IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> იქნებ ვინმე დაეხმაროს ამ ადამიანს, გული მომიკვდა :(
მარიამი
პოსტი Jan 26 2007, 10:07 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ფორუმ "მადლში" ასეთი პოსტი ვნახე:

აუ ცუდად ვარ სახლში ვერ ვჩერდები...დედაჩემთან სულ კომფლიქტი მაქ,სულ ვტირივარ,დღე არ გავა რო არ ვიტირო...არ ვიცი რა ვქნა....ისეთ სიტყვებს მეუნება გულზე მხვდება..ჩხუბის მიზეზი ერთი "საბედისწერო წერილია"რომელიც 2 წლის წინ დავწერე როცა შატალოზე ცავედით ბავშვები და და მეორე დღეს ისეტი სიტყვები მითხრა დედაჩემმა ეხლაც ნათლად მახსოვს...წერილი დავწერე გათიშული ვიყავი ვერ ვაზროვნებდი და დავწერე რომ ჩემთვის დედა არ არსებობდა ეს წერილი ნახა დედაჩემმა და იმის მერე მისგან ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა სულ სატკენ სიტყვებს მეუნება((.....არა და მე ის ძალიან მიყვარს ის კი ვერ მიტანს..სწავლაზეც მეჩხუბება რო მიყვირის გონება მეკტება და ვერაფერს ვასცავლობ აი რო არ მეუნებოდეს და მეჩხუბებოდეს ,სულ 10იანებზე ვისწავლიდი,მაგრამ......ამასწინ ვიჩხუბეთ ვუთხარი სწავლაზე სიტყვა არ მიტხრა თქო ვყვირივარ..ნერვოზიც მაქ...და გუშინ ინგლისური კარგად ვიცოდი დღესაც 10იანი მივიღე ...სიტყვა სწავლას რო მეუნება ვეღარ ვსწავლობ და გონებაება მეკეტება ვნერვიულობ.... რა დავუშავეეეეეეეეე..((((((...ვეღარ გავუძლებ ამას..მინდა სადმე სიმშვიდე ვპოვო და იქ მარტო ვიყო...ან სადმე მონასტერში 2 კვირით რო წავიდე არ მიმიღებენ?...ზალიან ცუდად ვარ ღმერთს ხანდახან იმასაც ვეუნები თქვენთან წამიყვანე თქო...სიცოცხლე მომბეზრდა უკვე 2 წელია ვიტანჯები....სიამოვნებით მოვიკლავდი ტავს მაგრამ ღმერთის მეშინია და თან დიდი ცოდვაა....სადმე მინდა მარტოდ მარტოო....გთხოვთ დამეხმარეთ....

მოძღვართან დიალოგის განყოფილებაში იყო. იქ ჯერ-ჯერობით მოძღვარი არ არის და იქნებ ჩვენი თანაფორუმელი მოძღვრები დაეხმარონ ამ ადამიანს. გული მომიკვდა, რომ წავიკითხე sad.gif
http://madli.org/index.php?showtopic=264&st=0&#


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 31 2007, 03:16 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



შეუძლებელია მსგავსი წერილის კითხვისას ტკივილი არ დაგეუფლოს. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ საქმე დედა–შვილობას ეხება, ამ უწმიდესს, რაც კი არსებობს მიწიერ ცხოვრებაში. ძალიან ძნელია რამე კონკრეტული ურჩიო შორიდან. იმედი მაქვს madli.org–ზეც გამოჩნდება სასულიერო პირი. არ ვიცი, რამდენად ვარგებ, მაგრამ ორიოდე სიტყვით მეც მინდა მივმართო. მარიამ, თუ შეძლებ გადაიტანე მეზობელ ფორუმში.
————————————————
"მშვიდობა ქრისტესი იყოს შენთანა, გვანცა (მგონი ასე გქვია). ვხდავ, რომ ძალიან გტკივა. ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც არ გსმენია, მაგრამ მთელი სულით გისურვებს ქრისტესმიერ ნუგეშს.

არ ვიცი შენი ოჯახური მდგომარეობა, დედის ცხოვრება, მისი სულიერი მდგომარეობა, ხასიათი, ტკივილები. ამიტომ კონკრეტულზე ლაპარაკი მიჭირს. მაგრამ ერთი რამ მაინც მინდა გითხრა: არაფერი ხდება ღმრთის დაშვების გარეშე. ადამიანური გონება ვერ ჩაწვდება, რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ტკივილსა და განსაცდელს. მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ უფალი არ არის სასტიკი მსაჯული, ან ცივი ზედამხედველი, არამედ ჩვენთვის ჯვარცმული, კაცთმოყვარე და მხსნელი. მან იცის ყველა ჩვენი ტკივილი და ტკივა ჩვენთან ერთად, როგორც ტკივა მშობელს, რომელიც იძულებულია ქირურგის დანის ქვეშ დააწვინოს შვილი მისივე კურნებისათვის. ამიტომ ეცადე პირველყოვლისა არ მიიღო ის აზრები, რომლებსაც შენში თესავს ბოროტი, თითქოს დედას არ უყვარხარ, არ ჭირდები. ასეთ აზრებს დაუპირისპირდი უპირველესად ლოცვით. როცა შემოგიტევენ მძიმე აზრები, გულში იმეორე: "უფალო იესუ, შემიწყალე მე", ან შენივე სიტყვებით ევედრე უფალს, ღმრთისმშობელს, მფარველ ანგელოზს. თუ ყურადღებით ილოცებ, ნახავ, როგორ მოაკლდება ძალა უკეთურ აზრებს და გრძნობებს.

როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოს, დედის დამოკიდებულება შენდამი სიყვარულის ადამიანური გააზრებიდან მომდინარეობს. ადამიანის სიყვარული ვერ იქნება სრული. ჩვენ, ადამიანებს გვჩვევია არასწორი დამოკიდებულება შვილებისადმი. ყველაფერს ჩავდებთ მათში, უდიდეს მსხვერპლს გავიღებთ, უამრავ რამეზე ვიტყვით უარს. მაგრამ ზოგჯერ შვილის მცირეოდენი უხეშობა, ურჩობა საკმარისი ხდება იმისათვის, რომ საშინელი რისხვა დავატეხოთ თავს, რადგან მათ არ დაგვიფასეს ამაგი. ნაკლია ეს ჩვენი, მაგრამ ფაქტია, რომ ვითხოვთ უკუგებას, დაფასებას. აბა წარმოიდგინე დედის მდგომარეობა, რომელიც 9 თვე მუცლით გატარებს, უყვარხარ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ უნახიხარ, როცა არც არავინ გიცნობს; მას ყველაზე მეტად ესმის შენი და იმედოვნებს, რომ შენც ყველაზე მეტად გაუგებ და ამოუდგები მას; მისთვის შენ ხარ მზეც და მთვარეც; შენზე ზრუნვა არის მისი ცხოვრების უმთავრესი საქმე. და უცებ შენ წერ, რომ დედა არ გყავს, ანუ შენს ცნობიერებიდან ამოშალე იგი. ამით ხაზი გადაუსვი მის იმედს, ღვაწლს, მისი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც შენთანაა დაკავშირებული, მის ნათელ იმედს. რათქმაუნდა, ყველა ერთნაირად მტკიმნეულად არ აღიქვამს ასეთ წერილს. მაგრამ გააჩნია დროს, გარემოებას, განწყობილებას, ადამიანის სულიერ მდგომარეობას. არც ის დაგავიწყდეს, რომ ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ისარგებლოს ნებისმიერი შემთხვევით, ოღონდ როგორმე დაგვაშოროს ადამიენები ერთმანეთს, ოღონდ გაგვამწარებინოს ერთმანეთისათვის ცხოვრება. ცოცხალი რწმენის ეკლესიური ადამიანისათვის ეს, თუმცა კი არის ტკივილი, მაგრამ არ არის იმდენად მძიმე. შენი ნათქვამიდან ჩანს, რომ დედა ვერ არის ეკლესიური ცნობიერების. ამიტომაც აქვს ასეთი მძაფრი რეაქცია. თან, ადამიანებს ზოგჯერ გვახასიათებს აზრის აკვიატება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გონების ქმედება, არამედ ბოროტისმიერი შეხსენება, რომელის წყაროსაც ვერ ვხვდებით. დიდხანს ვიმეორებთ ერთსადაიმავეს; თითქოს უნდა დამცხრალიყო ემოცია, მაგრამ მუდმივი შეხსენებით ჩვენ (ბოროტთან ერთად და მისი წაქეზებით) ვაღვივებთ ძველ ტკივილს. რომელიღაცამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, მოიდრიკოს თავი და ცნოს დამნაშაული. დედას, როგორც უფროსს, ეს გაუჭირდება. შენ მიდი, მოეფერე. ნუ უყურებ მის გაბრაზებულობას და სიანჩხლეს. სძლიე თავს და მოეფერე მაშინ, როცა გიბრაზდება, როცა შენი გულიც ბრაზისაკენ იდრიკება. ნახავ, შენც მოგეშვება და ურთიერთობასაც გაათბობ. შეიძლება არ გამოგივიდეს პირველი მცდელობისას, მაგრამ არ დაცხრე. შენთვის, განკრძალულად კი ევედრე ღმერთს მოგცეს დათმენის და თბილად მიმართვის ძალა. შეუძლებელია უფალმა არ გისმინოს.

ახლოსაც არ მოუშვა აზრები თვითმკვლელობაზე. საკუთარ თავს ვერ გაექცევი. თუ სასწორკვეთილი, დამძიმებული ადამიანი დგამს ასეთ ნაბიჯს, ტკივილი, უიმედობა ფიქსირდება და იქცევა მის მარადიულ მდგომარეობად. ადამიანს ჰგონია, რომ გაექცა, სინამდვილეში კი მარადიულად იქცევს ტკივილს, თან ბევრად უფრო ძლიერს, ვიდრე ის, რომლისაგან გაქცევას ლამობდა. უფალი მაშინ წაგიყვანს, როცა შენი სული საუკეთესოდ იქნება მომზადებული გადასასვლელად. მაგრმამ მანამდე ბევრი უნდა იღვაწო აქ, ღმრთის შეწევნით დაამარცხო ბოროტება შენში. სასუფეველი - გმირების სამყოფელია. გმირი კი ომში ხდება ადამიანი. ჰოდა, ის ტკივილები, განსაცდელები რაც ჩვენს ირგვლივაა, სწორედ რომ სულიერი ომის ნიშნებია.

აუცილებლად ეცადე ეკლესიურ ცხოვრებას. თუ არა გყავს მოძღვარი, მოიძიე და შემდგომში ყოველი შენი ტკივილი მასთან მიიტანე. ეკლესია უპირველესად ასეთების ადგილია.

დღეს ღამე ცვლის და ღამეს დღე. ასეა ადამიანის სულშიც: ხან ჭირია და ხან სიხარული. არა იფიქრო, რომ შენი დღევანდელი მდგომარეობა უცვალებელია. აუცილებლად მოვა ნათელი, გათბება ურთიერთობა დედასთანაც. მთავარია დღევანდელამა ჭირმა არ გშთანთქას, არამედ შეგძინოს სიბრძნე, სიყვარული, რწმენა."
——————————————————–

მინდა ყველას, ვისაც ეს შეუძლია, გთხოვოთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. პავლე მოციქულიც ხომ მოგვიწოდებს: "ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).

დასასრულს, ერთი მღვდელმთავრის სიტყვებს გავიხსენებ (არ ვთარგმნი, რომ რამე არ დაიკარგოს):
"Подвиг должен заключаться в том, чтобы быть людям живым примером, а иногда и укором. Стремиться облегчить всем, кому только можно духовное прозрение, духовное очищение; подвиг – это, забыв себя и свои блага, быть опорой для всех желающих опереться; подвиг – это быть гласом вопиющего в пустыне о несовершенстве нашей жизни, о необходимости её исправления и возможного улучшения; подвиг – это не какая-нибудь отвлечённая идея, но живая, действительная, реальная жизнь для других."
Иона, епископ Ханькоуский.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2019 - 10:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი