I split the night
Cos if good's on the left then I'm sticking to the right
I won't take no prisoners won't spare no lives
Nobody's puttin' up a fight
I got my bell I'm gonna take you to hell
I'm gonna get ya satan get ya

Hells bells
Hells bells, you got me ringing
Hells bells, my temperature's high
Hells bells

Hells bells, satan's coming to you
Hells bells, he's ringing them now
Those hells bells, the temperature's high
Hells bells, across the sky
Hells bells, they're taking you down
Hells bells, they're dragging you down
Hells bells, gonna split the night
Hells bells, there's no way to fight
Hells bells

3. პანკ-ჯგუფ „მკვდარი კენედის“ („Dead Kennedys“) სიმღერა სახელწოდებით - „მე ვხოცავ ბავშვებს“.

„მე ვხოცავ ბავშვებს,
მე ვაიძულებ იქვითინონ მათმა დედებმა, -
ვსრეს მათ ავტომობილით,
მე მსურს ვისმინო მათი კივილი,
ვკვებავ მათ მოწამლული კამფეტებით,
და ვუშხამებ მათ ჰელოუინის დამდეგს“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

I KILL CHILDREN

I kill children
I love to see them die
I kill children
And make their mamas cry
Crush 'em under my car
I wanna hear them scream
Feed 'em poison candy
To spoil their Halloween

So your're in the kids' ward
You're in there cos you're ill
How about some Pavulon
So I can see you chill

Time to hit the scool bus
I think I'll shoot the tires
Offer them a helping hand
Of open telephone wires

Ever wanted to die?
Of course you have
But I won't till I get my revenge
I don't wanna see people any more

Things I never ever saw before
Make me see them for the shit they are
Take as many as I can away with me
Anyone can be king for a day

So I kill children
I love to see them die
I kill children
And make their mamas cry
I bang their heads in doors
I kill children
Can hardly wait for yours

4. ჯგუფ „ჰიმ“-ის (HIM - აბრევიატურა ფრაზისა „His Infernal Majesty“ - „მისი ჯოჯოხეთური უდიდებულესობა“) ერთი შეხედვით სატრფიალო სიმღერა „შენი ტკბილი 666“:

„მე ველოდები შენს ძახილს
და მე მზად ვარ მივიღო შენი 666 ჩემს გულში
მე სულმოუთქმელად ველოდები შენს შეხებას
და ვიღებ შენს 666-ს ჩემს გულში“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

YOUR SWEET SIX SIX SIX

There are things you should know
The distance between us seems to grow
But you're holding on strong
Oh how hard it's to let go, oh so hard to let go
I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

I'm losing my faith in you
You don't want it to be true
But there's nothing you can do, oh
There's nothing you can do
Yes I've lost my faith in you

I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

How long we have to wait
For love is fading so slowly
I know it's too late
Oh my god you're so lonely

I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

I'm ready for that ball
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

In my heart
In my heart
In my heart

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია როკ-ჯგუფების სატანური რეპერტუარიდან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 28 2007, 10:41 AM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თავის ჩანაწერებს გაგვაცნობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი.

8 იანვარი, ორშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ჩავრთე რადიო და გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელსაც როკოპერა "იესო ქრისტე - სუპერსტარის" შესახებ მიჰყავდა გადაცემა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც სკოლის პერიოდში გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით დავდიოდი და მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით და ვბაძავდით როკმუსიკოსებს. იმ ფულს, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად გვაძლევდნენ, ვაგროვებდით და ნახმარ ინსტრუმენტებს ვყიდულობდით. ვძვრებოდით დასაკრავად სარდაფებში, გვყრიდნენ მეზობლები, ვაწუხებდით და გვაწუხებდნენ. მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას დაკვრას ვუთმობდით. გვიხაროდა, დამოუკიდებლები ვიყავით სრულიად, გვქონდა ჩვენი სამყარო, რომელიც სავსე იყო მუსიკით და თავისუფლებით...
ჩვენი შთაგონების წყარო სწორედ ეს როკოპერა "სუპერსტარი" იყო, რომელიც სახარების შინაარსზეა აგებული. თუმცა, ბავშვობაში მისი მოსმენისას, ჩემში მას არანაირი რელიგიური გრძნობა არ გაუღვიძებია; დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ ეს იყო სახარებისეული შინაარსის მიწოდების მცდელობა არარელიგიური, თავისუფალი, ჰიპური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თავისით არასდროს წაიკითხავდნენ სახარებას. ეს არის მათ ენაზე მიტანილი რელიგიური მუსიკა. ასევე მახსენდება (როცა უკვე ზილოტი მოძღვარი ვიყავი და ჩემს წარსულზე ხაზი მქონდა გადასმული), როგორ მოვხვდი უწმინდესთან მიღებაზე. თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრისას, პატრიარქმა აღნიშნა "სუპერსტარისადმი" თავისი სიმპათია.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყე, რომ ბავშვობის გატაცება ამ მუსიკით არ ყოფილა დასაძრახი! თურმე, უწმინდესს თვითონ ჰქონია დასაკრავი ინსტრუმენტები და თვითონ წერს მუსიკას. ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი, გამომეღო გადამალული ინსტრუმენტი და დამეკრა.
ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი უნდა ემსგავსოს ფუტკარს, რომელიც სხვადასხვა ყვავილისაგან აგროვებს ნექტარს და ქმნის თაფლს, ანუ საუკეთესოს. ასევე, წინასწარმეტყველმა მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის ბრძანებით გამოიტანა ეგვიპტელების მთელი საგანძური, რაც სიმბოლოა ადამიანური სიბრძნისა. ის, რაც კაცობრიობამ მოიპოვა კეთილი, ქრისტიანმა არ უნდა უგულებელყოს, არამედ გამოიყენოს და წარმართოს ღვთის სადიდებლად. "ყოველი მოცემაი კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისა და მამისა."

9 იანვარი, სამშაბათი
ჩავსხედით მანქანაში მე და ჩემი ერთგული შეგირდი მახო და გავუყევით მცხეთის გზას. ძალიან ყინავს, მცხეთაში თბილისთან შედარებით, 2-3 გრადუსით ნაკლებია. იმ ეკლესიაში, რომელსაც ვხატავ, ისეთი გამყინვარებაა, ხელები მეყინება. ხარაჩო ყანყალებს, მაგრამ ჩემი სანუკვარი ცხელი ჩაი ენერგიას მმატებს. ფერიცვალების სცენას ვხატავ დღეს. ძირითადი ფერი უკვე ჩასხმული მაქვს, ოქრო დადებულია მაცხოვრის შარავანდედზე, შავი საქმე მოთავებულია. დღეს ვიწყებ ყველაზე საინტერესოს, რაც მხატვრისთვის სიამოვნების მომნიჭებელია: მაცხოვრის სახე უნდა დავხატო. ვხატავ მაცხოვარს, რომლის ნახვითაც ადამიანმა ესთეტიკური სიამოვნება კი არ უნდა მიიღოს მხოლოდ, როგორც ეს საერო მხატვრობაშია, არამედ უნდა აღძრას მასში ღვთაებრიობის განცდა, უნდა მოუნდეს მასთან ლოცვა, გული უნდა გაუხსნას, სიყვარულით უნდა აღუვსოს. ამიტომ პასუხისმგებლობა ჩემი მეტად დიდია. ჩემზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მივაღწევ ამ მიზანს. თუმცა, ხატმწერის სახელს არასდროს არავინ აღარ იკითხავს. და მიზანიც მიღწეულია.

10 იანვარი, ოთხშაბათი
ჩემი დღე ჩემი შვილებით - ლუკათი, ლაზარეთი და თინიკოთი - სრულდება. ბიჭები მაბრაზებენ. სახლში დაგვიანება ტრადიციად გაიხადეს. უსმენენ ჩემთვის მიუღებელ რეპს. თუმცა, მახსენდება ბებიაჩემთან გაუთავებელი ჭიდილი, როცა 24 საათი ჩართული მქონდა მძიმე როკი ბოლო ხმაზე. მაშინ ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, არასდროს დავუშლი ჩემს შვილებს მათი საყვარელი მუსიკის მოსმენას-მეთქი. გავიზარდე და ვიჭერ ჩემს თავს იმაზე, რომ ბებიასავით მომაბეზრებელი და ბუზღუნა გავხდი. რა ვქნა, არ შემიძლია ემინემის მოსმენა...

11 იანვარი, ხუთშაბათი
მახსოვს ზუსტად და კარგად, როდესაც პირველად წავიკითხე სახარება. წითელყდიანი სქელი წიგნი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. ყველაფერს სხვანაირად შევხედე და გადავაფასე. რელიგიური გზის პირველი ეტაპი რადიკალური იყო. ვიყავი პირქუში და მკაცრი საკუთარი თავის და სხვების მიმართ. მაგრამ, როგორც საერო ცხოვრებისას, მოახდინა ჩემზე უზარმაზარი გავლენა ბევრმა მხატვარმა თუ მუსიკოსმა, ისე გამიადვილეს ეკლესიური გზა თანამედროვე სასულიერო მოღვაწეებმა: უწმინდესმა ილია მეორემ; მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა, რომლის წიგნები ჩემი ყოველდღიური საკითხავია. წარუშლელი კვალი დატოვა ეპისკოპოს კალისტოსთან ურთიერთობამაც. როდესაც მე, როცა უკვე მღვდელი ვიყავი და ყველასგან მალულად, ჩემთვის ვუკრავდი, მან ასეთი სიტყვები მითხრა: "დაუკარი არა მხოლოდ შენთვის, არამედ ხალხისთვის. გაუნაწილე შენი სიხარული სხვებსაც."

12 იანვარი, პარასკევი
დღეს გავიარე თავისუფლების მოედანზე და კიდევ ერთხელ დავინახე წმინდა გიორგის მონუმენტი. თვითონ ამ მონუმენტის დადგმის იდეა ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. თუმცა, მთელი რიგი მიზეზებით, ეს იდეა სრულად ვერ განხორციელდა ისე, როგორც ეკადრება წმინდანს. არ ვეხები მის მხატვრულ ღირებულებას; განვიხილავ სუფთა რელიგიური თვალსაზრისით. მართლმადიდებელი იკონოგრაფიის აუცილებელი პირობაა კონტაქტი წმინდანსა და მნახველს შორის. იმის გამო, რომ ძეგლი არის ძალიან მაღლა, აბსოლუტურად იკარგება კავშირი ადამიანსა და წმინდანს შორის. წმინდანი ხდება მიუწვდომელი, შორეული. ეს წარმართული ფორმაა, როცა ღვთაება არის მიუკარებელი და მსაჯული, როცა თავს განიცდი მონად და დათრგუნულად.
ღვთის ადამიანური ბუნების მიღების შედეგად ადამიანი დაუახლოვდა ღმერთს და იგი აღარ არის მისთვის ტრანსცენდენტური. სამწუხაროდ, ამ მონუმენტის ხილვისას, ეს აუცილებელი მოთხოვნა დაკარგულია და წმინდა გიორგის ძეგლი გადაიქცა კერპად.
გული მწყდება, რომ დღეს, როცა ასეთი წინსვლაა და აღორძინება ეკლესიისა, როცა შეიძლებოდა, გაეთვალისწინებინათ სარწმუნოების ეს ელემენტარული საფუძვლები, პირიქით, სიჩქარემ და პროფესიონალების აზრის უგულებელყოფამ არასწორი შედეგი მოგვცა.

13 იანვარი, შაბათი
დღეს დილით წირვა მაქვს. ყოველი კვირა აღდგომის სწორია. ყოველი კვირა ეკლესიის მთელი მრევლის საერთო სიხარულია. ვიკრიბებით ლიტურგიაზე სიყვარულისთვის, მაგრამ სიყვარული არ არსებობს მსხვერპლის გარეშე, როგორც აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე. მთელი კვირა გოლგოთის გზაა თავისი განსაცდელებით, ტკივილებით, დაცემებით, სიხარულით. კვირის წირვაზე ერთად ვნუგეშობთ, ერთი ბარძიმით ვეზიარებით, ვერთიანდებით ღმერთში, განვიცდით ღვთაებრივ ნეტარებას და მადლიერებით აღვსილნი ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ!

http://www.tavisupleba.org/programs/diarie...70114194817.asp


პ.ს. მე ეკლესიაში მუსიკამ მიმიყვანა და ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ ზემოდხსნებეულ მამა ალექსანდრეს აქვს შეტანილი. მისი მოქცეული ვარ biggrin.gif

პ.პ.ს
ასევე ესეც ნახეთ smile.gif
http://www.pravoslavie.ru/jurnal/060223102118


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 28 2007, 11:05 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



მეც ვუსმენ ვებერს სუპერსტარს, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია, შეიძლება ზოგმა არ იცის, მაგრამ ვებერს ააქ კიდევ ერთი მუზიკლი. იოსები და მისი ფერადი მოსასხამი, "Joseph and the Amazing Technicolor Dreamcoat" ასეა ინგლისურად, რომელიც ასევე ბიბლიის მიხედვითაა. უცხოეთში ძალან პოპულარულია, ბავშევბისთვისაა გაკეთებული და ძალან სასიამოვნო სანახავი და მოსასმენია. აგერ ლინკი:
http://www.link.ge/file/160524/Joseph-and-...amcoat.rar.html
ვისაც გაინტერესებთ მოუსმინეთ
როკი არაა, უფრო პოპისკენაა. რამდენადაცმე ვიცი არაფერს ეწინააღმდეგება, უბრალოდ ბავშევბისთვისაა გაკეთებული და როცა უყორებ ცოტა გაახლისებულია.

ulvashi
მე ძალიან მომწონს ეგ კომპოზისიცა, და საერთოდ არ მიყვარს როცა ხახლს გონია რომ უკუღმა რამის წაკიხვით რამე ჩანს, კარგით რა, ვისაც როგორ უნდა ისე ნუ გებულობთ რა. ქუინის ტექსტებზეც ამბობდნენ მაგას. რაც უფორ მეტ აურზაურს ატეხთ მით პოპულარული გახდება და ხალხი ინტერესის გამო დაიწყებს სმენას. როგორც დენ ბრაუნის წიგნებზე. დიდი არაფერია მაგრამ გამოხმაურების გამო ნახევარი მსოფიო აფანატებს.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 29 2007, 01:20 AM
პოსტი #10


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ხალხო, Cannibal Corpse მოგისმენიათ?!
აი ლირიკა:




Cannibal Corpse - Crushing The Despised
_______________________

Screwdriver repeatedly lands in his face
Gouges and hacks at the man of disgrace
Tearing his flesh with rage I've been blessed
Chopped off the tongue that told the lies
I spit on him and laugh while he dies
Lying there helpless I throw bricks at your head
Starving for violence and now I've been fed
His blood drips from my mouth
I bit his larynx out
Biting off fingers when he tried to push me back
His blood drips from my mouth
I bit his larynx out
Biting off fingers when he tried to push me back
Chopping at his face in hate, I gouge and hack
Crushing the despised
Under my boot I hear your bones crack
So many things that you want to take back
I won't forget and I won't forgive
Not so long as I allow you to live
Chopped off the tongue that told the lies
I spit on him and laugh while he dies
Laying there helpless I throw bricks at your head
Starving for violence and now I've been fed
His blood drips from my mouth
I bit his larynx out
Biting off fingers when he tried to push me back
Chopping at his face in hate, I gouge and hack
Crushing the despised

სატანისტები არიან აბა რა არიან?!


_______________________________________________


საქმე ისაა, რომ საქართველოშიც გამოჩნდნენ მსგავსი "კულტურის" მიმდევრები და მოტრფიალეები.

რა უნდა ვქნათ? ცენზურა კონსტიტუციითაა აკრძალული. არადა სულ მალე შეიძლება "ჩვენებიც" ამღერდნენ სხვისი თითების ჭამაზე, ბავშვების ხოცვაზე და სატანასთან კონტრაქტის გაფორმებაზე...


SOS!


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 29 2007, 12:34 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ეეეეეეეჰჰჰ... ეჰ ეჰ და ისევ ეჰ..

make love not war! აი ჰიპების მთავარი დევიზი!

არაფერს ვიტყვი, ძალინ ბევრი უნდა ვწერო და ეხლა ვერ ვასწრებ, მერე შმეოვალ ამ თემაში და დავწერ რატომაა დღესდღეობით თუ სასულიერო მუსიკას არ ჩავთვლით, როკი ერთადერთი სულის მუსიკა.. მუსიკა, რომელიც ერთადერთია ვინც სულის გზებს დაგანახებს და დაგაახლოვებს სულიერებასთან.. ეს დაშტამპული ცნებები მბურღავს პირდაპირ.. როკერები-სატანისტები! კარგით რა ხალხო..

თუ led zeppelin, deep purple, the beatles, the doors, elvis presley, pink floyd, the rainbow, jimmy hendrix, rolling stones, guns and roses, the queen, the scorpions, joy divission, the who, the animals, nazareth, - მოკლედ შეძლებისდაგვარად ჩამოვთვალე როკის მამები - თუ ამათი მ,უსიკა სულ დემონურია.. დემონი ყოფილა რაც ყოფილა რა.. და ნუ გინდათ რომ ასე დაანახოთ ხალხს, რომ რაც საოცრად ლამაზი და კარგია დემონისაა, ეგ უარესია.. ღმეთის მუსიკაა როკ-მუსიკა და შეაყვარეთ როკის მოყვარულებს ღმერთი!! პირიქით მოიქეცით იმის ძახილს რომ როკი სატანურია და რაღაც, მე პირადად არავინ მეგულება მსოფლიოში რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ამაზე საოცარი მუსიკა შეექმნას და აბა რა ვქნა? ვის ვუსმინო, სამი დალიეს?


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 29 2007, 12:41 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აფაჟარი
ციტატა
სამი დალიეს?




ჭკუის სასწავლებელი სიმღერაა რა გინდა ? tongue.gif

ციტატა
rolling stones, guns and roses,



პირველს ვერ ვიტანდი ვერასოდეს, მეორეზე ვგიჟდებოდი , დღემე ვუსმენ ხოლმე... იცი რა, მაგათ ტექსტებს, რომ უსმინო, ღვთიურს ვერაფერს იპოვი, ან აქსელას ტატუ, რომ ნახო. როლინგებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, სატანა ჩემი მეგობარია, ეს სიტყვებია მის ერთ ერტ სიმღერაში, შეიძლება ამას შეუგნებლად აკეთებსნ, ხომ იცი მაგარ ბიჭებად უყვართ ტავის წარმოჩენა, ამერიკულ ფილმებში, რომ გმირებს გვიხატავე ცნობილი გამონათქვემებით ,,ვსტრეტიმსი ვ ადუ,, ნუ რა სიმამაცეაsmile.gif)) სეიძლება ამატაც იგივე სჭირთ, მაგრამ უმეტესად ღვთიური მათ სიმღერებში, უფრო სწორედ ტექტსტებში არაფერია. არადა მეც ყოველტვის მიყვარდა, დღეს თავგადაკლული მსმენელი არა ვარ, ნუ ასაკიდანაც გამოვედი, მაგრამ მაინც ვუსმენ ხოლმე, თუმცა ღვთიურ მუსიკას ვერ ვუწოდებ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 29 2007, 01:19 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



თათარაშვილის მიერ ზემოთ მოყვანილი სტატია აბსოლუტურად დილეტანტის დაწერილია და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე.. თუ ვინმეს მართლა სჯერა უკუღმა მომსენილი როკ-ბალადების, მართლა ცუდად ყოფილა საქმე რა..


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 29 2007, 01:21 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აფაჟარი
ციტატა
ვინმეს მართლა სჯერა უკუღმა მომსენილი როკ-ბალადების, მართლა ცუდად ყოფილა საქმე რა..



უკუღმაზე არაფერს გეუბნები, წაღმაზე მაქვს საუბარიsmile.gif)) ტექსტები წაგიკითხია მაგათი? ალბათ არა. ისე ამერიკელების გადაცემა მაქვს ნანახი, მაგათ დისკებზე და აშ, როგორც მახსვს ოზი ოზბორნი არც არასოდეს მალავდა სატანისტობას, კიდევ ერთხელ გეუბნები შეიძლება ეს მაგარი ბიჭობის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, შეიძლება არა, არ ვიცი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_n86
პოსტი Jul 29 2007, 01:24 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 29-July 07
წევრი № 2,540



ციტატა
სატანისტები არიან აბა რა არიან?!

რათქმაუნდა არიან
ეგენი დასაწვავები არიან დასაწვავები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 29 2007, 01:25 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ieso
ციტატა
რათქმაუნდა არიან
ეგენი დასაწვავები არიან დასაწვავები!




ნუ ტქვენ ისეთი ნიკი გაქვთ, როგორ შეიძლება არ გენდოთ, მაგრამ დასაწვავი მაგ ნიკს არ უხდება tongue.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_n86
პოსტი Jul 29 2007, 01:28 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 29-July 07
წევრი № 2,540



და საერთოდ ერთხელ მე ვცადე როკის მოსმენა ერთხელ. და ისეთი შეგრზნება დამეუფლა რომ თითქოს ხანძარი გამიჩნდა შიგნით და აგრესიამ იმატა და იმწამსვე გამოვრთე

ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 29 2007, 02:25 PM) *

ieso
ნუ ტქვენ ისეთი ნიკი გაქვთ, როგორ შეიძლება არ გენდოთ, მაგრამ დასაწვავი მაგ ნიკს არ უხდება tongue.gif

ნუ ეხლა მე პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს smile.gif
რაღათქმაუნდა ისინი თავისას მიიღებენ მოვა დრო და მიიღებენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 01:33 PM
პოსტი #18


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



აფაჟარი

http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 29 2007, 07:12 PM
პოსტი #19


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ხალხნო მე ვუსმენ Deep Purple-ს დაახლოებით 11-12 წელია(ახლა 19 წლის ვარ) დაა ძალიან მიყვარს ეს როკ ჯგუფი ! თქვენი აზრით ეს დასაძრახია? მგონი არ არიან ფარფლები სატანისტები , არა?


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 07:22 PM
პოსტი #20


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Didgoreli @ Jul 29 2007, 06:12 PM) *

ხალხნო მე ვუსმენ Deep Purple-ს დაახლოებით 11-12 წელია(ახლა 19 წლის ვარ) დაა ძალიან მიყვარს ეს როკ ჯგუფი ! თქვენი აზრით ეს დასაძრახია? მგონი არ არიან ფარფლები სატანისტები , არა?


თავს ნუ იმშვიდებ laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი