თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 6 2011, 01:12 PM

ნუ ჩემთვის სალვადრო დალი ნამდვილი სასწაულია...ზოგი უბრაო ვერ აღიქვამს მის შემოქმედებას,ან უბრალოდ არ უნდა აღიქვას,რადგან სხვისი აზრის გავლენის ქვეშაა... გთავაზობთ ნახატს სადაც ჩემი თავი მყავს შეცნობილი smile.gif http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 6 2011, 08:46 PM

ასეთი ძალიან ბევრია smile.gif

ფაქტიურად დაწყებული რენესანსიდან დამთავრებული მე19 საუკუნით და ზოგიერთი მეოცე საუკუნის მხატვარი

აი ქართულებიდან განსაკურებით: ფიროსმანი, კაკაბაძე, მაღალაშვილი, ახვლედიანი, ქიქოძე, ფარჯიანი, გაბაშვილი, მერაბ აბრამიშვილი, ალექსანდრე ბერიძე და ავთო ვარაზი.
მგონი არავინ გამომრჩენია biggrin.gif

ხომ არ ჯობდა ყოფილიყო რომელიმე მხატვრის რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც სხვებთან შედარებით აღგვაფრთოვანებს, ასეთს კი შევარჩევდი ასე 7ულს ან 10ულს smile.gif

ა? რას იტყვი?

პოსტის ავტორი: Terenti_Graneli თარიღი: Feb 6 2011, 10:47 PM

დალი.ვერმეერი.და ლეონარდო

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 7 2011, 03:45 AM

საერთოდ, გურჯიევი ყოფდა ხელოვნებას ორ ნაწილად: სუბიექტურად და ობიექტურად... ობიექტური არის ისეთი შედევრები რომლებიც ადრე შეიქმნენ და არ იყო შემქნელის პირადი აზრის ჩაქსოვა შიგნით... ტაჯ მაჰალი, პირამიდები, შუასაუკუნეების ფერწერა და ასე შემდეგ... სუბიექტურებში შედიან პიკასო და სხვები, ვინც თავიანთი ცხოვრების მახინჯ/სამწუხარო დეტალებს "აფურთხებდნენ" ტილოზე... smile.gif

ანეკდოტს გეტყვით:

კაცი ეჩხუბება მაჭანკალს, რადგან მახინჯი ქალი შემოაპარა ყველანაირად... მაჭანკალი პასუხობს: "შენ ეტყობა პიკასოს ნახატები არ გინახავს"-ო... smile.gif

კაი გვეყო ფილოსოფია, ისე კი კარგად ვიცნობ შუასაუკუნეების ფერწერასაც და უფრო თანამედროვეებსაც... smile.gif (აბაა, ყველა სფეროში ვერკვევი ასე თუ ისე biggrin.gif)

აი ეს მომწონს:

http://www.radikal.ru

მახსოვს გოიას ეს სურათი გავარჩიე "Word Scholar's Cup"-ის მომზადების დროს... smile.gif ასევე პიკასოს გერნიკაც, მაგრამ დიდად არ მომეწონა...


toka@

სხვისი დამცირება რა საჭიროა? smile.gif "არ უნდა აღიქვას, ან სხვისი გავლენის ქვეშაა" - არ შეიძლება ასეთი სიამაყე და ეგოიზმი ჩემო კარგო... smile.gif ვაღიარებ რომ დალის ზოგიერთი ნახატი საინტერესოა და ფიგურების ფორმები საოცარია, მაგრამ მთლიანობაში ეს არაა ობიექტური ხელოვნება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე... ასეთი ნახატების უმრავლესობა პათოლოგიურია, თუმცა კარგი, არ გავაგრძელებ ამაზე... smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 7 2011, 11:15 AM

მოდი მაშინ ასე ვიტყვი,მოწონთ დალი,მაგრამ არ ამბობენ რადგან არ უნდათ სხვას"გაუტეხონ" და იმას ემხრობია..მგონი აგრააა ეგიოზმი smile.gif ნუ პიკასო არც მე მიყვარს,დალი და მოდილიანი ჩემი კერპები არიან ასე ვთქვათ....



p.s. ქევანა თორნიკე სამხარაძე გამოგრჩა laugh.gif laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 7 2011, 05:05 PM

ციტატა(toka@ @ Feb 7 2011, 11:15 AM) *

მოდი მაშინ ასე ვიტყვი,მოწონთ დალი,მაგრამ არ ამბობენ რადგან არ უნდათ სხვას"გაუტეხონ" და იმას ემხრობია..მგონი აგრააა ეგიოზმი smile.gif ნუ პიკასო არც მე მიყვარს,დალი და მოდილიანი ჩემი კერპები არიან ასე ვთქვათ....

p.s. ქევანა თორნიკე სამხარაძე გამოგრჩა laugh.gif laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif kiss1.gif


მართლმადიდებლურ ფორუმზე ამ სიტყვას ცენზურა არ აქვს? smile.gif

აქ რას გულისხმობ? მე თუ მომწონს და ვიცი რომ ჩემს ირგვლივ ბევრს მოწონს რატომ არ უნდა მომწონდეს? რას ნიშნავს სხვას არ გავუტეხო? ანუ ამბობ, რომ ვისაც დალი არ მოსწონს, ალბათ რაღაც სჭირს ან სხვის გამო ამბობს ამასო... smile.gif ესე არ შეიძლება... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 7 2011, 06:49 PM

ციტატა
საერთოდ, გურჯიევი ყოფდა ხელოვნებას ორ ნაწილად: სუბიექტურად და ობიექტურად... ობიექტური არის ისეთი შედევრები რომლებიც ადრე შეიქმნენ და არ იყო შემქნელის პირადი აზრის ჩაქსოვა შიგნით...

ეგ შენი გურჯიევი ცდება smile.gif

ციტატა
სხვისი დამცირება რა საჭიროა? "არ უნდა აღიქვას, ან სხვისი გავლენის ქვეშაა" - ა

ესეც არასწორი აზრია. ამ შემთხვევაში თოკა მართალია, ბევრ ჩვენთაგანს არ ესმის მხატვრობის "ენა" და ვერ კითხულობს, ამიტომ არ მოსწონს smile.gif
მაგრამ გავა დრო, ისწავლის და წაიკითხავს, შემდეგ კი გაკვირვებით შენიშნავს, ეს აქამდე რატომ არ მომწონდაო smile.gif

მე მაგალითად ადრე დალი მომწონდა და პიკასო არა, გავიდა დრო და აზრი შემეცვალა, პიკასოში ვხედავ ჩემთვის უფრო ფასეულს, სამაგიეროდ დალი იმდენად აღარ მომწონს, ეგ კიარა ვხვდები ადრეც რატომ მომწონდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 7 2011, 08:38 PM

ციტატა(ქევანა @ Feb 7 2011, 06:49 PM) *

ეგ შენი გურჯიევი ცდება smile.gif
ესეც არასწორი აზრია. ამ შემთხვევაში თოკა მართალია, ბევრ ჩვენთაგანს არ ესმის მხატვრობის "ენა" და ვერ კითხულობს, ამიტომ არ მოსწონს smile.gif
მაგრამ გავა დრო, ისწავლის და წაიკითხავს, შემდეგ კი გაკვირვებით შენიშნავს, ეს აქამდე რატომ არ მომწონდაო smile.gif

მე მაგალითად ადრე დალი მომწონდა და პიკასო არა, გავიდა დრო და აზრი შემეცვალა, პიკასოში ვხედავ ჩემთვის უფრო ფასეულს, სამაგიეროდ დალი იმდენად აღარ მომწონს, ეგ კიარა ვხვდები ადრეც რატომ მომწონდა biggrin.gif


ეგ შენი აზრია რომ გურჯიევი ცდება, დააყოლე ხოლმე... smile.gif

ესეგი შენ გინდა თქვა, რომ ტაჯ მაჰალი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს? ან შუასაუკუნეების ულამაზესი ფერწერა? smile.gif აი პიკასო, დალი და მათნაირები კი ბევრს არ მოსწონს... smile.gif

აჰა შეხედე ჩინურს, ეს არის ვანგ ჩუანგის ვილა:

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ესენი არაა ძენ-ის ოსტატის დახატული, ესენი არის ჩვეულებრივი მხატვრის - ვანგ იუანგქის რომელიც ცხოვრბოდა XVII-XVIII საუკუნეებში... მთლიანი სურათი არ დევს ისე, ერთი სურათია რეალურად, უბრალოდ გრძელია ძალიან და დაანაწევრეს... მე ვთვლი რომ საინტერესო სურათია და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის... თორემ არ ვამბობ რომ ჩემი საყვარელი სურათია... smile.gif



პ.ს. ანეკდოტი მოგეწონა პიკასოზე? smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 7 2011, 10:14 PM

მე ორ კატეგორიად დავყავი ხალხოოოოოოოო,,ვერ აღიქვამენ და აღიქვამენ და არ ამბობენ... smile.gif p.s. კარგი ანეგდოტი იყო გამეღიმა biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 8 2011, 08:44 PM

ციტატა
ესეგი შენ გინდა თქვა, რომ ტაჯ მაჰალი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს? ან შუასაუკუნეების ულამაზესი ფერწერა?

თავისუფლად შეიძლება შეგხვდეს ეგეთი smile.gif მე შემხვედრია.
შენ გეეჭვება? biggrin.gif

ჩემი აზრიცაა და საერთოდაც ასეა, გურჯიევი ცდება, მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად ჰყოფს ხელოვნების ნაწარმს. ხელოვნების აბსოლუტურად ყველა ნაწარმში არის რაღაც დოზით სუბიექტურიც და ობიექტურიც. იმიტომ რომ ყველა მხატვარი (თუ ხელოვანი საერთოდ, გინდა არიქტექტორი იყოს, გინდა მუსიკოსი და გინდა ოქრომჭედელი), უნდა ეს თუ არ უნდა, ეპოქის შვილია და ამას თავის შემოქმედებაშიც გვანახებს, ამასთან ის ინდივიდია და მის ნახატებში ჩვენ ვხედავთ მის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

და რატომ მოგყავს გურჯიევი ავტორიტეტულ წყაროდ? ვინაა ვუაბშე? ვის დაკარგვია? biggrin.gif ეზოთერიკოსები ხშირად მიქარავენ, ყველას კი არ უნდა უსმინო biggrin.gif არც მე ვუსმენ ყველას biggrin.gif

პ.ს. პიკასოზე უარესი ქალები მე ვიცი შუასაუკუნეების გერმანულ მხატვრობაში biggrin.gif კრანახი აიღე biggrin.gif ისე კაი ანეგდოტია, მაგრამ ცოტა მარილი აკლია biggrin.gif

ციტატა
აჰა შეხედე ჩინურს, ეს არის ვანგ ჩუანგის ვილა:

აზიური ხელოვნება საერთოდ სხვა სამყაროა.

იცით რა არის ბავშვებო? თუ გინდათ ხელოვნებას ჩაწვდეთ რაღაცნაურად მაინც, ძალიან ნუ შემოისაზღვრავთ თავს ჩარჩოებით და ამასთან ძალიან ნუ გაიშლებით სივრცეში.. პარადოქსია, მაგრამ ასეა...

toka@
ვსაუბრობ

ისე, მოვნახავ ეხლა პიკასოს ზოგიერთ გამორჩეულ ნახატებს...

რემბრანდტს არ დავდებ, ისედაც შეგიძლიათ მიხვდეთ რომელი უფრო უფრო უფროოო მომწონს : D

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 8 2011, 08:55 PM

დაინახეთ პიკასოც
აბა ეს მშვენიერი არ არის?
http://www.radikal.ru

ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ..
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 8 2011, 11:15 PM

ციტატა(ქევანა @ Feb 8 2011, 09:55 PM) *

დაინახეთ პიკასოც
აბა ეს მშვენიერი არ არის?
http://www.radikal.ru

ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ..
http://www.radikal.ru

მეორე კარგია მაგრამ პირველი რავიცი,ჩემი აზრით ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც..აბა ახლა დალიც ნახეთ http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 9 2011, 01:14 AM

ქევანა

ციტატა
აბა ეს მშვენიერი არ არის?

ეგ კი, მომეწონა
ციტატა
ან ეს.. რამხელა სწრაფვაა თავისუფლებისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ..

აი ეგ კი biggrin.gif სწრაფვა რომ იყოს ისეთი დიდი როგორიც შენ წარმოგიდგენია არამგონია მათ ხელის ჩასაკიდად ეცალოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 9 2011, 03:57 PM

ლეონარდო და ვინჩიზე მეტად არავინ აღამფრთოვანებს smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Feb 10 2011, 01:29 AM

http://img684.imageshack.us/i/rembranti.jpg/
რემბრანტი wub.gif აღმაფრთოვანებს და მაოცებს smile.gif
განსაკუთრებით ეს ნახატი.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2011, 02:24 AM

ჩემი აზრით, ფერწერული ტილო პირველ რიგში უნდა იყოს ფერწერული(!) და არა ფილოსოფიური.
უნდა გიქმნიდეს "შთაბეჭდილებას" და განწყობას.
ფრაზა: "მხატვარს რა აქვს ამაში ჩაქსოვილი" ნერვებს მიშლის biggrin.gif
არ უნდა იღლებოდეს ტვინი ფიქრით, თუ რა შეიძლება ეფიქრა ავტორს.
ის მხოლოდ მისი კი არ არის, რომ მაყურებელი ვერ იგებდეს შინაარსს.
........
ვან გოგი გენიოსია!
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
მზის ფერები შენში იღვრება და გათბობს კი არა, პირდაპირ - გწვავს.
ქევანას ვეთანხმები, ყოველი მხატვრის შემოქმედების შესწავლასთან და გაცნობასთან ერთად რაღაც დონეზე იწყებ მის დაფასებას და მოწონებას.
ხვდები, რომ აქვს რაღაც ინდივიდუალური სულის გამოძახილი, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ შექმნის.
მაგ. შაგალი თავიდან ისეთ უარყოფით ემოციას იწვევდა ჩემში, მაგრამ მერე ჰაეროვანი გახდა.
აბა დააკვირდით მისი ნახატის გმირების, ისინი დაფრინავენ.
თითქოს სხვა განზომილების (ზღაპრული) ადამიანები არიან
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
აქ რაც დავდე, ჩემი საყვარელი ნახატები არაა, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.
ბარემ ჩამოვთვლი საყვარელ მხატვრებს: ვან გოგი, ფოროსმანი, ველასკესი, რემბრანტი, გოია, სეზანი და სხვანი მრავალნი (ჯოტო, ვერმეერი, გოგენი...)
საერთოდ იმპრესიონისტები და მათი გამგრძელებელი პოსტიმპრესიონისტები.
ასე მგონი, ამის შემდეგ დაიწყო დეპრესიულ-ექსრპესიული ხანა თავის "გადაგვარებებით" dry.gif
პ. ს. ამ თემაში შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 10 2011, 05:00 AM

ქევანა

პიკასოს არც ეგ პირველი სურათი მომწონს და არც მეორე... smile.gif

toka@

დალი საინტერესოა კი... smile.gif მაგრამ ვეთანხმები tamuna m-ს...

nat_uly

თვალები აქვს საინტერესო მაგას, ისე სახე არ მომწონს... smile.gif



აჰა ხალხო, ეს ნახეთ:

http://www.radikal.ru

ივან სლავიანსკისია როგორც ფეისბუქზე ეწერა... smile.gif

ძალიან მომწონს ამგვარი ფოტოები და ნახეთ რა ლამაზი გამომეტყველება აქვს სახის ამ პატარა გოგოს... smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Feb 10 2011, 03:02 PM

Otherguy
მთლიანობაში კარგია, მაგრამ თვალები ხომ ისედაც ყველაზე მთავარია smile.gif))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 10 2011, 04:28 PM

ikanosi
გაგლლახავ მე შენ smile.gif kiss1.gif

tamuna m
არ გეთანხმები თამუნ, შენ ეხლა მხატვარს აკნინებ, როცა ამბობ:

ციტატა
არ უნდა იღლებოდეს ტვინი ფიქრით, თუ რა შეიძლება ეფიქრა ავტორს.
ის მხოლოდ მისი კი არ არის, რომ მაყურებელი ვერ იგებდეს შინაარსს.

უნდა იღლებოდეს, დიახაც... მხატვრობაც ენაა, ოღონდ სხვანარი...
და ის რომ შეიძლება მაყურებელმა სხვა დაინახოს, მხატვარი კი ამდროს სხვას გულისხმობდეს, ეს სხვა რაღაცის ბრალია biggrin.gif kiss1.gif
და თუ მხატვამა ორი ხაზი გაავლო და აზრი არ ჩადო, ის ჩემთვის მკვდარია... გინახავს ცოცხალი მკვდრები, თამუნ?

Otherguy
შენ ახლა არ მოგწონს, თორემ გავა დრო, შეიძლება მოგეწონოს smile.gif
როგორც მივხვდი ფიგურატიული, რეალისტური, რომელიც წაუნატურალიზმებს, ეგეთი ნახატები მოგწონს, ფერებით სავსე biggrin.gif
მაშინ პინო დაენი შენთვისაა ზედგამოჭრილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2011, 08:26 PM

ქევანა

ციტატა
და თუ მხატვამა ორი ხაზი გაავლო და აზრი არ ჩადო, ის ჩემთვის მკვდარია...

ვერ გამიგე.
მაყურებლისთვის ადვილი გასაგები უნდა იყოს.
მხატვარმა ისე უნდა მოიტანოს შენამდე ნამუშევარი, რომ ერთი შეხედვითაც შთაბეჭდილებას ახდენდეს.
ტილო მხოლოდ სააზროვნო არ უნდა იყოს, თორემ ყველა ავტორი ფიქრობს წერის დროს.
წინა პოსტში ვთქვი კიდეც, რომ პირველრიგში (და არა - მხოლოდ) უნდა იყოს მხატვრული და მერე თუ გინდა იყოს ფილოსოფიურიც.
ციტატა
და ის რომ შეიძლება მაყურებელმა სხვა დაინახოს, მხატვარი კი ამდროს სხვას გულისხმობდეს, ეს სხვა რაღაცის ბრალია

მასე ხელოვნებათმცოდნეები ისეთ რამეს აღმოაჩენენ და მიაწერენ ნახატს, რომ ავტორს არც უფიქრია biggrin.gif
ესეც საინტერესოა, რომ ყველა ადამიანში განსხვავებული ემოცია გამოიწვიო.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 11 2011, 11:14 AM

tamuna m

ციტატა
მაყურებლისთვის ადვილი გასაგები უნდა იყოს.


მაყურებელსაც გააჩნია თამუნ biggrin.gif ეხლა აგიხსნი რას ვგულისხმობ.
აი, სოფელში მიწაზე გაზრდილ გლეხს როგორ უნდა მოსთხოვო გაიგოს ფერთა ეს შეხამება ამა და ამ აზრსა თუ ემოციას გამოხატავსო

მე ვფიქრობ, რომ მაყურებელსაც სჭირდება აღზრდა
და ჰო, ამაში გეთანხმები, მხატვარსაც სჭირდება მიაგნოს იმ გამომსახველობით ხერხს/მეთოდს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. არ უნდა ჩაახუჭუჭოს. რომ მოხდეს კავშირი პიროვნებასა (მხატვარს) და გარემოს (მაყურებლებს) შორის.

აი, მაგალითად წრე ძალიან ბევრ ხალხთან მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა და ეს კოლექტიური ცნობიერების დონეზეა. თუ შენ ამ წრეში განზრახ სხვა სიმბოლოს ჩადებ, მაშინ ცხადია ვერავინ ვერაფერს გაიგებს და სულ სხვა შინაარსს მიიღებს "სიტყვა". ამიტომ შენი წრე უნდა იყოს ის წრე, რაც კოლექტიურ ცნობიერებაშია, რაც ზოგადად არის განმარტებული, სხვაგვარად შენ ვერასდროს გაგიგებენ, ან გაგიგებენ გვიან...

ხოდა, იმაში ვთანმხდებით მგონია, რომ მხატვრები ეს ცალკე კასტა არაა, და მათ სჭირდებათ მაყურებელი, საზოგადოება. ამიტომ მხატვარმა უნდა გაითვალისწინოს როცა ხატავს, ვისთვის ხატავს.
მაგრამ ეს ხომ ცალმხრივი არაა? დაუშვათ მოიტანა მხატვარმა შენამდე ნამუშევარი, შენ შეძლებ წაიკითხო?

რაც შეეხება ამას
ციტატა
მასე ხელოვნებათმცოდნეები ისეთ რამეს აღმოაჩენენ და მიაწერენ ნახატს, რომ ავტორს არც უფიქრია

მიფიქრია ამაზე. მგონია რომ როგორც ცხოვრება არის მრავალფეროვანი, როგორც ადამიანი არის მრავალკუთხოვანი, ასე ნახატიც. ჩვენ ზუსტად არ ვიცით (გულსა და გონებაში არ ვიხედებით) რას გულისხმობს მხატვარი (მაგალითად ეხლა როგორ გავიგოთ რას ფიქრობდა და ამბობდა რემბრანდტი?), ხოდა ყველა ადამიანი სხვადასხვა კუთხეს უყურებს, სხვადასხვანაირად იგებს შინაარსს და შედეგიც სახეზეა.
აი, ცილის მოლეკულა არის 4, მაგრამ მისი სხვადასხვა თანამიმდევრობა მილიონობით ტიპის სიცოცხელს ქმნის.
ესაა სასწაული...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 11 2011, 02:22 PM

ქევანა
ყველაფერში შეიძლება დაგეთანხმო ამის გარდა:

ციტატა
აი, სოფელში მიწაზე გაზრდილ გლეხს როგორ უნდა მოსთხოვო გაიგოს ფერთა ეს შეხამება ამა და ამ აზრსა თუ ემოციას გამოხატავსო

გლეხსაც აქვს სილამაზის აღქმის უნარი.
ემოცია ხომ მხოლოდ ნასწავლიდან და აღზრდიდან არ მოდის.
შეიძლება იმან უფრო გაიგოს ფერწერული პეიზაჟის სიღრმე wub.gif
ან თუნდაც "კარტოფილის მჭამელების" მძიმე განწყობა.
თან გლეხთან ახლო დგას ეს ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 11 2011, 04:10 PM

tamuna m
ნუდამეთანხმები რა biggrin.gif kiss1.gif

მხოლოდ აი... სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია, გლეხმა შეიძლება თქვას: ლამაზია... მაგრამ ვერ გითხრას კონკრეტულად რაში დაინახა სილამაზე, ან როგორ დაინახა, ეს იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს შესაბამისი ... ვერ გეტყვის რომ ლამაზია იმიტომ რომ წითელის გვერდით ბაცი ვარდისფერი ტონია დადებული, და კიდევ იმიტომ რომ შუქ-ჩრდილები აქვს.

კიდევ აი რა.. გლეხმა შეიძლება ვერ გაიგოს მალევიჩის კვადრატი რა სიმბოლოებს იტევს, შეხედოს და არ მოეწონოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მალევიჩის ნახატია ცუდი? ხოდა ასე... მგონი მე სათქმელი ამოვწურე sad.gif


ეხ, მაგისტრის ხარისხი რატო არ მაძლევს ლექტორობის უფლებას rolleyes.gif მგონი ვიცი რატომაც laugh.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 11 2011, 04:16 PM

tamuna m
ქევანა
ნეტაი თქვენ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Feb 11 2011, 06:23 PM

ციტატა(toka@ @ Feb 8 2011, 11:15 PM) *

მეორე კარგია მაგრამ პირველი რავიცი,ჩემი აზრით ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც..აბა ახლა დალიც ნახეთ http://www.radikal.ru


რისი თქმა უნდოდა დალის ამ ნახატით როგორ ფიქრობ? რას ხედავ ამ ნახატზე?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 11 2011, 11:19 PM

ციტატა(syd @ Feb 11 2011, 07:23 PM) *

რისი თქმა უნდოდა დალის ამ ნახატით როგორ ფიქრობ? რას ხედავ ამ ნახატზე?

საერთოდ დალი არაფერს ამბობდა,ძნელია გაიგო სიურეალიზმში მხატვრის ხედვა...ჩემი აზრით სიურეალისზმში მთავარია მნახველი რას განიცდის...მე მანდ ხატაში ნაყოფიერებას ვხედავ და ამავე დროს თავისუფლებასა და ამ თავისუფლების შეზღუდვა...ამ უკანასკნელამდე მივედი იმით,რომ დავაკვირდეთ ნახატს ნახევარი და მთავარი ფიგურები უწონობაში არიან,რაც მათ სრულ თავისუფლებას აძლევს და განადგურება ამ თავისუფლების,რაზეც სპილოც მეტყველებს,ეს დიდი ცხოველიც კი დატვირთულია,როგორც ვხედავთ,არც ისაა თავისუფალი....

რა თქმა უნდა,ეს ჩემი აზრია
p.s. თავისუფლება იმდენჯერ დავწერე ჩემი მასწავლებელი ყურს ამიწევდა ტავტოლოგიისათვის biggrin.gif biggrin.gif ბოდიში მაას biggrin.gif

თუ აზრი ვერ გაიგეთ რა მინდოდა დიდი ბოდიში რადგან ძნელია ჩემთვის გადმოვცე ის რასაც განვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 12 2011, 11:24 AM

toka@
ბროწეული არ გამოგრჩეს კიდე biggrin.gif

ბერძნულ მითში ეგ ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო იყო : )

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Feb 12 2011, 01:56 PM

მე პიტერ ბრეიგელის ეს გრავიურა მომწონს ძალიან

"დიდი თევზი ჭამს პატარა თევზს"

ამ ულმობელ სამყაროში დიდი ყოველთვის ყლაპავს პატარას თავისდაუნებურად... ბრეიგელი ძალიან მძაფრად აღიქვამდა რეალობას. მის ნახატებში კარგად ჩანს ეს.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ნახატზე? რას ხედავთ? ეთანხმებით ბრეიგელს? smile.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 12 2011, 05:53 PM

ციტატა(syd @ Feb 12 2011, 02:56 PM) *

მე პიტერ ბრეიგელის ეს გრავიურა მომწონს ძალიან

"დიდი თევზი ჭამს პატარა თევზს"

ამ ულმობელ სამყაროში დიდი ყოველთვის ყლაპავს პატარას თავისდაუნებურად... ბრეიგელი ძალიან მძაფრად აღიქვამდა რეალობას. მის ნახატებში კარგად ჩანს ეს.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ნახატზე? რას ხედავთ? ეთანხმებით ბრეიგელს? smile.gif

http://pix.ge/

ჩემი აზრით,ბრეიგელის ამ ნახატში მთელი ჰარმონია დაარღვია ადამიანმა...მიმაჩნია რომ მხატვარს ამით იმის თქმა კი არ უნდოდა თუ როგორ ჩაგრავს დიდი თევზი პატარას,არამედ იმის თუ როგორ უშლის ხელს ადამიანი ზღვის ეგრეთწოდებულ ჰარმონიას...აქ ყველაზე დიდი ულმობელი ადამიანია და მიმაჩნია რომ ავტორმა ზუსტად გადმოცა თავისი აზრები ადამიანის შესახებ smile.gif smile.gif

P.s. თუ აზრი ვერ გამიგეთ ბოდიში smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Feb 12 2011, 07:20 PM

toka@

ციტატა
ჩემი აზრით,ბრეიგელის ამ ნახატში მთელი ჰარმონია დაარღვია ადამიანმა...მიმაჩნია რომ მხატვარს ამით იმის თქმა კი არ უნდოდა თუ როგორ ჩაგრავს დიდი თევზი პატარას,არამედ იმის თუ როგორ უშლის ხელს ადამიანი ზღვის ეგრეთწოდებულ ჰარმონიას...აქ ყველაზე დიდი ულმობელი ადამიანია და მიმაჩნია რომ ავტორმა ზუსტად გადმოცა თავისი აზრები ადამიანის შესახებ


საინტერესო მოსაზრებაა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 13 2011, 12:21 AM

ციტატა(syd @ Feb 12 2011, 08:20 PM) *

toka@
საინტერესო მოსაზრებაა

შევეცადე biggrin.gif biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 13 2011, 01:40 AM

ციტატა(toka@ @ Feb 12 2011, 05:53 PM) *

ჩემი აზრით,ბრეიგელის ამ ნახატში მთელი ჰარმონია დაარღვია ადამიანმა...მიმაჩნია რომ მხატვარს ამით იმის თქმა კი არ უნდოდა თუ როგორ ჩაგრავს დიდი თევზი პატარას,არამედ იმის თუ როგორ უშლის ხელს ადამიანი ზღვის ეგრეთწოდებულ ჰარმონიას...აქ ყველაზე დიდი ულმობელი ადამიანია და მიმაჩნია რომ ავტორმა ზუსტად გადმოცა თავისი აზრები ადამიანის შესახებ smile.gif smile.gif

P.s. თუ აზრი ვერ გამიგეთ ბოდიში smile.gif



საინტერესო აზრია, ალბათ ამიტომაა ღმერთიც რომ არ ერევა იმაში თუ რაც დედამიწაზე ხდება... rolleyes.gif


ქევანა

ბერძნული მითი იცოდა მერე ჩვენმა დალიკომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Feb 14 2011, 12:23 AM

მსოფლიოს მუზეუმების და ნახატების დათვალიერება ინტერნეტით www.googleartproject.com

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Jun 26 2011, 12:37 AM

სალვადორ დალი..კაცი მისტიკა.. Шишкин Иван კაცი ბუნებისმეტყველი ტყიური სული ..,აივაზოვსკი,კაცი ოკეანე...გუსტავ მორე..ბოტიჩელი კაცი რომანტიკა ..და ვინჩჰი კაცი ენიგმა ...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jun 26 2011, 08:03 PM

ციტატა(tatilinta @ Jun 26 2011, 12:37 AM) *

სალვადორ დალი..კაცი მისტიკა.. Шишкин Иван კაცი ბუნებისმეტყველი ტყიური სული ..,აივაზოვსკი,კაცი ოკეანე...გუსტავ მორე..ბოტიჩელი კაცი რომანტიკა ..და ვინჩჰი კაცი ენიგმა ...

huh.gif ohmy.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Jun 26 2011, 11:03 PM

ციტატა(toka@ @ Jun 26 2011, 08:03 PM) *

huh.gif ohmy.gif rolleyes.gif

toka@ help.gif oops.gif mail1.gif ki.gif ki.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jun 27 2011, 06:12 PM

ციტატა(tatilinta @ Jun 26 2011, 11:03 PM) *

toka@ help.gif oops.gif mail1.gif ki.gif ki.gif

მოვინიშნავ აუცილებლად biggrin.gif

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Jun 27 2011, 06:43 PM

ცჰემი საყყვარელიიიი smile.gif http://www.youtube.com/watch?v=T_c0s4ODBH0&feature=related შიშკინი http://www.youtube.com/watch?v=bIVu42EU2kw დალი http://www.youtube.com/watch?v=QHH28cRXu0U&feature=related ბოტცელი http://www.youtube.com/watch?v=lRph7o8Keo მორე http://www.youtube.com/watch?v=gojnciLNn4Y&playnext=1&list=PL231F1A9999A7B60F

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jun 27 2011, 07:10 PM

ციტატა(tatilinta @ Jun 27 2011, 06:43 PM) *

ცჰემი საყყვარელიიიი smile.gif http://www.youtube.com/watch?v=T_c0s4ODBH0&feature=related შიშკინი http://www.youtube.com/watch?v=bIVu42EU2kw დალი http://www.youtube.com/watch?v=QHH28cRXu0U&feature=related ბოტცელი http://www.youtube.com/watch?v=lRph7o8Keo მორე http://www.youtube.com/watch?v=gojnciLNn4Y&playnext=1&list=PL231F1A9999A7B60F

მოხიბლული ვარ...მეც მიყვარს ესენი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 29 2011, 04:01 PM

კარგია რომ მხატვრობა გაინტერესებთ happy.gif



პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jun 29 2011, 11:01 PM

რეიმონდ ჯორჯეს ივ ტანგი (Yves Tanguy; 5 იანვარი, 1900 - 15 იანვარი, 1955) იყო სიურეალისტი მხატვარი.

დაიბადა პარიზში, საფრანგეთში. მისი ორივე მშობელი ბრეტონული წარმომავლობის იყვნენ.

1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, სადაც იგი მხარდაჭერას უცხადებდა ჟაკ პრევერს. მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, 1922 წელს ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც იგი მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. სრულიად შემთხვევით ის გადაეყარა ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო შთაბეჭდილებული, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, მიუხედავად მისი არასათანადო განათლებისა.

ტანგის ჰქონდა ჩვეულება, სრულიად ყოფილიყო ჩაფლული მხატვრობის ტალღაში, რომელზედაც ის მოქმედებდა.

მისი მეგობრის, ჟაკ პრევერის მეშვეობით, დაახლოებით 1924 წელს იგი მოხვდა ანდრე ბრეტონის გარშემო მყოფი სიურეალისტი მხატვრების ჯგუფში. ტანგიმ მალევე შეძლო განევითარებინა საკუთარი უნიკალური მხატვრობის სტილი, რამაც მას 1927 წელს მისცა საშუალება პირველი გამოფენა ჩაეტარებინა პარიზში. ბრეტონმა კონტრაქტი დაუდო ტანგის, რათა მას 12 ნაწილი გაეკეთებინა წელიწადში, მაგრამ მისი შემოსავლების მიხედვით ტანგი უფრო ნაკლებს აკეთებდა და მან მხოლოდ 8ხელოვნების ნიმუში შექმნა ბრეტონისთვის.

1930-იანი წლების განმავლობაში, ტანგი ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, რამაც მისი პირველი ქორწინება შეიწირა. 1928 წლიდან ტანგი მეთვალყურეობს მხატვარ კეი სეიჯს, რის შედეგადაც ტანგი მეორედ ქორწინდება.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სეიჯი მიმეგზავრება მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში და ტანგი, რომელიც ბრძოლისთვის გამოუდეგარი აღმოჩნდა, მასთან ერთად მიდის. მათ გადააკეთეს სოფლის ერთ-ერთი სახლი მხატვრების სახლად ვუდბერში, კონეკტიკუტის შტატში. 1948 წელს ტანგი გახდა აშშ-ის მოქალაქე.

1955 წელს ტაგიმ გადაიტანა ფატალური დარტყმა ვუდბერში. მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია და შენახული იყო სეიჯის სიკვდილამდე, 1963 წლამდე. მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა დოუარნენნეზის სანაპიროზე, მის საყვარელ ბრეტონეთში, ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.

ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.




http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 14 2011, 11:50 AM

ციტატა
მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება


ბოტიჩელი.

ქრისტეს დატირება
http://pix.ge/

მადონა დელ მანიფიკატ
http://pix.ge/

ხარება
http://pix.ge/

"გაზაფხულის" დეტალი
http://pix.ge/

ვენერა
http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 7 2012, 01:08 PM

ალტერნატიული თემა
AVM

პოსტეთ აქ საყვარელ მხატვრებზე დასავლეთ ევროპულ მხატვრობიდან : )

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 7 2012, 02:22 PM

უილიამ ბუგერო ( 1825 - 1905)

აი იგიც
IPB-ს სურათი

მლოცველი გოგონა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

მენელსაცხებლე დედები
IPB-ს სურათი





შეხედეთ ყველაფერი როგორი პროპორციულია, ფოტოებს ჰგავს... ძალიან ლამაზია

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 28 2013, 12:39 PM

აკაკი
ბუგეროს გოგოს არ გავს ეს გოგო?
http://radikal.ru/fp/c0cd46a4f76540c381b4add1d8c62499

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 28 2013, 01:01 PM

qetevano
ჰგავს, კი, კიდევ უფრო მაღალი თუ მსხვილი ტუჩები რომ ჰქონდეს მთლად დაემსგავსებოდა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 28 2013, 01:23 PM

თავის თავი აქვს ბუგეროს სტილში დახატული, თუ ვიპოვე დავდებ. კარგია ძალიან.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 29 2013, 05:31 PM

qetevano
მალადეც, საინტერესოა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2013, 05:34 PM

qetevano
გელოდებით...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 1 2013, 08:20 PM

ვერ ვპოულობ, წაშალა ალბათ. sad.gif ვქექავ კიდე მის ალბომებს აბა და....

ვერ ვპოულობ, წაშალა ალბათ. sad.gif ვქექავ კიდე მის ალბომებს აბა და....

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 25 2013, 01:33 AM

http://radikal.ru/fp/9d78baee630342eda22b4634f98f602d
საათობით შემიძლია ვუყურო რემბრანდტის აი ამ ნამუშევარს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 25 2013, 09:14 AM

qetevano
რამოდენიე წუთი მეც მშვიდად ვუყურე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 25 2013, 06:50 PM

რა ვქნა , არ შემიძლია რემბრანტზე ას ,,გადარევა.''
აღორძინება და ბაროკო კი ბატონო...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 25 2013, 09:53 PM

რა ბაროკო რა გურამ, რემბრანდტის ცხოვრებას რომ გაეცნო, მაგის ფიქრებს და აზრებს, მერე უბრალოდ რომ დაჯდე და მაგის ნამუშევრების თვალებს დააკვირდე, ვერაფერს ვეღარ იტყვი რა. ჯადოქარია ჩემთვის რემბრანდტი და გაჩერდი ახლა huh.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 26 2013, 12:46 AM

არ მიყვარს კუბიზმი, საშინლად ვერ ვუგებ აბსტრაქციონიზმს და მისთანებს biggrin.gif ადრე ფოვიზმი მხიბლავდა რაღაცნაირად (დღეს უკვე ნაღდად არ ვიცი რატომ biggrin.gif ).
გემოვნება არ მაქვს ისეთი იმპრესიონიზმი რო მომეწონოს...
საჭიროზე მეტად არასოდეს ვაწვრილმანებ საქმეს; ანუ არც პუანტილიზმი და პრერაფაელიტების შემოქმედება.
რა თქმა უნდა მოდერნიზმზე საუბარი არც არის dry.gif

ჩემს სიმპატიებს იმსახურებენ ბაროკო და სიურეალიზმი. ჯერჯერობით საყვარელი მხატვრები არიან რემბრანდტი და სალვადორ დალი (Avida Dollars-ს ვეთანხმები კი არადა, სხვას ვერ იტყვი რომც გინდოდეს მემგონი biggrin.gif )
მეტი არ გამეგება მხატვრობაში.

მაინტერესებს რატომ შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა რაიმე ნახატში (გინდა რემბრანდტი იყოს, გინდა პიკასო, გნებავთ ჩემი 6 წლის ასაკში დახატული ცხენი) სადღაც 1000 დოლარზე მეტი.
კიდე ცნობისმოყვარეობა მკლავს რატო არ არის ისეთივე ფასეული კუბიზმის აბსტრაქციონიზმის და ა.შ ნამუშევრების ე.წ ,,კაპიროვკები''

პ.ს ვინმე თუ გამცემს ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს მადლობელი დაგრჩებით. რატომ იხდის ადამიანი ამ ნამუშევარში 140 მილიონ დოლარს????????????????????????????????????????
http://radikal.ru/fp/258bbb640e0f4291a69bc49e023d7b9f




ჩემი აზრით მე ამაზე ლამაზად ჯღაბნა შემიძლია
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პ.პ.ს ბუგერომ ,,გაასწორა''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 01:19 AM

qetevano

ციტატა
რა ბაროკო რა გურამ, რემბრანდტის ცხოვრებას რომ გაეცნო, მაგის ფიქრებს და აზრებს, მერე უბრალოდ რომ დაჯდე და მაგის ნამუშევრების თვალებს დააკვირდე, ვერაფერს ვეღარ იტყვი რა. ჯადოქარია ჩემთვის რემბრანდტი და გაჩერდი ახლა

შენ მხატვარი ხარ და სხვანაირად აღიქვავ.
რემბრანტის ცხოვრებას მეტ–ნაკლებად ვარ გაცნობილი , მაგის ნამუშევრებსაც და.ა.შ. მაგრამ რა ვქნა ახლა , რუბენსის უფრო მომწონს , ვიდრე რემბრანტი.
(დავინჩი , მიქელანჯელო , რაფაელი , ტინტორენტო და.ა.შ. ხომ საერთოდ)
პირადი ცხოვრებით შეიძლება რუბენსზე ბევრად იდეალისტური , საინტერესო , მრავალფეროვანი და.ა.შ. იყო , მაგრამ მე ბაროკო , ბევრად უფრო მომწონს ვიდრე რემბრანტი. (რენესანსი ხომ საერთოდ)
და არა მარტო ეს– იმპრესიონიზმი , პოსტიმპრესიონიზმი , სიურეალიზმი , სოსოიასი არ იყოს–კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი და ეს სისულელეები ხომ საერთოდ რა...

ციტატა
მაინტერესებს რატომ შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა რაიმე ნახატში (გინდა რემბრანდტი იყოს, გინდა პიკასო, გნებავთ ჩემი 6 წლის აუ ასაკში დახატული ცხენი) სადღაც 1000 დოლარზე მეტი.

ასე , კაი ხანია არ მომწონებია შენგან არაფერი...
რატომ და ჭკუასუსტი უნდა იყო და ფული სად დახარჯო არ იცოდე.
ციტატა
რატომ იხდის ადამიანი ამ ნამუშევარში 140 მილიონ დოლარს????????????????????????????????????????

რასელისტი ვიყო , თუ ამაში 140 ლარი გადავიხადო...biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 26 2013, 10:04 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 26 2013, 01:19 AM) *

რასელისტი ვიყო , თუ ამაში 140 ლარი გადავიხადო...biggrin.gif

IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი
ეს მაგარი იყო, ახალი ფრაზე :" მე ვიყო რასელისტი ".
პ.ს მე მაგალითად ყველაზე მეტად ლეონარდო მომწონს (დიკაბრიო არა და ვინჩი) biggrin.gif ძალიან მაგარი ხედვა აქვს თან წარმოუდგენლად დიდი მოაზროვნე იყო. მისი ნახატები კი იმდენად სიმეტრიული და ამოუცნობია წარმოუდგენელია არ მოგხიბლოს. რენნესასნსი და სურეალიზმი მომწონს ეს უკანასკნელი განსაკუთრებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 26 2013, 12:58 PM

დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია ჯერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 11:09 PM

სიურეალიზმი მაინდამაიც არა...
და რატომ იცი?
ძირითადად არარეალური კომპოზიციებია რა , და რენესანსში რეალური...
ფანტასტიკა , ოცნება, ილუზიები , იდეალიზმი და.ა.შ არ მიყვარს...

პრაქტიკულობა და პრაგმატულობა...
ვსო...
: d

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 27 2013, 12:03 AM

qarizma2

ციტატა
დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია ჯერ

ეხლა მოუცლელად ვარ და მერე ჩამოგიყალიბებ კარგად რატომ იყიდება ეგ ნახატები ძვირად და ა.შ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2013, 12:13 AM

qetevano
მხატვრისგან საინტერესო იქნება მაგის მოსმენა...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)