IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ვინ არის დღეს ქრისტიანი?, ქრისტიანობა და დენომინაციები, რას ნიშნავს ქრისტიანობა?
zecis moqalaqe
პოსტი Jul 4 2010, 11:04 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 10-December 08
წევრი № 6,091



მოგესალმებით!

ვინ არის დღეს ქრისტიანი, რატომ ქვიათ საერთოდ ქრისტიანებს ქრისტიანები, საიდან მოდის ეს სახელი და რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა? განა ნიშნავს რომელიმე დენომინაციის სახელს ატარებდეს ადამიანი და ყოველგვარი პირობის გარეშე იყოს ქრისტიანი?
ყველაზე საინტერესო ის არის რომ ქრისტეს სახელი არ დაურქმევია მის მიმდევრებისთვის, და არც მისი მოციქულები ფიქრობდნენ ძალიან ბევრს იმაზე თუ რა დაერქმიათ თავიანთ მოძღვრებას, ხალხმა თავად შეარქვა მათ ქრისტიანები, ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი თავისი საქციელით გავდნენ ქრისტეს, და იმას აკეთებდნენ რაც ქრისტემ მათ, დაავალათ, აქედან გამომდინარე ეს ქრისტიანობა წოდება კი არა ეს ცხოვრებაა, ცხოვრება ქრისტიანული ფასეულობებით და არა წოდებით, ქრისტიანობას ფულით ვერ იყიდი ვერც ვინმე მოგანიჭებს ამ წოდებას, რადგან ეს ყოველდღიური ცხოვრებაა.

გთხოვთ დაწეროთ თქვენი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 4 2010, 11:16 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



zecis moqalaqe
ციტატა
ქრისტიანობა წოდება კი არა ეს ცხოვრებაა, ცხოვრება ქრისტიანული ფასეულობებით და არა წოდებით, ქრისტიანობას ფულით ვერ იყიდი ვერც ვინმე მოგანიჭებს ამ წოდებას, რადგან ეს ყოველდღიური ცხოვრებაა.


აბსოლიტურად გეთანხმებათ მატა.
ამიტომაც ვერ ვუწოდებ ჩემ თავს ქრისტიანს, რადგან ვფიქრობ რომ არ ვცხოვრობ ქრისტიანულად(ვაკეთებ იმას რაც შემიძლია და რა დონეზეც შემიძლია)მაგრამ ვერ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვა, რომ ქრისტიანი ვარ. მე ვთვლი, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია საიმისო, რომ ქრისტიანად ჩავთვალო საკუთარი თავი.

ამიტომაც რო მეკითხებიან ვინ ხარო. ვეუბნევი, რომ არა ვარ ქრისტიანი. მერე ჩნდება ეგრევე ეჭვები.. ააააა შენ ე.ი. სხვაგან ხარ cool.gif აბა გვითხარი სად??? და მე ვეუბნევი, რომ სხვაგან არსად... მაგრამ არ ჯერათ sad.gif არავის არ სჯერა.
მარტო დედაჩემს ჯერავს ჩემი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 5 2010, 01:17 AM
პოსტი #3


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



რა არის აღთქმა ქრისტიანისა?

ალბათ უსარგებლო არ იქნება ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორე სახელის შინაარსს, ცხადია, დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე. ჭეშმარიტად, უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ, რომ რაც გვეწოდება, ვიყოთ კიდეც იმგვარი. მართლაც, თუ ვინმეს სურს, იწოდებოდეს ექიმად ან რიტორად ანდა გეომეტრად, ცხადია, არ დაუშვებს იგი, რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა, რასაც ატარებს. პირიქით, ვინც მოსურნეა ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება, უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს, რომ ცრუწოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი. იგივე ითქმის ამჯერადაც: ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს, არავის გვინდა დავცილდეთ იმას, რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში, არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენზე გამართლდეს მაიმუნის ერთი ამბავი, წარმართთა შორის გავრცელებული:

ამბობენ, რომ ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნი, რომელსაც მარჯვე ტრიალით მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი; შემოაცვა მას მოცეკვავის ნიღაბი, აგრეთვე, საქმის შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც, რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს, რომელიც ყველაფრით, რასაც კი აკეთებდა და აჩვენებდა, თავის ბუნებას ფარავდა.

შემდეგ, როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით, ერთმა ვინმემ, სხვებზე უფრო მოხერხებულმა, სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს, როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი, ყველაფერი, რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. მაიმუნმაც, რაწამს დაინახა ქოროს წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და, დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე, თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა, ხელის გულებში შემოიგროვა, თან, ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სულსწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებელში და ასე, ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში.

ამრიგად, როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს.

ამიტომ, საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა, რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი, რასაც ეს წოდება გულისხმობს, არ კი მოხდეს ისე, რომ ლიტონი აღსარების ანდა მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ვჩანდეთ, ხოლო მას, დაფარუთა მჭვრეტს, სხვად გამოვუჩნდეთ.

ამრიგად პირველად ის განვჭვრიტოთ, როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ბრძენნი უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობეს და უდიდებულეს რამ აზრს, - სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს, ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ, შემდეგია:

ქრისტეს სახელი, თუკი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით განვმარტავთ, აღნიშნავს მეფეს. საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს.

რადგან ღმერთი, წერილის თანახმად, გამოუთქმელია და მიუწვდომელი (აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას), ამის გამო სულიწმინდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში, როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას. ასე მაგალითად, ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფობა მეფობის სახელით ცხადდება, ხოლო ყოველგვარ ვნებასთან, ყველანაირ უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება, რომელთაგან თითოეული გაიაზრება, როგორც უმჯობესისადმი თქმული. ამიტომ, ყველა ის აღმატებული აზრი, რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება, კერძოდ: სამართლიანობა, სიბრძნე, ძალა, ჭეშმარიტება, სიკეთე, ცხოვრება, ხსნა, უხრწნელობა, უცვლელობა, გარდაუქმნელობა და სხვა, - ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით. ამიტომ, თუ ქრისტეს სახელი გაიგება, როგორც გარემომცველი ყველა სხვა აღმატებული სახელისა, რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს (და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრიტება მეფობის ცნებაში), ამდენად, ალბათ, მიზანშეწონილი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ.

მართლაც, თუკი იმ სახელთაგან, რომლებიც უხრწნელ ბუნებას განგვიმარტავენ, სწორედ ყველაზე აღმატებული გვეწოდება ჩვენ (რომლებიც მისდამი რწმენით მასთანვე ვართ შეერთებულნი), სავსებით აუცილებელია, რომ, წესით და რიგით, თანამოსახელენი ვიყოთ, აგრეთვე, ყველა სხვა წოდებისა, რაც აღნიშნულ სახელთან ერთად იმ უხრწნელი ბუნების შესახებ მოიაზრება.

რამდენადაც ქრისტესთან ზიარებით ქრისტიანის სახელს ვფლობთ, ამდენად, უთუოდ გვმართებს, რომ ყველა სხვა აღმატებულ სახელთანაც გვქონდეს ზიარება. ისევე, როგორც ჯაჭვის ზედა რგოლის მოწევა ყველა სხვა მომდევნო რგოლსაც მოზიდავს, ამგვარადვე ერთი სახელის, ქრისტეს, ხელთპრობა თანამომზიდველია, აგრეთვე, ყველა სხვა სახელისა, რომლებიც კი იმ გამოუთქმელ და მრავალსახოვან ნეტარებას განგვიმარტავს და რომლებთანაც აღნიშნული სახელი არის თანაშერწყმული.

ამიტომ, თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი, მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ, რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება, ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და, ზემორე მაგალითის მსგავსად, ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს, რადგან, ისევე როგორც არ შეიძლება, რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა, სიწმინდე, ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთრებისგან გაუცხოება, ასევე არ შეიძლება, რომ ქრისტიანი (რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტიანი) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას.

ამრიგად, ქრისტიანობის არსის განმარტებისას, როგორც დებულებას, ისე ვიტყვით:

“ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა”.

ნურავინ განაქიქებს ამ დებულებას იმის გამო, რომ თითქოს ბევრად აღემატებოდეს და ბევრად ჭარბობდეს იგი ჩვენი ბუნების სიგლახაკეს.

არ ამეტებს ბუნებას ეს დებულება. თუ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას განბჭობს ვინმე, საღვთო წერილის მოძღვრების საფუძველზე აღმოაჩენს, რომ არ გადასულა ჩვენი ბუნების საზომს ზემორე დებულება, რადგან ადამიანის თავდაპირველი შემზადება ღვთის მსგავსების მიბაძვით იყო, როგორც ამას სიბრძისმეტყველებს მოსე, ამბობს რა: “შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი” (შესაქ. 1,27), ქრისტიანობის აღთქმა კი – ესაა ადამიანის უკუმიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისკენ.

ამრიგად, თუ ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა, არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია, როდესაც განვაჩინეთ, რომ “ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა”. დიახ, აგრერიგად დიადია ხსენებული წოდებიდან გამომდინარე აღთქმა.

ვფიქრობთ, დროა განვჭვრიტოთ, არის თუ არა უსაფრთხო ამ სახელის მატარებლისათვის, სხვაგვარად ცხოვრობდეს იგი. ჯობს, მაგალითებით გავაცხადოთ საძიებელი:

ვთქვათ, ისეთ ვინმეს, ვინც იჩემებს მხატვრის ხელობას, ებრძანა მეფის სურათის დახატვა მათთვის, რომლებიც შორს ცხოვრობენ. თუ მხატვარი უშვერ და უგვან სახეს გამოსახავს დაფაზე და შემდეგ ამ უსახურ ნახატს მეფის სურათს დაარქმევს, განა მართებული არ იქნება ხელმწიფის რისხვა იმის გამო, რომ ცუდი ნახატის მიზეზით სინამდვილის არმცოდნე ხალხში შეიბღალა პირველსახის მშვენიერება (რადგან როგორც ჩანს ნახატზე სახე, უთოდ ისეთად წარმოიდგინება პირველსახის შესახედაობაც)?! მსგავსადვე, თუ განვაჩინებთ, რომ ქრისტიანობა ბაძვაა ღვთისა, ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ საიდუმლოს (ქრისტიანობის) მოძღვრება, როგორსაც ჰპოვებენ ჩვენს ცხოვრებას, იმგვარს წარმოიდგენენ ჩვენს ღმერთსაც, რადგან სჯერათ, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის მბაძველობის გზით წარემართება.

ამრიგად, თუ ყოველგვარი სიკეთის ნიმუშს ჰპოვებენ ჩვენში, ჩვენგან თაყვანცემულ ღმერთსაც ირწმუნებენ როგორც კეთილს, მაგრამ თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე ვნებებით სავსე და მხეცის მსგავსი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხეცური ვნების მიხედვით გარდასახავს თავის ჩვევით გამოვლინებებს (რადგან ჭეშმარიტად “მხეცად” წარმოჩნდება ყველაფერი ის, რაც კი ჩვენი ბუნების სიმახინჯეებში შთაისახება), და თუკი შემდეგ ასეთი ვინმე ქრისტიანადაც უწოდებს თავს, საკუთარი ცხოვრებით ურწმუნოთა შორის გასაკიცხს გახდის იგი ჩვენგან რწმენილ ღმერთს, რადგან ყველასათვის ნათელია, რომ ქრისტიანის სახელი ღვთისადმი ბაძვის აღთქმაა და დაპირება. ამიტომ, ამგვართა მიმართ თავზარდამცემ რამ მუქარასაც აღმოთქვამს წერილი, როდესაც ამბობს: “ვაი მათ, რომელთა გამოც შეიგინება ჩემი სახელი წარმართთა შორის” (ესაია 52,5).

ვფიქრობ, სწორედ ზემორე აზრისკენ წარგვმართავს, აგრეთვე, უფალი, როდესაც ასე ეუბნება მათ, რომლებსაც მოსმენა ძალუძთ:

“გახდით სრულნი, როგორც სრულია თქვენი ზეციური მამაც” (მათე 5,48).

უფალი, რომელიც მორწმუნეთა მამად სახელდებს ჭეშმარიტ მამას, მოსურნეა, რომ მამაში ხილული სიკეთეთა სრულყოფილების მიმართ მსგავსება ჰქონდეთ მამისგან შობილთ.

უთუოდ მკითხავ:

როგორ უნდა მოხდეს, რომ ადამიანურმა უბადრუკებამ შეძლოს წვდომა (ἐπεκτείνεσθαι) ღმერთში ხილული ნეტარებისა? ასეთ ბრძანებასთან ერთად ხომ მყისვე თავს ავლენს უძლურებაც! როგორ ემსგავსოს ციურს მიწიერი, როდესაც თვით ბუნებაში არსებული განსხვავება აშკარას ხდის მიბაძვის მიუღწევლობას”? ისევე როგორც შეუძლებელია მზერა გავუსწოროთ ცის სიდიდეს და ბრწყინვალებას, ამგვარადვე შეუძლებელი ჩანს, რომ მიწიერი კაცი ზეციერ ღმერთს მიემსგავსოს.

უთუოდ ნათელია, რასაც მივუგებთ:

არათუ იმას ბრძანებს სახარება, რომ ადამიანის ბუნება მიედაროს საღვთო ბუნებას, არამედ იმას, რომ ძალისამებრ კეთილ საქმეებს ჰბაძოს მან თავისი ცხოვრებით. რა საქმეებით მივემსგავსებით საღვთო საქმეებს? მივემსგავსებით ყოველგვარი ბოროტებისგან ძალისამებრ გაშორებით, რაჟამს განვიწმინდებით უკეთურ სიბილწეთაგან საქმით, სიტყვით და გონებით. ჭეშმარიტად, ეს არის ბაძვა იმ საღვთო სისრულისა, რაც ზეციურ ღმერთს ეთვისება.

არ მგონია, რომ სახარება, როდესაც იგი ზეციური მამისებრ სრულყოფას ბრძანებს, ღვთის განცალკევებულ რამ სამყოფლად გვიწესებდეს ცის სტიქიონს, რადგან ღმერთი თანაბრად არის დამკვიდრებული ყოველივეში და, ამავე დროს, თანაბრადვე ემიჯნება იგი ყველა ქმნილებას. ამრიგად, თუ რამ იქნებოდა არსისაგან განშორებული, არსებობაშიც ვერ დარჩებოდა იგი. ყველა არსებულს სწორი პატივით უკავშირდება საღვთო ბუნება, ოდეს გარემომცველი ძლიერებით თავის თავში შემოზღუდავს იგი ყოვლიერებას. ამასვე გვასწავლის წინასწარმეტველის სიტყვაც:

“თუნდაც ცაში ავიდე გონებით, თუნდ მიწისქვეშეთს ჩავწვდე და ჩავეძიო აზრით, თუნდ არსებულთა სამანებამდე გავავრცო სულისმიერი შემეცნება,[1] ყველაფერს შენი მარჯვენით პყრობილად ვხედავ”.

თვით ტექსტი ასეთი სახისაა:

“ცად თუ ავალ, შენ იქ ხარ; ჯოჯოხეთში თუ ჩავალ, იქვე ხარ; ფრთებს თუ შევისხამ განთიადისას და დავიკარვებ ზღვის კიდეებში, იქაც კი შენი ხელი მიწინამძღვრებს მე და შენი მარჯვენა ხელთმიპყრობს მე” (ფს. 138, 8-10).

ამრიგად, ზემოთქმულიდან უნდა ვისწავლოთ, რომ არ განეწესება ღმერთს გამორჩეულად ზეციური სამყოფელი, არამედ ეს ითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ ზენა ადგილი უკეთრებისგან განწმენდილად უწყის წერილმა (რაზეც მრავალგზის მიგვანიშნებს იგი იგავის სახით), ხოლო აქ ქვევით (უფრო ნივთიერ ცხოვრებაში) უკეთური ვნებები მოქმედებს. აქვე, მიწიერ ყოფაში დახოხავს და იგორგლება ბოროტების მომგონი გველი, როგორც გვაუწყებს მის შესახებ იგავურად წერილის სიტყვა (რომ თავის მკერდზე და მუცელზე დაცოცავს იგი და მიწას ჭამს მიწყივ, შესაქმე 3,14). მოძრაობის ეს სახე და საჭმლის ეს გვარი ცხადს ხდის, რომ აქ იგულისხმება ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრება, რადგან სწორედ ეს ცხოვრებაა, თავის თავში რომ აბუდრებს მრავალსახოვანი უკეთურების ქვეწარმავლობას და საჭმლად რომ უხდება მასზე მხოხავ მხეცს.

ამრიგად, ის ვინც ზეციერი მამისადმი ბაძვას ბრძანებს, ამით მიწიერი ვნებებისგან განწმენდას განაჩინებს, ხოლო ვნებებისგან განდგომა ხდება არა ადგილ-ადგილ გადანაცვლებით, არამედ მარტოდენ ნებაყოფლობითი არჩევანის[2] გზით.

ამრიგად, თუ მხოლოდ გონებისეული მცდელობით არის მისაღწევი ჩვენთვის უკეთურებისგან გაუცხოება, არა ყოფილა რა სამძიმო მახარებლის მიერ ნაბრძანებ სიტყვაში, რადგან გონებისეული მცდელობა არ უკავშირდება შრომა-ჯაფას, არამედ ყველას ძალგვიძს აზრისმიერი (გარჯის გარეშე), სადაც ვინებებთ, იქ მივიდეთ. ასე რომ, ვინც ინებებს, ადვილი იქნება მისთვის, ჰქონდეს ზეციური ცხოვრება აქვე, მიწაზე. სახარებაც გვამცნობს, რომ საჭიროა ზეციურთათვის იყოს ჩვენი ფიქრი და რომ იქაურ საგანძურებში ვიუნჯებდეთ სათნოების სიმდიდრეებს, რადგან ასე ამბობს: “ნუ დაიუნჯებთ საუნჯეებს ამქვეყანაზე, არამედ დაიუნჯეთ საუნჯეები ცათა შორის, სადაც ვერც ჩრჩილი, ვერც მჭამელი ვერ მოსპობს მას, ვერც ქურდები გამოთხრიან და მოიპარავენ” (მათე 6,19).

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ზეციურ ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი იმგვარი ძალა, რაც გახრწნიდა ზენა ნეტარებას.

ის, ვინც ამქვეყნიური არსებობის წარსაწყმედად ადამიანთა ცხოვრების წინააღმდეგ მრავალსახოვნად ავლენს თავის ნაირფერ უკეთურებას, ჩრჩილის მსგავსად იბადება გონებაში და უვარგისს ხდის იმ ნაწილს, რასაც შთაენერგება. მეტიც, უმალვე თუ არ მოვაცილებთ მას ამ ნაწილს, თავისი მჭამელობითი და შთანმთქმელობითი ძალით მომდევნოზე გადახოხდება იგი და რა ნაწილსაც მიაღწევს ამ მოძრაობით, გახრწნილების კვალს შთაბეჭდავს მასში; თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანის შინაგანი ნაწილები საიმედოდ არის დაცული, მაშინ ეს ძალა გარედან უმზაკვრებს მას განსაცდელთა მიერ და ან ამქვეყნიურ სიამეთა გზით გამოსტყუებს გულის საუნჯეს, ან სხვა რამ ვნების ძალით სათნოებისგან დაუცარიელებს სულის ჭურჭელს, ან კიდევ მრისხანების, მწუხარების თუ სხვა რამ ამგვარი ვნების შედეგად აზროვნებას (λογισμόν) განუძარცვავს მას.

ამრიგად, თუ უფალი ამბობს, რომ ზენა საგანძურებში არც ჩრჩილია არც მჭამელი, არც ქურდობის სიავე (რასაც მოაქვს ყველაფერი ის, ზემოთ რომ ვახსენეთ), დაე, ჩვენც იქ გადავიტანოთ ჩვენი სავაჭრო, სადაც არა მხოლოდ მარად განუძარცველად და დაულევლად შეგვინარჩუნდება საუნჯე, არამედ თესლთა მსგავსად მრავალჯერად შენამატსაც შეიძენს იგი, რადგან წინდის მიმღების ბუნებითი ღირსების შესაფერისად გადიდდება საზღაურიც. ისევე როგორ ჩვენ, ვმოქმედებთ რა საკუთარი ბუნების შესაბამისად, ღარიბული შესაწირავი მიგვაქვს, რადგან ამგვარნი ვართ ბუნებით, მსგავსადვე, ის, ვინც ყოვლითურთ მდიდარია, რაც ბუნებით აქვს, ჭეშმარიტად უკუმიჰმადლებს მათ, რომლებმაც წინდი გაიღეს.

ამრიგად, ვინც იმდენს დააუნჯებს საღვთო საგანძურებში, რამდენიც მას ძალუძს, ნუღარ იშფოთებს იმის შიშით, თითქოს საზღაურსაც გაცემულის სწორად მიიღებს, არამედ სასოებდეს უფალს, ვინც აღუთქვა მცირეთა ნაცვლად დიდთა უკუმიგება, მიწიერთა წილ – ზეციურთა, წუთიერთა წილ კი – მარადიულთა, რომელთა ბუნება იმგვარია, რომ არც გონებით აღიქმება, არც სიტყვაში განიმარტება. ღმრთივსულიერი წერილი ასე გვასწავლის მათ შესახებ: “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე არ მისულა ის, რაც ღმერთმა გაუმზადა მის მოყვარულებს” (I კორ. 3,9).


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zecis moqalaqe
პოსტი Jul 5 2010, 11:50 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 10-December 08
წევრი № 6,091



ციტატა(mata @ Jul 4 2010, 11:16 PM) *

zecis moqalaqe
აბსოლიტურად გეთანხმებათ მატა.
ამიტომაც ვერ ვუწოდებ ჩემ თავს ქრისტიანს, რადგან ვფიქრობ რომ არ ვცხოვრობ ქრისტიანულად(ვაკეთებ იმას რაც შემიძლია და რა დონეზეც შემიძლია)მაგრამ ვერ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვა, რომ ქრისტიანი ვარ. მე ვთვლი, რომ ჯერ არაფერი გამიკეთებია საიმისო, რომ ქრისტიანად ჩავთვალო საკუთარი თავი.





ზუსტად რომ არ შეგვეძლო და რომ არ შეგვიძლია ადამიანებს დავემსგავსოთ მას, ამიტომ გახდა საჭირო მისი დედამიწაზე ჩამოსვლა, ეს რომ ადამიანებს თავისი ძალებით შეძლებოდათ, რომ გასცლოდნენ ცოდვილ ცხოვრებას და მიეახლებულიყვნენ ღმერთის სიწმიდეს, მაშინ მამის მიერ გაღებული ასეთი მსხვერპლის გაღება(მისი მხოლოდშობილი ძე) აღარ იქნებოდა აუცილებელი, რადგან ქრისტე ამბობს "მე მართალთა კი არა ცოდვილთა მოსახმობად მოვედი " ერთ ერთი ასეთი ცოდვილი მე ვიყავი ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტე ჩემნაერებისთვის მოვიდა smile.gif და უბრალოდ ვუპასუხე მის გამოძახილს, ქრისტიანობა კანონებით ცხოვრება არაა რომ ეს გააკეთო ან ის, და უბრალოდ ამას იმიტომ აკეთებდე რომ ეს ქრისტიანული კანონია ან თუ არ გააკეთებ დაისჯები sad.gif ქრისტემ ასეთი სიტყვები თქვა ვისაც ვუყვარვარ ჩემი მცნებები დაიცვას, ანუ თუ გიყვარს ან შეიყვარებ ყველაზე საყვარელი ცოდვის დათმობასაც კი სიამოვნებით შევძლებ, რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ამის გაკეთებას და არა რელიგიას.
არ არსებობს ნამდვილი შეყვარებული ადამიანი რომელსაც უნდოდეს მისი სატრფო იმის გულითვის იყოს მასთან რომ მისი ეშინია, ან კიდე იმიტომ რომ ვიგაცამ აიძულა, მოატყუა ან რამე მაგდაგვარი, ყველა შეყვარებული იმაზე ოცნებობს, რომ მისმა სიყვარულმა ის თავად აირჩიოს, შეძილებ ბევრი არჩევანიც ქონდეს, მაგრამ მან ის აირჩიოს, ეს არის სიყვარული, ქრისტემ კი თქვა "იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს ვიდრე მეგობარი მეგობრისთვის თავს დებდეს, მე თქვენ ჩემი მეგობრები გიწოდეთ" განა ამას არ საყვედურობდა ფარისევლებს, რომ გარეგნულად ისე იქცევით როგორც რჯულის დამცველნიო მაგრამ თქვენი გული შორს არის ჩემგან, როცა ამას მივხვდი ჩემთვის სასიამოვნო გახდა იმ ცოდვების არ ჩადენა რომელიც აქამდე ძალიან მიყვარდა, უბრალოდ ქრისტე მათზე მეტად შევიყვარე smile.gif შეცდომებს ვუშვებ მაგრამ ღმერთი მპატიობს ამას ვგრძნობ, რადგან ვუყვარვარ, და მეც რო მმიყვარს ვცდილობ ის მეორედ აღარ ჩავიდინო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 5 2010, 06:11 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



zecis moqalaqe
ციტატა
ზუსტად რომ არ შეგვეძლო და რომ არ შეგვიძლია ადამიანებს დავემსგავსოთ მას, ამიტომ გახდა საჭირო მისი დედამიწაზე ჩამოსვლა, ეს რომ ადამიანებს თავისი ძალებით შეძლებოდათ, რომ გასცლოდნენ ცოდვილ ცხოვრებას და მიეახლებულიყვნენ ღმერთის სიწმიდეს, მაშინ მამის მიერ გაღებული ასეთი მსხვერპლის გაღება(მისი მხოლოდშობილი ძე) აღარ იქნებოდა აუცილებელი
ამაში ვერ დაგეთანხმებით. მე იმას არ ვამბობ, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო არ ეწამა. კი ჩვენი ცოდვების გამო მოვიდა და ეწამა, მარა რაც შეეხება დამსგავსებას, აი ამაში არ გეთანხმებით.


მე ვფიქრობ რომ ადამიანს შესწევს ძალა იმისა, რომ დაემსგავსოს ქრისტეს. ადამიანში ყველა ის უნარი არსებობს, რასაც ქრისტე ფლობდა. მაგ: მკვდარი გააცოცხლო, წყალზე იარო, უკურნებელი სენით დაავადებული ამოაჯამრთელო და აშ..
ეს ყველაფერი ჩვენთვისაც (ჩვეულებრივი ადამიანისთვის) შესაძლებელია, მიღწევადია.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 5 2010, 06:24 PM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ჩემი ნაწერი თუ წაიკითხეთ? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 5 2010, 06:29 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ikanosi
ციტატა
ჩემი ნაწერი თუ წაიკითხეთ?


ერთი თვალი გადავავლე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 5 2010, 06:33 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(mata @ Jul 5 2010, 07:29 PM) *

ikanosi
ერთი თვალი გადავავლე biggrin.gif


მძიმე იყო, ხო? smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 5 2010, 06:38 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



terra
ციტატა
მძიმე იყო, ხო?

ხო smile.gif



იკა რა ტიპი ხარ მოკლედ რაა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 5 2010, 06:42 PM
პოსტი #10


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



mata
ციტატა
ერთი თვალი გადავავლე

გადავლება არა, წაიკითხე კარგად და პასუხსაც ნახავ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 5 2010, 06:44 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ikanosi
ციტატა
გადავლება არა, წაიკითხე კარგად და პასუხსაც ნახავ

ოოოო გამანებე თავი იკა, მცხელა



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 01:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი