IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:36 PM
პოსტი #541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერებმა ჰკითხეს: - მამა გაბრიელ, თუ შეიძლება, მამათა მონასტერში ტელევიზორი გვქონდეს, ინფორმაცია რომ მოვისმინოთო.

მამა გაბრიელმა უპასუხა: - ორმოცი წელია ბერი ვარ და ის ვერ დავიმსახურე, სენაკში ტელევიზორი მქონდეს. აბა, თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმეზეო.

ამ საუბრის შემდეგ ბერებს საერთოდ გაუქრათ ტელევიზორის ქონის სურვილი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2018, 09:54 PM
პოსტი #542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი პარასკევა ჰყვებოდა: სამთავროს მონასტრის დედები საყვედურობდნენ, - ისედაც რამდენს ვლოცულობთ, რამდენი ღვაწლი გვაქვს და რა მოხდებოდა, ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო.

საუბარს რომ მორჩნენ, მივიდა მათთან მამა გაბრიელი (ურგებაძე) და დაიწყო: "კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა, ჩქარა გაახსნილეთო". ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ავდექით და გავახსნილეთ.

მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: - მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთო.

როდესაც ხუთშაბათი დადგა, მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს - შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ სინდისი გაგვიღვიძა. ამის შემდეგ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:51 PM
პოსტი #543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი წვავდა მამა გაბრიელს (ურგებაძე), ამიტომაც მას ყინვა და სიცივე ვერაფერს ვნებდა. მამა არჩილ მინდიაშვილი ჰყვება, რომ ბერი გაბრიელი 1981 წლის ნოემბერში გაიცნო და შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გახდა: "სენაკად ვიტყვი, თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო, ფიცრული, საქათმე უწინ. ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია, როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული, სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე, შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის, უთქვამს: - მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო. იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი".

იგი საოცრად მკაცრი მმარხველი იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ: ხშირად თვეობით ჩაიკეტებოდა თავის კელიაში და საჭმელს არ იღებდა. იტყოდა: "ჩემი საქართველო საყვარელ საჭმელზე როგორ გავცვალო? ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პური მყოფნისო". ამბობდა ხოლმე: "კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო".


------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2018, 06:07 PM
პოსტი #544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი გოგონა, არქიმანდრიტ გაბრიელის სულიერი შვილი, ჰყვებოდა: ერთხელ ძალზე მომინდა ჩემი სულიერი მამის ნახვა. ვფიქრობდი, რა წავუღო-მეთქი. სამგზავრო 20 კაპიკიღა მქონდა. გადავწყვიტე, ერთი პური მეყიდა და ფეხით წავსულიყავი. ჩემი ნახვა გაუხარდა: - კერძი მოვამზადე და პური არ მქონდა. დაჯექი, ერთად ვისადილოთო. მერე კი მითხრა, კელიიდან გამოსვლა არ მინდოდა და ღმერთს ვთხოვე, პური გამოეგზავნაო."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2019, 08:36 PM
პოსტი #545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"ერთი წლის წინ ხელის თითები მეჭეჭებით ამევსო. ყოველ კვირას ახალ-ახალ ადგილებზე ჩნდებოდა. ექიმთან არც მივსულვარ. ერთხელ წავისვი მამა გაბრიელის სასწაულთმოქმედი ზეთი და ერთ კვირაში ხელებზე ერთი მეჭეჭიც აღარ მქონდა."

ნინი სილაქაძე
2012 წ.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2019, 11:38 AM
პოსტი #546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"ერთი წლის წინ დამისვეს დიაგნოზი - კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. ონკოლოგიურში ანალიზები ამიღეს და გამამზადეს საოპერაციოდ. წინა დღით მივედი მამა გაბრიელის საფლავზე და ვილოცე. დედა პარასკევამ დამლოცა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე მებრძოლა სიცოცხლისთვის. განმეორებით გამოკვლევაზე დიაგნოზი შეცდომა გამოდგა. ოპერაცია აღარ დამჭირდა. მხოლოდ ვმკურნალობ. მადლობა უფალს! მადლობა დედა პარასკევას, ლოცვით ბრძოლის ძალა მომცა."

ნარგიზა მიქიაშვილი
2012 წ. 18 აპრილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2019, 08:26 PM
პოსტი #547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბავშვმა ჭიდაობისას მიიღო მენჯ-ბარძაყის ტრავმა. მოხდა მოტეხილობის დახურული რეპარაცია და ჩონჩხოვანი დაჭიმვა 8 კგ. გირით. ერთი თვის მერე მოიხსნა გირი და მოხდა ერთთვიანი თაბაშირით შეხვევა. შედეგი იყო კარგი. ერთი წლის შემდეგ ბავშვმა დაიწყო კოჭლობა და ისევ მივმართეთ ექიმს, რომელმაც სასწრაფოდ გაგვიშვა კომპიუტერულ გამოკვლევაზე. დადგინდა, რომ მოტეხილობამდე ძვალს ჰქონდა პრობლემები. დაისვა დიაგნოზი: ბარძაყის ძვლის სიმსივნე, ანევრიზმული კისტა, ფიბროზული დისტროფია და ოსტეობლასტოკლასტომა.

დავიწყეთ ექიმებთან სიარული. აკვირდებოდნენ პროცესს, რადგან თუ სიტუაცია გაუარესდებოდა, უნდა მომხდარიყო ფეხის ამპუტაცია. ამ დროს ახლობელი ადამიანის ლელა წივწივაძის რჩევით დავიწყეთ მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის გამოყენება. პარალელურად ვაწარმოებდით რენტგენოლოგიურ დაკვირვებას. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელის საფლავზე ყოველი მისვლის შემდეგ ღრმულები ივსებოდა თავისთავად წარმოქმნილი ხტილებით. დაკვირვების შედეგად ექიმებიც იყვნენ გაოცებულნი, თუ რა სასწაულმა მოახდინა ფეხის განკურნება. ავადმყოფობის ამგვარი შემობრუნება იყო სასწაული, რომელიც მოახდინა მამა გაბრიელის ზებუნებრივმა წყალობამ."

აკაკი (ლადო) ნაჭყებია
2012 წ.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 04:56 PM
პოსტი #548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა ქეთევანი დაიბადა თავზე თანდაყოლილი ჰემანგიომით. ექიმმა გაგვაფრთხილა, რომ გაზრდის შემთხვევაში ბავშვს დაჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია. ხოლო, თუ ზომაში არ მოიმატებდა, მაშინ ყიფლიბანდის შეკვრის შემდეგ ამოკვეთდნენ. დავიწყეთ მამა გაბრიელის კანდელის ზეთის გამოყენება დილა-საღამოს. ერთი თვის შემდეგ ჰემანგიომა შემცირდა და გაფერმკრთალდა. 8 თვის შემდეგ კი ისე გაიწოვა, რომ მხოლოდ ნაწიბური დარჩა. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის!"

ქ. მჭედლიშვილი
რუსთავი, 2012 წ.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 10:39 PM
პოსტი #549


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"3 წლის ბავშვს აწუხებდა თირკმელები. დედა პარასკევას კურთხევით დავაწვინეთ მამა გაბრიელის საფლავზე და შევთხოვეთ განკურნება. მეორე დღეს აქოსკოპიამ აჩვენა, რომ თირკმლებში კენჭი აღარ იყო, რაც დიდი სასწაული იყო. ეხლა ბავშვი 6 წლისაა და აშკარად უკეთესადაა."

ალექსანდრე სოხაშვილი
2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2019, 12:15 PM
პოსტი #550


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წლების განმავლობაში მაწუხებდა მწვავე ჰემოროი, თავისი ტკივილებით. დავიწყე გაბრიელი ბერის ზეთის წასმა მტკივნეულ ადგილას. შედეგი მალე მივიღე. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მამა გაბრიელის სულის."

ა. ბუქულაშვილი
2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2019, 11:26 AM
პოსტი #551


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამისივდა მკერდი. მივედი ექიმთან ”სკრინინგ ცენტრში”. დამიმტკიცდა სიმსივნე, რომელიც უნდა მომეკვეთა, მაგრამ ოპერაციის თანხა არ მქონდა. ღამით ვიხილე: ვითომ ეკლესიაში შევედი, მაგრამ რა გავაკეთე, არ მახსოვს. დილით ლოცვებისას თვალი გამექცა მამა გაბრიელის ზეთისკენ. გადავწყვიტე დამეწყო წასმა ყოველ დილით. ერთ კვირაში მკერდი დაცხრა და თავის ფორმაში ჩადგა. გავიკეთე ხელმეორე ანალიზები და არაფერი აღარ აღმომაჩნდა. გაკვირვებული იყვნენ ექიმები - ასეთი პაციენტი არ გვყოლიაო! დღეს ჯანმრთელი ვარ და ამას მამა გაბრიელს ვუმადლი."

ქეთევან ბოგვერაძე
მაისი, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2019, 11:41 AM
პოსტი #552


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2008 წ. გავხდი მძიმედ ავად. ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს. ერთ თვეში შვილიშვილს ველოდებოდით და ექიმებს ვთხოვე, რომ ოპერაცია გადაედოთ. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ცხება. რამოდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ჩავიტარე გამოკვლევა. არავითარი ავადმყოფობის კვალი აღარ არსებობდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2019, 11:19 PM
პოსტი #553


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"2010 წ. სვეტიცხოვლობას წამოვედი თბილისიდან სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე დასასწრებად. ფულს ყოველთვის ვინახავ ჩანთის შუა ელვა შესაკრავიან ჯიბეში. სანთლები რომ შევიძინე, დამრჩა 50 ლარი. სხვა ფული არ მქონდა. რა თქმა უნდა შევინახე საიმედოდ და წირვას დავესწარი. როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი იყო ტაძარში, ძალიან დავიღალე. წირვა რომ დამთავრდა მომწყურდა. ვიფიქრე წყალს ვიყიდი და წავალ მამა გაბრიელის საფლავზე, როგორც წინასწარ მქონდა განსაზღვრული. გავხსენი ჩანთა და ფული აღარ არის. გავედი ტაძრის უკან მოფარებულში, გადმოვატრიალე ჩანთა, მაგრამ ფული არსად იყო. ძალიან შევწუხდი, უკან როგორ დავბრუნდე, სად დავკარგე...

ასე ცრემლმორეული გამოვეშურე სამთავროს მონასტრისკენ. მამა გაბრიელის საფლავზეც უამრავი ხალხი დამხვდა. დავდექი მეც მათ შორის. მხოლოდ ცას შევყურებდი ცრემლიანი თვალებით და ვლოცულობდი. უცებ გული ამიძგერდა ისე მძლავრად, რომ ხელი ვიტაცე გულზე... და ჩემი ფული ხელში გამიჩნდა, თითქოს გულიდან ამოვარდა. მე რა თქმა უნდა ტირილი ამიტყდა და მადლობა შევწირე მამა გაბრიელს. ასეთი ხილული სასწაულით ისეთი შეძრული ვიყავი, ჩავთვალე, რომ საიდუმლოდ უნდა შემენახა. ახლა ამეხილა თვალები და ვთვლი, რომ ყველამ უნდა გაიგოს."

ქეთევანი
თბილისი. ივნისი, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2019, 07:36 PM
პოსტი #554


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა ირაკლის 5 წლის ასაკში თავზე გაუჩნდა სოკოვანი დაავადება. გასცვივდა თმები, ჰქონდა ძლიერი ქავილი და მაღალი სიცხეები. როდესაც ბავშვს მამა გაბრიელის ზეთს ვაცხებდით და მამაო ჩვენოს ამბობდა - ქავილი უჩერდებოდა და იძინებდა. ეს გაგრძელდა დეკემბრიდან მაისამდე. ბავშვი სულ გამელოტდა. მამა გაბრიელის ზეთის ცხებით ბავშვს თმებიც ამოუვიდა და ახლა კარგად არის. დიდება უფალს და დიდება მამა გაბრიელს!"

ი. პაატაშვილი
თბილისი, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2019, 01:00 PM
პოსტი #555


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვიყავი ძალზედ ცუდათ. აღმომაჩნდა ცეროზი უმძიმეს ფორმაში. ჭრილობები აღარ მიხორცდებოდა და მქონდა საშინელი ტკივილები. თბილისში ახლობელმა მირჩია, რომ მეცხო მამა გაბრიელის ზეთი. თავის ტკივილმა იმწამსვე გამიარა. მომეცა დიდი იმედი. შემდგომში, კვლავ გავესინჯე საავადმყოფოში. ექიმებს ძლიერ გაუკვირდათ და მითხრეს - ცეროზი შეჩერდაო! მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ვარ ჯანმრთელად. სასწაულებრივი კურნების შემდეგ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. დიდება უფალს და მადლობა მამა გაბრიელს შემწეობისთვის!"

შალვა თევდორაძე
ფარცხანაყანები, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2019, 12:00 PM
პოსტი #556


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დამემართა ტუბერკულოზი. ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში. ამომაჭრეს ერთი ფილტვი, ხოლო მეორედან ყოველ 10 დღეში 1,5 ლიტრა სითხეს მიღებდნენ. კრიტიკული მდგომარეობა მქონდა და ვიყავი განწირული. მეგობარმა მირჩია წამეკითხა ლოცვა ”მამაო ჩვენო” და მეცხო მამა გაბრიელის ზეთი.

მოვილოცე სამთავროს მონასტერი და მამა გაბრიელის საფლავზე დავიჩოქე. როდესაც მიწას თავი შევახე ვიგრძენი საოცარი მადლი და მომეცა გამოჯანმრთელების იმედი. როდესაც მივედი საავადმყოფოში მორიგ პროცედურაზე, გაკვირვებულმა ექიმმა მითხრა, რომ რაღაც სასწაული მოხდა, ფილტვში სითხე აღარ გაქვსო! ეს იყო ჩემი ბოლო მისვლა საავადმყოფოში. სრულიად გამოვჯანმრთელდი და დავიწყე ჯანსაღი ცხოვრება. ღვინოსაც ვსვამ და კარგად ვიტან ფიზიკურ დატვირთვებს. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ წყალობისთვის."

რევაზ თევდორაძე
თბილისი, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2019, 12:13 PM
პოსტი #557


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამი დღის წინ 7 წლის ნიკუშა ეზოში თამაშის დროს მივიდა ბზიკების ბუდესთან. ბზიკებმა ხელის თითებზე 4 ადგილზე დანესტრეს და ერთიც სხეულზე. ბავშვს ხელი გაუსივდა და საშინლად ასტკივდა. მშობლებმა ნიკუშას ხელზე წმ. მამა გაბრიელის მირონი აცხეს (ლოტკინზე, არსენაძეების ოჯახში ხატიდან გადმოსული მირონი), რის შემდეგაც ბავშვს შეშუპება უმალ დაუცხრა და ტკივილმაც გაუარა. დანესტრილი ადგილები კარგად ემჩნევა, თუმცა თავს ძალიან კარგად გრძნობს.

დიდება უფალს და მადლობა წმ. მამა გაბრიელს!"

მ. აფხაზავა,
3 ივლისი,2015 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2019, 11:39 AM
პოსტი #558


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გწერთ იტალიიდან, მილანიდან, წმ.სერგი რადონეჟელის, წმ. სერაფიმ საროველის და წმ. მოწამე ბიკენტის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრიდან. გულთადად მიყვარს მამა გაბრიელი. დიდი ხანია მინდოდა მომეწერა ერთი საოცარი შემთხვევის შესახებ. გასული წლის ივლისში არქიმანდრიტ დიმიტრისთან (ფანტინი) და მომლოცველთა ჯგუფთან ერთად პირველად მოვილოცეთ საქართველოს წმინდა ადგილები. პირველივე დღეს მოვილოცეთ სამთავროს მონასტერი და მამა გაბრიელის საფლავი, თუმც, არაფერი ვიცოდით მის შესახებ. ძალიან მომეწონა გაბრიელ ბერის გამომეტყველება სურათებიდან და გულში გავიფიქრე - „აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბერი“, შევიძინე რამოდენიმე ფოტო და წავიღე მილანში.

რამდენად დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც დედა ელენას (მელნიჩუკი) ერთი ფოტო ვაჩუქე! მან კი გაოგნებულმა შეხედა ფოტოს და წამოიძახა: „ის არის! როგორც იქნა მივაგენი მას! რასაც კი იპოვი მის შესახებ აუცილებლად, აუცილებლად მომიტანე, რომ წავიკითხო!“ ამ დროს გამახსენდა, რომ ორიოდე თვის წინ, კვირას, როდესაც დედა ელენე ეკლესიაში მოვიდა საოცარი ამბავი გვიამბო. ძილში მას გამოეცხადა ერთი უკეთილშობილესი მოხუცი ბერი, რომელმაც მას აუხსნა, თუ როგორ უნდა გამოეცხო სეპისკვერი სწორად, რაც იმ პერიოდში დედა ელენეს არანაირად არ გამოსდიოდა. ბერი მას დიდხანს, დაწვრილებით ასწავლიდა ყოველივეს. როდესაც დედა ელენეს გამოეღვიძა, ვერ მიხვდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ბერი. მისი გარეგნობა დეტალურად ახსოვდა და დარწმუნებული იყო, რომ ის არ იყო არც რუსი და არც უკრაინელი, არც ძველად მოღვაწე ბერი, არამედ ჩვენი თანამედროვე წმინდანი. ვინაიდან უცნობი ბერი ბერძენს წააგავდა, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა წმ. ნექტარიოსი ან პაისი ათონელი ყოფილიყო. დედა ელენე დააკვირდა მათ ფოტოებს, მაგრამ დარწმუნებით თქვა, რომ ის სულ სხვა ბერი იყო. გავიდა დრო და ეს ამბავიც მიგვავიწყდა.

და აი, საქართველოში სიწმინდეების მოლოცვის შემდგომ შევიტყვეთ, რომ ის უცნობი წმინდანი თურმე გაბრიელ ბერი ყოფილა! რომელმაც მიგვიყვანა თავისთან, ჩვენ კი მასზე არაფერი ვიცოდით. შემდგომში ინტერნეტში აღმოვაჩინეთ გვერდი გაბრიელ ბერის შესახებ, წავიკითხეთ მისი ცხოვრება და აღსრულებული სასწაულები. შევიძინეთ აგრეთვე „ბერის დიადემა“, რაც საუკეთესო საჩუქარი იყო დედა ელენესთვის. განუყრელად თან მაქვს გაბრიელ ბერის ფოტო, ვევედრები მას და ვგრძნობ კიდეც მის მეყვსეულ შემწეობას და საოცარ სიყვარულს. უფალი ჩვენი - სიყვარულია. ამ ზამთარს მეგობრებმა საქართველოდან ჩამოგვიტანეს გაბრიელ ბერის კანდელის ზეთი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ არსებობს ვებგვერდი მამა გაბრიელზე და ვიმედოვნებ, რომ მის შესახებ მრავალი ადამიანი შეიტყობს."

ქრისტესმიერი სიყვარულით,
ბერი სილუანე (იაროსლავცევი)
იტალია, 2012 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2019, 11:14 AM
პოსტი #559


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა ელენე (მელნიჩუკი) ბოლო თვეების განმავლობაში უვლის მოხუც ქალბატონს, რომლის მოვლაზეც უარი თქვა ყველა ჰოსპიტალმა. მისი მდგომარეობა ურთულესია, ის შეურაცხადია და არასდროს სძინავს. ამავედროს, არ შეუძლია ერთ ადგილზე არც დგომა, არც წოლა, სულ დარბის და ყვირის. ეჩხუბება ადამიანებს, ყრის ნივთებს. ერთ წუთსაც კი არ ჩერდება. მისი მოვლა-პატრონობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ კლინიკაში, საწოლზე მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში, რაზედაც მისმა შვილებმა სიბრალულით უარი განაცხადეს და დათანხმდნენ, რომ დედა ელენეს ეზრუნა მათ დედაზე.

იმ ოთახში, სადაც ქალბატონი ცხოვრობს არაა ნივთები, ან სპეციალურადაა მიმაგრებული, რომ ვერ შეძლოს გადაყრა. ამდენად, დედა ელენეს ცხოვრება ჯოჯოხეთური იყო. დღისით მხოლოდ რამოდენიმე წუთით თუ ახერხებდა დაძინებას. ლოგინზე მუდამ ხელით უნდა დაეკავებინა მოხუცი და თუ გაიქცეოდა, უნდა სასწრაფოდ დაეჭირა. კვირაობით წირვაზე დედა ელენე ცოცხალ-მკვდარი მოდიოდა.

ამაღლების დღესასწაულამდე მოვახერხე საეკლესიო სლავურ ენაზე მეთარგმნა წმ. გაბრიელ ბერის დაუჯდომელი (ავტ. თინათინ მჭედლიშვილი), ამოვბეჭდე და გადავეცი დედა ელენეს. და მოხდა სასწაული! პირველივე წაკითხვის შემდეგ მოხუცი დამშვიდდა და დილამდე ეძინა! დედა ელენე ვერ იჯერებდა სასწაულს და ჩემთვისაც აქამდე არაფერი უთქვამს. ამაღლებიდან თვეზე მედი გავიდა და მოხუც ბებიას ღამე უკვე ნორმალურად სძინავს.

ერთხელ, დედა ელენემ დაუჯდომლის შემდეგ ლოცვების წაკითხვა ვერ მოახერხა და იმ ღამეს მოხუცს მხოლოდ ღამის 3 საათამდე ეძინა, შემდეგ კი ისევ სირბილი დაიწყო აქით-იქით. ყველა სხვა დღეებში, როდესაც დედაო დაუჯდომელს სრულად კუთხულობს, მოხუცსაც დილამდე სძინავს. იტალიელებს ვერ აუხსნი ყოველივე ამას. მათ უხარიათ და ჰგონიათ, რომ მოხუცს წამლები შველის. დედა ელენეს კი ეღიმება, ავადმყოფი ქალბატონი უკვე 8 წელია ამ მდგომარეობაშია და წამლებსაც არანაირი შედეგი არ მოუციათ... წმინდაო გაბრიელ ბერო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

მღვდელმონოზონი სილუანე (იაროსლავცევი)
იტალია, 2015 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2019, 09:52 PM
პოსტი #560


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ დამავიწყდება მისი მუდამ მომტირალი სახე - მხოლოდ საკუთარს კი არა, მთელი სამყაროს ცოდვებს დასტიროდა!"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი