IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი
unknown lady
პოსტი Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343




მოგესალმებით,
ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება.
2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს.

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ.

საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს.
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 26 2013, 02:00 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



unknown lady
პირველი რასაც ვიტყოდი ესაა რომ ორ თემაში ერთსა და იმავე საითხზე არ ვსაუბრობთ ხოლმე.
რამდენიმე პასუხს დავწერ თუ არ წინააღმდეგი არ იქნები...


დავიწყებ იმით რომ ამგვარი პრობლემების ამ ფორმით განსაჯაროებას , როგორც წესი არანაირი საერთო არ აქვს ხოლმე , რეალურ სურვილთან და სწრაფვასთან იმასთან დაკავშირებით რომ სიტუაცია შეიცვალოს საოგადოდ სასიკეთოდ და არა ისე , როგორც ამას პირადი ინტერესები მოითხოვენ.
მეც მყავდა დირექტორი , მეც მყავს რექტორი , ლექტორი და.ა.შ შესაძლოა ბევრი ქმედება არ მომწონდეს , მაგრამ ამ ყველაფრის ინტერნეტში წერა და მერე კლავიატურაზე მუშტების რტყმა , სიტუაციას გამოასწორებს სასიკეთოდ თუ მის ესკალაციას გამოიწვევს საკითხავია. არ მეგულება ოჯხი , რომელშიც პრობლემები არ იყოს , მაგრამ შენთვის მომინდია იმის განსჯა , თუ რამდენად გამართლებული ქმედებაა მამის რაიმე დანაშაული რომ ქვეყანას მოედოს?
მაგ: მამა მოვიდა სახლში მთვრალი და დაიწყო ყვირილი . რა თქმა უნდა ყოვლადგაუმართლებელი ქმედებაა , მაგრამ მეორე დღეს მეზობლებთან , ფბ-ს სტატუსზე , ბლოგზე და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში , რომ გაავცელო:
,,აი მამაჩემი გუშინ დათვრა , მერე გვაგინა . აი ასეთი ცუდი მამა მყავს.''
რამდენად გამართლებული იქნებ ა?

ახლა უშუალოდ წერილზე:

ბატონი სერგო ვარდოსანიძე ჩემი ლექტორიცაა და თუნდაც ეს მაძლევს საშუალებას რომ ვისაუბრო ამ საკითხზე...
ციტატა
. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში.

და სად ჩანს ამ ფრაზაში რომ მისთვის კახა ბენდუქიძეში არაა ღვთის ,,ხატებ-მსგავსება''? ილია ჭავჭავაძეში ხედავს ბატონი სერგო უფლის ხატებ-მსგავსებას? შენი ლოგიკით ვერც იქ უნდა ხედავდეს...
მე ვერ ვხედავ და შენ თუ ხედავ დამანახე.
ბატონმა სერგომ ამ ფრაზთ როგორც მე ვხედავ ხაზი გაუსხვა იმას , რომ თუკი სხვა სასწავლებელში (თუნდაც თავისუფალ უნივერსიტეტში , ანაც ილია უნიში) არ ექცევა არსეითი მნიშვნელობა იმას , თუ რას აკეთებს სტუდენტი სასწავლებლის კდლებს გარეთ , საპატრიარქოს უნივერსიტეტისთვის შესაძლოა ნებისმიერი სტუდენტის ერთმა დაუფიქრებელმა ქმედებამ ზოგადად საპატრიარქოს იმიჯის შელახვა გამოიწვიოს გარკვეული დოზით . აქედან გამომდინარე თუნდაც თავის სტუდენტებზე (მით უმეტეს მწეველ გოგოებზე) შენიშვნა არათუ მიუღებელი , არამედ აცილებელია.
(ოღონდ , რა თქმა უნდა ამ შენიშვნამ არ უნდა გამოიწვიოს სტუდენტის უფლებელის შელახვა და პიროვნული შეურაცხყოფა)

ციტატა
ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე.

ძალიან კარგი...
შესანიშნავი პიროვნებაა...

ციტატა
სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას

მეც საპატრიარქოს საწავლებელში ვარ და ჩემი გაუმართლებელი ქმედება სასწავლებელში თუ მის გარეთ , მაგაზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ გამოუთხრის ძირს მართლმადიდებლობას.

ციტატა
ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის)

ტყუილს და ორმაგ სტადარტებს კი არა იმას გასწავლით , რაც მისი მოვალეობაა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ცემ მიერ ზემოთმოყვანილი საკითხი.
ოდნავ განვავრცობ : შენ სიგარეტს მოწევ , რამეს გაიკეთებ თუ გამოიკეთებ ეს შენივ ე პირადი თავისუფლებიდან მომდინარეობს , მაგრამ თუ შენი ქმედების (კონკრეტულად არ გგულისხმობ რა თქმა უნდა ) ვინმეს იმიჯი ილახება , მის კომპენციას ეხება საფრთხე (მით უმეტეს ისეთ ორგანოს-როგორიც საპატრიარქოა) ნება უნდა იბოძო და ისე უნდა მოიქცე რომ სხვა არ გასვარო შენს ტალახში.

ციტატა
რექტორი არის უნივერსიტეტის სახე

ისევე როგორც სტუდენტი და ისევე როგორც ლექტორი.
(მაგ: ოჯახის სახეა-დედაც , მამაც , და შვილიც)


ციტატა
უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს.

თუ ეს სტუდენტი იქაური სწავლის დონით , ლექტორების დამოკიდებულებით საქმისა და სტუდენტთა მიმართ , რექტორის საქციელებით და.ა.შ უკმაყოფილოა (ამავდროულად მნIშვნელოვან ორგანოებს მისი ქმედეით ულახავს იმიჯს) და + ამას სოლიდურ თანხას ახარჯინებს ოჯახს , რა თქმა უნდა წასვა უნდა ურჩიოს ნებისმიერმა საღადოაზროვნე ლექტორმა . საბედნიეროდ , ბაონი სერგო ასეთი პიროვნებაა.

ციტატა
საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან

თუ პიროვნება სიგარეტს თავს არ დაანებებს , როგორც წესი უმაღლესი ეპიტამია-ზიარებისგან განენება განეკუთვნება ხოლმე.
(ისე , ეკლესიის წიაღიდან განდევნა რას ნიშნავს)?

ციტატა
მე კი ამის გამო ვწუხვარ.

და შენ ამ წუხილს ,,უზიარებ'' ინტერნეტ სამყაროს და იმედი გაქვს ბატონი სერგო შენი სტატუსებიდან გამომდინარე ინტერნეტ-სივრცეში სხვაგვარადმოიქცევა?

ციტატა
საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი

რომელ ვალს? პროცენტიანსო არ მითხრა ახლა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 26 2013, 02:16 AM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის.

პირადად მე რომ არ ვიცნობდე ბატონ სერგოს შეიძლებოდა ეს დამეჯერებინა.
სასაცილოა უბრალოდ რომ მასზე -,,აგრსიულს'' წერ.
თან ერთი ფაქტით-სიგარეტის მწეველ საპტრიარქოს სასწავლებლის სტუდენტებს რომ ეუბნევა თუ აქ ხართ ისე მოიქეცით როგორც შეჰფერის საპატრიარქოს სტუდენტს და თუ არა წადითო?

ციტატა
მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება

შიდა პრობლემების მთელი ქვეყნისთვის მოდებაშიც ხედავ ფაქტია...
ოჯახის პრობლემის გარეთ გატანით როგორც წესი ,,დიდ მადლს იღებენ'' ხოლმე...

ციტატა
ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს.

ერთი მოყვანილი ფაქტიდან ,,მიწაში ჩადე'' კაცი...
რაც შენ დაწერე , ყველაფერი მართალიც რომ იყოს მაინც არ გაქვს უფლება მისი გათვალისწინებით , ასეთი აბსურდული ბრალდებები წაუყენო მასს...

,, მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული.''
,, იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი''
,,ხოლო როცა იხილა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა არაწმიდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ: გამოდი ...''
,,
იუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? აქ მომგვარეთ იგი!“ შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ...''
,, მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.''
,, იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა.''


ხედავ რამდენ ადგილზეა სახარებაში მოთხრობილი იესოს განრისხება?
ამდგარიყო ახლა პეტრე მოციქული და მთელ ქვეყანაში ,,მტრედები გაეგზავნა ფეხზე მობმული წერილებით'' იესო ასეთი მრისხანეა , მე მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი , მადლის მიღება მინდა ეს კიდე მაბრკოლებსო.
აუცლებლად გამართლდებოდა ხომ?


ციტატა
სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია.

და ერთი ფაქტის გამო ,,კაცს მიწაში რომ დებ'' სამოქალაქო-სასულიერო ენაზე რომ ცილისწამება ქვია თუ იცი და განკითხვა?

ციტატა
კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს.

სამაგიეროდ კანონიკური სამართალი და ეკლესიის პრაქტიკა სჯის ამგვარ პიროვნებას , და თუ არ გამოსწორდება საერთოდ განაყენებს ზიარებიდან სიგარეტის თავის დანებებამდე.

ციტატა
რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია.


ეს არი აბსოლიტური ცილისწამების და უცოდინრობის გამოვლინება პირადად შენი მხირდან მეგობარო.
რადგან თუკი არ იცი ერესის მნიშვნელობა და ამას აბრალებ ბატონ სერგოს , ეს უცოდინარობაა.
ხოლო თუკ იცი მნიშვნელობა და მაინც ამას უწოდებ-ცილისწამება.
მოდი და დამისაბუთე ახლა რომ არც უცოდინარობა გამოავლინე ამ საკითხში ( და არა მარტო) და არც ცილისმწამებლობა.

ციტატა

პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია.


პატვისცემით და მწუხარებით რომ ბევრს მათლმადიდებობა ინტერნეტ სივრცეში კლავიატურაზე ბრახუნით ოჯახის პრობლემების გარეთ გატანაში ეშლება , უცოდინარობა და ცილისწამებას ავლენს და ეს პირადი ქულების დაწერისთვის საუკეთესო საშუალება ჰგონია.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
unknown lady
პოსტი Mar 26 2013, 05:03 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343



სამწუხაროდ, ოჯახის წევრი მყავს მძიმედ ავად. ამ ეტაპზე მეტს ვერ ვწერ. მხოლოდ კლავიტურაზე არ ვაკაკუნებ, წერილსაც გავგზავნი საპატრიარქოში და მოძღვარსაც ვეტყვი.
ლექტორები აცდენენ ლექციებს, ახალტურებენ. ეს მგონი ცალსახად პრობლემაა.
სასულიერო სასწავლებელი არ არის ეგ უნივერსიტეტი და მწეველს განათლების მიღება არ ეკრძალება დღევანდელი კანონმდებლობით.

პ.ს. არ ვიცოდი, ორ თემაში რომ არ უნდა დამეწერა. ბოდიში.


ეს თემა კი იყოს აქ. გამგები გაიგებს - მე საერთოდ ამ პრინციპით ვმოქმედებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 26 2013, 10:53 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



unknown lady
ციტატა
სამწუხაროდ, ოჯახის წევრი მყავს მძიმედ ავად.

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს..


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 27 2013, 09:11 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



unknown lady
ბრავო გაბედულებისთვის რომ ეს წერილი გამოაქვეყნე.

საერთოდ მეტწილად სიზარმაცეს და "გახალტურებას" და უნიჭობას, ეკლესიურობის ჩრდილქვეშ აფარებს ბევრი ადამიანი , სტუდენტი, ლექტორი და ა.შ.
ზოგადად განათლების პრობლემა მთელს ქვეყანაში გვაქვს..სამწუხაროდ.

A.V.M
მგონი უკანასკნელი მოჰიკანი ხარ ამ ფორუმზე, ვინ ასეთი თავგამოდებით აქტიურობს..
შენ რომ არა ეს ფორუმი ჩაკვდებოდა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2013, 10:47 AM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე პირადად არ მიმაჩნია მართებულად, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონებმა სიგარეტის მოწევა დაიწყონ ეზოში.

ჩემი აზრით, ეს იმის ტოლფასია, ეკლესიიდან გამოსულმა იქვე სიგარეტი გააბოლო.. არადა ყველამ ვიცით რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას სიგარეტის მიმართ, რომლის მოწევაც ცოდვად ითვლება... და სტუდენტი თუ მორწმუნეა, ეს უნდა იცოდეს...

ციტატა(unknown lady @ Mar 25 2013, 10:59 PM) *

ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!)


მე მაინც მგონია რომ ეს ამბავი უნივერსიტეტის ეზოში მოხდა, რადგან ფანჯრიდან დაძახება გოგონების ყურს ადვილად მისწვდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 27 2013, 10:55 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩემ აზრს დავწერ: მე მაგალითად პირდაპირ გავრიცხავდი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. თუ დაგაინტერესებთ გეტყვით რატომაც smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2013, 11:38 AM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Mar 27 2013, 11:55 AM) *

ჩემ აზრს დავწერ: მე მაგალითად პირდაპირ გავრიცხავდი ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. თუ დაგაინტერესებთ გეტყვით რატომაც smile.gif


დაგვიწერე, გიორგი, შენი აზრი smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 27 2013, 12:20 PM
პოსტი #10


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჯერ იმას დავწერ რომ უნივერსიტეტს და ეკლესიას აიგივებს ავტორი . " საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. " ეკლესია სხვაა უნივერსიტეტი სხვაა. უნივერსიტეტი ის ადგილია სადაც ასწავლიან, აქვს თავისი შინაგანაწესი და მოთხოვნები, ეკლესიაშიც არის მაგრამ ყველა უნივერსიტეტს თავისი გნაწესი აქ. როცა ბატონმა სერგომ (რომელსაც არ ვიცნობ) თქვა არც ილიას და არც ბენდუქიძის უნივერსიტეტი არ არისო, აქ გამოხატა ის მდგომარეობა რომელიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ამ უნივერსიტეტს და პირადად მას, არა მარტო მის კედლებში არამედ მის გარეთაც.
ახლა იმას დავწერ თუ რატომ გავრიცხავდი მე რომ რექტორი ვიყო. როცა ისეთი დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია რაც უნივერსიტეტის თან საპატირაქოს უნივერსიტეტის რექტორობა ჰქვია და ამ დაწესებულების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, მის სახელზე და ღირსებაზე ზრუნვაა . სტუდენტები რომლებიც ამ უნივერსიტეტის სახეა, არ უნდა იდგეს უნივერსიტეტის წინ და არ უნდა შეურაწყოფდეს არც უნივერსიტეტს არც ლექტორებს და არც სწავლას თავისი საქცელით, რაც მათი სიგარეტის მოწევით გამოიხატება. რატომ ვფიქრობ ასე ,იმიტომ რომ როცა რექტორმა დაინახა ფანჯრიდან, რომე ეწეოდნენ, მას გამვლელებიც დაინახავდნენ. რას იფიქრებს რიგითი გამვლელი როცა ხედავ საპატრიარქოს წინ გოგოები სიგარეტს ეწევიან ? აი ეს კითხვა არის იმის პასუხი რატომ გავრიცხავდი ყველანაირი ახსსნა-გნმარტების გარეშე. ბევრი დავწერე მაგრამ ვფიქრობ გასაგებად ჩამოვაყალიბე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2013, 12:23 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბატონ სერგოს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ წამიკითხავს და მინახავს ტელევიზიით. ძალიან ღირსეული ადამიანია და სწორი იყო მისი საქციელი, რომ სტუდენტი გოგონების სიგარეტის გაბოლება გააპროტესტა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2013, 02:29 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sergi_glaxa @ Mar 27 2013, 10:11 AM) *

A.V.M
მგონი უკანასკნელი მოჰიკანი ხარ ამ ფორუმზე, ვინ ასეთი თავგამოდებით აქტიურობს..
შენ რომ არა ეს ფორუმი ჩაკვდებოდა smile.gif


ფორუმი ცოცხალი ორგანიზმია, გლახუნა და არასოდეს ჩაკვდება smile.gif მე პირადად გურამის არსებობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 30 2013, 01:22 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა
მე პირადად გურამის არსებობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს

kiss1.gif kiss1.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 30 2013, 10:57 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა
მე პირადად გურამის არსებობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს

მე თქვენი ყველას არსებობა მანიჭებს სიხარულს! იმიტომ რომ წრფელი ადამიანები ხართ! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2013, 04:08 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



A.V.M
sergi_glaxa

მჯერა, რომ კაცობრიობას მხოლოდ გულწრფელი სიყვარული გადაარჩენს mpua.gif mpua.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2013, 12:14 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა
მჯერა, რომ კაცობრიობას მხოლოდ გულწრფელი სიყვარული გადაარჩენს

და მრწეველობა საქართველოს...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2013, 10:34 AM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Apr 3 2013, 01:14 AM) *

marine

და მრწეველობა საქართველოს...
biggrin.gif


biggrin.gif უი, შე ცუღლუტო wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 3 2013, 10:39 AM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Apr 3 2013, 12:14 AM) *

marine

და მრწეველობა საქართველოს...
biggrin.gif

აქ მწეველობა უნდა დაგეწერა თუ მრეწველობა? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2013, 10:05 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
აქ მწეველობა უნდა დაგეწერა თუ მრეწველობა?

აქ ჩავდე არსი ,,თანამედროვე'' თავისუფლების იდეის უმაღლესი გამოვლინებისა , რომ ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს მისი სქესი.biggrin.gif

ჩემ სიტყვაში ი ვისაც უნდა მწეველობა დაინახოს და ვისა უნდა მრეწველობა...

თავისუფლებაა რა...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
unknown lady
პოსტი Jun 2 2013, 01:28 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-August 10
წევრი № 9,343



ძვირფასო მარინე,

ამბავი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რა ტერიტორიაც წერილში აღვნიშნე. დაძახება ყურს მისწვდა, იმიტომ რომ დაცვა გამოვიდა ეზოს გარეთ. მერე შევედით ეზოში და გავიგეთ ქალის ხმით კივილი smile.gif საერთოდ, განწყობილი ხართ ეჭვის შესატანად.

ვწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე.

გნებავთ გაიგეთ და შეიტანეთ ყველამ პირადად ის წვილილი, რაც შეგიძლიათ, რომ გააუმჯობესოთ სწავლის ხარისხი, თუ არა და იმკითხავეთ სად ეწეოდნენ სიგარეტს მაგისტრატურის სტუდენტები biggrin.gif

რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ smile.gif რადგან საპატრიარქოს ლოგოს ატარებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მე სახელმწიფომ მომცა გრანტი, დამიფინანსა მაგისტრატურა, უნივერსიტეტმა და მე ორმხრივად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. ვარღვევ ხელშეკრულებას? გამრიცხოს. დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება smile.gif თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება. ახლა ბიუჯეტი იფლანგება რაზე? იმაზე, რომ ლექტორმა ლექციები გააცდინოს, ჩათვლა არ შეამოწმოს, გამოცდაზეც არ მობრძანდეს და სახლებში ვწეროთ, ფორმალურად.

ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ smile.gif


მიხედეთ სწავლის ხარისხს, ნუ აცდენთ ლექციებს, გამოცდებზე და ჩათვლებზე გადაწერა არ შეიძლება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ ხარისხზე ზრუნვა.

თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება smile.gif

კეთილ საქმეს აკეთებს საპატრიარქო უნივერსიტეტის შექმნით, თქვენ კი სკამებზე დახარბებულები, მარტო საკუთარ თანამდებობებზე ფიქრობთ, რომ როგორმე სადმე დაგნიშნონ და ხელფასი მიიღოთsmile.gif იზრუნეთ სწავლის ხარისხზე და აკეთეთ ის, რაც თქვენი მოვალეობაა და რაშიც ხელფასს გიხდიან
თორემ წერილობით კი არა ვიდეო მასალით ვაჩვენებ საზოგადოებას საპატრიარქოს უნივერსიტეტის სწავლის დონეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი