IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> როგორ იმართება ეკლესია?
ნათია
პოსტი Apr 6 2007, 11:33 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმინდა სინოდი, მონასტერში - მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი - თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. აი, პაპი კი სხვა რამეა! ის განსაკუთრებული ფიგურაა! ის სიმაღლეზეა დაბრძანებული, დანარჩენები კი ფეხებს უკოცნიან. მაგრამ პატრიარქი პაპი როდია, იგი სხვა იერარქებთან ერთად ზის და მათ საქმიანობას უწყობს ხელს. ასევე თუ მონასტრის წინამძღვარი იღუმენია სილიერი საბჭოს სხვა წევრებთან მიმართებაში არის პირველი თანასწორთა შორის. ერთ იერარქსა თუ ბერთა საბჭოს წევრს რაღაც ერთთან მიმართებაში გამოარცევს, მეორეს - რაღაც მეორესთან მიმართებაში. ოთხი მახარებელიც ხომ სწორედ ერთმანეთს ავსებს. ასევე ხდება გარკვეული საკითხის განხილვა წმ. სინოდზე ან მონასტრის სულიერ საბჭოზე. თითოეული საკუთარ აზრს გამოთქვამს და თუ ვინმეს აზრი დანარცენებისას არ ემთხვევა, ეს ოქმებში ფიქსირდება, იმიტომ რომ, როდესაც საუბარი ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც სახარებისეულ მცნებებს ეწინააღმდეგება და ცალკეული პირის საწინააღმდეგო აზრი ამ ოქმში არ ჩაიწერება, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სიცრუეს ეთანხმებოდა. თუ სინოდის ან სულიერი საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება არასწორ აზრს, მაგრამ ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას და თავის პოზიციას ოქმში არ ჩაწერს, ის არასწორად იქცევა და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იგი დამნაშავეა. მაგრამ როდესაც იგი საკუთარ აზრს გამოთქვამს, უმრავლესობა რომც არ ეთანხმებოდეს, ღვთის წინაშე გამართლდება. თუ ადგილობრივი ეკლესიის სინოდი ან მონასტრის სულიერი საბჭო სწორად არ მუშაობს, გამოდის, რომ თითქოსდა მართლმადიდებლობის ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმით პაპისტურ სულს წარმოვაჩენთ. მართლმადიდებლური სული ასეთია: თითოეულმა უნდა გამოთქვას და უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი და არ უნდა დუმდეს შიშის ან პატივის გამო, იმისთვის, რომ ეკლესიის წინაამძღოლთან ან მოანსტრის წინამძღვართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

მაგრამ თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდეთ. შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ, ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი თავით არ არის დაკავებული (ამ სიტყვების კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ მუშაობს, იმ ვაჭარს ემსაგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის, რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.

ძალიან მეწყინა, როცა შევიტყვე, რომ ახალგაზრდა მღვდლები ხელმძღვანელის სავარძლებში სხედან. მათ რომ ასე ადრეულად არ აეღოთ საკუთარ თავზე ხელმძღვანელის მოვალეობა, მოგვიანებით ბევრს დაეხმარებოდნენ. ამასთან, ხშირად ეკლესიის წინამძღვრები ხდებიან არა გამოცდილი მამები, რომელთაც სამწყსოსთან სულიერი მუშაობა შეუძლიათ, არამედ ახალგაზრდა მღვდლები. ამგვარად ბოროტება ორმაგდება. პირველი ის, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები, რომელთაც ჯერ საკუთარ თავზე არ უმუშავიათ, სხვებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჯერ სულიერი სიმდიდრე არ მოუხვეჭიათ და იკავებენ იმ ადგილს, საიდანაც აუცილებელია, რომ სულიერი სიმდიდრე სხვებს გაუნაწილო. მეორე ბოროტება კი იმაში მდგომარეობს, შედარებით უფროსი ასაკის სასულიერო პირებს, რომლებსაც ეკლესიაში თანამდებობები არ უკავიათ, შესაძლებლობა არ აქვთ, საკუთარი ძვირადღირებული გამოცდილება და საღმრთო განათლება სხვებსაც უწილადონ.

მამა პაისი (მთაწმინდელი)
თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 6 2007, 11:36 PM
პოსტი #2


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ქართული ფონტით ვეეეეეეეერ????? unsure.gif sad.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი