IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> საქმეების 20:28 ვინ არის ღმერთი???
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 1 2012, 09:37 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



საქმეების 20 :28 მუხლი ხშირად მოყავთ ყოვლადწმინდა სამების დასამტკიცებლად, ამიტომ იძულებული ვხვდები რომ ხელოვნურად შევქმნა გამაბათილებელი არგუმენტი რომ აQ სამებაზე არაა საუბარი blink.gif . პავლე მოციქული რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს მხედველობაში აქვს უდიდესი ჭეშმარიტების და კაცთმოყვარების ცნება რაც თავად ღმერთმა გამოხატა თავისი ძის გაწირვით კაცობრიობის მიმართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს და სამწყსოს , რომლის ზედამხედველადაც სულმა წმიდამ დაგნიშნათ, რათა მწყემსავდეთ ღმრთის ეკლესიას რომელიც მან შეიძინა სისხლითა თვსითა! ვინაიდან ჩვენს სახსნელად დაიღვარა იესო ქრისტეს წმინდა სისხლი , ზოგიერთი ასკვნის რომ ის თავად არის ღმერთი და ვინაიდან სული წმიდა ნიშნავს ქრისტიანს ზედამხედველად , გამოდის რომ ის პიროვნებაა და მაშასადამე ის ღმერთიცაა რადგან ვის აქვს უფლება ეკლესიაზე რომ ვინმე დანიშნოს ზედამხედველად თუ არა ღმერთს? კიბატონო თუ ასე მარტივად მივუდგებით საკითხს თითქოსდა პავლე მოციქულის სიტყვებში , შავით თეთრზე წერია რომ ღმერთი სამებაა. მაგრამ რას მოწმობს საღვთო წერილი? პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ეკლესია ქრისტესი არ არის არამედ ღვთისაა ! იესო ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი მაცხოვარი როგორც პავლე ბრძანებს ეფესელთა ეპისტოლეში! მაშ ვინ შეიძინა ეკლესია ? ღმერთმა. კი მაგრამ ბერძნულ ტექსტში ყველგა წერია რომ ღმერთმა სისხლითა თვსითა შეიძინა ეკლესია. მართლაც ასეა ღმერთმა საკუტარი სისხლი დაღვარა კაცობრიობისათვის და პავლე მოციქულს სწორედ ეს აქვს მხედველობაში რომ ღმერთმა ჩვენთვის გაიღო არა რომელიმე რიგითი ანგელოზი, არამედ თავისი ძე თავისი სისხლი, არა გადატანითი მნიშვნელობით არამედ პირდაპირი! თუ მე ჩემს შვილს ვინმეს გულისთვის გავწირავ, მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემი სისხლი გავიღე, რადგან ჩემი შვილი , ჩემი სისხლი და ხორცია! ასევეა აქაც_ პავლე მოციქულს აქ სწორედ იმის დადასტურება სურს რომ ღმერთისთვის უცხო კი არაა ეკლესია , არამედ ის ტავისი სისხლის ფასად აქვს ნაყიდი. რაც შეეხება სული წმიდას რომლითაც ინიშნება ყოველი ქრისტ___იანი ეს არის ცხება. დანიშვნა ხდება სულით , ანუ სულიწმიდა კი არ ნიშნავს ვინმეს არამედ მისით ხდება დანიშვნა. რატომ არის იესო ___ ქრისტე ? იმიტომ რომ ის დაინიშნა სწორედ სულიწმიდით . მარკოზის სახარებაში თავად ბრძანებს იესო რომ სული უფლისაა ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად , ესაიას 61:1,2 . ყურადღება მინდა მივაქციო პავლე მოციქულის სიტყვებს ეFესელტა 4;30 ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას რომლითაც აღიბეჭდეთ გამოსყიდვის დღეს. ვინაიდა საუბარია სულიწმიდის დანაღვლიანებაზე არ უნდა ვიფიქროთ რომ ის პიროვნებაა,; რადგან პავლე Aღნიშნავს რომ სწორედ ამ სულითაა აღბეჭდილი ყოველი ქრისტიანი, ამიტომ იმ უარყოფითი საქციელით და იმ ცუდი თვისებებით რაც შეიძლება გამოიავლინოს ქრისტიანმა შეიძლება სულიწმიდა წარმოჩინდეს უარყოფითი ნაყოფის გამომტანი, არადა სულიწმიდის ნაყოფები ხომ ყოველივე კარგია? გალატელთა 5:22. ამიტომ აქ პავლე სწორედ ამისკენ აღძრავს ქრისტიანებს რომ დადებითი თვისებებით მას მისცენ ისეთი სახე როგორიც სინამდვილეში გამოაქვს მის ნაყოფს და არა ნაღვლიანი და შეჭირვებული სახე! ქრისტე იესოს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია !!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი
პოსტი Nov 1 2012, 10:12 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 10-October 12
მდებარ.: სემინარია
წევრი № 12,672



ციტატა
არამედ თავისი ძე თავისი სისხლი


მეგობარო და შენ როგორ გესმის? როგორ არის ქრისტე ღმერთის ძე? თავისი სისხლი და ხორცი?

ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა.

რაც შეეხება ამ მუხლს კიდევ მგონი არც კი უნდა გვეპარებოდეს ეჭვი რომ პავლე ქრისტეზე საუბრობს და არა მამაზე.

ასევე:

რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.... (ეფესელთა 1,7)


--------------------
*ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება...

*ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!

*მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Nov 2 2012, 12:22 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



esre ars cheshmariteba

ახალ აღთქმაში არაერთ ადგილას წერია რომ იესომ თავისი სისხლით გამოგვისყიდაო. თუმცა, ჩვენ ზეციერ მამასაც თავისუფლად შეეძლო ეთქვა რომ თავისი სისხლით გამოისყიდა კაცობრიობა. ეს არ უნდა აღიქვებოდეს პირდაპირი გაგებით თითქოს მამამ დაღვარა თავისი ფიზიკური სისხლი. ეს გამოთქმა იმაზე მეტყველებს რომ ღვთისთვის საკუთარი ძის სიცოცხლე ძალიან ძვირფასი იყო, რომელიც სასიკვდილოდ იქნა გაღებული და რომლითაც ცოდვილები იხსნა ღმერთმა.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 3 2012, 08:38 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(■გიორგი■ @ Nov 2 2012, 12:22 AM) *

esre ars cheshmariteba

ახალ აღთქმაში არაერთ ადგილას წერია რომ იესომ თავისი სისხლით გამოგვისყიდაო. თუმცა, ჩვენ ზეციერ მამასაც თავისუფლად შეეძლო ეთქვა რომ თავისი სისხლით გამოისყიდა კაცობრიობა. ეს არ უნდა აღიქვებოდეს პირდაპირი გაგებით თითქოს მამამ დაღვარა თავისი ფიზიკური სისხლი. ეს გამოთქმა იმაზე მეტყველებს რომ ღვთისთვის საკუთარი ძის სიცოცხლე ძალიან ძვირფასი იყო, რომელიც სასიკვდილოდ იქნა გაღებული და რომლითაც ცოდვილები იხსნა ღმერთმა.

ხოდა მეც სწორედ ამას ვგულისხმობ რომ თავის სისხლში თავისი ძე იგულისხმება , ანუ ღმერთს თავად არ შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაღება რადგანაც უკვდავია, და ამიტომაც ის გზავნის ძეს თავის შვილს რომელიც გაწირავს თავის სიცოცხლეს , პირდაპირი გაგებით! ანუ იესო ქრისტე დროებით გადის არარსში და შემდეგ მამა ღმერთი მას კვლავ აცოცხლებს და აჯილდოვებს უკვდავებით! ეს არის სიღრმე და არსი იეჰოვას მოწმეობის! ამისათვის იბრძოდა ძმა რასელი რომელიც ამტკიცებდა რომ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! ეს სიტყვები უდიდესი ჭეშმარიტებაა რომელიც დღესაც ცოცხლობს blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 3 2012, 11:26 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ეს არის სიღრმე და არსი იეჰოვას მოწმეობის!

იყოს ბატონო და მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა...

ციტატა
ამისათვის იბრძოდა ძმა რასელი რომელიც ამტკიცებდა რომ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე

ახლაც ამტკიცებს სავარაუდოდ.
(უფრო სწორად მისი სულით გაჟღენთილი მორწმუნეები ამტკიცებენ)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Nov 4 2012, 05:42 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Nov 3 2012, 08:38 PM) *

ხოდა მეც სწორედ ამას ვგულისხმობ რომ თავის სისხლში თავისი ძე იგულისხმება , ანუ ღმერთს თავად არ შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაღება რადგანაც უკვდავია, და ამიტომაც ის გზავნის ძეს თავის შვილს რომელიც გაწირავს თავის სიცოცხლეს , პირდაპირი გაგებით! ანუ იესო ქრისტე დროებით გადის არარსში და შემდეგ მამა ღმერთი მას კვლავ აცოცხლებს და აჯილდოვებს უკვდავებით! ეს არის სიღრმე და არსი იეჰოვას მოწმეობის! ამისათვის იბრძოდა ძმა რასელი რომელიც ამტკიცებდა რომ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! ეს სიტყვები უდიდესი ჭეშმარიტებაა რომელიც დღესაც ცოცხლობს blink.gif

esre ars cheshmariteba

მასეა კი. მამა არ ჩამოსულა სულიერი სამყაროდან და არ განხორციელებულა. ძე გამოგზავნა და მან დაღვარა თავისი სისხლი. ამას აღწერს მთელი ახალი აღთქმა. არც მართლმადიდებლობა ასწვალის მამა მოვიდა და მამამ დაღვარა სისხლიო. smile.gif


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 9 2012, 10:22 AM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ძალიან ბევრი თემა იხსნება რასელისტები.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი