სახება ქეთევან დედოფლისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახება ქეთევან დედოფლისა... |
marine |
Mar 17 2008, 03:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.
ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“ ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა. შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული. ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა. მღვდელი პეტრე კვარაცხელია ქეთევან დედოფალი /ანა კალანდაძე/ რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი... თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი... თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა... ლოცულობდა... როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან, ცხელი რკინა, საქართველოს გულს რომ კვეთდა. რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა, ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა, ქროდა ქარი... ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარულ დედოფალსა, უდრეკ იყო დედოფალი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atman |
Oct 3 2009, 02:06 PM
პოსტი
#21
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
მიშას კითხე, დაგეხმარება -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Oct 3 2009, 02:14 PM
პოსტი
#22
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Atman
ვინ მიშა? სააკაშვილი? იცი რას ამბობენ, ბოლო წლებში კათოლიკურ სალოცავში დადიოდაო, განსხვავებას კათოლიკურ და მართმადიდებლურ სარწმუნეობაში ვერ ხედავდაო, აბა თუ კათოლიკე არ იყო, თავი რაზე გამოიდეს კათოლიკე ბერებმა, და ა.შ დაიცა იმ რუსულ ფორუმსაც მოვნახავ, ფავორიტებში მეგდო მგონი... : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Oct 3 2009, 02:17 PM
პოსტი
#23
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
ციტატა იცი რას ამბობენ, ბოლო წლებში კათოლიკურ სალოცავში დადიოდაო, განსხვავებას კათოლიკურ და მართმადიდებლურ სარწმუნეობაში ვერ ხედავდაო სულ არ გამიკვირდება ეგრე რომ ეფიქრა, პირიქით რომ ეფიქრა ის უფრო გამიკვირდებოდა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Oct 3 2009, 02:33 PM
პოსტი
#24
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ვოოოო, ვიპოვე
http://katolikforum.ru/index.php?showtopic=553&st=30 იუზერ ბენაზირის პოსტი #37 (არ მკითხოთ ეხლა ასეთი საიტებით რატომ ინტერესდებიო ) აი ნაწყვეტი მისი პოსტიდან: ციტატა Но наверное самая яркая страница во взаимоотношениях грузинского православия и римского католицизма - это поистине экуменическая фигура св. великомученицы Кетеван , претерпевшей страшные мучения за Христа в Иране в 1624 году. Оставленная своей свитой, святая царица в последний, самый тяжкий период своей жизни получала духовное утешение у католических миссионеров-августинцев из Португалии. Они напутствовали ее на Голгофу, они подобрали ее останки, часть их передали в Грузию, а две части ее святых мощей отвезли в Гоа, в Индию, в тамошний монастырь, и в собор Святого Петра в Риме. Мощи православной грузинской мученицы и поныне почивают в самом сердце римского католицизма16. Фрески с изображением мученического подвига св. царицы украшают стены одного из Лиссабонских монастырей17. აქ ვუაბშე დაკა-დაკაა http://forum.catholiconline.ru/index.php?s...opic=5341&st=90 ტაკს, ჩვენ რას ვფიქრობთ აბა? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Oct 3 2009, 02:35 PM
პოსტი
#25
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მიშა აგვიხსენი მიშააააა! სონღულაშვილი დაფასთააან!
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
KAIROS |
Oct 3 2009, 08:55 PM
პოსტი
#26
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეგ უბრალოდ არის იმით ინსპირირებული, რომ იქ ესწრებოდნენ მაგ ორდენის სასულიერო პირები და იმდენად აღფრთოვანდნენ წმიდანის სიმხნევით, რომ ცოტა რაღაცეები გაამუქეს, ვითომ კათოლიკე იყოო და ა.შ.
მაგრამ ცოტა რეალობას თუკი გაითვალისწინებთ მიხვდებით, რომ თუ მიდიოდა ტაძარში, იმიტომ კი არა რომ კათოლიკებზე "ამოუვიდა მზე" ან პაპისტურმა "ჭეშმარიტების" ბრწყინვალებამ მოხიბლა, უბრალოდ იქ სხვა არანაირი ტაძარი არ იყო, და დღეს თუ ხვალ იცოდა რაც ელოდა , სულ ესაა... დანარჩენი უსაბუთო ფანტაზიაა და არაა საჭირო გაბუქება დასტურად მომყავს ვატიკანის ოფიციალური ვებ.გვერდი წმიდანებზე, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი: 1) წმიდანი არის საქართველოს ეკლესიის (ბუნებრივია იგულისხმება მართლმადიდებლური) წმიდანი 2) პორტუგალიელები უბრალოდ მოხიბლული და გაოცებულები დარჩენენ მისი მარტვილობით (სიტყვაც არაა თქმული ქეთევანის გაკათოლიკებაზე) 3) მიუხედავად იმავი პორტუგალიელი მისიონერების შეთავაზებისა (ამიტომაც დაჭირდათ ქეთევანის "გაკათოლიკების" ისტორიის შეთხზვა) რომის ეკლესიამ არ შერაცხა წმიდანად ქეთევანი უბრალოდ იმიტომ, რომ არ იყო კათოლიკე და ამიტომაც სახელის ქვემოთ წერია (აღმოსავლეთის ეკლესიები) http://www.santiebeati.it/dettaglio/94730 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 3 2009, 09:15 PM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა Оставшиеся мощи латинские монахи тайно отправили в Рим в богатой раке и положили в усыпальнице святого апостола Петра, где они и почивают до сего дня. ეს კი სრული სიახლეა, ანუ იდეაა რომელიც სხვაგან არ გვხვდება, თავისუფლად შეიძლება ასეც მომხდარიყო, რადგან უამრავი სიწმიდეები ინახება სხვადასხვა საცავებში, ასობით, ათასობით, ათიათასობით ნაწილები არის კარადებში, ზოგი ნამდვილი, ზოგიც ნაყალბები, არავინ იცის რომელი რომლისაა, თუმცა გაკითხვა შეიძლება აი შეპირებული კედლის ფრესკა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან Azulejos in the Graça convent, Lisbon -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Oct 4 2009, 07:46 PM
პოსტი
#28
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
აჰა, გასაგებია :)
ახლა ვიცი რაც უნდა ვუპასუხო ხოლმე : ) Atman ხედავ, მიშას დაძახება არ იყო საჭირო :D |
Atman |
Oct 4 2009, 07:54 PM
პოსტი
#29
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
კაიროს სკაზალ ბოგ სკაზალ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Oct 4 2009, 08:02 PM
პოსტი
#30
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Atman
ნწ, სათქმელი გქონოდა, შენც იტყოდი რამეს არავის აინტერესებს ისტორია, ხოდა ენგრე ლიტერატურა/წყარო მინდოდა, მგონი ევროპელებს აქვთ აღწერილი ქეთევანის წამების შესახებ და ინტერნეტში ვერ ვნახე, წავალ საჯაროს მადლს მივიღებ : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Oct 4 2009, 08:06 PM
პოსტი
#31
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ქევანა
ისტორიის გაკვეთილებზე შატალოზე დავდიოდი ძირითადად -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნუნექია |
Feb 10 2013, 06:52 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 10-February 13 წევრი № 12,943 |
ჩვენი ტაძარიიი.. ეს ტაძარი საოცრად მადლიანია,ახლა მოქმედია ღვთის შეწევნით და ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე აღევლინება წირვა-ლოცვა..
|
qetevano |
Feb 10 2013, 07:43 PM
პოსტი
#33
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
tamuna m
ვაქირი კახეთის რომელ რაიონშია? მომინდა მანდ წასვლა -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Apr 12 2013, 04:00 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემი მოკრძალებული ლექსი...
წმინდა დედოფალი ქეთევანი ეძღვნება ჩემს ბავშვობის მეგობარს – ქეთევან ლომსაძეს მოიღეს შამფურნი და შესხნეს ცეცხლსა შინა, დედოფლის საწამებლად, დედოფლის დასაშინად. მუხლნი მოიყარნა, ზე აღაპყრნა ხელნი, ფერმკრთალთა ღაწვებზე დასცვივდა ცრემლნი. წმიდა ღმრთისმშობლისა ხატი აღმოიღო, რომელიც სამშობლოდამ შირაზს წამოიღო. შეწევნა შეჰვედრა... ძნელია სათქმელად, მაგრამ სატანჯველის მზა იყო დათმენად. ტარიგი ქრისტესი ზეცისა იყო ღირსი, ვითარცა ანგელოზის ბრწყინვიდა პირი მისი. მტანჯველთა განაშიშვლეს, განურთხეს ხელნი, მარწუხით აწამეს წმიდაჲ სანატრელი. ხარობდნენ ბოროტნი, ეშმაკნი, ავნი, დახლიჩეს ძუძუნი, დაჰგლიჯეს მკლავნი. მოიღეს ქუაბი და ცეცხლზე გაახურეს, წმიდასა ქეთევანსა თავზე დაახურეს. გაისმა ლოცვაჲ, შეჰვედრა სული თვისი, ადიდა ქრისტე ღმერთმა ღვაწლი მისი. წამებით შეიქნა ბოროტი გათელილ, ბრწყინვალე გუამსა ზედა მოვიდა ნათელი. ყოველთა იხილეს, ადიდეს უფალი, თქუეს: ეს არს ჭეშმარიტად წმიდაჲ დედუფალი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
Apr 12 2013, 10:53 PM
პოსტი
#35
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
marine
ღმერთმა მრავალი კარგი ლექსი დაგაწერინოს! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Apr 15 2013, 04:23 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ღმერთმა მრავალი კარგი ლექსი დაგაწერინოს! გისმინოს უფალმა შენც ასევე, ჩემო კარგო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 26 2013, 02:17 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
“ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ.
დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვირდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“. /პორტუგალიელი მისიონერი ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Nov 26 2013, 02:27 PM
პოსტი
#38
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
marine
ციტატა “ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვირდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“./პორტუგალიელი მისიონერი ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში/ რა კარგია, კიდე არ გაქვს ასეთი აღწერები ქეთევან დედოფლის? -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Nov 26 2013, 02:37 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine რა კარგია, კიდე არ გაქვს ასეთი აღწერები ქეთევან დედოფლის? დავდებ, ქეთ „მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახულ საბუთში ვკითხულობთ: სასიამოვნო იყო ქეთევან დედოფალთან საუბარი, მისი საუბარი იყო წმინდა, ადამიანებისადმი ერთგულების სულისკვეთებით განმსჭვალული... დედოფალი ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით იმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისათვის ამზადებდა. ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა და ერთგულებისაკენ მოუწოდებდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა. დედოფალს რაც კი გააჩნდა, ქრისტიანებს შორის ანაწილებდა და თვითონ დიდი თანგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და განცდას.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 11 2013, 02:58 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე;
გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ჰყავს ასეთი დიდი მოწამე. მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემული იყო, მაგრამ მეფე თეიმურაზ I-ის გაუტეხლობით და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს." /ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 08:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი