თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ წყევლა

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 10 2010, 03:16 PM

არ ვიცი არის თუ არა ესეთი თემა, მაგრამ გუშინდლის მერე გამიჩნდა ესეთი კითხვა? ერთი ამბის მოსმენის შემდეგ, როგორი დამოკიდებულება აქ მართლმადიდებლურ ეკლესიას წყევლასთან? კონკრეტულად საგვარეულო წყევლას ვგულისხმობ? არსებობს ესეთი რამ? რა თქმა უნდა ლოცვით და ზიარებით შეიძლება ყველაფრის განკურნება, მაგრამ ამ შემთხვევაში დედა ეკლესიას როგორი დამოკიდებულება აქ ამ ფაქტთან, ვიცი რომ ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 10 2010, 03:23 PM

საერთოდ როგორც ვიცით სიტყვას აქვს უდიდესი ძალა...და შესაბამისად წყევლასაც ექნება ძალა....

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 10 2010, 03:29 PM

საგვარეულო წყველსთან დაკავშირებით ჩემია ზრი ასეთა და მგონი ამრთალია

თ გვარს წყევლაა, და მის შემდგომი თაობები ეკლესიურები არიან ის წყევლა არაფერია უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 13 2010, 02:32 PM

ციტატა(აკაკი @ Jan 10 2010, 03:29 PM) *

საგვარეულო წყველსთან დაკავშირებით ჩემია ზრი ასეთა და მგონი ამრთალია

თ გვარს წყევლაა, და მის შემდგომი თაობები ეკლესიურები არიან ის წყევლა არაფერია უკვე smile.gif


მეც ასე მგონია.

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 07:34 PM

"იცოდე, შენ მიმართ წარმოთქმული დაუმსახურებელი წყევლა მაწყევარს უბრუნდება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 05:51 PM

"თუ სიყვარული არ გაგაჩნია, ის მაინც შეძელი, რომ არ აგინო და არ წყევლო ადამიანები - ეს უკვე უკეთესი იქნება. ხოლო ვინც აგინებს და წყევლის, იმაში აშკარად ბოროტი სულია ჩასახლებული და, თუკი არ შეინანებს, სიკვდილის შემდეგ იქავე წავა, სადაც ბოროტი სულები არიან. უფალმა აშოროს ყველას ასეთი უბედურება".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 03:26 PM

რა აზრი აქვს ლოცვის წაკითხვას, თუ გულში იწყევლები!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:37 PM

"ნუ დაწყევლით მტერს, რადგან დიდი მანძილია ლოცვასა და წყევლას შორის. თუ არ შეუნდობ შენს მაწყევარს, მაშინ შენ თვითონაც ვერ მიიღებ შენდობას და წყევლას საკუთარ თავზე მოიწევ, როდესაც ლოცულობ: "მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა" (მთ. 6.12)".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:33 PM

გურული ქალის წყევლა:

"შენ გნახე მოტაფული და მოლესილი (წყევლა ეძღვნებოდა გამშოლტველს), მოსორომ-გორომებული, დაგოზილი და მომღრალი (ანუ დამჭკნარი), ჭაჭებგადმოცვენილი, ნენაა"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:38 PM

"მთავარანგელოზმა მიქაელმა, ეშმაკთან პაექრობის დროსაც კი, არ დაწყევლა იგი, არამედ რბილი შეგონებით მიმართა მას, მით უფრო მეტად უნდა ვუფრთხოდეთ წყევლის სიტყვებს ადამიანები, იმის შიშით, რომ უგუნური სიტყვით არ შეურაცხვყოთ შემოქმედის სიდიადე"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:11 PM

"ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის; რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:59 PM

"ევას მემკვიდრეები უცილობლად უნდა მწუხარებდნენ: მაგრამ როცა მწუხარებას მადლიერებით ვიტანთ, წყევლა ჩვენთვის ლოცვა-კურთხევად გადაიქცევა!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:58 PM

"წყევლა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ღმერთისგან, როგორც სიცოცხლის წყაროსგან, განშორებაში ვლინდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 12:06 PM

"ადამიანმა მის მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვით თავისი უსასურულოდ კეთილმოსურნე, უსასრულოდ დიდი, უსასრულოდ სამართლიანი შემოქმედი შეურაცხყო და ამით საკუთარი თავი წყევლას სამუდამოდ დაუქვემდებარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2021, 11:28 AM

"მარანათა - ეს სირიული შეძახილი ნიშნავს: "განკვეთილ იყოს უფლის მოსვლამდე!" ებრაელები ამ სიტყვებით იწყებდნენ განკვეთის შესახებ მკაცრი განაჩენის წარმოთქვას. მოციქულის მიერ წარმოთქმული ეს საშინელი წყევლა მიუთითებდა, თუ რაოდენ მკაცრად უყურებდა იგი უფალ იესოს მიმართ უსიყვარულობის მძიმე ცოდვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 09:05 PM

"ნებისმიერი საზოგადოება წარმატებულად განვითარებას დაიწყებს, თუ მას აკურთხებს უფალი, მაგრამ იზარალებს, ან გაქრება, თუ მასზე იქნება უფლის წყევლა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 04:58 PM

"თავისთავად ანათემა არ არის წყევა წარწყმედის სურვილით. ის ეკლესიისგან განდგომილს იმის შესახებ აფრთიხლებს, რომ იგი წყევისა და მარადიული უკუნის ქვეყანაში აღმოჩნდა. სიკვდილის შემდეგ დაბრუნება და სინანული არ არის".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:44 PM

"ნუ იქნები ორპირი, ანუ - სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება."

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2022, 08:55 PM

"ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე". ამასთან, მოციქული იხსენებს, სადაც წერია: "დაწყევლილია ხეზე ჩამოკიდებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 05:27 PM

"ცოდვისა და სჯულის წყევლისაგან ჩვენი გამოხსნისათვის ქრისტე წყევლას დაექვემდებარა. მთელი მისი საქმე, მთელი მისი კაცთმოყვარეობა აისახება მის ჯვარზე"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:02 PM

"ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის დადანაშულების უნარი გააჩნია, არ დაკარგავს შინაგან სიმშვიდეს, არ დაიწყებს ცხოვრებისეული გარემოებებისა და სხვების წყევლას და მუშტების ქნევას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 02:33 PM

"ეცადე, ადამიანებისთვის გააკეთო ის, რისთვისაც ისინი ჯერ გაგლანძღავენ, მერე კი შეგაქებენ; და არასდროს გააკეთო ისეთი რამ, რისთვისაც ჯერ შეგაქებენ, მაგრამ საბოლოოდ დაგწყვევლიან.

ნერონი თავიდან აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერების გზით მიჰყავდა, ხოლო, როდესაც ბიწიერებამ ნერონი უფსკრულამდე მიიყვანა, მან დაწყევლა საკუთარი დედა.

ბავშვი გაიხარებს და მადლობელი იქნება, როდესაც მას უბიძგებ და სასრიალო მთიდან დაუშვებ, მაგრამ როგორც კი დაიმტვრევა, მაშინვე დაგწყევლის, როგორც თავისი უბედური შემთხვევის მიზეზს.

ცოდვილები ქებას შეგასხამენ, როდესაც მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ გირჩევნოდეს არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარცელზე..."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 07:22 PM

"გვეშინოდეს, ძმებო, უფლის სამართლიანი რისხვისა, რომელიც წყევლით სჯის უფლის საქმეთა დაუდევრად აღმსრულებელთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:17 PM

" - წმიდაო მამაო, როდის აქვს ძალა წყევლას?

- წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა - აი, ამ წეყვლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა ისევე, როგორც, ვთქვათ, უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდებოდა მას, ვისგანაც გამოვიდა.

- წყევლისაგან გათავისუფლება რა გზით არის შესაძლებელი?

- სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავედ გრძნობდნენ, შეინანეს, აღსარება თქვეს და მთელი მათი უბედურება ამით დასრულდა. თუკი იგი, ვინც დამნაშავეა, იტყვის: "ღმერთო ჩემო, მე ჩავიდინე ასეთი და ასეთი უსამართლობა, შემინდე!" - და ტკივილითა და გულწრფელობით აღიარებს თავის ცოდვებს აღსარებაზე, მოძღვრის წინაშე, მაშინ ღმერთი შეუნდობს მას. ის ხომ ღმერთია!.."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 09:22 PM

" - სასჯელი მხოლოდ მას ეწევა ვისკენაც წყევლაა მიმართული, თუ მასაც, ვისგანაც წყევლის სიტყვები გამოვიდა?

- ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქეყნადაც იტანჯება და იმ ქვექანაშიც დაიტანჯება, რადგანაც თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება, ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა, თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშაოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ვინმეს წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბოროტება არსებობს. ადამიანი სხვას მაშინ წყევლის, როცა მთელი არსებით სურს მისთვის ბოროტება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 08:02 PM

"ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა, მას მაწყევარი გაუჩნდებოდა... წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში. მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმიდნა ხესთან ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა... ჰოდა, მაშინ "გამოიჭედებოდა", "დაიკლიტებოდა" დაწყევლილის მომავალი.. .თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შეძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმნას კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა. დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა. ექსპედიციის დროს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახეთ. მათ შორის გახლდათ ხეცერის ეკლესიაც. საბედნიეროდ, ყველა ლურსმანი კედლიდან ამოღებული იყო. ადამიანთა მოდგმის ცოდვაბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები დღეს ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარ მოწმეებადაც ქცეულან"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:25 PM

"ინდუსი წყევლის კარმას. მუსულმანი წყევლის კისმეტს* (*ბედი). ქრისტიანი წყევლის ცოდვას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 08:01 PM

"აკურთხო ღმერთი და დასწყევლო მოყვასი - არის სისაძაგლე ღვთისადმი"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 08:16 PM

"როგორ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ, თუ ერთსა და იმავე ენას ვიყენებთ როგორც კურთხევის, ისე წყევლის იარაღად? და რომელი გონიერი ადამიანი ურევს ერთი და იგივე კოვზით მირონსა და ტალახს? ცხადია, არავინ. ამიტომ, ქრისტიანებო, როდესაც ლოცულობთ, ნუ წყევლით თქვენს მტრებს. რადგან ლოცვა და წყევლა ორი განსხვავებული უკიდურესობაა, ერთმანეთთან შეუთავსებელი, შეუნდე მას, ვინც შეურაცხგყოთ, ღმერთმაც რომ შეგინდოთ შეცოდებანი: "როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი". თუ წყევლით და არ შეუნდობთ, არც თქვენ შეგინდობთ უფალი. მან ხომ თქვა: "ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:19 AM

"საერთოდ, არავის წყევლა არ შეიძლება. წმ. მამათა სწავლებით, როცა ვინმეს მის მიერ ჩადენილი რაიმე ბოროტებისათვის ვწყევლით, ამით ვკვებავთ და ვაძლიერებთ იმ დემონს, რომელიც იმ ადამიანს ბოროტ საქმეებს შთააგონებს და აკეთებინებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 11:33 AM

"მშობლების წყევლას ისევე აქვს ძალა, როგორც ლოვცა-კურთხევას"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:28 PM

"დრტვინვაში წყევლა მალავს თავს. ანუ, მდრტვინავი ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს წყევლის, მერე კი მას ღვთის რისხვა ატყდება თავს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2024, 01:21 PM

"თუკი ადამიანს ბედნიერება მხოლოდ დროებით ცხოვრებაში, მიწაზე უნდა, მაშინაც კი უნდა იცოდეს, რომ სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ თავმდაბლობა მიანიჭებს. მაგრამ როგორ მოიპოვოს თავმდაბლობა ღვთის მადლის გარეშე? კიდევ ერთი სახასიათო ფაქტი: მფოლიო ისტორიის უდიდეს ბოროტმოქმედდთა შთამომავლობა არც თუ იშვიათად, რამდენიმე თაობის შემდეგ გადაშენდებოა ხოლმე. მათ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს შორის თითქმის ყოველთვის იყვნენ ფსიქიური ავადმყოფები, ლოთები, ნარკომანები, რომლებიც მათი წინაპრებივით წყევლის ქვეშ იმყოფებოდნენ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 05:04 PM

"წმიდა წერილის ერთ-ერთი უდიდესი და კურთხეული წიგნი - ფსალმუნნი, დემონის წინააღმდეგ წყევლას შეიცავს. ამიტომ როცა შენს გულში მძვინვარება აენთება, თქვი: "წყეული ხარ შენ, სატანა და ყოველი საქმენი შენნი წყეულ არიან. დაე ხსნილ იყოს ძმა ჩემი და მეც - მისი ლოცვებით. შენ გშურს ჩვენი, რადგან შენთვის არ არის ხსნა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2024, 02:03 PM

"მეორე ცოდვა - ეს წყევლაა, რომელსაც ადამიანი ახლობლების მიმართ მირსხანების ან გულისტკენის მდგომარეობაში წრამოთქვამს. ადამიანის დაწყევლა - ეს ნიშნავს, რომ მას აქ, დედამიწაზე სასჯელი ან მარადისობაში წარწყმედა უსურვო. განსაკუთრებით მღვდელმსახურთა წყევლაა საშინელი, შემდგომ კი მშობლებისა თავიანთი შვილების მიმართ. დაუმსახურებელი წყევლა იმის წინააღმდეგ ბრუნდება, ვინც მას წარმოთქვამს, დამსახურებული კი აბნელებს თავის თავზე წყევის მომწევი ადამიანის უამისოდაც მძიმე ცხოვრებას. ის ერთგვარად ჩაეზარდა მის ძვლებს და ადამიანი მას ყველგან თან დაატარებს. წყევლა - ეს საწიანააღმდეგო ცოდვაა სახარების მცნებისა: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი". საწინააღმდეგოა მოციქულის სიტყვისა: "აკურთხევდით და ნუ სწყევთ". ხშირად სხვისი დამაწყევარი ჩადენილს მწერედ ინანიებს, მაგრამ სიტყვა უკვე ითქვა, ჯოჯოხეთის ცეცხლი უკვე ამოვარდა მისი პირიდან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2024, 11:39 AM

"წუწუნი შეიცავს წყევლას. ანუ ადამიანი, რომელიც წუწუნებს, თითქოს იწყევლის თავს და თავზე იწვევს ღვთის რისხვას"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)