თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ საიდუმლო სერობა

პოსტის ავტორი: tb_parazitka თარიღი: Jan 10 2010, 11:43 PM

გამარჯობათ

მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები

ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : )

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 11 2010, 12:30 AM

მაგასთან დაკავშირებით ვიცი ერთი საინტერესო ისტორია....

”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.

სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვურა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა.


პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jan 11 2010, 05:10 PM

ჰოოო ეს ძალიან მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 11 2010, 08:11 PM

ikanosi
ხო, ეგ შემიძლია გითხრა რომ ზღაპრებია, ასე ვთქვათ ლეგენდები smile.gif
კი ვიცი, შეიძლება მითხრა რომ ეს ხომ ვაზარისთან არის დაცულიო, მაგრამ თვითონ ვაზარის შეიძლებოდა გაეგონა ყურმოკვრით ვინმესგან და ისე დაეწერა smile.gif
თვითონ ფრესკა საშინლად არის დაზიანებული, და თუმცა მე დავაკვირდი, ვერაფერი მსგავსება ვერ ვიპოვე

ციტატა
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები

ეს იოლია, დაგუგლავ და ნებისმიერ ინფოს იპოვნის კაცი smile.gif
მაგრამ დავწერ მაინც
ადვილად შეამჩნევთ, რომ ლეონარდომ ფრესკაში გამოიყენა სამკუთხა კომპოზიცია და მოციქულთა ფიგურები დალაგებულია სამ სამ ჯფუფად smile.gif
ცენტრი ეს ქრისტეა.

http://www.radikal.ru
დავიწყოთ შენს ხელმარცხნიდან და მივყვეთ მარჯვნივ
1 სამეული: ბართლომე, იაკობ ალფესი (ანუ იაკობ მცირე) და ანდრეა
2 სამეული: იუდა ისკარიოტელი (დააკვირდი ხელში ქისა უჭირავს), პეტრე, იოანე (უმცროსი მოწაფე ქრისტესი)
3 სამეული: თომა, იაკობ დიდი (ზებედეს ძე) და ფილიპე
4 სამეული: მათე, იუდა იაკობის ძე, სვიმონ კანანელი

აბა რას იტყვი? გაქვს კიდე კითხვები? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 11 2010, 08:19 PM

ქევანა
კი მე მაქვს...რა იცი რომ ზღაპარია?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 11 2010, 08:25 PM

ikanosi
იქიდან biggrin.gif

აბა დაუკვირდი, რა გაჭირვებაც არ უნდა შეემთხვეს კაცს, რა ბომჟადაც არ უნდა იქცეს, სახის ნაკვთებს ვერ შეცვლის, როგორც თითის ანაბეჭდებს smile.gif

შეიძლება უფრო ნაოჭიანი გახდეს, მაგრამ თავის ქალის ზომა შეიცვლება? არა
შეიძლება ცხვირი გაეზარდოს? ან დაუპატარავდეს? არა
შეიძლება შუბლი გაუფართოვდეს ან დაუვიწროვდეს? არა
ნიკაპი?

ხოდა აბა რატომ გიკვირს? smile.gif
მე მსგავსებას ვერ ვხედავ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 11 2010, 08:51 PM

ქევანა
ლეონარდოს ძან ახსოვდა ახლა იმ კაცის თავის და ცხვირის ზომები biggrin.gif
სახეს ეძებდა...ანუ ისეთ სახეს რომელძეც იქნებოდა გამოსახული ორგულობა და ა.შ....

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 11 2010, 09:32 PM

ikanosi
აააააჰაჰა biggrin.gif და რა გგონია მხატვრები ადამიანის ანატომიას არ იცნობდნენ?
მხატვრები დაკვირვებულები უნდა იყვნენ და მით უფრო ისეთი გენიოსი, როგორც ლეონარდოა, ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო დაკვირვებული იქნებოდა


და ისე,.. სახე.. და რისგან შედგება სახე? რა ქნის სახეს? გამომეტყველებას? შეგიძლია ეს მითხრა?

მოკლედ, სასიამოვნო ოფფ ტოპიკებია რა laugh.gif

პ.ს. უი დამავიწყდა მეთქვა, კრიმინალისტები რომ იპოვიან ხოლმე თავის ქალას, სახეს როგორ აღადგენენ ხოლმე? ესეც ძაან საინტერესო და საყურადღებო რამაა

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 11 2010, 10:03 PM

ციტატა(ქევანა @ Jan 11 2010, 09:25 PM) *

აბა დაუკვირდი, რა გაჭირვებაც არ უნდა შეემთხვეს კაცს, რა ბომჟადაც არ უნდა იქცეს, სახის ნაკვთებს ვერ შეცვლის, როგორც თითის ანაბეჭდებს smile.gif

აი ამაში კი მგონი ცდები ქევან smile.gif
მე მსგავსი დიამეტრალურად სახეცვლილი გარდასახვის ცოცხალ მაგალითს ვიცნობ ... dry.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 11 2010, 11:12 PM

ქევანა
რავიცი მე როგორ ადგენენ biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ ისე ნამდვილი რომ იყოს (და ალბათ ასეც არის biggrin.gif ) საინტერესო ისტორიაა

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jan 12 2010, 02:31 AM

ikanosi
როგორ და აკადემიკოს გერასიმოვის მეთოდით. მასე აღადგინეს თემურ ლენგის სახე, იაროსლავ ბრძენის და რავიცი კიდე ვისი
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%81%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B9%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

ნონა

ციტატა
მე მსგავსი დიამეტრალურად სახეცვლილი გარდასახვის ცოცხალ მაგალითს ვიცნობ ...

შეიძლება კუნთოვანი ნაწილი ანდა კანქვეშა ცხიმი დაილიოს დაპატარავდეს, მაგრამ თავის ქალას არაფერი მოსდის. იმიტომ რომ ძვალია. ასევე ყურების ფორმა უცვლელი რჩება, იმიტომ რომ ხრტილოვანი ქსოვილია. ამიტომაც კრიმინალისტები, როცა ადამიანის იდენტიფიკაციას ახდენენ. იღებენ ძველ ფოტოს, უღებენ ტიპს ახალ ფოტოს იგივე რაკურსით. მერე ერთმანეთზე ადებენ, თუ დაემთხვა თვალის ბუდეები ყურების ნიჟარები ცხვირის ხრტილოვანი ნაწილი, მაშინ დიდი ალბათობით შეგიძლია თქვა რომ ძველ და ახალ ფოტოზე ერთი და იგივე ტიპია. ელემენტარნა ვატსონ.
პ.ს. ეხლა ღმერთმა ყველა დაიფაროს და თუ ადამიანი ავარიაში მოყვა თავის ქალის ძვლები დაუზიანდა, მაშინ პროფილაქტორია და რობოტზე გაჭიმვა თუ უშველის

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 12 2010, 01:47 PM

კიდევ კითხვები ლეონარდოსთან დაკავშირებით, პლიიიზ biggrin.gif

პოსტის ავტორი: gvanca_wowko თარიღი: Jan 29 2010, 05:26 PM

საიდუმლო სერობა ყველაზე ცუდად არის შემონახულო ლეონარდოს სხვა ნამუშევრებს შორის,მიზეზი? mellow.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 05:29 PM

ციტატა
საიდუმლო სერობა ყველაზე ცუდად არის შემონახულო ლეონარდოს სხვა ნამუშევრებს შორის,მიზეზი?

იმიტომ რომ მასზე მუშაობისას ლეონარდო ექსპერიმენტალურ საღებავებს იყენებდა და რადგანაც მათი მდგრადობა გამოცდილი არ ჰქონდა, ამიტომ დროთა განმავლობაში ჩამოიშალა....

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Nov 14 2010, 03:20 AM

მე მაქვს ერთი შეკითხვა. იესოს გვერდით, ჩვენგან ხელ-მარცხნივ (იესოს ხელ-მარჯვნივ) აშკარად ქალი ზის (და არა იოანე) და ამაზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 19 2010, 06:09 PM

peritoniti
არ არის ქალი და ვერც იქნება ქალი. სახარებაში ნათლად წერია (კათოლიკებისთვისაც და მართლმადიდებლებისთვისაც), რომ საიდუმლო სერობაზე იყვნენ უფალი და მისი 12 მოციქული smile.gif

მითხარი, განა დავინჩი დაარღვევდა სახარების თხრობას? რატომ? რისთვის? ვის გადაუხადა "სამაგიერო" ამით?

არის მარტივი, ნამდვილი ახსნა, და არ არის საჭირო რაღაც ზღაპრების შეთხზვა, მით უფრო ასეთი შეურაცხმყოფელი ზღაპრების smile.gif

აი საინტერესო სტატია ინგლისურ ენაზე: http://deeperstudy.blogspot.com/2005/12/da-vincis-last-supper-already-coded.html

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Nov 24 2010, 01:44 PM

ქევანა, და ვინჩის ბიოგრაფია რომ გცოდნოდათ ამას არ დაწერდით...სხვათაშორის რომ იცოდეთ და ვინჩი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას, იმით რომ ინტენსიურად სწავლობდა მეცნიერებას მათ შორის ანატომიას, რომელიც იმ პერიოდში ერესად მიიჩნეოდა...და რაც შეეხება ამ ფრესკას ეს და ვინჩის ყველაზე იდუმალი ნამუშევარია.

ახლა გაკვეთილზე ვზივარ და სახლში როდესაც მოვალ ყველაფერს დავწერ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 24 2010, 06:09 PM

nikolas

ვერ გაიგეთ, რა დავუწერე იმ იუზერს smile.gif biggrin.gif მე არ მითქვამს, რომ ეწინააღმდეგებოდა, მე კითხვები დავსვი:

ციტატა
განა დავინჩი დაარღვევდა სახარების თხრობას? რატომ? რისთვის? ვის გადაუხადა "სამაგიერო" ამით?

ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ?
დამიჯერეთ, დავინჩის ბიოგრაფიის ცოდნა ბევრს ეშლება იმ ზღაპრების დაჯერებაში, რასაც ასე ავრცელებენ მისტიკისა და იდუმალების მოყვარულები yes.gif

ციტატა
და ვინჩი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას, იმით რომ ინტენსიურად სწავლობდა მეცნიერებას მათ შორის ანატომიას, რომელიც იმ პერიოდში ერესად მიიჩნეოდა

მაგით? biggrin.gif მარტო მაგით? და რა ვუყოთ იმ პაპებს რომელთაც უყვარდათ ალქიმია? biggrin.gif

ციტატა
ახლა გაკვეთილზე ვზივარ და სახლში როდესაც მოვალ ყველაფერს დავწერ

საინტერსოა, ყურადღებით მოგისმენთ smile.gif

პ.ს. უხ, ღმერთო, ნიკები სხვადასხვაა და პიროვნება ერთია ნეტა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Nov 24 2010, 11:41 PM

კი კი, ერთია...ანუ იმ დროს ინფრმატიკის გაკვეთილზე ვიჯექი და ისე დავპოსტეე biggrin.gif

ნუ ზღაპრების რა გითხრათ მაგრამ ვისაც სურს ის დაიჯერებს...იმით დავიწყოთ, რომ ლეონარდო და ვინჩი ღვთაებრივი ქალური საწყისის კონცეფციის მიმდევარი გახლდათ, ანუ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ადრექრისტეანულმა ეკლესიამ წარმართული ქალღმერთების დემონიზირება მოახდინა და წინა პლანზე მამაკაცური საწყისი წამოაყენა. ეს ფრესკა, რომელიც სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ამშვენებს, რამდენიმე ისეთ დეტალს შეიცავს, რომელზედაც ნამდვილად ღირს დაფიქრება...თუნდაც ის, რომ ყველაზე ღიღსშესანიშნავ ადგილას, უფლის გვერდით სწორედაც რომ ქალი ზის...კარგად დააკვირდით მის გრძელ, ტალღოვან წითურ თმებს, მოხდენილ ხელებს...კიდევ უფრო ახლოდან რომ დავაკვირდეთ აშკარად დავინახავთ მკერდის ნაკვთებსაც. ამ ფაქტს ნამდვილად ვერ ვუარყოფთ, რადგანაც ლეონარდომ სახელი სწორედაც რომ სქესთა შორის განსხვავებების გამოხატვით გაითქვა.

რატომღაც ამ ქალს ვერავინ ამჩნევს და ეს ცნობიერების ბრალია, რომელშიც ღრმადაა აღბეჭდილი ამ შედევრის სახეები და ის იმდენად ძლიერია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მხედველობას ატყუებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ეს ქალი ვერ დაინახეთ არის 1954 წლის ფოტოალბომები, სადაც ამ ფრესკის დეტალები მტვრით, ჭუჭყითა და სარესტავრაციო საღებავის რამდენიმე შრითაა დაფარული. მოგვიანებით ეს ფრესკა აღადგინეს , რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვენახა მისი ორიგინალი...ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ...

პ.ს. ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ...

ისე, ურიგო არ იქნებოდა, რომ და ვინჩის სხვა შედევრებიც განგვეხილა. მაგ: "მონა ლიზა" ან "ვიტრუვიუსის ადამიანი", "მადონა მღვიმეში"...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 26 2010, 04:00 PM

ციტატა
ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ...


აჰა, ისევ ეზოთერიკა, მასონები და მისტიკა და ...

ციტატა
ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ...

დააზუსტე:
1) რომელი ხელოვნებათმცოდნე ან ები.
ფრესკამ დაზიანება ჯერ კიდიევ ლეონარდოს სიცოცხლეშივე დაიწყო, ჯორჯო ვაზარი წერდა, რომ იმდენად დაზიანებულია, ფიგურები ძლივს განირჩევაო. იოანე ყველაზე ახალგაზრდა იყო მოწაფეებს შორის, შეიძლება ამიტომ ვიღაცას ქალური მოეჩვენა smile.gif
შემორჩენილია რამოდენიმე ასლი, შესრულებული ლეონარდოს მოწაფეების მიერ. ერთი ეგ უნდა ვიშოვო და მოვნახო სადმე.

2) მარიამ მაგდალინელი რომ მეძავი იყო ეს კათოლიკური ტრადიციითაა და არამც თუ მართლამდიდებლური. გარდა ამისა, მოიყვანე სახარებიდან მაგალითები, რითაც დასტურდება რომ მარიამ მაგდალინელი იყო მეძავი

3) საიდან დასტურდება რომ სამეფო გვარის წარმომადგენელია

არა რა, აქედანვე ვხვდები რომ დენ ბრაუნის წიგნის მსგავსი სისულეებით გაქვთ ახალგაზრდებს თავი სავსე smile.gif

პ..ს მე ვერანაირ მკერდს ვერ ვხედავ smile.gif
რა სისულელეა, მე მაინც ვერ გავიგე რატომ უნდა იყოს აქ იოანეს მაგივრად მაგდალინელი, იმიტომ ხომ არა, როგორც ეს დენ ბრაუნთან არის? ა? laugh.gif მამმა მია! laugh.gif

მოგიძებნი კიდევ ერთ მოციქულს ამავე სურათზე, რომელიც ქალს ჩამოჰგავს smile.gif
http://www.radikal.ru
ჰა როგორია? laugh.gif

პოსტის ავტორი: toma1 თარიღი: Nov 26 2010, 07:06 PM

მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 26 2010, 07:59 PM

ციტატა
მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული.

ეგ მეც მაინტერესებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 26 2010, 08:08 PM

nikolas
თუ მაგდანილეია გამოსახული, მაშინ მე-12 მოციქული სადაა?

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Nov 27 2010, 12:01 AM

ქვენა, გეთანხმები, რომ მარიამ მაგდალინელის მეძავობა, მართლაც კათოლიკური ვერსიაა, თუმცაღა... მის ვერც უკეთეს დახასიათებას მართლმადიდებლურ სახარებაშიცვერ ვკითხულობთ...ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი, სადაც იესო ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება განიხილება...თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება...კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა...ვერ ვიტყვი, რომ მეცნიერთა აზრს ვემხრობი, თუმცაღა იმის უარყოფა, რომ სხვა სახარებებიც არსებობდა არ შეიძლება... ახლა ერთ ძალზედ საინტერესო ფრაგმენტს მოგიყვანთ, რომელიც ამოღებულია ფილიპე მოციქულის სახარებიდან...

"ჩვენი მხსნელის მხლებელი- მარიამ მაგდალინელი. ქრისტეს ის ჩვენზე უფრო უყვარდა და ხშირად კოცნიდა ტუჩებში. დანარჩენებს სწყინდათ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ისინი ეუბნებოდნენ: "ნუთუ ის ჩვენზე უფრო გიყვარს?"

მარიამ მაგდალინელის სახარებიდან:

"და თქვა პეტრემ: "რა? მხსნელი მართლაც ესაუბრებოდა ქალს ჩვენს გარეშე? ამიერიდან ამ ქალს უნდა დავუჯეროთ? ის ჩვენ გვამჯობინა?" და ლევიტმა უპასუხა მას: "შენ ყოველთვის ღელავ პეტრე, ახლა კი ამ ქალთან დაპირისპირება გადაწყვიტე. თუ კი თავად მხსნელმა გამოირჩია ის, რა უფლება გაქვს შენ უაყო იგი. მხსნელი კარგად იცნობს მას, ამიტომ უფრო მეტად უყვარს ვიდრე ჩვენ!"

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს სახარებები არ არის შეტანილი ახალ აღთქმაში...დასკვნა თავად გამოიტანეთ...

პ.ს. მე პირადად მშვენივრად ვარჩევ მკერდს...ხო, ისე მარიამ მაგდალინელი ბენიამინის გვარის გამგრძელებელია...დანარჩენს მოგვიანებით დავწერ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 27 2010, 12:13 AM

nikolas
დაფიქრდი ძმაო რას ამბობ
ყოველი ცოდვა მიეტევება ადამიანს, გარდა სულიწმინდის გმობისა

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 27 2010, 12:14 AM

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

cocxali.gif cocxali.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 27 2010, 12:17 AM

athos
შენ იცინე და ასე მგონია სჯერა ამ კაცს biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 27 2010, 12:29 AM

ikanosi

ციტატა
შენ იცინე და ასე მგონია სჯერა ამ კაცს

1. აპოკრიფული სახარებები რომ არსებობდა ეს საყოველთაოდ ცნობილია და არა ამერიკის აღმოჩენა.
2. გნოსტიკოსები კონსტანტინემდე ბევრად ადრე გაჩნდნენ და ბევრად ადრე მოიშორა ეკლესიამ, თუმცა მაინც დაძრწოდნენ ეკლესიის ირგვლივ და პარალელურად რაღაც პერიოდი.

ჩვენს ძვირფას ახალგაზრდა ფორუმელს წარმოდგენა არ აქვს არც ეკლესიის ისტორიაზე და ზოგადად არც იმაზე რას ნიშნავს მეცნიერება smile.gif
დენ ბრაუნი და ძმანი მისნი მეცნიერება არ არის

პოსტის ავტორი: death თარიღი: Nov 27 2010, 01:26 AM

იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია.

ციტატა
ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი


მსგავსი არგუმენტი არ არსებობს. საერთოდ ძირშივე სისუელელა ეს მტკიცება, რადგან სახარება არ შედგენილა კონკრეტულ დროში.

ციტატა
თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს


ოთხი არ აურჩევიათ იმ მიზეზის გამო, რომ ის ხელსაყრელი იყო და შესაბმისად ეს 4 არ აურჩევია კონსტანტინეს, რადგან ამ 4-ის კანონიკურობაზე საუბრობდა პაპი პიუს (ამაზე ნაშრომიც აქვს ბრუს მეტცგერს, XX ს-ის ბიბლიური კვლევების ერთერთ საუკეთესო სპეციალისტს) II საუკუნეში, ასევე ირინეი ლიონელი ( II ს.), ასევე იგივეს მოწმობენ ტერტულიანე და იუსტინე წამებული (ორივე II ს.), რომლებიც ამ სახარებებს, ებრაელთა მიმართ წერილს და პავლეს აპოსტოლურ წერილების უტოლებდნენ. ასე რომ ბიბლიური კანონის სახე ჯერ კიდევ II ს-ში იყო ცნობილი და არათუ IV ს. კონსტანტინე დიდის დროს.

ციტატა
. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება


არცერთ ხსენებულ ტექსტში არ არის წარმოდგენილი ქრისტე ჩვეულებრივ ადამიანად, ნაგ ჰამადის ტექსტები არის აპოკრიფული, რადგან დაიწერა გნოსტიკურ გარემოში, შესბამისად იქ ქრისტე წარმოდგენილია როგორც ერთერთი ეონთაგანი, ზოგგან როგორც ღვთაება და არა ჩვეულებრივი ადამიანი.

რაც შეეხება მკვდარი ზღვის გრაგნილებს, ისინი აღმოაჩინეს არა 1950 წელს არამედ 1946-1956 წლებში, რადგან გაფანტული იყო სხვადასხვა უდაბნოებში. საინტერესოა რომელ მათგანში წერია, რომ ქრისტე ჩვეულებრივი
ადამიანი იყო? არსად მსგავსი რამ არ წერია და საერთოდ ეგ ტექსტები საერთოდ არ ეხება ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. აბსოლიტურად ყველა ტექსტის მეცნიერული მიმოხილვა მიდევს სახლში, შემიძლია დაგიწერო ნებისმიერის სურვილის შემთხვევაში.

ციტატა
კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა


აბსოლიტურად სრულ აბსურდს წერ. რომელი მეცნიერები ამბობენ მსგავს? როგორც ჩანს ვიღაც თვითმაქრვია ბომჟის ნაწერებით შეცდომაში ხარ შეყვანილი. კონსტანტინეს ქრისტე არ გაუხდია ღვთაება, რადგან ის ღმერთი არის ბიბლიაში და მას ღმერთად მიიჩნევდა თითქმის ყველა ეკლესიის მამა IV საუკუნემდე (მის მიერ მოწვეული კრების მიერ მოხდა ამის დოგმატიზირება), მეზარება ახლა ამ საკითხე მათი ნაწერებიდან ციტატების ამოღება. თუ გაინტერესებს ეს პერიოდი შემიძლია მოგაწოდო ამ სფეროს კორიფეების ნაშრომები, მაგალითად შეგიძლია გაეცნო ცნობილი ბიზანტიოლოგის ვორენ თრეიგოლდის ნაშრომს, ანდაც უსპენსკის ბიზანტიის ისტორიას (შედარებით მოკლედ მაგრამ გასაგებად საუბრობს ამ საკითხზე), რომელიც ჩვენთან ბევრგან არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, რათქმაუნდა მას ჰქონდა პოლიტიკური მიზნებიც, რადგან ერთი რელიგია მყარი სახელმწიფოებრიობიოს ერთგვარი გარანტი იყო.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Nov 27 2010, 12:09 PM

მეგონა დეისაძეზე იყო თემა გახსნილი, საიდუმლო სირობაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Nov 27 2010, 12:33 PM

ეეჰ...ესა გვაქვს ქართველებს პრობლემა ხანდახან არ ვუკვირდებით ხოლმე დაწერილის შინაარსს...სადმე ვახსენე რომ მე მჯერა ამის ? huh.gif ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა მილიონიდან აღებული...ასე რომ ნუ გაამძაფრებ ყველაფერს ფლიიზ sleep.gif

დეს...დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...მომაწოდე რაა...
kiss1.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Nov 27 2010, 10:49 PM

nikolas

უკაცრავად მაშინ, ისე ჩანდა თითქოს ეს შენი პირადი დასკვნები ყოფილიყოს smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 28 2010, 07:00 PM

ციტატა
იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია.


აჰა, ამის გაგება ასე ძნელია? რატომ უყვართ ხალხს მისტიკა ასე ზომაზე მეტად? ფანტაზიასაც აქვს საზღვრები rolleyes.gif



პ.ს.
nikolas
ციტატა
ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა მილიონიდან აღებული...

ბოდიში და რახან კამათი წამოიწყე , ესე იგი შენც ემხრობი smile.gif

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Nov 28 2010, 10:23 PM

ქევანა კამათი არ დამიწყიაა...და არც ვემხრობი...მაგრამ ფაქტია რომ და ვინჩი მარტლაც იყო ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიიი....

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 29 2011, 07:53 PM

NIKOLA... მიდი-მიდი მიაწექი შენ გეტყობა დიდი მომავალი გაქვს, ეს ხუმრობით. ასეთ მკრეხელობებს, რომ აქვეყნებ არ გეშინია უფლის? თანაც რომელ საიტზე. ფრთხილად იყავ მეგობარო ფრთხილადა.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Dec 23 2011, 02:35 AM

ციტატა(toma1 @ Nov 26 2010, 07:06 PM) *

მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული.

ალბათ იმიტომ რომ ლოგიკას ეყრდნობა და არაფერი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 23 2014, 09:29 PM

რეალობასთAნ რომელია ყველაზე Aხლოს? http://elizavetay.livejournal.com/211191.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2014, 10:08 AM

iohanan
г-н Семушин ესაა

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Sep 24 2014, 08:02 PM

რა Iყო მეღAდავები???

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2014, 11:45 AM

iohanan
არა არ "გღადავები"

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 27 2014, 12:11 AM

მეეს მომეწონა
IPB-ს სურათი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)