თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ კითხვები ლიტერატურიდან

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 3 2009, 07:18 PM

გვერდით თემაში "რა?სად?როდის?" ხშირად არის კითხვები ლიტერატურიდან,რაც თემას ნაკლებად შეეხება,რადგან არაა ლოგიკურად სააზროვნო და უბრალოდ ცოდნას მოითხოვს. ამიტომ,უცებ გამიჩნდა იდეა,ცალკე თემა გამეხსნა.
დავსვათ კითხვები წიგნის პერსონაჟებზე,თავად მწერლებზე,მათ ცნობილ გამონათქვამებზე,და ა.შ.
იმედია იაქტიურებთ smile.gif

ბარემ პირველი კითხვით მე დავიწყებ:

სინამდვილეში რა ერქვა ფრანგ მწერალს,რომელსაც ფრედერიკ სტენდალის ფსევდონიმით ვიცნობთ?


პ.ს. თუ თემამ მოწონება დაიმსახურა tongue.gif და აქტიურობას გამოიჩენთ,შეიძლება ისეთი რამის გაკეთება,რასაც ადრე "გალერეაში" ვაკეთებდით (ფოტო-ვიქტორინას). დაისმევა რამდენიმე კითხვა,რომლის პასუხებსაც თქვენ გაუგზავნით პმ-ში ვინმეს biggrin.gif მე ვიქნები ეს,თუ სხვა,არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია მონდომებულები და დაინტერესებულები ვიყოთ smile.gif
ხოდა ვინც მეტ ქულას დააგროვებს,იმას გამარჯვებულად გამოვაცხადებთ.
აღმოვაჩინოთ ნაკითხი ხალხი biggrin.gif tongue.gif

აბა,ველოდები თქვენს პასუხს smile.gif

პ.ს. ცუღლუტობებს არ ვართ,მიხვდებით რასაც ვგულისხმობ tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 3 2009, 07:26 PM

ციტატა
Henri Marie Beyle

აჰააა...
და ეს კაი კაცი, რომელ ქუჩას თვლიდა ყველაზე ლამაზ ქუჩად მსოფლიოში? biggrin.gif პასუხი როცა დავბრუნდები.......

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 3 2009, 07:35 PM

ციტატა(ქეთუ @ Jan 3 2009, 08:34 PM) *

KAIROS
მისი 1817 წლის ფლორენციაში მოგზაურობის შთბაბეჭდილებებს თუ გადავხედავთ მაშინ... smile.gif

ახლოს ვარ?

აბა, სხვა რა კითხვას დასვამდა ახლა ეგ, იტალიასთან რომ არ იყოს კავშირში biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 3 2009, 07:42 PM

ქეთუ

2kiss.gif

ციტატა
კითხვას რაც შეეხება Henri Marie Beyle იყო მის ნამდვილი სახელი


yes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 4 2009, 12:26 AM

ციტატა
მისი 1817 წლის ფლორენციაში მოგზაურობის შთბაბეჭდილებებს თუ გადავხედავთ მაშინ... smile.gif

ახლოს ვარ?

კი yes.gif
ასე 2 საათის სავალზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2009, 08:27 PM

ოჰ, ეს კოსმოპოლიტიზმი რა biggrin.gif ჯერ ქართულით დაიწყეთ tongue.gif

ნუ ძალიან მარტივი კითხვაა (მე ასე მგონია). ამ წმინდა მამას ახსენებს ორი აგიოგრაფიული ნაწარმოები: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც და სერაპიონ ზარზმელისაც. ვინ არის ეს ძალიან ცნობილი წმინდა მამა?

ჰოდა, ისე გრიგოლი და სერაპიონი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თვალითაც კი არ უნახავთ ერთმანეთი, არადა ამ ადამიანს ორივე იცნობდა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2009, 10:17 PM

კი, ეგაა smile.gif
ბარემ, ეპიზოდებიც დაწერე, გავანათლოთ ხალხი smile.gif
რახან გრიგოლზე ვლაპარაკობთ, მივაყოლოთ. მის ცხოვრებაში, სად გვხვდება ანახორეტული ცხოვრების მაგალითი? ანუ ვინ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2009, 10:34 PM

ქეთუ
ohmy.gif სად სწავლობდი? ყოჩაღ, კარგი მასწავლებელი გყოლია.

ისე ეგ ეპიზოდი არ შედიოდა არასდროს სასკოლო პროგრამაში, ძირითადი ტექსტის მეორე ნაწილშია, პატერიკული თხრობებია იქ smile.gif

ჰო, აბა, მეორე კითხვაზე ვინ პასუხობს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2009, 10:46 PM

ციტატა(ქეთუ @ Jan 4 2009, 11:43 PM) *

თამარი_ცქნაფო
kiss1.gif

სკოლაში არა მოსკოვში კერძო მასწავლებელი გვყავდა, ნინო ბაქრაძე ქვია : ) რომელიც აგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე გიჟდებოდა და ჩვენგანაც მასე ძირეულად სწავლას ითხოვდა და იცი რამდენი საზეპიროებს გვაძლევდა ხოლმე? biggrin.gif განსაკუთრებით შუშანიკიდან.

და მეორე კითხვას რაც შეეხება მართლა ვერ მოვდივარ აზრზე : (

ძალიან კარგია kiss1.gif


აბა, ვნახოთ, ვინ გასცემს პასუხს smile.gif და მერე კიდევ დავსვამ კითხვას smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 6 2009, 12:24 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 4 2009, 11:17 PM) *

რახან გრიგოლზე ვლაპარაკობთ, მივაყოლოთ. მის ცხოვრებაში, სად გვხვდება ანახორეტული ცხოვრების მაგალითი? ანუ ვინ?

ამაზე პასუხი არ გვაქვს? rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 6 2009, 03:02 PM

''პასუხი არ არის''? biggrin.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 6 2009, 09:46 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 4 2009, 10:17 PM) *

კი, ეგაა smile.gif
ბარემ, ეპიზოდებიც დაწერე, გავანათლოთ ხალხი smile.gif
რახან გრიგოლზე ვლაპარაკობთ, მივაყოლოთ. მის ცხოვრებაში, სად გვხვდება ანახორეტული ცხოვრების მაგალითი? ანუ ვინ?

ანახორეტული მართალია ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი მაგრამ შეიძლება მამა ხუედეოსია? არაა? რას ნიშნავს ეს სიტყვა მართლა ამიხსნით რაა? smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 7 2009, 05:36 AM

ვინაა აქ მასწავლებელი? biggrin.gif

IPB-ს სურათი

ისა, პასუხი იყო: ვია დელ კორსო, რომში, სადაც ცხოვრობდა თავად სტენდალი...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 7 2009, 01:26 PM

KAIROS

ციტატა
სადაც ცხოვრობდა თავად სტენდალი

აჰა,ეგრეც ვიფიქრე. ისე სახლი ჰქონდა თუ სასტუმროში ცხოვორბდა მანდ,თუ იცი? :ცნობისმოყვარე: biggrin.gif

თამარი_ცქნაფო
ციტატა
ჯერ ქართულით დაიწყეთ

biggrin.gif ვიცოდი ქართულის მასწი ამას რომ მეტყოდა biggrin.gif
რავი, კი ვიფიქრე,მარა როცა ამ თემის გახსნის იდეა დამებადა,პირველი კითხვაც ეგ მომაგონდაtongue.gif


ნუღა გვაწვალებ,დადე პასუხი biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 7 2009, 07:15 PM

ციტატა(-tamar- @ Jan 6 2009, 10:46 PM) *

ანახორეტული მართალია ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი მაგრამ შეიძლება მამა ხუედეოსია? არაა? რას ნიშნავს ეს სიტყვა მართლა ამიხსნით რაა? smile.gif

თუ არ იცი, რატომ გგონია ხუედიოსი? laugh.gif დამისაბუთე და გეტყვი tongue.gif

თუმცა მე არა, მარიამი და კოტე აგიხსნიან, როცა დაასაბუთებ smile.gif

პოსტის ავტორი: мревли თარიღი: Jan 7 2009, 07:17 PM

ვინ იყო პირველი მორმონი მისიონერი მალაიზიაში რომლის ლიტერატურულ ნამუშევრებს დღემდე ეცნობა მთელი მსოფლიო როგორც ვიღაც ქართველის "ნამუშევრებად"?

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 7 2009, 09:35 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 7 2009, 07:15 PM) *

თუ არ იცი, რატომ გგონია ხუედიოსი? laugh.gif დამისაბუთე და გეტყვი tongue.gif

თუმცა მე არა, მარიამი და კოტე აგიხსნიან, როცა დაასაბუთებ smile.gif

მარტო ცხოვრობდა განდეგილი ბერი იყო და ალბათ იმიტომ? არაა? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 7 2009, 10:23 PM

ციტატა(-tamar- @ Jan 7 2009, 10:35 PM) *

მარტო ცხოვრობდა განდეგილი ბერი იყო და ალბათ იმიტომ? არაა? smile.gif

ჰოდა, ეგაა ანახორეტი ზუსტად biggrin.gif


პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 7 2009, 10:31 PM

აჰა გასაგებია... smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 8 2009, 12:28 AM

ვინ არის ''ლევარის როხროხაძის'' ავტორი. დაგუგლვა არ იყოს, თორემ ჩაგჭრით biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: lelai თარიღი: Jan 8 2009, 09:44 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 7 2009, 12:28 PM) *

ვინ არის ''ლევარის როხროხაძის'' ავტორი. დაგუგლვა არ იყოს, თორემ ჩაგჭრით biggrin.gif tongue.gif



სხვათაშორის ვებ- სივრცეში არანაირი ინფორმაციაა არაა განთავსებული, თუმცა კონგრესის ბიბლიოთეკაში ინგლისური ვერსია მოიპოვება type.gif
ავტორი კი თქვვენი მონა-მორჩილია laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 8 2009, 11:58 AM

ციტატა(lelai @ Jan 8 2009, 10:44 AM) *

სხვათაშორის ვებ- სივრცეში არანაირი ინფორმაციაა არაა განთავსებული, თუმცა კონგრესის ბიბლიოთეკაში ინგლისური ვერსია მოიპოვება type.gif
ავტორი კი თქვვენი მონა-მორჩილია laugh.gif

ვა, როდიდან კაცები ქალის ნიკით პოსტავდნენ? tongue.gif biggrin.gif

ხალხს ნუ აბნევთ.
ველით პასუხს კითხვაზე

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 8 2009, 08:48 PM

ისე მეც მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, ოღონდ ცქნაფუშკას პასუხი არ მინდა,
მაგას ვიცი რომ ეცოდინება და იმიტომ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Jan 8 2009, 08:48 PM

პ.ს. პასუხად ნუ ჩამოითვლით ვინაიდან და რადგანაც მოძიებული მაქვს აქა-იქ ინტერნეტშიც როდესღაც.

მხოლოდ იმიტომ ვუპასუხე რომ თემა მოკვდებოდა, მეეჭვება მაგი ისეთი პოპულარული იყოს რომ ბევრ ადამიანს ქონდეს წაკითხული smile.gif))


პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jan 8 2009, 09:56 PM

თამარი_ცქნაფო
ინტერნეტში ვნახე და ისაკი ხინველი-ო და სწორია ვითომ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 8 2009, 10:23 PM

ისაკ ხინველია, აბა, მე ხომ არ ვიქნები. მაგრამ მეტს ვერც ვერაფერს ნახავდით, რადგან მეტი არც დევს, იმიტომ გაგაფრთხილედ, ამაოდ არ დაგუგლოთ-მეთქი tongue.gif biggrin.gif

ოოო, ეგ კაცი, ეგ კაცი ტიპური ღვთისმგმობი კომუნისტი მწერალი იყო, თუმცა ''ლევარის'' მისი ასე თუ ისე ნორმალური ნაწარმოებია.


ნინ, დასვი კითხვა, მე რას მიყურებ, მე კონტროლიორი ვარ მხოლოდ biggrin.gif

ისე უმარტივეს კითხვას დაგისვამთ, როგორც აგიოგრაფიის მოყვარული ქალი და ნუ ეძებთ ხოლმე ნეტში, არ იცით და თქვით, ''არ ვიცი'', რას იკლავთ თავს, სამმა პასუხმა თუ არ გამართლა, მეოთხე ავტორმა დაწეროს და ეს იყოს წესი.


როგორ და ვისი მეშვეობით ეუწყა იოანე საბანისძეს სამუელ კათალიკოსის სურვილი, რათა მას აღეწერა აბოს წამება.

ნუ არა მგონია, ძნელი იყოს, ვინც მხოლოდ მოსწავლის თვალით არ გაცნობია ამ ნაწარმოებს. თუ გაგიჭირდათ, ამაზე მაინც გაეცით პასუხი: რატომ დაევალა მაინცდამაინც იოანეს აბოს მარტვილობის აღწერა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 8 2009, 10:24 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ნინ, დასვი კითხვა, მე რას მიყურებ, მე კონტროლიორი ვარ მხოლოდ

ხოდა რახან უ-მ-ფროსობამ გვიბრძანა დავსვა შეკითხვას biggrin.gif
შუშანიკის მიხედვით, კერძოდ სად სჩანს რომ იმ დროინდელ საქართველოში
არსებობდნენ, ბატონები, აზნაურები, ანუ დიდებულები და ასე შემდეგ.

ოღონდ არ მითხრათ აბა ვარსქენი ვინ იყოო, ან კიდევ ისტორიიდანაა ცნობილიო biggrin.gif

შუშანიკში არის ერთი კონკრეტული ადგილი, პატარა მონაკვეთი,
და აი ეგ მინდა სწორედ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო smile.gif

აბა წარმატებებიიიიიი kiss1.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Jan 8 2009, 11:15 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 8 2009, 09:24 PM) *

თამარი_ცქნაფო

ხოდა რახან უ-მ-ფროსობამ გვიბრძანა დავსვა შეკითხვას biggrin.gif
შუშანიკის მიხედვით, კერძოდ სად სჩანს რომ იმ დროინდელ საქართველოში
არსებობდნენ, ბატონები, აზნაურები, ანუ დიდებულები და ასე შემდეგ.

ოღონდ არ მითხრათ აბა ვარსქენი ვინ იყოო, ან კიდევ ისტორიიდანაა ცნობილიო biggrin.gif

შუშანიკში არის ერთი კონკრეტული ადგილი, პატარა მონაკვეთი,
და აი ეგ მინდა სწორედ ჩემო ლამაზებო და ჭკვიანებო smile.gif

აბა წარმატებებიიიიიი kiss1.gif


ჯოჯიკი თავის ოჯახთნ და მსაუხრებთან ერთად რომ მივა
მერე რო წამოვა
და მაგის მერეა ეგ ადგილი მემგონი.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 9 2009, 01:13 AM

milana

ციტატა
ჯოჯიკი თავის ოჯახთნ და მსაუხრებთან ერთად რომ მივა
მერე რო წამოვა
და მაგის მერეა ეგ ადგილი მემგონი.

რომ მივა და წამოვა ეგ პასუხი არ არის ჩემო კარგო,
კონკრეტული ფრაზა მაინტერესებს, კითხვის დასმის დროსვე ავღნიშნე. smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 9 2009, 06:10 AM

ქეთუ

ციტატა
"აზნაურნნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი სოფლისა ქართლისანი" შუშანიკი რომ მიმართავს მათ "მე რაი ვარ არაღირსი ესე..." (ეგ საზეპირო აღარ დავწერ)

ასე არ სჯობს? kiss1.gif
მაგია, მაგი biggrin.gif

,,აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი''

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 9 2009, 08:06 PM

თუ იცით,რომელმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა თქვა:

გვირგვინებს ნუ მოიტანთ როცა მოვკვდები,მათი ფული ახლა მომეცით.

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jan 9 2009, 08:11 PM

ვაჟამ

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 10 2009, 10:17 PM

T.L.

ადრე მეც ეგრე ვიფიქრეsmile.gif ნუ ლოგიკურია,რადგან ძალიან უჭირდა ვაჟას,მაგრამ ეგ არაა პასუხი no.gif (როცა გავიგე,ნამდვილად გამაკვირვა პასუხმა).


თამარი_ცქნაფო

დავიღუპეთ biggrin.gif ახლა შენ სანამ მთელ პროგრამას არ გაგვატარებ მე-11 კლასის ჩათვლით,მანამდე არ მოისვენებ biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 10 2009, 10:41 PM

ციტატა(სოფი @ Jan 10 2009, 11:17 PM) *

T.L.

ადრე მეც ეგრე ვიფიქრეsmile.gif ნუ ლოგიკურია,რადგან ძალიან უჭირდა ვაჟას,მაგრამ ეგ არაა პასუხი no.gif (როცა გავიგე,ნამდვილად გამაკვირვა პასუხმა).
თამარი_ცქნაფო

დავიღუპეთ biggrin.gif ახლა შენ სანამ მთელ პროგრამას არ გაგვატარებ მე-11 კლასის ჩათვლით,მანამდე არ მოისვენებ biggrin.gif tongue.gif

ჰმ... mad.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 10 2009, 11:28 PM

მეფე ფინეზის ვაჟი ასეა დახასიათებული:

'' შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა. ''
მითარგმნეთ ზედმიწევნით smile.gif


პ.ს. იმედია, მიხვდით, რომელი ნაწარმოებია smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 10 2009, 11:47 PM

სოფი

ციტატა
დავიღუპეთ ახლა შენ სანამ მთელ პროგრამას არ გაგვატარებ მე-11 კლასის ჩათვლით,მანამდე არ მოისვენებ

კარგია სოფუშკი, ხომ გაგიგია, განმეორება ცოდნის დედააო biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 10 2009, 11:55 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 11 2009, 12:28 AM) *

მეფე ფინეზის ვაჟი ასეა დახასიათებული:

'' შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა. ''
მითარგმნეთ ზედმიწევნით smile.gif
პ.ს. იმედია, მიხვდით, რომელი ნაწარმოებია smile.gif

გირჩევნიათ, ამას უპასუხოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jan 11 2009, 01:42 PM

ციტატა(სოფი @ Jan 10 2009, 10:17 PM) *

ადრე მეც ეგრე ვიფიქრეsmile.gif ნუ ლოგიკურია,რადგან ძალიან უჭირდა ვაჟას,მაგრამ ეგ არაა პასუხი no.gif

ლოგიკურად არ მიფიქრია, და საერთოდაც არ მიფიქრია : )

უბრაოლოდ ასე მახსოვდა, როგორც ჩანს მესიერება დამიბლაგვდა : ))

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 11 2009, 08:02 PM

ციტატა(ქეთუ @ Jan 11 2009, 06:11 AM) *

ნაწარმოებს კი მივხვდი საბას "მეფე ხორასნისა" აა მარა მაგის მთარგმნელი ზედმიწევნით ვეღარ ვარ ახლა მე biggrin.gif


არა, ქეთუ, ნაწარმოებს ''მეფე ხორასანია'' არ ჰქვია. ნაწარმოებს ''წიგნე სიბრძნე სიცრუისა'' ჰქვია, თუმცა ეს სათაურიც პირობითია, რადგან საბას არ უწოდებია და ხელნაწერებს ვეყრდნობით. ''მეფეხორასნისა'' კი თავის სათაური უფროა... ჰო, აბა, ვინ გადმოთარგმნის? smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 11 2009, 09:56 PM

თამარი_ცქნაფო

კაი რა თამუ,ხო იცი რო ვხუმრობ 2kiss.gif თორემ აბსოლუტურად ვეთანხმები ნაინას,არაფერი მაქვს გამეორების საწინააღმდეგო,ნამდვილად არ მაწყენს biggrin.gif smile.gif

ნაინა

შემთხვევით, "მგლების" გავლენა ხომ არ არის,ნაინა რომ გაქვს დარქმეული?

ქეთუ

ყოჩაღი გოგო 2kiss.gif



თამარი_ცქნაფო

შევეცდები გავცე biggrin.gif


შავნი მერცხლისა მხარნი - ულვაშები უნდა იგულისხმებოდეს.
ბროლი - რამდენადაც მახსოვს,კბილების აღმნიშვნელი მეტაფორაა.

ანუ კბილებს ზემოთ მშვენიერი წვერ-ულვაში უმშვენებდა biggrin.gif

ვარდი და ზამბახი - აქ პირისახის ფერზეა საუბარი.

ციტატა
მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა

აი ეს,უკვე ვეღარ "გავკაჩე" biggrin.gif

გიშერი- შავი ფერის,ლერწამი წერწეტი ტანის მეტაფორებია,როგორც მახსოვს,მარა ზუსტად რა იგულისხმება ვერ მივხვდი.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 11 2009, 10:33 PM

სოფი
ჰა, ჰა, ვარდი და ზამბახი ჩამოჰგავდეს პასუხს biggrin.gif
მოკლედ, მესამესაც ველით და თუ ვერა, მე დაგიწერთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 11 2009, 11:22 PM

სოფი

ციტატა
ნაინა

შემთხვევით, "მგლების" გავლენა ხომ არ არის,ნაინა რომ გაქვს დარქმეული?

არა საყვარელო, სახელია ჩემი kiss1.gif

ციტატა
მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა

მგონი თვალ-წარბზეა საუბარი biggrin.gif

ცქნაფუშკი, არ მიმტყეპო ოღონდ პასუხმა თუ არ დაგაკმაყოფილა tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 11 2009, 11:29 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 12 2009, 12:22 AM) *

სოფი

არა საყვარელო, სახელია ჩემი kiss1.gif


მგონი თვალ-წარბზეა საუბარი biggrin.gif

ცქნაფუშკი, არ მიმტყეპო ოღონდ პასუხმა თუ არ დაგაკმაყოფილა tongue.gif

ჰოოო, ბოლო ეგ არის. მოკლედ, მისმინეთ smile.gif

შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა - მერცხლის შავი ფრთები (ანუ შავი წარბები) ბროლზე (თეთრ შუბლზე) გადაჭმული შვენოდა.

მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა- თვალებს (მელნის გუბეს) შავი წამწამები (გიშრის ლერწამი) სარებად შემორკალოდა.

ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა - ამ შემთხვევაში წითელი და თეთრი, თეთრ-ყირმიზი სახე ჰქონდა.


ააა, გენაცვალე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 11 2009, 11:50 PM

ჰოდა, დავამატებდი, რომ ნაინა ჩემი ''წლის აღმოჩენაა'' kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 12 2009, 12:09 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ჰოდა, დავამატებდი, რომ ნაინა ჩემი ''წლის აღმოჩენაა''

wub.gif a025.gif rolleyes.gif მაწითლებბბბბ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 12 2009, 12:32 AM

ციტატა(ნაინა @ Jan 12 2009, 01:09 AM) *

თამარი_ცქნაფო

wub.gif a025.gif rolleyes.gif მაწითლებბბბბ

სანამ გაწითლდები, შემდეგი კითხვა დაამატე biggrin.gif



პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 12 2009, 01:28 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
სანამ გაწითლდები, შემდეგი კითხვა დაამატე

ხოოო, ეხლა მინდა დავსვა შეკითხვა, მაგრამ რამდენად შევარჩიე შესაფერისად მაი კი აღარ ვიცი biggrin.gif

რომელ ისტორიულ და საკმაოდ ცნობილ ნაწარმოებში გვხვდება გვარი ,,ოზორაშვილი'' ვინ არის იგი და რა ცნობილი ,,დანაშაული'' ჩაიდინა?

კითხვის დასმა ცოტა სხვაგვარად მინდოდა, ვაპირებდი ფრაზა დამეწერა, მაგრამ რომ გავამზადე შეკითხვა, მერეღა შევამოწმე, იგუგლებოდა გადასარევად, ხოდა შევცვალე, სხვა რა გზა მქონდა, ასე რომ იფიქრეთ ჩემო ტკბილებო smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 12 2009, 07:23 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 12 2009, 02:28 AM) *

თამარი_ცქნაფო

ხოოო, ეხლა მინდა დავსვა შეკითხვა, მაგრამ რამდენად შევარჩიე შესაფერისად მაი კი აღარ ვიცი biggrin.gif

რომელ ისტორიულ და საკმაოდ ცნობილ ნაწარმოებში გვხვდება გვარი ,,ოზორაშვილი'' ვინ არის იგი და რა ცნობილი ,,დანაშაული'' ჩაიდინა?

კითხვის დასმა ცოტა სხვაგვარად მინდოდა, ვაპირებდი ფრაზა დამეწერა, მაგრამ რომ გავამზადე შეკითხვა, მერეღა შევამოწმე, იგუგლებოდა გადასარევად, ხოდა შევცვალე, სხვა რა გზა მქონდა, ასე რომ იფიქრეთ ჩემო ტკბილებო smile.gif

სამი სავარაუდო ვერსიაც კი არ ჩანს, რა დასვი ამისთანა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 12 2009, 11:36 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
სამი სავარაუდო ვერსიაც კი არ ჩანს, რა დასვი ამისთანა?

kiss1.gif
ვერსია კაი ხანს არ გამოჩნდება ცქნაფუშ biggrin.gif biggrin.gif

არადა კიდევ ერთი კითხვა მაქვს მოფიქრებული,

ხოდა ეგებ დროზე დამიწერონ პსუხი, თორემ შემომიტევს სიბერის
სკლეროზი და დამავიწყდება რა შეკითხვა მქონდა მოფიქრებული biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 12 2009, 11:38 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 13 2009, 12:36 AM) *

თამარი_ცქნაფო

kiss1.gif
ვერსია კაი ხანს არ გამოჩნდება ცქნაფუშ biggrin.gif biggrin.gif

არადა კიდევ ერთი კითხვა მაქვს მოფიქრებული,

ხოდა ეგებ დროზე დამიწერონ პსუხი, თორემ შემომიტევს სიბერის
სკლეროზი და დამავიწყდება რა შეკითხვა მქონდა მოფიქრებული biggrin.gif

მეც მაქვს კითხვები biggrin.gif




პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 12 2009, 11:41 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 12 2009, 10:38 PM) *

მეც მაქვს კითხვები biggrin.gif

კარგია, კარგი, მშვენივრად მუშაობთ ცქნაფუშკა მასწავლებელო biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 13 2009, 12:52 AM

ციტატა(ნაინა @ Jan 12 2009, 11:36 PM) *

თამარი_ცქნაფო

kiss1.gif
ვერსია კაი ხანს არ გამოჩნდება ცქნაფუშ biggrin.gif biggrin.gif

არადა კიდევ ერთი კითხვა მაქვს მოფიქრებული,

ხოდა ეგებ დროზე დამიწერონ პსუხი, თორემ შემომიტევს სიბერის
სკლეროზი და დამავიწყდება რა შეკითხვა მქონდა მოფიქრებული biggrin.gif

თუ თვითონ იცი რომ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება სავარაუდო ვერსია მაშინ დროზე რატომ ელოდები პასუხს tongue.gif და აქ მარტო ქართულ ლიტერატურაზე სვამთ კითხვებს? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 13 2009, 12:57 AM

ციტატა(subterranean @ Jan 13 2009, 01:52 AM) *

თუ თვითონ იცი რომ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება სავარაუდო ვერსია მაშინ დროზე რატომ ელოდები პასუხს tongue.gif და აქ მარტო ქართულ ლიტერატურაზე სვამთ კითხვებს? smile.gif

აბა, ტემას ხომ არ გავაცივებთ, გუგლის იქითაც არის სამყარო, თან ბევრად უკეთესი, წიგნის ნამდვილი სუნით გაჟღენთილი biggrin.gif
ყველანაირი ლიტერატურასა და მწერლობაზე

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 13 2009, 01:49 AM

subterranean

ციტატა
თუ თვითონ იცი რომ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება სავარაუდო ვერსია მაშინ დროზე რატომ ელოდები პასუხს და აქ მარტო ქართულ ლიტერატურაზე სვამთ კითხვებს?

ჯერ რადენიმე საათია დავდე შეკითხვა, ქგქბ გამოჩნდეს ისეთი ვისაც წაკითხული აქვს და იცის პასუხი, თორემ მე თუ გავეცი საკუთარ თავს პასუხი, მაგ შემთხვევაში შეკითხვის დადებას რა აზრი აქვს?

გუგლიში მოძებნა იოლია, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს შეითხვას მაგი არ შველის biggrin.gif

პოსტის ავტორი: arizona თარიღი: Jan 13 2009, 10:01 AM

1906 წელს მისი მეუღლე ლუიზა ტუბერკულიოზით გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მწერალმა ცოლად ჯინ ლეკი მოიყვანა, რომელიც 1897 წლის შემდეგ ფარულად უყვარდა. მას 5 შვილი ჰყავდა: ორი (მერი და კინგსლი) პირველი მეუღლისგან და სამი (ჯინ ლენ ანეტი, დენის პერსი სტიუარტი, რომელმაც 1936 წელს ქართველ ქალბატონ ნინა მდივანზე იქორწინა და ადრიანი) - მეორისგან. ამ უკანასკნელმა მამის გზა გააგრძელა მანაც რამდენიმე მოთხრობა თავადაც დაწერა, მაგრამ მან იმხელა პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც მამაისმა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან მოგზაურობაში გაატარა (ყველა კონტინენტი მოინახულა) და სხვადასხვა ქვეყნებში სპირიტუალიზმის შესახებ ლექციებს კითხულობდა.

ვისზეა საუბარი ? smile.gif

პოსტის ავტორი: arizona თარიღი: Jan 13 2009, 12:01 PM

პასუხი რამდენ ხანში უნდა დავდო?

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jan 13 2009, 01:55 PM

ციტატა(arizona @ Jan 13 2009, 10:01 AM) *

1906 წელს მისი მეუღლე ლუიზა ტუბერკულიოზით გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მწერალმა ცოლად ჯინ ლეკი მოიყვანა, რომელიც 1897 წლის შემდეგ ფარულად უყვარდა. მას 5 შვილი ჰყავდა: ორი (მერი და კინგსლი) პირველი მეუღლისგან და სამი (ჯინ ლენ ანეტი, დენის პერსი სტიუარტი, რომელმაც 1936 წელს ქართველ ქალბატონ ნინა მდივანზე იქორწინა და ადრიანი) - მეორისგან. ამ უკანასკნელმა მამის გზა გააგრძელა მანაც რამდენიმე მოთხრობა თავადაც დაწერა, მაგრამ მან იმხელა პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც მამაისმა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან მოგზაურობაში გაატარა (ყველა კონტინენტი მოინახულა) და სხვადასხვა ქვეყნებში სპირიტუალიზმის შესახებ ლექციებს კითხულობდა.

ვისზეა საუბარი ? smile.gif


ეს არის სერ, არტურ კონან დოილი.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 13 2009, 02:04 PM

ციტატა(თემო @ Jan 13 2009, 02:55 PM) *

ეს არის სერ, არტურ კონან დოილი.

smile.gif ყოჩაღ, ეგაა kiss1.gif

ციტატა(arizona @ Jan 13 2009, 01:01 PM) *

პასუხი რამდენ ხანში უნდა დავდო?

სამი პასუხი თუ არასწორი იქნება, ვდებთ სწორს, მაგრამ თU ორ დღეში საერთოდ ვერ უპასუხეს, მაშინ ჩვენ უნდა დავდოთ ისევ

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 13 2009, 11:02 PM

და რა ვქნა ეხლა? ვუპასუხო ჩემივე შეკითხვას თუ გამოჩნდებიან პასუხის გაცემის მსურველები? tongue.gif

რაღაც არა სჩანს აქტიური ხალხი biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 13 2009, 11:31 PM

ნაინა
მინიშნება მოგვეცი, ისეთი რო დაიგუგლოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 13 2009, 11:32 PM

ციტატა(ნაინა @ Jan 14 2009, 12:02 AM) *

და რა ვქნა ეხლა? ვუპასუხო ჩემივე შეკითხვას თუ გამოჩნდებიან პასუხის გაცემის მსურველები? tongue.gif

რაღაც არა სჩანს აქტიური ხალხი biggrin.gif

2 დღე გავიდა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 13 2009, 11:45 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
2 დღე გავიდა?

თითქმის, კიდევ დარჩა დილამდე დრო biggrin.gif

k@the
ციტატა
ნაინა
მინიშნება მოგვეცი, ისეთი რო დაიგუგლოს

მაგისთვის ვიწვალე კოტიკო?
რაფერ ვეცადე რომ ვერ დაგეგუგლათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 14 2009, 12:56 AM

ციტატა
რომელ ისტორიულ და საკმაოდ ცნობილ ნაწარმოებში გვხვდება გვარი ,,ოზორაშვილი'' ვინ არის იგი და რა ცნობილი ,,დანაშაული'' ჩაიდინა?

sad.gif არ მახსენდება...

ვერსიის სახით: მოღალატეა? (ნუ ეხლა მთლად ერის ღალატი არა, ზოგადად ღალატი)

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 01:08 AM

ქეთინო

ციტატა
არ მახსენდება...

ვერსიის სახით: მოღალატეა? (ნუ ეხლა მთლად ერის ღალატი არა, ზოგადად ღალატი)

არის ღალატი, თან ისეთი, რომ იოლად ჩაითვლება ერის ღალატადაც,
თანაც ამ ღალატს შეიძლება გამამართლებელი, მწარე მიზეზიც ჰქონოდა.

ცოტა ხანს კიდევ დავიცდი, მერე დავდებ პასუხს,
კიდევ ერთი მინიშნება: გადადით შოორეულ წარსულში, ღალატის მიზეზი სიყვარულია (ანუ სიყვარულმა შეჰქმნა მიზეზი) და თან მოვალეობებიც, აუცილებელი მოვალეობები.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 01:44 PM

ქეთუ

ციტატა
აქ რა ამბები ყოფილა ))

არაფერი მახსენდება, ანუ თუ ცნობილი ნაწარმოებიდანაა ეს გვარი არ იქნება ისე ხშირად ნახსენები რომ თუ წაკითხული გაქვს დაგამახსოვრდეს, ან შეიძლება საერთოდ არც წამიკითხავს, ნინ ბაში-აჩუკი დან ხომ არაა რაღაც მასეთი ასოციაცია მაქვს

არაა, ბაში-აჩუკი არაფერ შუაშია, კიდევ უუუუფრო შორეულ წარსულში უნდა გადაინაცვლოთ biggrin.gif

ისე საკმაოდ ცნობილი ნაწარმოებიდანაა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 14 2009, 02:18 PM

ციტატა(ქეთუ @ Jan 3 2009, 07:23 PM) *

სოფი
Le Rouge et le Noir ზე ვიკეტებიიიიიიი kiss1.gif


წითელი და შავი, ხომ ?! აი მეც ნელ-ნელა ვსწავლობ ფრანგულს, სტენდალი, რომ ორიგინალში რომ წავიკითხო მაქამდე ჯერ ვერ ვქაჩავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:21 PM

ქეთუ

ციტატა
ეხლა დაწერე პასუხი თორე ჩამოვწერეთ საცა ერთი ნაწარმოები არსებობს მსგავსი biggrin.gif აგიოგრაფიული უეჭველი არაა ხო? ჰმ

არაა ჩვეულებრივი ნაწარმოებია, ლიტერატურული smile.gif

უ-მ-ფროსობამ რომ მითხრა ჯერ არ უპასუხოო, რა ვქნა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 14 2009, 02:26 PM

ციტატა(ქეთუ @ Jan 14 2009, 02:21 PM) *

sable
ვერც მე : ( მეც ნელნელა ვსწავლობ...
სტენდალის რა მოგახსენო მაგრამ ჰიუგოს წაკითხვა მინდა ორიგინალში,თუმცა მანამდე ჯერ ბევრი მიკლია : (
ისე პატარა უფლისწული წავიკითხე დიდი წვალებით და დიდი დრო მოვანდომე მარა ღირდა!!!!!!!!


ნუ შენ უკვე კარგად ყოფილხარ წასული მე ჯერ ვიქტორ საველიევის ოჯახსა და მეგობრებს ვსწავლობ biggrin.gif

ისე ინგლისურს მაგრა გავს უფრო სწორედ, ინგლისური გავს ფრანგულს და ეგ მის შესწავლას მაგრად აადვილებს yes.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 14 2009, 02:27 PM

ნაინა


კაი კიდე ვცდი: ვასილ ბარნოვის ნაწარმოებია? user.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:29 PM

ქეთუ

ციტატა
კაი მაშინ კიდევ რაიმე მინიშნება მოგვეცი,თორემ მოკვდება თემა : (

ოკ, ნახევრად ვუპასუხებ შემს შეკითხვას აბა biggrin.gif

ოზორაშვლი იყო ძმა ერთი ქალისა, ქალი კი........
გააგრძელეთ აბა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:39 PM

ქეთინო

ციტატა
ნაინა


კაი კიდე ვცდი: ვასილ ბარნოვის ნაწარმოებია?

kiss1.gif გააგრძელე, სიმართლესთან ძალიან ახლოს ხარ

ქეთუ
ციტატა
ანუ ქალიც ოზორაშვილი იყო


და ეს ქალი დედოფალი ან რაიმე მსგავსი ხომ არ იყო?

აბა ძმა თუ ოზორაშვილი იყო მისი და დადეშქელიანი ხომ არ იქნებოდა? biggrin.gif

ქეთუ
ციტატა
ნაინა
ნინი რა მაგის პასუხია და
გაფიცებ შენთან რომელი საათია?

biggrin.gif
ზუსტად ის დროა რაც შენთან, ანუ ექვსს უკლია 32 წუთი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 14 2009, 02:40 PM

ნაინა
კაი.. აშოტას საყუარელი შუქრიას ძმა იყო biggrin.gif

და მოკლა მეფე?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:44 PM

ქეთინო

ციტატა
ნაინა
კაი.. აშოტას საყუარელი შუქრიას ძმა იყო

და მოკლა მეფე?

ეგრე რა ქეთ kiss1.gif

უფფ როგორც იქნა,
ოღონდ შუქრია არა, შუქია ერქვა.
მისმა ძმამ კი მოჰკლა აშოტ კურაპალატი. smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 14 2009, 02:44 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 14 2009, 03:40 PM) *

ნაინა
კაი.. აშოტას საყუარელი შუქრიას ძმა იყო biggrin.gif

და მოკლა მეფე?

ვაშააააა, რავარც იქნა და ქეთუ კიდე იტყვის, მოკვდა თემაო. სულაც არა, პოასუხის ძიება სიკტილი არაა, ნენააა, აააა, გამეიცნო ქალმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:47 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ვაშააააა, რავარც იქნა და ქეთუ კიდე იტყვის, მოკვდა თემაო. სულაც არა, პოასუხის ძიება სიკტილი არაა, ნენააა, აააა, გამეიცნო ქალმა

ჰოოო, იფიქრა, ოფიქრა და გამოიცნო ადამიანმა,
ამ თემას რა მოჰკლავს თამო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 14 2009, 02:49 PM

ნაინა
აბა გვარი საიდან აიღო ბარნოვმა? biggrin.gif
ეს რომ გავიხსენე, ეგ დამეხმარა...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 14 2009, 02:50 PM

ქეთუ

ციტატა
ტრფობა წამებული????
woow, ძაან მაგარი კითვა იყო, სააკაძესაც ვფიქრობდი,თებარას დანიშნულსაც შეიძლება მარა აი მაგი არასოდეს მომაფიქრდებოდა

მადლობა smile.gif

კიდევ მაქვს ერთი კითხვა, ოღონდ საღამოს მოგართმევთ ვერცხლის ლანგრით biggrin.gif

ციტატა
რატომ არ გძინავს

რატომ და ცოტა ხნის წინ მოვედით საახალწლო სუფრიდან,
ისე როგორ დავიძინებდი თქვენთვის რომ არ დამეხედა,
იქნებ რამეს აშავებთ biggrin.gif

ეხლა წავალ ბაიებო და საღამოს ახალი კითხვით დაგაცხრებით biggrin.gif

აბა ბედნიერად ყველანი kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 14 2009, 02:53 PM

ნაინა
აუ, ჩემი კითხვები დავკარგე და გაქვს შენახული? biggrin.gif დადე რა

ციტატა(ქეთუ @ Jan 14 2009, 03:50 PM) *

ქეთი იმდენად ჭკვიანი და უუუძლიერესია მაგ საკითხებში, მასეთი ადამინი თითქმის არ შემხვედრია მთელს ინტერნეტ სივრცეებში და არა მხოლოდ, და ქეთიმ რომ პირველივე ცდაზე პასუხი არ დაწერა უკვე მეეჭვებოდა ვინმეს დაეწერა smile.gif))))))))))

ანუ ქეთინო? ძალიან კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 15 2009, 01:49 AM

ეხლა კი შეკითხვა ჩემო ტკბილებო და მურაბებო biggrin.gif

ამ წინადადებაში შეავსეთ გამოტოვებული სიტყვები და დაასახელეთ
ნაწარმოების სათაური smile.gif

ჟამს........ წყალობითა......... მთავარმა............... მტერს............კედლებიდან........

გეტყვით რომ ძალიან იოლია, აბა ყოჩაღად, ველოდები პასუხს. kiss1.gif
გამოტოვებული თითო სიტყვა არაა, არამედ რამდენიმეა.

ამდენი სიტყვაც არ უნდა დამეწერა, მაგრამ გაგიადვილეთ ცოტა. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 15 2009, 05:42 AM

ქეთუ

ციტატა
უსახელო უფლისციხელი : *
ჩემი უსაყვარლესი

ჟამსა ამასა და ამასა წყალობითა ღვთისათა, დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერსა და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა...

ოღონდ ჟამს არა, ჟამსა ამასა და ამასა : )

მართალია smile.gif

ვიცი რომ ჟამსა უნდა იყოს, ჯერ წინადადება დავწერე და მერე გადავწყვიტე
ამომეკლო სიტყვები და წერტილები ჩამესვა, როგორც სჩანს მაშინ მივაშალე biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 15 2009, 06:17 PM

მას საკუთარი ოჯახის წევრის სიკვდილის აღწერა უფრო კარგი გამოუვიდა, ვიდრე პოლიტიკოსობა და აღმოსავლური რენესანსის ფუძემდებლისადმი ბაძვა. ვინ არის ეს პიროვნება და რომელ ნაწარმოებს ვგულისხმობდი აღწერილში?



აუ, ნინ, მეორე კითხვა ვერ გავიხსენე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 15 2009, 11:01 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
აუ, ნინ, მეორე კითხვა ვერ გავიხსენე biggrin.gif

ეუფ, გადმოგედო ჩემგან სკლეროზი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 16 2009, 01:56 PM

ციტატა
მას საკუთარი ოჯახის წევრის სიკვდილის აღწერა უფრო კარგი გამოუვიდა, ვიდრე პოლიტიკოსობა და აღმოსავლური რენესანსის ფუძემდებლისადმი ბაძვა. ვინ არის ეს პიროვნება და რომელ ნაწარმოებს ვგულისხმობდი აღწერილში?

თეიმურაზ I ?
"წამება ქეთევან დედოფლისა"?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 16 2009, 03:30 PM

ციტატა(ეკატერინე @ Jan 16 2009, 02:56 PM) *

თეიმურაზ I ?
"წამება ქეთევან დედოფლისა"?

ახლა არ დამიჯერებ, მაგრამ ვიფიქრე, ეკა თუ ნახავს, მაშინვე დაწერს-მეთქი ohmy.gif


ჰოოო kiss1.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 16 2009, 04:16 PM

ვინ იყო ''ვეფხისტყაონის'' ტექსტის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი?

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 16 2009, 07:11 PM

ვახტანგ VI

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 16 2009, 09:06 PM

ციტატა(nini1 @ Jan 16 2009, 08:11 PM) *

ვახტანგ VI

biggrin.gif
რა შემწყნარებელი ვარ, იოლ კითხვებს რომ ვდებ, ხედავთ?

ჰო

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jan 16 2009, 09:29 PM

ვხედავთ smile.gif გაგვირთულე , ვეცდებით გიპასუხოთ დიდო ლიტერატორო smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 16 2009, 09:30 PM

ციტატა(nini1 @ Jan 16 2009, 10:29 PM) *

ვხედავთ smile.gif გაგვირთულე , ვეცდებით გიპასუხოთ დიდო ლიტერატორო smile.gif kiss1.gif

რთულები იგუგლება biggrin.gif

დავდებთ, ჯერ ნინოს ჯერია smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 16 2009, 09:37 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
რთულები იგუგლება

დავდებთ, ჯერ ნინოს ჯერია

კიიი, იგუგლება სამწუხაროდ biggrin.gif

ხოდა რახან ჩემი ჯერია, მოგართმევთ ერთ შეკითხვას smile.gif

,,..... მე ვიცი, რომ სამყარო სასტუმროა, რომლიდანაც თავაზიანად და პატიოსნად უნდა წახვიდე, ესე იგი ყველას თავი დაუკრა და ქაღალდის ვალები გაისტუმრო.''

ხოდა აბა მიპასუხეთ რომელ ნაწარმოებში გვხვდება ეს სიტყვები და ვინაა ავტორი?

მინიშნება: ქართული ლიტერატურიდან არაა. smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 17 2009, 11:21 PM

აბა როგორაა საქმე? მიახლოებითი პასუხი მაინც არაა? smile.gif

პოსტის ავტორი: borjghali თარიღი: Jan 18 2009, 01:59 AM

-ქალი სადაფივით უნდა იყოს, მზეზე ბრწყინავდეს და მთვარეზე ანათებდეს...
-სადაფივით კი არა, სარდაფივით,-შეუსწორა ...ემ,- ზამთარში თბილი, ზაფხულში - გრილი...

თუ გინდათ, გამოიცანით, ვისი ნათქვამია... ისე, ხო გენიალურადაა ამოსროლილი..?!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 18 2009, 03:51 AM

ქეთუ

ციტატა
კოელიო იქნება, სტილი გავს, თუმცა ქართულად ნათარგმნი მსგავსი არაფერი მახსენდება...
ან შეიძლება მარკესი, მსგავსი რაღაც მაგასაც აქვს...

პ.ს. ისე არ გინდათ ცოტა ლოგიკურად სააზროვნო კითხვები დასვათ ხოლმე? აი ეხა ცქნაფოს კითხვა ვნახე თეიმურაზ I ზე რომ დასვა და ძაან მომეწონა, მასეთი კითხვები ჯობია, ერთი რომ სააზროვნოა და ლოგიკურად უნდა მიხვიდე პასუხამდე, და მეორე უფრო მეტ ინფორმაციას და ანალიზს შეიცავს, თორემ როცა ლიტერატურიდანაა კითხვები და ასე საზეპიროებს დავდებთ რთულია, თუ სასკოლო პროგრამა არაა არ გეხსომება კონკრეტულად მითუმეტეს თუ კითხვა გიყვარს და 10ზე მეტი წიგნი გაქვს წაკითხული სტილი და ქოთეიშენები შეიძლება აგერიოს ერთმანეთში...

არც ერთი არაა მანდედან. smile.gif


რატომღაც მგონია სოფი უპასუხებს ამ შეკითხვას, თუ შემოიხედა თემაში. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 18 2009, 11:07 PM

APAPAA

აქაც გაწევებია? biggrin.gif

გოგოებიც დაერიეთ ერთმანეთს "ლიტერატურულად" biggrin.gif?
აბა სიმწყანარე იყოს აქ smile.gif
რა-სად-როდის-ში მსუყე კითხვა გელოდებათ
smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 18 2009, 11:44 PM

ვახ sad.gif რატო ასე?


მოდი ვერსიას დავდებ biggrin.gif

ციტატა თითქოს მეცნობა, მაგრამ საიდან, არ ვიცი, მგონი ისევ ფორუმიდან, unsure.gif

მოკლედ: რუსია ავტორი?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 18 2009, 11:50 PM

ქეთინო

ციტატა
ვახ რატო ასე?


მოდი ვერსიას დავდებ

ციტატა თითქოს მეცნობა, მაგრამ საიდან, არ ვიცი, მგონი ისევ ფორუმიდან,

მოკლედ: რუსია ავტორი?

არა ქეთ, დიუმაა.

ციტატა მონტე-კრისტოდანაა. smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 19 2009, 03:20 PM

ნაინა

გენაცვალე ნაი 2kiss.gif ყოველთვის ვნახულობ ამ თემას,მაგრამ როგორც ყოველთვის,დაგვიანებით biggrin.gif

მე კი ვნახე შენი კითხვა,მაგრამ ნამდვილად აღარ მახსოვდა ეგ სიტყვები. სტილის გამო მარკესი და დიუმა ვიფიქრე,მაგრამ რადგან არ ვიყავი დარწმუნებული,აღარ დავწერე პასუხი.



1482 წლის 6 იანვარს პარიზელები ზარების რეკვამ გააღვიძა და დილიდანვე აამოძრავა,ააფორიაქა.
ამ დღეს გრევის მოედანზე სადღესასწაულო ცეცხლი უნდა აენთოთ,ბარაკის სამლოცველოსთან მაისის ხე დაერგოთ და მართლმსაჯულების სასახლეში მისტერია წარმოედგინათ.

ალბათ ბევრს გეცნოთ ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი."

დაასახელეთ, რა დღესასწაული იყო იმ დღეს.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 21 2009, 05:51 PM

ჰმ, ამდენი ხანი რატომ დუმხართო? huh.gif unsure.gif

სულ რომ არ გახსოვდეთ,ისე მიხვდებოდა კაცი პასუხს...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 21 2009, 11:56 PM

ქეთუ, იყოს, რატომ? ნაინას კითხვებიც ძალიან კარგია, ტექსტის სუნს გაგრძნობინებს მკითხველს. მე ეს სტილიც მომწონს. ამიტომ ცალსახად და ერთფეროვნად არ უნდა გვქონდეს კითხვები. ჩემი, ნაინას, სოფის - სულ სხვადასხვაა და მგონი, ყველა მსიაღებია. ახლა, ქოთეიშენი რა, ჯერ ეს მითხარი. გოგო, ქართულად მითხარი, ნუ ხმარობ ბარბარიზმებს biggrin.gif kiss1.gif
მომდევნო საკითხი - დაიცავით თანმიმდევრობა. borjghali-მ დასვა კითხვა და არავინ გასცა პასუხი, მის მერე მოდის სოფის კითხვა. ხვალამდე თუ არაფერი იქნება, ავტორებმა დადონ პასუხები.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 23 2009, 05:37 PM

ციტატა
1482 წლის 6 იანვარს პარიზელები ზარების რეკვამ გააღვიძა და დილიდანვე აამოძრავა,ააფორიაქა.
ამ დღეს გრევის მოედანზე სადღესასწაულო ცეცხლი უნდა აენთოთ,ბარაკის სამლოცველოსთან მაისის ხე დაერგოთ და მართლმსაჯულების სასახლეში მისტერია წარმოედგინათ.
ალბათ ბევრს გეცნოთ ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი."
დაასახელეთ, რა დღესასწაული იყო იმ დღეს.


ჩემი კითხვის პასუხია - ნათლისღება.

რატომღაც მეგონა გამოიცნობდით.. თან ზუსტად ნათლისღებას რო დავსვი კითხვაა user.gif
ჩვენთან ძველი სტილით,ხოლო კათოლიკეებში ჩვეულებრივ 6 იანვარი ნათლისღებაა.


ბარემ ერთ უმარტივეს კითხვას მოვაყოლებ:

რომელი სახელგანთქმული მწერალი მოღვაწეობდა ე.წ. "ელისაბედის ხანაში?"

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 23 2009, 07:23 PM

ციტატა(სოფი @ Jan 23 2009, 06:37 PM) *

ჩემი კითხვის პასუხია - ნათლისღება.

რატომღაც მეგონა გამოიცნობდით.. თან ზუსტად ნათლისღებას რო დავსვი კითხვაა user.gif
ჩვენთან ძველი სტილით,ხოლო კათოლიკეებში ჩვეულებრივ 6 იანვარი ნათლისღებაა.
ბარემ ერთ უმარტივეს კითხვას მოვაყოლებ:

რომელი სახელგანთქმული მწერალი მოღვაწეობდა ე.წ. "ელისაბედის ხანაში?"

ეჰ, რა გიყო, აბა sad.gif

არც ბორჟღალის პასუხია...

მე გავცე, თუ სხვებს ვაცალო?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 24 2009, 10:26 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ეჰ, რა გიყო, აბა

აბა რა უნდა მიყო,ვერაფერს მიშველი biggrin.gif 2kiss.gif

უბრალოდ,სამწუხაროა, რომ 5 კაცის გარდა არავინაა დაინტერესებულიsad.gif

ციტატა
მე გავცე, თუ სხვებს ვაცალო?

გაეცი.. შენ მარტო მაშინ არ უპასუხო,როცა ქართული ლიტერატურიდან იქნება კითხვებიsmile.gif და თუ მაინც ვერავინ გამოიცნო,ბოლო სიტყვა შენზე იყოს ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 24 2009, 10:40 PM

ციტატა(სოფი @ Jan 24 2009, 11:26 PM) *

თამარი_ცქნაფო

აბა რა უნდა მიყო,ვერაფერს მიშველი biggrin.gif 2kiss.gif

უბრალოდ,სამწუხაროა, რომ 5 კაცის გარდა არავინაა დაინტერესებულიsad.gif
გაეცი.. შენ მარტო მაშინ არ უპასუხო,როცა ქართული ლიტერატურიდან იქნება კითხვებიsmile.gif და თუ მაინც ვერავინ გამოიცნო,ბოლო სიტყვა შენზე იყოს ხოლმე biggrin.gif

sad.gif sad.gif ეჰჰჰჰ...


დაწერე პასუხი, გავიდა ორი დღე. არ დავწერ მე არაფერს, გავბრაზდი ძალიან. თუ გუგლში ვერ პოულობთ, სავარაუდო პასუხის დაწერა, ''გრეხი'' არ არის. რა ვერ გაიგო ამ საზოგადოებამ რა sad.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 24 2009, 10:48 PM

აბა აბა.. დამწუხრება არ ვნახო აქ biggrin.gif
შემოვლენ, ნუ ღელავთ smile.gif მანამდე თქვენის ნებართვით, გამოვაცოცხლებ თემას...

მაშ ასე.. "ელისაბედის ხანა"?
შექსპირი? სხვა ელისაბედი და სხვა ხანა არ ვიცი მე user.gif

თუ ქრისტოფერ მარლო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 24 2009, 10:53 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 24 2009, 11:48 PM) *

აბა აბა.. დამწუხრება არ ვნახო აქ biggrin.gif
შემოვლენ, ნუ ღელავთ smile.gif მანამდე თქვენის ნებართვით, გამოვაცოცხლებ თემას...

მაშ ასე.. "ელისაბედის ხანა"?
შექსპირი? სხვა ელისაბედი და სხვა ხანა არ ვიცი მე user.gif

თუ ქრისტოფერ მარლო? biggrin.gif

მე შექსპირი ვიცი და მარლოუ რა, ვითომა სეთი მნიშვნელოვანია შექსპირთან შედარებით? მაშინ იოლი კითხვაო, არ იტყოდა სოფი. რა ვიცი, ლოგიკურად ასე მგონია და biggrin.gif

პოსტის ავტორი: lelai თარიღი: Jan 25 2009, 06:25 AM

ელისაბედის ხანასთან და რენესანსთან შექსპირი გაახსენდება ყველას უთუოდ, თუმცა მარლო ინგლისური ტრაგიკული ჟანრის ფუძემდებლად ითვლება. ისე, ვარაუდობდნენ, რომ " ჭირვეულის მორჯულება" შექსპირმა მარლოს გავლენით დაწერა, თუმცა მარლოს კომიზმი ნაკლებად ახასიათებს.

ერთი კითხვას შემოგთავაზებთ მითოლოგიიდან, მაგრამ აქაც წავა, მგონი. თან საკმაოდ მარტივია, რომ არ დაიტანჯოთ smile.gif

თებელი ბრმა მისანი, რომელიც 7 წელიწადს ქალად იყო გადაქცეული smile.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 25 2009, 02:15 PM

ციტატა(lelai @ Jan 25 2009, 07:25 AM) *

ელისაბედის ხანასთან და რენესანსთან შექსპირი გაახსენდება ყველას უთუოდ, თუმცა მარლო ინგლისური ტრაგიკული ჟანრის ფუძემდებლად ითვლება. ისე, ვარაუდობდნენ, რომ " ჭირვეულის მორჯულება" შექსპირმა მარლოს გავლენით დაწერა, თუმცა მარლოს კომიზმი ნაკლებად ახასიათებს.

ერთი კითხვას შემოგთავაზებთ მითოლოგიიდან, მაგრამ აქაც წავა, მგონი. თან საკმაოდ მარტივია, რომ არ დაიტანჯოთ smile.gif

თებელი ბრმა მისანი, რომელიც 7 წელიწადს ქალად იყო გადაქცეული smile.gif


ვთქოოო?? laugh.gif tongue.gif

ტირესიასი (არადა ყველაზე ცუდად ვიცი ''თებეს ციკლი'') laugh.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 25 2009, 06:04 PM

ციტატა
ტირესიასი (არადა ყველაზე ცუდად ვიცი ''თებეს ციკლი'')

უი ეგ არ ვიცოდი biggrin.gif

სხვა?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 25 2009, 06:14 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 25 2009, 07:04 PM) *

უი ეგ არ ვიცოდი biggrin.gif

სხვა?

სხვა კითხვა? აგერ ბორჯღალის კითხვა უცდის პასუხს

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 25 2009, 07:12 PM

ციტატა
-ქალი სადაფივით უნდა იყოს, მზეზე ბრწყინავდეს და მთვარეზე ანათებდეს...
-სადაფივით კი არა, სარდაფივით,-შეუსწორა ...ემ,- ზამთარში თბილი, ზაფხულში - გრილი...

თუ გინდათ, გამოიცანით, ვისი ნათქვამია... ისე, ხო გენიალურადაა ამოსროლილი..?!

ანუ ეს ხომ?

არ ვიცი არ ვიცი... ქართველი კლასიკოსებიდან არის?


პ.ს. ეს რა ვნახე, ქეთუს პოსტები გამქრალა და კითხვა მაქ, რატომ? unsure.gif sad.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 25 2009, 10:24 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 25 2009, 08:12 PM) *

ანუ ეს ხომ?

არ ვიცი არ ვიცი... ქართველი კლასიკოსებიდან არის?
პ.ს. ეს რა ვნახე, ქეთუს პოსტები გამქრალა და კითხვა მაქ, რატომ? unsure.gif sad.gif

თვითონ გააქრეს და კარგდაც მოიქცნენ. smile.gif

ჰო, ეგ კითხვა

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 26 2009, 07:52 PM

ქეთინო
თამარი_ცქნაფო

კი გოგოებო,შექსპირზე მქონდა საუბარი 2kiss.gif

ციტატა
თვითონ გააქრეს და კარგდაც მოიქცნენ

მრავლობითში რატომ ლაპარაკობ? unsure.gif

ციტატა
-ქალი სადაფივით უნდა იყოს, მზეზე ბრწყინავდეს და მთვარეზე ანათებდეს...
-სადაფივით კი არა, სარდაფივით,-შეუსწორა ...ემ,- ზამთარში თბილი, ზაფხულში - გრილი...


ცქნაფუშ,დაწერე რა ამის პასუხი..

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2009, 08:40 PM

სოფი
ქეთუ თავის თავს არ ელაპარაკებოდა და იმიტომ. დიალოგი ორ პირს შორის ხდება biggrin.gif

სტილზე მაინც ვერ მიხვდით? დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველია''

პოსტის ავტორი: lelai თარიღი: Jan 27 2009, 10:09 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 26 2009, 08:40 AM) *

სოფი
ქეთუ თავის თავს არ ელაპარაკებოდა და იმიტომ. დიალოგი ორ პირს შორის ხდება biggrin.gif

სტილზე მაინც ვერ მიხვდით? დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველია''



მახსოვდა ეგ ფრაზა, სტილითაც ვეჭვობდი, რომ დოჩანაშვილი იყო, მაგრამ სანამ დავწერე ვარაუდი, პასუხი დაგიწერიათ. ახლა იმაზე ფიქრი მომკლავს, ვინ ამბობს მაგ ფრაზას smile.gif

რაც შეეხება ჩემს კითხვას, ტირეზიასი სწორია smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 27 2009, 07:36 PM

''დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული'' - აბა, რას მეტყვით, რისი თქმა სურდა აქ ლეონიძეს?

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 28 2009, 11:24 AM

გიორგი ლეონიძეზე რატომ არ არის გახსნილი თემა?
გახსნას ვინმემ, მიყვარს ეგ მწერალი

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 28 2009, 01:41 PM

მორცხვი ხარო? blink.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 28 2009, 05:45 PM

m16

ციტატა
გიორგი ლეონიძეზე რატომ არ არის გახსნილი თემა?
გახსნას ვინმემ, მიყვარს ეგ მწერალი


მერედა შენ რას აკეთებ? biggrin.gif
გახსენი შენ თვითონ,თან ასე გყვარებიაsmile.gif

თამარი_ცქნაფო
ციტატა
დიალოგი ორ პირს შორის ხდება

მაგდენი ვიცი,გმადლობ tongue.gif

ქეთინომ ქეთუზე გკითხა,შენ კიდე სხვაზეც უპასუხე tongue.gif ხოდა რო არ ვიცოდი ის სხვა ვინ იყო,მაგიტომ დავინტერესდი... თან მარტო დიალოგი კი არაა წაშლილი,არამედ ქეთუს თითქმის ყველა პოსტი huh.gif
აქ ეტყობა დიდი ამბები ყოფილა...

ციტატა
სტილზე მაინც ვერ მიხვდით? დოჩანაშვილის ''სამოსელი პირველია''

მივხვდი,ნამდვილად ვიფიქრე,რომ "სამოსელი პირველიდან" იქნებოდა,მაგრამ არ მახსოვდა და არ დავწერე.. აი,ვოტ ტაკ! tongue.gif



ხოდა რახაი შექსპირზე ჩამოვაგდე ლაპარაკი,ბარემ გამახსენეთ ერთი, "მეფე ლირში" რომელ პერსონაჟს ეკუთვნის სიტყვები:

"სულელი ის არის,ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა,
ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და
ფიცი უნამუსო დედაკაცისა."


ვის ახასიათებს ასეთი გამონათქვამები?

(მეორე წავშალე,მშვენივრად იგუგლებოდა biggrin.gif მე მაინც თქვენი პატიოსნების მჯერა smile.gif რავიცი,მაინც,ვინმეს ხელი არ წაუცდეს-თქო tongue.gif )

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 28 2009, 07:57 PM

სოფი
რაში გადარდებთ, ვინ რა წაშალა ohmy.gif თვითონ წრეს და თვითონვე შალეს, უჩვენოდ მორიგდნენ, ვაააა....


ჩემი კითხვა რატომ დაიგნორდა? ჯერ იმას გაეცით პასუხი

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 28 2009, 08:00 PM

თამარი_ცქნაფო

"ნინოწმინდის ღამეშია" ხო? unsure.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 28 2009, 08:04 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 28 2009, 09:00 PM) *

თამარი_ცქნაფო

"ნინოწმინდის ღამეშია" ხო? unsure.gif

კი და რას ნიშნავს, რა იგულისხმება?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 28 2009, 08:08 PM

ათაბაგის ქალის დახასიათებაა როგორც მახსოვს unsure.gif

"წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ მაყვალს შეფარებული "

რა დრო იყო, ამას რო ვსწავლობდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 28 2009, 08:12 PM

ა ნ უ კ ა
ვინ ათაბაგის ქალი?
მე ამას გეკიტხები:

რა იგულისხმება ამაში?

''დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული''

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 28 2009, 10:17 PM

ვახ, ნუთუ ფიზიკური სილამაზე აღწერა? biggrin.gif

მე კი მეგონა სულიერზე უბნობდა user.gif



და მეორე კითხვის სავარაუდო პასუხი:
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეგ მეფის მასხარაა? unsure.gif თუ გრაფის უკანონო ვაჟი?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 28 2009, 10:21 PM

ციტატა(ქეთინო @ Jan 28 2009, 11:17 PM) *

ვახ, ნუთუ ფიზიკური სილამაზე აღწერა? biggrin.gif

მე კი მეგონა სულიერზე უბნობდა user.gif
და მეორე კითხვის სავარაუდო პასუხი:
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეგ მეფის მასხარაა? unsure.gif თუ გრაფის უკანონო ვაჟი?


მოკლედ, ლეონიძის ლექსები ყოველთვის სიმბოლოებითაა დატვრითული. ათაბაგის ქალი, სილამაზე და ა.შ. ეს ისედაც ჩანს ზედაპირზე. საგულისხმოა, რომ ლექსი ნინოწმინდის რამეს ასახავს, ტავად ამ ადგილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რატომ ამ ადგილას და არა სხვაგან...


ჰოდა, სწორედ სულიერი სილამაზიდან გამომდინარე, სწორედ ნინოწმინდიდან გამომდინრე და ა.შ. წმინდა ნინო და ღვთისმშობლის მფარველობა იგულისხმება აქ smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 29 2009, 08:16 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
რაში გადარდებთ, ვინ რა წაშალა თვითონ წრეს და თვითონვე შალეს, უჩვენოდ მორიგდნენ, ვაააა....


გაჩერდი ახლა შენ tongue.gif
არც არავინ აპირებდა მათი საქმის გარჩევას.. დაწყნარდი 2kiss.gif

უბრალოდ, როგორც ჩანს, თემასაც გამოუცხადეს ბოიკოტი user.gif

ქეთინო
ციტატა
ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეგ მეფის მასხარაა?

yes.gif


სხვებმაც დასვით რა კითხვები smile.gif

ციტატა
წმინდა ნინო და ღვთისმშობლის მფარველობა იგულისხმება აქ


ვაა,რას ვიფიქრებდი..

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 3 2009, 09:17 PM

იიიი,ზარმაცებო თქვენ tongue.gif ისევ მე თუ დავსვი.


რომელ მწერალს ეკუთვნის სიტყვები:

"ვინც შეგირდი არ ყოფილა,ვერასოდეს გახდება ოსტატი."

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 3 2009, 09:25 PM

ციტატა(სოფი @ Feb 3 2009, 10:17 PM) *

იიიი,ზარმაცებო თქვენ tongue.gif ისევ მე თუ დავსვი.
რომელ მწერალს ეკუთვნის სიტყვები:

"ვინც შეგირდი არ ყოფილა,ვერასოდეს გახდება ოსტატი."


იიიი, კოწია tongue.gif

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Feb 4 2009, 11:19 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 3 2009, 09:25 PM) *

იიიი, კოწია tongue.gif

კოწიაა ამხელა პირველი პრეზიდენტის მამა? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 06:21 PM

ციტატა(xevsuri @ Feb 4 2009, 12:19 PM) *

კოწიაა ამხელა პირველი პრეზიდენტის მამა? tongue.gif biggrin.gif

პოლიტიკა ჩემი სტიქია არ არის tongue.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 4 2009, 07:22 PM

თამარი_ცქნაფო

გოგოო,შენ რა გითხრეს? ქართული ლიტერატურიდან თუ იქნება კითხვები,შენ არ გასცეოო biggrin.gif 2kiss.gif

თუ შენ გარდა მაინც არავინ უპასუხებდა და მოგერიდა? laugh.gif
ხოდა დასვი ახლა შეკითხვა 2kiss.gif


ცოტა გავაქტიურდეთ რაა,ვიქტორინის ჩატარება მინდაsmile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 4 2009, 08:14 PM

რა კარგ დროს ვნახე biggrin.gif


სკოლის პროგრამა კარგად ვიცი და სხვა..... :|

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 09:10 PM

ციტატა(სოფი @ Feb 4 2009, 08:22 PM) *

თამარი_ცქნაფო

გოგოო,შენ რა გითხრეს? ქართული ლიტერატურიდან თუ იქნება კითხვები,შენ არ გასცეოო biggrin.gif 2kiss.gif

თუ შენ გარდა მაინც არავინ უპასუხებდა და მოგერიდა? laugh.gif
ხოდა დასვი ახლა შეკითხვა 2kiss.gif
ცოტა გავაქტიურდეთ რაა,ვიქტორინის ჩატარება მინდაsmile.gif

მარტო ქართული? სხვაზეც მე გავეცი პასუხი და რა აზრი აქვს biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 09:22 PM

თამარი_ცქნაფო
მაინც ვითხოვთ კითხვას smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 09:55 PM

ვის ამკობს მწერალი ასეთი სიტყვებით, ვინაა ნაწარმოების ავტორი და რა ჰქვია ამ ნაწარმოებს?

,,წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი პირისახე, ამოწეული ყვრიმალები, ცხადი ნიშანი ცბიერებისა, ყბები მეტისმეტად განვითარებული.''


პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 4 2009, 10:06 PM

ციტატა
,,წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი პირისახე, ამოწეული ყვრიმალები, ცხადი ნიშანი ცბიერებისა, ყბები მეტისმეტად განვითარებული.''


ჯაყო?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:13 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ჯაყო?

არა ანუშკი, შორს ხარ smile.gif

ერტი მინიშნება: ქართული ლიტერატურიდან არაა შეკითხვა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 10:15 PM

არტურ კონან დოილი გამახსენდა რატომღაც, არ ვიცი რატო smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:19 PM

k@the

ციტატა
არტურ კონან დოილი გამახსენდა რატომღაც, არ ვიცი რატო

კარგია რომ გაგახსენდა ქეთუშ kiss1.gif
მაგრამ ამ შემთხვევაში შენც შორს ხარ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 10:29 PM

ციტატა(ნაინა @ Feb 4 2009, 10:55 PM) *

ვის ამკობს მწერალი ასეთი სიტყვებით, ვინაა ნაწარმოების ავტორი და რა ჰქვია ამ ნაწარმოებს?

,,წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი პირისახე, ამოწეული ყვრიმალები, ცხადი ნიშანი ცბიერებისა, ყბები მეტისმეტად განვითარებული.''

unsure.gif აუ, რატომ მეცნობა?

ჰიუგო? რა ვიცი, მეეჭვება

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:31 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
აუ, რატომ მეცნობა?

ჰიუგო? რა ვიცი, მეეჭვება

გეცნობა თამო და კი გამოიცნობ შენ,
ოღონდ ჰიუგო არაა kiss1.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 10:32 PM

მეც მეცნობა fiqri.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:33 PM

maZiebeli
მაგარი იოლია, იფიქრულე აბა smile.gif
ნინი სადაა ნეტა დღეს?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 10:34 PM

ციტატა
ნინი სადაა ნეტა დღეს?

მოგვიანებით შემოგვიერთდება ალბათ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 10:34 PM

მოვკვდები ახლა, უნაცნობესია ohmy.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 10:35 PM

დიუმა მგონია. დავრწმუნდი, რომ ვერ გავიხსენებ. მგონი საერთოდაც ცრუ განგაში ავტეხე და არც წამიკითხავს smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:38 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მოვკვდები ახლა, უნაცნობესია

ოღონდ შენ ნუ მოკვდები და დავდებ პასუხს biggrin.gif kiss1.gif

maZiebeli
ციტატა
დიუმა მგონია. დავრწმუნდი, რომ ვერ გავიხსენებ. მგონი საერთოდაც ცრუ განგაში ავტეხე და არც წამიკითხავს

დიუმაა კეეეე, მაგრამ ნაწარმოები რომელია? kiss1.gif
მაგ შეკითხვაში რამდენიმე კითხვა იყო თავმოყრილი.
დიუმა გამოცნობილია, ეხლა დანარჩენი გააგრძელეთ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 10:42 PM

რიშელი?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 10:45 PM

გადმოვიტანოთ

ციტატა(ნაინა @ Feb 4 2009, 09:55 PM) *

ვის ამკობს მწერალი ასეთი სიტყვებით, ვინაა ნაწარმოების ავტორი და რა ჰქვია ამ ნაწარმოებს?

,,წარმოიდგინეთ გრძელი და შავგვრემანი პირისახე, ამოწეული ყვრიმალები, ცხადი ნიშანი ცბიერებისა, ყბები მეტისმეტად განვითარებული.''


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:45 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
რიშელი?

ნწუ, კაი ვიტყვი პასუხს ბაღნებო.

ნაწარმოები ,,სამი მუშკეტერი''
აღწერილობა კი ეკუთვნის დარტანიანს.
ავტორი კი როგორც დავითმა თქვა ალექსანდრე დიუმაა. smile.gif

მულტფილმი რომ გადაიღეს დარტან ცუგა, ამ წიგნზე სულ ეგ ამუნია მახსენდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 10:47 PM

ციტატა(ნაინა @ Feb 4 2009, 11:45 PM) *

თამარი_ცქნაფო

ნწუ, კაი ვიტყვი პასუხს ბაღნებო.

ნაწარმოები ,,სამი მუშკეტერი''
აღწერილობა კი ეკუთვნის დარტანიანს.
ავტორი კი როგორც დავითმა თქვა ალექსანდრე დიუმაა. smile.gif

მულტფილმი რომ გადაიღეს დარტან ცუგა, ამ წიგნზე სულ ეგ ამუნია მახსენდება biggrin.gif

გაცინო? ვიფიქრე, მაგრამ ცბიერებას მაგაზე არ იქნება-მეთქი laugh.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:50 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
გაცინო? ვიფიქრე, მაგრამ ცბიერებას მაგაზე არ იქნება-მეთქი

biggrin.gif
არადა არის ცბიერებაც, დახასიათება კიდევ რომ გამეგრძელებინა, იქ ბერეტი და გასკონელიც არის ნახსენები და ძალიან გაადვილდებოდა tongue.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 10:50 PM

დარტანიანი? – ხოოო smile.gif

აშკარად ვბერდები smile.gif

დროა სასწრაფოდ გადავიდე გლახას თემაში და ოჯახი შევქმნა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 10:52 PM

ციტატა(ნაინა @ Feb 4 2009, 11:50 PM) *

თამარი_ცქნაფო

biggrin.gif
არადა არის ცბიერებაც, დახასიათება კიდევ რომ გამეგრძელებინა, იქ ბერეტი და გასკონელიც არის ნახსენები და ძალიან გაადვილდებოდა tongue.gif

laugh.gif ცხენიც რომ ყოფილიყო, საერთოდ...

ციტატა(maZiebeli @ Feb 4 2009, 11:50 PM) *

დარტანიანი? – ხოოო smile.gif

აშკარად ვბერდები smile.gif

დროა სასწრაფოდ გადავიდე გლახას თემაში და ოჯახი შევქმნა biggrin.gif

rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 10:54 PM

maZiebeli

ციტატა
დროა სასწრაფოდ გადავიდე გლახას თემაში და ოჯახი შევქმნა

კარგად მოგიფიქრებია დათო biggrin.gif biggrin.gif

თამარი_ცქნაფო
ციტატა
ცხენიც რომ ყოფილიყო, საერთოდ...

ჰოოო, დარტან ცუგას ყვითელი ცხენი რომ მეხსენებინა პასუხების წვიმა წამოვიდოდა biggrin.gif biggrin.gif

ისე ცხენსაც მაგრად ახასიათებს, ისე კარგად ადარებს დონ-კიხოტის როსინანტს რომ შეიძლება მაგასაც დაებნია ხალხი tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 11:09 PM

უი, დარტანიანი biggrin.gif
კაი იყო ნინ kiss1.gif

--

აბა, ვინ ჩამომიწერთ ბარემ დანარჩენი სამი მუშკეტერის ნამდვილ გვარებს წოდებებით?


ნეტა მე თუ მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 4 2009, 11:12 PM

ათოსი, ბართოსი და არამისი, იგივე არახისი, იგივე არასხვისი, იგივე მამამისი biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 11:14 PM

Tarzana
ბორთოსი კი არა და პორთოსი! უყურე ამას შენ kiss1.gif biggrin.gif

ეგ ფსევდონიმებია, მე გვარ-წოდებები მინდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 11:53 PM

გაიხსენეთ რა. არც ერთი მათგანის არ გახსოვთ?

სადაა ჩემი ათოსი-ეკატერინე kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 5 2009, 12:07 AM

k@the

ციტატა
გაიხსენეთ რა. არც ერთი მათგანის არ გახსოვთ?

სადაა ჩემი ათოსი-ეკატერინე

გრაფი დე ლა ფერი რომ ზუსტად მახსოვს ეგ ვიცი, დანარჩენს ვიხსენებ biggrin.gif

იმედია სკლეროზი არ დამემართება tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 12:09 AM

ნაინა
ურა! ეგ ერთი kiss1.gif
აბა, ველით დანარჩენებს.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 5 2009, 12:10 AM

მე პას biggrin.gif
მაგ ასაკის ამბები ძალიან გამმკრთალებია "არქივში" smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 5 2009, 12:11 AM

maZiebeli

ციტატა
მე პას
მაგ ასაკის ამბები ძალიან გამმკრთალებია "არქივში"

კაი ახლა, მე და შენ სხვადასხვა ასაკი გვაქვს თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 5 2009, 12:32 AM

პორთოსის სახელს ბოლომდე ვერ ვიხსენებ
მახსენდება ,,დუ ვალონ დე ბრასი დე.....'' რაღაცა,
მოვიტეხე ენა, იმედია გამახსენდება მოგვიანებით.

ისე ეგ დე ბრასი კიდევ რომელიღაც წიგნშია მოხსენიებული და იმასაც ვერ ვიხსენებ, ეჰჰჰ სიბერე, სიბერე biggrin.gif

ეხლა არამისზე გადავიდეთ tongue.gif
რენე დე ვენესი მგონი.
ეუფ, ამერია ერთმანეთში ყველაფერი თუკი რამე მაქვს წაკითხული biggrin.gif

რენე დ'არამის ვენესი თუ რენე დერბილი?

უფფ, ეხლა სხვებმაც იფიქრეთ რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 12:57 AM

ნაინა
პორთოსის ორი გვარი სწორიაა kiss1.gif
არამისის გვარი მე შევალიე დერბლეი მახსოვს მარა შეიძლება დერბილიც იყო, რავი დიდი დრო გავიდა biggrin.gif

დე ბრასიე არ მახოსვს, ისე გრაფ მონტე კრისტოში კადრუსს გავს ცოტა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 5 2009, 01:15 AM

k@the

ციტატა
არამისის გვარი მე შევალიე დერბლეი მახსოვს მარა შეიძლება დერბილიც იყო, რავი დიდი დრო გავიდა

ხოოო, მართალია, დერბლეა გვარი. kiss1.gif

პორთოსოს სახელი არაა ცნობილი, ამიტომ რამდენადაც მახსოვს და ვერ დავამტკიცებ რომ ზუსტად მახსოვს გვარი დე ბრასი დედიდან უნდა მოდიოდეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 01:30 AM

მე მგონი, ბარონი დუვალონ დე ბრასიე დე პიერფერონი იყო, თუ არ ვცდები ბოლო გვარი ცოლისაგან აიღო და ეგ ბარონობაც რაცხა ნახიმანდრები ქონდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 5 2009, 01:54 AM

უი, აქაც რა კარგი თემაა ...აქაც იყოს ჩემი კითხვა, დღეს კითხვებად ვიფრქვევი biggrin.gif

ბერნარდ შოუს აზრით, ბევრი მწერლის მთავარი უბედურება ის არის, რომ მათი ნაწარმოებების ეს ორი რამ ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. დაასახელეთ ეს ორი რამ... ?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 5 2009, 11:48 PM

პროლოგი და ეპილოგი? huh.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 12:23 AM

ციტატა(kesaria777 @ Feb 5 2009, 11:48 PM) *

პროლოგი და ეპილოგი? huh.gif


ახლოს ხარ, მაგრამ მთლად არა ...ისე ძალიან ცხელა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2009, 12:27 AM

ციტატა(nini1 @ Feb 6 2009, 01:23 AM) *

ახლოს ხარ, მაგრამ მთლად არა ...ისე ძალიან ცხელა smile.gif

წინასიტყვაობა და სარჩევი?
ან იქნებ სათაური და სარჩევი/ბოლო გვერდი?

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 12:29 AM

თამარი_ცქნაფო

კი, თამ თითქმის სწორეა, მაგრამ აი , უფრო კონკრეტულად ? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2009, 12:31 AM

ციტატა(nini1 @ Feb 6 2009, 01:29 AM) *

თამარი_ცქნაფო

კი, თამ თითქმის სწორეა, მაგრამ აი , უფრო კონკრეტულად ? smile.gif

huh.gif აქედან რომელი იყო სწორი, ახლა მეც დავიბენი

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 12:33 AM

ციტატა
სათაური და სარჩევი/ბოლო გვერდი


აი, ეს , უფრო რომ დააკონკრეტო..ერთი სწორეა და ბარემ მეორეც ..smile.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2009, 12:37 AM

ციტატა(nini1 @ Feb 6 2009, 01:33 AM) *

აი, ეს , უფრო რომ დააკონკრეტო..ერთი სწორეა და ბარემ მეორეც ..smile.gif

სათაური და ბოლო გვერდი. რა ხდება ბოლო გვერდზე, ფასი აწერია unsure.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 12:39 AM

ჩაგეთვალა მაინც აღარ გაგაწვალებ, პირველი და ბოლო ფურცელიო , ასე თქვა შოუმ smile.gif

ციტატა
ბერნარდ შოუს აზრით, ბევრი მწერლის მთავარი უბედურება ის არის, რომ მათი ნაწარმოებების ეს ორი რამ ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. დაასახელეთ ეს ორი რამ... ?

პირველი და ბოლო ფურცელი .

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2009, 12:40 AM

ციტატა(nini1 @ Feb 6 2009, 01:39 AM) *

ჩაგეთვალა მაინც აღარ გაგაწვალებ, პირველი და ბოლო ფურცელიო , ასე თქვა შოუმ smile.gif


პირველი და ბოლო ფურცელი .

ჰოოო... unsure.gif უცნაური მიდგომაა...
ერთხელ გამოცდაზე ლექტორმა მკითხა, ამ რომანის ბოლო თავს რა ჰქვიაო blink.gif და უარესი გითხრათ? ვიცოდი... რატომღაც წინა ღამეს დავაკვირდი, ნეტა ბოლო თავს რა ჰქვია-მეთქი blink.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:00 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
უარესი გითხრათ?


და მე რა დამემართა იცით? ფრანგული ლიტერატურის გამოცდაზე, ხომ წარმოგიდგენიათ ტრუბადურებიდან და ტრუვერებიდან დაწყებული რამდენი მწერალი და მიმდინარეობაა , არა და ვართ 12 ბავშვი და არ არსებობის ბილეთში საკითხის გამეორების შანსი, ხოდა შემხვდა პრუსტი ერთ-ერთი საკითხად, "დაკარგული დროის ძიებაში" კი მაქვს წაკითხული , მარა პრუსტის ბიოგრაფია არ მახსოვს , და წიგნიც ისე რა ..მოვალეობის მოხდის მიზნით გადავხედე ვეღარ ვასწრებდი და ...ნეტა ეს მწერალი არ შემხვდეს თქო და ... ნუ შემხვდაა, ვიცი რომ უნდა ჩავიჭრა და (ისეთი უცნაური ქალი იყო, 12 -დან 3 მმა ჩავაბარეთ მარტო) ხოდა დავიწყე ლოცვა , ისესოს ლოცვა, მეთქი ახლა რომ ჩავიჭრა გადავირევი ტქო და ჩემს წინ ვინც გავიდა გოგო, იმასაც ქონია ბილეტში პრუსტი, რაც მას კითხა ჩავინიშნე , იმან ბევრ რაღაცას ვერ უპასუხა და ლექტორი პასუხობდა , ნუ იმ გოგოს დაბალი ქულა დაუწერა, მე ჩავაბულბულე მოსაფიქრებელში პრუსტი და გადავრჩი ...smile.gif
არა და შანსი არ იყო, მწერლის კი არა და საკითხის გამეორების საერთოდ ,12 ბავშვში , ასე გადავრჩი, ისეთი კმაყოფილი დარჩა ის ლექტორი ..მერე სინდისმა შემაწუხა და გამოცდის მერე კარგად წავიკითხე smile.gif

ბარემ კითხვა პრუსტზე დავსვათ smile.gif

როდესაც კითხეს პრუსტს თუ რა არის ბედნიერება, მან უპასუხა : განუყოფელი და მარადიული ცხოვრება ... გვერდით " ვინ იგულისხმა პრუსტმა , ვის გვერდით ?

თანაც იგი იყო, მისი შთქგონების წყარო a075.gif
მინიშნებაც დავწერე smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 6 2009, 01:04 AM

ციტატა
მერე სინდისმა შემაწუხა და გამოცდის მერე კარგად წავიკითხე

მთავარიც ეგ ყოფილა kiss1.gif biggrin.gif


უი, კითხვაც ყოფილა.

უფლის გვერდით?

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:06 AM

k@the

ამ სიცხიანმა ორივეგან დავწერე , რა ,სად როდის თემაშიც და აქაც, რომელიც გენებოთ უპასუხეთ , მერე გავიპარები, თორე ავარდება ჩემი სიცხე 40-მდე smile.gif

ციტატა
უფლის გვერდით?


მეც ეგ ვიფიქრე სანამ გავიგებდი, მაგრამ არაო ..smile.gif


პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 6 2009, 01:09 AM

ცოლიის? ნუთუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 6 2009, 01:09 AM

nini1
სიცხეს უთხარი, მოგშორდეს და თავი დაგანებოს kiss1.gif უყურე ერთი მაგას, რეებს ბედავს.

მაშ, ვინმე კონკრეტულ პიროვნებაზე თქვა? თავის მეუღლეზე ნეტა?

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:10 AM

k@the

ციტატა
სიცხეს უთხარი, მოგშორდეს და თავი დაგანებოს უყურე ერთი მაგას, რეებს ბედავს.


kiss1.gif

აბა, სათვალავი ამერია ამ ზამთარს რამდენჯერ გავცივდი უკვე ...

მეუღლე არა...ისე ქალია, სწორი გზით მიდიხართ smile.gif
ახლა უკვე ადვილია მიხვდებით smile.gif



პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 6 2009, 01:13 AM

საყვარელიიი? laugh.gif
აქ მსგავსი პასუხი dntknw.gif biggrin.gif

ქალიშვილის? smile.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:14 AM

kesaria777 smile.gif

მაინც და მაინც საყვარელი რატომ ...

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 6 2009, 01:16 AM

საყვარელი ქალის გვერდთო tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:17 AM

kesaria777

ნწუ -ო biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 6 2009, 01:19 AM

ციტატა
ნწუ -ო

kiss1.gif biggrin.gif

დედისო? ეხა მარჩიელობა გამომდის unsure.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:22 AM

ციტატა(kesaria777 @ Feb 6 2009, 01:19 AM) *

kiss1.gif biggrin.gif

დედისო? ეხა მარჩიელობა გამომდის unsure.gif


ოო, ზუიტადო smile.gif

დედის გვერდითო , დედა ყვარებია განსაკუთრებულად, მისი სულიერი მეგობარიც ყოფილა და ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ამიტომ მის შემოქმედებაზეც , ნუ დედასაც ძალიან კარგი დახვეწილი, მაღალი ლიტერატურული განათალება ქონდა და სულ მისი დამსახურებაა პრუსტის მწერლობაც თურმე smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 6 2009, 01:26 AM

ვააა, მაგარი კაცი ყოფილა ეგ a075.gif ჩაეთვალა yes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Feb 6 2009, 01:32 AM

ციტატა
ჩაეთვალა


მააშ, დედა რომ ეწერა, მეც ისე გამიხარდა smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 18 2009, 08:59 PM

აქტიურობა აკლია თემასო biggrin.gif

აბა თუ გახსოვთ,იოსებ გრიშაშვილის ნამდვილი გვარი?


პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 18 2009, 11:58 PM

მე მახსოოოვს smile.gif
მამულაშვილი იყო smile.gif


პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 19 2009, 08:21 PM

მატასი

სწორად გახსოვს 2kiss.gif


ჰა,ადვილი,
დაასრულეთ შექსპირის კომედიის სახელწოდება "ყველაფერი კარგია,..."

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 19 2009, 11:25 PM

...რაც კარგად მთავრდება " tongue.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 19 2009, 11:26 PM

...რაც კარგად მთავრდება " tongue.gif

"All is well that ends well"

oooooops ორჯერ დაიპოსტა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 19 2009, 11:35 PM

უჩემოდ ანცობთ? biggrin.gif:

ცოტაც და მოგხედავთ tongue.gif


აქ სოფო ნამდვილ გვარებზე წერდა, ბარემ მიხეილ ჯავახიშვილის, ლეო ქიაჩელის, შიო არაგვისპირელის და შიო მღვიმელის ნამდვილი გვარები მითხარით tongue.gif

არ დაგუგლოთ!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 19 2009, 11:44 PM

მიხეილ ჯავახიშვილი ადამაშვილი იყო, შიო არაგვისპირელ დედაბრიშვილი , ქიაჩელი არ მახსოვს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 19 2009, 11:44 PM

ციტატა(მატასი @ Feb 20 2009, 12:44 AM) *

მიხეილ ჯავახიშვილი ადამაშვილი იყო, შიო არაგვისპირელ დედაბრიშვილი , ქიაჩელი არ მახსოვს

ქიაჩელი არ გახსოვს და შიო მღვიმელი გახსოვს? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 19 2009, 11:57 PM

თამარი_ცქნაფო
შენ წარმოიდგინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 20 2009, 12:01 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
აქ სოფო ნამდვილ გვარებზე წერდა, ბარემ მიხეილ ჯავახიშვილის, ლეო ქიაჩელის, შიო არაგვისპირელის და შიო მღვიმელის ნამდვილი გვარები მითხარით

არ დაგუგლოთ!

ვუპასუხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2009, 12:02 AM

ციტატა(მატასი @ Feb 20 2009, 12:57 AM) *

თამარი_ცქნაფო
შენ წარმოიდგინე biggrin.gif

აი, კარგი და პატიოსანი გოგო, არ დაგუგლა kiss1.gif

ციტატა(ნაინა @ Feb 20 2009, 01:01 AM) *

თამარი_ცქნაფო

ვუპასუხო? biggrin.gif

ქიაჩელს და მღვიმელს კი smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 20 2009, 12:06 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ქიაჩელს და მღვიმელს კი

kiss1.gif
ქიაჩელი--შენგელაია
მღვიმელი--ქუჩუკაშვილი

ჯავახიშვილის გვარს ანუ ადამაშვილს, ვერ ვიხსენებდი ვერაფრით,
გაიხარე მატას kiss1.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2009, 12:07 AM

ციტატა(ნაინა @ Feb 20 2009, 01:06 AM) *

თამარი_ცქნაფო

kiss1.gif
ქიაჩელი--შენგელაია
მღვიმელი--ქუჩუკაშვილი

ჯავახიშვილის გვარს ანუ ადამაშვილს, ვერ ვიხსენებდი ვერაფრით,
გაიხარე მატას kiss1.gif

smile.gif


ესეც ასე.


წავიდა ახლა თქვენი ავადმყოფი მოდერატორი, როცა სრულად გამოჯანმრთელდება, დაგაცხრებათ თავს ისევ smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 20 2009, 12:08 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
წავიდა ახლა თქვენი ავადმყოფი მოდერატორი, როცა სრულად გამოჯანმრთელდება, დაგაცხრებათ თავს ისევ

რა გჭირს თამ, შენც გრიპი ხომ არა გაქვს ჩემსავით?

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 20 2009, 12:10 AM

ციტატა
ქიაჩელი--შენგელაია
მღვიმელი--ქუჩუკაშვილი

smile.gif ქუჩუკაშვილს ვერ მოვიფიქრებდი ნამდვილადsmile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 20 2009, 12:15 AM

მატასი

ციტატა
ქუჩუკაშვილს ვერ მოვიფიქრებდი ნამდვილად

ერთი კვირის წინ, ილიაზე, აკაკიზე, გოგებაშვილზე და ნიკოლაძეზე ვეძებდი ინტერნეტში რაღაცეებს, ხოდა ამ ძებნა-ძებნაში მღვიმელსაც მივადექი და წავიკითხე, თორემ ჩემი სკლეროზის პატრონს მეც აღარ გამახსენდებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: May 14 2009, 11:06 AM

როცა გავცდით აკაციებს, გაკოცე და გაგაქციე biggrin.gif


აბა ვისია?

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 18 2009, 12:09 AM

აბა ეს ვისი სიტყვებია


"...სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა,
ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია...."



ძაალიან მარტივია smile.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 20 2009, 01:45 PM

რთულია ვითომ? g.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 21 2009, 03:13 PM

nino84
გამსახურდიაა მგონი


პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: Jun 21 2009, 03:56 PM

უფრო შექსპირის სონეტი smile.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 21 2009, 09:45 PM

T.L.

ციტატა
გამსახურდიაა

მართალი ხარ smile.gif

აქ დავდე სრული ვერსია http://church.ge/index.php?s=&showtopic=62&view=findpost&p=505626

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 21 2009, 09:49 PM

T.L.

ყოჩაღ მასწ... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 23 2009, 08:18 PM

M.M.

ციტატა
როცა გავცდით აკაციებს, გაკოცე და გაგაქციე აბა ვისია?

ახალი კითხვა ისე დავსვი, რომ შენი კითხვა პასუხგაუცემელი თუ იყო, ახლა შევამჩნიე... მე მაპატიეთ...
ისე დუმბაძეა მაგი

smile.gif

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 24 2009, 05:59 PM

კითხვა პსუხის რა მოგახსენოთ, მაგრამ გიორგი ლეონიძის პატარა მოთხრობა ,,მარიტა'' ეს არის სილამაზე ქართული ენით გადმოცემული შედევრი სილამაზისა, აი ასეთი ენით ვიცით ქართველებმა სილამაზის აღწერა. არ მეთანხმებით?

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Jun 24 2009, 06:17 PM

iveria.
გეთანხმებით ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: anaano27 თარიღი: Jul 17 2009, 03:13 AM




როგორ და ვისი მეშვეობით ეუწყა იოანე საბანისძეს სამუელ კათალიკოსის სურვილი, რათა მას აღეწერა აბოს წამება.

სამოელ ქართლის კათალიკოსმა(780-790 წ.წ.) ხსართან ხუცის ხელით წერილი გაუგზავნა იოვანე საბანისძეს- ღრმადმორწმუნე, მწერლობის ნიჭით დაჯილდოებულ , აბო თბილელის მეგობარ კაცს და დაავალა,დაეწერა წმინდა აბო თბილელის წამების ამბავი.რათა მომავალ თაობებს სცოდნოდათ ამ წმინდანის თავდადება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის.
სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს:ვინ მიგაჩნიათ ქართველი ხალხის მეგობრადო. მე მწერლის პასუხმა აღმაფრთოვანა: აბო თბილელიო,-იყო პასუხი.

უშანიკის მიხედვით, კერძოდ სად სჩანს რომ იმ დროინდელ საქართველოში
არსებობდნენ, ბატონები, აზნაურები, ანუ დიდებულები და ასე შემდეგ.

წმინდა შუშანიკთან ციხეში გამოსამშვიდობებლად მიდიოდნენ:აზნაურნი და უაზნონი, ზეპურნი(დიდებული) ქალები.

შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა. ''
მეტაფორაა: თეთრ-ყირმიზ , ბროლის მსგავს სახეს უმშვენებდა შავი თვალ-წამწამი, რომელთაც მერცხლის ფრთებივით შავი წარბები გადასჭიმვოდათ,

პოსტის ავტორი: anaano27 თარიღი: Jul 17 2009, 03:26 AM




აქ სოფო ნამდვილ გვარებზე წერდა, ბარემ მიხეილ ჯავახიშვილის, ლეო ქიაჩელის, შიო არაგვისპირელის და შიო მღვიმელის ნამდვილი გვარები მითხარით

1. მიხეილ ჯავახიშვილი- მიხეილ ადამაშვილი, მიხეილ ტოკლიკიშვილი
2. ლეო ქიაჩელი- ლეონ შენგელაია
3. შიო არაგვისპირელი- შიო დედაბრიშვილი
4. ეგნატე ნინოშვილი- ეგნატე ინგოროყვა
5. იროდიონ ევდოშვილი-იროდიონ ხოსიტასვილი
6. იოსებ გრიშაშვილი-იოსებ მამულაშვილი
7.ვაჟა ფშაველა_ლუკა რაზიკაშვილი
8. ალექსანდრე ყაზბეგი-მოჩხუბარიძე-ალექსანდრე ჩოფიკაშვილი
9. დუტუ მეგრელი-დუტუ ხოშტარია
10. შიო მღვიმელი-შიო ქუჩუკაშვილი

პოსტის ავტორი: anaano27 თარიღი: Jul 17 2009, 04:02 AM

''დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული'' - აბა, რას მეტყვით, რისი თქმა სურდა აქ ლეონიძეს?

წმინდა ნინოს ალუზიაა. წმინდა ნინო ხომ სამთავროს ბაღის განაპირას, მაყვლოვანში ბინადრობდა 6 წელი და კურნავდა ხალხს.
თამარ-ცქნაფო, თქვენ მოგმართავთ! შეიძლება, მეც დავსვა კითხვები?განსაკუთრებით თქვენი პასუხები მაინტერესებს. საერთოდ ვთვლი, რომ კითხვის დასმა ისეთი დიდი არეალიდან, როგორიც ლიტერატურაა, ადვილია, პასუხის გაცემა კი ბევრად ძნელი.
მაპატიეთ, ფორუმზე ახლი შემოსული ვარ, იქნებ თამაშის წესებს ვარღვევ? მოურიდებლად მამხილეთ. კითხვები რომ წავიკითხე, პასუხის გაცემა მომინდა

კითხვა:1. ვინ იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი და რომელმა მეცნიერებმა გახსნეს მისი ვინაობის საიდუმლო?

2. როგორ გგონიათ, რატომ არჩია ქართლის კათალიკოსის თანამდებობაზე ეფრემს არსენი გრიგოლ ხანძთელმა? ეფრემიც ღვთისგან გამორჩეული იყო თავისი სრულყოფილების გამო. თანაც ეფრემი უშუალოდ გრიგოლ ხანძთელმა დაიმოწაფა. არსენი კი ქრისტეფორემ და თეოდორემ. ასაკითაც ეფრემი არსენზე სამი წლით უფროსი იყო.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 17 2009, 01:25 PM

anaano27
უი, იმ კითხვას უკვე უპასუხეს, მაგრამ ეგ არაფერი smile.gif

რაც შეეხება კითხვებს, აქ ძირითადად ნაწყვეტებს დებენ ამა თუ იმ ნაწარმოებიდან და მერე უნდ აგამოიცნონ, რომელი პოეტისაა, საიდანაა ფრაზა და ა.შ. თუმცა ეს კითხვებიც იყოს. აბა, ვნახოთ, ვინ გამოიცნობს. მე არ ვცემ ხოლმე, უფრო ვაკონტროლებ, თიტქმის ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და რა ვქნა biggrin.gif

პ.ს. ვერ გავიგე. მეორე კითხვა არსენსა და ეფრემზე პასუხით დადეთ?

დიონისე არეოპაგელი=პეტრე იბერს და შალვა ნუცუბიძემ, ათი წლის შემდეგ ჰონიგმანმა. თუმცა ეს თეორია მსოფლიო მეცნიერებაში დიდად აღიარებული არაა. ეს ჩვენ გვასწავლიან ქართველებს, რომ აქსი0ომაააა, თორემ მსოფლიოს სხვადასხვა მეცნიერები დღესაც აქტიურად აყენებენ მრავალ თეორიას ამასთანდ აკავშირებით.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 12 2009, 09:00 PM

გაცოცხლდეს ეს თემა smile.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 12 2009, 10:40 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 12 2009, 10:00 PM) *

გაცოცხლდეს ეს თემა smile.gif



გაცოცხლდეს... biggrin.gif


წაკითხვა მეზარება და რა ხდება აქქ???


გააცოცხლეთ ვისაც ძალგიძთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 13 2009, 04:15 PM

ანნო

ციტატა
წაკითხვა მეზარება და რა ხდება აქქ???

ლიტერატურიდან ვწერთ ნაწყვეტებს და მერე უნდა გამოვიცნოთ რომელი ნაწარმოებიდანაა ან რომელ გმირზეა საუბარი და ა.შ. biggrin.gif


პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 08:03 PM

ა ნ უ კ ა
აუ გააცოცხლეთ რააააა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 08:43 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 13 2009, 05:15 PM) *

ანნო

ლიტერატურიდან ვწერთ ნაწყვეტებს და მერე უნდა გამოვიცნოთ რომელი ნაწარმოებიდანაა ან რომელ გმირზეა საუბარი და ა.შ. biggrin.gif




ვააა საინტერესოაა smile.gif




და ესეთი რაღაც:"ვის ეკუთვნის სიტყვები".....არ შეიძლებაა??? tongue.gif biggrin.gif

თუ იცით ვისია...

"და მეშინია...
ვფიქრობ:მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება."

a075.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 08:46 PM

ანნო
შეიძლება, მაგრამ კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დასვა რა, ასე ვერავინ მიხვდება... smile.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 08:49 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 13 2009, 09:46 PM) *

ანნო
შეიძლება, მაგრამ კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დასვა რა, ასე ვერავინ მიხვდება... smile.gif




როგორ???

რა დავაკონკრეტო?? unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 08:55 PM

რაღაც უფრო ტექნიკურ-ჩაკვარახჭინბულად ჯობს, თორე ეგრეც შეიძლება. ოდნავ მინიშნებაც

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 09:10 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 13 2009, 09:55 PM) *

ოდნავ მინიშნებაც


ხოოოო...

რავიცი რა ვთქვა... huh.gif

სიტყვებიდანაც იკითხება ის რო ტრაგიკული პიროვნებაა...როგორ მიგანიშნოთ :?:?:?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 13 2009, 09:17 PM

ანნო
ქართველია??


პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 09:19 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 13 2009, 10:17 PM) *

ანნო
ქართველია??




კიიი ქართველია....

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი a075.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 09:22 PM

კაი ჰოოო, დაიტანჯეთ biggrin.gif

ტერენტი გრანელია


მოკლედ, კითხვა ასე შეიძლებოდა დაგესვა: ამ პოეტს მუდამ სიკვდილის შიში ჰქონდა, უყვარდა სასაფლაოები და... საკუთარი და...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 13 2009, 09:23 PM

.....

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 09:26 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 13 2009, 10:22 PM) *

კაი ჰოოო, დაიტანჯეთ biggrin.gif

ტერენტი გრანელია
მოკლედ, კითხვა ასე შეიძლებოდა დაგესვა: ამ პოეტს მუდამ სიკვდილის შიში ჰქონდა, უყვარდა სასაფლაოები და... საკუთარი და...




არაფერს დააცდი რა ადამიანსს tongue.gif biggrin.gif


კაი გავითვალისწინებბ ხოლმეე a075.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:26 PM

ცქნაფო მასწავლებელოოოოო
გულის გამხარებე'ლ'ო biggrin.gif
კარგი კითხვები დასვი რააა wub.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:30 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 13 2009, 11:26 PM) *

ცქნაფო მასწავლებელოოოოო
გულის გამხარებელო biggrin.gif
კარგი კითხვები დასვი რააა wub.gif

laugh.gif მეზარება, ვზვარ და რაღაც ინტერვიუს ვაკეთებ biggrin.gif



პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:31 PM

თამარი_ცქნაფო

ხო, მითხრა თემომ, ცუდია რო არ მოხვედი user.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:34 PM

ციტატა(ნანინა @ Sep 13 2009, 11:31 PM) *

თამარი_ცქნაფო

ხო, მითხრა თემომ, ცუდია რო არ მოხვედი user.gif

ნუ გა,აოფებინებ sad.gif


შენც იყავი? sad.gif ეჰჰჰ...

კითხვა:

ვინ თარგმნა ქართულად პირველად გრიგოლ დიოლოღოსის ''დიოლოღონი''? უმარტივესია, მეზარება მოფიქრება და ეს მოგიგდეთ, მე საძაგელმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 11:35 PM

"მე ბედი მაქვს ასეთი,ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ.მე ის ფერები მიყვარდა,რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე,ისეთი ჩუქურთმები,თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ,ისეთი სამოსელი,რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება,და ახლა ბედმა იგი შემაყვარა,ვინც ბედისაგან განწირულია."



ეხლა ამას განმარტება არ სჭირდება...მგონია რო ყველა მიხვდება რომელი ნაწარმოებიდანაა...უბრალოდ ძაან მიყვარს ეს სიტყვები wub.gif


ისე ყოველი შემთხვევისთვის ცქნაფომ ხმა არ გაიღოს... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:37 PM

თამარი_ცქნაფო
აზრზე არ ვარ მარა გიორგი მთაწმინდელმა? unsure.gif ან ექვთიმემ ან რავიცი biggrin.gif

ანნო
კონსტანტინე გამსახურდია.
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლოესი ნაწარმოებია "დიდოსტატის მარჯვენა" wub.gif
მგონი არ ვცდები smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:40 PM

გარტყმაზე ხარ ხო? biggrin.gif ექვთიმემ. გიორგიმ ერთი კარგი რამ გააკეთა, ბევრ სიკეთესთან ერთად. იოანეს და ექვთიმეს ცოხვრებას ამ მამების მიერ დაწერილ-გადაწერილ-ნათარგმნი წიგნების სრულყოფილეამდე მსიული ნუსხა დაურთო.

ციტატა(ანნო @ Sep 13 2009, 11:35 PM) *

"მე ბედი მაქვს ასეთი,ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ.მე ის ფერები მიყვარდა,რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე,ისეთი ჩუქურთმები,თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ,ისეთი სამოსელი,რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება,და ახლა ბედმა იგი შემაყვარა,ვინც ბედისაგან განწირულია."
ეხლა ამას განმარტება არ სჭირდება...მგონია რო ყველა მიხვდება რომელი ნაწარმოებიდანაა...უბრალოდ ძაან მიყვარს ეს სიტყვები wub.gif
ისე ყოველი შემთხვევისთვის ცქნაფომ ხმა არ გაიღოს... biggrin.gif

კაი ახლა, უმარტივეს biggrin.gif

შორენამ რომ გადმოვიდა კედლიდან, დაუჩოქა არსაკიძეს, სული რომ სთხოვა დ აიმან ვერ მისცა, ეგ დაგეწერა ბარემ biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:41 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
გიორგიმ ერთი კარგი რამ გააკეთა, ბევრ სიკეთესთან ერთად. იოანეს და ექვთიმეს ცოხვრებას ამ მამების მიერ დაწერილ-გადაწერილ-ნათარგმნი წიგნების სრულყოფილეამდე მსიული ნუსხა დაურთო.


ხოოო smile.gif
გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინ თარგმნა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ, ლოგიკურად ვივარაუდე, რომ მთაწმინდელები იქნებოდნენ biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:43 PM

რომელი ნაწარმოების გმრიმა იმოგზაურა გუგულების ქვეყანაში?



ძაან მარტივია, გამანებეთ თავი, მივხედავ ინტერვიუს biggrin.gif

ციტატა(ნანინა @ Sep 13 2009, 11:41 PM) *

თამარი_ცქნაფო
ხოოო smile.gif
გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინ თარგმნა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ, ლოგიკურად ვივარაუდე, რომ მთაწმინდელები იქნებოდნენ biggrin.gif smile.gif

გოგო, რა ღვთისმეტყველი, გრიგოლ რომის პაპი ანუ დიოლოღოსი, ორმეტყველი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:45 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
გოგო, რა ღვთისმეტყველი, გრიგოლ რომის პაპი ანუ დიოლოღოსი, ორმეტყველი

doh.gif oops.gif
ლუდმა იცის რა g.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 11:46 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 12:40 AM) *


კაი ახლა, უმარტივეს biggrin.gif




ეგ ხო ვთქვი ისედაც რო უმარტივესია...

მარა უსაყვარლეს! biggrin.gif


მიყვარს გამსახურდია wub.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:49 PM

ჰოდა, კითხვა იყო გამსახურდიას ''ხოგაის მინდიდან'' biggrin.gif tongue.gif


პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 11:51 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 12:49 AM) *

ჰოდა, კითხვა იყო გამსახურდიას ''ხოგაის მინდიდან'' biggrin.gif tongue.gif



კითხვაა??? ohmy.gif ohmy.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:53 PM

ათი მცნება-შუამდინარეთი-მზე-სიყვარული-სიკვდილი-ფიქრების გახსნა-მარადიულობა


სუფთა ასოციაციურად მოგეცით ეს სიტყვები. თანამედროვე ქართველი მწერლის (პოეტის) ერთ-ერთი ნაწარმოებია. დაასახელეთ. ზოგი მინიშნება ირიბია...

ციტატა(ანნო @ Sep 13 2009, 11:51 PM) *

კითხვაა??? ohmy.gif ohmy.gif

ხოგაის მინდიმ იმოგზაურა გუგულების ქვეყანაში tongue.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:54 PM

თამარი_ცქნაფო

კაი რა მოდერ "რა პონტში" გვეკაიფები "ტო"? biggrin.gif laugh.gif
ლიტერატურას მოწყურებული ახალგაზრდები აქ რაცხას ვფხაკურობთ და შენ კდიე user.gif

რას შემოვდიოდი საერთოდ.... laugh.gif laugh.gif laugh.gif
აუ ამბოლო დროს ნამეტანი ხშირად ვიმეორებ ამ ფრაზას და ცუდადაა ჩემი საქმე tongue.gif

პ.ს. ერთი ოფი მაპატიე აქანე გაფიცებ მომღერალი გვარის წარმომადგენლებს tongue.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 13 2009, 11:57 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 12:53 AM) *

ათი მცნება-შუამდინარეთი-მზე-სიყვარული-სიკვდილი-ფიქრების გახსნა-მარადიულობა
სუფთა ასოციაციურად მოგეცით ეს სიტყვები. თანამედროვე ქართველი მწერლის (პოეტის) ერთ-ერთი ნაწარმოებია. დაასახელეთ. ზოგი მინიშნება ირიბია...





კაიი რააა...

მაგდენი სად შემიძლიაა tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 13 2009, 11:58 PM

ახლა ჩემს საყვარელა დგილს დაგიდებთ ამ ნაწარმოებიდან არ ვიცი, თუ იგუგლება და ნუ დაგუგლავთ რა, შეიძლება ამოაგდოს და ეგ არ ითვლება. ვერსია იქნებ გქონდეთ:


სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები

smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 13 2009, 11:59 PM

აუ გავედი მე აქედან მთვრალი ვარ laugh.gif
კითხვებზე ვიფიქრებ...
თანამედროვე ქართველმა მწერალმა დამაინტერესა unsure.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 12:01 AM

დავდო პასუხი?

აუუ, ვგიჯდებიიი, მიყვარს...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 14 2009, 12:02 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრისდა შენც გახსენი შენი ფიქრები,რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდიცხოვრო, როცა აღარ იქნები


ეს დადე კი, არ ვიცი user.gif
წინა კითხვა მიგვანიშნე რაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 12:12 AM

დასაწყისიც მევასება, აჰა, დავდებ biggrin.gif

ზეპირად ვიცი საყვარელია დგილები biggrin.gif


რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიDი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალქი ხელში უჭირავს სიცხეს.




რა წინა კითხვა, ეგ მინიშნებებიც და ლექსიც ერთისაა

ჰო, კაი...


ოთარ ჭილაძე ''თიხის სამი ფირფიტა'' kiss1.gif



ახლაი კიტხვა


ამ ნაწარმოების გმირი მხატვარი კი არა, მრებავი იყო, ის კუნძული უყვარდა ძალიან, ახლა რომ აღარ არსებობს ჩვენს ქალაქში, ათასი ჭორი დადიოდა მის გადახრაზე... ჰე, ესეც თანამედროვეა. აბა, რომელი ნაწარმოებია? რა მარტივ რაღაცებს ვსვამ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 12:15 AM

ციტატა
ამ ნაწარმოების გმირი მხატვარი კი არა, მრებავი იყო, ის კუნძული უყვარდა ძალიან, ახლა რომ აღარ არსებობს ჩვენს ქალაქში, ათასი ჭორი დადიოდა მის გადახრაზე... ჰე, ესეც თანამედროვეა. აბა, რომელი ნაწარმოებია? რა მარტივ რაღაცებს ვსვამ




აშკარად არ ვიცი unsure.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 12:16 AM

ციტატა(ანნო @ Sep 14 2009, 12:15 AM) *

აშკარად არ ვიცი unsure.gif unsure.gif unsure.gif

კაი, ვიცი, მაინც არ უპასუხებენ და მე დავწერ:

აკა მორჩილაძე ''გადაფრენა მადათოვზე და უკან''

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 12:19 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 01:16 AM) *

კაი, ვიცი, მაინც არ უპასუხებენ და მე დავწერ:

აკა მორჩილაძე ''გადაფრენა მადათოვზე და უკან''




არ მაქ წაკითხული user.gif



ცოტა ისეთი კითხვები დასვი ყველამ რო იცოდეს laugh.gif laugh.gif laugh.gif




ამ ორ ადამიანს შრის განხეთქილების მიზეზი ბანკი იყო...


ვინაა ეს ორი ადამიანი???




აიი ცქნაფ,ამას ქვია მარტივი კითხვა tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 12:23 AM

კარგიიი...


ისეთი კარგები იყვნენ... რამდენიმე... მანქანაც კი ჰყავდათ, ''კარლი''



აუ, სასაცილოა, ისე მარტივია biggrin.gif

ციტატა(ანნო @ Sep 14 2009, 12:19 AM) *

არ მაქ წაკითხული user.gif
ცოტა ისეთი კითხვები დასვი ყველამ რო იცოდეს laugh.gif laugh.gif laugh.gif
ამ ორ ადამიანს შრის განხეთქილების მიზეზი ბანკი იყო...
ვინაა ეს ორი ადამიანი???

აიი ცქნაფ,ამას ქვია მარტივი კითხვა tongue.gif biggrin.gif

ილია და მაჩაბელი? biggrin.gif


პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 12:51 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 01:23 AM) *

კარგიიი...
ისეთი კარგები იყვნენ... რამდენიმე... მანქანაც კი ჰყავდათ, ''კარლი''
აუ, სასაცილოა, ისე მარტივია biggrin.gif




"სამი მეგობარი"? blink.gif


tongue.gif

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 01:23 AM) *


ილია და მაჩაბელი? biggrin.gif



მაშ! biggrin.gif

საყვარლებიიი wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 12:55 AM

კი, სამი მეგობარი...



პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 01:06 AM

ეს მწერალი ტრაგიკულად დაიღუპა...


ეტლით სეირნობისას მეეტლეს ცხენი დაუფრთხა,მის დასაკავებლად წინ გადაწეული მწერლის მოსასხამის კალთა ბორბალში მოყვა და ეტლიდან გადმოაგდო... sad.gif


ვინ იყო ეს მწერალი???


პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 14 2009, 01:09 AM

ციტატა(ანნო @ Sep 14 2009, 02:06 AM) *

ეს მწერალი ტრაგიკულად დაიღუპა...
ეტლით სეირნობისას მეეტლეს ცხენი დაუფრთხა,მის დასაკავებლად წინ გადაწეული მწერლის მოსასხამის კალთა ბორბალში მოყვა და ეტლიდან გადმოაგდო... sad.gif
ვინ იყო ეს მწერალი???

ჭავჭავაძე


ილია არა ალექსანდრე biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 01:17 AM

ციტატა(ანნო @ Sep 14 2009, 01:06 AM) *

ეს მწერალი ტრაგიკულად დაიღუპა...
ეტლით სეირნობისას მეეტლეს ცხენი დაუფრთხა,მის დასაკავებლად წინ გადაწეული მწერლის მოსასხამის კალთა ბორბალში მოყვა და ეტლიდან გადმოაგდო... sad.gif
ვინ იყო ეს მწერალი???

გოგოოო, ეგრე კი არა, უნდ აგეკიტხა, რომელი პოეტი იყო ბარკლაი დე ტონის ადიუტანტი რუსეთ-საფრანგეთის ომის დროსო biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 01:23 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 14 2009, 02:09 AM) *

ჭავჭავაძე
ილია არა ალექსანდრე biggrin.gif




thumbs.gif thumbs.gif


"განმარტოებულად ვგრძნობ თავს.გარშემო ბნელა.მყვანან დედ- მამა,ნათესავები,ნაცნობები,მა
რამ მე იმათ ვერა ვცნობ,ვერა ვხედავ,ისინი ჩემთან არ არიან,ვერც ისინი მხედავენ,ვერა მცნობენ,მათ ვერ ჩამოუხედნიათ ჩემს გულში,რომ დაინახონ ჩემი გულისკვეთება."



ვის ეკუთვნის ეს სიტყვები a075.gif (სასურველია დაასახელოთ ნაწარმოებიც)





ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 02:17 AM) *

გოგოოო, ეგრე კი არა, უნდ აგეკიტხა, რომელი პოეტი იყო ბარკლაი დე ტონის ადიუტანტი რუსეთ-საფრანგეთის ომის დროსო biggrin.gif tongue.gif



მასე შენ იკითხე tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 14 2009, 01:28 AM

ანნო
ბარნოვის მიხას, ,,ტკბილ დუდუკში''

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 01:29 AM

ენაა ძალიან ჭოლა ლომთათიძე-შიო არაგვისპირელ-ნიკო ლომოურ-ვასილ ბარონოვული და ვერ ვიხსენებ, რომელია. მაგ პერიოდისაა (ვერ ვიტან!)

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 01:33 AM

ციტატა(ნაინა @ Sep 14 2009, 02:28 AM) *

ანნო
ბარნოვის მიხას, ,,ტკბილ დუდუკში''




yes.gif yes.gif yes.gif




ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 02:29 AM) *

ვერ ვიტან!



მიმიბანძა laugh.gif


სამაგიეროდ მე მიყვარსს tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 01:36 AM

ვერ ვიტან რა!


biggrin.gif

მაინც ვიცანი ენა

ანნო
რამ შეგაყვარა? ohmy.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 01:39 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 02:36 AM) *



ანნო
რამ შეგაყვარა? ohmy.gif



რატო გაგიკვირდაა??? tongue.gif



რავიცი მომწონსს a075.gif


ლომთათიძეც მომწონს yes.gif




ლომოური კიდე ბავშვობას მახსენებს biggrin.gif

"ალი" მიყვარდა ძაან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 01:41 AM

ხალხოსნები გყვარებია, გადი ხალხში biggrin.gif

წავეიდ, ძილი ნებისა kiss1.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 01:43 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 14 2009, 02:41 AM) *

ხალხოსნები გყვარებია, გადი ხალხში biggrin.gif

წავეიდ, ძილი ნებისა kiss1.gif




tongue.gif tongue.gif biggrin.gif



ტკბილი ძილი kiss1.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 02:39 AM

......................
"კაცნი მერვე საუკუნის
არ კვდებიან,გადია წლები,
სამშობლოსთვის დაღუპულნი, -
ორნი ძმანი მხეიძენი."



ავტოოოორ biggrin.gif





რა სულელური კითხვაა biggrin.gif biggrin.gif

პატრიოტულ ტალღაზე ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 14 2009, 08:24 AM

ციტატა(ანნო @ Sep 13 2009, 05:33 PM) *

yes.gif yes.gif yes.gif

ალბად 3-4 კვირის წინ წავიკითხე და თან მგონი მეორმოცედ,
იმიტომ გამახსენდა biggrin.gif

ისე, მახსოვს ერთხელაც იყო მსგავსი ფაქტი, რომელიღაც ნაწარმოები
ახალი გადაკითხული, მქონდა თავიდან და იქედან დასვეს შეკითხვა.

მოკლედ, მიმართლებს tongue.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 12:33 PM

ციტატა(ნაინა @ Sep 14 2009, 09:24 AM) *

ალბად 3-4 კვირის წინ წავიკითხე და თან მგონი მეორმოცედ,
იმიტომ გამახსენდა biggrin.gif

ისე, მახსოვს ერთხელაც იყო მსგავსი ფაქტი, რომელიღაც ნაწარმოები
ახალი გადაკითხული, მქონდა თავიდან და იქედან დასვეს შეკითხვა.

მოკლედ, მიმართლებს tongue.gif





ბედი გქონიაა რააა biggrin.gif biggrin.gif



მე ისეთი სკლეროზიანი ვარ ბავშვობაში და დაჟე რამდენიმე წლის წინაც წაკითხული წიგნების შინაარსი აღარ მახსოვს ხოლმე თუ ხელახლა აარ გადავიკითხე tongue.gif

ციტატა(ანნო @ Sep 14 2009, 03:39 AM) *

......................
"კაცნი მერვე საუკუნის
არ კვდებიან,გადია წლები,
სამშობლოსთვის დაღუპულნი, -
ორნი ძმანი მხეიძენი."
ავტოოოორ biggrin.gif



რა სულელური კითხვაა biggrin.gif biggrin.gif

პატრიოტულ ტალღაზე ვარ biggrin.gif


ეს კითხვა გადმომაქ მაინც...


ყოველი შემთხვევისთვის laugh.gif



პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 14 2009, 03:40 PM

ამ თემაშიც შემოიხედეთ ხოლმე რააა ხანდახანნ sad.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 14 2009, 10:52 PM

დაწერე პასუხი, ჩაგიფლავდა კითხვა biggrin.gif


''გაიპარებოდა ხოლმე დედინაცვალს
და დედის საფლავზე ტიროდა სქართველო''

თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსია. ლექსის სათაურსაც დაგიწერთ, თუ რამე

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 15 2009, 12:06 PM

მაჭავარიიანის იყო ის ლექსიიი tongue.gif


მოკლედ ჩვენ გარდა არავინ შემოდის ამ თემაში რააა sad.gif sad.gif


აი მაგის ავტორი არ ვიცი აშკარად იმიტო რო არ დამავიწყდებოდა...

ძაან ლამაზი სიტყვებია და მთლიანი ვერსია დადეე რააა kiss1.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 22 2009, 01:26 AM

"გულს მოუსმინე.მას ყველაფერი ესმის,რადგან სამყაროს სულის ნაწილია და ოდესმე ისევ მას დაუბრუნდება."



ჩვენ ვიმოგზაურეთ უდაბნოში...პირამიდებიც ვნახეთ...კიდევ ბევრი რამმმ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 22 2009, 01:32 AM

ანნო

ციტატა
გულს მოუსმინე.მას ყველაფერი ესმის,რადგან სამყაროს სულის ნაწილია და ოდესმე ისევ მას დაუბრუნდება."

ვიცი და დავწერო პასუხი?
ოღონდ ახალი წაკითხული არ მაქვს, ისე კარგია რომ გამახსენე, გადავხედავ თავიდან.
განმეორება ცოდნის დედააო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 22 2009, 01:34 AM

ციტატა(ნაინა @ Sep 22 2009, 02:32 AM) *

ანნო

ვიცი და დავწერო პასუხი?
ოღონდ ახალი წაკითხული არ მაქვს, ისე კარგია რომ გამახსენე, გადავხედავ თავიდან.
განმეორება ცოდნის დედააო biggrin.gif




დაწერე და დადე ახალი თუ გაქ...


ხო ვიცი სხვა მაინც რავინ შემოიხედავს ამ თემაში biggrin.gif biggrin.gif




პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 22 2009, 01:40 AM

ანნო

ციტატა
დაწერე და დადე ახალი თუ გაქ...

მაშინ გიპასუხებ,
კოელიოს ალქიმიკოსიაააა.


პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Sep 22 2009, 01:45 AM

ნაინა


ეგაა...

ძაან მიყვარს ეგ წიგნი და კოელიო...


რამდენიმე ფრაზას დავდებ კიდე იმავე ნაწარმოებიდან...აბა მაინც არავინ არაფერს დაწერს და არც ჩვენ ნაწერებს წაიკითხავენ მაინცდამაინც biggrin.gif




"სიყმაწვილეში ყველა ადამინმა იცის,რა ბედიც ელის.ცხოვრების ამ პერიოდში ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი - შესაძლებელი.ამიტომ არ ეშინიათ:ოცნებობენ და ისწრაფვიან იმისკენ,რისი გაკეთებაც სურთ.მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ,რომ ოცნების ასრულება შეუძლებელია."

wub.gif



ახალი დადე(თ) რაა...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 8 2009, 01:22 PM

ჰიჰიჰი ჰაჰაჰა.. დავდო ეხლა ნაწყვეტი რომელსაც ვერ გამოიცნობენ biggrin.gif

ციტატა
რა ქნა დააპირა
ჩხიკვმა შეყვირა!
ასე შეუკრთო მათ ჩხიკვმა გული,
ნდომა შაექმნათ მათ დაკარგული,
თრთოლით, ცახცახითა,
მოშლილის სახითა,
წამოხტნენ ჩქარად.

საიდანაა ნაწყვეტი? ავტორი და ნაწარმოები პლიიიზ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 23 2009, 07:27 PM

ჩემი ძველი თემაა.. გამოვაცოცხლებ ცოტა smile.gif


ვინ გაითქვა ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ სახელი,როგორც კოშმარული, საშიში და შემზარავი მოთხროებების ოსტატმა?

ქევანა

უი,ბოლო კითხვა შენი ყოფილაა.. ისე დაიწყე

ციტატა
დავდო ეხლა ნაწყვეტი რომელსაც ვერ გამოიცნობენ
წაუკითხავადაც მივხვდი, რომ ვერ გამოვიცნობდიbiggrin.gif

მოთმინებამ მიღალატა და გუგლს მივმართე პასუხისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა და კარგადაც ვიხალისე biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 24 2009, 03:41 AM

ედგარ ალან პო?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 27 2009, 05:07 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ედგარ ალან პო?

yes.gif

გაგიჭირდა ხო პასუხის გაცემა? biggrin.gif

სხვებს სძინავთ sleep.gif dry.gif


ბარემ მისი მოთხრობა "მკვლელობა მორიგის ქუჩიდან" დაგისვამთ კითხვას: ბოლოს ვინ აღმოჩნდა დედა-შვილის მკვლელი?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2009, 07:23 PM

სოფი
აბაა, რა რთული იყოოოო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 1 2010, 12:02 PM

ციტატა(სოფი @ Dec 23 2009, 08:27 PM) *

ვინ გაითქვა ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ სახელი,როგორც კოშმარული, საშიში და შემზარავი მოთხროებების ოსტატმა?

მაგ შეშლილი ადამიანის მეტს მგონი ბავშვობაში არაფერს ვკითხულობდი sad.gif
მიხვდით ხო რა სიტკბო მეღვრებოდა სულში biggrin.gif
ჩემთვის უკვე ფსიქოპატია ეგ მწერალი, მაგრამ ნეტა მე რატომ მივანდე მაგას თავი ყველაზე სათუთ ასაკში?! tongue.gif

:პოტენციურიფსიქოპატი: laugh.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 1 2010, 03:40 PM

ნონა

ციტატა
მაგ შეშლილი ადამიანის მეტს მგონი ბავშვობაში არაფერს ვკითხულობდი

უი, რატომ? ohmy.gif ასე ძალიან მოგწონდა,თუ სხვა არაფერი ჩაგივარდა ხელში? biggrin.gif ნამდვილად არ ღირდა მაგდენი ხანი ამ მწერალზე გაჩერებაmellow.gif

მძიმე ცხოვრება ჰქონდა. თავისთავად, ეს მის შემოქმედებაზეც აისახა...

ხოდა თუ ეგრეა,შენ გეცოდინება ამ კითხვაზე პასუხი biggrin.gif
ციტატა
მისი მოთხრობა "მკვლელობა მორიგის ქუჩიდან" დაგისვამთ კითხვას: ბოლოს ვინ აღმოჩნდა დედა-შვილის მკვლელი?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 18 2010, 05:18 PM

ამ თემას ნუ ჩააგდებთ, მე ვკითხულობ ხოლმე ინტენსიურად smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2010, 04:21 PM

KAIROS
მიგეღო კონკურსში მონაწილეობა

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 20 2010, 04:28 PM

ციტატა(სოფი @ Feb 1 2010, 04:40 PM) *

ნონა
უი, რატომ? ohmy.gif ასე ძალიან მოგწონდა,თუ სხვა არაფერი ჩაგივარდა ხელში? biggrin.gif ნამდვილად არ ღირდა მაგდენი ხანი ამ მწერალზე გაჩერებაmellow.gif
მძიმე ცხოვრება ჰქონდა. თავისთავად, ეს მის შემოქმედებაზეც აისახა...

ახ, სოფი, ბოლო კითხვა ჩემთვის დაგისვამს smile.gif
ეგ კითხვა თავიდანვე წავიკითხე მაგრამ პასუხი ვერ გავიხსენე sad.gif

ნამდვილად არ ღირდა, მაგრამ რატომღაც ვებღაუჭებოდი, თანაც ეს შეუფერებლად პატარა ასაკში...
სად ვიპოვე მაინც
მე-2 - მე-4 კლასებში ვიყავი მისით აღფრთოვანებული biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 22 2010, 04:23 PM

ნონა

ციტატა
პასუხი ვერ გავიხსენე

ეგ არაფერიsmile.gif

რადგან ვერავინ გამოიცნო,დავწერ სწორ პასუხს - ბოლოს დედა-შვილის მკვლელი აღმოჩნდა ორანგუტანი.

აი შემდეგი შეკითხვაც,უცებ დამარტყა თავში biggrin.gif

გოეთესა და ბაირონის რომელ ორ პოემას შეადარებდით ერთმანეთს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 6 2010, 09:18 PM

ციტატა
გოეთესა და ბაირონის რომელ ორ პოემას შეადარებდით ერთმანეთს?


ა? blink.gif huh.gif unsure.gif გოეთეს მარტო "ფაუსტი" ვიცი და ბაირონის ალბათ "კაენი"?

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Mar 7 2010, 01:23 AM

"მანფრედი" smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 7 2010, 10:13 PM

cocxali.gif რა კარგია,აღარ მეგონა ამ კითხვაზე თუ იყო ვინმე პასუხის გამცემი biggrin.gif

გოეთეს "ფაუსტი" და ბაირონის "მანფრედი"

kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 24 2012, 10:43 PM

1) როგორ მოიხსენიებდნენ ისტორიული რომანი "აივენჰოს" ერთ-ერთ გმირს, შავ აბჯარში ჩასხმულ რაინდს, რომელმაც სამკვიდრომოკლებული აივენჰო იხსნა ასპარეზობის დროს, მის რაზმს გამარჯვება მოუტანა და დღის ფლავნადაც ის დასახელდებოდა, უცებ რომ არ გაუჩინარებულიყო მოედნიდან?

2) სინამდვილეში ვინ იყო იგი?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 24 2012, 10:51 PM

სოფი

ციტატა
1) როგორ მოიხსენიებდნენ ისტორიული რომანი "აივენჰოს" ერთ-ერთ გმირს, შავ აბჯარში ჩასხმულ რაინდს, რომელმაც სამკვიდრომოკლებული აივენჰო იხსნა ასპარეზობის დროს, მის რაზმს გამარჯვება მოუტანა და დღის ფლავნადაც ის დასახელდებოდა, უცებ რომ არ გაუჩინარებულიყო მოედნიდან?

2) სინამდვილეში ვინ იყო იგი?

1. შავი რაინდი თუ ზარმაცი რაინდი
2. მეფე იყო, ჰენრი რომელიღაც biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)