IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ერთი უცნაური ისტორიის შესახებ.
vaxushti13
პოსტი Jun 27 2014, 10:54 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი ოცდამეორე

1. ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
2. მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3. უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.
4. უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?
5. უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.
6. შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
7. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?
8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.
9. უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე.
10. ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
11. გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.
12. ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
13. ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
14. თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.
15. მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
16. უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
17. თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.
18. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
19. თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
20. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.
21. გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
23. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
24. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?
25. თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.
26. თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს,
27. უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
28. თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო!

კითხვები:
1. რატომ უთხრა იუდას მეფემ ისრაელისას უფალს დაეკითხეო, განა თავად ვერ დაეკითხებოდა? განა იუდას არ ყავდა წინასწარმეტყველნი?
2. 400 წინასწარმეტყველი ძალიან ბევრი ხომ არ არის ერთ ასწლეულში?
3. რატომ ქონდა მხოლოდ ერთ მიქას ზუსტი ცნობები და დანარჩენ 400 წინასწარმეტყველს კი ცრუ? განა ისინიც მიქას მსგავსად უფლის წინასწარმეტყველნი არ იყვნენ?
4. რას ნიშნავს რკინის რქების გაკეთება? მასკარადის გარეშე ვერ გამოხატავდა ციდკია სათქმელს?
5. რად უფრთხოდა მეფე ისეთ წინასწარმეტყველს, რომელიც ავს მოასწავებდა თუმცა სიმართლეს? რა აზრი ქონდა მისთვის ტკბილ ტყუილს?
6. რატომ მოიტყუა მიქამ პირველ შეკითხვაზე პასუხისას.
7. როგორ მიუხვდა მეფე, რომ იტყუებოდა?
8. ვინ იყვნენ ის ცათა მხედრობა, რომელიც მიქას თქმით ღვთის ტახტის მარჯვნივ და მარცხნივ იდგნენ?
9. რატომ მიმართა ღმერთმა შეკითხვით დამსწრეებს: "ვინ გაიტყუებს აქაბს"? ეს ხომ წინასწარი განზრახვით მახის დაგებაა?
10. ვინ იყო ის სული, ვინც უპასუხა "მე გავიტყუებ"?
11. რატომ უთხრა ღმერთმა ამ სულს, "რითი"? განა არ იცოდა ყოვლისმცოდნენ რითიც აპირებდა ეს სული აქაბის გატყუებას?
12. თუ ეს სული ღვთის მხედრობის წევრი და შესაბამისად სიკეთის მსახური იყო, მაშ სიცრუის სულად გარდაქმნა რად დააპირა? ნუთუ წმინდა აგნელოზებს ძალუძთ სიცრუის სულებად ტრანსფორმირება? და თუ ეს სული დემონური ძალებიდან იყო, მაშ რაღად იმსახურებს ასეთ სულს უფალი?
13. როგორ იქცა ეს სული ღვთის წინასწარმეტყველების ბაგეში სიცრუის სულად?
14. რა დააშავეს ღვთის იმ წინასწარმეტყველებმა, რომლებიც სიცრუეს წინასწარმეტყველებდნენ, იმიტომ რომ ღმერთმა და ვიღაც სიცრუის სულად გარდაქმნილმა სულმა მოილაპარაკეს და წინასწარი განზრახვით შეთანხმდნენ ასე?
15. რატომ გაარტყა ციდკიამ მიქას, განა ღვთის სული ექსკლუზიური საკუთრება ეგონა?
16. რატომ თქვა მიქამ: "თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემითო"? განა ეჭვი ეპარებოდა საკუთარი ნაწინასწარმეტყველების წარმომავლობაში?

და ბოლოს:

17 თუ ეს სიცრუის სული ავი სულია, რატომ მოქმედებენ ასე შეხმატკბილებულ-კოორდინირებულად ღმერთი და ავი სული? ხოლო თუ კეთილი ანგელოზია, მაშ სიცრუის თქმით წინასწარმეტყველების ბაგეში განა ცოდვით არ დაეცემოდა თავადაც? მაშ როგორღა ავალებს ღმერთი წმინდა ანგელოზს სიცრუის თქმას?

თემა მე არ მეკუთვნის დაკოპირებულია forum.ge დან, თუმცა იქ კაიფის მეტს არაფერს აკეთებენ და აქ კაი იქნება თქვენი აზრი... ხო მართლა გამარჯობათ smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 1 2014, 06:25 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ფორუმ გე-დან დაკოპირებულ თემებს არ მოეშვები რამე რომ იყოს ?
მერამდენედ აკეთებ ამას ?

(ნუ , ვიღაცას შეიძლება მართლა აინტერესებდეს და რომ მოვიცლი დავწერ ) .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Jul 5 2014, 05:31 PM
პოსტი #3


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ციტატა
ფორუმ გე-დან დაკოპირებულ თემებს არ მოეშვები რამე რომ იყოს ?
მერამდენედ აკეთებ ამას ?

დაკოპირებას რა მნიშვნელობა აქვს??? უბრალოდ იქ გახსნილი თემა მომეწონა და მივხვდი რო პასუხები არ მაქ ამ კითხვებზე და დამაინტერესა და იმიტომ გავხსენი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 03:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი