თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ასთმა და ალერგია

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 24 2007, 12:34 AM

ბავშვებო, იქნებ ვინმე იცოდეთ ასთმის და ალერგიის წამლები რომ სჭირდება, მე შემიძლია მივცე.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 01:47 AM

სამწუხაროდ არავინ ვიცი....


კატ, შეგიძლია დაწერო, კონკრეტულად რა წამლებია?

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 11:05 AM

კატო შენ რა სეგიძლია შესთავაზო ქიმიური ინგალატორები თუ ხალხური მედიცინა?

დასავლეთის ჰაერი პირდაპირ საწამლავია ასთმიანტათვის, რაც შეეხება ასთმოპენტს სალბუტამოლს, ბეროტეკს და მისთნანს, ისინი უკიდურესშემთხვევაში უნდა იხმაროს ადამიანმა, ეს რაც შეეხება მეცნიერულ მედიცინას ხოლო ხალხურში უამრამი ანტიასთმური საშუალებები არსებობს მეტნაკლებად ეფექტური, თუნდაც ვირისტერფა, რომელიც ნახველისაგან დახშულ ფილტვებს ათავისუფლებს და სუნთქვის საშუალებას უმსუბუქებს ადმიანს საერთოდ ასთმა ურთულესი მაგრამ არა განუკურნებელი სენია sad.gif და ნათიამ როგორც თქვა დაწერე სენ რეცეპტები ოღონდ პრაქტიკაში დანერგილი და გამოცდილები, შეიძლება ბევრიც ელოდება მას

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 11:10 AM

ციტატა(თემო @ Aug 24 2007, 12:05 PM) *

კატო შენ რა სეგიძლია შესთავაზო ქიმიური ინგალატორები თუ ხალხური მედიცინა?

დასავლეთის ჰაერი პირდაპირ საწამლავია ასთმიანტათვის, რაც შეეხება ასთმოპენტს და ბეროტეკს ისინი უკიდურესშემთხვევაში უნდა იხმაროს ადამიანმა, ეს რაც შეეხება მეცნიერულ მედიცინას ხოლო ხალხურში უამრამი ანტიასთმური საშუალებები არსებობს მეტნაკლებად ეფექტური, თუნდაც ვირისტერფა, რომელიც ნახველისაგან დახშულ ფილტვებს ათავისუფლებს და სუნთქვის საშუალებას უმსუბუქებს ადმიანს საერთოდ ასთმა ურთულესი მაგრამ არა განუკურნებელი სენია sad.gif




როგორც ვიცი ბრონხები შედარებით იოლი ფორმაა ვიდრე ასთმა...


ვცდები?



ჩემი ახლო ადამიანი იყენებს ბეროტეკს..... დასავლეთში როგორც კი ჩადის უჭირს სუთქვა და მუდმივად ბეროტეკს ხმარობს....sad.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 11:15 AM

ციტატა
როგორც ვიცი ბრონხები შედარებით იოლი ფორმაა ვიდრე ასთმა...



ძირითადად ასთმა არის გულის და ბრონქების, შეტევის დროს ხდება ჰაერის უკმარისობა და მოგუდვის შეგრძნება, რაც ძალზესაშიშია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 11:20 AM

ციტატა(თემო @ Aug 24 2007, 12:15 PM) *

ძირითადად ასთმა არის გულის და ბრონქების, შეტევის დროს ხდება ჰაერის უკმარისობა და მოგუდვის შეგრძნება, რაც ძალზესაშიშია




ასთა ძალიან რთული ფორმაა...


ბრონხები შედარებით იოლია...

მე ასე ვიცი....

ანუ გართულებული ბრონხები გადადის ასთმაში.... ტაკ?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 24 2007, 11:31 AM

კი შემიძლია, ძირითადად კრიტიკულ შემთხვევაში გამოსაყენებელი ნემსებია, და კიდევ 2 ინჰალატორი, საკმაოდ უსაფრთხო.

ამპულები არის: "პრედნიზოლონი" და "ტავეგილი"
ინჰალატორები: "ვენტოლინი"(მე თვითონ ვიცი რომ კარგია) და "Flixotide" ასე ქვია.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 11:40 AM

ციტატა
როგორც ვიცი ბრონხები შედარებით იოლი ფორმაა ვიდრე ასთმა...



ძირითადად ასთმა არის გულის და ბრონქების, შეტევის დროს ხდება ჰაერის უკმარისობა და მოგუდვის შეგრძნება, რაც ძალზე საშიშია

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 24 2007, 12:01 PM

ასთმა მხოლოდ იმათ ემართებათ, ვისაც აღენიშნებათ ბრონქების ჰიპერაქტიულობა, ე.ი. ზემგრძნობელობა.
ეს ჰიპერაქტიულობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა, იწვევს ასთმურ მოვლენებს " არასპეციფიური" თუ "სპეციფიური" ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში.

არასპეციფიური ფაქტორები

არასპეციფიური ფაქტორები აღიზიანებენ ჰიპერაქტიულობის მქონე ადამიანთა მრონქებს და ახდენენ შეტევის პროვოცირებას. ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად არ გვაქვს ალერგიულ ასთმასთან.
ყველაზე უფრო გავრცელებული არასპეციფიური ფაქტორებია საინჰალაციო აგენტები _ ცარცის მტვერი, ბოჭკოვანი მინა, სიგარეტის ბოლი, გამაღიზიანებელი გაზი (მაგ თმის ლაქი) და გარდა ამისა, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიცივე, ნისლი, გადაღლა და ძლიერი ემოციები.

სპეციფიური ფაქტორები

"ჭეშმარიტი" ალერგიული ასთმა ვითარდება მაშინ, როცა ავადმყოფს ბრონქების ჰიპერაქტიულობასთან ერთად აღენიშნება ალერგიული ჰიპერაქტიულობაც ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ.

ეს სპეციფიური ფაქტორები შეიძლება იყოს ყვავილის მტვერი, ცხოველთა ბეწვი, ოთახის მტვერი, ობი, საკვები, მწერების შხამი და ნებისმიერი სხვა ალერგენი.

ასთმის მიპტომები:

ასთმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს შორის უმთავრესია ამოსუნთქვითი ხასიათის ქოშინის შეტევები.

კლინიკურად ქოშინი გამოვლინდება ხიხინით და სუნთქვის გაძნელებით, განსაკუთრებით ამოსუნთქვით ფაზაში. ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მუდმივად ან პერიოდულად, განსაკუთრებით ღამით, ფიზიკური დატვირთვისას ან ქრონიკულ ხველასთან დაკავშირებით და ა.შ.

შეტევის დროს ასთმიანი ადამიანის ბრონქები განიცდიან ობსტრუქციას ანუ შევიწროვებას, რაც ჰაერის გასვლას აძნელებს. ეს ობსტრუქცია განპირობებულია სამი ძირითადი ფაქტორით:
_სპაზმი ანუ ბრონქების გლუვი კუნთების უნებლიე შეკუმშვა;
_შეშუპება ანუ სითხის დაგროვება ბრონქების ლორწოვან გარსში;
_ ლორწოს ჭარბი პროდუქცია ანუ ბრონქების ჯირკვლების მიერ დიდი რაოდენობით სქელი და ბლანტი სითხის გამომუშავება.
ეს სამი ელემენტი იწვევს ბრონქების სანათურის შევიწროვებას, რაც ჰაერის გავლას უშლის ხელს.

დევიღალე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 27 2007, 05:31 PM

sad.gif ბათუმის ჰაერი ხომ იცით რა საშინელებაცაა? sad.gif მეც მაწუხებს ბრონხები, მაგრამნ დროულად ჩავიტარე მკურნალობა და უფლის შეწევნით ასთმაში არ გადამსვლია .

აქ ძალიან ბევრნი არიან , რომლებსაც ასთმა აწუხებს...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 27 2007, 10:53 PM

ციტატა(::სალომე:: @ Aug 27 2007, 06:31 PM) *

sad.gif ბათუმის ჰაერი ხომ იცით რა საშინელებაცაა? sad.gif მეც მაწუხებს ბრონხები, მაგრამნ დროულად ჩავიტარე მკურნალობა და უფლის შეწევნით ასთმაში არ გადამსვლია .

აქ ძალიან ბევრნი არიან , რომლებსაც ასთმა აწუხებს...



აჭარაში უფრო ხშირია... ნესტიანი კლიმატის გამო...sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 27 2007, 11:46 PM

მოკლედ თუ ვინმეს სჭირდება გავუგზავნი.

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 28 2007, 07:03 PM

QUOTE(kato_Bato @ Aug 27 2007, 11:46 PM) *

მოკლედ თუ ვინმეს სჭირდება გავუგზავნი.

მე მოგიკითხავ კატ, და რომ გავიგებ შეგატყობინებ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 29 2007, 01:21 PM

ჩვენს ეკლესიასთან ითხოვს ერთი ქალი მოწყალებას და მგონი იმას აქვს ასთმა, დავაზუსტებ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 29 2007, 01:32 PM

ციტატა(athos @ Aug 29 2007, 01:21 PM) *

ჩვენს ეკლესიასთან ითხოვს ერთი ქალი მოწყალებას და მგონი იმას აქვს ასთმა, დავაზუსტებ

საცოდავი sad.gif



მოიკითხე აბა და თუ სიჭრდება წამალი კატო მისცემს... sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 31 2007, 01:55 PM

ანალგინი (ამპულები) ვინმეხ სომ არ გაქვთ სახლში? მეგობრის ბიძია ცუდათაა და დამირეკა ეხლა იქნებ ვინმეს ქონდესო....


აკრძალეს აფთიაქებში ანალგინის ამპულების გაყიდვა...



პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 31 2007, 01:59 PM

ციტატა(ნათია @ Aug 31 2007, 11:55 AM) *

ანალგინი (ამპულები) ვინმეხ სომ არ გაქვთ სახლში? მეგობრის ბიძია ცუდათაა და დამირეკა ეხლა იქნებ ვინმეს ქონდესო....
აკრძალეს აფთიაქებში ანალგინის ამპულების გაყიდვა...

ანალგინი არც ამპულებში და არც ტაბლეტების სახით მსოფლიო განვითარებულ მედიცინაში არ გამოყენება.
მე როგორც ვიცი რაღაც მავნე ზემოქმედებებს ახდენს ორგანიზმზე. sad.gif
ასე რომ იქნებ რაიმე ალტერნატივა მოიფიქროს შენმა ახლობელმა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 31 2007, 02:00 PM

აბები იყიდება მაგრამ ამპულები (ბარალგინის ამპულებიც კი) აკრძალეს... sad.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Aug 31 2007, 02:14 PM

აუ არ მაქვს მართლა sad.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Aug 31 2007, 02:15 PM

მდა აბა დედას ვკითხავ

არა არ მაქვსო

პოსტის ავტორი: makola85 თარიღი: May 25 2011, 10:48 PM

გამარჯობათ..მე მყავს 4 წლის გოგონა,ძალიან ცუდად მყავდა რამდენიმე თვის წინ...ქუთაისში ვცხოვრობდიტ და ბრონხების პრობლემები შეექმნა, ლამის ასთმაში გადაეზარდა... სულ საავადმყოფოსჰი მეწვინა და ინგალაციებით და გადასხმებით გამომყავდა მდგომარეობიდან... ბოლობოლო ექიმმა მირჩია აღმოსავლეთსი წაიყვანეთო და სასწრაფოდ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. 8თვეა აქ ვცხოვრობთ და შედარება არაა ასთმური სჰეტევები აგარ აქვს...ღმერთმა გადამირჩინა შვილი რომ ასთმა არ ჩამოუყალიბდა...სულ კონტროლზე მყავს და ერთი დახველება და უკვე ისტერიკა მემართება... ძალიან შეშინებული ვარ...ამ ყველაპერს ეხლა იოლად ვყვები მაგრამ დიდი დაღი დამიტოვა იმ პერიოდმა როცა ჩემი შვილი ძალიან ცუდად მყავდა...ღმერთის იმედი მაქვს რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება....

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 26 2011, 12:34 AM

makola85
მე ვიყავი მასეთი ბავშვი, პირველ რიგში ნუღარ გეშინია, აღარ შეაწუხებს და ასთმად არ ჩამოუყალიბდება.
მეორეც ყოჩაღ, რომ წამოხვედით, მე ვიცი რას ნიშნავს ოჯახის ასახლება და სხვაგან გადასვლა, ჩემს მსშობლებს ამისი გმირობა თავის დროზე არ ეყოთ და ამ პერიოდის, ძალიან დიდი პერიოდის გახსენება ახლაც მიმძიმს.
მოგინახავთ გამოსავალი, აღარ დააჩემდე იმას რაც იყო, წინ გაიხედე და კონცენტრირება მოახდინე იმაზე, რაც აწი გექნებათ, მშვიდი ცხოვრება, ღვთის წყალობით kiss1.gif
მაპატიე, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გულზე მომხვდა.

პოსტის ავტორი: makola85 თარიღი: May 30 2011, 11:18 AM

kato_Bato

გაიხარე ჩემო კარგო, ღვთის წყალობით მჯერა რომ ჩემი შვილები კარგად იქნებიან...მადლობა რომ გულთან მიიტანე ჩემი მდგომარეობა...ბევრს არ ესმის რას ნიშნავს დატოვო ყველაერი და უცხო ქალაქში გადახვიდე საცხოვრებლად...
მაგრამ ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახის კეთილდღეობა და შვილების ჯანმრთელობაა!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 30 2011, 08:06 PM

makola85

ციტატა
მაგრამ ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახის კეთილდღეობა და შვილების ჯანმრთელობაა!


მართალიც არის, შვილი უმთავრესია მშობლისთვის,
საკმაოდ ძნელია მიატოვო სახლი და სხვაგან გადახვიდე, მაგრამ როცა
შვილის ჯანმრთელობა მოითხოვს, ყველაფერს გააკეთებ მშობელი.
ღმერთმა ჯანმრთელი შვილები გაგიზარდოს, სამაგალითოდ მოქცეულხარ,
ყველა ასე უნდა აკეთებდეს, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს და როგორ
გაჭირვებაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ, შვილის ჯანმრთელობა უმთავრესია. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)