IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი ჯვარი, ყოველი ადამიანი ატარებს თავის ჯვარს
ნათია
პოსტი Apr 25 2007, 10:15 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16, 24).

ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მწუხარებანია და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის.

„ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღწვა, რომელიც აკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული.

„ჯვარი თვისი“ ცოდვით დაცემაა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. „ჯვარი ქრისტესი“ მაცხოვრის სწავლებაა: „დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან“ (ფსალმ. 118, 38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ „ქრისტეს ჯვრად“ არ გადაისახა.

„ჯვარი თვისი“ მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტეანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა.

„ჯვარი თვისი“ ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზედაც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება „ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალატ. 5, 24).

აქედან გამომდინარე, ცხადია ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წავწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმიდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისათვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი.

ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს „ჯვარი თვისი“. ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით.

ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოსთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით ეს ჭეშმარიტი სინანულია.

ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ ვიპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული.

„ჯვარი თვისი“ „ქრისტეს ჯვრად“ გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარება საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოდილ გულში რომ სდუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს.

იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერი ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინელსად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის.

„ჯვარი ქრისტესი“ ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა: უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“. ამინ!

მაშინ, როცა გაუსაძლისად მძიმე ხდება ჩემი ჯვარი, გონების თვალს ფართოდ ვახელ და დაკვირვებით ვათვალიერებ საკუთარ ცხოვრებას.

ლოცვის, აღსარების და ზიარების შემდეგ მე კი აღარ მივეზიდები ჯვარს, არამედ თვითონ ვეებერთელა, ჯვარი მიმეზიდება მე!



უფალი არ მოგვცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგვიძლია: ის თავად შეგვეწევა ჯვრის ზიდვაში.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Apr 26 2007, 01:06 AM
პოსტი #2


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მსჯელობს რა ამ საკითხზე, ერთ-ერთ წერილში ჩვენს ყურადღებას შეაჩერებს პავლე მოციქულის სიტყვებზე:"ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისთვის სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა." ჩვენ შეიძლება გარეგნულად მოვკვდით ამ სოფლისათვის, ეს სიტყვები მარტო მერმონაზონთათვის როდი დაუწერია წმ. მოციქულს. იგი ყოველ ჩვენთაგანს ეხება. სოფელში იგულისხმება არა ადამიანებთან ერთად ცხოვრება, ან ცხოვრებისეული საქმიანობანი, არამედ ხორციელი გულისთქმანი, ამპარტავნება და ყოველივე ის, სადაც მეუფობს ცოდვა. ეს აზრი: " სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა," ნიშნავს, რომ ყოველგვარი ცოდვა ჩემთვის ჯვარს ეცვა და მეც მათთვის ჯვარს ვეცვი. როგორ ხდება ეს? წინდაწინ მინდა გითხრათ, რომ ყოველ ცოდვაში არის ორი მხარე: ერთია ცოდვილი საქმეები, მეორე-ცოდვილი ვნება, რომელიც ცოდვილ საქმეთა წარმომშობი წყაროა, ხოლო საქმე კი განხორციელებული , ხორცშესხმული ვნებაა. მაგ, მრისხანება ან გაბრაზება არის ცოდვილი ვნება, რომელიც გულში ბუდობს, ხოლო საქმეებია : აფეთთქება, კამათი, ჩხუბი, გაცეცხლება, მკვლელობანი. ვნება ერთია, მაგრამ ხედავთ , რამდენ ავ საქმეს წარმოშობს? თვით გემოთმოყვარეობა ან ტკბობის, სიამოვნებისაკენ სწრაფვა ვნებაა და მისი გამოვლინება საქმეებში კი გახლავთ ნაყროვანება, ტკბილეულობის სიყვარული, ასევე ტკბილ სასმელთა დაწაფება, სეირნობა კაფე-ბარებში, უზეობათა სახლებში. ამის შემდეგ ძნელი არ არის გავითვითცნობიეროთ, როგორ ხდება , რომ ცოდვა ან სოფელი ჯვარს ეცმის ჩვენთვის და ჩვენც როგორ ვეცმით ცოდვისა და სოფლისათვის ჯვარს.
როცა ვინმე ზურგს აქცევს ცოდვილ საქმეებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთვის მოვკვდით. როცა თავად ცოდვილ მიდრეკილებას, ვნებას ჩავკლავთ ჩვენში, მაშასადამე, ჩვენ ჯვარს ვეცვით ვნებისათვის. შეიძლება ადამიანმა მიატოვოს დროსტარება ისე, რომ არასდროს არ იაროს შესაბამის ადგილებში , რაც იმის დასტურია, რომ ისინი მისთვის მოკვდა , მაგრამ აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ არ შეიძლება ვთქვათ, რომ იგიც ჯვარს ეცვა მათთვის. მართალია, ის იქ არ დადის, მაგრამ გულითა და გონებით იქ იმყოფება.
დასასრულს წმ. ეპისკოპოსი გვირჩევს:ვინც გარეგნულად ზურგი აქცია ცოდვას, გამოსწორდა და მას არ ჩადის, სულის სიღრმში შევიდეს და თავად გული გამოისწოროს, ჩააქროს მასში დაბუდებული ვნებები, რამეთუ მაშინ იქნება იგი გამოსწორებული ღვთის წინაშე, რომელიც გულს ხედავს და მისი მდგომარეობის მიხედვით განსჯის ადამიანს. თუკი ეს ღვთის წყალობით შევძელით, შეგვეძლება ვთქვათ: "სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა."

ღმერთმა შეგვაძლებინოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 26 2007, 10:55 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ისეთი ლამაზი და ამავე დროს მტკივნეული თემაა, ისე ახლობელი რომ გვერდი ვერ ავუარე. ლამაზია იმიტომ რომ დაკისრებული ჯვარით ხვდები რმადენად მნიშვნელოვანი ხარ უფლისათვის, მტკივნეულია იმიტომ რომ ისე ვერ ვეწევით ჯვარს როგორც ეს უფალს უნდა.

ამ ბოლო დროს რაგაც განსაცდელები შემხვდა და ერთი მეგობარი მეუბნებოდა: ხომ იცი უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს რისი გადატანაც არ შეგიძლიაო. ე. ი. შენი სჯერა რომ გაუძლებ და სასაოწარკვეთილებაში არ ჩავარდეო.

ღვთის მადლითა და შეწევნით მართლა ნელ-ნელა მოგვარდა ყველაფერი და მივხვიდ რომ ჩემი ჯვარი ჩემთვის არც ისე მძიმეა რომ ვერ "მოვერიო". ასეა ყველას ჯვარიც. მთვარია ქრისტეში ვიყოთ და ყველფერს ავიტანთ.





--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 26 2007, 11:11 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს....

მოვედით ჩემდა ყოველნი ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი და მე განგისუენო თქუენ....

ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა...


ეს ფრაზები მამშვიდებენ ხოლმე ჯვრის ზიდვისას rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2007, 11:18 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,170
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როცა ჯვარი დამიმძიმდება ხოლმე და მწუხარებაში ვარ, მადლობას ვუხდი უფალს და ამით მიმსუბუქდება ჯვრის ტვირთვა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 27 2007, 03:40 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



"რა არის ჯვარი? ზოგიერთს გონია რომ იგი არის სასჯელი ღვთისა.ეს ასე არ არის.სინამდვილეში ჯვარი არის ღვთის დიდი წყალობა და ჩვენ უნდა მივიღოთ იგი,როგორც უფლის ლოცვა-კურთხევა"...
"ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი და მან ბოლომდე უნდა მიიტანოს იგი..
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2007, 03:27 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,170
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი ტარებაც თქვენ არ შეგიძლიათ.

სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არ არის რა კაცისათვის.

იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს... ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი May 2 2007, 11:12 PM
პოსტი #8


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ციტატა
ისეთი ლამაზი და ამავე დროს მტკივნეული თემაა, ისე ახლობელი რომ გვერდი ვერ ავუარე. ლამაზია იმიტომ რომ დაკისრებული ჯვარით ხვდები რმადენად მნიშვნელოვანი ხარ უფლისათვის, მტკივნეულია იმიტომ რომ ისე ვერ ვეწევით ჯვარს როგორც ეს უფალს უნდა.

აბსოლიტურად გეთანხმები, ძალიან მტკივნეული თემაა.მძიმეა საკმაოდ,განსაკუთრებით მაშინ თუ მისი "ტვირთვა" სასოწარკვეთილებაში გაგდებს და როდესაც ათვიცნობიერებ საკუთარ უსუსურებას.ბედნიერებაა როცა ამ დიდ ღვთის ნებას სიხარულით შეუდგები.


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი May 3 2007, 04:25 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



,,ადამიანის ცხოვრება-ეს არის რთული გზარომელიც ყველამ უნდა განვლოს და ამ გზაზე ყოველ ადამიანს ღვთისაგან მოცემული აქვს თავისი ჯვარი:ზოგს უფრო მძიმე,ზოგს-ნაკლებად.და ეს ჯვარი თვითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს. არის შემთხვევა,როცა ადამიანი ეცემა თავისი ჯვრის სიმძიმის ქვეშ.ამ დროს ჩვენ არუნდა გვეგონოს,თითქოს უფლისგან მიტოვებული ვართ.განსაცდელის დროს უფალი ყოველთვის მოდის ჩვენთან და გვეხმარება,-ჩვენთან ერთად ტვირთულობს ჩვენს ჯვარს რომელიც თავადვე გვიბოძა,, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი May 17 2007, 04:42 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



დღეს ჯვრის მამაში წირვას დავესწარი, სახარებას რომ უსმენდი შემდეგი სიტყვები დამამახსოვრდა, პერიფრაზერებას ვერ გავაკეთებ მაგრამ დაახლოებით ასეა: ჩემი ტვირთი მსუბუქია და ჩემი უღელი თკბილიოოოოოოოოო

ღმერთი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგვცემს რისი ტარებაც არ შეგვიძლია.....................ყოველი მძიმე თუ მსუბუქი ტვერთისთვის ვმადლობდეთ უფალსა! ! !


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 1 2007, 12:27 AM
პოსტი #11


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მოვიყვან ერთ ძველი ამბავს, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთმა უკეთ იცის, ვისთვის რა არის სასარგებლო და თითოეულს მისი შესაძლებლობის მიხედვით აძლევს:

ცხოვრობდა ერთი გულუბრყვილო კაცი, რომელიც თავისი შრომით ირჩენდა თავს, მაგრამ მეტად მცირეს გამოიმუშავებდა, ძლივს ჰყოფნიდა გამოსაკვებად მასა და მის ოჯახს. ერთხელ იგი მდინარის ნაპირას წავიდა, იქ ქვაზე ჩამოჯდა და დაუწყო ყურება, როგორ უახლოვდებოდნენ ნაპირს მდიდრული საქონლით დატვირთული გემები. შემდგომ ამ ტვირთს ცლიდნენ და ქალაქში მიჰქონდათ გასაყიდად.
უეცრად ამ კაცის გონებაში ცოდვიანი აზრი გაჩნდა: "რატომ მისცა ღმერთმა ზოგიერთ ადამიანს სიმდიდრე და ყოველგვარი სიამოვნება, სხვები კი სიღარიბეში საცხოვრებლად გაწირა?" მან თავის მწარე ხვედრზე ჩივილი დაიწყო.
ამასობაში შუადღის მზემ დააცხუნა. საბრალო ცდილობდა, თვლემა დაეძლია, მაგრამ შეუმჩნევლად ჩაეძინა. დაესიზმრა, რომ მაღალი მთის ძირში იდგა. მივიდა მასთან გრძელწვერა, დარბაისელი ბერი და უთხრა: "გამომყევი"! იგი დაემორჩილა და გაჰყვა. დიდხანს მიდიოდნენ, ბოლოს მივიდნენ ისეთ ადგილას, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობისა და სიდიდის ჯვარი ელაგა. მათ შორის იყო დიდი და პატარა, ოქროსა და ვერცხლის, სპილენძისა და რკინის, ქვისა და ხის ჯვრები. ბერმა მიმართა: "ხედავ, რამდენი ჯვარია? აირჩიე ნებისმიერი და აიტანე იმ მთის წვერზე, რომესაც შენს წინ ხედავ".
შეხედა ამ მიამიტმა კაცმა ოქროს ჯვარს, ძალიან ლამაზი იყო იგი და მზესავით ბრწყინავდა. მოეწონა და სურდა, მხრებზე ეტვირთა, მაგრამ რამდენსაც არ ეცადა, არათუ აღება, ადგილიდანა დაძვრაც კი ვერ შეძლო.

- არა, - უთხრა მას ბერმა, - როგორც ჩანს, ვერ აიტან ამ ჯვარს მთაზე. აიღე მეორე, ვერცხლის, იქნებ, მისი ატანა მაინც შეძლო.

აიღო კაცმა ვერცხლის ჯვარი. ის, მართალია, ოქროსაზე ცოტა მსუბუქი იყო, მაგრამ ვერც მას მოუხერხა ვერაფერი. ვერც სპილენძის, რკინისა და ქვის ჯვრების დაძვრეა ვერ შეძლო.

- რას იზამ, - უთხრა მას ბერმა, - აიღე იმ ხის ჯვართაგან ერთ-ერთი.

მაშინ აიღო კაცმა ხის ჯვარითაგან ყველაზე მცირე და მსუბუქად და სწრაფად აიტანა იგი მთაზე. გაუხარდა, რომ, როგორც იქნა, თავისი შესაძლებლობების შესაფერისი ჯვარი იპოვა და თანამგზავრს შეეკითხა:

- რა ჯილდო მელის ამისთვის?

- მე გეტყვი, რა ჯვრებია ისინი, რომლებიც შენ ნახე, - მიიღო მან პასუხად, - რათა შენ თვითონ განსაზღვრო შენთვის განკუთვნილი ჯილდო.

ოქროს ჯვარი, რომელიც თავიდან ასე მოგეწონა, სამეფოა. შენ ხშირად ფიქრობ - რა კარგი და ადვილია მეფედ ყოფნაო, იმას კი არ ფიქრობ, რომ სამეფო ხელისუფლება არცთუ მსუბუქია, მეფის ჯვარი კი ყველაზე მძიმეა.

ვერცხლის ჯვარი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ძალაუფლება გააჩნია. იგი ღვთის ეკლესიის მწყემსთა და მეფის უახლოეს მსახურთათვისაა. მათაც უამრავი საზრუნავი და საწუხარი აქვთ.

სპილენძის ჯვარი კი იმათია, ვისაც უფლისგან სიმდიდრე მიეცა, შენ გშურს მათი და ფიქრობ, რომ ისინი ბედნიერნი არიან, მათ კი შენზე მეტად უჭირთ ცხოვრება. შენ შრომის შემდეგ მშვიდად შეგიძლია დაიძინო შენს ღარიბ ქოხსა და მცირეოდენ სიმდიდრეს არავინ შეეხება; მდიდარს კი დღედაღამე ეშინია, არავინ მოატყუოს, გაძარცვოს, სახლი არავინ დაუწვას. გარდა ამისა, იგი თავისი სიმდიდრისათვის უფლის წინაშე პასუხსაც აგებს - იმისათვის, თუ როგორ გამოიყენებს თავის ქონებას. ხოლო თუ უბედურება დაატყდა თავს და გაღარიბდა, რა მძიმე განსაცდელის გადატანა მოუწევს მაშინ მას...

რკინის ჯვარი სამხედრო პირთა კუთვნილებაა. ჰკითხე მათ, რომლებიც ომში ყოფილან, და გიამბობენ, რამდენი ღამე გაუთენებიათ თითქმის შიშვლებს ნესტიან მიწაზე. ითმენდნენ შიმშილსა და სიცივეს...

ქვის ჯვარი ვაჭრებისაა. შენ მოგწონს მათი ცხოვრება, რადგან შენსავით არ შრომობენ? მაგრამ ისიც ხომ ხდება, რომ მიდის ვაჭარი ზღვაზე, მთელ თავის ფულს საქონელში ხარჯავს, გემი კი იძირება და ვაჭარი შინ ღატაკი ბრუნდება.

ხის ჯვარი კი, რომელიც ასე ადვილად აიტანე, შენთვისაა განკუთვნილი. შენ დრტვინავდი, რომ რთული ცხოვრება გაქვს, ახლა კი ხედავ, რომ ის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვისი. იცოდა გულთმხილავმა უფალმა, რომ სხვა წოდებასა და მდგომარეობაში სულს დაიღუპავდი. ამიტომ გარგუნა ყველაზე თავმდაბალი და მსუბუქი - ხის ჯვარი... მაშ, წადი და ნუ დრტვინავ უფალზე შენი გაჭირვებული (ღარიბი ბედის) ყოფის გამო. უფალი თითოეულს აძლევს ჯვარს მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვისაც რამდენის ზიდვა შეუძლია.

ბერის უკანასკნელ სიტყვებზე კაცს გამოეღვიძა, უფალს მადლობა გადაუხადა შთამაგონებელი სიზმრისათვის, იმ წუთიდან აღარასოდეს დრტვინავდა უფალზე და მადლობდა მას.


თქვენ რომელი ჯვრის ტარებას ისურვებდით?



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2007, 01:22 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,170
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღიღე ჯვარი შენი"...ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივით იტყვი: "დღენი ჩემნი წარხდეს სრბითა, ხოლო დაიპნეს სახსარნი გულისა ჩემისანი."

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 6 2007, 05:58 PM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ოხ, რა ვიცი, რა ვიცი.

ჯვრის მადლობით ზიდვა მორჩილებაა, რა ვიცი გამომდის??? მეეჭვება..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 6 2007, 07:39 PM
პოსტი #14


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მადლობელი მაშინ ვარ ხოლმე, ძირითადად, როცა ყველაფერი ჩაივლის, ღვთის წყალობით, და კარგის და ავის გარჩევის თავი მაქვს biggrin.gif

ისე კი როცა ტძარს არ ვშორდები, მაშინ მიადვილდება ყველა გასაჭირი, მახსოვს ეგეთი პერიოდიც, უფლის დიდებით, მართალი სიხარულით რომ გადამიტანია განსაცდელი, სხვა დროს რომ მკლავს ხოლმეsmile.gif

და ახლაც ხშირად ვიხსენებ, როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე ...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 22 2007, 07:55 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(kato_Bato @ Jun 6 2007, 08:39 PM) *

მადლობელი მაშინ ვარ ხოლმე, ძირითადად, როცა ყველაფერი ჩაივლის, ღვთის წყალობით, და კარგის და ავის გარჩევის თავი მაქვს biggrin.gif

ისე კი როცა ტძარს არ ვშორდები, მაშინ მიადვილდება ყველა გასაჭირი, მახსოვს ეგეთი პერიოდიც, უფლის დიდებით, მართალი სიხარულით რომ გადამიტანია განსაცდელი, სხვა დროს რომ მკლავს ხოლმეsmile.gif

და ახლაც ხშირად ვიხსენებ, როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე ...



2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Jun 23 2007, 01:34 AM
პოსტი #16


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



ციტატა
ღვთის მადლითა და შეწევნით მართლა ნელ-ნელა მოგვარდა ყველაფერი და მივხვიდ რომ ჩემი ჯვარი ჩემთვის არც ისე მძიმეა რომ ვერ "მოვერიო". ასეა ყველას ჯვარიც. მთვარია ქრისტეში ვიყოთ და ყველფერს ავიტანთ.

2kiss.gif getanxmebi,yvelam sakutari jvrebi unda vatarot...


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Feb 9 2008, 07:53 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



ეჰ ჯვარი რომ არა რომელსაც ვატარებ არ ვიცი ახლა ამ ფორუმზე ვიქნებოდი?არა არ ვიქნებოდი ვერ გავბედავდი შემოსვლას,დამძიმდა ჩემი ჯვარი მაგრამ მიხარია რომ სიმძიმეს განვიცდი .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 9 2008, 11:35 PM
პოსტი #18


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა


მოვედით ჩემდა ყოველნი ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი და მე განგისუენო თქუენ...

sad.gif cray.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 10 2008, 05:44 AM
პოსტი #19


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“.

უწმინდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

აუ უწმინდესის ეს სიტყვები მიყვარს უზომოდ.
ვდილობ ესე ვიცხოვრო მარა ეჰ რავიცი... sad.gif

მადლობა უფალს ყველაფრისთვის. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Feb 10 2008, 11:59 PM
პოსტი #20


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
თქვენ რომელი ჯვრის ტარებას ისურვებდით?


არ ვიცი, ალბათ იმას, რომელიც შემეფერება და ეს ჩემზე მეტად უფალმა უწყის... ამიტომ მას ვმადლობ იმ ჯვრისათვის რომელიც შეგვირჩია...

და მასვე ვთხოვ მომცეს ძალა ამ ჯვრის ღირსეულად ტარებისა


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 10:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი