IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები
კანონისტი
პოსტი Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები

ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Oct 26 2006, 12:17 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მოკლედ ჩამოვაყალიბოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ:

1-სახელმწიფო არის ღვთისგან დადგენილი. უფლის მიერ დადგენილია მეფობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკური წყობის პირობებში ჩვენ არ გვმართეს სახელმწიფოს მორჩილება. ვიცით, რომ პირველი ქრისტიანი მმართველი - კონსტანტინე დიდი დღევანდელი გაგებით პრეზიდენტი უფრო იყო, ვიდრე მეფე, რამდენადაც იგი არჩეული იყო თანამდებობაზე (რომის იმპერიაში იმპერატორს სენატი ირჩევდა). თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, უდიდესი კვალი დაემჩნია ქრისტეს წმინდა ეკლესიის ისტორიაში.

ეკლესიის დიდი მნათობი იოანე ოქროპირი, განმარტავს რა სექტებს და მათდამი დამახასიათებელ ნიშნებს, სექტის ერთ-ერთ "ამოსაცნობ" ნიშნად ასახელებს "სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობას". ანუ მისახვედრია, სანამდე შეიძლება მივიდეთ სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობით! ღმერთმა დაგვიფაროს....

ამავე დროს, აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით სახელმწიფოს იმ კანონებს, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას ეწინააღმდეგება, არ ვემორჩილებით არანაირ შემთხვევაში, ”დაღათუ იყოს სიკუდილიცა”. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ამ წესის განზოგადება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სახელმწიფოს რომელიმე კანონი ეკლესიური სწავლების საწინააღმდეგოა, ამიტომ რომ არ დავემორჩილოთ სხვა კანონებსაც.

ამდენად პირველი წესი:
ქრისტიანი უნდა იყოს სახელმწიფოს მორჩილი ყველა შემთხვევაში, გარდა იმისა, როცა სახელმწიფოს მას ეკლესიის საწინააღმდეგო მოქმედებას თხოვს

2-სახელმწიფოს მმართავს ხელისუფალი, რომელიც თანამდებობას იკავებს მის მიერვე დადგენილი წესით, თუმცა... უფლის ნებით ან დაშვებით!
მგონი ზედმეტიც კია კომენტარი იმის თაობაზე, რომ ყველა ხელისუფლებას ზეგარდამო აქვს ძალაუფლება, რაც ნათლად ჩანს მაცხოვრისა და პროკურატორ პილატე პონტოელის საუბარში

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების მორჩილება აუცილებელი კომპონენტია სახელმწიფოს მორჩილებაში. სახელმწიფო აბსტრაქტული ცნებაა, იგი ფიზიკურად არ არსებობს. სახელმწიფოს მორჩილება გამოიხატება ერთის მხრივ მის მიერ დადგენილი კანონების აღსრულებაში, ხოლო მეორეს მხრივ - მისი მმართველის მორჩილებაში. ბუნებრივია, აქაც მოქმედებს წესი, რომ მას ანტიეკლესიურ საქმეებში არ ვემორჩილებით

მორჩილების გვერდით, აუცილებელია ხელისუფალისადმი პატივისცემა. XIX-XX სს. ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ნესტორ ყუბანეიშვილი, განმარტავს რა უფლის V მცნებას (დედ-მამის პატივისცემის შესახებ), პირდაპირ ამბობს, რომ ამ მცნების ქვეშ მოიაზრება სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი პატივისცემა. ჩვენ, მართლმადიდებლები, უნდა მოვერიდოთ თუნდაც მცირე აუგი სიტყვის თქმასაც ჩვენს ხელისუფალზე. ეს სიბილწეა ღვთის წინაშე

ამავე დროს, განსაკუთრებულად უნდა აღვავლენდეთ ლოცვებს ღვთივდაცული ჩვენი ერის კეთილმსახური მთავრის, კეთილმორწმუნე მთავრობის და ქრისტესმოყვარე მხედრობისათვის. ცნობილი გამოთქმისამებრ: "მოგწონს მთავრობა? ილოცე მისთვის! არ მოგწონს? მაშინ ორჯერ მეტად გმართებს ლოცვა!"განა უფალი, ყოვლად კეთილი, ამდენი ლოცვის შემდეგ არ მოგვცემს ისეთ მთავრობას, რომელიც კარგი იქნება ქრისტეს ეკლესიისათვის??

აქ აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება:
ა) რა ვქნათ, როცა მთავრობა ჩვენთვისაა მიუღებელი?
ბ) რა ვქნათ, როცა მთავრობა ეკლესიისთვისაა მიუღებელი?

ა) ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ლოცვები. ყოვლად დაუშვებელია ლანძღვა, შეურაცხყოფა და განკითხვა. თუკი მოგვეცა ამის საშუალება, მაშინ ქრისტესმიერი სიყვარულით (და არა ბოღმით აღსავსე გულით) ვამხილოთ იგი, და ამასთან ვაჩვენოთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული გზა. ეს ეხება ხელისუფლებას ყველა დონეზე. უნდა გვახსოვდეს უცილობლივ, რომ ის, რაც ჩვენთვისაა მიუღებელი, შეიძლება სხვისთვის იყოს მისაღები, ამიტომ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ, ამ "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, თუ ის ეგოცენტრული აზროვნებიდან გამომდინარეა, პრინციპისამებრ: "მე თუ არ ვარ კარგად, ქვეყანაში რა ხდება არ მაინტერესებს", "მე თუ არ ვიქენი კარგად, ქვა ქვაზეც დადუღებულა". ამგვარი აზროვნება მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელია.

ხოლო თუკი "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, მაშინ ჩვენ ერთის მხრივ ლოცვით, ხოლო მეორეს მრივ საქმით უნდა ვეცადოთ აღმოვფხვრათ ეს მიზეზი. ტოტალური დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს თუ საკითხი ყოფითია, მიუღებელია

ბ) რაც შეეხება ეკლესიისათვის მიუღებლობას. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის სახელით აზრის გამოთქმის უფლება ჩვენთვის არავის უბოძებია. თუკი ეკლესიისათვის მიუღებელია რაიმე, ეკლესიის პირველიერარქები ღიად და მკაფიოდ იტყვიან ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ეკლესია ამ ქვეყანაზე არის მებრძოლი ეკლესია და იგი არასდროს შეშინებია ამქვეყნიურ ამაო ძალებთან დაპირისპირებას. აღნიშნულის ბოლო და ნათელი მაგალითია, თუნდაც, წმ. კათალიკოს ამბროსის წერილი გენუის კონფერენციისადმი. ამიტომ ჩვენი "დასკვნები" არ უნდა მივაწეროთ ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესიისთვის მიუღებელია მთავრობა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მთავრობისაგან. გვახსოვდეს ისიც, რომ ქრისტეს ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტესმიერი ეპისკოპოსი და არა მღვდელი. ამიტომ რომელიმე მოძღვრის ცალკეული შეფასებები ეკლესიის აზრად ვერ ჩაითვლება

იმ შემთხვევაში, როცა ეკლესია პირდაპირ დაადასტურებს, რომ მისთვის მიუღებელია მთავრობის რაიმე კონკრეტული პოზიცია ან მთლიანად მისი პოლიტიკა, ჩვენ უსიტყვოდ გადავდივართ ეკლესიის პირველიერარქთა უშუალოდ მორჩილებაში (ანუ გამოვდივართ სახელმწიფოს მორჩილებიდან) და ვექვემდებარებით მხოლოდ მას. ამ შემთხვევაში თავი უნდა შემოვიზღუდოთ ჩვენეული ინტერპრეტაციებისა და მოქმედებებში იმპროვიზაციისაგან. ასეთ დროს ბოროტის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურდება და ჩვენ უნდა შევასრულოთ მხოლოდ პატრიარქისა და წმ. სინოდის კურთხევა, ზედმიწევნით, სიტყვა-სიტყვით!

ამდენად, მეორე წესი:
ვემორჩილებით ხელისუფლებას, პატივს-ვცემთ მას და ვლოცულობთ მისთვის. მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ ყველა საქმეში, რომელიც ეკლესიას არ ეწინააღმდეგება

უჰ, რამდენი დამიწერია... smile.gif
დანარჩენებს მერე გავაგრძელებ!





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ეკლესია და სახელმწიფო   Oct 20 2006, 05:14 PM
ABDALA   კანონისტი თითქმის ...   Oct 20 2006, 07:52 PM
mnate   უპირველეს ყოვლის...   Oct 20 2006, 08:18 PM
samreklo   დღეს ათეისტობა უწი...   Nov 11 2009, 08:35 PM
solomony   ბატონო მნათე მეც მ...   Oct 20 2006, 11:39 PM
mnate   რატომ ასეთი აკადე...   Oct 20 2006, 11:55 PM
კანონისტი   mnate უპირველესად უნდ...   Oct 21 2006, 12:55 PM
mnate   მართალი ხარ. როდე...   Oct 21 2006, 01:15 PM
კანონისტი   იმიტომ ამბობს აპოლ...   Oct 23 2006, 11:55 AM
mnate   ღმერთს ღმრთისა კე...   Oct 24 2006, 04:58 PM
კანონისტი   მოკლედ ჩამოვაყალი...   Oct 26 2006, 12:17 PM
კანონისტი   ალბათ საინტერესო ი...   Jan 9 2007, 12:06 PM
გლახა   solomony შეიძლება მთლა...   Jan 14 2007, 12:18 PM
კანონისტი   მნათე ეეჰ, რა დრო ი...   Feb 21 2007, 11:35 AM
ადარნესე   ეხლავე დავდებ საქა...   Mar 2 2007, 08:50 PM
თათი87   ადარნესე მგონი აკრ...   Mar 2 2007, 11:36 PM
მნათე   ნუ ჩემგან გაგიკვირ...   Mar 3 2007, 01:43 AM
mampali   კანონებში ვერ ვეკვ...   Mar 3 2007, 03:02 AM
მნათე   აღსარების გათქმი...   Mar 3 2007, 07:03 PM
კანონისტი   mampali საქართველოს სი...   Mar 3 2007, 07:35 PM
კანონისტი   მნათე მიაქციეთ ყუ...   Mar 13 2007, 04:47 PM
კანონისტი   [b]საქართველოს პრეზ...   May 18 2007, 11:38 AM
ulvashi   სახელმწიფო არის ბო...   May 24 2007, 11:56 AM
ირგე   სახელმწიფო ბიუჯეტ...   May 29 2007, 01:41 PM
ulvashi   ირგე მე არა და ყვე...   May 29 2007, 01:53 PM
ირგე   ulvashi სხვები არ პოსტა...   May 30 2007, 10:08 AM
Lenus   ვამართლებ! სახელ...   May 30 2007, 11:03 AM
კანონისტი   Lenus მეც ამავე აზრზე ...   May 30 2007, 11:04 AM
ირგე   Lenus ეგ ვითომ რატომ? მ...   May 30 2007, 11:07 AM
ulvashi   ირგე ამაზე მეცინე...   May 30 2007, 11:14 AM
geoatak   რა კარგი საიტებია or...   Jun 18 2007, 07:27 PM
ილია   ხოდა მართმადიდებლ...   Jun 18 2007, 07:47 PM
ulvashi   ამ წელიწადში აქვს ...   Jun 19 2007, 09:44 AM
კანონისტი   ulvashi ეგ გამოსავალი ა...   Jun 19 2007, 10:35 AM
ulvashi   ეგ თავისთავად, მაგ...   Jun 19 2007, 10:44 AM
კანონისტი   ulvashi ერთადერთი გამო...   Jun 19 2007, 10:59 AM
ulvashi   საინტერესოა, რას შ...   Jun 19 2007, 11:59 AM
მნათე   სახელმწიფო არის, კ...   Jun 19 2007, 01:02 PM
ulvashi   სწორედ ამიტომაა ს...   Jun 19 2007, 02:09 PM
კანონისტი   მნათე ulvashi კიდევ კარ...   Jun 19 2007, 02:54 PM
მხევალი ნინო   მნათე :blink: ნენა, რა ...   Jun 19 2007, 03:00 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ეჰ ნი...   Jun 19 2007, 03:05 PM
მნათე   რომელი წმიდა მამე...   Jun 19 2007, 03:13 PM
ulvashi   კანონისტი იურისტი ...   Jun 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   ulvashi ჩვენთან არის, ვი...   Jun 19 2007, 03:17 PM
მნათე   გუშინ მისმა მეუფებ...   Jun 19 2007, 03:20 PM
ბექა.შუხოშვილი†   გუშინ მისმა მეუფე...   Jun 19 2007, 03:28 PM
ulvashi   ან არ გესმის, ან არ ...   Jun 19 2007, 03:29 PM
კანონისტი   მნათე ხო ბოლშევიკ...   Jun 19 2007, 03:33 PM
მნათე   ulvashi კანონისტი კლდე...   Jun 19 2007, 03:33 PM
კანონისტი   მნათე ლევან როგორ ...   Jun 19 2007, 03:34 PM
მნათე   ომში კაცის კვლასთ...   Jun 19 2007, 03:36 PM
ulvashi   იურიდიულად თუ ცალ-...   Jun 19 2007, 03:37 PM
მამფალი   მნათე მართლა? ხუმრ...   Jun 20 2007, 10:59 AM
saria-giorgi   "ერის მართველი,ზო...   Jul 10 2007, 04:55 PM
lingvo   ქართული სახელმწიფ...   Jul 14 2007, 12:41 PM
მამფალი   ქართული სახელმწიფ...   Jul 14 2007, 02:20 PM
ulvashi   ????????????   Jul 16 2007, 06:16 PM
შიო   დღევანდელ საქართვ...   Sep 27 2007, 07:11 PM
თემო   საეკლესიო ბიბლიოთ...   May 27 2008, 03:51 PM
xornabujeli   საეკლესიო ბიბლიო...   May 28 2008, 02:45 AM
თემო   საქართველოს მთავრ...   Jun 16 2008, 01:25 PM
ზვარე   Lenus ეგ ვითომ რატომ? ...   Jun 19 2008, 03:40 AM
ზვარე   Lenus ეგ ვითომ რატომ? ...   Jun 19 2008, 03:57 AM
კანონისტი   ზვარე რას ამბობ, აბ...   Jun 19 2008, 11:29 AM
ზვარე   ზვარე რას ამბობ, ა...   Jun 20 2008, 12:24 AM
sable   ზვარე რას ამბობ, ა...   Jun 20 2008, 12:36 PM
მხევალი ნინო   ზვარე ზვარე, ყველა...   Jun 20 2008, 12:02 PM
ზვარე   ზვარე ზვარე, ყველა ...   Jun 20 2008, 12:34 PM
კანონისტი   ზვარე მაგაზეც მიდ...   Jun 20 2008, 12:04 PM
ზვარე   ზვარე მაგაზეც მიდ...   Jun 20 2008, 12:43 PM
მხევალი ნინო   ზვარე ესე ადვილი ...   Jun 20 2008, 12:38 PM
მხევალი ნინო   ზვარე ნამდვილად ა...   Jun 20 2008, 01:40 PM
კანონისტი   უბრალოდ, მთავრობის...   Jun 24 2008, 07:49 PM
ზვარე   უბრალოდ, მთავრობი...   Jun 26 2008, 02:04 AM
ზვარე   უბრალოდ, მთავრობი...   Jun 26 2008, 03:25 AM
daviti_23   აქაურებს სალამი,სა...   Jun 26 2008, 01:28 PM
თემო   აქაურებს სალამი,ს...   Jun 26 2008, 01:40 PM
კანონისტი   daviti_23 იურიდიული "ძ...   Jun 26 2008, 01:34 PM
daviti_23   იხარე! და ერთი კით...   Jun 26 2008, 01:46 PM
თემო   იხარე! და ერთი კი...   Jun 26 2008, 01:53 PM
კანონისტი   მადლობა თემო. გამო...   Jun 26 2008, 01:42 PM
თემო   მადლობა თემო. გამო...   Jun 26 2008, 01:44 PM
daviti_23   განათლებასთან დაკ...   Jun 26 2008, 02:37 PM
კანონისტი   daviti_23 არა "ზოგადი გ...   Jun 26 2008, 02:40 PM
daviti_23   daviti_23 არა "ზოგადი ...   Jun 26 2008, 02:46 PM
კანონისტი   ეკლესიას უფლება ა...   Jun 26 2008, 02:47 PM
daviti_23   იხარე! ველოდები.:)   Jun 26 2008, 03:05 PM
თემო   საქართველოს პრეზი...   Jul 8 2008, 10:58 AM
კანონისტი   თემო გაიხარე ძმაო :)...   Jul 8 2008, 11:00 AM
თემო   თემო გაიხარე ძმაო :...   Jul 8 2008, 11:01 AM
თემო   საქართველოს მთავრ...   Feb 23 2009, 11:37 AM
მხევალი ნინო   ვააა, მაგარია.   Feb 24 2009, 10:36 PM
უჩა   რა ხდება ამ შეთანხ...   Jul 9 2009, 07:12 PM
კანონისტი   უჩა მე ჯერ ვერაფერ...   Jul 10 2009, 11:06 AM
კანონისტი   დავაზუსტე პარლამე...   Jul 10 2009, 04:18 PM
კანონისტი   საპროცედურო საკით...   Jul 10 2009, 04:57 PM
თემო   საქართველოს მთავრ...   Aug 10 2009, 12:11 PM
ბადრი   ღმერთის არსებობა-...   Nov 11 2009, 09:20 PM
samreklo   ღმერთის არსებობა-...   Nov 12 2009, 10:49 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი