თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიხარული ჩემო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:27 AM

"მამა ანდრონიკე ენით უთქმელ სიხარულს ასხივებდა".



"[ღირს პაისი ათონელს] შეეძლო, კაცთაგან ყველა ადამიანური ტკივილი და მწუხარება აეღო და მათ გულებში სიხარული და ნუგეში გადაეღვარა."



"ახლა კი ამ ჩემს კურთხეულ მყუდროებაში სიმშვიდეა, სათნო მყუდროებაა, დაუსრულებლად მომდინარე ჩუმი სიხარულია".

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:57 AM

"მაქსიმე [შარაძა] ძლიერ გახარებული იყო და ღვთის სიყვარულით მეტად გატაცებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:17 AM

"რამდენი ტკივილის დათმენაც შეგვიძლია, იმდენი სიხარულისთვის ვართ მზად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:26 AM

"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული, გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს. უსარგებლოა იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:58 AM

"საერთო სავალდებულო წესების გარდა დებს ეძლევათ რეკომენდაცია წინამძღვრის კურთხევითა და მითითებით კვირის ყოველი დღე მიუძღვნან რაიმე კეთილი თვისების წვრთნას, რათა შემდგომში იგი ჩვევად ექცეთ.

კვირა - სიხარულის დღე. შეეცადე ყურადღება გაამახვილო კეთილ საქმეებზე და უფლის წყალობაზე. იარე მადლიერებისა და უფლის დიდების შეგრძნებით, გაიხსენე უფლის მიწიერი ცხოვრების ცალკეული ფაქტები და ღვთის მოწყალების შემთხვევები შენი წარსულიდან თუ აწმყოდან. მოსახსენებლისა და ხსნის შესახებ ჩვეულებრივი ლოცვების ნაცვლად ჩამომარცვლე ფსკვნილი მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი ხალისიანი მისალმებით. იპოვე ნუგეშინის სიტყები მწუხარებითა და დარდით შეპყრობილ დათა მიმართ".

/"იღუმენი თამარ მარჯანიშვილი" (მოგონებები დედა ფამარზე) გვ.36, 38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:55 PM

"როდესაც ადამიანი ბედნიერებასა და სიხარულს განიცდის, უნდა დაუახლოვდეს და მადლობა შესწიროს უფალს, რომ დაცემის დროს უფალმა მას ძალა მიანიჭოს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 09:49 PM

"ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე და მაშინ ჩვენი გული სიხარულით ათრთოლდება".

/ბერი ამფილოქე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:12 AM

"სიხარულით გულსავსე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:57 PM

"სიხარული არის შედეგი სიყვარულისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:44 PM

"სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით იღებს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ, როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული, ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 10:17 AM

"ეცადე ყოველდღიურად, - ნათქვამია, - ადამიანური ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შეჰმატო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:26 PM

"სიხარულის მადლმოფენილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:26 AM

"რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი სხვების დახმარებას, იმდენად მრავლდება მასში უფლის მადლი".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:08 PM

"[ლადო ჭეიშვილის] ყოველ ლექსში სიცოცხლე ფეთქავს, ყოველ სტრიქონში ადამიანის სიხარულია ჩაბუდებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2017, 10:53 AM

"ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის შექმნა, თავისი სიხარული რომ გაენაწილებინა მისთვის. რა სიხარულიც თვითონ გააჩნია ღმერთს, სურს, რომ ის გაუნაწილოს ყველას. ადამიანს უნდა უხაროდეს, სადაც ცხოვრობს, რასაც აკეთებს, ვისთვისაც აკეთებს, ყველაფერი უნდა უხაროდეს".

/იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:57 AM

"ღმერთმა სიხარულისთვის შეგვქმნა და არა მწუხარებისთვის".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:49 PM

"წმიდა წერილი გვასწავლის: "მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით." (I თეს. 5, 16-17). ხედავთ, დანო და ძმანო, აქ სიხარული და ლოცვა მსგავსი, თითქმის იდენტური მცნებებია.

პავლე მოციქულმა ერთხელ წამოიძახა: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი: გიხაროდენ" (ფილ. 4,4). თუმცა სიხარულშიც ზომიერება გვმართებს, ნათქვამია: "გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა" (რომ. 12,15).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:56 AM

"ოჰ, იესო ჩემო, ოჰ, სიხარულო ჩემო და სულის მხიარულებავ! ოჰ, ზეციურო ტრფიალებავ! ოჰ, სიყვარულო, რომელიც ცეცხლი ხარ და არ წვავ!"

/ბერი იოსებ ათონელი/

"ლოცვისას ყველა საჭირო წესის შესრულება სულიერ სიხარულს მოგვიტანს".

/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:36 AM

"სიხარულის ნაპერწკალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 01:45 PM

"სიხარული შეიძლება ყალბი იყოს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:45 PM

"ენით უთქმელ სიხარულს ვგრძნობდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:24 PM

"ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა, მოუტანოს ხალხს სიხარული"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:38 PM

"ენით აუწერელი სიმშვიდე და სიხარული შემოვიდა ჩემში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:26 PM

"არამიწიერი სიხარული მოჰგვარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 10:04 PM

"სიხარულს ოდენ უფალში პოვებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:29 PM

"სიხარულს ყოველთვის მოსდევს ტკივილი, მაგრამ ტკივილს ისევ სიხარული ცვლის."

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:48 AM

"სიხარული მხოლოდ უფალთან ერთობაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 06:46 PM

"მადლიერებისა და ღვთის განდიდებისაგან მოდის სიხარული"

/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:33 PM

"ადამიანი სიხარულისა და სიყვარულისთვისაა გაჩენილი და არა მწუხარებისთვის. ბედნიერი და გახარებული კი მაშინაა კაცი, როცა ღმერთთანაა ახლოს, რადგან ღმერთი თვითონაა სიხარულიცა და სიყვარულიც".

/მეუფე ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:10 PM

"გაუქრობელი სიხარულით აღვსილები"

"უფლისმიერი სიხარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:26 AM

"გონს მოსული მოღვაწე გარემოცულია საღმრთო მხიარულებით და გამოუთქმელი სიხარულით და დარჩენილი სიცოცხლე უფრო მეტი მოშურნეობით იბრძვის თავისი ცხონებისთვის, უფრთხის, არ დაეუფლოს რაიმე ვნება, არ აცდუნოს ეშმაკმა, ანდა სიზარმაცით არ დაკარგოს ის ზეციური სიკეთეები, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2018, 01:05 PM

"სულში სიხარული დამკვიდრებიათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 06:49 PM

"ამიტომ იყო - ფილიპე მაკედონელმაც, როგორც ისტორია მოგვითხრობს, როდესაც სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ცნობა ერთდროულად მიიღო, მოიხსნა ხელიდან ბეჭედი - ძალიან ძვირფასი - და ზღვაში გადააგდო, რადგან ბეჭდის დაკარგვით გამოწვეულ დარდს უზომო სიხარული შეემცირებინა. "ისე რომ არ მოხდეს, - ამბობდა, - რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მწუხარება ერთად დამატყდეს თავს და ვერ შევძლო მათი გადატანა".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 09:47 AM

"გარშემო ყველა სიხარულით ბრწყინავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2018, 10:32 PM

"რწმენა გვაძლევს სიხარულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:55 PM

"გული ისე სავსე უნდა გვქონდეს სიხარულით, რომ აღარ ეტეოდეს ჩვენს არსებაში."


/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:55 PM

"გული ისე სავსე უნდა გვქონდეს სიხარულით, რომ აღარ ეტეოდეს ჩვენს არსებაში."


/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:23 PM

"ის პირველი განცდები, რომელიც ბავშვობაში მივიღე, როდესაც ბებიას ტაძარში დავყავდი და ჩემში დღესაც ცოცხლობს, მღვდელმთავრობაშიც კი იშვიათად განმიცდია. ან როგორ იტევს ამ სიხარულს ადამიანი, არც კი ვიცი...

როდესაც დიაკვნად მაკურთხეს, მაშინაც ისეთი სიხარული განვიცადე, როგორ დავიტიე ან გონს როგორ არ გადავედი, არ ვიცი. თურმე როგორი ყოფილა უფალთან შეხვედრა, რომელიც ბედნიერებად ექცევა კაცს და თუ აქაც არ მოგიფრთხილდა და დაგიფარა ღმერთმა, ნაფლეთებად იქცევი და დაიფანტები.

ამ სიტკბოებას კი იმიტომ განგაცდევინებს, რომ შემდეგ მის მაძიებლად იქცე. ყველაზე დიდი საზღაური და ცხოვრების მიზანი ეს უნდა იყოს."


/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2018, 02:10 PM

„როცა მფარველი ანგელოზი ახლოსაა და ეშმაკი - შორს, მუდამ კარგად ხარ და ყველაფერი გიხარია“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:05 PM

"მოღვაწეს სიხარულშიც თავშეკავება მართებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 09:23 PM

"სული ჩემი ბრწყინავდა ბედნიერებისა და სულიერი სიხარულისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 07:59 PM

"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:20 PM

"მის სახეზე ყველასთვის ნაცნობი სიხარულის ღიმილი ბრწყინავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:12 PM

"უბედურების წამალი არის სიხარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2019, 08:37 PM

"მხოლოდ უფალთან სიხალოვით ჰპოვებს ადამიანი ნამდვილ და მარადიულ სიხარულს"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:36 AM

"ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:12 PM

"დღეს ყველა მარტოა, მოწყენილია, იმიტომ რომ, მათთან არ არის უფალი, წყალობას არ ითხოვენ უფლისგან"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2019, 08:24 PM

"სულიერი სიხარულს გისურვებ"

"სიხარულის ამოძახილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2019, 06:20 PM

"ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება... მხოლოდ სიყვარულს ძალუძს წარმოშვას სრული სიხარული".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:38 PM

"სიხარულის განცდის უნარი სულის თვისებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:28 PM

"ერთმანეთს უნდა ვახაროთ მუდმივად, რომ ჩვენშია ღმერთი და კარგი ადამიანები უნდა გავხდეთ"

"თუ გინდათ, რომ ნამდვილი სიხარული განიცადოთ, ბოლო რიგში დააყენეთ საკუთარი თავი. თქვით, რომ ცუდი დედა ხართ, ცუდი შვილი, ცუდი მამა, ცუდი მღვდელი, ცუდი ქართველი, ცუდი ადამიანი. ამ დროს მოვა შენთან ღმერთი, გეტყვის: არა უშავს, შვილო, მოვალ შენთან და დაგლოცავ"

"თუ გინდა, რომ შენ გიხაროდეს, უფალი უნდა იყოს შენთან"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2019, 01:35 PM

"მწუხარება და სიხარული ერთმანეთს ისე უნდა შეერწყას, რომ ადამიანები ეკლესიიდან დამშვიდებული წამოვიდნენ"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:48 PM

"ადამიანმა, რომელმაც სიყვარული ვერ ისწავლა, ვერც სიხარული მიიღო, ვერც თავშეკავება"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:34 PM

"სიხარული, რომელსაც გრძნობს ადამიანი ნივთიერი შესაწირის მიღებისას, არის ადამიანური სიხარული. ხოლო სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს გაცემისას, არის ღვთიური. ღვთიური მოდის გაცემით!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:06 PM

"არ არსებობს ეკლესიის გარეთ სიხარული და სიყვარული."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:12 PM

"ყველას ვუსურვებ დიდ სიხარულს, რაც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფლისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:33 PM

"ღვთის წყალობამ უნაყოფო მშობლები ნაყოფიერჰყო. იოაკიმ და ანნას სიხარული კაცობრიობის სიხარულად იქცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 04:01 PM

"უფლის რწმენა - დედამიწაზე უდიდესი სიხარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:22 PM

"ჩემი ცხოვრება მხიარული და საიხარულო გახდა. ვარსკვლავებში, უსასრულობაში, ზეცაში ვცხოვრობდი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 06:28 PM

"ქრისტე სიხარულია, ნათელი ჭეშმარიტი, ბედნიერება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

"რამდენადაც შეგიძლიათ იმარხულეთ, შეასრულეთ მეტანიები რამდენიც გინდათ, მღვიძარებდით, რამდენიც გინდათ და დატკბით ამით, მაგრამ იყავით მხიარულნი. გქონდეთ ქრისტესმიერი სიხარული. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნოდ გრძელდება და აქვს საუკუნო მხიარულება. ეს საუფლო სიხარულია, რომელიც იძლევა საიმედო მყუდროებას, მყუდრო მხიარულებას და ყოვლადმხიარულ ბედნიერებას. ეს ყოვლადსასიხარულო სიხარულია, რომელიც ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტეს სურს და სიამოვნებს, როდესაც სიხარულს აფრქვევს და თავის მორწმუნეებს სიხარულით ამდიდრებს. გისურვებთ, " რაითა სიხარული იგი თქვენი სავსებით იყოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 09:20 PM

"ქრისტეს ყველაზე მეტად სურს, რომ აღგვავსოს სიხარულით, რადგან ის სიხარულის წყაროა. ეს სიხარული ღვთის ნიჭია. ამ სიხარულში ჩვენ შევიცნობთ ქრისტეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 04:20 PM

"ქრისტე არის "თავი ყოვლისა სიხარულისა", მასზე აღმატებული არაფერია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 09:48 PM

"გინდა ცხოვრებაში სიხარული გქონდეთ? იკითხეთ წმინდა წერილი, იცხოვრეთ ეკლესიურად, დაუახლოვდით ქრისტეს და შეიყვარეთ იგი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:09 PM

"არ ვიცი, რამდენი წელი ვიცოცხლებ, ხუთი, ათი, ოცი? რამდენ ხანსაც ვიცხოვრებ, დავტკბები ქრისტეს სიხარულით".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 10:36 PM

"ყველაფერს სულიერი გზით დაუპირისპირდით. ასე ღვთის მადლით, სიხარულით იცხოვრებთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:15 PM

"საღვთო სიყვარულის სიუხვე სულს სიხარულითა და მხიარულებით აღავსებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 02:41 PM

"სიხარულის ხარისხი, რომელსაც სამოთხეში განიცდიან სულები, ყველასთვის ერთნაირი არ იქნება. ერთს ხელისგულისოდენა სიხარული ექნება, მეორეს - ერთი თასი, მესამეს - მთელი ზღვა სიხარულისა. თუმცა, თითოეული მათგანი საკუთარ თავში სისავსეს იგრძნობს. არავის ეცოდინება, რამდენ სიხარულს, რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა.

სახიერმა ღმერთმა ეს ასე იმისათვის მოაწყო, რომ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, მასზე რამდენად აღმატებულ სიხარულს განიცდის მეორე, მაშინ სამოთხე სამოთხე აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სამოთხეშიც მიწიერის მსგავსი შური აღიძვრებოდა: "რატომაა, რომ ის ჩემზე მეტ სიხარულს განიცდის?"

ანუ სამოთხეში ყველა იმისდამიხედვით განიცდის სიხარულს, თუ რამდენად განწმენდილია მისი სულიერი თვალი. თუმცა სულიერი ხედვის ეს სიმახვილე ღვთის მიერ კი არ იქნება განსაზღვრული, ის ნებისმიერი ადამიანის სულიერ სიწმინდეზე იქნება დამოკიდებული".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:43 PM

"ადამიანის სიხარულის საიდუმლო ზეციური სასუფეველია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 09:52 PM

"მწუხარება მუდამ სიხარულით იცვლება, ხოლო სიხარული - მწუხარებით"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2019, 09:52 PM

"სიხარული ამორძალის ძუძუსავით მოკვეთილი გვაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:13 PM

"სიკეთის ქმნისგან გამოწვეული სიხარული ადამიანს სამოთხისეულ ნეტარებას განაცდევინებს, რაც ყოველგვარ დროს აღემატება, მეტადრე, თუკი კაცის გულში ქრისტე შემოვა, უდრტვინველად სძლევს დაბრკოლებას და სიხარული არ მოაკლდება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 04:02 PM

"მე მინდა, ლოცვა-კურთხევა მივცე მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, მახარობელი სხვისთვის. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2020, 09:22 PM

"ქრისტიანის პირველი თვისებაა, რომ ის არის გახარებული. პროტოპრესვიტერი ალესანდრე შმემანი ამბობს: ქრისტიანი არის ის ადამიანი, რომელიც ღმერთს ყველგან ხედავს და უხარია. სიხარული არის ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2020, 09:15 PM

"თუ სიხარული შეგემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:22 PM

"მან, ვისაც სურს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:52 PM

"ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვახარებს და არა სამყაროს, ნამდვილ სიხარულს ვერ მოიტანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:17 PM

"ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:29 PM

"რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 07:22 PM

"ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:18 PM

"სულიერი ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს. სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს: ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული"

/ბერი ამფილოქე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:53 PM

"მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 01:43 PM

"სიკეთის კეთება მეტ სიხარულს მოგიტანს...
ჰოდა, გაიხარე!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 12:31 PM

"დილის სხივს თქვენი სახლის კარებთან სიხარული და ბედნიერება მოეტანოს!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2020, 10:40 PM

"ბერს გაცისკროვნებული სახე ჰქონდა, რადგან გული სიხარულით ჰქნოდა სავსე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:45 PM

"მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:20 PM

"მადლიერებიდან იწყება სიხარულის შეგრძნება. როცა უმოზეზოდ გიხარია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2020, 07:13 PM

"რას ნიშნავს ღვთისგან მონიჭებული სიხარული? - სასუფევლის შეგრძნებას აქვე, დედამიწაზევე. უფლის შეგრძნება - სასუფევლის შეგრძნებაა, რაც არის სწორედ სულიერი სიხარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 08:59 PM

"ვინც სინანულით ცხოვრობს და სინანულით გაივლის ცხოვრების გზას, ის მარადიულ სიხარულს მოიმკის უფლისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2020, 11:15 PM

"რა ბედნიერებაა, როცა შინაგანი სიხარული გაგაჩნია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:44 PM

"სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად."

/წმ.ბერი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:45 PM

"ღმერთო, შემეწიე, რათა ერთნაირი სიმტკიცით გადავიტანო როგორც დიდი მწუხარება, აგრეთვე დიდი სიხარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:03 PM

"როცა შინაგან სიხარულს განიცდი, სულ არ გაინტერესებს, ვინ რას გიშავებს. გეღიმება და მიდიხარ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 07:49 PM

"უფალთან ყოფნა და უფლის დიდება კი ჭეშმარიტ სიხარულს გვაპოვნინებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:23 PM

"თუ ლოცვის დროს სიხარული მოვიდა, იტყვი: უღირსი ვარ, უფალო, შენ კი მაინც სიხარული მაჩუქეო, დაემხობი და მადლიერებით იტირებ..."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2020, 10:34 PM

"ადამიანს თუ რამე უხარია, არ დასვა კითხვა, რა არის მისი გახარების მიზეზი, რადგან შეიძლება ის იმდენად მცირედი იყოს, შენთვის არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ მას ეს მცირედიც ებევრებოდეს...
ამიტომ, ადექი და მასთან ერთად გაიხარე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 08:57 PM

"მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო, ქვეყნად ბევრი ჭმუნვა და ურვაა, მაგრამ სიხარულიც ბევრია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2020, 11:39 AM

"თუ გული ღმერთით გაქვს სავსე, რაღაც სულ გიხარია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 08:01 PM

"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს"

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 07:48 PM

"თუკი ვინმე მწუხარეა, გამოდის, რომ იგი თავისი მწუხარებით ქრისტესკენ არ მიემართება. სიხარულს ქრისტე მოგვივლენს, მწუხარებას კი - ეშმაკი".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 10:36 PM

"სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 11:53 AM

"სიხარულს ვერც წაგართმევენ და ვერც მოგცემენ...
ის მხოლოდ შენშია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2020, 09:51 PM

"სწრაფი მონაცვლეობა სიხარულისა და მწუხარებისა განსაცდელის შედეგია. ბოროტი ეშმაკი ადამიანებს ებრძვის. განსაკუთრებით - მგრძნობიარე, ხალისიან და სულიერ ცხოვრების მოსურნე ადამიანებს. სწორედ ეს არის მისი საქმე. მას სურს, მწუხარენი გვნახოს და ამით გაიხაროს. მაგრამ, რად უნდა დავანებოთ ამის აღსრულება ეშმაკს? განა მწუხარებას სიხარული არ სჯობს და სიყვარული ბოროტებაზე უმჯობესი არ არის?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:45 PM

"სიხარული ადამიანისთვისაა! ღმერთს მწუხარება კი არ მოუტანია, მხოლოდ სიხარული მოიტანა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:59 PM

"თუკი შენი გონება ღმერთთან არ არის, როგორ იგრძნობ ღვთისმიერ სიხარულს?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:25 PM

"სულიერი სიხარული მას შემდეგ გეწვევა, რაც შინაგან წესრიგს დაამყარებ საკუთარ თავში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:33 PM

"როდესაც სიყვარულს გასცემ, მაშინ მოდის სიხარული. ადამიანი გასცემს სიყვარულს და სიხარულს იღებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 09:25 PM

"გისურვებთ თქვენ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველთვის გქონდეთ სულიერი სიხარული. ხოლო მეორე - მარადიულ ცხოვრებაში - უკვე მარადიული სიხარულით იხარებდეთ ქრისტეს თანა!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2020, 10:43 PM

"ადამიანებო, სიხარული და ბედნიერება გვიმრავლოს უფალმა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:25 PM

"დედაო, რომელმაც სულმნათ იოასაფს დაუხარე თავი, ეს დიდი წყალობაა. ის გრძნობა მოგონებად შეინახე. მაშინ სულიწმიდა მოქმედებდა და გამოუთქმელ სიხარულს მოგფენდა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 08:26 PM

"უნდა გვახსოვდეს - ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:19 PM

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:57 PM

"მიზნად მხოლოდ ის დაისახე, რომ სასიხარულო ამბები გაავრცელო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:52 PM

"სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს"

/შტეფან ცვაიგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:30 PM

"ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა ლოცვის სიხარულს ვიგრძნობთ, ვიგრძნობთ სულიერ დღესასწაულსაც. ესაა სამოთხის წინასწარი ხილვა. ბევრი ღვაწლია საჭირო, რომ იგრძნო ეს სიხარული. თუ ბევრს ილოცებ, ღმერთი მოგცემს ამ სიხარულს".

/ბერ იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:25 PM

"არ არის დამღლელი გზა, თუ გზის ბოლოს სიხარული გელოდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 09:49 PM

" - რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მორაი-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:

"სიტყვას თავის ვნებაზე იესო ყველგან სასწაულებთან აერთებდა, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი უძლურების გამი ევნო. ახლაც, ეუბნება რა სამწუხარო სიტყვას, რომ მას "მოკლავენ", დასძენს სასიხარულოსაც - რომ "მესამე დღეს აღდგება", რათა ვიცოდეთ, რომ მწუხარებას ყოველთვის სიხარული მოჰყვება, და ამიტომ არ უნდა დავეცეთ სულით, ტყუილუბრალოდ, მწუხარებისას, არამედ რაიმე სასიხარულოსაც მოველოდეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 08:20 PM

"უყვარს გულს უფალი - ჩვენი სიხარული და მხიარულება, მტკიცე სასოება ჩვენი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:36 PM

"მას შემდეგ, რაც უფალი შევიცანი, ჩემი სული მისკენ მიისწრაფვის და ამქვეყნად ამაზე მეტად არაფერი მახარებს. ჩემი ერთადერთი ლხენა ღმერთია. ისაა ჩემი სიხარული, ისაა ჩემი ძალა, ჩემი სიბრძნე, სიმდიდრე ჩემი".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:24 PM

"სადაც მაცხოვარი ღმერთია, იქ ზღვა სიხარულიც მოედინება; იქ მარადის ბრწყინავს მხიარულების ღმერთი".

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:29 PM

"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე უბედურებას - არის სიხარული"

/ღირსი სილუან ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2021, 08:20 PM

"სული, რომელმაც შეიცნო უფალი, უხილავად გრძნობს, რომ უფალი მკვიდრობს მასში, ეუფლება დიდი სიმშვიდე და სიხარული. რას შევადარო ეს სიხარული? ალბათ იმას, თუ როგორ ბრუნდება კაცი უცხო ქვეყნიდან მშობლიურ სახლში ხანგრძლივი განშორების შემდეგ და ტკბება ძვირფას მამასთან, საყვარელ დედასთან, და-ძმასთან საუბრით".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 09:57 PM

"თუ ადამიანის გახარებას ეცდები, სიხარული შენი მეგზური იქნება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 08:41 PM

"უფალია ჩვენი სიხარული და მხიარულება, და როცა ამპარტავნებისთვის ვკარგავთ მას, საკუთარ თავს ტანჯვისათვის ვწირავთ: მწუხარება, მოწყინება და ბოროტი აზრები გვერევიან და გვაწამებენ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 09:17 PM

"ვისაც სხვისი სიხარული ახარებს, სიხარული არ მოაკლდება!"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:48 PM

"მხოლოდ უფალია ჩვენი სიხარული და მხოლოდ უფლის მიერ იხარებს სული კაცისა"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:29 PM

"დიდი სიხარულია ამ სიტყვებში: თუ უფალი ჩვენია, ყველაფერი ჩვენია. აი, რა მდიდრები ვართ"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 05:06 PM

"ჭეშმარიტი და წმინდა სიხარულია - დაითმინო რამე ქრისტესთვის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 10:07 PM

"რაც უფრო მეტად დაგამცირებს ადამიანი, უფრო მეტ სიხარულს გიგზავნის ღმერთი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:26 PM

"სიხარული - ეს არის საფუძველი სულიერი ცხოვრებისა!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2021, 08:20 PM

"მსგავსად იმისა, როდესაც ადამიანს სიცხე აქვს, ეჭვგარეშედ ვიცით, რომ ის ავად არის, ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: როდესაც ადამიანს არ გააჩნია სიხარული და ვხედავთ, რომ მას სახე მუდამ ჩამოსტირის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან. ის სევდა და მოწყენილობა, რაც მასშია დალექილი, სულაც არ არის ეს ადამიანების და გარემოს ბრალი, არამედ მისი არასწორი სულიერი მდგომარეობის შედეგია!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:53 PM

"ამსოფლიური სიხარული არ ავსებს ადამიანს, - მხოლოდ ანაგვიანებს მის სულს. როდესაც სულიერ სიხარულს ვიგრძნობთ, ამის შემდეგ აღარ მოგვინდება ნივთიერი სიხარულის განცდა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:28 PM

"თუ სიხარული გვეწვევა, უნდა ვიფიქროთ, რომ მწუხარებაც ახლოა; ხოლო თუ მწუხარება გვეწვია, სიხარულის მოახლოებასაც უნდა ველოდოთ".

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:32 PM

"სათნოება ხანმოკლე შრომას მოითხოვს და მარადიულ სიხარულს გვანიჭებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 09:48 PM

"როცა გული ქრისტეშია, მაშინ საქმეც დალოცვილი და ნაკურთხია; თავად ადამიანიც ინარჩუნებს სულის ძალების სიმხნევეს და ჭეშმარიტ სიხარულს განიცდის"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 09:44 PM

"ვინც რაიმე საჩუქარს იღებს, ის ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ვინც გასცემს - ღვთაებრივს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 07:31 PM

"სიხარული - ერთმანეთის დანახვით.
სიხარული - დილას ადრე მეეზოვის მისალმებით და მოკითხვით.
სიხარული - გზის, ადგილის, რიგის დათმობით.
სიხარული - ქრისტესთან ზიარებით.
სიხარული - გულწრფელი სინანულით და შეცდომის აღიარებით.
სიხარული - ყველა იმ ადამიანური გრძნობით, რომლითაც შეგვქმნა შემოქმედმა და ვფიქრობ, ჩვენი შვილების ასეთი თაობით ჩვენი თაობა განიცდის იმ სიხარულს, რომელიც აქამდე არასოდეს განგვიცდია, რომელიც ჩვენში მათით ბევრდება..."

/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:21 PM

"სიხარულისთვის ჯილდოს არ იძლევიან, არამედ მხოლოდ - მწუხარებისა და ღვაწლისთვის"

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2021, 08:13 PM

"მართალთათვის არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომელსაც სიხარული არ მოჰყვებოდეს; ასევე არც ცოდვილებისთვის არსებობს ისეთი სიხარული, რომელიც მწუხარებად არ იქცეოდეს".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 08:50 PM

"დაეჩრდილა სიხარული"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:14 PM

"უფლის გამო მწუხარება ადამიანს სასოწარკვეთაში არ აგდებს, პირიქით, ანუგეშებს და შეაგონებს: "ნუ გეშინია, ისევ მიმართე უფალს, ის სახიერი და მოწყალეა, მან იცის რომ ადამიანი უძლურია და ეხმარება მას". უფლისმიერ მწუხარებას სიხარული მოაქვს და ადამიანს ღვთის ნებისადმი მორჩილებაში განამტკიცებს"

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 09:13 PM

"ქრისტე ხომ სიტკბოებისა და სიხარულის წყაროა. ადამიანს მეტი არც არაფერი სჭირდება. ქრისტე ატკბობს და ახარებს მის წინაშე ლიცვით წარმდგარი ადამიანის უკვდავ სულს"

/არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 06:54 PM

"ჩვენ შექმნილნი ვართ მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერებისათვის"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 08:11 PM

"სხვაგვარი სიხარული არაფრით სჯობს წყლის მოქცევას, რომელიც უმალ განქარდება. საღვთო სიხარული - ხანგრძლივია და მტკიცე, მარადიული და საიმედო, რომელსაც ვერა მოულოდნელობა ვერ ერევა, პირიქით - წინააღდეგობანი აღამაღლებს კიდეც".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 11:06 PM

"როგორ არ გავიხაროთ უფალში მარად, რომელმაც გამოხსნით მოგვანიჭა სიხარული. ჭეშმარიტად, ყოველ ქრისტიანს მართებს ამის გამეორება: "მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:25 PM

"სიხარული მოდის სულიწმიდისგან, როგორც კეთილი და საღვთო ნუგეშინისმცემლისაგან".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:40 PM

"ვისაც სიმშვიდე სურს,დაე, აქ მწუხარებას გაუძლოს; ვისაც მარადიული სიხარული და ნეტარება სურს, დაე, უგულებელყოს ყოველივე წარმავალი და ამაო".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:10 PM

"ნუ დაგავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:35 PM

"თუ სიხარულს ვერ მოვუტანთ სხვას, მწუხარებას მაინც ნუ გავუგზავნით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:14 PM

"უწყვეტ სიხარულზე, ყოვლადმშვენიერ მშვენიერებაზე და უსასრულო ნეტარებაზე სასურველი არაფერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:47 PM

ვინც იმაზე ფიქრობს, ყოველთვის სხვა გაახაროს, ღმერთი მას გაახარებს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 01:11 PM

"ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ, უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 02:36 PM

"ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 06:16 PM

"არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაშიც სიხარულში იმყოფება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:12 PM

"ქრისტე - აი, ჩვენი სიხარული, აი, ჩვენი საუნჯე, აი, ჩვენი ყველაფერი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:07 PM

"არასდროს გაგიხარდეს სხვისი წაქცევა, იგივე არ აგცდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:38 PM

"ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება, ეს - ანკესია, რომელიც თევზივით იჭერს სულს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 10:06 AM

"ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 03:05 PM

"მიწიერი სიხარულები მინავლებულ ცეცხლს ჰგავს, რომელიც ძლივს აალდება და წამიერად ქრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 08:24 PM

"მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:30 PM

მიზნად დაისახე სხვისი გაბედნიერება, შენ ესეც გეყოფა სიხარულისთვის!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 03:56 PM

"[ბერ იოსებ ვატოპედელს] შეძენილი ჰქონდა "წაურთმეველი სიხარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:25 PM

სხვების გახარებას და გაბედნიერებას მოაქვს ნამდვილი სიხარული!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:18 PM

"ძმაო ქრისტიანო, დამიჯერე, არსებობს ორი სახის სიხარული, რომელიც ერთმანეთს ვერაფრით შეეთავსება: შენ ვერ შეძლებ იხარო აქაც, მიწაზე, წარმავალი და ცოდვიანი სიამოვნებით და ზეცაში იესო ქრისტესთან ერთადაც იმეფო".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 01:16 PM

"ადამიანს ორი სიხარული აქვს: ერთი, როდესაც იგი იღებს და - მეორე, როდესაც იგი გასცემს. სიხარული, რომელსაც მიღებისას განიცდის, ვერ შეედრება იმას, რასაც გაცემისას გრძნობს. იმისათვის, რომ ადამიანი მიხვდეს, ნამდვილად წარემატება თუ არა სულიერ ცხოვრებაში, მან პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა გამოსცადოს, მაშინ ხარობს, როდესაც გასცემს, თუ მაშინ, - როდესაც იღებს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:40 PM

"სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:50 PM

"ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთ სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს, მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი, წიგნის მიღებისას, ადამიანურ სიხარულს ვგრძნობ. ამ წიგნს თუ სხვას გადავცემ ჩემთან საღვთო სიხარული მოვა, ხოლო იგი, ვინც მას მიიღებს, ადამიანურად გაიხარებს. თავის მხრივ - სხვისთვის გადაცემისას საღვთო სიხარულს ისიც იგრძნობს, ხოლო ადამიანურ სიხარულს განიცდის იგი, ვინც წიგნი მიიღო, მაგრამ შემდეგში ისიც თუ სხვისთვის მიცემას მოისურვებს საღვთო სიხარულით აღივსება და ა.შ. ხედავთ, ერთ ნივთის საშუალებით რამდენ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს როგორც საღვთო, ისე ადამიანური სიხარული".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 09:31 PM

"ზეციური სიხარული რაღაც სხვა, უფრო ამაღლებულია, რაღაც ენითგამოუთქმელია. როცა ადამიანი ცოტათი იგემებს ზეციურს, მისი გული თამაშობს,ცელქობს. იმისათვის, რომ ზეციური სიხარულები გადავცეთ მომავალ თაობებს, ჩვენ ის თავად უნდა განვიცადოთ".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 02:08 PM

"თუ დასაწყისში სულ ცოტათი მაინც დავატანდით თავს ძალას, შემდეგ ყველაფერს ადვილად და სიხარულით გავაკეთებდით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:44 PM

"გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი - ძლიერდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2022, 08:28 PM

"როგორც კი ლხინი დასრულდება, მხიარულებაც მაშინვე გაფრინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 08:34 PM

"აკი სიხარული არის ღვთისგან ჩადგმული სული!"

/ბესიკ ხარანაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 10:02 PM

"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუმდებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ყველაფერში ღვთის ნება აღასრულოს"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:29 PM

"შეუძლებელია, გქონდეს ერთიც და მეორე სიხარულიც: აქაც ნეტარებაში იყო და მომავალშიც ქრისტესთან ერთად მეფობდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 09:11 PM

"როგორც ბავშვს ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულების კითხვისას ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე, ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისაგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2022, 05:51 PM

"ბავშვობის მერე სიხარულის ნიჭს რაღაც აკლდება... მით უმეტეს, როდესაც მწარეა ხვედრი... სიხარულის წყარო შრება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 09:16 PM

თუ ადამიანი შენ ტკივილს უფრო იზიარებს, ვიდრე სიხარულს, ესე იგი ყალბია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 10:55 PM

"ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:40 PM

"ქრისტიანობა - ეს სიხარულია! ყველაფერი სიხარული უნდა იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 09:55 PM

"ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენი "სიხარული სავსებით იყოს".

ეს არის აზრი ყველაფერი იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ - სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ! ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება მთავაარი ჩვენს ცხოვრებაში! ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული. ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს!

უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა ადამიანი მისთვით სიხარულია! და ჩვენთვის მთავარი სიხარული ვინ არის? იესო ქრისტეა მთელი ჩვენი სიხარული, ჩვენი მაცხოვარი!

ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:11 PM

"მცირესა ზედა ერთგულიც მრავალსა ზედა ერთგულებთან ერთად იქნება დადგინებული უფლის სიხარულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 01:02 PM

"როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად გადაიტანეთ შეურაცხყოფა და სულგრეძლად დაელოდეთ წუთებს, როცა განგება სიხარულის ნათლით გაგაბრწყინებთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:06 PM

"თუ სიხარული შეგემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღებს ეწინააღმდეგებიან, და მშვიდ ამინდს ელიან. ხოლო როცა სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხალს ელიან; ამიტომაც ყოველთვის ფხიზლად არიან, რათა მოულოდნელად ამტყდარმა ქარიშხალმა მათ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ და ზღვაში არ დანთქას!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:31 PM

"ვინც ცოდვათა გამო სიმწრის ცრემლები დაღვარა, როგორც წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] გვეუბნება, მას ეს ცრემლები საღვთო სიხარულად და ნუგეშად ექცევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:14 PM

"უნდა ითქვას, რომ თავად ტირილი და გოდება ცოდვათა გამო არ ხდის ცხოვრებას უსიხარულოსა და მტანჯველს, როგორც ამას გლოვის უარმყოფელნი ამტკიცებენ. პირიქით, ცოდვებზე ტირილს შესაბამისი ნუგეში მოაქვს. და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ჭეშმარიტი სიხარული არსებობს დედამიწაზე, ის ცოდვების გამო ტირილს მოაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 08:26 PM

"ჭეშმარიტი სულიერი სიხარულის მოპოვება გლოვით ხდება. ამგვარად ადამიანი მარადისობისათვის მოიპოვებს სულიერ სიხარულს და ამქვეყნად მიაღწევს უფლისმიერი სიხარულის განცდას. თითქოს წარმოუდგენელია, ადამიანი მგლოვიარეც იყოს და ამავდროულად სიხარულსაც განიცდიდეს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა. თითქოს ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა განუშროებლად სდევს თან არა მხოლოდ ჭეშმარიტ მონაზონს, არამედ ნებისმიერ ღვთისმოსავ ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:02 PM

"ნეტარება უფალთან სიყვარულში მარადიული თანაზიარობის სიხარულია"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 08:29 PM

"მისი გულიდან ღრმა, მაგრამ შესამჩნევი სიხარული ჩქეფდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:45 PM

"როდესაც ადამიანი სიმშიდეშია, ყველაფერი სიხარულს ანიჭებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:03 PM

"ვინც სრულყოფილ თავმდაბლობას მიაღწევს, საღვთო მხიარულებით ხარობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:16 PM

"შეიძლება ადამიანს უამრავი სიხარული ეწვიოს, თუმცა ყველაზე აღმატებული საღვთო სიხარულია. როგორც წმინდა იოანე სინელი გვეუბნება, შეუძლებელია ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა, მას მხოლოდ ღვთივგანბრძნობილი მამები განიცდიდნენ, რომლებიც გამოცდილი მოძღვრების მორჩილებაში სულიერად ამაღლდნენ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:22 PM

"ყოველგვარი სიხარულისა და ზეიმის ცენტრი ქრისტეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2022, 09:52 PM

"უფალი ყოველი ადამიანის გულში თესავს სიხარულსა და მხიარულებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:30 PM

"ადამიანები, რომლებიც ვერ თანაუგრძნობენ სხვას მწუხარებაში, კიდევ უფრო ნაკლებად შეძლებენ გაიზიარონ სხვისი სიხარული"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 08:00 PM

"ცხოვრება გვასწავლის, რომ მხოლოდ უფალთან ერთობით მოვიპოვებთ სიხარულსა და მადლს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:12 PM

"ნუ შეცბუნდები, როცა მწუხარება გეწვევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეგეშინდეს, როცა შენთან სიხარული მოვა. ყოველივე ბუნებრივი წესრიგით ხდება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 10:10 PM

"მამები გვეუბნებიან, ამ სოფელში სიმშვიდე არ ვისურვოთ, არამედ შევიყვაროთ შრომა, ოფლისღვრა, განსაცდელი, შეურაცხყოფა, ვინაიდან ჩვენთვის მომავალ საუკუნეშია გამზადებული სიხარული - საუკუნო ღვთისმიერი მხიარულება"

/მამა დოსითეოს მოლდაველი/0

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 08:39 PM

"დროთა განმავლობაში ქრისტეს ნათელი შენს გულშიც გამონათდება და გაანათებს შენს შინაგან არსებას ზეციური სიხარულის დილის სხივებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 07:56 PM

"სად არის სულიერი სიხარულის გასაღები? ამაზე ერთი პასუხია: იესუს ლოცვაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:33 PM

"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე უბედურებას - არის სიხარული"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 03:54 PM

"ჭეშმარიტი, წმიდა სიხარული ქრისტეს სიახლოვეს მოიხვეჭება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:46 PM

"ვინც შეგნებულად, სიმდაბლით მოიკლებს რაიმეს - ქრისტეს სიყვარულისთვის, სულიერ სიხარულს განიცდის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:25 PM

"თუ ადამიანის გონება ღმერთში არ არის დაუნჯებული, როგორ განიცდის იგი საღმრთო სიხარულს?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:11 PM

"მხოლოდ ღვთის სიახლვოეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:36 PM

"სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ავსებს თავის გულს. ასეთ ადამიანს შფოთი ეწყება. სულიერ ადამიანებში ერული სიხარული შეშფოთებას აღძრავს. ერული სიხარული მდგრადი და ჭეშმარიტი არ არის. ეს დროებითი, წარმავალი სიხარულია - სიხარული ნივთიერი და არა - სულიერი. ერული სიხარული ადამიანის სულს ვერ დამუხტავს, არამედ მხოლოდ დაანაგვიანებს მას. როდესაც სულიერ სიხარულს განვიცდით, ნივთიერ სიხარულს აღარ მოვინდომებთ. "განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა". ერული სიხარული კი არ აღადგენს, არამედ წარიტაცებს სულიერი ადამიანის მთელ ძალებს. შეიყვანე სულიერი ადამიანი ერულ აპარტამენტებში - ის აქ ვერ დაისვენებს. და თვით ერის ადამიანსაც მხოლოდ ეჩვენება, რომ ისვენებს, სინამდვილეში კი ის იტანჯება. გარეგნულად იხარებს, მაგრამ ეს მას შინაგან კმაყოფილებას ვერ ანიჭებს და იტანჯება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 07:56 PM

"ხალხს სიხარულის შეგრძნება სურს, მაგრამ სიხარულის გრძნობა რომ გეწვიოს, ამისთვის საკუთარი თავი უნდა გაიღო მსხვერპლად. სიხარულს მსხვერპლი ბადებს. ნამდვილი სიხარული ღვთისმოსაობიდან მოდის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 09:38 PM

"გულში სხვისი ნაკლის დანახვის ბოროტ სიხარულს გრძნობენ"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 06:06 PM

"...სიხარულის ნაცვლად უაზრო სიხარული მოაქვს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 05:57 PM

"გამუდმებული სიხარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 06:50 PM

"შენს გულში სიხარული იფეთქებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2023, 02:18 PM

"სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 08:02 PM

"ბერი ტროფიმე ლამისაა გაუსაძლისი სიხარულით ხარობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 08:26 PM

"[ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი] ყოველთვის ისეთ სიხარულს ასხივებდა, როგორიც მხოლოდ ძალზე ახალგაზრდა ან ძალზე ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2023, 08:12 PM

"დაითვალეს, რომ სიტყვა "გიხაროდენ!" ახალ აღთქმაში 365-ჯერ არის გამოყენებული - სწორედ იმდენჯერ, რამდენი დღეცაა წელიწადში. და ტროფიმეს [ოპტინელი] ცხოვრების ყოველი დღე "გიხაროდენით" იყო აღსავსე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 02:20 PM

"ქრისტეს ერთგული ადამიანი მუდმივად იმის მცდელობაში, ღვაწლსა და შრომაშია, რომ ღვთიური, ზეციური, მარადიული სიხარული შეძლებისდაგვარად მკვიდრობს მის გულში მასში დამკვიდრებული სულიწმიდით, რათა: იხარებდეს მართალი უფლის მიერ!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:12 PM

"სიხარული - ამოუწყველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 06:15 PM

"სიხარულის ტირილი ამივარდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:24 PM

"სიხარული ყოველთვის მწუხარებასთან არის გადაჯაჭვული"

/არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:38 PM

"[ადამიანი] რაც უფრო შორდება მიწიერ სიამოვნებას, მით მეტად განიცდის ზეციურ სიხარულს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2023, 07:56 PM

"როდესაც ადამიანი ისწავლის სხვისი წარმატებებით სიხარულს, ქრისტე მასაც მისცემს სხვების ყველა წარმატებას, რათა გაიხაროს იმგვარად, როგორც უხარია ყველას, და მაშინ მისი წარმატებები და სიხარული იქნება უდიდესი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2023, 05:24 PM

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2023, 08:34 PM

"მყუდრო მხიარულება"

"სიხარული, რომელიც ყოვლეგვარ სიხარულს აღემატება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:21 PM

"როდესაც ქრისტესთან სრული ნდობა გვაკავშირებს, ბედნიერები ვართ, სიხარულს ვგრძნობთ, სამოთხისეულ სიხარულს ვგრძნობთ. ამაშია საიდუმლო"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 08:28 PM

"სიხარული თვით ქრისტეა. ისეთი სიხარულია, რომელიც სხვა ადამიანად გხდის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 07:52 PM

"ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა. ანუ ისინი ამ სულიერ ძალას, რომლის შემუსვრასაც ეშმაკი ლამობდა, ღმერთს უძღვნიდნენ და გარდაქმნიდნენ მას სიხარულად. ლოცვა, ღვთისადმი მსახურება, თანდათანობით სევდას სიხარულად გარდაქმნის, რადგან ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:43 PM

"რამდენადაც შეგიძლიათ იმარხულეთ, შეასრულეთ მეტანიები რამდენიც გინდათ, დატკბით მღვიძარებით, მაგრამ იყავით მხიარულნი. გქონდეთ ქრისტესმიერი სიხარული. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნოდ გრძელდება და აქვს საუკუნო მხიარულება. ეს საუფლო სიხარულია, რომელიც იძლევა საიმედო მყუდროებას, მყუდრო მხიარულებას და ყოვლადმხიარულ ბედნიერებას. ეს ყოვლადსასიხარულო სიხარულია, რომელიც ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტეს სურს და სიამოვნებს, როდესაც სიხარულს აფრქვევს და თავის მორწმუნეებს სიხარულით ამდიდრებს. გისურვებთ "რათა სიხარული იგი თქუენი სავსებით იყოს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2023, 08:46 PM

"დაუჩრდილებელი სიხარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:56 PM

"საოცარი წინასწარმეტყველება აქვს წმ. ესაია წინასწარმეტყველს:

- დადგება დრო, როცა ვეღარ გაიგონებთ მხიარულებისა და სიხარულის ხმებს თქვენი სახლებიდან, რადგან არ არსებობს უღმერთოთა სიხარული!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2023, 07:39 PM

"მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:16 PM

"გვერჩიოს ტანჯვა და მივიღოთ ის სიხარულზე უკეთესად. მწარე წამალი ხშირად უფრო უკეთესია ტკბილზე, რადგან კურნავს. ნამდვილი სიხარული ტკივილისგან იბადება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 05:37 PM

"ერთი ქალი ამბობდა: "რამდენადაც ქრისტემ სიმწარე (ნაღველი) იგემა და რამდენადაც მე თვითონ გავამწარე იგი ჩემი ცხოვრებით, აღარ მსურს სიხარულის შეგრძნება". და როგორ სიხარულს განიცდიდა იგი! იგი სთხოვდა სხვებს, რათა მათ ელოცათ, რომ მას სიხარულიც კი არა, ტკივილი ეგრძნო ქრისტეს გულისთვის, როგორი მსახურებათმოყვარებაა! და რაც უფრო მეტად ითხოვდა იგი ამას, მით უფრო მეტ სიხარულსა და მხიარულებას განიცდიდა. ეს ქალი თავისი "მე"-ს გარეთ გავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 08:11 PM

"ბავშვური სიხარული სუფთაა: ის ადამიანში ღრმად აღიბეჭდება და როდესაც იგი გაიზრდება, განსაკუთრებით აღელვებს მის გულს. თუკი ბავშვები სულიერად ცხოვრობენ, მათ ამ ქვეყნადაც სიხარული ექნებათ და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც ქრისტესთან ერთად იხარებენ მარადიულად"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 08:00 PM

"ისიც უნდა ითქვას, რომ სიხარულის ხარისხი, რომელსაც სამოთხეში განიცდიან სულები, ყველასთვის ერთნარი არ იქნება. ერთს ხელისგლისოდენა სიხარული ექნება, მეორეს - ერთი თასი, მესამეს - მთელი ზღვა სიხარულისა. თუმცა თითოეული მათგანი საკუთარ თავში სიხავსეს იგრძნობს. არავის ეცოდინება, რამდენ სიხარულს, რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა. სახიერმა ღმერთმა ეს ასე იმისათვის მოწაყო, რომ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, მასზე რამდენად აღმატებულ სიხარულს განიცდის მეორე, მაშინ სამოთხე სამოთხე აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სამოთხეშიც მიწიერის მსგავსი შური აღიძვრებოდა: "რატომაა, რომ ის ჩემზე მეტ სიხარულს განიცდის?" ანუ სამოთხეში ყველა იმისდამიხედვით განიცდის სიხარულს, თუ რამდენად განწმენდილია მისი სულიერი თვალი. თუმცა სულიერ ხედვის ეს სიმახვილე ღვთის მიერ კი არ იქნება განსაზღვრული. ის ნებისმიერი ადამიანის სულიერ სიწმინდეზე იქნება დამოკიდებული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 04:29 PM

"ყოველგვარი სიხარულისა და ზეიმის ცენტრი ქრისტეა!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)