თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ქართული გვარები (ტოპონიმები და მათი სუფიქსები)

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2010, 01:09 PM

ქართული გვარები

ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები.


დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….

რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს. ….

და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული –
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა,…


,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” | იოანე – ზოსიმე

- ყველა ქრთველს შემჩნეული აქვს, რომ ქართული გვარები მისთვის დამახასიათებელი სუფიქსებით იწარმოება. მაგალითად წიქორი–ძე, ტურა–შვილი, ბექა–ია, ტუ–სკ–ია, ჯოჯ–უა, ხაინდრ–ავა, წიკლა–ური, ნიგურ–იანი, ქილიფთ–არი, ღლონ–ტი, ტუღუ–ში, ჯაყ–ელი, ქარ–ელი(ქ–არ–ელი), ბურდ–ული, აფცია–ური, ნამგალა–ური, ფიცხელა–ური, პაპა–სკირი და სხვა.
ყველაზე უფრო გავრცელებულია გვარები ძე და შვილი სუფიქსებით, ასევე ბევრია მეგრული და სვანური სუფიქსებით. ისინი მიუთითებენ ამა თუ იმ ადამიანის კუთხურ წარმოშობას, მაგრამ არის ისეთი სუფიქსები, რომლებიც არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული და ზოგჯერ არც თუ მაინცა დამაინც ზუსტად მიუთითებენ ქართველი ადამიანის კუთხურ კუთვნილებას. მაგალითად გვარები ური, არი, ან ელი სუფიქსებით შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად გვარი ძიძიგური უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ხოლო წიკლა–ური, ან აფცია–ური აღმოსავლეთ მთიანეთში. ასევე გვარი ჯაყელი სამცხედან არის, გაგელი აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯუღელები კი არიან დასავლეთ საქართველოშიც. სუბ–არი სვანური გავრია, ისევე როგორც სუბელ–იანი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულად არიან ნაწარმოებნი. ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სწორედ, თითქოს და საერთოდ გავრცელებული წესიდან ამოვარდნილი ქართული გვარების წარმოშობა. როგორც ქვემოთ ვნახავთ კვლევისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ასეთი გვარებია.
იმ პერიოდში, როცა გვაროვნული წყობილება ყალიბდებოდა ადამიანებმა წერაკითხვა არ იცოდნენ და ამიტომ წერილობითი საბუთები ამ დროის შესასწავლად არ არსებობს, მცირეა ასევე ზეპირი სიტყვიერებით გადმოცემული მასალები, თუ არ ჩავთვლით მითებს. ამიტომ ქართველთა გვაროვნული წყობილების პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს სწორედ ქართული გვარების შესწავლამ. ყველაზე საინტერესო კი მათ შორის უძველესი და არქაული გვარები უნდა იყვნენ.
ალბათ ყველა ქართველს მიუქცევია ყურადღება, რომ ძირითადად გავრცელებულია სამი ჯგუფი გვარებისა, ესენია: გვარები ძე–სა და შვილზე დაბოლოებული, მეორე ჯგუფია მეგრული და მესამე ჯგუფია სვანური გვარები. საკამთო არ არის რომ ყველა ისინი ქართული წარმომავლობისაა, მხოლოდ გაუგებარი ხდება ქართული წარმომავლობის გვარები ასე რადიკალურად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
თუკი ყველა ეს გვარები ქართული წარმოშობისაა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ საერთო ფუძე სუფიქსი, რომლიდანაც ყველა დანარჩენი ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები წარმოიქმნენ. ე.ი. უნდა მოიძებნებოდეს რაღაც ფუძე სუფიქსი რომლიდანაც შეიძლება მიიღებოდეს დღეს არსებული, ასე რადიკლაურად განსხვაებული ქართული გვარების სუფიქსები და მისგან უნდა იწარმოებოდეს არა მარტო დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამი ჯგუფის გვარები, არამედ თითქოს და საერთო კანონზომიერებიდან ამოვარდნილი იშვიათი ქართული გვარებიც. ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი საერთო ფუძე სუფიქსის მოძებნა, რომლითაც უძველესი ქართველები აწარმოებდნენ თავიანთ გვარს და მიუითებდნენ ამა თუ იმ გვარისადმი კუთვნილებაზე.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ამა თუ იმ გვარის განსახლების ადგილი მოიხსენება ამ გვარების ფუძეებზე იანთ, ან აანთ სუფიქსების დართვით. მაგალითად: მარუშიანთ, ან მარუშაანთ(უბანი). საქართველოს ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ დამარცხებული რატი ბაღვაშის ნაცვლად მის ადგილას ზვიად მარუშიანი დასვა. ბაგრატ მესამის გამეფებაში კი როგორც ისევ ისტორიიდან არის ცნობილი, შიდა ქართლის მთავარს მარუშიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. საფიქრებელია, რომ მარუშიანები და მარუშისძე ერთი და იგივე გვარია, სხვადასხვანაირად მოხსენებული. ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ სვანური გვარები იან, ან ანი სუფიქსით მთავრდება. მთაში როგორც წესი არქაული ფორმები უფრო დიდ ხანს ინახება, ამიტომ ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სვანური გვარების სუფიქსები ყველაზე ახლო არის არქაული ქართული გვარების სუფიქსებთან. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქართული გვარების უძველესი ფუძე სუფიქსი შეიძლება ყოფილიყო იანთ სუფიქსი, რომელიც გვარის განსახლების ადგილს, ან უბანს აღნიშნავს. თუ ეს მართალია, მაშინ ამ სუფიქსიდან უნდა მოხერხდეს ყველა ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
სიმარტივისათვის ამა თუ იმ გვარის ფუძის ნაცვლად გამოვიყენოთ ნაცვალსახელი იმ, ანუ მაგალითად მარუშ–იანთ შევცვალოთ უფრო მოკლე ფორმით იმ–იანთ–ით. ვნახოთ მართლაც შეიძლება თუ არა ამ სუფიქსიდან ძირითადი ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რომ უძველესი ქართველები როგორც ჩანს ერთად ცხოვრობდნენ გორებად, სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს შეკითხვა რა გვარი ხარ?, ან რა გორის ხარ? ე. ი. რომელი გორიდან ხარო. ქართველები როგორც ცნობილია არ იყვნენენ მომთაბარეები და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომ დამაგრებული იყვნენ ერთ ადგილზე და ერთმანეთთან საურთიერთობოდ მათ სჭირდებოდათ, რომ თავიანთი საცხოვრბელი ადგილებისათვის გარკვეული სახელები დაერქმიათ. ასე რომ სხვადასხვა ჯგუფის განსახლების გორებს სახელები ერქვათ. (მომთაბარეებისათვის ადგილებისათვის სახელის დარქმევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ისინი სულ მოძროაბაში იყვნენ, მუდმივად იცვლიდნენ გარემოს და ადგილისათვის სახელის დარქმევას აზრი ეკარგებოდა.) შესაბამისად ქართველები მავანზე იტყოდნენ, რომ ის იმ–იანთ გორიდან არისო. აქედან კი იოლად გამოდის მეგრული გვარები. თუ მავანი იმიანთ გორიდან იყო, თვითონ შეიძლება ეთქვა, რომ ის გვარად იმ–ია იყო. ნთ ხმოვნები საფიქრებელია რომ დაყრუვდა. მეგრული გვარების სხვა სუფიქსებს წარმოქმნას ქვემოთ შევეხებით.
იოლი მისახვედრია თუ როგორ წარმოიშვა სვანური გვარები. იანთ სუფიქსს ჩამოსცილდა თ და დარჩა იანი, ან შეიკვეცა ი და დარჩა ანი. თუ იმიანთ გორიდან იყო მეორე ნაწილი ადამიანების იტყოდა, რომ გვარად იმიანი, ან იმანი იყო.
უძველესი ქართველების მესამე ნაწილმა კი შეიძლება გამონათქვამი იმიანთ გორიდან არისო ასეთნაირად შეცვალა: იმათი(იმიანთ) გორიდან არისო და შედეგად მივიღეთ გვარები თი–ზე დაბოლოებული, როგორიცაა მაგალითად ჯიბუ–ტი(ჯიბუთი, დროთა განმვალობაში თ ალბათ შეიცვალა ტ–თი), ღლონ–ტი და სხვა. ანალოგიურად წარმოიქმნა ზოგიერთი ტოპონიმისათვის დამახასიათებელი სუფიქსი ეთი, მაგალითად: იან–ეთი, წოდორ–ეთი, კახ–ეთი, იმერ–ეთი და სხვა.
ყველაზე საინტერესოა მეოთხე ჯგუფის გვარების წარმოქმნა არი და ური სუფიქსებით. ისტორიის გარკვეულ დროის მონაკვეთში გვარის შიგნით ქორწინებები აიკრძალა, ტაბუ დაედო. როგორც ცნობილია ახლო ნათესავებს შორის ქორწილი გენეტიკურად არასრულფასოვან შთამომავლობას იძლევა. საჭირო გახდა უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა, რომ შთმომავლობა გაგრძელებულიყო. შეიქმნა უფრო მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც რამდენიმე გვარისაგან შედგებოდა. ასეთი არეების დასახელებაში გვარების გაერთიანების ფაქტი უნდა ასახულიყო. რადგანაც ეს მსხვილი არეები რამდენიმე გვარს მოიცავდა ამიტომ სუფიქსი იანი როგორც ჩანს გაორმაგდა. კერძოდ მივიღეთ ,,იმ”–იანთ–ანი. შემდეგ მოხდა მისი ტრანსფორმაცია შემდეგნაირად იმ–იან–ანი, იმ–ნანი და ბოლოს იმ–ნარი. ე.ი. ამა თუ იმ გვარების გაერთიანების საცხოვრებელი არის აღმნიშვნელი სუფიქსი ქართველების მეოთხე ნაწილში გახდა სუფიქსი ნარი. ასეთნაირად ნარი სუფიქსი ასევე იქცა ტოპონიმების აღმნიშვნელი სახელების სუფიქსადაც, მაგალითად მუხ–ნარი, რცხილ–ნარი და სხვა. ხოლო გვარების გაერთიანებებს კი შერჩათ სუფიქსი არი, ან არიდან ნაწარმოები ური. მაგალითად, ქილიფთ–არი, სუბ–არი, ხოტივ–არი, ემხვ–არი, ძიძიგ–ური, აფცია–ური(მრავალი მთიულური გვარები), უბ–ერი და სხვა. ე.ი. მივიღეთ გვარები იმ–არი, ან იმ–ური. აქედან იოლად მიიღება გვარებიც ელი სუფიქსით. იმ–ური გარდაიქმნა იმ–ული(ბურდ–ული) და ბოლოს იმ–ელი (ჯაყ–ელი). ური სუფიქსი ასევე აღნიშნავდა წარმომავლობას, კავკასი–ური, მთიულ–ური, კახ–ური, ხევს–ური და ა.შ. ეს სუფიქსი ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმირდა ული სუფიქსად, მაგალითად ქართ–ული, რაჭ–ული, მთი–ული, მთი–ელი და სხვა(გვარები ული სუფიქსით. ბურდ–ული).
საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეიმჩნევა მკვეთრი კავშირი ქართული გვარების სუფიქსებსა და ტოპონიმების სუფიქსებს შორის. მაგალითად: სა–მტრედ–ია, სა–ფიჩხ–ია, მესტ–ია, ვარძ–ია, გურ–ია, დიო–სკუ(ა)რ–ია, სკ–ურ–ია, აკრ–იანი(სოფ. მარტყოფის ძველი სახელწოდება), ვაზ–იანი, ბაკურ–იანი, მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, მუხ–იანი, გუდა–ური, ენგ–ური, ხაშ–ური, ჩოხატა–ური, ფასანა–ური, ხელვაჩა–ური და სხვა.
რაც შეეხება გვარებს ძე და შვილი სუფიქსით, ეს სუფიქსები შედარებით ახალია. ძე სუფიქსიანი გვარები წარმოიქმნენ მას შემდეგ რაც მამაკაცები სოციალურად დაწინაურდნენ, ხოლო შვილი სუფიქსიანი გვარები კი კიდევ უფრო ახალია და მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ შვილი ბიჭიც და გოგოც თანასწორია.
ძალიან საინტერესო გვარია ქარ–ელი. საქართველოს გულში არის რაიონული ცენტრი ქარელი და ამავე დროს არსებობს გვარი ქარელი. ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ქართული გვარებისა და ტოპონიმების წარმოშობის ერთიანობის და მსგავსების. ქარელი ნიშნავს ადმიანს, რომელიც ქარ–იდან არის. როგორც ზემოთ ვნახეთ არ სუფიქსი, რომელსაც ზოგიერთი ქართული გვარი დაირთავს (მაგ. სუბ–არი(სუბარები ქართული ტომიც იყო შავი ზღვის სამხრეთით), ქილიფთ–არი, ემხვ–არი, აფცია–ური, უბ–ერი და სხვა) წარმოიშვა გვარების გაერთიანების შედეგად. ე.ი. უფრო მსხვილ გაერთიანებებს და ტერიტორიულ ერთეულებს არე დაერქვათ და სავარაუდოდ ასეთნაირად წარმოიშვა სიტყვა არე (თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში არე მიჩნეულია ლათინურ სიტყვად. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ მრავალი ბერძნული და ლათინური სიტყვის წარმოშობა საკამათო გახდება). არეს სახეცვლილება უნდა იყოს სიტყვა ერიც. ანუ რამდენიმე გვარის გაერთიანებას დიდ ტერიტორიაზე ერი ეწოდა. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქარი იყო მსხვილი ტერიტორიულ – გვაროვნული გაერთიანება რომელზეც ქარები ცხოვრობდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ტომები მსხვილ გაერთიანებებს არე –ს უწოდებდნენ და ტომების ერთმანეთისაგან გასარჩევად არე სუფიქსს წინ რაიმე ასოს ურთავდნენ(ქ–არი). ასეთი მარტივი სახელების წარმოქმნა მისაღები უნდა ყოფილიყო განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი კაცობრიობისათვის. შესაბამისად იმ ადგილს სადაც ესა თუ ის ქართული ტომი ცხოვრობდა ამ ტომის ან გვარის სახელი ერქმეოდა. ამითი უნდა აიხსნას ქართული გვარების, ან მათი სუფიქსების მსგავსება ქართულ ტოპონიმებთან და მათ სუფიქსებთან.
თუ ჩვენი ვარაუდი მართალია მაშინ უნდა ყოფილიყვნენ კიდევ სხვა ქართული ტომები, რომელთა სახელებიც ანალოგიური პრინციპით არიან ნაწარმოებნი. საბედნიეროდ ისტორიას შემორჩა ცნობა, რომ ძვ.წ.–ით მე–6 საუკუნეში ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში მოსინიკების(კოლხური ტომი) მეზობლად ცხოვრობდა ტომი რომელთაც ერქვათ მარ–ები. ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ სადაც ქართული ტომები იყვნენ განსახლებულნი.
გერმანელმა მეცნიერმა პოლ კრეტშმერმა ბერძნული და ანატოლიური ტოპონიმების შედარებით დაასკვნა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებს წინ უსწრებდა ხალხი, რომლეთაც ამ მიწაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ცნობილია, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე ცხოვრობდა ხმელთაშუაზღვის ხალხი(არა ინდოევროპელები), რომელთა საერთო სახელიც იყო პელასგები. მეცნიერების ჯ.მელაარტის, ფ.შახერმაიერის და ე. ფურნიეს კვლევების შედეგად წამოყენებული იქნა თვალსაზრისი, რომ პელასგები ახლო მიმართებაში იყვნენ კავკასიურ–იბერიულ ტომებთან. ამას საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი(ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 8. გვ.13–14, სტატია ,,პელასგები”).
ზემოთ ვივარაუდეთ, რომ იმ ადგილებს სადაც ესა თუ ის ტომი ცხოვრობდა მათი სახელი ერქმეოდა. ასევე ცნობილია, რომ პელასგები თავის დროზე ბერძნებმა გამოდევნეს ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და ეს ხალხი გაიფანტა, ზოგი წინა აზიაში, ზოგი ევროპაში და ზოგიც ახლო აღმოსავლეთში(არსებობს ვარაუდი, რომ პალესტინას სახელი პელასგებმა მისცეს. ისტორიაში არსებობს ცნობა, რომ ,,ზღვის ხალხი”, როგორც პელასგებს უწოდებდნენ მასიურად ჩასახლებულან პალესტინაში). ასე რომ თუ დავუშვებთ, რომ მარები თავიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მაშინ ზოგიერთი ტოპონიმის წარმოშობა უფრო ნათელი გახდება.
როგორც ვიცით შავ და ეგოესის ზღვებს შორის მოთავსებლია პატარა ზღვა მარმარილოს ზღვა, აქვე არის მცირე კუნძული მარმარა. როგორც ზემოთ ვივარაუდეთ გეოგრაფიულ ადგილებს სახელები უძველეს დროში იქ განსახლებული ტომების სახელიდან გამომდინარე ერქმეოდათ. მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარების თავდაპირველი განსახლების ადგილი უნდა ყოფილიყო მარმარილოს ზღვის მიდამოები. აქვე არის მარმარილოს საბადოები და ალბათ მარმარილომაც სახელი ამ ტომის განსახლების ადგილიდან მიიღო (ბერძნულად მარმარილო არის მარმარო). ცნობილია ასევე, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ეწეოდნენ მარილის წარმოებას. მარილს ზღვის წყლიდან იღებდნენ. მზე აშრობდა ნაპირზე არხით შემოყვანილ ზღვის წყალს და მიწაზე რჩებოდა მარილი. მარილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რომში ხელფასებს მარილით უხდიდნენ, აქედან მოდის ლათინური სიტყვა ,,სალარი”(სოლ–მარილი), რაც ხელფასს ნიშნავს, ქართული სალაროც. ,,სოლ” და ლათინური სიტყვა მზე ,,სოლო” სწორედ იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ მზით იღებდნენ მარილს ზღვის წყლიდან. მიღებულ მარილს აუცილებლად სჭირდებოდა შენობა, რომ იგი წვიმის წყლისგან დაეცვათ, შეიძლება აქედან მოდიოდეს სიტყვა მარანიც. ლათინური სიტყვა ,,მარინ” და რუსული ,,მორე’’–ც როგორც ჩანს ამ ტომებთან უნდა იყოს დაკავშირებული, ქართველებისა და სლავების ურთიერთ მიმართებაზე ქვემოთ კიდევ ვისუბრებთ.
თუკი ვივარაუდობთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე იბერიული ტომები ცხოვრობდნენ (უფრო ზუსტად კი მეგრულ–ლაზური, როგორც ამას აწ განსვენებული ზ.გამსახურდია ამტკიცებდა), ხოლო უძველესი ქართული ტომები სახელებს ირქმევდნენ არ სუფიქსზე რაიმე ასოს წინ დართვით და თან მათი განსახლების ადგილებსაც მათი სახელიდან ნაწარმოები სახელები ერქმეოდათ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგეოსის ზღვის მახლობლად ცხოვრობდა ასევე ქართულ–ლაზური ტომი გ–არ–ები. ამ მიდამოებში ბევრია ტოპონიმები სადაც გ ასო ხშირად ფიგურირებს.
გამოდის, რომ ძველი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც ერქვათ მარ–ები და გარ–ები. შეადარეთ მარ–გარები, ანუ მარგალები, იგივე მეგრელები. საბერძნეთთან ბევრია ტოპონიმები და სახელები სადაც გრ ან რგ ასოთა შეთანაწყობა ხშირად გვხვდება. მაგალითად არგო, ბერძნები ქართველებს გეო–რგ–ებს უწოდებდნენ, ანუ მიწათმოქმედებს, ბერძნულად გეო მიწას ნიშნავს და როგორც ჩანს ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც გარებთან არის დაკავშირებული. თვითონ ბერძნების ინგლისური სახელიც გრ–იის, ან რუსული გრ–ეკ, მე–გრ–ელს უახლოვდება. შესაძლოა გორაც გარებიდან იყოს ნაწარმოები. ქართველები მიწათმოქმედები იყვნენ, მიწაზე დამაგრებულები და ამიტომ უძველეს დროში ტოპონიმების წარმოშობა სწორედ ქართველებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგანაც ინდოევროპელები, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით შემოვიდნენ მომთაბარეები(მომთაბარე კი როგორც ზემოთ აღვნიშნე ტოპონიმებს ვერ შექმნიდა) იყვნენ და ქართველებისაგან ისწავლეს ბევრი სამეურნეო საქმიანობა.
ქართული ტომის სახელი, რომელიც ასევე ზემოთ მოყვანილი წესით უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი აზრით არის ჰ–ერ–ები, შეიძლება ჰ–არ–ები. ქართველების სინონიმია ასევე სიტყვა იბერები. იქნებ ი–ბერ–ი თავიდან ბ–არი იყო და დროთა განმავლობაში იგი ტრანსფორმირდა იბერად? თუ ეს ასეა მაშინ სად შეიძლება ყოფილიყო მათი განსახლების ადგილი? გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ტომის სახელი ერქმეოდა იმ ადგილსაც სადაც ის მკვიდრობდა, ასევე ზოგიერთ მისთვის დამახასიათებელ საქმიაონაბასაც. შეიძლება თუ არა რომ ბარების განსახლების ადგილთან იყოს დაკავშირებული სიტყვა ბარი, ანუ ვაკე ადგილი? თუ ასეა. როგორც ეს გარებისა და მარების შემთხვევაში იყო, სად უნდა ვეძებოთ ბარების განსახლების ვაკე ადგილი? თუ ევროპის რუქას დავხედავთ ეს ადგილი უნდა იყოს ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე ტერიტორიები. ვინ იცის ბულგარეთის თავდაპირველი ჭეშმარიტი სახელი ბარგარეთია?(თუმცა დღეს გავრცელებული მოსაზრებით ბულგარეთს აზიიდან მოსულმა მომთაბარე ტომმა ბულგარებმა მისცეს სახელი. ვინ იცის იქნებ პირიქით იყო?). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გავამყარებთ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობებით.
გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე უცნაური ქართული(მეგრული) გვარი: პაპასკირი და წულეისკირი. სკა ქართული სიტყვაა და ფუტკრის ოჯახს ნიშნავს, თან უმარტივესი სიტყვაა, ამდენად უნდა ვიგულისხმოთ, რომ უძველესია (სულ სამი ბგერისაგან შედგება და ერთ მარცვლიანია). ასე რომ თუკი ზოგიერთი ქართული ტომი გორებად ცხოვრობდა, როგორც ჩანს გარკვეული ნაწილი თავის საცხოვრებელს სკას უწოდებდა. მაშინ გამოდის რომ წულეისკირი ნიშნავს წულების სკა არეებს. ანუ შიძლება ვიფიქროთ, რომ წულეისკირის გვარი ნიშნავს, რომ მავანი წულების სკა არის(დიდი ტერიტორიული გაერთიანება) წარმომადგენელი იყო. ანალოგიურად პაპასკირი გამოდის პაპების სკა არის წარმომადგენელი. ის რომ ჩვენი ვარაუდი შეიძლება მართალი იყოს ადასტურებს ის ფაქტი, რომ სვანეთში დღესაც ,,უფლიშარობაზე” შესაწირად გამოყავთ ნასუქი ხარი. მოსახლეობა სისხლის ნათესაობის მიხედვით იყოფა ,,სკარებად”, განსაკუთრებით სოფლებში: ლახამულში, ლატალში და უშგულში. ტარდება ხართა ჭიდილი. ნადიმი და ასპარეზობა(აკაკი გელოვანი, ,,მითოლოგიური ლექსიკონი”, 1983 წელი, სტატია ,,ხარი”, გვ. 554–555.).
ჩვენ ზემოთ ვივარაუდეთ ბარების საცხოვრებლის არსებობა ბულგარეთისა და რუმინეთის დაბლობზე. ახლა გავიხსენოთ რუმინელებისა და პოლონელების გვარები და მათი სუფიქსები. პოლონური გვარებია: კაჩინ–სკი, ტუ–სკი, სკლადოვ–სკი და სხვა, ხოლო რუმინელების გვარებია ილიე–სკუ, პაპე–სკუ, ჩაუშე–სკუ და სხვა. როგორც ვხედავთ სკ სუფიქსი, ისევე როგორც მეგრულ გვარებში აქაც გვხვდება. როგორ შეიძლება პოლონელებსა და რუმინელებს მსგავსი გვარების სუფიქსები ჰქონდეთ?. რუმინელები რომანული ჯგუფის ხალხია, ხოლო პოლონელები სლავური. ერთმანეთთან ახლო ნათესაობა არ აქვთ. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მათ გვარების წარმოქნის წესი რომელიმე საერთო მეზობელი ტომისგან აიღეს და ასეთი უნდა ყოფილიყო ბარები, რომლებიც გვარებისა და ტოპონიმების წარმოქმნაში როგორც ჩანს იყენებდნენ სკ სუფიქსს. გავიხსენოთ ისიც, რომ არსებობს მოსაზრება, რომ იბერები პირინეის ნახვარკუნძულზე გადასახლდნენ თავის დროზე(ექვთიმე მთაწმინდელს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, სურდა ემოგზაურა პირინეის იბერიაზე მაგრამ ვერ მოახერხა) და პირინეის ნახევარკუნძულს იბერიაც კი ერქვა. გერმანელმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე ვილჰელმ ვან ჰუმბოლდტმა პირველმა დაასკვნა, რომ ბასკები არიან იბერები. დავაკვირდეთ თვითონ ბასკების საკუთარ სახელს: ბა–სკ–ები. ეს სიტყვაც შეიცავს სკ სუფიქს, ისე როგორც იბერების შემთვევაში ვიგულისხმეთ ჩვენ. გარდა ამისა ბასკების განსახლების მახლობლად არსებობს ყურე ბა–სკ–აია. მეგრელებისათვის დამახასიათებელ სუფიქსს ია–ს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. სკ სუფიქსი ასევე გამოიყენება სლავებში რაიმე საგნის თუ პიროვნების ამა თუ იმ ადგილიდან წარმოშობის აღსანიშნავად, მაგალითად რუმინ–სკი, ბალგარ–სკი და სხვა. ქართულში მას ელი ან ული სუფიქსი შეესაბამება, კახ–ელი, ქართლ–ელი და სხვა.
როგორც ცნობილია ბერძნები და ლათინები მოგვიანებით შემოვიდნენ ევროპაში აზიიდან. შავი ზღვის ჩრდილოეთით. პირველი არა ინდოევროპული ტომი რომლებიც მათ შეხვდებოდა თავის გზაზე უნდა ყოფილიყვნენ ბარები. ლათინური სიტყვა ბარბაროსი სწორედ უცხოელს ნიშნავს. მათ როგორც ჩანს ხშირი ომები უნდა ქონოდათ ქართულ ტომებთან: მარებთან, ბარებთან და გარებთან. ამასვე მოწმობს მითი ტროას ომზე. რომაული ომის ღმერთი მარსიც მარებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საინტერესოა ესპანური სიტყვა ა–მიგო. თითქოს რაღაცით გავს კიდეც ქართულ მ(ე)(ი)გო–ბარს. მეგობრის ეტიმოლოგია კი ასეთი უნდა ოყოს: მარ–გარ–ბარი. როგორც ჩანს მომხვდური ინდოევროპელების წინააღმდეგ მარებს, გარებსა და ბარებს სამხედრო კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და სიტყვა მეგობარიც სწორედ ამ კოალიციას ასახავს: მარგარბარი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა მეგობრად.
რუსულ ვიკიპედიაში სტატიაში ,,პელასგები” გამოთქმულია მოსაზრება, რომ პელასგები განსახლებული უნდა ყოფილიყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზეც, ნაწილობრივ მაინც. გარდა ამისა იტალიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ეტრუ–სკ–ები, რომლებიც ამავე სტატიის ბოლოს გამოთქმული მოსაზრებით ენათესავებოდნენ პელასგებს. ამ სიტყვის შემადგენლობაშიც შედის სკ სუფიქსი.
საბოლოოდ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბარები(შესაძლოა იგივე იბერები), ცხოვრობდნენ მარებისა და გარების მეზობლად, ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე დაბლობზე, იყვნენ მეგრელების ახლო ნათესავები და გვარებსა და ტოპონიმებს აწარმოებდნენ სკ სუფიქსის გამოყენებით. სავარაუდოა, რომ მეგრული გვარები წულეისკირი და პაპასკირი არის ბარული წარმოშობის.
ევროპის რუქას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ უამრავია ტოპონიმები, რომლებიც ია სუფიქსზე მთავრდება. მაგალითად ანატოლ–ია, ანტალ–ია(წინა აზია). მაკედონ–ია, სოფ–ია, რომან–ია, ჯორჯ–ია, სერბ–ია, როს–ია, ბულგარ–ია, ალბან–ია, ლატვ–ია და სხვა. იტალიის ქალაქებია: ვენეც–ია, ბრე-სკ–ია, ფროგ–ია. პარიზის უძველესი სახელია ლუტეც–ია. ბევრია თურქეთშიც. აქ მოყვანილი ტოპონიმები ზოგი ინგლისურია და ზოგიც თავიანთსავე ენაზე გამოითქმის ასე. ასე შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ და უამრავი მაგალითი მოვიყვნოთ. საინტერესოა, როგორ უნდა მომხდარიყო რომ სხვადასხვა ხალხის განსახლების ადგილების ტოპონიმები ერთნაირი ია სუფიქსით ყოფილიყო ნაწარმოები.
იანი სუფიქსი ქართულად როგორც ვიცით აღნიშნავს რაიმეიან ადგილს ან ვიღაცით დასახლებულ ადგილს. მაგალითად მღებრ–იანი, აკრ–იანი(ანუ ძველ ქართუალდ ქვ–იანი), ვაზ–იანი, მუხ–იანი. როგორც ზემოთ ვთქვით მეგრულად ეს სუფიქსი ტრანსფორმირდა და იანიდან დარჩა ია. ანუ ეს ია სუფიქსიც ისევე როგორც იანი აღნიშნავს რაიმეიან ადგილს. მესტ–ია, სკ–ურ–ია, საფიჩხ–ია, საღორ–ია, სამტრედ–ია და სხვა. იმის გამო, რომ ინდოევროპელები სულ მომთაბარეობდნენ მათ არ უნდა ჰქონოდათ ტოპონიმების შექმნის სისტემა, რადგანაც არ სჭირდებოდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში შემოვიდნენ და ადგილობრივი ხმელთაშუაზღვის ხალხი განდევნეს, როგორც ჩანს ბევრი ტოპონიმი ისესხეს და ამავე დროს ახალი ტოპონიმების შექმნის წესიც გადაიღეს იქ დამხვდური ტომებისაგან. ხოლო იქ დამხვდური ტომები კი როგორც ვაჩვენეთ მეგრულ–პელასგური ტომები იყო. სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს ია სუფიქსიანი ტოპონიმების სიჭარბე ევროპაში.
ახლა დავაკვირდეთ ხმელთაშუა ზღვის ბასეინის გარშემო არსებულ ტოპონიმებს. მაგალითად ე–სპ–ანეთი, სპ–არტა საბერძნეთში, სპ–ერი(იბერიის ერთერთი პროვინცია, სამხრეთ დასავლეთ სქართველოში), სპ–არსეთი. როგორც ვხედავთ ესპანეთიდა სპარსეთამდე სპ ბგერათა თანაწყობა არ არის იშვიათი და სხვადასხვა ხალხებში მეორდება. როგორც ვიცით არსებობდა ხმელთაშუა ზღვის რასა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 11, გვ. 491 სტატია ,,ხმელთაშუაზღვისპირული რასა”), ამ რასას მეორენაირად ,,კავკასიური” რასაც ეწოდებოდა, რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა ბლუმენბახმა, რომელმაც რასები შეისწავლა დაადგინა, რომ ყველაზე სწორი თავის ქალა ქართველ ქალს ჰქონდა და დაარქვა ,,კავკასიური” რასა. როგორც ზემოთ ვთქვით მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს ქართული ტომები სავარაუდოდ არეს არქმევდნენ, ან აქედანვე წარმოქმნილ სიტყვას ერს. ამიტომ ჩვენი აზრით ხმელთაშუა ზღვის ხალხების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო სპერები. აქედანვე უნდა იყოს ნაწარმოები სპარსული სიტყვა სპა. როგორც ცნობილი ხმელთაშუაზღვის, ანუ კავკასიური რასა გავრცელებული უნდა ყოფილიყო, პირინეის ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე.
პელასგებს სხვანაირად ზღვის ხალხსაც უწოდებდნენ, რადგანაც ეს ხალხი ზღვის გარშემო ცხოვრობდა და მეურნეობაც სავარაუდოდ ზღვასთან უნდა ჰქონოდათ დაკავშირებული. გამოდის რომ პელასგები სპერების ის ნაწილი იყო, ვინც ზღვასთან ცხოვრობდა. ამიტომ ამან გვაფიქრებინა, რომ პელასგების თავდაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილყო სპ–ერა–ზღვები. რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა პელასგებად. სპერაზღვებიდან უნდა იყოს შექმნილი სიტყვა ლაზიც (სპერაზღვა, სპე–ლაზ–ღვა). სპ–სთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვა სპალეოლოგიაც. როგორც ჩანს ხმელთაშუა ზღვის ხალხი პირველები შევიდნენ გამოქვაბულებში საცხოვრებლად, რადგანაც მომთაბარეები არ იყვნენ.
როგორც ზემოთ ვივარაუდეთ ქართული ტომები მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს არეს ან ერს უწოდებნენ და წინ რაიმე ბგერას ურთავდნენ ერთმანეთის გასარჩევად, ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ ტომები: მარები, გარები, ბარები, ქარები, ჰერები და შეიძლება კიდევ იყვნენ სხვებიც. ე.ი. ქართული ტომები არეს წინ ურთავდნენ რაიმე ბგერას და ისე ირქმევდნენ სახელს, ხოლო მომთაბარე ინდოევროპელებს ასეთი სისტემა არ უნდა ჰქონოდათ. იმ დროისათვის ხმელთაშაზღვის რასა ყველაზე მაღალგანვითარებული იყო და სხვა მეზობელი ხალხები მათგან ბევრ რამეს სწავლობდა. ქართული ტომები უსახელო ინდოევროპელ ხალხს როგორც ჩანს უსახელო არეელებს უწოდებდნენ და მათ დაარქვეს არიელი, ანუ უსახელო არედან წამოსული ადამიანი. აქედან უნდა იყოს წარმომდგარი ინდოევროპელების საკუთარი სახელი არიელი. არიელი თვითონ თავის თვს უსახელო არიელს ვერ დაუძახებდა, როგორც ჩანს ქართველები უწოდებდნენ მათ ასე და მათაც ეს სახელი დაირქვეს.
ქართული ტომები ჩვენი ვარაუდით გარკვეულ ხმებს ზ ბგერასთან აიგივებდნენ, მაგალითად სიტყვა ზ–არი შეიცავს ბგერა ზ–ს. ასევე ზღვის ხალხისათვის ზღვის ხმაური როგორც ჩანს გაიგივდა ზღ ბგერებთან საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა ზღვა. ეს სიტყვა ზღვის პირას მცხოვრები პელასგებისათვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ძალიან მარტივია და ასევე უძველესია სიტყვა მზეც. ეს სიტყვაც შეიცავს ზ ბგერას. ეს შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პელასგები დილის ამომავალ მზეს. რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს, ხედავდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთით. ამიტომ სიტყვა მზე და ზღვა ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მეგრულად მზე არის ბჟა, მაგრამ ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ მზის თავდაპირველი სახელი ეტყობა სწორედ მზე იყო, ხოლო ბჟა უკვე უფრო არქაული მზის ტრანსფორმაციაა. ეს გარკვეულად უკვე ჩანს იქიდანაც, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხისათვის ზღვა და მზე ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. (ძველ გერმანულადაც მზე ყოფილა ზონ. აქაც ფიგურირებს ბგერა ზ.)
აქვე გავიხსენოთ, რომ მეგრული ტომებისათვის ია სუფიქსი უნდა ყოფილიყო რაღაციანი ადგილის აღმნიშვნელი. მაშინ პელასგებს რა უნდა ეწოდებინა მისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი აღმოსავლეთისათვის? ეს ხომ იყო ამომავალი მზის მხარე? ეს შეიძლება მას ასე გამოეთქვა ა (პრეფიქსი, რომელიც აღმასვლას აღნიშნავს) მზ–ია. ე.ი. ა–მზ–ია, ანუ ამომავალი მზის მხარეო.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2010, 01:34 PM

ამზიადან კი მარტივად მიიღება სიტყვა აზია რაც ზუსტად იგივეს ნიშნავს დღესაც. ხოლო უძველეს დროში სწორედ ქართველები ქმნიდნენ ტოპონიმებს ევროპაში. ის რომ სიტყვა აზია შეიცავს ზ ბგერას და მზეც, ესეც ამტკიცებს იმას, რომ მზე უფრო არქაულია ვიდრე ბჟა. სვანურად მზე არის მიჟ. ასე რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს სიტყვა უფრო არქაული ფრომით სწორედ ქართულშია შემორჩენილი. ქვემოთ კიდევ ვაჩვენებთ, რომ სხვა სიტყვებიც უფრო არქაული ფორმით სწორედ ქართულშია შემორჩენილი.
ქუთაისს უძველეს დროში ერქვა აია, ეს სიტყვა ჰგავს აისს და შეიძლება აზიის სახეცვლილება იყოს. ანუ ქუთაისის ძველი სახელი ისევ ამომავალ მზეს უკავშირდებოდა როგორც აღმოსავლურ ქალაქს. აი–ეტ(თ)იც მითოლოგიაში არის ამომავალი მზის ქვეყნის ხელმწიფე.
სიტყვა ზღვარი უნდა იყოს წარმოქმნილი ზღვიდან. ძველი ადამიანი ზღვის სივრცეს ეტყობა უწოდებდა ზღვ–არეს(არე სუფიქსი). სწორედ ეს ზღვა არე უნდა ყოფილიყო გარკვეული საზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის, საიდანაც მივიღეთ სიტყვა ზღვარი. სიტყვა ქვევით უნდა იყოს წარმოქმნილი შემდეგნაირად ქვა–ვით, ხოლო ზევით კი ასე: მზე–ვით. განსვენებული ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ ბერძნებმა ღმერთების პანთეონი პელასგებიდან ისესხეს და შემდეგ გადაამუშავესო(ამის მკაფიო მაგალითია ამირანისა და პრომეთეს ნათესაობა). თუ ეს ასეა, შეიძლება ზევსი წარმოქნილი იყოს სიტყვიდან ზევით(ზევ–სი). ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთია, ხოლო რომაულში მისი ანალოგი კი არის იუპიტერი. იუპიტერი(იუფიტ–ერი) იგივე იაფეტია(არაბულად), ხოლო ქართველები კი ცობილია, რომ არიან იაფეტიდები.
ქართველები თავიდან მატრიარქალურ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ. დედა–დან არის ნაწარმოები სიტყვა დიდი, ყელაფერი მიშვნელოვანი ქართულში დედას უკავშირდება. უმთავრესი ღვთაება მზეც მდედრობითი სქესის იყო მაშინ. მამრობითი სქესის იყო მთვარე(წმინდა გიორგის წინა ქრისტიანული სახე), რომელიც უშიშარი იყო და ღამით დადიოდა. ქართული სიტყვებია დედა, მამა, პაპა, ბაბუა.
ახლა ვნახოთ რა ხდება რუსულში თუ ინგლისურში. რუსულში დედ ნიშნავს ბაბუას, მამ ნიშნავს დედას, პაპა ნიშნავს მამას, ბაბუშკა კი ბებიას. რა ხდება ინგლისურში? ინგლისურად დედ მოფერებით არის მამა, ხოლო მამ კი დედა. ანალოგიურად როგორც ჩემთვის არის ცნობილი ასეთი რამ მეორდება ბევრ ევროპულ თუ არა ევროპულ ხალხებში. როგორ შეიძლება აიხსნას ეს უცანაურზე უცანური დამთხვევა. ეს, პირველყოფილი ადაიანიებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რატომ ემთხვევა ასე უცნაურად სხვადასხვა ხალხებში?
როგორც ზემოთ ვთქვით ქართული ტომები უძველეს დროში ბევრად უსწრებდნენ მომთაბარე ინდოევროპელ და სხვა მომთაბარე ხალხებს განვითარებაში, ამიტომ ისინი ბევრ რამეში გვბაძავდნენ და სწავლობდნენ ჩვენგან. ქართულ საზოგადოებაში დედა მთავარი იყო, ხოლო ინდოევროპელებში კი არა, რადგანაც მათ თავიდანვე პატრიარქალური წყობა ჰქონდათ. ეს შეიძლება იმით იყო გამოწვეული, რომ კლიმატურად უფრო მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და სარჩოს მოპოვება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, რაც ქალს მნიშვნელოვნად დამოკიდებულს ხდიდა კაცზე. ამიტომ განვითარბის უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმა არიელებმა ქართველების მიბაძვით მათ საზოგადოებაში სოციალურად ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფ უხუცესს მონადირეს დაარქვეს დედ(ქართული დედის ანალოგიურად), შემდეგ საფეხურზე სოციალურად როგორც ჩანს იდგა მამა და მას დაარქვეს პაპა. შემდეგ მამა დედას და ბებიას ბაბუშკა. იგივე მოხდა ინგლისურ ტომებშიც. დედ დაარქვეს სოციალურად უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ მამას, ხოლო მამ კი უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ დედას. მაშინ როცა უცხო ენებში დედა და მამა უცვლელად არის შემორჩენილი, მეგრულში ეს ასე არ არის და დედა არის დიდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს მეგრული დროთა განმავლობაში დასცილდა არქაულ ქართულს უფრო მეტად ვიდრე თვითონ ქართული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული არის ლამის ერთადერთი ენა მსოფლიოში რომელიც უძველესი დროიდან უმნიშვნელოდ შეიცვალა და თანამედროვე ადამიანს დიდი სირთულის გარეშე შეუძლია უძველესი ქართული ხელნაწერების კითხვა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ენებზე.
პაპა ლათინურად უფროსს დამრიგებელს ჰქვია. ქართულადაც მოხუცსს ჰქვია. გარდა ამისა პაპასთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვები პირი, პირველი, ლაპარაკი. როგორც ჩანს მართალია დედა მთავარი თაყვანისცემისა და პატივისცემის საგანი იყო, მაგრამ პაპა უფრო მოქმედი ფიგურა იყო ქართულ საზოგადოებაში(დაახლოებით როგორც ნომინალური პრეზიდენტი და რეალური ძალუფლების მქონე პრემიერ მინისტრი). პაპა ეტყობა იყო გამოცდილი მონადირე, რომელსაც ეკუთვნოდა პირველი სიტყვაც და პირველი ლუკმაც.
ქართული სიტყვა ლაპარაკი უეჭველად უკავშირდება პირს, მაგრამ ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამოც ძალიან ჰგავს ქართულ სიტყვას ლაპარაკს. ამავე დროს იტალიური სიტყვა პარლიამო, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არ უნდა იყოს დაკავშირებული პირთან.
კიდევ უფრო უცნაურია ქართული სიტყვა პირველისა და რუსული პერვის თითქმის აბსოლუტური მსგავსება, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. (პირველი სვანური გვარიც კია.)
ძალიან უცნაურია ქართული გორასა და რუსული გარას (მთა) მსგავსება ასევე, როგორც ფორმით ასევე შინაარსით. ამავე დროს ზემოთ ვაჩვენეთ, რომ გორა ქართული სიტყვა უნდა იყოს.
ძველ რუსულად, ბელარუსლულად და უკრაინულად საჭმელი არის ხარჩა, ქართულად კი საჭმლის კეთება დაკავშირებულია სიტყვა ხარშვასთან. ქართულად ხარშვა ნიშნავს ხარის კეთებას (ხარს შვება). ასე რომ ეს სიტყვაც ქართული წარმოშობის უნდა იყოს. ქართულ საზოგადოებაში ხარის ტოტემის მნიშვნელბაზე კიდევ გვექნება ქვევით საუბარი. აქ ვიტყვით, რომ ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის ხალხებში ხარს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხართან არის დაკავშირებული ქართული სიტყვა სი–ხარ–ული, ხარ–ხარი. როგორც ჩანს ხარის ყოლა ეს დიდი სიმდიდრე და სიხარული იყო. ძველ ბერძნულად სიხარული არის ხარებოს. ხ–არი უმარტივესი სიტყვაა და უძველესი ადამიანის შექმნილს ჰგავს. ცეკვა ხორუმიც(ხარული) ხართან დაკავშირებულ რიტუალი უნდა ყოფილიყო.
უმარტივესი სიტყვაა მთა. ესეც უძველის სიტყვა უნდა იყოს. სიტყვა მთვარე კი უნდა იყოს ნაწარმოები მთიდან. ძველ მითებში მთვარეს უძველესი ხალხი აღწერდა მთის თავზე, როგორც ჩვეულებრი ხედავდნენ, ხოლმე ღამე. ასე რომ მთვარის ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: მთა–არე. როგორც ბევრჯერ ვნახეთ ქართველები სუფიქსს არეს ბევრი სიტყვის, გვარის თუ ტოპონიმის წარმოებისას იყენებდნენ (შეიძლება ბევრი ქართული სტყვის გახსნება არე და არი სუფიქსებით), რაც გვიმტკიცებს აზრს, რომ სუფიქსი და სიტყვა არე ქართული უნდა იყოს და არა ლათინური.
ზამთარი ასეთნაირად უნდა იყოს ნაწარმოები: მზე–მთა–არე. ანუ მზე მთას არის მოფარებულიო. გავიხსენით ხალხური ლექსი მზეო ამოდი ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს და.ა.შ. აქვე უნდა აღვნიშნოთ რუსულ ზიმასთან ქართულის მსგავსება: ზამ–თარი, ზიმ–ა. აქაც ზ ბგერა ფიგურირებს, რაც ისევ გვიმტკიცებს აზრს მზის არქაულობაზე ბჟასა და მიჟთან შედარებით.
ზემოთ თქმული გვაფიქრებინებს, რომ რომანული ხალხების ევროპაში შმეოსვლამდე ქართველები და სლავები ემეზობლებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მოგვიანებით კი რომანული ხალხები სოლივით შემოიჭრა და სლავები და ქართველები ერთმანეთს დააშორა.
აშკარად იგრძნობა გარკვეული შორეული მსგავსება სიტყვებში ბიჭი და ბოი, გოგო და გერლ, ბურთი(ბართი? ბურთის თამაში ხომ ბარში უფრო ხელსაყრელია ვიდრე მთაში) და ბოლ, მთა და მაუნთ, ბავშვი და ბეიბი, ან ბამბინო, დღე და დეი, ან დენ.
შევჩერდეთ რამდენიმე ქართულ რიცხვით სახელზე. ცნობილია, რომ ათი მოდის თათიდან. მაგრამ რას უნდა უკავშირდებოდეს ციფრი ცხრა? ჩვენი აზრით მისი ეტიმოლოგია ასეთი უნდა იყოს: ცა ხარ. ძველ ქართველებში ცხრა იყო მზის რიცხვი, ამიტომ ამბობენ ხოლმე მზეზე ცხრათვალააო. ამიტომ ცხრა ანუ ცა ხარ შეიძლება ასახავდეს მზისადმი ხარის შეწირვის რიტუალს, სადაც სავარაუდოდ ცხრა ადამიანი მონაწილეობდა. თუ გავიხსენებთ ჩვენს ვარაუდს ქართველებისა და სლავების თავდაპირველი მეზობლობის შესახებ და გავიხსენებთ რომ რუსულად ცხრა არის დევიატ, ხოლო გოგონა კი დევოჩკა(რაც ეტყობა უკავშირდება ან დედას, ან დას), მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ რიტუალში ცხრა ახალგაზრდა გოგო იღებდა მონაწილეობას. მზეც ხომ მდედრობითი სქესის იყო.
სიტყვა ცეცხლიც ცისა და ხარის სინთეზი უნდა იყოს, მაგალითად: ცას ხარი, ცაცხალი(შეიძლება ცოცხალიც მივიღოთ), ცაცხლი, ცეცხლი.
ცეკვაც ასე უნდა იყოს ნაწარმოები: ცა კვლა. როგორც ვხედავთ ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი ასახავს გარკვეულ რიტუალს, რომელიც ხარის მზისადმი შეწრივას უნდა უკავშირდებოდეს.
დღეს ითვლება, რომ სკამი ლათინური სიტყვაა, მაგრმა ზემოთ ვნახეთ, რომ სკ ბგერათა ერთობა შეიძლება ქართული იყოს. სკაში მცხოვრებლებს ალბათ სჭირდებოდათ სკა–მი. სკამი კი მაშინდელ უსწორმასწორო მიწაზე მხოლოდ სამ ფეხა უნდა ყოფილიყო, რომ არ ეყანყალა (გეომეტრიიდან ცნობილია, რომ სამ წერტილზე მხოლოდ ერთი სიბრტყე გადის, ამიტომ სამ ფეხა სკამი მყარად დგას.). სკამიდან კი იოლად მიიღება რიცხვი სამი.
წყალი ისეთი ნივთიერებაა, რომ პირველყოფილი ადამიანს უეჭველად დასჭირდებოდა ეს სიტყვა. ქართულად ბავშვს როცა მიმართავენ წყალი გინდაო? ხშირად ენას უჩლიქავენ და ეუბნებიან ნტწაი გინდაო? უძველესი ადამიანების მეტყველება როგორც ცნობილია უმარტივესი იყო და ძალიან ჰგავდა ბავშვის მეტყველებას. ნტწაი ნერწყვის, ან წყლის ყლაპვის ხმიდან მოდის. ნტწაიდან წყალი იოლად მიიღება, მაგრამ მასთან უნდა იყოს დაკავშირებული მტკნარი წყალიც. ნტ–არე (ისევ არე სუფიქსი. ე.ი. უმარილო წყლის არე), მტკნ–არე(მტკნარი). აქედან უნდა გამოდიოდეს მდნ–არეც, ანუ მდინარეც. მტკნარიდან გამოდის მტკვარიც. მტ–კვ–არი შეიცავს კვ–ს. ბერძნულად კი წყალი არის აკვა. როგორც ჩანს ლათინური სიტყვა აკვა ქართულ მტკნარ წყალს უკავშირდება. ბერძნულად მტკვარი არის კურა. კურადანაც მიიღება აკვა: აკურა და შემდეგ აკვა. ერთი სიტყვით მაინც მტკნართან არის აკვა დაკავშირებული.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ისეთი ქართული გვარების გახსენება, როგორიცაა ინგოროყვა და ღელეყვა. ამ გვარების ეტიმოლოგია შეიძლება ასეთი იყოს: ენგურ–აკვა, ანუ ენგურის წყალი და ღელე–აკვა, ანუ ღელის წყალი, თუმცა რატომ იქნა გამოყენებული ბერძნული აკვა ჩემთვის გაუგებარია.
ქართულში ტოპონიმების საწარმოებლად ხშირად იყენებენ ასევე სუფიქსს სი–ს, მაგალითად თბილი–სი, ქუთაი–სი, დმან–ისი, ჯიხაიში და სხვა. ამ სუფიქსს შეიძლება რამენაირად უკავშირდებოდეს ში სუფიქსიანი ლაზური გვარები(მაგ. ხალვა–ში), თუმცა როგორია ისი სუფიქსის წარმოშობა ჩემთვის ესეც გაუგებარი რჩება. შესაძლოა იგი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანთან იყოს დაკავშირებული და ვინმესადმი კუთვნილებას გამოხატავდეს.
მეგრული გვარები ავა და უა სუფიქსზე ალბათ უფრო გვიანდელია და ისინი შეიძლება ასეთნაირად იყოს ნაწარმოები: მაგალითად სამეგრელოში არის სოფელი სამიქაო. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ამა თუ იმ ტომის დასახლების ადგილის სახელიდან იწარმოებოდა გვარები, მაშინ სამიქავოში უნდა ეცხოვრათ მიქ–ავებს. ანალოგიურად შეიძლება მივიღოთ გვარები უა სუფიქსით: საჯოჯუოდან შეიძლება მივიღოთ ჯოჯ–უა, თმცა ამ ბოლო მოსაზრებების მტკიცებისას ვერ ვიქნები კატეგორიული.
ყველას მოეხსენება, რომ ზოგიერთ ხალხებს რამდენიმე სახელი აქვს, ზოგჯერ თავის ენაზე თავის თავს სხვანაირად უწოდებს, ხოლო უცხოელები კი სხვანირად ეძახიან. ასევეა საქართველოც. საქართველოს ინგლისურად და ბერძნულად ჯორჯია ჰქვია, თურქულად გურჯისტან და ა.შ.
სომხებს სომხურად ჰქვიათ ჰაები, რუსულად და ინგლისურად კი არმენები. სპარსელებს ირანელებსაც უწოდებენ. ირანის სახელი არიელებიდან მოდის, მათი ნაწილი ჩრდილოეთიდან გადმოსახლდა და ახალ მიწას დაარქვეს ირანი, ხოლო ძველ ადგილს კი საიდანაც გადმოსახლდნენ თურანი ჰქვია. ასე რომ ირანის ორი სახელი შეიძლება იმის ბრალი არის, რომ ერთი სახელი მათ მოიტანეს ამ მიწაზე, ხოლო მეორე სახელი სპარსეთი კი შესაძლოა აქ დამხვდური ხალხებისაგან კავკასიური, ანუ ხმელთაშუა ზღვის ხლხებისაგან მიიღეს, რომელთა საკუთარი საზოგადო სახელი ჩვენი ვარაუდით სპერები უნდა ყოფილიყო.
ანალოგიურად სომხების სახელი არმენი ასევე არიელიდან მოდის და ჩრდილოეთიდან მოსულ არიულ ტომს მოჰყვა, ხოლო ადგილზე კი შეიძლება მათ ჰაები, ან იქნებ ჰარები დახვდათ და ეს მეორე სახელიც აქედან დარჩათ.
ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ ხალხის ორი სახელი შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ უფრო გვიან მოსული ინდოევროპელები შეერივნენ ადგილობრივ დამხვდურ ხმელთაშუაზღვის რასის ხალხს.
დამაფიქრებელია ასევე მაგალითად სვანური და სომხური გვარების ძალიან დიდი მსგვასება. არის მსგავსებები ასევე ბევრ იტალიურ(იტალიაში ხომ პელასგური ტომი ეტრუსკები ცხოვრობდნენ) და ქართულ გვარებს შორის. მაგალითად: მასტრო–იანი, ტაფარ–ელი და სხვა.
ბოლოს გავიხსენოთ, რომ ევროპამ ბევრი რამ ისწავლა ქართული ტომებისაგან. კერძოდ ოქროს მოპოვება და დამუშავება. ქართველების მიერ ოქროს მიღებასა და დამუშავებას ძველმა ბერძნებმა ქიმია უწოდეს. რკინის მიღება. ძველი ბერძნები ქართველების მიერ რკინის მიღებას ასე აღწერენ, რომ ქართველები რაღაც სილას აცხელებენ(სავარაუდოდ მაგნიტურ ქვიშას) და შემდეგ მას რაღაც შავ ქვას ურევენო(ალბათ მარგანეცზეა საუბარი), მიწათმოქმედება, მედიცინა და საფიქრებელია, რომ საქონლის მოშინაურებაც, გავიხსენოთ ხართან დაკავშირებული სიტყვების ეტიმოლოგია. ეს არის იმ სამეურნეო დარგების ჩამონათვალი, რომელიც უკვე ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ევროპამ ქართველებისაგან ისწავლა, მომავალმა კვლევებმა კი შეიძლება ეს სია კიდევ უფრო დააგრძელოს.
მითი პრომეთეზეც(ქართულად ამირანი) ამასვე მოწმობს. პრომეთემ ხომ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა. ეს არის სინამდვილეში შემოქმედების ცეცხლი. ანუ პრომეთემ (რომელშიც ქართველი ხალხი იგულისხმება) მსოფლიოს ასწავლა, თუ როგორ უნდა შედგომოდნენ ადამიანები პირველყოფილი ცხოველური არსბებობიდან ცივილზებულ ცხოვრებას.
გავიხსენოთ, რომ ძველ ასომთავრულ ანბანში ასო ქ ჯვრით გამოისახება. მაშინ ქ–არი(არი იგივე არეს შინაარსის მატარებელია) შეიძლება ასე ჩაიწეროს +–არი, ან სხვანაირად +–არე.
ბოლოს კიდევ დავამატებთ, რომ მარმარილოს ზღვის(სადაც ჩვენ მარების საცხოვრებელს ვვარაუდობთ) მახლობლად, ცოტათი აღმოსავლეთით, თურქეთში, არის მდინარე სა–ქარ–ია, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. ვინ იცის იქნებ ეს ადგილი იყო ქარ–ების თავდაპირველი სამყოფელი და მდინარის სახელიც მას უკავშირდება?(შეადარე სა–მტრედ–ია). თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ დავიჩემებთ კატეგორიულობას.

P.S. ,,ხოლო როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა (იესომ) მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ” (ლუკას სახარება თავი 17, აბზაცი20)

ფიზიკა–მათემატიკის 21.04.2010

მეცნიერებათა კანდიდატი
ზაზა წიქორიძე

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2010, 02:18 PM

მე სრულიად წაივიკითხე და გავოგნდი.... რეებს ჩაძიებულა ავტორი...
ძალიან საინტერესოა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ohmy.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 20 2010, 03:55 PM

ციტატა
მეგრული გვარები ავა და უა სუფიქსზე ალბათ უფრო გვიანდელია და ისინი შეიძლება ასეთნაირად იყოს ნაწარმოები:

ავა და უა არსობრივად ერთი დაბოლოებაა (ავა = ა-უა) და მომდინარეობს აფხაზურიდან, სადაც ეს სუფიქსი კუთხურობის მაწარმოებელია:
აფხაზი - აფსუა, ქართველი - აგრუა, სვანი - აშვანუა, რუსი - აურუსუა და ა.შ.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2010, 04:59 PM

კანონისტი

ისე, რა აზრის ხარ? შესაძლოა სიმართლე იყოს, ასეთი მჭიდრო კავშირები?

პოსტის ავტორი: ioanezosime თარიღი: Sep 12 2010, 08:29 PM

აკაკი

ხალხს გრძელი სტატიების კითხვა ეზარებათ. აქ ცოტაა ისეთი ვინც ამას წაიკითხავს. სახელიც ცოტა უფრო დამაინტრიგებელი უნდა შეგერჩია.
ისე მაგ სტატიაში ქართული გვარები და ქართველთა წარმოშობა კი არ არის მთავარი არამედ პროლოგი. პროლოგს მიაქციე ყურადღება.

კანონისტი
საინტერსო მოსაზრებაა.


კანონისტი

აფსუები მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდენენ აფხაზეთში. შერვაშიძემ ჩაოასახლა ლევან დადიანს რომ ებრძოდა მაშინ.
მანამდე აქ მეგრული ტომები ცხოვრობდნენ და აფხაზები მეგრულის ერთერთ დიალექტზე საუბრობდნენ, მათ ერქვათ აფშილები, აფსილები და სხვა, როგორც ლაზები ისე.
ფხა ძველ ქართულად გვერდს ნიშნავს, ასე რომ აფხაზი გამოდის მეგრელი, რომელიც საქართველოს გვერდზე ცხოვრობს. როგორც უ-კრაი-ნა რუსებისათვის, ანუ უკრაინა ანალოგიურად იყო რუსეთის აფხაზეთი.
ამიტომ უა და ავა დაბოლოება შეიძლება აფსუური კი არა არამედ აფხაზური, ანუ მეგრული იყოს.
ფს სიტყვის ფუძე ძველ ქართულში გამოიყენებოდა ცუდი ჭაობიანი წყლის აღსანიშნავად. გაიხსენე შარდის ხალხური სახელი (უკაცრავად).
აჭარაში გონიოს ციხეს ერქვა ა-ფს-აროსი, გურიაშია მდინარე სუ-ფსა, აფხაზეთში კი ასეთი უამრავია, კერძოდ ფსოუ. ასე რომ დაბალ განვითარების დონეზე მყოფი აფსუები მე-17 საუკუნეში საქართველოში ჩამოსახლდნენ და იქ დამხვდური ხალხისაგან აიღეს თავიანთი საკუთარი სახელი. ასეთი რამ სავარაუდოდ რამდენჯერმე მომხდარა ისტორიაში.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 13 2010, 10:54 AM

ioanezosime

ციტატა
აფსუები მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდენენ აფხაზეთში. შერვაშიძემ ჩაოასახლა ლევან დადიანს რომ ებრძოდა მაშინ.მანამდე აქ მეგრული ტომები ცხოვრობდნენ და აფხაზები მეგრულის ერთერთ დიალექტზე საუბრობდნენ, მათ ერქვათ აფშილები, აფსილები და სხვა, როგორც ლაზები ისე.

ეს არის რუსეთის შოვინისტური იდეოლოგიის ნაწილი. ერთი მხრივ, აფხაზებს არწმუნებდნენ, რომ ქართველებმა დაგიპყრეს, თორემ სულ დამოუკიდებლები იყავითო, ხოლო მეორე მხრივ ქართველებს არწმუნებდნენ, რომ აფხაზები თქვენ მიწაზე დასახლდნენო. შუღლი რომ გაჩენილიყო. აკი მიაღწიეს კიდეც....

იმაზე რას მეტყვი, თამარის ისტორიკოსს რომ უწერია: "... და უწოდეს ძესა მეფისასა მეორედ სახელად ლაშა, რომელ არს აფსართა ენაზე ნათელი".
ალაშა სწორედ რომ აფხაზურ ენაზე არის სინათლე. არც მეგრულად და არც სვანურად. აფსარები გამოდის რომ მინიმუმ თამარის დროს იქ ცხოვრობდნენ.

თავად აფსარი და აფსუა ერთი და იგივე კონსტრუქციის სიტყვაა. ფუძე ა-ფს-ს ემატება სადაურობის მაწარმოებელი მეგრული სუფიქსი "-არ" ან აფხაზური სუფიქსი "-უა"

smile.gif

არაერთი ტოპონიმია დას. საქართველოში აფხაზური. მაგალითად საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა აფხაზურად ნიშნავს მთიანეთს: ა-შხა - მთა, შხა-რა - მთიანეთი.


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 13 2010, 10:58 AM

ციტატა
ფიზიკა–მათემატიკის 21.04.2010

მეცნიერებათა კანდიდატი

მე მაპატიეთ და სხვა საქმე არაფერი აქვთ ფიზიკა მათმატიკოსებს? biggrin.gif

ერთი კვაშილავა და მეორე .. ქხმ...

ამიტომ მიყვარს დვალი რა, თავისი საქმე იცის და იმას აკეთებს wub.gif

აკაკი
შეცდომებია ისტორიის მხრივ smile.gif ენათმეცნიერებაში არ ვარ იმდენად გარკვეული, მაგრამ ისტორიის მხრივ შეცდომებია smile.gif

ციტატა
(არსებობს ვარაუდი, რომ პალესტინას სახელი პელასგებმა მისცეს. ისტორიაში არსებობს ცნობა, რომ ,,ზღვის ხალხი”, როგორც პელასგებს უწოდებდნენ მასიურად ჩასახლებულან პალესტინაში)

ციტატა
ყველას მოეხსენება, რომ ზოგიერთ ხალხებს რამდენიმე სახელი აქვს, ზოგჯერ თავის ენაზე თავის თავს სხვანაირად უწოდებს, ხოლო უცხოელები კი სხვანირად ეძახიან.


არ არის ეგრე ვახ biggrin.gif
The Sea Peoples is the term used for a confederacy of seafaring raiders of the second millennium BC who sailed into the eastern Mediterranean, caused political unrest, and attempted to enter or control Egyptian territory during the late 19th dynasty and especially during Year 8 of Ramesses III of the 20th Dynasty

Этническая принадлежность «народов моря» достоверно не установлена. В состав народов моря египетские надписи включают:
PLST (пеласги=филистимляне?),
'KWS (ахейцы?),
RK (лукка=ликийцы?),
SRDN (шерданы (шарданы)=сарды?),
TKR (тевкры=троянцы?),
TRS (тирсены=этруски?),
SKLS (шекелеш=сикулы?),
DNWN (данайцы?), WSS (?).

აჰა, შეხედე რამდენი ეთნოსი/ხალხთა ჯგუფი შედის ამ "ზღვის ხალხებში"
და გინდათ მითხრათ რომ ყველანი ესენი ერთნი არიან და პელასგები ჰქვიათ? biggrin.gif
ან რა ეგვიპტელებმა ერთ ეთნოსს სხვადასხვა სახელი უწოდეს?
არ არის ეგრე რა smile.gif
იმედია გაგივლით ეიფორია smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 13 2010, 11:01 AM

ქევანა
Сяет море в Ереване,
А в Ереване моря нет...

e025.gif

პოსტის ავტორი: ioanezosime თარიღი: Sep 15 2010, 02:46 PM

აკაკი
ქევანას გონია, რომ სტატიის ავტორმა აიღო უკვე დამტკიცებული აზრები გააყალბა და ის დაწერა, სინმადვილეში ეს სტატია ორიგინალურია და სრულიად ახალ აზრებს შეიცავს. ქვენასთვის კი ეს ახალი აზრები სასტიკად მიუღებელია, რადგანაც როგორც ჩანს რბილად რომ ვთქვათ, ქართველებზე ამხელა წარმოდგენა არ აქვს.

პოსტის ავტორი: ioanezosime თარიღი: Sep 15 2010, 06:58 PM

ქევანა
ეს თემა აკაკის დიდი ხნის გახსნილი ქონდა და მხოლოდ კანონისტს ქონდა გამოხმაურება. ამ თემაზე ჩემს მოსვლამდე რატომ არ გამოთქვამდი აზრს ამ სტატიის შესახებ? ჩემმა გამოჩენამ მოგცა სტიმული?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 16 2010, 01:05 PM

ციტატა
ამ თემაზე ჩემს მოსვლამდე რატომ არ გამოთქვამდი აზრს ამ სტატიის შესახებ? ჩემმა გამოჩენამ მოგცა სტიმული?

თქვენ წარმოიდგინეთ აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია biggrin.gif

რა დიდი პატივია ალბათ, არა?

პოსტის ავტორი: lashqari თარიღი: Nov 26 2010, 01:46 PM

გავარი პაპასკირი და პაპასქუა,იხო აქ ნათქვამი რო გამოდისო პაპების სკა(ანუ სკები,ფუტკრების სახლი)აქედან შეილებაო ეს გვარი..სკა სკუა მეგრულში შვილია,პაპას შვილი,პაპა მეგულში მამასაც ნიშნავს და სამეგრელოში მხვდელსაც ეზახიან.კვეკვესკირი-ახსენით
მაშინ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)