თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ მონასტრის ტიპიკონი

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Mar 20 2007, 12:58 PM

მაინტერესებს, როგორი საცხოვრებელი რეჟიმია მონასტრებში, რას აკეთებენ ზოგადად - როდის ჭამენ საჭმელს, როდის ლოცულობენ, ღამეს ათევენ, საქმეს აკეთებენ და ა.შ.

ალბათ განსხვავებულია დედათა და მამათა სამონასტრო რეჟიმი, ქალაქში არსებულ და მიუვალ ადგილებში არსებულ მონასტერთა წეს-განგება და ა.შ.



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 20 2007, 03:27 PM

QUOTE
რას აკეთებენ ზოგადად

ძირითადად შრომობენ და ლოცულობენ
QUOTE
როდის ჭამენ საჭმელს

განსაზღვრულ საათებში. როგორც წესი, დღეში ორჯერ. დიდმარხვაში შეიძლება ერთხელ, ეგ ზუსტად არ ვიცი.
QUOTE
როდის ლოცულობენ

შუაღამეზე ან გამთენიისას კითხულობენ შუაღამიანს და ცისკრის ლოცვებს, დღის განმავლობაში ხშირად - იმ წმინდანის პარაკლისს ან დაუჯდომელს, ვისი სახელობისაცაა მონასტერი (ეს შეიძლება ყველგან არ იყოს), საღამოს მწუხრი, დილას - ლიტურგია შეძლებისდაგვარად (ანუ მოძღვარი თუ არის, შეიძლება ყოველდღიური ლიტურგიებიც იყოს).
QUOTE
საქმეს აკეთებენ

რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი მეურნეობა. ხელსაქმე თავისთავად. ზოგ მონასტერს აქვს გამომცემლობა, ბეჭდავენ სასულიერო ლიტერატურას.
და საერთოდ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 23 2007, 08:01 PM

მე მგონი ყველა მონასტერს ტავის ტიპიკონი აქვს, ანუ ცხოვრების წესი. საინტერესოა, საქართველოში რომელ მონასტრეს აქვს ყველაზე მძიმე ტიპიკონი? ძალიან მაინტერესებს, ერთ-ერთ იღუმენიაზე ამბობენ ორი ჯვრის ტარების უფლება აქვსო, ეგ რას ნიშნავს, რად უნდა ორი ჯვარი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 24 2007, 02:10 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 23 2007, 04:01 PM) *

მე მგონი ყველა მონასტერს ტავის ტიპიკონი აქვს, ანუ ცხოვრების წესი. საინტერესოა, საქართველოში რომელ მონასტრეს აქვს ყველაზე მძიმე ტიპიკონი? ძალიან მაინტერესებს, ერთ-ერთ იღუმენიაზე ამბობენ ორი ჯვრის ტარების უფლება აქვსო, ეგ რას ნიშნავს, რად უნდა ორი ჯვარი?

ყველაზე მკაცრი ტიპიკონი აქვს მცხეთის სამთავროდ დედათა მონასტერს და იღუმენია ქეტევანს ორი ჯვრის ტარების უფლება აქვს.
მამათა მონასტრებიდან ვერ გეტყვი ზუსტად რომელს აქვს მკაცრი ტიპიკონი, ჩემი აზრით შიო მღვიმის მონასტერს ექნება.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 24 2007, 11:16 AM

ტიბიკონი ყველა მონასტერს სხვადასხვა აქვს, თუმცა ძირითადად მაინც ერთი და იგივე.

ალექსანდრე

ციტატა
ყველაზე მკაცრი ტიპიკონი აქვს მცხეთის სამთავროდ დედათა მონასტერს და იღუმენია ქეტევანს ორი ჯვრის ტარების უფლება აქვს.
მამათა მონასტრებიდან ვერ გეტყვი ზუსტად რომელს აქვს მკაცრი ტიპიკონი, ჩემი აზრით შიო მღვიმის მონასტერს ექნება.


მე როგორც ვიცი ურბნისის წინამძღვრისგან ,დედა გლაფირასგან, ყვლაზე მკაცრი ტობიკონი ფოკიოს დედათა მონასტერს აქვს. დედაოს ბევრ მონასტერში უცხოვრია და შედარებით თქვა. თუმცა მცხეთის მონასტერზე მეც გამიგია, რომ მკაცრი ტიბიკონი აქვფთ.

ჩემი აზრით ტიბიკონი ყველა მონასტერში მკაცრია. ცისკარი, მწუხრი სერობა და ა.შ. ყვალგან ერთი და იგივეა. საათებია სხვადასხვა. რო0გორც დედაომ მითხრა ფოკაში ცისკარს 1-2 საათზე იწყებენ და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ.

შეხვეწილი


ციტატა
მაინტერესებს, როგორი საცხოვრებელი რეჟიმია მონასტრებში, რას აკეთებენ ზოგადად - როდის ჭამენ საჭმელს, როდის ლოცულობენ, ღამეს ათევენ, საქმეს აკეთებენ და ა.შ.


მაგალითისთვის ურბნისის დედათა მონასტრის ტიბიკონს გეტყვი. დაწვრილებით აღარ მოვყვები ზოგადად გეტყვი. დგებიან დილის 4-ის ნახევარზე , მთელი დღე არის მორჩილებები და ლოცვები, რომელსაც ითვალისწინებს მონასტრის ტიბიკონი. საღამოს კი 9 საათზე აქვთ სერობა. სერობის შემდეგ მდუმარება. ყველა მიდის თავის კელიაში და თუ კანონები აქვთ შესასრულებელი შეასრულებენ, ან რამე წიგნს წაიკითხავენ ან დაისვენებენ. ტრაპეზი მონასტრებში არის 2-ჯერ. ურბვნისში 12 ან 1 და 5 საათზე. ზოგ მონასტერში დილით ცისკრის შემდეგ აქვთ "ნუგეში" ანუ ჩაი, ორცხობილა და ა.შ. რაც მთავარია მსუბუქად.

კარგი იქნება თუ თავად ესტუმრები მოძღვრის კურთხევით რამდენიმე დღით მონასტერს. იქ თავად გაეცნობი ყველაფერს.

მხევალი ნინო

ციტატა
რად უნდა ორი ჯვარი?

ეგ ხარისხის მიხედვითაა.

მარიამი

ციტატა
განსაზღვრულ საათებში. როგორც წესი, დღეში ორჯერ. დიდმარხვაში შეიძლება ერთხელ, ეგ ზუსტად არ ვიცი.


დიდ მარხვაში ტრაპეზი ჩვეულებრივ ორჯერაა. მაგრამ თვითონ მონასტრის წევრზეა დამოკიდებული რამდენჯერ იტრაპეზებს. მონასტრებში ორშაბათი, ოთხშაბაში და პარასკევი მარხვაა. დიდ მარხვაში კი ეს დღეები მძიმეა. ტრაპეზი კეთდება უცხინმოდ. ზოგი მონასტრის წევრი ამ დღეებში საერთოს არ ტრაპეზობს და მთელი დღე სეფისკვერზე და ნაკურთხ წყალზეა.

ციტატა
დღის განმავლობაში ხშირად - იმ წმინდანის პარაკლისს ან დაუჯდომელს, ვისი სახელობისაცაა მონასტერი (ეს შეიძლება ყველგან არ იყოს),

ყველგან ასეა.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 24 2007, 01:00 PM

ციტატა
მე როგორც ვიცი ურბნისის წინამძღვრისგან ,დედა გლაფირასგან, ყვლაზე მკაცრი ტობიკონი ფოკიოს დედათა მონასტერს აქვს. დედაოს ბევრ მონასტერში უცხოვრია და შედარებით თქვა. თუმცა მცხეთის მონასტერზე მეც გამიგია, რომ მკაცრი ტიბიკონი აქვფთ.

ჩემი აზრით ტიბიკონი ყველა მონასტერში მკაცრია. ცისკარი, მწუხრი სერობა და ა.შ. ყვალგან ერთი და იგივეა. საათებია სხვადასხვა. რო0გორც დედაომ მითხრა ფოკაში ცისკარს 1-2 საათზე იწყებენ და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ.



ხო ფოკაში მართლაც მკაცრი ტიპიკონი აქვთ, მაგრამ მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადგება, ორი წლის წინ ფოკაში ვიყავით და დღის განმავლობაში დედებს ვეხმარებოდით სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულებაშიც, დედებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ჩვენ ვიღლებოდით ისინი კი არა და კვლავ განაგრძობდნენ, რაც ჩვენ ძალიან გვრცხვენოდაალბათ, მათ ალბათ ლოცვის ძალა აძლიერებდათ, ჩვენგან განსხვავებით,.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 25 2007, 12:16 PM

mariami-k

ციტატა


ციტატა
რად უნდა ორი ჯვარი?

ეგ ხარისხის მიხედვითაა.




უფრო კონკრეტულად არ შეგიძლიათ მიპასხოთ? რას ნიშნავ ხარისხის მიხედვით? მხოლოდ იღემენიებს თუ იღუმენსაც აქვს ორი ჯვრის ტაების უფლება? ან მაქსიმუმ რამდენი ჯვარია?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Mar 26 2007, 02:34 AM

ჩემის აზრით მონასტერში "მკაცრი ტიპიკონი" არ არის მთავარი, მთავარია ხარისხი როგორია, როგორი ურთიერთობა აქვთ მონაზვნებს ერთმანეთთან, არიან თუ არა ქრისტესმიერი სიყვარულის მატარებელნი. ათონის მთის ივერთა მონასტერიც "მკაცრი ტიპიკონით" ცხოვრობს, მაგრამ ქართველების მიმართ...არ მინდა განკითხვაში ჩავვარდე sad.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Mar 26 2007, 02:57 PM

ჩემი აზრით კი რაც "მკაცრი ტიპიკონია", ხარისხიც მით მაღალია,ყველას ხომ არ შეუძლია ასეთ პირობებს გაუძლოს? გრიგოლ ხანცდელიც ხომ მკაცრი იყო?მხოლოდ იმას იღებდა, ვისაც მოისურვებდა...უფრო მორწმუნეს,მონდომებულს,მშრომე
ლს,გამრჯელს... ასეთი "სიმკაცრის" ატანა,მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ,და ეს უფრო დიდი მადლია...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 30 2007, 12:30 PM

ციტატა
უფრო კონკრეტულად არ შეგიძლიათ მიპასხოთ? რას ნიშნავ ხარისხის მიხედვით? მხოლოდ იღემენიებს თუ იღუმენსაც აქვს ორი ჯვრის ტაების უფლება? ან მაქსიმუმ რამდენი ჯვარია?




კაიროსს და კანონისტს ვთხოვ დახმარებას.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Mar 30 2007, 08:47 PM

აუ, დღეს მაგრა გამაჟრჟოლა,როცა ერთმა ნაცნობმა მითხრა,რომ თურმე ერთ-ერთმა ღრმადმორწმუნე და როგორც ჩანს,უფალთან ძალიან ახლოს მყოფმა მონაზონმა,რომელიღაც ადგილზე ასეთი წარწერა გააკეთა:"რა ლამაზი ხარ ბიჭო!"

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 30 2007, 10:06 PM

ციტატა
აუ, დღეს მაგრა გამაჟრჟოლა,როცა ერთმა ნაცნობმა მითხრა,რომ თურმე ერთ-ერთმა ღრმადმორწმუნე და როგორც ჩანს,უფალთან ძალიან ახლოს მყოფმა მონაზონმა,რომელიღაც ადგილზე ასეთი წარწერა გააკეთა:"რა ლამაზი ხარ ბიჭო!"


ეს ამბავი ასე იყო, ჩემი ლექტორი მომიყვა, ვარძიის დასათვალიერებლად ბიყავით ბიჭები და ერთეთ კედელზე ვნახეთო( მერე მთელი ღამე ღვინო ვსვით და არ მოგვკიდებიაო გაგიჟებულებს):

"14 წლისა მონაზვნად აღმკვეცეს..
94 აქ მისრულდება.
რა ლამაზი იყავ ბიჭოო"

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Mar 31 2007, 08:56 PM

ციტატა

"14 წლისა მონაზვნად აღმკვეცეს..
94 აქ მისრულდება.
რა ლამაზი იყავ ბიჭოო"

ანუ,გამოდის რომ ეს სიტყვები უფლისადმი არ უთქვამს?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 31 2007, 11:20 PM

სამონასტრო ტიპიკონი მონოზონთა პირადი ცხოვრება სხვადასხვა მცნებაა.
ამიტომ გთხოვთ ამ თემაში ისაუბროთ მხოლოდ ტიპიკონზე და წესებზე.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 2 2007, 10:11 AM

kato_Bato

ციტატა
"14 წლისა მონაზვნად აღმკვეცეს..
94 აქ მისრულდება.
რა ლამაზი იყავ ბიჭოო"


მართალი გითხრათ გოგოებო ვერაფერი ვერ გავიგეsad.gif


დათიკო

მართალი ხარ, მაგრამ პასუხები არ იცი,იმ შეკითხვებზე მე რაც დავსვი?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 2 2007, 03:15 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მართალი ხარ, მაგრამ პასუხები არ იცი,იმ შეკითხვებზე მე რაც დავსვი?

შენ ალბათ ორი ჯვრის ტარების უფლებას გულისმობ არა?
საქმე იმაშია რომ ეგ კონკრეტული ხარისხს არ ნიშნავს.
თუ დაიმსახურა ადამიანმა თავისი ღვაწლით? - მიიღებს ამ ჯვარს.
არის ასევე თავად ჯვრის ხარისხებიც. მაგალითად გამშვენებული ჯვარი, ოქროს ჯვარი და ა.შ. ესეც ინდივიდუალურ დამსახურებებზეა დამოკიდებული.
შესაძლებელია მე არასრულ ინფორმაცია ვფლობ და ვცდები, მაშინ ვთხოვ კომპეტენტურ ხალხს ჩაეროის smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 2 2007, 06:16 PM

QUOTE
"14 წლისა მონაზვნად აღმკვეცეს..
94 აქ მისრულდება.
რა ლამაზი იყავ ბიჭოო"


თუ სწორად გავიგე, არ მომეწონა sad.gif მონაზონი ერში დატოვებულს არაფერს მისტირის, თუ ის ნამდვილი მონაზონია. ილიას განდეგილის "გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"-ს ჰგავს. თუ არასწორად გავიგე, ამიხსენით unsure.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 2 2007, 06:27 PM

მარიამი

ციტატა
თუ სწორად გავიგე, არ მომეწონა მონაზონი ერში დატოვებულს არაფერს მისტირის, თუ ის ნამდვილი მონაზონია. ილიას განდეგილის "გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"-ს ჰგავს. თუ არასწორად გავიგე, ამიხსენით

სწორად გაიგე, მარიამ, მაგრამ, მოდი ამაზე აქ არ გვინდა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 3 2007, 04:59 PM

matebichi

ციტატა
არ ღირს ამ თემაზე საუბარი, არაა საჭირო




მათებიჭო შენ ეტყობა მხოლოდ ბოლო პოსტი წაიკითხე, მანამდე, რომ წაგეკთხა ჩემს შეკითხვებს ახავდი, შენ, პაწა გამოცდილი პიროვნება ხარ, იცი რატომ ანიჭებენ იღუმენიებს ორი ჯვრის ტარების უფლებას , ან მაქსიმუმ რამდენი ჯვრის ტარების უფლება აქვთ იღემენიებს, ან რატომ ანიჭებენ მეორე ჯვირს ტარების უფლებას?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 3 2007, 05:03 PM

მხევალი ნინო
ეგ მეც მაინტერესებს...

იქნებ ვინმემ გაგვცეთ პასუხიsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 3 2007, 05:20 PM

მაეასი

ციტატა
ეგ მეც მაინტერესებს...

იქნებ ვინმემ გაგვცეთ პასუხი




იცი მერამდენეჯერ დავსვი?smile.gif)) არავინ მპასუხობსsmile.gif)) კაიროსს ხომ არ მივმართო, პმ-ითsmile.gif?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 3 2007, 05:30 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 3 2007, 02:20 PM) *

მაეასი
იცი მერამდენეჯერ დავსვი?smile.gif)) არავინ მპასუხობსsmile.gif)) კაიროსს ხომ არ მივმართო, პმ-ითsmile.gif?

თუ გიპასუხა მეც გამაგებინეsmile.gif

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Apr 3 2007, 05:42 PM

ეგ არის დამსახურების მიხედვით, ან სულიერი ან რავი რა დამსახურების მიხედვით. აი მაგალითად საერო მთღვდელი არის გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, მიტრის ტარების უფლებით, და ბოლო წოდებაა დეკანოზი. მცეთის ირუმენიას აქვს იმის დამსახურება რომ ჰქონდეს მაგის ტარების უფლება. სამი ჯვრის ნინო არ გამიგია ნამდვილად.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 3 2007, 05:52 PM

matebichi

ციტატა
ეგ არის დამსახურების მიხედვით, ან სულიერი ან რავი რა დამსახურების მიხედვით.




საინტერესოა, რატომ ანიჭებენ მეორე ჯვრის უფლებას, გამშვენება გამიგია, მაგრამ მეორე რატომ? ანუ კაიროსს შევეკითხები, როგორც თეოლოგს, ვთხოვთ დახმარებას.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 3 2007, 05:54 PM

ციტატა
ბოლო წოდებაა დეკანოზი


მცირე ნიუანსი, საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, რომელიც არ გახლავთ ე.წ შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, შეიძლება მიენიჭოს პროტოპრესვიტერის წოდება. მაგ; პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი)

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Apr 3 2007, 06:11 PM

ციტატა
საინტერესოა, რატომ ანიჭებენ მეორე ჯვრის უფლებას, გამშვენება გამიგია, მაგრამ მეორე რატომ? ანუ კაიროსს შევეკითხები, როგორც თეოლოგს, ვთხოვთ დახმარებას.

ხო და მერე დაწერე რა აქsmile.gif... ან შეიძლება კითხვა დავუსვათ მოძღვარს...

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 3 2007, 06:46 PM

QUOTE(მნათე @ Apr 3 2007, 02:54 PM) *

მცირე ნიუანსი, საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, რომელიც არ გახლავთ ე.წ შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, შეიძლება მიენიჭოს პროტოპრესვიტერის წოდება. მაგ; პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი)

ბარემ,განგემარტა რა წოდებაა პრტოპრესვიტერი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 3 2007, 07:10 PM

ციტატა
პროტოპრესვიტერი



პროტო-პირველი პრესვიტეროს- მღვდელი , პირველმღვდელი ანუ ერთგვარი მეთაური მღვდელთა, ძალიან მიახლოებით, არსებობს ასევე პროტოდიაკონი (დღეს არქიდიაკონი) -მამა დემეტრე დავითაშვილი... კარგი იქნება თუ მერე სიას ჩამოვწერთ იერარქიის მიხედვით, მნათედან დაწყებული თუნდაც smile.gif

რაც შეეხება ორ ჯვარს და ისიც ქალზე, იღუმენიაზე...

ციტატა
რატომ ანიჭებენ იღუმენიებს ორი ჯვრის ტარების უფლებას , ან მაქსიმუმ რამდენი ჯვრის ტარების უფლება აქვთ იღუმენიებს, ან რატომ ანიჭებენ მეორე ჯვრის ტარების უფლებას?


ეს ისევ რუსული ტრადიციაა, დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროში, ასეთი გამოცდილება არ არსებობს, არის იღუმენია, მოგვიანებით, მას პატივის ან სხვა მონაზონთაგან გარჩევის მიზნით ჯვარი დაკიდეს, რუსები მეორეც დაკიდეს დამსახურების მიხედვით, ბერძნებში მღვდლებსაც კი არ უკეთიათ ჯვარი ღვთისმსახურების გარდა და ქალებზე ხომ ზედმეტია საუბარი... ეს ყველაფერი ძალიან მოგვიანო ტრადიცია, მე პირადად ამდენ ჩინ-მედლებს ცერად ვუყურებ, არაა აუცილებელი ასე ბრმად გადმოვიღოთ ყველაფერი, რაც სხვა ეკლესიის ტრადიციაა და სხვა ხალხის აზროვნებას შეესატყვისება... თუმცა, ვიმეორებ არ ვარ ლიტურგისტი და თუკი ვინმე დაწვრილებით გვიპასუხებს გაგვიხარდება smile.gif და კიდევ, სხვა ქრისტიანულ კონფესიებში, მაგ. კათოლიკურ ქალთა ორდენებში ასე მკაცრად არაა განსაზღვრული ვინ უნდა ატარებდეს ჯვარს და ვინ არა, ზოგი ორდენის შესამოსელში შედის მცირე ზომის უბრალო ჯვარის თან ტარება...

საინტერესოა ისე ...

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 3 2007, 07:22 PM

QUOTE(KAIROS @ Apr 3 2007, 04:10 PM) *

პროტო-პირველი პრესვიტეროს- მღვდელი , პირველმღვდელი ანუ ერთგვარი მეთაური მღვდელთა, ძალიან მიახლოებით, არსებობს ასევე პროტოდიაკონი-მამა დემეტრე დავითაშვილი... კარგი იქნება თუ მერე სიას ჩამოვწერთ იერარქიის მიხედვით, მნათედან დაწყებული თუნდაც smile.gif

რაც შეეხება ორ ჯვარს და ისიც ქალზე, იღუმენიაზე...
ეს ისევ რუსული ტრადიციაა, დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროში, ასეთი გამოცდილება არ არსებობს, არის იღუმენია, მოგვიანებით, მას პატივის ან სხვა მონაზონთაგან გარჩევის მიზნით ჯვარი დაკიდეს, რუსები მეორეც დაკიდეს დამსახურების მიხედვით, ბერძნებში მღვდლებსაც კი არ უკეთიათ ჯვარი ღვთისმსახურების გარდა და ქალებზე ხომ ზედმეტია საუბარი... ეს ყველაფერი ძალიან მოგვიანო ტრადიცია, მე პირადად ამდენ ჩინ-მედლებს ცერად ვუყურებ, არაა აუცილებელი ასე ბრმად გადმოვიღოთ ყველაფერი, რაც სხვა ეკლესიის ტრადიციაა და სხვა ხალხის აზროვნებას შეესატყვისება... თუმცა, ვიმეორებ არ ვარ ლიტურგისტი და თუკი ვინმე დაწვრილებით გვიპასუხებს გაგვიხარდება smile.gif და კიდევ, სხვა ქრისტიანულ კონფესიებში, მაგ. კათოლიკურ ქალთა ორდენებში ასე მკაცრად არაა განსაზღვრული ვინ უნდა ატარებდეს ჯვარს და ვინ არა, ზოგი ორდენის შესამოსელში შედის მცირე ზომის უბრალო ჯვარის თან ტარება...

საინტერესოა ისე ...

გაიხარეsmile.gif

იერარქიულ სიას რაც შეეხბა ,მგონი სადღაც იყო ჩამოწერილი,მაგრამ აქაც რომ ჩამოწეროთ მგონი არაფერი დაშავდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Apr 4 2007, 03:03 PM

QUOTE(მნათე @ Apr 3 2007, 05:54 PM) *

მცირე ნიუანსი, საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, რომელიც არ გახლავთ ე.წ შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, შეიძლება მიენიჭოს პროტოპრესვიტერის წოდება. მაგ; პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი)

მაპატიე ძმა გამომჩა უბრალოდ თან მე მგონი ეგ საკათედრო ტაძრის მთავარი მღვდლის წოდებაა, არა?

QUOTE(KAIROS @ Apr 3 2007, 07:10 PM) *

პროტო-პირველი პრესვიტეროს- მღვდელი , პირველმღვდელი ანუ ერთგვარი მეთაური მღვდელთა, ძალიან მიახლოებით, არსებობს ასევე პროტოდიაკონი (დღეს არქიდიაკონი) -მამა დემეტრე დავითაშვილი... კარგი იქნება თუ მერე სიას ჩამოვწერთ იერარქიის მიხედვით, მნათედან დაწყებული თუნდაც smile.gif

რაც შეეხება ორ ჯვარს და ისიც ქალზე, იღუმენიაზე...
ეს ისევ რუსული ტრადიციაა, დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროში, ასეთი გამოცდილება არ არსებობს, არის იღუმენია, მოგვიანებით, მას პატივის ან სხვა მონაზონთაგან გარჩევის მიზნით ჯვარი დაკიდეს, რუსები მეორეც დაკიდეს დამსახურების მიხედვით, ბერძნებში მღვდლებსაც კი არ უკეთიათ ჯვარი ღვთისმსახურების გარდა და ქალებზე ხომ ზედმეტია საუბარი... ეს ყველაფერი ძალიან მოგვიანო ტრადიცია, მე პირადად ამდენ ჩინ-მედლებს ცერად ვუყურებ, არაა აუცილებელი ასე ბრმად გადმოვიღოთ ყველაფერი, რაც სხვა ეკლესიის ტრადიციაა და სხვა ხალხის აზროვნებას შეესატყვისება... თუმცა, ვიმეორებ არ ვარ ლიტურგისტი და თუკი ვინმე დაწვრილებით გვიპასუხებს გაგვიხარდება smile.gif და კიდევ, სხვა ქრისტიანულ კონფესიებში, მაგ. კათოლიკურ ქალთა ორდენებში ასე მკაცრად არაა განსაზღვრული ვინ უნდა ატარებდეს ჯვარს და ვინ არა, ზოგი ორდენის შესამოსელში შედის მცირე ზომის უბრალო ჯვარის თან ტარება...

საინტერესოა ისე ...

მე ვფიქრობ რომ ჯვარი ორასიც რომ გეკეთოს ეგ ასე სერიოზული აღსაქმელი, გარდა იმისა რომ ნამდვილად დამსახურების მიხედვითაა და ეკუთვნით და იმიტომაა. ის რომ არ არსი სცორი, ბერძნები ასე არ შვება და ასე შემდეგ ეგ არაა რა. ბერძნები ბერვრ რამე არ აკეთებს, ან ჩვენ მარა ეგ არაფერს არ წყვეტს, მთავარია აზროვნება სწორი, სწორი ხედვა და ორი ჯვარი და ორასი ჯვარი ეგ არა უშავს, პროსტა ბევრს ვერ ზიდავ და ეგაა რაsmile.gif

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 3 2007, 05:52 PM) *

matebichi
საინტერესოა, რატომ ანიჭებენ მეორე ჯვრის უფლებას, გამშვენება გამიგია, მაგრამ მეორე რატომ? ანუ კაიროსს შევეკითხები, როგორც თეოლოგს, ვთხოვთ დახმარებას.

რა გჩირს გოგო რით ვერ გაიგე. დამსახურება იცი შენ რაა? დამსახურების მიხედვით. რათ უნდა მაგას თეოლოგი ნუ გამაგიჟე!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 4 2007, 03:46 PM

matebichi

ციტატა
რა გჩირს გოგო რით ვერ გაიგე. დამსახურება იცი შენ რაა? დამსახურების მიხედვით. რათ უნდა მაგას თეოლოგი ნუ გამაგიჟე




smile.gif))) მამი, შეხედე რამდენი დამსახურებული სასულიერო პირია, თითო დამსახურებაზე, რომ თითო ჯვარი დაკიდო ძალიან ბევრი იქნება, ან რა დამსახურებაა ესეთი, რომ მაინც და მაინც მისი აღნიშვნა გამოიხატება ჯვრის დამატებით და არა ვთქვათ მისი გამშვენებით. მეტი არაფერი, თუმცა პასუხი ასე თუ ისე მიღებულია, რისთვისაც კაიროსს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 5 2007, 01:04 AM

მხევალი ნინო
მა ეს რა იყო? biggrin.gif
http://church.ge/index.php?s=&showtopic=1254&view=findpost&p=70281

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 5 2007, 09:12 AM

დათიკო



შენც მადლობას გიხდი დავით. კაიროსმა ცოტა მეტი დააკონკრეტა, თუნდაც ის, რომ აღნიშნა ორი ჯვრის ტარება რუსეთის ეკლესიის ტრადიციააო და ა. შ.

დავით, შენც დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Apr 5 2007, 12:58 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 4 2007, 03:46 PM) *

matebichi
smile.gif))) მამი, შეხედე რამდენი დამსახურებული სასულიერო პირია, თითო დამსახურებაზე, რომ თითო ჯვარი დაკიდო ძალიან ბევრი იქნება, ან რა დამსახურებაა ესეთი, რომ მაინც და მაინც მისი აღნიშვნა გამოიხატება ჯვრის დამატებით და არა ვთქვათ მისი გამშვენებით. მეტი არაფერი, თუმცა პასუხი ასე თუ ისე მიღებულია, რისთვისაც კაიროსს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი.

ნინო კაიროსიც დამსახურებაზე ლაპარაკობს. რუსული ტრადიციაა ორი ჯვრის დაკიდება? შეიძლება იყოს ტრადიცია, მარა ეს მაინც ხარისხია

პოსტის ავტორი: ??? თარიღი: Apr 30 2007, 06:31 PM

2 ზე მეტი ჯვრის ტარების უპლება არ აქვთ, მე ეგრე ვიცი.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 20 2007, 05:23 PM

ხო,მეც მასე ვიცი

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 23 2008, 05:09 PM

მაპატიეთ
თუ მაქვს უფლება (არ მინდა კიდე ვორნი მქონდეს )
ამიტომ გთხოვთ უფლებას, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე რა
აქ რომ წერია ერთ-ერთ მონაზონს რა წარწერა გაუკეთებია, გამაჟრიალა, გადავირიე მართლა

რა არის ადამიანი არა??? sad.gif
და სიყვარულიც რა საოცარია

ანუ, გამოდის, რომ იძულებით წავიდა იგი? და ხომ შეიძლება მერე შეუყვარდა ღმერთი და მონასტერი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი რო დაწერა, რა არის აქ გასაკიცხი ან არმოსაწონი? გთხოვთ, იქნებ გავშალოთ ეს თემა

უძლიუერესი წარწერა და გრძნობაა
მე პირადად, აღმაფრთოვანა მაგ ქალის სიძლიერემ, პატივს ვცემ
და მეცოდებააა
ძალიან მეცოდება sad.gif

გთხოვთ არ წაშალოთ

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 27 2008, 02:47 PM

არ განვავრცოთ ეს თემა??/
მგონი ძლიან საინტერესოა, არა?

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 27 2008, 05:30 PM

მე უბრალოდ იმას ვუსვავ ხაზს, რომ ყოევლთვის ლამაზია ასეთი ამბები და ამაღლებული
ადამინური ტანჯვა და ადამიანური გრძნობები ყოველთვის იჩენს თავს ადამიანში, ნებისმიერში, უბრალდო ზოგს აქვს მსგავსი ისტორიები, ზოგს არა, ეს ჩემი აზრია

მასე იყო ადრე, თითქოს ლეგენდა, მაგრამ ნამდვილი ამბავი აღმოჩნდა.
ერთი გოგო წავიდა მონასტერში, აღარ უნდოდა საერო ცხოვრება და აქ ვეღარ ჩერდებოდა, მაგისმა ერთადერთმა სიყვარულმა უკუაგდო მისი გრძნობები. პირველად წავიდა მხოლდო ამიტომ, მაგრამ გავიდა წლები და გაზრდასთან ერთად მისი გრძნობებიც გაიზარდა ღმერთის მიმართ. ანუ, უკვე იგი აღარ იყო მხოლოდ ტანჯვის გამო, იგი მიუახლოვდა უფალს და იგრძნო რწმენა. მონაზონი იყო ჭეშმარიტი და იმ დროს, როცა აღარ ნანობდა არაფერს და აღარ უწევდა გული უკნა, სეირნობდა მონაზვნებთან ერთად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და უცებ დაინახა ტურისტთა ჯგუფი, რომელიც მათ უახლოვდებოდა და ის არ დაინახა უცებ? smile.gif
გაგიჟდ,ა უცებ რატომ ამიჩქარდა ისევ გულიო??? smile.gif
ამ დროს ის ბიჭიც გაგიჟდა, იმას არ იცოდა ეს თუ იქ იყო წასული და რა ქნა იცით? იქვე ამოსული ყვავილებისგან გვირგვინი დაწნა და თავზე დაადო. წამოდიო, არაო smile.gif
კარგიო და წავიდა ის ბიჭი და უკვე მანქანაში ჯდებოდა, ეს ქალი რომ გაეკიდა და მოეხვია. აბაა smile.gif
ნამდვილი ამბავია სხვათაშორის

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 27 2008, 06:20 PM

leporela

ციტატა
უძლიუერესი წარწერა



უძლიერესი რითია?

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 28 2008, 01:42 PM

ვერ აგიხსნი, უნდა იგრძნო

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 06:29 PM

ციტატა(leporela @ May 28 2008, 02:42 PM) *

ვერ აგიხსნი, უნდა იგრძნო

გესმის საგანი laugh.gif


რა უბედურებაა... user.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 06:34 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 24 2007, 02:10 AM) *

ყველაზე მკაცრი ტიპიკონი აქვს მცხეთის სამთავროდ დედათა მონასტერს და იღუმენია ქეტევანს ორი ჯვრის ტარების უფლება აქვს.
მამათა მონასტრებიდან ვერ გეტყვი ზუსტად რომელს აქვს მკაცრი ტიპიკონი, ჩემი აზრით შიო მღვიმის მონასტერს ექნება.

შიომღვიმე და გარეჯია მე როგორც ვიცი ძალიან მზიმე ტიპიკონი აქვთ.
მე ვარ ნამყოფი ქვათახევში და იქაც ძალიან ძნელი ტიპიკონი ქონდათ.სათებში ვეღარ აღიგწერთ.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 20 2008, 09:13 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:34 PM) *

ძალიან მზიმე ტიპიკონი აქვთ.
... ძალიან ძნელი ტიპიკონი ქონდათ.

ზემოთ მოტანილი გამოთქმები გასაგებია პულტით ხელში 42 დუიმიან ეკრანთან დივანზე წამოგორებული ერისკაცის ნათქვამია, რომლის ტელევიზორი 1000 ზე მეტ არხს უჩვენებს და სამზარეულოში გასვლა რო ეზარება მორიგი დიდი მარწყვიანი ტორტის ნაჭერი რომ ჩანთქას.
tongue.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jun 20 2008, 09:43 PM

ციტატა
იერარქიულ სიას რაც შეეხბა ,მგონი სადღაც იყო ჩამოწერილი,მაგრამ აქაც რომ ჩამოწეროთ მგონი არაფერი დაშავდება

ისე მართლა კაი იქნება რომ ჩამოვწეროთ... და სად იყო ჩამოწერილი?

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Apr 15 2009, 11:08 PM

ძალიან მკაცრი ტიპიკონი აქვს როგრც ვიცი ქოზიფის მამათა მონასტერსაც...სხვათა შორის გელათშიც მკაცრი ტიპიკონი აქვთ

ძალიან მკაცრი ტიპიკონი აქვს როგრც ვიცი ქოზიფის მამათა მონასტერსაც...სხვათა შორის გელათშიც მკაცრი ტიპიკონი აქვთ

პოსტის ავტორი: ფიქრია თარიღი: Feb 15 2012, 10:04 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 2 2007, 06:16 PM) *

თუ სწორად გავიგე, არ მომეწონა sad.gif მონაზონი ერში დატოვებულს არაფერს მისტირის, თუ ის ნამდვილი მონაზონია. ილიას განდეგილის "გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"-ს ჰგავს. თუ არასწორად გავიგე, ამიხსენით unsure.gif



რაც წამიკითხვა,ს ყველაზე დიდი ქრისტიანული სიტყვებია !! smile.gif)
ნამდვილი ვერსია ასეთია: "14 წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრული 74-ის... რა ლამაზი იყავი ბიჭო !!"

დიდებული სიტყვებია !! ეს განდეგილს ნამდვილად არ ჰგავს, აქ მართლა ძალიან ღრმა აზრი დევს smile.gif)) მთელი ცხოვრება საკუთარ თავს როგორ ებრძოდა... არ ვიცი, მე პირადად ვეთაყვანები ამ სიტყვებს !! smile.gif))

არ შემიძლია კიდევ არ დავწერო biggrin.gifD ეს ჩემთვის უბრალო სიტყვები არ არის, ეს ჩემთვის დიდი ლექსია... ამ სიტყვებზე შიეძლება დაიწეროს ასიათასობით რომანი... ამ სამ ფრაზაში ავტორმა მოახერხა და უდიდესი აზრი ჩადო, რასაც მწერლები მთელს რომანებში ცდილობენ... ამაზე ერთი ლექსიც არის, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, თუმცა უნდა ითქვას, მაინც ლამაზია...

მაგრამ, თავად ამ ლექსს, არაფერი სჯობს !! smile.gif))

პოსტის ავტორი: Udzghebi Shvili თარიღი: Mar 25 2018, 10:39 AM

ციტატა(T.L. @ Jun 20 2008, 06:29 PM) *

გესმის საგანი laugh.gif
რა უბედურებაა... user.gif


ხომ არ იცი შემთხვევით ვინ არიან წინამძღვრები მაგ მონასტრების და როგორი ხალხია? (გარეჯი, შიომღვიმე, ქვათახევი, ბეთანია?) თუ არიან განღმრთობილი ბერები?

ციტატა(matebichi @ Apr 3 2007, 05:42 PM) *

ეგ არის დამსახურების მიხედვით, ან სულიერი ან რავი რა დამსახურების მიხედვით. აი მაგალითად საერო მთღვდელი არის გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, მიტრის ტარების უფლებით, და ბოლო წოდებაა დეკანოზი. მცეთის ირუმენიას აქვს იმის დამსახურება რომ ჰქონდეს მაგის ტარების უფლება. სამი ჯვრის ნინო არ გამიგია ნამდვილად.


ეგ ალბათ არის ხარისხით. ანუ სასულიერო პირი ან ბერი დებს აღთქმას რომ იქნებ მუდმივ ლოცვაში ან მძიმე მარხვაში ან მღვიძარებაში. კიდევ არის წლების მიხედვითაც რამდენი წლის სტაჟი აქვს. მგონი ეს ყველაფერი ჯამდება და შემდეგ აღიყვანება ხარისხში. შავ სამღვდელოებაში მღვდელმონაზონის ხარისხია არქიმანდრიტი და სქემ არქიმანდრიტი. თეთრ სამღვდელოებაში არის დეკანოზი და პრესვიტერი თუ არ ვცდები. არის ასევე არქიდიაკონი და პროტოდიაკონი. 2 ჯვრის ტარებაც ალბათ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული თორემ ისე ბევრს ექნებოდა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)