IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მორწმუნეთა სავალი გზა, ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენაც და ცოდნაც - არის ღვთის მეგობარი
Georg
პოსტი Sep 1 2006, 09:26 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



"ძალიან საინტერესოა კლიმენტი ალექსანდრიელის ნაშრომი "სტრომატები" [u], მისი თარგმნა მნიშვნელოვანი საქმეა. ეს არის ცოდნის კარიბჭე. აქ განხილულია - რა არის რწმენა და რა - ცოდნა, რომ პირველადი არის რწმენა. აქსიომა, რომელზეც ვაშენებთ მეცნიერებას - რწმენაა და შემდეგ მასზეა დამყარებული ცოდნა. მარტო მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა. ხოლო ადამიანი, რომელსაც აქვს ორივე - რწმენაც და ცოდნაც - არის ღვთის მეგობარი. მონობიდან - მეგობრობამდე, აი, მორწმუნეთა სავალი გზა. ეს ბიბლიურია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო."

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის სიტყვიდან სწავლულ ეკონომისტებთან შეხვედრისას საქართველოს საპატრიარქოში 2004 წლის 30 იანვარს.

წყარო: წიგნიდან - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ, გამომცემლობა "გეოკერია", თბილისი 2004 წელი, გვერდები 292-294.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Sep 2 2006, 12:48 PM
პოსტი #2


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ძალიან სასიამოვნოა ახალ თემებს რომ გვიხსნი, მაგრამ ერტი ჩვენთანაც შემოიარე, არანაკლებ საინტერესო თემები დაგხვდება. smile.gif და გაგვეცანი.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 16 2006, 08:20 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



„სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
ფლამარიონ კამილი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 16 2006, 10:48 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



და თქვა ღმერთმა:
გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სამშვინველი ნათესაობის მიხედვით
ოთხფერხნი და ქვეწარმავალნი და ხმელეთის ცხოველები ნათესაობის მიხედვით
და იქმნა ასე.
/შესაქმე 1, 24/

რატომ შეიქმნენ ცხოველები?

რისთვის შექმნა ღმერთმა ცხოველები? - ისევე, როგორც მცენარეები, ცხოველებიც დედამიწის სამკაულნი არიან, ხოლო გვირგვინი ყოველი ქმნილებისა არის ადამიანი. ყველაფერი მისთვის შეიქმნა - ეს ცაცა და დედამიწაც, ფრინველებიცა და ცხოველებიც, მცენარეებიცა და მნათობებიც. ამიტომ ღმერთმა ყოველ ქმნილებაში ისეთი თვისება ჩადო, რომელმაც ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს, ასწავლოს რა არის კარგი და რა - ცუდი, მიიყვანოს შემოქმედი ღმერთის შემეცნებამდე.

ვის არ სმენია ძაღლების ერთგულების შესახებ. ისინი უმცირეს სიკეთესაც არ ივიწყებენ და ადამიანის მუდმივ მეგობრებად რჩებიან. იცავენ და სიცოცხლესაც არ იშურებენ საყვარელი პატრონისათვის. ძალიან ხშირად, მათი გარდაცვალებით დასევდიანებული ეს ერთგული ცხოველები სიცოცხლეს პატრონების საფლავებზე ასრულებენ.

მაგრამ, აი, აქლემი! რა დიდხანს მიჰყვება მას გულისწყრომა და მრისხანება. ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდხანს არ ივიწყებს და იპოვის თუ არა მარჯვე დროს, ბოროტების წილ ბოროტებით მიაგებს. ასე რომ, უნდა დაფიქრდნენ მრისხანე ადამიანები, ვის ემსგავსებიან, როცა ღვარძლს გულით დაატარებენ და მოყვასს არა თუ არ პატიობენ შეცდომებს, სამაგიეროსაც უხდიან.

საოცრად დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული ცხოველთა შორის. კრავი ათას ცხვარში არჩევს დედას და მისკენ გარბის, რაც უნდა რძით სავსე იყოს სხვა ცხვრების ძუძუები, მას მაინც დედის რძე ურჩევნია. დედა ცხვარიც ათას კრავში გამოარჩევს თავის შვილს.

შვილთა სიყვარულისათვის საქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და დიდი ხნის მანძილზე ზრუნავს მათზე.

შვილებზე მზრუნველობენ ისეთი მრისხანე და საშიშარი ცხოველებიც, როგორიცაა ლომი, ვეფხვი, მგელი...

აი, არწივი კი მეტად უსამართლოა შვილების გამოზრდისას. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთს ფრთას დაჰკრავს და მიწაზე ჩამოაგდებს, მეორეს კი იწყნარებს. თავის ნაშობს იგი ასე იმიტომ ექცევა, რომ საზრდელის შოვნა ეძნელება. სამაგიეროდ, გადაგდებულს სიკვდილისათვის ვერ იმეტებს ზღვის არწივი, თავის შვილებთან მიჰყავს და მათთან ერთად ზრდის. უსამართლო არწივის მსგავსად იქცევიან ის მშობლებიც, რომლებიც სიღარიბის საბაბით შვილებს იშორებენ.

ადამიანები არ უნდა დაემსგავსონ სისასტიკით ფრინველებს, რომლებიც დაინახავენ თუ არა, რომ შვილებმა ფრენა შეძლეს, ბუდიდან აგდებენ და მათთვის აღარ ზრუნავენ.

საოცარი სიყვარული მოსდგამთ ერთმანეთისა ღამურებს. ისინი ერთმანეთს ჯაჭვისებურად დაეკიდებიან და ასე ატარებენ დიდ დროს. ადამიანებს კი როგორ უჭირთ მსგავსი ერთობის მიღწევა, კარგი კი იქნებოდა, მიებაძათ ამ პაწია არსებებისათვის.

საოცარი მზრუნველობა ახასიათებთ წეროებს: როდესაც ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათი ძილის სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, სადარაჯოზე მდგომი დაიყივლებს და ძილს ეძლევა, მას სხვა შეენაცვლება და ა.შ.

ერთგულების დიდ მაგალითს იძლევიან გვრიტები, რომლებიც, როცა მეუღლეს განშორდებიან, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუებიან, უქორწინებლად რჩებიან და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ ქორწინებაზე უარს ამბობენ.

სტუმართმოძულე ადამიანებმა კი დაე ყვავების სტუმართმოყვარეობას მიბაძონ. როდესაც ყარყატები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, მათ ხვდებიან და მიაცილებენ ყვავები, რათა მტრულად განწყობილი ფრინველებისაგან დაიცვან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ყვავები შინ ჭრილობებით ბრუნდებიან.

თვითონ ყარყატები კი საოცარი მზრუნველობით გამოირჩევიან მოხუცი მშობლების მიმართ. ისინი გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ, გადაფრენის დროს კი ფრთებით უჭირავთ და ისე მიჰყავთ. თუ ფრინველები ასე ზრუნავენ მოხუც მშობლებზე, მით უფრო ევალებათ ეს ადამიანებს, რომლებიც ხშირად ივიწყებენ მშობელთა ამაგს და სიბერის ჟამს უყურადღებოდ ტოვებენ მათ.

ცხოველებსა და ფრინველებს ერთად ცხოვრება უყვართ. ზოგიერთებს უფროსებიც ჰყავთ, რომელთაც ემორჩილებიან. ერთგვარ საზოგადოებას ქმნიან ფუტკრები. მათ ერთი სახლი აქვთ და საქმესაც ერთს ემსახურებიან. რაც ყველაზე საოცარია, ისინი ყოველ საქმეს უფროსის ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი წინამძღოლი აფრინდა, თავს ნებას არ აძლევენ მინდვრებისაკენ გაფრინდნენ. ფუტკრები გამრჯე და დაუზარელი მუშაკები არიან, საბუდარს ბრძნულად და თანმიმდევრულად აგებენ და თანაც გასაოცარად ხმაშეწყობილად შრომობენ.

ადამიანისათვის ბეჯითობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითია ჭიანჭველაც, რომელიც საზრდელს ზამთრისათვის ზაფხულშივე აგროვებს. ჯერ ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ ის დროს უქმად არ კარგავს, ბეჯითად და თავდაუზოგავად შრომობს. ალბათ ბევრს უნახავს, თავისზე სამჯერ დიდ ტვირთწამოკიდებული ეს პაწაწინა მწერი. თითოეულ მოგროვილ ხორბლის მარცვალს ჭიანჭველა პირით შუაზე კვნეტს, რომ არ აღმოცენდეს და საკვებად უვარგისი არ გახდეს. ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, აშრობს, მაგრამ გასაშრობად ყოველთვის როდი გამოაქვს, არამედ მხოლოდ კარგ ამინდში.

როგორი მღვიძარეა ბატი და როგორი ალღო აქვს იმის მიმართ, რაც დაფარულია. ოდესღაც ბატებმა სამეფო ქალაქი იხსნეს. მათ ყიყინით მიანიშნეს რომის ბინადართ მტრის მოახლოება, რომელიც საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბებით მოიწევდა ქალაქისაკენ.

ქარაფშუტა და უდარდელმა ადამიანებმა კი სჯობს ცხოველებსა და ფრინველებს მიბაძონ, რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ საცხოვრებლის მოსაწყობად. ამ მხრივ ძალიან მოხერხებული და დაუზარელია მერცხალი. ბუდის აშენებისას მას ჩალა პირით მოაქვს, მაგრამ თიხის მოტანა ფეხებით არ შეუძლია, ამიტომ ფრთების წვერებს ისველებს და მტვრის მარცვლებს იკრობს. ამ ხერხით ეზიდება საჭირო თიხას და ჩალის ღერებს ერთმანეთზე აწებებს.

კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ღვთის სიბრძნე განჭვრიტოს, სხვაგვარად შეხედოს ბუნებას და ამ „წიგნში“ ამოკითხული გაკვეთილებით ისწავლოს იმ გზაზე სიარული, რასაც სახარებისეულად სამეუფო გზა, ანუ გზა ცათა სასუფეველისაკენ ჰქვია.

ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:
წმიდა ბასილი დიდი „ჰომილიები ექვსი დღისათვის“


როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები

დედამიწის აგებულება


ჩვენი პლანეტა აგებულებით უზარმაზარ კვერცხს ჰგავს. ცენტრში მდებარეობს თხევადი გავარვარებული ბირთვი, რომელსაც აკრავს მანტია და ბოლოს შედარებით თხელი მკვრივი ფენა. ამ ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება. დედამიწის დიამეტრი 13 ათასი კილომეტრია, დედამიწის ქექისა კი - სულ რამოდენიმე კილომეტრი. სხვადასხვა ადგილებში ქერქი სხვადასხვა ზომისაა. მაგ., ზღვის ფსკერზე უფრო თხელია, ხმელეთზე - შედარებით სქელი, მთებში - კიდევ უფრო სქელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დედამიწის ქერქის სისქე დედამიწის დიამეტრზე ასჯერ ნაკლებია.

ვულკანები


დედამიწის ქერქი ზოგან ნაპრალებს იკეთებს. ამის გამო, ქერქის ქვეშ არსებული ცხელი თხევადი ნივთიერება ზედაპირს უახლოვდება და ზოგჯერ გარეთაც გამოდის. დედამიწა გუგუნებს და ირყევა, ნაპრალიდან იფრქვევა ნამწვავის ნაკადი, ფერფლი, ორთქლი და გაზები, ანუ მაგმა, რომელიც იქვე ცივდება. წარმოიქმნება დიდი ქვები. ვაკე ადგილას ვულკანი ძალიან იშვიათია. უფრო ხშირად მაგმა ერთსა და იმავე ადგილას ამოხეთქავს ხოლმე. და მაშინ ეს ადგილი მთის ფორმას იღებს.

ყოველი ახალი ამოფრქვევისას ზედაპირზე მაგმის ახალი პორცია ხვდება, რომელიც შემდეგ მაგრდება. ვულკანები აფრქვევენ არა მხოლოდ მაგმას. მათი ამონაფრქვევის დიდი ნაწილი ფერფლი და გაზებია.

ზოგი ვულკანი მოქმედია, ზოგი - დიდი ხნის ჩამქრალი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამქრალ ვულკანებს გაუღვიძიათ და მთელი მიმდებარე ადგილები „დაუბომბავთ“ გავარვარებული ქვებითა და ფერფლით, გავარვარებული მაგმით დაუფარავთ დიდი ტერიტორიები. ასე დაღუპულა მთელი ქალაქები. მაგალითად, ძველ იტალიაში ასე განადგურდა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი, როცა ვეზუვის ვულკანი ამოიფრქვა.

მთის ქანები


დედამიწის ქერქი სხვადასხვა ნივთიერებებისაგან შედგება. ზედა ფენას, რომელზეც მცენარეები იზრდება ნიადაგი ეწოდება. ნიადაგის ქვეშ განლაგებულია ქვიშის, თიხისა და სხვადასხვა სახის ქვების დანაშრევები. ამ ერთგვაროვან მასებს, რომლებიც დედამიწის ქერქს ქმნიან, ეწოდებათ მთის ქანები.

მთის ქანებისაგან შედგებიან მთებიცა და ხმელეთის ვაკე ადგილებიც. მათგან ზოგიერთი ქანი მიწის სიღრმეშია - ქვანახშირი, სხვადასხვა ლითონების მადნები და სხვ. მთის ქანებს მიეკუთვნება ქვები - გრანიტი, ბაზალტი, კვარციტი, კირქვა, ქვიშაქვა.

წარმოშობის მიხედვით, მთის ქანები იყოფა ვულკანურ და დანალექ ქანებად. ვულკანური ქანები - ესაა გაქვავებული მაგმა და მისი ნატეხები. (ისინი მკვრივია, არა აქვთ ფორები და, ამდენად, არ ისრუტავენ ტენს, სიმძიმის გამო ადვილად იძირებიან წყალში). ასეთებია: გრანიტი, ბაზალტი და სხვა მსგავსი ქანები. ვულკანური ქანები დედამიწის წიაღში ძალიან ღრმად არიან განლაგებულნი და ხმელეთის ერთგვარ საყრდენს წარმოადგენენ. ისინი იქ ვულკანთა ამოფრქვევის გზით მოხვდნენ.

მთის ქანების უმეტესობა სრულიად განსხვავებული წარმოშობისაა. ისინი წარმოიქმნებიან მკვრივი ქანების დაშლის, მცენარეულ და ცხოველურ ნაშთებთან შერევის შედეგად და ა.შ.

მოდით დავადგინოთ, რა შედგენილობისაა მთისა ქანები, როგორ გარდაიქმნებიან და იშლებიან ისინი.

მინერალები
არცერთი მთის ქანი არ შედგება მხოლოდ ერთი ნივთიერებისაგან. ყველა მათგანი ნივთიერებათა ნარევს წარმოდგენს. მაგალითად, თუ ყურადღებით დავაკვირდებით გრანიტის ნატეხს, მასში შევნიშნავთ სხვადასხვა სახის მარცვლებს. გრანიტში შემავალ ყველა მარცვალს თავისი სახელი აქვს - კაჟშპატი, კვარცი, ქარსი. ეს სხვადასხვა მინერალების სახელწოდებებია. ამგვარად, მთის ქანები სხვადასხვა მინერალებისაგან შედგებიან.

მინერალებიც ორგვარია: ერთნი ნივთიერებათა ნარევებს წარმოადგენენ, მეორენი კი ერთი ნივთიერებისაგან შედგებიან. მაგალითად, ოქრო, ალმასი (ანდამატი) და სხვა ძვირფასი თვითნაბადები ერთი ნივთიერებისაგან შემდგარი მინერალებია. შესახედაობით მინერალები ერთგვაროვანია.

სულ სამი ათასამდე სახეობის მინერალი არსებობს, რომელთა უმეტესობა იშვიათად გვხვდება. მხოლოდ მცირე ნაწილი მოიპოვება დიდი რაოდენობით.

როგორ იშლებიან ქანები?

გაცხელებისას ყველა სხეული ფართოვდება, გაციებისას კი იკუმშება. თუ გრანიტის ნატეხს რამოდენიმეჯერ გავაცხელებთ და უცებვე გავაცივებთ, ქვას ჯერ ბზარი გაუჩნდება, ბოლოს კი მთლიანად დაიშლება.

რატომ ხდება ასე? გაცხელებისას ფართოვდება გრანიტში შემავალი მინერალები, მაგრამ განსხვავებულად. გაციების დროს კი ისევ იკუმშება, ამჯერადაც განსხვავებულად. ამის გამო, მარცვლებს შორის ბზარები ჩნდება.

მზის სითბო და ყინვა თანდათან შლის მინერალებსა და მთებს. შემდეგ კლდეების პატარა ნაპრალებში წყალი ხვდება. გაყინვისას წყალი ნაპრალებს აფართოებს. ნაპრალებს აღრმავებს კლდეებზე ამოსულ მცენარეთა ფესვებიც.

ასე თანდათანობით იშლებიან თვით უმკვრივესი ქანებიც კი. შემდეგ ეს ნატეხებიც იშლება და ნიადაგს ერევა. კიდევ უფრო სწრაფად იშლებიან მდინარეების ნაპირებთან ახლოს მდებარე ქანები. მდინარე ყოველი ადიდებისას რეცხავს მათ.

მზე, ყინვა, წყალი და ქარი, ასევე მცენარეები, გამუდმებით შლიან შიშველ მთის ქანებს და ფხვიერ მასად აქცევენ. მაგრამ თუ მყარი ქანები მუდმივად იშლება, როგორღა მოაღწიეს მათ ჩვენამდე, თანაც ასეთი მრავალფეროვნებით?

დანალექი ქანები
ყველა მყარი (არაფხვიერი) ქანი არაა ვულკანური წარმოშობის. ბევრი მათგანი, როგორებიცაა: ქვანახშირი, კირქვა, მარმარილო, ქვიშაქვა, დანალექ ქანებს მიეკუთვნება. მაგრამ რას ნიშნავს „დანალექი ქანები“?

ეს სახელწოდება მაშინ გაჩნდა, როცა ყველა მეცნიერს სწამდა, რომ ბიბლიაში აღწერილი მსოფლიო წარღვნა ნამდვილი ამბავია. წყლის უზარმაზარ ნაკადებს გადაჰქონდათ მყარი ნაწილაკების უზარმაზარი მასები - ყველაფერი, რაც ხმელეთზე არსებობდა. როცა მყარი ნივთიერებები დაილექა, წარმოქმნა სწორედ ის ქანები, რომელთაც დანალექ ქანებს ვუწოდებთ.

შემდეგ გამოჩნდნენ ურწმუნო მეცნიერები და წამოაყენეს ვარაუდი, თითქოს დანალექი ქანები მრავალი მილიონი წლის მანძილზე მიმდინარე მთების დაშლის პროცესის შედეგად გაჩნდნენ. ამ ვარაუდის საპირისპიროდ უამრავი სერიოზული მოსაზრება არსებობს. ზოგიერთ მათგანს ქვემოთ მოვიყვანთ.

სინამდვილეში დანალექი ქანები ასე წარმოიქმნენ: ისინი მსოფლიო წარღვნის დროს დაილექნენ. წარღვნის წყლების უმეტეს ნაწილს მიწისქვეშა წყლები შეადგენდნენ. მათ დიდი სიღრმიდან ამოხეთქეს და თან ამოიტანეს მრავალი მყარი ნივთიერება. ამ წყლებმა წალეკეს ხმელეთზე არსებული მთელი მცენარეულობა (საკმაოდ მდიდარი), რაც შემდეგ სხვადასხვა ქანების სახით დაილექა.

თუ წყლიან ვედროში ქვიშასა და თიხას ჩაყრით და შეანჯღრევთ, შემდეგ კი ნარევს სწორ ზედაპირზე გადმოღვრით, ნახავთ, რომ ქვიშა ცალკე დაილექება, თიხა ცალკე. წყლის ნაკადს აქვს უნარი, განაცალკევოს მყარი ნაწილაკები. მეცნიერებმა შექმნეს წარღვნის ერთგვარი მოდელი და რა მიიღეს? - სხვადასხვა მიმართულებით წაღებული ნალექი ფენებად დაილექა. დანალექი ქანებიც ხომ სწორედ ასეა განლაგებული დედამიწაზე - მკვეთად გამოყოფილ ფენებად. მილიონობით წლის მანძილზე სხვადასხვა ნაწილაკების თანდათანობით დალექვის შედეგად ასეთ ფენებს ვერ მივიღებდით.

ქვანახშირისა და ნავთობის წარმოქმნა
მყარი დანალექი ქანების წარმოსაქმნელად ძლიერ წნევაა საჭირო. ისეთი გავრცელებული ქანები, როგორებიცაა კირქვა და ქვიშაქვა, წარმოქმნილა კირქვის ნარევისა და ქვიშის დალექვით. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლა საკმაოდ ადვილია. აი, ერთიან ქვად გადასაქცევად კი ძლიერ წნეხი და მაღალი ტემპერატურა სჭირდება.

ყველაზე უკეთ ეს ქვანახშირის მაგალითზე ჩანს. ნახშირი წარმოადგენს ნაშთს წარღვნამდელი ხეებისა, რომლებიც სწრაფად ჩაიმარხნენ სხვა ქანების ფენებქვეშ და მჭიდროდ დაიპრისენ მათ შორის. ქვანახშირში ხშირად ნახულობენ ხის ფოთლების ანაბეჭდებს, ასევე მთლიან, გაქვავებულ ხეებს. ამასთან, არა მარტო წაქცეულს, დამდგარსაც კი, ზოგჯერ ფესვებით ზემოთ აშვერილს.

ურწმუნო მეცნიერები თვლიან, რომ ხეები მრავალი წლის მანძილზე თანდათან ეფლობოდნენ ჭაობებში, სადაც ქვავდებოდნენ. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჭაობის პირობებში ხე რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ლპება, თბილ კლიმატში კი ეს პროცესი უფრო სწრაფადაც მიმდინარეობს. მაგრამ თუ ლაბორატორიაში, უჰაერო პირობებში, ჩვეულებრივ შეშას მაღალი ტემპერატურის ქვეშ გავაჩერებთ, სამ-ოთხ კვირაში ქვანახშირს მივიღებთ. სწორედ ასეთი პირობები შეიქმნა წარღვნის დროს.

ქვანახშირი არ შეიცავს მხოლოდ ნახშირბადს, რომელიც წვადი ნივთიერებაა. მის შემადგენლობაში შედის მრავალი მინარევი. გაცილებით სუფთაა შეშის დაწვით წარმოქმნილი ნახშირი, რომელსაც, მაგალითად, საცეცხლურისათვის იყენებენ ტაძარში. ქვანახშირისაგან განსხვავებით, ეს ნახშირი არ გამოყოფს უსიამოვნო, მხრჩოლავ სუნს, თითქმის ბოლომდე იწვის და ნაცარიღა რჩება. ქვანახშირის წვისას კი, პირიქით, სქელი, შავი და არასასიამოვნო სუნის კვამლი გამოიყოფა და, ამასთან, ღუმელში უამრავი წიდა (ნარჩენი) გროვდება. ეს ადასტურებს, რომ ხეები ცხელ ქანებში ჩაიმარხა, დაიწვა, დაიპრისა და ნაწილობრივ გაიჟღინთა ქანებში შემავალი ნივთიერებებით. ჭაობებში მილიონობით წლის მანძილზე ნელ-ნელა დალექვისას ნახშირი ვერ გაიჟღინთებოდა ამდენი მინარევით, რადგან ისინი ხელმისაწვდომი, უბრალოდ, არ იქნებოდა. ასეთსავე პირობებში, ლაბორატორიაში მცენარეული ნაშთებისაგან შესაძლებელი გახდა ნავთობის მიღებაც. ჩვეულებრივ ბუნებრივ პირობებში კი ეს შეუძლებელია: ფოთლები, ბალახი, ნეშომპალა ჰაერის ზემოქმედებით იხრწნება და მცენარეთა საკვებად იქცევა. ქვანახშირის მსგავსად, დაუმუშავებელი ნავთობიც მრავალ უცხო მინარევს შეიცავს.

მცენარეთა და ცხოველთა გაქვავებული ნაშთები

გაქვავებული თევზი ჭამის პროცესში

გაქვავებული ტრილობიტი

მთელ მსოფლიოში დანალექი ქანები შეიცავენ ძველი ცხოველებისა და მცენარეების გაქვავებულ ნაშთებს. მცენარეები მხოლოდ ქვანახშირში როდი ჩაქვავდა, მათ ანაბეჭდებს სხვა ქანებშიც პოულობენ. შემორჩენილია ასევე ძველი მწერებისა და სხვადასხვა წყლის ცხოველების ანაბეჭდები.

თუ როდესმე შეგიგროვებია კირქვის ქვები, შესაძლოა შეგემჩნია კიდეც ნიჟარების, ან კიბორჩხალას მსგავსი რომელიმე ცხოველის ანაბეჭდები. ასეთ რამეებს ხშირად პოულობენ. ესენი, გამძვინვარებული სტიქიის მღვრიე ნაკადებქვეშ მოყოლილი, წარღვნამდელი ცხოველების ნაშთებია. მსგავსი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ქანებში ჩაკირულ არსებებს სიკვდილი მოულოდნელად დაატყდათ თავს.

ზაფხულში ალბათ შეგიგროვებია ნიჟარები სანაპიროზე. როგორც იცი, ცოცხალი ნიჟარა მჭიდროდ ხურავს სარქველებს (სადგულებს) და ძალიანაც რომ ეცადო, ვერ გახსნი. მკვდარი ნიჟარები კი თავისით იპობა ორ ნაწილად. არცერთი ცარიელი ნიჟარა არ ძლებს დიდხანს და არც არსად იბეჭდება. ალბათ იცი, რომ მთლიანი მკვდარი ნიჟარის მოძებნა არც ისე იოლია, გაცილებით ხშირად გხვდება გატეხილი და დამსხვრეული ნიჟარები.

საინტერესოა, რომ ყველა ნამარხ ნიჟარას სარქველები დახურული აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხალნი მოიყოლა მღვრიე ნაკადებმა. შემორჩა ისეთი ნამარხებიც, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ზოგიერთი ეს საბრალო არსება მყარი, დაწნეხილი ქანებიდან გაძრომასაც ცდილობდა.

თუ კირქვის პლასტები მილიონობით წლის მანძილზე მკვდარი ნიჟარების ფსკერზე დალექვის შედეგადაა წარმოქმნილი, როგორც ურწმუნო მეცნიერები ამტკიცებენ, მაშინ არ უნდა შეგვხვედროდა არცერთი მთლიანი ნიჟარა, მით უმეტეს, დახურული სარქველებით. ჩვენ ვერ ვიპოვიდით ვერცერთ ნიჟარის ანაბეჭდს, რადგან დროთა განმავლობაში ნიჟარები იმსხვრევა და ფხვნილად იქცევა. ნიჟარების ანაბეჭდების წარმოქმნა მხოლოდ წარღვნის პირობებში იყო შესაძლებელი.

ასე ხდება არა მხოლოდ ნიჟარების შემთხვევაში. ცნობილია მრავალი ცხოველის გაქვავებული ნაშთი: თევზების, ჩიტების, მხეცების, ქვეწარმავლების - პატარა ცხოველებიდან დაწყებული დიდებით დამთავრებული. დიდი ცხოველების გაქვავებულ ნაშთებში, უმეტესწილად, მხოლოდ ჩონჩხებია შემორჩენილი, პატარა ცხოველები მთლიანად აისახა ქანებში. ყველა ეს ნაშთი ცხოველების მოულოდნელ სიკვდილსა და ძალიან სწრაფ ჩამარხვაზე მეტყველებს. ჩვეულებრივ პირობებში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ ან წყალში, ცხოველების ძვლები არ ქვავდება, ისინი იხრწნება. თუ გამუდმებით იშლება უმკვრივესი ქვებიც კი, რაღა ითქმის ძვლებზე? მათგან კვალიც არ დარჩებოდა, რომ მღვრიე, ღრმა ნაკადს არ ჩაემარხა და არ დაეპრისა ისინი. ცხოველების კანი, ხორცი და შიგნეულობა სწრაფად გაიხრწნა, ძვლების ფორები და ნაპრალები კი თხევადი ქანებით აივსო, რომელიც შემდეგ ცემენტივით გამაგრდა. ეს ყოველივე კი საკმაოდ სწრაფად მოხდა.

გაქვავებული ნაშთების განლაგება გვაფიქრებინებს, რომ ამ ცხოველებს სიკვდილი მოულოდნელად ეწვიათ. ნაპოვნია თევზების მთელი გუნდები, რომლებიც ჩამარხვის მომენტში ერთი მიმართულებით მიცურავდნენ. პოულობენ ხმელეთის ცხოველთა ჩონჩხების მთელ სასაფლაოებს. საშინელ უწესრიგობაში ერთმანეთის გვერდით უნახავთ უკვე გადაშენებული და თანამედროვე ცხოველების ჩონჩხები. სრულიად წარმოუდგენელია, როგორ უნდა დახოცილიყვნენ ამ მდგომარეობაში ბუნებრივად: ზოგ ანაბეჭდში ხომ თევზები ჭამის პროცესში არიან, ზოგში კი ცხოველი მშობიარობის მომენტშია გაქვავებული. ბუნებაში ასე არავინ კვდება. ეჭვსგარეშეა, რომ ყველა ეს ცოცხალი არსება მოულოდნელად და ერთდროულად დაიხოცა; და ეს მოხდა მსოფლიო წარღვნის დროს.

აღმოჩენები მარადიულ ყინულეთში


რუსეთის ჩრდილოეთში, ციმბირში, მიწა ყინულის საფარითაა დაფარული, რომლის უმეტესი ნაწილი ზაფხულში დადნობას ვერ ასწრებს. ამ რაიონებში მარადიული გაყინულობაა. წარღვნამდელი ცხოველებისა და მცენარეების ნამარხები აქ გაცილებით საინტერესოა. საქმე იმაშია, რომ მოულოდნელად ჩამარხული არსებები ცოცხალივითაა შემორჩენილი. მღვრიე ნაკადები, რომელთაც იქაური ცოცხალი სამყარო გაანადგურეს, კი არ გაქვავდა, გაიყინა. ამიტომ მცენარეთა და ცხოველთა რბილი ნაწილებიც კი შესანიშნავად შეინახა, ისე, როგორც მაცივარში.

შესაძლოა გსმენია, როგორ იპოვეს ციმბირში გაყინული მამონტი, გამოთხარეს, წაიღეს პეტერბურგის მუზეუმში და ფიტული გააკეთეს, რომელიც ზუსტად ისეთ პოზაში დააყენეს, როგორშიც იპოვეს. როგორც ჩანს, ადამიანები ასე გაყინული მამონტების მთელ ჯოგებს პოულობდნენ. ადგილობრივ მცხოვრებთა წარმოდგენით, მამონტები ყინულებში ცხოვრობენ და ჰაერზე გამოსვლისას მაშინვე კვდებიან.

გაყინულობაში პოულობენ ცოცხალ, მწვანე მცენარეებს, ყვავილებითა და ნაყოფით დახუნძლულს, ასევე მრავალი ცხოველის ნაშთს - ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაშია. ასეთ აღმოჩენებს ვერაფრით შეუსაბამებ ურწმუნო მეცნიერების ვარაუდს, თითქოს მცენარეთა და ცხოველთა ნაშთები ნელ-ნელა ილექებოდა მილიონობით წლის მანძილზე.

სასარგებლო წიაღისეული


აი, ასეთია დანალექი ქანები. ყველა მათგანი ერთგვარი ქვის წიგნია, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამო დაშვებულ მსოფლიო წარღვნის შედეგად მოულოდნელად დაღუპულ უძველეს, მდიდარ სიცოცხლეზე მოგვითხობს. მაგრამ წარღვნა მხოლოდ სასჯელი როდი იყო. მის შედეგად წარმოიქმნა მრავალი სასარგებლო წიაღისეული, რომელთაც დღეს ადამიანი იყენებს. უპირველეს ყოვლისა, ესაა საწვავი - ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფიქალი. ყველანი უძველეს მცენარეთა ნაშთებისაგან წარმოიქნენ.

ჩნდება კითხვა: რამდენი ტყეა საჭირო, რომ ქვანახშირის მსოფლიო მარაგი მოგვცეს? მეცნიერებმა შეაფასეს ეს მარაგი. აღმოჩნდა, რომ მთელ დედამიწასაც გაუვალი ტროპიკული ტყეები რომ ფარავდეს, ისეთი, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში რომ იზრდება, პლანეტის ქვანახშირის მარაგის მხოლოდ ორი მესამედი შეივსებოდა. (თუ ყველა ტყეს ერთდროულად დავამუშავებდით). მაგრამ ეჭვსგარეშეა, წარღვნამდე ჩვენს პლანეტაზე მეტი იყო ხმელეთი, ხოლო მცენარეულობა გაცილებით მდიდარი, ვიდრე თანამედროვე ტროპიკულ ტყეებში. ამდენად, წარღვნის შედეგად ქვანახშირის ამ რაოდენობის მარაგის შექმნა სრულიად შესაძლებელი იყო.
ქვანახშირი ფოთლის ანაბეჭდით


საწვავთან ერთად წარღვნამ სხვა წიაღისეულიც დაგვიტოვა, რომელთაც დანალექ ქანებში პოულობენ. მათგან გამოვყოფთ კირქვას, რომელსაც მშენებლობაში იყენებენ კირის დასამზადებლად. მშენებლობაში გამოიყენება ასევე ქვიშა და ნიჟარქვა და, რა თქმა უნდა, მარმარილო. მართალია, მარმარილო ძალიან მაგარია, მაგრამ ისიც დანალექი ქანია. მარმარილოთი დიდი შენობების კედლებსა და იატაკებს აპირკეთებენ.

წარღვნის შემდეგ დარჩა სხვადასხვა მარილების დანალექებიც. ეს მარილები გამოიყენება არა მარტო საკვებად, არამედ სოდის, ქლორისა და სხვა ნივთიერებების მისაღებად. ძვირფას წიაღისეულად ითვლება აპატიტები და კალიუმის მარილები, რომლითაც მინერალურ სასუქებს ამზადებენ.

და ბოლოს, ადამიანის მეურნეობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ლითონების მადნებს. მათი გადადნობით მიიღება თავად ლითონები. არსებობს რკინის მადნის რამოდენიმე სახეობა. არის მადნები სპილენძის, ალუმინის, თუთიის, ტყვიისა და სხვა.

თითქმის ყველა წიაღისეული დანალექ ქანებში მოიპოვება, ანუ წარღვნის შედეგად დაგროვილ ნალექებში. ხედავთ, რამხელა წყალობაა ღვთისა სასჯელშიც კი. ჩვენ სარგებლობას ვიღებთ ადრე არსებულ სიცოცხლეზე მოწეული სასჯელის შედეგებიდანაც და ეს ეხება არა მარტო სასარგებლო წიაღისეულს.

წარღვნა და მდინარეების კალაპოტები

მდინარე კოლორადოს ხეობა - დიდი კანიონი

თუ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირისკენ გაიხედავთ, დაინახავთ, რომ მდინარე ხშირად გაცილებით უფრო ფართო კალაპოტში მიედინება, ვიდრე მას სჭირდება. ამხელა კალაპოტში თავისუფლად ჩაეტეოდა ოცი, ოცდაათი, ზოგჯერ, ასი ასეთი მდინარეც კი. შესაძლოა მდინარე ნაპირებიდან გადმოსულიყო, მიმდებარე მინდვრები დაეტბორა, მაგრამ მიმართულებას არ შეიცვლიდა, არსად გაიყოფოდა.

საიდან გაჩნდნენ ამხელა კალაპოტები? ოჰ, თქვენ არ გინახავს მთის მდინარეები უღრმეს ხეობებში! ამერიკაში არის ერთი მდინარე - კოლორადო. ის მიედინება უზარმაზარ ხეობაში, რომლის სიღრმეც კილომეტრს აღწევს. როგორ გაჩნდა ამხელა ხეობა? პატარა მდინარე ვერ შექმნიდა მას თუნდაც მილიონობით წლის განმავლობაში, რადგან ამ ხნის მანძილზე ყველა ციცაბო ნაპირი ჩამოიშლებოდა და დამრეცად გაწვებოდა.

საქმე იმაშია, რომ ამ კალაპოტებში წარღვნის წყალი მიედინებოდა, როცა ხმელეთმა ამოწევა იწყო. ამ უზარმაზარმა ნაკადებმა გადარეცხეს თავისივე მოტანილი დანალექი ქანების ფენები, ამიტომაც ხშირად მდინარეთა კბოდეებზე კარგად ჩანს ეს ფენები. ასეთი ჭრილების აღმოჩენისას მეცნიერები გათხრებს იწყებენ და ხშირად უძველეს მცენარეთა და ცხოველთა კვალსაც აგნებენ.

დედამიწის ნაყოფიერი ფენები
დედამიწის ზედა, ნაყოფიერ ფენას, რომელზეც მცენარეები იზრდება, ნიადაგი ეწოდება. შიშველ მთის ქანებზე მცენარეები ან საერთოდ არ ამოდის, ან ამოდის ძალიან მწირად. ნიადაგი შეიცავს რაღაც ისეთს, რაც აუცილებელია მცენარეებისათვის.

თუ თუნუქის ქილაში მიწას ჩაყრით და ცეცხლზე შემოდგამთ, ცოტა ხანში უსიამოვნო სუნი გეცემათ. ეს სუნი დამწვარი ნეშომპალის, ანუ მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებისაა, რომლებიც ყოველთვისაა ნიადაგში და ხშირად მას შეფერილობასაც აძლევენ.

თუ როდესმე ორმოს ამოთხრა მოგიწევთ, დააკვირდით ნიადაგს. ნახავთ, რომ ის უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მის ქვეშ განლაგებული ქანები. თიხა იქნება ნიადაგის ქვეშ თუ ქვიშა, ნიადაგი მაინც მათზე მუქია. და ამის მიზეზი ნეშომპალაა.

ნეშომპალა სწორედ ის აუცილებელი „ნივთიერებაა“ (უფრო სწორად, სხვადასხვა ნივთიერებების ნარევი), რაც მცენარეებს სჭირდებათ არსებობისათვის. მოკლედ, ნიადაგს წარმოქმნის ნეშომპალა.

ნიადაგის წარმოქმნა
ნეშომპალის გარდა ნიადაგი იმ ქანსაც შეიცავს, რომელზეც ის გროვდება. განარჩევენ ქვიშის, თიხის, თიხნარ და სხვა სახის ნიადაგებს. მაგრამ როგორ წარმოიქმნება ნიადაგები, მაგალითად, ქვიშის?

მშენებლობაზე მოიტანეს სუფთა ქვიშა. მშენებლობა დასრულდა, ქვიშის ნაწილი კი დარჩა. პირველ წელს ამ ქვიშაზე არაფერი ამოსულა. შემდეგ ამოიწვერენ პირველი მცენარეები, რომლებიც რამოდენიმე წელიწადში საკმაოდ გამრავლდნენ. შემოდგომობით გამხმარი ბალახი ქვიშაზე ეყარა და იხრწნებოდა. ქვიშის გორა დაისერა თხაწართხალას, შვიტისა და ჭანგას ღრმა და ძლიერი ფესვებით. ამ მცენარეებს რომ ასეთი ფესვები არ ჰქონდეთ, მიწიდან საჭირო ტენის ამოსრუტვას ვერ მოახერხებდნენ. ამ ბალახების ჩრდილში აქა-იქ ხავსიც მოედო.

ხუთი წლის შემდეგ ასე დაყრილი ქვიშის ზედა ფენას, 1-2 სმ სისქეზე უკვე ნაკლებად ექნება ქვიშის ფერი. მასში უკვე მრავლადაა მწერები, მატლები, რომ აღარაფერი ვთქვათ ფესვებსა და ბალახებზე. ასე დაიწყო ნიადაგის წარმოქმნა.

ქვიშის ნიადაგი ყოველთვის მწირია. ქვიშა წყალს ვერ იჭერს, ყოველთვის მშრალია, მასზე ყველა მცენარე ვერ იზრდება. ასეთი მცენარეები არაა წყლიანი და მსხვილი, ამიტომ მცირე ნეშომპალას იძლევა. ამასთან, მათი ნეშომპალა სწრაფად ჩაირეცხება ხოლმე მიწის სიღრმეში.

დაახლოებით ასევე ხდება თიხოვანი ნიადაგის წარმოქმნაც. თუმცა აქ სულ სხვა მცენარეები გვხვდება: ვირისტერფა, ღიჭა, შამბი... იქნებ გინახავთ კიდეც ისინი გზების გასწვრივ და ფერდობებზე. ყველა მცენარეს არ შეუძლია თიხაზე ამოზრდა, სადაც ფესვებისათვის ნაკლები ჰაერი და ბევრი წყალია. თიხის ზედაპირი თანდათან იფარება ნია

--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 19 2006, 10:26 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ძალიან სასიამოვნოა ახალ თემებს რომ გვიხსნი, მაგრამ ერტი ჩვენთანაც შემოიარე, არანაკლებ საინტერესო თემები დაგხვდება. და გაგვეცანი.


"თქვენთან" სად?

ციტატა
„სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
ფლამარიონ კამილი


ძალზე მნიშვნელოვანია, თუმც არ ვიცი, როგორ შევასმინო და "რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო!"


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 19 2006, 10:42 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ნათელია " ჩვენთან " შემოვლაში რას გულისხმობდა იაკო rolleyes.gif და სად გეპატიეჟებოდათ rolleyes.gif არის შესაბამისი თემები სადაც ვეცნობით ერთმანეთს smile.gif
შემინდეთ ადრესატობა მივითვისე smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 20 2006, 12:15 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(Georg @ Sep 19 2006, 11:26 AM) *

"თქვენთან" სად?
ძალზე მნიშვნელოვანია, თუმც არ ვიცი, როგორ შევასმინო და "რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო!"



ოო, როგორ შეასმინო, ეს ურთულესი საკითხია. შეიძლება ითქვას, კაცობრიობის პრობლემაა ყველა დროში. მაგრამ რა უნდა უწოდო, ამის პასუხი ფსალმუნებშია: "თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი"

„რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
მაქს პლანკი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 21 2006, 07:46 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ძალზე მნიშვნელოვანია, თუმც არ ვიცი, როგორ შევასმინო და "რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო!"




ოო, როგორ შეასმინო, ეს ურთულესი საკითხია. შეიძლება ითქვას, კაცობრიობის პრობლემაა ყველა დროში. მაგრამ რა უნდა უწოდო, ამის პასუხი ფსალმუნებშია: "თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი"

„რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
მაქს პლანკი



"თუმც არ ვიცი, როგორ შევასმინო" - ამ კითხვას სვამს ფლამარიონ კამილი! რა არ იცოდა ფსლმუნების შესახებ?


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 25 2006, 06:39 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(Georg @ Sep 21 2006, 08:46 PM) *

"თუმც არ ვიცი, როგორ შევასმინო" - ამ კითხვას სვამს ფლამარიონ კამილი! რა არ იცოდა ფსლმუნების შესახებ?


მე მეგონა, შენც სვამდი იგივე კითხვას, რასაც ფლამარიონ კამილი, ამიტომ შენ გიპასუხე და არა მას, რა თქმა უნდა.
მოკლედ, გაუგებრობა მოხდა.
smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 25 2006, 09:01 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



„როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“
მაიკლ ფარადეი



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 11 2006, 04:54 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.

ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.


ლუი პასტერი



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 12 2006, 01:16 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



მორწმუნის გენი VMAT2

ღვთაებრივი სულიერი გავლენის - influence spirituelle(ფრანგ.) კიდევ ერთი თვალხილული გამოვლინების დამზერა გახდა შესაძლებელი, უფლის განზრახულობით, ჩვენთვის უბრალო მოკვდავთათვის და ჩემი მსგავსი მცირედ მორწმუნეთათვის: საქმე ისაა, რომ აშშ-ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დინ ჰამერმა აღმოაჩინა, რომ ყველა მორწმუნეს გააჩნია გენი VMAT2, რომელიც(გენი VMAT2) ათეისტებს არ აღმოაჩნდათ.

ჰამერის კვლევებიდან გამომდინარე დასკვნებით, VMAT2-გენის არ ქონა ადამიანისათვის არის ანომალია, რომელიც ზოგჯერ(ჩვენი აზრით არც თუ იშვიათად, ხაზგასმა ჩემია) ვლინდება და მემკვიდრეობით რამოდენიმე თაობას გადაეცემა, მარგამ ადრე თუ გვიან დნმ-ის ჯაჭვის რეგენერაციის(აღდგენის) გზით VMAT2-გენი ბრუნდება თავის ადგილზე(რაც ჩვენი აზრით უფლის რწმენასთან დაბრუნების შემდგომ გვეძლევა, ხაზგასმა ჩემია) .

+ + +

ყველაფერი "არაფრისგან" შეჰქმენი შენ, თუმცა შენი საკუთარი სუბსტანციისაგან კი არა, არამედ მატერიისაგან; მაგრამ არა იმ მატერიისაგან, რომელიც არ გეკუთვნის შენ, ანდა უწინაც არსებობდა, არამედ შენს მიერ სამყაროს შექმნასთან ერთად შექმნილისაგან, რადგანაც უსახოს შენ მიანიჭე სახე დროის ყოველგვარი შუალედის გარეშე.

სხვაა მატერია ცისა და სხვაა მატერია მიწისა, სხვადასხვანაირია ცისა და მიწის იერიც. ეს მატერია შენ შეჰქმენი "არაფრისაგან", სამყარო კი - ამ უსახო მატერიისაგან, ორივენი ერთად შეჰქმენი: უსახო მატერიამ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე მიიღო სახე.

ნეტარი ავგუსტინე - აღსარებანი, წიგნი მეცამეტე, XXXIII.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 13 2006, 10:26 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
ლომონოსოვი


ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე.

ამპერი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 10 2007, 04:17 PM
პოსტი #14


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ეხლა მე ამოვიწერე წმ.მგვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის წერილი:_''იშრომე და განიმტკიცე რწმენა საკუთარ თავში. დროთა განმავლობაშილოცვის მოთხოვნილებას შეიგრძნობ. ჯერ სუსტია რწმენაშენი და არ გაიზულებს ლოცვას. გვინახავს,თუ როგორ ეცემოდა წისქვილის ბორბალს წყლისსუსტი ჭავლი,ხოლო ბორბალი კი უძრავად იდგა; როგორც კი იმძლავრა წყალმა,ბორბალიც დაიძრა. რწმენა ძალაა სულისა.მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას გმერთზე ფიქრის,ხოლო გულს_უფლისადმი ლოცვისკენ. მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას,გულს და საერათოდ მთლიანად სულს ადამიანისას.ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს,ის მიაქანებს მთელი ძალით სულს უფლისაკენ.ვფიქრობ,რომ შენ ლოცვის არ გრცხვენია,მაგრამ რწმენა შენი ჯერ არ არის მტკიცე.მოუფრტხილდი,განამტკიცე შენში ეს ჩვილი,ხოლო,როცა ის გაიზრდება და დავაჟკაცდება, ასმაგად მოგიზგავს შენი შრომისთვის.ვაჟკაცური რწმენა შემოაბრუნებს შენი ბიწიერების შინაგან ბორბალს და ჰპოვებ ახალ ცხოვრებას.მშვიდობა თქვენდა და კურთხევა უფლისა შენ თანა!''


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxa
პოსტი Feb 13 2007, 04:02 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 26-July 06
წევრი № 17



გიულოცავთ ყველა თამარს წმინდა თამარ მეფის ხსენებას შეგეწიოთ და გაკურთხოთ.გაიხარეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Feb 13 2007, 09:48 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(kaxa @ Feb 13 2007, 04:02 PM) *

გიულოცავთ ყველა თამარს წმინდა თამარ მეფის ხსენებას შეგეწიოთ და გაკურთხოთ.გაიხარეთ


დიდი მადლობა. თქვენც გილოცავთ. შეგეწიოთ მისი ლოცვა. wub.gif
მაგრამ სჯობდა, აქ დაგეწერათ smile.gif http://church.ge/index.php?showtopic=927&p...t=0&#entry50578 smile.gif


ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ:
პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან;
მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან;
მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, ამგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.

ბლეზ პასკალი



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 01:09 AM
პოსტი #17


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ხალხო ადრე მეცნიერება იყო ზუსტად ის რაც უნდა ყოპილიყო რამდენადაც მე ვიცი და გამიგია smile.gif ანუ რას ვგულისხმობ :

ადრე მეცნიერება იყო იმისთვის რომ ღვთის საქმეები შეეცნოთ და ედიდებინათ კიდე უფრო მეტი სიყვარულით ღმერთი მისი სიდიადის და გამო ამას რაღაც სახელი ქვია და დამავიწყდა სამწუხაროდ sad.gif იყვნენ მეცნიერები ბერები smile.gif და მინდა გითხრათ რომ ბევრი მეცნიერი თავისი სიახლის გაკეთების მერე ამბობდა რომ ეს ამკტიცებს რომ ღმერთი არსებობს და მის ძალაზე მეტყველებსო თუმცა მავანნი ამას ცუდად თარგმნიდნენ და ასხვაფერებდნენ smile.gif


ძალიან ბევრია საერთო მეცნიერებასა და რელიგიას შორის მეცნიერება ამტკიცებს ყველაფერს რელიგიურს მხოლოდ და მხოლოდ მე თუ მკითხავთ smile.gif


ძალიან ბევრი საერთოა ასევე მათემატიკასა და რელიგიას შორის ჩემი მოკლე ჭკუითაც კი ბევრი რამ ვნახე საერთო smile.gif ასე რომ მეცნიერება რელიგიის ჭეშმარეტებას გვიმტკიცებს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თუ მაგალითები გინდათ PMში მომწერეთ და მოგიყვანთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს მაინც ოღონდ სახელი და გვარები არ მოითხოვოთ მასეთებში სუსტი ვარ sad.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი