IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ოკულტიზმი
George Leluashvili
პოსტი Aug 15 2011, 06:02 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით!

ამ თემის გახსნა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ თანამედროვე ოკულტური მოვლენებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული.

დღეს ეს თემა ფართო საზოგადოებაში და რელიგიურ ადგილებში ძალიან აქტუალურია. ყველა განსხვავებულად უყურებს და აღიქვამს მას. ზოგს ეს უბრალოდ გართობა ჰგონია, ზოგს-ავადმყოფობისაგან თავდახსნის საშუალება, ზოგი კი მთელი სერიოზულობით მისდევს ამ საქმიანობას.

მე თავდაპირველად მსურს ოკულტიზმი მართლმადიდებლური კუთხით განვიხილო და შემდეგ ვისაც სურვილი გექნებათ, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი.


IPB-ს სურათი

ოკულტიზმი (ლათ. occultus - საიდუმლო, ფარული) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით.

ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, მკითხაობა და ა.შ.



“როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ

სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს),

რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”.

წმ. იოანე ოქროპირი (სნეულებათა მისნობის შესახებ)


IPB-ს სურათი



{ოკულისტებში ვგულისხმობ ექსტრასენსებს, მკითხავებს, ჯადოქრებს, ასტროლოგებს, სპირიტისტებს და სხვა }


საღმრთო წერილში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ოკულტიზმი, მისნობა, ჯადოქრობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, ცრუწინასწარმეტყველება ყველგან დაგმობილია უფლის მიერ. რჯულის კანონში მკითხავი, ისევე როგორც კაცის მკვლელი, ერთი და იმავე სასჯელის ზომით განიკანონება ეკლესიის წიაღიდან და მოუნანებლობის შემთხვევაში ანათემასაც გადაეცემა.


ოკულისტების საცდური



ოკულისტების მიერ წამოსული საცდური ორგვარია, ერთია ადამიანთა უმეცრებაზე დაფუძნებული მოხერხება და მზაკვრული ქმედება – ფარისევლობა და მეორეა ბოროტი სულის სასწაულები, რომელსაც შეუძლია ცრუ და დამღუპველი სასწაულებიც მოახდინოს. ზოგჯერ რაიმეს გამოცნობით ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ და ასე ჩამოაშორებენ ცხონებას.


ოკულისტების ზებუნებრივი ძალის შესახებ



ადამიანს ღვთისგან უამრავი ძალა აქვს მინიჭებული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მეცნიერულად შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. თუმცა ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ძალები ბოლომდე შეიმეცნოს. დღეს ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ათ პროცენტს იყენებს. როცა ადამიანი დაეცა და დაემონა ბოროტ სულს, ეშმაკიც მასთან შევიდა ურთიერთობაში. ამიტომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, შეიძლება ბოროტი ძალების ზეგავლენა იყოს და აღმოჩნდეს ბოროტი სულების ბადეში გაბმული. ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ გვაქვს რაიმე გამოვლენა, თუნდაც ბიოველები, უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვილოცოთ და უფლის ნებით ყოველივე ისე აღესრულდება, როგორც ჩვენი სულის ცხონებას შეესაბამება.


გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის რეალურობის შესახებ



ე.წ. სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა ილუზიაა, რეალობა კი ისაა, რომ სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ბოროტ სულს, სატანას უკავშირდება და ამ სასწაულით მოხიბლული მთავარს – ცხონებას აკლდება.

წმ. მამათაგან ნათქვამია, თაფლით სავსე კასრში ერთი წვეთი შხამიც რომ ერიოს, ის საშიშია ადამიანისათვის. ეშმაკმა კიდეც რომ ბევრი სასწაული გვიჩვენოს, მას ძალუძს ერთი წვეთი ისეთი საცდურიც შეურიოს მრავალ მაცდუნებელ ცრუ-სასწაულებში, რომ ადამიანი დაღუპოს და უფლის მადლს ჩამოაშოროს.

თანამედროვე სპირიტიზმი არის მოძღვრება საიქიოსა და მასთან ურთიერთობაზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება.

რა თქმა უნდა, ამ მატერიალური სამყაროს გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ვაღიარებთ, რომ არსებობს ზეციური სამყარო – ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზებიც და დემონებიც, რომლებიც ასევე აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს და ცდილობენ, ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ და თავისუფლების მქონე ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუცვალონ არასწორი და მადლს მოკლებული სარწმუნოებით.


ოკულისტების მიერ გამოთქმული სიმართლე



როდესაც ბოროტი სულები ანგელოზები იყვნენ, შეეძლოთ ჭეშმარიტება გამოეთქვათ. სპირიტიზმის საშუალებით, ამ რიტუალის ჩამტარებლებთან, ცხადდებიან არა მიცვალებულთა სულები, არამედ თავად ბოროტი სულები, რომლებმაც უწყიან იმ მიცვალებულის ხასიათი, მსოფლმხედველობა და მის მსგავსად ესაუბრებიან იმ ხალხს, რომლებიც სპირიტიზმის ქურუმებთან მიდიან. ადამიანს კი ჰგონია, რომ მას მიცვალებული ესაუბრება, სინამდვილეში კი ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი რამ იცის ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეკლესია ამიტომ უარყოფს ექსტრასენსების, სპირიტიზმის მიმდევრების, მისნების, მკითხავების და ვარსკვლავთმრიცხველების საქმიანობას. ისინი შეიძლება ბევრ რამეს მართალს ამბობენ, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანის სული დაღუპოს.


ოკულტიზმით გატაცება



ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფელები არ უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სპორტში დადებითი. ადამიანს, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და მისი დახმარებით ადვილად გაარჩევს, რა არის ამ სპორტში კარგი და რა ცუდი.

აღმოსავლური სპორტის ზოგიერთ სახეობებში არის მედიტაცია, რელიგიური რიტუალები, ბუდისტური ლოცვები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. ხოლო რაც გამაჯანსაღებელია იმ სპორტში, ამას ჩვენი ეკლესია მიიღებს.

წმინდა ბასილი დიდს აქვს ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება ბოროტი წიგნების გამოყენება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: სიყრმიდანვე მან დაისწავლა ბევრი საღვთისმეტყველო წიგნები და ასევე ამაქვეყნეული წიგნებიც და რაიცა ჯირკვალი იყო განაგდო და რაიცა კარგი იყო, შეიწყნარაო. ანუ, ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმდენად დახვეწილი გონება და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომ შეეძლოს ადვილად გაარჩიოს თეთრი შავისაგან. ყველაფერში შეგვიძლია ვნახოთ დადებითი მარცვალი და ის შევიწყნაროთ.


აღმოსავლური მედიცინა



უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩინურ მედიცინას და მის დადებით მხარეებს ხშირად ახსენებს. ყველა რელიგიაში არსებობს მარცვალი ჭეშმარიტების და ბუნებრივია, ამის გამო მათი რელიგია არ უნდა ვაღიაროთ. თავად ღმერთის ჭეშმარიტების მარცვლები ბევრ რელიგიაში შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ რელიგიების ბადეში არ გაებმებოდა, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ გავარჩიოთ კარგი მარცვალი თუნდაც აღმოსავლურ რელიგიურ მედიცინაშიც. ბევრი რამე მისაღებია მედიცინის კუთხით, მაგრამ რიტუალები ჩვენთვის მიუღებელია და მის აღიარებას არც პატრიარქი და არც ეკლესია არ დაუშვებს.

იოგას მიმდევრები ჯვრის ნაცვლად ბუდისტურ ხის ბზით გაკეთებულ ფსკვნილს ატარებენ, ფსკვნილს ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ბუდისტური რელიგიის ნიშანია. ისინი, ფაქტობრივად, ტრადიციული რჯულის ნახევრად უარმყოფელნი არიან, რადგან გულზე ჯვარი აღარ უკეთიათ.


ქირომანტია (ხელისგულზე მკითხაობა)



ხელის გულზე მკითხაობამ შეიძლება ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ქირომანტები ამბობენ, რომ ხელის გულზე ხაზი თუ სადღაც წყდება, ადამიანი ახალგაზრდა იღუპება. თუ მკითხავი ადამიანს ამას ეტყვის, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიურად შეირყეს ან თუნდაც რაიმე დაემართოს, ან გულის შეტევით გარდაიცვალოს, ან ამ ფიქრებში ავტოკატასტროფა შეემთხვეს, ყოფილა შემთხვევები როცა ასე დაუსრულებიათ სიცოცხლე.

ჩემი მრევლის ერთ-ერთ წევრს მკითხავმა უთხრა, რომ ის ახალგაზრდობაში თავს ჩამოიხრჩობდა. ერთხელაც ჩამოკიდა ბაწარი და თავი გაუყარა, შემთხვევით მამა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა.
შემდეგ მე მომიყვანა. ამ ახალგაზრდას ხმა ესმოდა: ადექი, გააკეთე, მოვიდა ის დრო, რასაც მკითხავი გეუბნებოდა, ასე მონა გახდა ეშმაკისა. ამ ისტორიას ქადაგებისას ხშირად ვიხსენებ და მკითხაობის სისაძაგლეს ვაჩვენებ მრევლს.

ჯადოქრები, ე.წ. პარაფსიქოლოგები ძველ და ახალ აღთქმაში შეჩვენებული არიან, უფრო მეტიც ისინი კაცის მკვლელებად ითვლებიან. ეს მკვლელები რეალური მკვლელებისგან განსხვავებით ადამიანს ღუპავენ სულითაც და ხორცითაც. ვინც მათი გავლენის ქვეშ ექცევა კარგავს ცხონებას და სულს იღუპავს. შეიძლება ხორციელად განიკურნონ, მაგრამ ეშმაკს შეუძლია ერთი დაავადება მეორეთი შეცვალოს და ადამიანის სული დაღუპოს. რად გვინდა ეგეთი გადარჩენა ხორცისა, რომელიც სულის დაღუპვას ეფუძნება. უფალი ამბობს, გეშინოდეთ იმისა, ვისაც სულისა და ხორცის მოკვლა შეუძლია და ნუ გეშინიათ მათი, ვისაც მხოლოდ ხორცის მოკვლა შეუძლია. ეშმაკს შეუძლია ადამიანის მხოლოდ ხორცი მოკლას, მას არ აქვს ძალაუფლება სულზე და სულისა და ხორცის მოკვდინება ღმერთს შეუძლია და მისი გვეშინოდეს.


კოსმოსთან კავშირი


IPB-ს სურათი

დაცემული დემონები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, სწორედ კოსმოსში არიან გაბნეულნი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ კოსმოსი და ზეცა, ღმერთი და ანგელოზები ზეციურ სამყაროში არიან და ცა განსხვავდება ზეცისგან, ცა სხვა არის და ზეცა სხვა. ცაში, ანუ კოსმოსში განბნეულნი არიან ბოროტი სულები, ეშმაკები. რა თქმა უნდა, მათ ადამიანებთან კავშირი აქვთ, ბევრი ჰყავთ დამონებული ე.წ. მსახურები. სწორედ მისნებითა და სხვადასხვა ჯადოქრობებით ცდილობენ ადამიანთა სულებზე გავლენის მოხდენას და ისინი ახვევენ თავიანთ დამღუპველ სულიერ ბადეში ადამიანებს.


რატომ მოუწოდებენ ხშირად ოკულისტები მათთან მისულ ადამიანებს ეკლესიაში სიარულიკენ



ასეთი მაცდური ადამიანის ტაძარში სიარული შეიძლება უმეცრების შედეგიც იყოს, რადგან შეიძლება არც ესმოდეს, რომ ეშმაკის ბრმა იარაღად არის ქცეული და მისნობა პატივადაც კი მიაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში კი ტაძარში შეგნებულად მოდის, რათა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის გამორჩეული მორწმუნეები აცდუნოს. ეშმაკის მთავარი მიზანია, რომ ღვთის გზაზე მიმავალი ადამიანთა სულები დაღუპოს და არა ისინი, რომლებიც არც კი ცდილობენ სულის ცხონებას და არც ბოროტი სულის არსებობა სწამთ.

როგორც აღვნიშნეთ, ეშმაკს და მის მსახურებს მონათლული და მირონცხებული ადამიანის სული უნდა, რომ თავის გავლენაში მოაქციოს და დაღუპოს, თორემ მოუნათლავი ადამიანი ისედაც არ დგას ცხონების გზაზე. ეშმაკისა და მისნების მთავარ სამიზნეს მართლმორწმუნე წარმოადგენს.

სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 15 2011, 06:47 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აუ ოკულტიზმზე ოსიპოვს რა ლექციები აქვს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Aug 15 2011, 07:55 PM
პოსტი #3


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



თუ ნებას მომცემთ, მეც დავაფიქსირებ პირად აზრს ოკულტიზმის შესახებ.
შესაძლოა ეს აზრი მართლმადიდებლობისგან ცოტა განსხვავებული იყოს, მაგრამ მე ამ აზრს თავს არავის მოვახვევ, უბრალოდ ჩმებურ მსოფლმხედველობას დავაფიქსირებ.

ზემოთ მოცემულ ტექსტს თვალი რომ გადავავლე, სადაც მართლმადიდებელი მღვდელმსახური საუბრობდა, ეწერა, რომ ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფლები და ხაზის გადამსმელები არ უნდა ვიყოთო. კარგი იქნებოდა თუ ამ აზრს ბევრი ქრისტიანი გაიზიარებდა და მისაღებს მიიღებდა.
ასევე რასაც ახლა დავწერ, რათქმაუნდა შეგიძლიათ რაც მოგესურვებათ ის მიიღოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ისიც, რომ მე ამას ვწერ როგორც ვაიშნავიsmile.gif



ოკულტიზმი მეცნიერებაა. ოკულტიზმი სუფთაა, როდესაც ის გამოიყენება ნატიფ ფიზიკურ ან სუპრა-ფიზიკურ პლანებზე. ზოგიერთი ადამიანი მას უწოდებს ასტრალურ პლანს, როდესაც სხვები მას ვიტალურ სამყაროს უწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ოკულტიზმის წყარო შიდა ვიტალში. ოკულტური ძალები ეს ჩვენი ფარული ბუნების ძალებია. ოკულტური სამყარო - ეს ნატიფი ფიზიკური, ვიტალი და სუპრა-ფიზიკურია.

თუ შეგნებულად და მიზანმიმართულად შედიხართ ვიტალურ პლანში, პირველი ის ხდება, რომ თქვენ ვიტალური არსებების ზეგავლენის ქვეშ ექცევით. ეს არსებები ძალიან ხშირად სიხარულით გაძლევენ თავისი ოკულტური ძალების გარკვეულ ნაწილს გამოსაყენებლად. გარკვეული დროის მანძილზე ისინი გაძლევენ თავისი საკუთარი ოკულტური ძალების გამოიყენების საშუალებას, მერე კი შეეცდებიან თქვენს გაკონტროლებას. ამ არსებებს აქვთ უთვალავი სულელური სურვილი, რომლების ასრულებას შეეცდებიან მაძიებლის მეშვეობით, რომელმაც მათგან მიიღო ეს ძალები.

თუ ეს ნამდვილი და ჭეშმარიტი მაძიებელია, და თუ ის შედის ვიტალურ პლანებზე სულიერი მიზნებისათვის, თავისი შინაგანი ცნობიერების გაფართოებისას, საშიშროება არ არის. ეს იმიტომაა, რომ მაძიებელი მტკიცეა თავის მისწრაფებაში. მას სურს მხოლოდ მისი შიდა და გარე ბუნების სულიერი გაფართოება და არ ზრუნავს ეგრე წოდებულ ოკულტურ ძალებზე. მაგრამ მაძიებელი, რომელიც ჩაერია ოკულტურ სამყაროში, ხედავს, რომ მისი მიზანი - შორეული ოცნებაა, და ამავე დროს ის უმოწყალოდ დაჭერილია ვიტალური სამყაროს არსებების მიერ. აქ ის დაიკარგა, მთლიანად დაიკარგა. ბევრმა, ბევრმა მაძიებელმა, ვინც დაიწყო თავისი სულიერი მოგზაურობა მთელი გულწრფელობით, მაგრამ გზაზე დაჭერილნი აღმოჩნდნენ ოკულტური ძალების მიერ, და ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა.



მე მშვენივრად ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი შეისწავლის წეგნებს ოკულტიზმის შესახებ, მაგრამ მე გულწრფელად გთხოვთ ნუ შეისწავლით წიგნებს ოკულტიზმზე, თუ ისინი არ არიან დაწერილი სულიერი მასწავლებლების და რეალიზებული სულების მიერ. ოკულტიზმზე წიგნების უმრავლესობა წარმოადგენს ფანტასტიკური იდეების კრებულებს. უბრალოდ ოკულტიზმზე წიგნების შესწავლით, ადამიანი არასოდეს მიიღებს ოკულტური ძალის წვეთსაც კი. წიგნებიდან შეგიძლიათ გაიგოთ ოკულტიზმის საიდუმლოები, მაგრამ ძალების განვითარება შეიძლება მხოლოდ ღრმად ჩაძირვით ან თავისი ცნობიერების გაფართოებით, ან გულწფელი ლოცვით ამ ფარული ძალების გამოვლენისათვის, - ვიმედოვნებ, მხოლოდ და მხოლოდ ღთაებრივისათვის.

ბევრი სვამს კითხვას: უნდა განვავითაროთ თუ არა ოკულტური ძალები?
მე მათ ვუპასუხებდი, რომ მკაცრი სულიერი თვალსაზრისით, ოკულტური ძალების განვითარება არ არის აუცილებელი. ღმერთი ერთადერთი რეალობაა, რომელიც გვჭირდება. ეს მასზეა დამოკიდებული მოგვცეს რაიმე ძალი თუ არა, იყოს ის ფიზიკური, მენტალური თუ ფსიქიკური. თუ ასეთია მისი ნება, ის ჩვენ მოგვანიჭებს ძალას, როდესაც ჩვენ განკუნკუთვნილნი ვართ გავაკეთოთ რამე მისთვის, ისე როგორც მას სურს. მოდით ვილოცოთ ღმერთზე, რათა მან სინითლე მოგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ძალები, რომელსაც მივიღებთ ოკულტურ პლანზე, პრობლემებს შეგვიქმნიან. თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ მხოლოდ სინითლეზე, მაშინ როდესაც ეს სინათლე დაეშვება, ის გაასხივოსნებს ჩვენს ცნობიერებას. ამ დროს, თუ ღმერთმა მოისურვა, რომ ჩვენ განვავითაროთ რაიმე სულიერი ძალა და უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ კაცობრიობას, მაშინ, ბუნებრივია, ის ჩვენ მოგვანიჭებს ძალას. უმაღლესი ჭეშმარიტების საიდუმლო ასეთია: ნუ ისურვბთ ნურაფერს ღმერთის, უზენაესი სინათლის გარდა. ჩვენი გულის სიღრმეებში უნდა ვგრძნობდეთ, რომ ის რაც ჩვენ გვჭირდება უზენაესის სინათლეა, რათა შევცვალოთ ჩვენი ბუნება, რათა გავახაროთ ღმერთი, რათა ასრულება მოვუტანოთ ღმერთს, რათა ვემსახუროთ ღმმერთს კაცობრიობაში და ვემსახუროთ ტანჯულ კაცობრიობას.

დიდ მადლობას მოგახსენებთ



GIORGI LELUASHVILI
შენ კი, როგორც ყოველთვის მაგარ თემებს ხსნი, მთავარია საუბარი სწორად წარიმართოს ხოლმე.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 15 2011, 09:20 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
საინტერესო იყო ნამდვილადa075.gif

საინტერესო იყო, მაგრამ შენ წარმოაჩინე ოკულტიზმის დადებითი მხარეებიც.
მართლმადიდებელი ეკლესია კი ოკულტიზმს სრულიად უარყოფს და არც თუ უსაფუძვლოდ.

შენ ისიც აღნიშნე, რომ ოკულტიზმი არაა საჭირო სულიერ წინსვლაში, რაშიც ნამდვილად ყველა მართლმადიდებელი დაგეთანხმებაsmile.gif
მეც ვფიქრობ, რომ ოკულტიზმი არაფრის მომცემია, მისით მხოლოდ შეიძლება გართობა, ან თავის დაღუპვა. ეს ჩემი-როგორც მართლმადიდებლის აზრია. ეკლესია მისით გართობასაც კრძალავს, მაგრამ ერთი რამ ვიცი-მართლმადიდებლობის წინაშე ყველაფერი უძლურია.
ამაში ოკულტიზმსაც ვგულისხმობ და საერთოდ, ყველა არამართლმადიდებლურ მოქმედებას.

შენ შეიძლება არ მოგეწონოს, როგორც კრიშნაიტს ეს აზრი, მაგრამ ასტროლოგიასაც სრულიად უარყოფს ეკლესია. ის კი არა, მას ოკულტიზმის ერთ-ერთ სახედაც კი მიიჩნევსsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 15 2011, 11:37 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
აუ ოკულტიზმზე ოსიპოვს რა ლექციები აქვს...

არ შეგიძლია რომ დადო საინტერესო ადგილები მაინც?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 16 2011, 02:25 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აუ ოკულტიზმზე ოსიპოვს რა ლექციები აქვს...

არ შეგიძლია რომ დადო საინტერესო ადგილები მაინც?


აგერ ერთ-ერთი
http://www.youtube.com/watch?v=SBrx0JdHALI

როდესაც ხდება ოკულტიზმის "უარყოფა", რას უკუვაგდებთ? ოკულტიზმი ეხება ადამიანსა და კოსმოსში არსებულ ფარულ ძალებს. ქრისტიანის მიერ ოკულტიზმის უარყოფისას ხდება არა თავად ამ ფაქტებისა და ცოდნის , არამედ მისი გამოყენების გზების უარყოფა. ის, რომ ადამიანში დიდი ძალებია თავმოყრილი, ამას ასწავლის სწორედ ქრისტიანობა, მთავარია მოხდეს მისი გამოყენება ქრისტიანული ცხოვრების წესის მიხედვით, სწორად და გონივრულად.

ოკულტურ ცოდნაში, ჰერმეტიზმში, ასტროლოგიაში და სხვა ეზოთერულ ცოდნაში არის ასევე სიმართლის მარცვლები, რომელთა გააზრებაც გაზრდის ჩვენს თვალსაწიერს.

თავად ჩვენი წმინდა წერილი აღვიძებს ადამიანში მიძინებულ ძალებს სიყვარულით დამუხტულს, ბიბლია მასში დაწერილი წინადადებების უკან მოიცავს კიდევ სხვა აზრსაც, რომლის წვდომა შეუძლიათ განსწავლულ, სულიერად ძლიერ და ამაღლებულ პიროვნებებს.

ოკულტიზმიც შეიცავს ძალიან დიდ და არცთუ ხელწამოსაკრავ ინფორმაციას, რომლის უგულებელყოფაც ალბათ ვერ მოხდება მაინც, მათ შორის ქრისტიანების მიერ...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 16 2011, 06:55 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ეს შენი სიტყვებია თუ ოსიპოვის?smile.gif

ნამდვილი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური აზრიაthumbs.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 16 2011, 10:08 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა

ეს შენი სიტყვებია თუ ოსიპოვის?smile.gif

ნამდვილი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური აზრიაthumbs.gif


ჩემია. სხვისი რომ იყოს, ბრჭყალებში ჩავსვამ ან ავტორს მივუთითებ. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 16 2011, 03:29 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ჩემია. სხვისი რომ იყოს, ბრჭყალებში ჩავსვამ ან ავტორს მივუთითებ.

კაია მაშინsmile.gif
ლინკის ქვეშ რო გეწერა, მეთქი თარგმნა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Aug 16 2011, 06:33 PM
პოსტი #10


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
იცი მართლმადიდებლობაში რა მომწონს?
გარკვეულ საკითხებზე ისე მსჯელობს, რომ ან იღებს მისაღებს, ან სრულიად ხაზს უსვამს. არ უჭირავს ნელ-თბილი მდგომარეობა.
ეს მიდგომა რამდენად სწორია ამ შემთხვევაში თავად განსაჯეთ.

ციტატა
მეც ვფიქრობ, რომ ოკულტიზმი არაფრის მომცემია, მისით მხოლოდ შეიძლება გართობა, ან თავის დაღუპვა. ეს ჩემი-როგორც მართლმადიდებლის აზრია.

მართლმადიდებლობა რომ ოკულტიზმს სულიად ხაზს უსვამს, ამით რელიგია არ კნინდება, პირიქით, ეს ძალიან კარგი მიდგომაა, რადგან ოკულტიზმი სიფრთხილეს მოითხოვს, თუნდაც მოქმედებას სიკეთე ედოს საფუძვლად.

თუკი მართლმადიდებლობა ოკულტიზმს საერთოდ უარყოფს, ეს ვერაფერს დააკლებს ქრისტიანთა სულიერ წინსვლას, ამიტომ ამის შესახებ კამათი ძალიან დიდი უაზრობა იქნება.

მართალია მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ ეს პოზიციაც, რაც მართლმადიდებლობას უჭირავს, სავსებით მისაღებია.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 16 2011, 08:04 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
მგონი ოკულტიზმის შესახებ მოვრიგდითsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Aug 17 2011, 03:29 PM
პოსტი #12


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ხო რა;
ყოველ შემთხვევაში ორივე იმას ვამბობთ, რომ სულიერ წინსვლაში არ არის მისით მოქმედება საჭირო.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 24 2011, 08:21 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ეხლა გადავხედე ისევ შენ მესამე პოსტს და ასეთი კითხვა გამიჩნდა-
მაშინ რაღა განსხვავებაა სულიერ ძალასა და ოკულტურ ძალას შორის?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 24 2011, 08:43 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მაშინ რაღა განსხვავებაა სულიერ ძალასა და ოკულტურ ძალას შორის?


თავისთავად სიტყვებს შორის დიდი არაფერი განსხვავებაა. თუკი მას რომელიმე მიმდინარეობის განსაკუთრებულ ტერმინად არ წარმოვაჩენთ. ოკულტუს ლათინური სიტვაა და ქართულად დაფარულს, საიდუმლოს ნიშნავს.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 24 2011, 08:59 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ხო გასაგებია მარა, მე ღვთაებრივი-სულიერი ძალა ვიგულისხმე, თორე ოკულტური ძალაც ზოგადად სულიერი ძალაა.
მაგრამ სულიერი ორი სახისაა-ღვთაებრივი და დემონური.
მე კი კითხვა ღვთაებრივ ძალასთან მიმართებაში დავსვიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 24 2011, 09:02 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ხო გასაგებია მარა, მე ღვთაებრივი-სულიერი ძალა ვიგულისხმე, თორე ოკულტურუ ძალაც ზოგადად სულიერი ძალაა. მაგრამ სულიერი ორი სახისაა-ღვთაებრივი და დემონური.
მე კი კითხვა ღვთაებრივ ძალასთან მიმართებაში დავსვიsmile.gif


თავისთავად სიტყვა ოკულტური შეიძლება ღვთაებრივ ძალასთან მიმართებაში გამოვიყენოთ, რომელიც ბოლომდე შეუცნობელია და საიდუმლოს შეიცავს თავის თავში. ისევე, როგორც სხვა ტერმინები და სიმბოლოები გვაქვს ქრისტიანობაში, უბრალოდ ისინი ხან სხვა რელიგიებსა და პრაქტიკებში გვხვდება უფრო თვალში, ხან ქრისტიანობაში და ამ ხმარების სიხშირით განსაზღვრავენ ტერმინი რომელ რელიგიას და სწავლებას მიეკუთვნება და რა დატვირთვას იძენს.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 24 2011, 09:08 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
კი სწორი ხარ და აქედან გამომდინარე მე, როგორც მართლმადიდებელი ოკულტურს უფრო დემონურთან მიმართებაში ვხმარობ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 24 2011, 09:10 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კი სწორი ხარ და აქედან გამომდინარე მე, როგორც მართლმადიდებელი ოკულტურს უფრო დემონურთან მიმათებაში ვხმარობ.


მაგალითად, არაქრისტიანულ წრეებშიც საკმაოდ მიღებულია და მიმართულებასაც ჰქვია ეზოთერიკა, თუმცა ეზოთერიკა ქრისტიანული ღვთისმეტყველების ნაწილიც არის, უბრალოდ მას სხვანაირი დატვირთვა აქვს და დღეს რომელიმე ქრისტიანს რომ უხსენო, რომ ქრისტიანობაშიც არის ეზოთერიკა, აღშფოთდება. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 24 2011, 09:12 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
დღეს რომელიმე ქრისტიანს რომ უხსენო, რომ ქრისტიანობაშიც არის ეზოთერიკა, აღშფოთდება.

ეხლა მე ნამდვილად არ აღვშფოთებულვარ, მაგრამ ცოტა გამიკვირდა და დამაინტერესა რა იგულისხმება "ქრისტიანულ ეზოტერიკაში"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 24 2011, 09:17 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ეხლა მე ნამდვილად არ აღვშფოთებულვარ, მაგრამ ცოტა გამიკვირდა და დამაინტერესა რა იგულისხმება "ქრისტიანულ ეზოტერიკაში"


ამას კარგად აგიხსნის ამ ჩანაწერში ედიშერ ჭელიძე:

http://www.myvideo.ge/?video_id=836832

ასევე სიმბოლოები არის საზიარო სხვადასხვა რელიგიასა და სწავლებას, მათ შორის ქრისტიანობისთვის, უბრალოდ ის ხშირად არ გვხვდება და ვერ აღვიქვამთ ჩვენს სიმბოლოებად.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი