თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ ეროვნული სამოსი

პოსტის ავტორი: tekla1 თარიღი: Jan 2 2007, 12:12 AM

გილოცავთ, საერო კალენდარულ ახალ წელს და დამდეგ შობას smile.gif

ბედნიერებას და წყალობას ღვთისას გისურვებთ!


ამ თემაში მინდა, რომ ეროვნულ სამოსზე ვისაუბროთ. ასევე, აქსესუარებზე და ყველაფერზე, რაც დღემდე შემოგვრჩა ქართული, ტრადიციული დიზაინიდან smile.gif
სურეთები და საინტერესო ლინკებიც დავდოთ, თუ მოგეპოვებათ

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: misheli თარიღი: Jan 12 2007, 07:46 PM

ქართველებს განსაკუთრები ჩოხა სამოსი უხდებათ და კიდევსხვა ბევრი რამ.ძალიან კარგია,რომ ეს თემა იქნება ფორუმზე.აუცილებლად გამოგეხმაურები ხოლმე mad.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 12 2007, 08:23 PM

ძალიან კარგი თემაა, სიმართლე რომ გითხრათ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში იმდენად ვიცვლები არა მოლოდ ფიზიკურად, სულიერად საოცარ ცვლილებას განვიცდი, ქართულის კაბასა და ჩიხტიკოპით რაღაც კდემამოსილების, აღუწერელი სიდიადის და სინაზის აურაში ვექცევი, ხევსურულის სადიაცო კი საოცარ სიძლიერეს მმატებს შეუპოვრობას და ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ რომ ამ დროს მე მთლიანად ვეთიშები მყობადს და გარდასულ საუკუნეთა სუნთქვას ვგრძნობ. ჩვენი ტრადიციული სამოსი ხომ სულიერების ხმამაღალი ქადაგება იყო, ახლა თეძოს ქვემოთ ჩამომძვრალ ჯინსებს და შემოფლეთილ მაისურებს ხომ შინაგანი (ამდაგვარივე) განწყობა უნდა და თავისებური მანერები...

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 12 2007, 09:04 PM

ციტატა(teo.. @ Jan 12 2007, 08:23 PM) *

ძალიან კარგი თემაა, სიმართლე რომ გითხრათ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში იმდენად ვიცვლები არა მოლოდ ფიზიკურად, სულიერად საოცარ ცვლილებას განვიცდი, ქართულის კაბასა და ჩიხტიკოპით რაღაც კდემამოსილების, აღუწერელი სიდიადის და სინაზის აურაში ვექცევი, ხევსურულის სადიაცო კი საოცარ სიძლიერეს მმატებს შეუპოვრობას და ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ რომ ამ დროს მე მთლიანად ვეთიშები მყობადს და გარდასულ საუკუნეთა სუნთქვას ვგრძნობ. ჩვენი ტრადიციული სამოსი ხომ სულიერების ხმამაღალი ქადაგება იყო, ახლა თეძოს ქვემოთ ჩამომძვრალ ჯინსებს და შემოფლეთილ მაისურებს ხომ შინაგანი (ამდაგვარივე) განწყობა უნდა და თავისებური მანერები...

ძალიან კარგია თეა მასე რომ ფიქრობ და ამიტომაც არის საქართველოში ჩოხოსანთა დასი რომელიც ამ ტრადიციების დაცვასა და გავრცელებას ემსახურება smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 12 2007, 10:00 PM

მეც მომწონს ეს თემა.ჩოხოსნებს რომ ვხედავ ხოლმე,გული სიამაყით მევსება.ისინი ჩემთვის ძველ საქართველოსთან და ვაჟკაცობასთან ასოცირდებიან.ასევე, ძველ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ქალები,ჩვენ წინაპარ მამაც,პატიოსან და მეოჯახე მანდილოსნებს მახსენებენ. მოხარული ვარ,რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ჩოხოსანთა დასი,რომელიც ამ ტრადიციების დაცვასა და გავრცელებას ემსახურება.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 12 2007, 10:40 PM

ციტატა(sofi89 @ Jan 12 2007, 10:00 PM) *

მეც მომწონს ეს თემა.ჩოხოსნებს რომ ვხედავ ხოლმე,გული სიამაყით მევსება.ისინი ჩემთვის ძველ საქართველოსთან და ვაჟკაცობასთან ასოცირდებიან.ასევე, ძველ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ქალები,ჩვენ წინაპარ მამაც,პატიოსან და მეოჯახე მანდილოსნებს მახსენებენ. მოხარული ვარ,რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ჩოხოსანთა დასი,რომელიც ამ ტრადიციების დაცვასა და გავრცელებას ემსახურება.

დიდი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის რაც ჩოხოსნებზე თქვი მეც ერთ ერთი წარმომადგენელი ვარ მათი smile.gif

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 12 2007, 11:01 PM

ქართული ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან ორიგინალური და ლამაზია!!! თუ არ ვცდები თბილისობის დღესასწაულზე ჩოხოსნები იკიბებიან ხოლმე და მართლა დიდ სიამოვნებას მგვრის ერთად ამდენი ჩოხაში გამოეყობილი ქართველის ყურება!!! ყველა ერი აფასებს მეტნაკლებად თავის ტრადიციებს და მგონი, ცუდი არ იქნებოდა წელიწადში ერთი დღე რო ყოფილიყო ისეთი , როდესაც ყველა , დიდი თუ პატარა, ნაციონალურ ტანსაცმელში იქნებოდა გამოწყობილი!!! და ისე ივლიდნენ ქუჩაში! იმ დღეს საქართველო ალბათ მართლა დაემსგავსებოდა იმ ქვეყანას , რომელიც ბევრი შემოქმედის მუზა გამხდარა !!!

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 12 2007, 11:18 PM

ციტატა(tati87 @ Jan 12 2007, 11:01 PM) *

ქართული ნაციონალური ტანსაცმელი ძალიან ორიგინალური და ლამაზია!!! თუ არ ვცდები თბილისობის დღესასწაულზე ჩოხოსნები იკიბებიან ხოლმე და მართლა დიდ სიამოვნებას მგვრის ერთად ამდენი ჩოხაში გამოეყობილი ქართველის ყურება!!! ყველა ერი აფასებს მეტნაკლებად თავის ტრადიციებს და მგონი, ცუდი არ იქნებოდა წელიწადში ერთი დღე რო ყოფილიყო ისეთი , როდესაც ყველა , დიდი თუ პატარა, ნაციონალურ ტანსაცმელში იქნებოდა გამოწყობილი!!! და ისე ივლიდნენ ქუჩაში! იმ დღეს საქართველო ალბათ მართლა დაემსგავსებოდა იმ ქვეყანას , რომელიც ბევრი შემოქმედის მუზა გამხდარა !!!

კი მართალი ხარ ყოველ მართმადიდებლურ დღესასწაულზე ჩვენ ჩოხოსნები ვიკრიბებით ხოლმე და ერთ დღეს რაც შეეხება ნაციონალურ სამოსში ეს შენ და მე კი არა ბატონმა უგულავამ უნდა გადაწყვიტოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: tatuli თარიღი: Jan 13 2007, 02:55 PM

ძალიან მომწონს ნაციონალური სამოსი. ბავშვობაში ქართულ სამოსს რომ ვიცვამდი ხოლმე, სულ სხვა განწყობა მეუფლებოდა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 14 2007, 03:45 PM

თუ უფალმა ინება, შეიძლება მეც მალე შევუერთდე ჩოხოსანთა დასს

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 14 2007, 10:59 PM

მინდა გითხრათ, რომ ჩოხა მარტო ქართული ტანსაცმელი არაა.
ეს არის კავკასიური სამოსი და ჩვენთან, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიიდანაა შემოსული.

რაც შეეხება აჭარულ-გურულ-მესხურ ჩაქურას. აქ საქმე უფრო მარტივადაა. ეს საერთოდ არაა ქართული ტანსაცმელი.
იგი შემოსულია თურქეთიდან. თუ ძალიან დამაძალებთ, შემიძლია ფოტოებიც დავდო.
ასეთი ჩაქურები აცვიათ ანატოლიის ზეგანის თურქებს და პონტოელ ბერძნებს.

სუფთა, ნამდვილი ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების მეტს არავის აცვია, ეს არის ხევსურული ტანსაცმელი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 14 2007, 11:01 PM

დიდი ეჭვი მაქვს, ეს თემა გალერეაში უნდ აიყოს laugh.gif



პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 14 2007, 11:33 PM

ვეშაპო
მთიულური?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 15 2007, 03:32 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 15 2007, 03:36 AM

მე ძალიან მსიამოვნებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანის ნახვა,მაგრამ უფრო მახარებს ეროვნული ზნეობასთაბ სინერგიაში მყოფისაsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 17 2007, 06:15 PM

ვეშაპო

ციტატა
სუფთა, ნამდვილი ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების მეტს არავის აცვია, ეს არის ხევსურული ტანსაცმელი.



ხევსურული, ჯვრიანი? მე ვიცი, ამ ტასაცმელზე სხვადასხვა მოსაზრებაა, რომ ეს ჯვაროსნების გავლენით და აშ. ისე გამოდის, რომ ქართველებს არ გვეცვა. თუ ზოგი ჩრდილო კავკასიიდან არის, ზოგიც თურქეთიდანsmile.gif)) ჩოხაზეც ცოტა სხვა რამ ვიცოდი, ისტორიკოსები გვყავს ფორუმზე? ტქვენ რა იცით ჩოხის შესახებ?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 17 2007, 08:03 PM

..........

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Apr 28 2007, 11:18 PM

ქართულ ტანისამოსს რაც შეეხება,ეს ხელოვნების ერთერთი საუკეთესო ნიმუშია. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამაყეს განიცდი მაშინ , როცა ქართული ტანისამოს გაცვია. ამაყი ხარ, რომ ქართველად დაიბადე.მე მქონია ეს განცდა და ბედნიერი ვარ.

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Apr 29 2007, 01:05 AM

მომწონს ბიჭს რომ ჩოხა აცვია biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariusha თარიღი: Jun 2 2008, 03:05 PM

ზალიან მომცონს ეს საიტი და მინდა რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ღმერთთან ახლოს. უფალი გვფარავდეს!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 2 2008, 03:36 PM

tinka
მაგას ჩოხა არ ქვია smile.gif
ხევსურული ტალავერია.

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 6 2008, 02:07 PM

http://www.radikal.ru
ნახეთ რა სილამაზეა... rolleyes.gif ქართული ტრადიციული სამოსი მართლაც მშვენიერია!!! rolleyes.gif smile.gif

[URL=http://www.radikal.ru]IPB-ს სურათი[/URL
rolleyes.gif smile.gif

http://www.radikal.ru
rolleyes.gif smile.gif

http://www.radikal.ru
ქართულ სამოსზეა საუბარი და დიდგორი რო არ ვახსენო არაფრით არ შემიძლია..!!! rolleyes.gif biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: torgva თარიღი: Jun 13 2008, 03:16 PM

ციტატა(ვეშაპო @ Jan 14 2007, 11:59 PM) *

მინდა გითხრათ, რომ ჩოხა მარტო ქართული ტანსაცმელი არაა.
ეს არის კავკასიური სამოსი და ჩვენთან, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიიდანაა შემოსული.

რაც შეეხება აჭარულ-გურულ-მესხურ ჩაქურას. აქ საქმე უფრო მარტივადაა. ეს საერთოდ არაა ქართული ტანსაცმელი.
იგი შემოსულია თურქეთიდან. თუ ძალიან დამაძალებთ, შემიძლია ფოტოებიც დავდო.
ასეთი ჩაქურები აცვიათ ანატოლიის ზეგანის თურქებს და პონტოელ ბერძნებს.

სუფთა, ნამდვილი ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების მეტს არავის აცვია, ეს არის ხევსურული ტანსაცმელი.

თუშური ტანსაცმეილი არ არის ქართული? ხევსურული და თუშური განსხვავდება მგონი არა? ერთმანეთისგან.. კაცურად თუ გაქვს ფოტოები იქნებ დადო...

პოსტის ავტორი: bycha თარიღი: Nov 22 2008, 11:33 AM

ქავთარაძე
”ტალავერი”--არა
_ ტალავარი- ამაში ყველა ნაწილი იგულისხმება.ისე ყველას ცალ-ცალკე თავისი სახელი ჰქვია
ki.gif

პოსტის ავტორი: .SaLoMe. თარიღი: Mar 20 2010, 11:58 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Mar 21 2010, 12:50 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 21 2010, 02:30 PM

ა ბატონო მე, ეროვნულ სამოსში... რა კარგი დრო იყო rolleyes.gif

ანსამბლი "კელაპტარი"
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

რა ტიპი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 10 2010, 12:47 AM

ციტატა(მაშიკო @ Mar 21 2010, 12:50 AM) *

http://www.radikal.ru

ჯანოს რა აქვს ის შავი გულზე?

პოსტის ავტორი: M R E თარიღი: Jun 1 2010, 12:07 AM

გთხოვთ დადოთ ინფორმაცია ჩოხა ახალუხის განმარტებაზე მის ატრიბუტებზე რა არას ნიშნავს არსებობს ასეთი ინფორმაცია და ვერ მოვიპოვე . როგორც ვიცი ყველაფერს თავისი განმარტება აქ

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Jul 10 2010, 08:22 AM

ვითვალისწინებ დიდ ინტერესს ქართული შესამოსელის შესახებ და შევეცდები მცირედ მაინც დავაკმაყოფილო იგი მეცნიერული კვლევის პრეტენზიის გარეშე..."მე გავაკეთე ის რაც შემეძლო-სხვამ გააკრთოს ის, რაც შეუძლია"-ს პრინციპით
დავიწყოთ: ქართული ჩოხის ისტორია
გთავაზობთ მეტად საინტერესო ბმულს http://www.history.ge/index.php?s=24 თითქმის ამომწურავი ინფორმაციით

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Jul 10 2010, 12:20 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 17 2007, 07:15 PM) *

ვეშაპო
ხევსურული, ჯვრიანი? მე ვიცი, ამ ტასაცმელზე სხვადასხვა მოსაზრებაა, რომ ეს ჯვაროსნების გავლენით და აშ. ისე გამოდის, რომ ქართველებს არ გვეცვა. თუ ზოგი ჩრდილო კავკასიიდან არის, ზოგიც თურქეთიდანsmile.gif)) ჩოხაზეც ცოტა სხვა რამ ვიცოდი, ისტორიკოსები გვყავს ფორუმზე? ტქვენ რა იცით ჩოხის შესახებ?

არავითარი ჯვაროსნული გავლენა!!! ჯვრის კულტი ხევსურეთში თვით ჯვაროსნებზე ბევრად ადრინდელია! ეს რა გვჭირს ქართველებს ასე ადვილად რომ ვუთმობთ მამა-პაპისეულს ყველა ჯურის (ჯვრის) გადამთიელს! ჩოხა არის სხეულის შუაში შეკრული მოგრძო პერანგი (ხალათი), რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდგომ კავკასიის ორთავ მხარეს მცხოვრებმა ხალხებმა სამასრე ჯიბეები (ტომრები) დააკერეს. რაც შეეხება ტალავარს - უშუალოდ მას არ აქვს სამასრე განყოფილებები, მათ მოვალეობას ასრულებს მხარიღლივ სატარებელი სამასრე - "სასწრაფო"! ხევსურულ ჩოხას, ისევე როგორც სხვა ჩოხებს, აქვს სამასრეები და საზოგადოდ ჩოხა ისევეა ქართული, როგორც რუსის მიერ მოპარული და მითვისებული ცნობილი "ჩერკეზკა" -ჩერქეზული!
P.ს. ჩოხების სადაურობა - კუთხური კუთვნილება განირჩევა დამახასიათებელი სიგრძის, მკლავების ფორმისა და სიგრძის (ყურთმაჯები), სამასრეების ფერის,ფორმისა და განლაგების, მოსირმვის თავისებურებებისა და სხვა მრავალ ასპექტთა გათვალისწინებით... rolleyes.gif
ნუ გავასხვისებთ ჩოხასაც, შთამომავლობას ნუ გავწირავთ, საშიშვლე (არცოდნა) ცოდვაა! რამეთუ "ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს."
ილია ჭავჭავაძე - წმ. ილია მართალი

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Jul 10 2010, 12:39 PM

"სასწრაფო" მკერდზე 1, პეტერბურგი
2, სიღნაღი

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)