IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხოჭო, ანუ ევოლუციის თეორიის პრობლემები
ევოლუციის შედეგი თუ ღვთის ქმნილება?
თქვენი აზრი ადამიანის წარმოშობის შესახებ
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და შეიქმნა ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, დამოუკიდებლად(ღვთის მიერ) [ 21 ] ** [65.62%]
ადამიანი ევოლუციის შედეგად განვითარდა მაიმუნისგან [ 4 ] ** [12.50%]
არ ვიცი [ 3 ] ** [9.38%]
არ მაინტერესებს [ 0 ] ** [0.00%]
სხვა ვარიატი (დაწერეთ ქვემოთ) [ 4 ] ** [12.50%]
სამყაროს ასაკი
მილიარდობით წელი, განვითარდა შემთხვევით [ 4 ] ** [12.50%]
რამოდენიმე ასეული ათასი წელი, შემთხვევით განვითარდა [ 1 ] ** [3.12%]
დაახლოებით 7000 დან 10000 წლისაა და შეიქმნა გონიერი არსების (ღმერთის) მიერ [ 12 ] ** [37.50%]
არ ვიცი [ 9 ] ** [28.12%]
სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ) [ 6 ] ** [18.75%]
სულ ხმები:: 64
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
neo
პოსტი Sep 18 2009, 10:09 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მოდი რამოდენიმე ფაქტს დავწერ:


როცა 1966 წელს მთვარეზე პირველი ამერიკული ხომალდი დაეშვა, მეცნიერები გაოცდნენ, რადგან იგი მხოლოდ 1 სმ კოსმიური მტვრის ფენით იყო დაფარული. ყოველწლიურად მთვარეზე მლნ. ტონაზე მეტი მტვერი ცვივა 5 მლრდ. წლის განმავლობაში მტვრის ფენას 10 მეტრისათვის უნდა გადაეჭარბებინა...
მეორე ელდა 1969 წლის აღმოჩენას უკავშირდება. მეცნიერული დასკვნებით მთვარეს თხიერი ბირთვი არ უნდა ქონოდა, რადგან მოცულობით დედამიწაზე გაცილებით პატარაა და მალე (5 მლრდ. წელი) უნდა გაყინულიყო. მაგრამ გაირკვა, რომ მთვარე შინაგან სითბოს გამოასხივებს და სეისმურად მოქმედია, ეს კი ნიშნავს, რომ ის ახალგაზრდაა...

2.
მთის ჯიშებს `ხელმძღვანელი ნაშთების~ მეთოდით განსაზღვრავდნენ. მაგ. თუ რომელიმე ფენაში ტრილობიტები (ჭიები) შეგვხვდებოდა, ითვლებოდა რომ ქვანახშირის ფენა 220 – 600 მლნ. წლისაა. ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა აღმოჩენებმა კი ამ მეთოდის მცდარობა დაადასტურეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს ხეები (და არა მარტო ხეები), რომლებიც 2-3 ქვანახშირის ფენას კვეთენ...
მაგალითად, ინგლისში, ნიუკასლის ახლოს აღმოაჩინეს 6 მ. სიგრძის გაქვავებული ხე, რომელიც ქვანახშირის 10 ფენას კვეთდა. რაც იმას ადასტურებს, რომ ყველა ეს ფენა მცირე დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან სხვა შემთხვევაში ხე დალპობას მოასწრებდა.
ასეთი უამრავი აღმოჩენა გაკეთდა ჩვენს საუკუნეში...


3.
ასევე მცდარია რადიაქტიული ელემენტების, ურან სვინეცისა და რადიონახშირბადის მეთოდის გამოყენება. რადგან ეს მეთოდები ძირითადად ემყარება `ხელმძღვანელი ნაშთების~ მეთოდს. ამ საკითხის გადმოცემა აქ შეუძლებელია, უბრალოდ გეტყვით, რომ მეთოდი რომლითაც მეცნიერები დედამიწის ასაკს აფასებდნენ უკიდურესად მცდარი აღმოჩნდა...
რაც შეეხება ასაკის დათვლის სხვა ხერხებს, როგორიცაა კოსმიური მტვერის ჩამოცვენის, ატმოსფეროში ჰელიუმის შემცველობის, მდინარეების მიერ ზღვაში თუთიისა და მარილების ჩატანის, მაგნიტური ველის ცვლილების, მზის სისტემაში არსებული მტვრის მოცულობისა და კომეტების ასაკის გაზომვის მეთოდები – ყველა ევოლუციის მეთოდის საწინააღმდეგოდ მეტყველებს

4.
მეცნიერულად უკვე კარგა ხანია დასაბუთდა, რომ ეველუცია შესაძლებელია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოების ფარგლებში. ანუ მტრედი ვერასდროს ვერ გახდება ყვავი, ძროხა ცხენი და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ მუტაციების, ანუ შთამომავლობის გენეტიკურ კოდში სტრუქტურული ცვლილებების 99% ორანიზმისათვის მავნებელია (ანუ უფრო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ორანიზმი მიიღება) და 1% კი ნეიტრალური.
გენეტიკის დონეზე (ც ციტოქრომი), ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მრავალუჯრედიან ცხოველებს შორის უზარმაზარი განსხვავების მიუხედავად ვერცერთი სახეობა ბაქტერიებსა და მათ შორის შუალედურ რგოლად ვერ გამოდგება, ვერ იტყვი რომ თევზები და ბაყაყები უფრო ახლოს დაგანან ბაქტერიებთან ვიდრე ძუძუმწოვრები...


5.
ბუნება გაჯერებულია სახეობათა სხვადასხვა გვარი ტიპებით, რომლებიც არ გვევლინებიან თავიანთი ყოფის გარემოსთან იდეალურად შეგუებულნი. არ ფლობენ საკვების მოპოვების ან შთამომავლობის გაგრძელების იდეალურ სისტემას. ასე მაგალითად, ევროპული გველთევზა მტკნარ წყლებში ცხოვრობს. სიცოცხლის ბოლოს ის სარგასის ზღვაში მოგზაურობს ცენტრალური ამერიკის ნაპირებიდან 4-7 ათასი კმ_ის მოშორებით. ამ 8 თვიანი მოგზაურობის დროს ის არაფრით არ იკვებება და იმისათვიდ მიცურავს რომ შთამომავლობა დატოვოს და მოკვდეს. მიგრაციული ინსტიქტი ძლიერია - აუცილებლობის შემთხვევაში მას შეუძლია მშრალადაც იხოხოს, რომ მიაღწიოს მდინარემდე, რომელიც ზღვაში ჩადის. რა სარგებელია ამ მოგზაურობაში? რატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად ქვირითობას იქ შეხვდეს სადაც ცხოვრობს? საიდან იციან მათ გზა ზღვისაკენ და იქედან ცენტრალური ამერიკის სანაპიროებისაკენ? ნუთუ ეს ჩვეულება ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოიშვა, როგორც შთამომავლობის დატოვების საუკეთესო საშუალება?

6.

ევოლუციით შეუძლებელია მივიღოთ ჩვეულებრივი ხოჭოც კი
ტკაცუნა ბომბარდირი, თავდასხმისას ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს და მდუღარე მომწამვლელი სითხით წვავს მტერს, მოცისბრო ღრუბელი კი დამალვის საშუალებას აძლევს. ხოჭოს `სასროლი სისტემა~ შედგება 1. ორი სითხის გამომმუშავებელი ჯირკვლისაგან 2. სითხე 10% ჰიდროხინონი და 28% წყალბადის ზეჟანგი, რომელთა შერევა ფეთქებას იწვევს; 3. აფეთქების შემკავებელი ნივთიერებისაგან; 4. შემგროვებელი ტომრები , სადაც სითხე ინახება; 4. წვის კამერა, სადაც სითხე გადადის აფეთქებამდე; 5. აფეთქების შემკავებლის მანეიტრალიზირებელი ნივთიერებისაგან , რომელიც წვის კამერაში გამოიყოფა; 6 ლულაკებისაგან, რომელიც აფეთქებამდე სითხეს გარეთ ასხავს... როგორ ფიქრობ ეს სისტემა ერთიანად შეიქმნა თუ ევოლუციის შედეგად? აბა გაიაზრე ერთი კომპონენტიც რომ მოაკლო მას, ხოჭოს რა ელის?

7.
სასაცილოა, ფიქრი იმის შესახებ, რომ ფუტკრებს, მათემატიკური სიზუსტით სკების კეთება, განმეორებითი შრომის შედეგად ინსტიქტში გადაუვიდათ...
ეს ნიშნავს, რომ ადრე უფრო ჭკვიანები ყოფილან,..

8.
ალბათობა, რომ ერთი გენი, ანუ გენეტიკური ნივთიერების ნაწილი, რომელიც კვლავწარმოებას უზრუნველყოფს, შემთხვევით წარმოიშვება ტოლფასია 1/10 ხარიისხად - 600, მაშინ როცა ჩვენი სამყაროს ყველა გალაქტიკა ერთად მხოლოდ 10 ხარისხად - 80 ელექტრონის ზომის ნაწილაკს შეიცავს...

9.
ადამიანის ღვიძლის ერთი უჯრედი არც მეტი არც ნაკლები 53 მლრდ. რთული ცილის მოლეკულისაგან შედგება... (ამის ალბათობაზე აღარ ღირს საუბარი)

10.
მაშინაც კი თუკი უჯრედში უკვე მოიპოვება ათასობით რთული ცილის მოლეკულა და საკმარისი რაოდენობით გენეტიკური მასალა, იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე შემთხვევით წარმოიშვება უდრის ეიფელის კოშკიდან 5 მლრდ. ასოს გადმოყრით 1000 სქელტანიან წიგნად დალაგების ალბათობას...


11.
თერმოდინამიკის პირველი კანონი – ენერგია არ წარმოიშვება არაფრისაგან და არც ქრება: იგი ერთი ფორმიდან მეორეში გადადის, მაგრამ ენერგიის საერთო რაოდენობა სამყაროში უცვლელი რჩება. მატერიაც ენერგიის ფორმაა (ატომური ბომბის პრინციპი). შეუძლებელია სამყარო არაფრისაგან წარმოიშვას, თუ შეუძლებელია ენერგიის საერთო რაოდენობა ოდესმე შეიცვალოს, რაიმე მოაკლდეს ან მიემატოს...

12
თერმოდინამიკის მეორე კანონი – ნებისმიერი სისტემა თავისთავად წესრიგიდან უწესრიგობის მიმართულებით მიდის, ე.ი. ყველა საგანს სამყაროში ქაოსისაკენ მიმართების ტენდეცია აქვს. ამასთანავე ატომებს ისეთი მდგომარეობის მიღების მიდრეკილება ახასიათებთ, რომელშიც მათი ენერგია უმცირესი იქნება. აღმოჩნდა, რომ ბევრი ნივთიერების ენერგიის ყველაზე დაბალი დონე კრისტალურ ფორმაში მიიღწევა – ეს არის ერთადერთი წესრიგი რისი მიღწევაც მატერიას შეუძლია გარედან ენერგიის მიზანმიმართული, და გააზრებული ჩარევის გარეშე ეს ეხებათ ცოცხალ არსებებსაც და ამიტომ ჭირდებათ მათ ენერგია გარედან, რომ წესრიგი შეინარჩუნონ და არ მოკვდნენ...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 18 2009, 10:15 AM
პოსტი #42


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(neo @ Sep 18 2009, 10:09 AM) *

12
თერმოდინამიკის მეორე კანონი – ნებისმიერი სისტემა თავისთავად წესრიგიდან უწესრიგობის მიმართულებით მიდის, ე.ი. ყველა საგანს სამყაროში ქაოსისაკენ მიმართების ტენდეცია აქვს. ამასთანავე ატომებს ისეთი მდგომარეობის მიღების მიდრეკილება ახასიათებთ, რომელშიც მათი ენერგია უმცირესი იქნება. აღმოჩნდა, რომ ბევრი ნივთიერების ენერგიის ყველაზე დაბალი დონე კრისტალურ ფორმაში მიიღწევა – ეს არის ერთადერთი წესრიგი რისი მიღწევაც მატერიას შეუძლია გარედან ენერგიის მიზანმიმართული, და გააზრებული ჩარევის გარეშე ეს ეხებათ ცოცხალ არსებებსაც და ამიტომ ჭირდებათ მათ ენერგია გარედან, რომ წესრიგი შეინარჩუნონ და არ მოკვდნენ...

და კიდევ რისი ცოდნაა საჭირო ამის შემდეგ რომ ევოლუციის თეორია უარვყოთ?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 18 2009, 10:22 AM
პოსტი #43


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დარვინის ევოლუციის კანონი აბსოლუტური კრეტინიზმია და ეს დაადასტურა კიდეც ზოგიერთმა მეცნიერმა, მაგრამ დარვინისტებმა წალეკეს მთელი მეცნიერული სამყარო, არ აწყობთ ამის გამჟღავნება და მაგიტომაც მიჩქმალეს ფაქტები. აღმოჩენილია გიგანტური ადამიანების ნამარხები მილიონი და მეტი წლის წინანდელი, ეს კი დარვინის თეორიას ეწინააღმდეგება. კიდევ იმასაც დავამატებ რომ წინა ეპოქებში ადამიანის სხეულს წვავდნენ და არ მარხავდნენ, იმიტომ რომ დამარხვა ყველაზე ბინძურ მეთოდად მიიჩნეოდა. რაც შეეხება განუვითარებელი და პირველყოფილი ადამიანის ნამარხებს, მსგავსი ტომები ახლაც არსებობენ დედამიწაზე, ჩონჩხის სხვანაირი განვითარებით. წინა ეპოქებში ადამიანები 1000 წლამდე და მეტს ცოცხლობდნენ, ისევე როგორც ადამი, მოსე და კიდევ ბევრი... და ადამი სულაც არ ყოფილა პირველი ადამიანი a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 18 2009, 10:33 AM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
და ადამი სულაც არ ყოფილა პირველი ადამიანი


ასე რატომ ფიქრობ ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 18 2009, 10:52 AM
პოსტი #45


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



neo

ვედებშია ახსნილი ყველაფერი... მათ შორის ისტორიაც ადამის და ევას შესახებ.

http://bin.ge/file/78755/Istorija-ob-Adame-i-Eve.mp3.html

შეგიძლია მოუსმინო მაგ ისტორიას, 15 წუთია სულ... თავად მთხრობელი ტენდენციურად უდგება და თავის შეფასებებს აძლევს, მაგრამ ფაქტებს რასაც ყვება მართლა წერია ვედებში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 11:03 AM
პოსტი #46


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



neo
ძალიან ბევრი შეცდომებია ამ ჩამონათვალში. მეტი რომ არ შეიძლება იმდენი... მაგ პარაგრაფების ავტორი ან ბევრი დისციპლინის გაგებაში არ არის ანდა უნდა რომ უბრალოდ ეგრე იყოს. yes.gif

საიდან დააკოპირე?

ნონა
ციტატა
ახლა გთხოვთ, ამისხენით როგორ აუხილა იესომ ბრმას თვალი მიწის და ნერწყვის მეშვეობით!

არ ვიცი. no.gif
ამ კონკრეტული ფაქტის არანაირი ნივთმტკიცებულება არ აქვს მეცნიერებას, რომ შეამოწმოს, გაზომოს და შემდეგ თქვას რომ ასე და ასე იხსნება ან თუნდაც ის რომ უბრალოდ ამოუცნობი ფენომენია.

თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იმაზე თვალი დავხუჭოთ რაც უკვე შემოწმებადია და რეალობაა.

ამიტომ ცალსახად:
ევოლუცია - მოხდა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 11:13 AM
პოსტი #47


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
ბარემ ისიც მითხარი მოკლედ რას ეფუძნება ეს გამოთვლები, ანუ საიდან მოვიდა ეს ციფრები?

სპექტრულ ანალიზს. დოპლერის ეფექტს სინათლისათვის. რაც მეტია გადახრა სპექტრის წითელი ბოლოსკენ ვთქვათ მზის სინათლის სპექტრთან შედარებით მით უფრო შორსაა ობიექტი. თუ დაინახე 12 მილიარდი სინათლის წლის იქით მყოფი ობიექტი ე.ი. სულ მცირე 12 მილიარდი წლის არის სამყარო და ა.შ.

შედარებით ახლო ვარსკვლავებამდე (რამოდენიმე ათეულ ათას სინათლის წლამდე) მანძილის გაგება ხორციელდება ორბიტალური მეთოდითაც ანუ ვიღებთ ცაზე ვარსკვლავის ზუსტ კოორდინატებს და შემდეგ ვიღებთ იგივე ვარსკვლავის კოორდინატებს ზუსტად ნახევარი წლის შემდეგ. ასეთ დროს დედამიწა ორბიტის მეორე მხარეს არის ანუ დაახლოებით 300 მლნ კილომეტრის იქით არის და ეს მანძილი საკმარისია იმისათვის რომ კუთხური წანაცველბა გავიგოთ, შემდეგ უკვე უმარტივესი ტრიგონომეტრიით გავიგებთ ვარსკვლავებამდე მანძილს.

შედარებით ახლო ვარსკვლევაბამდე მანძილის ტრიგონომეტრიული მეთოდით განსაზღვრა + მისი ძლიერი სპექტრული ანალიზი უკვე თვალსაჩინო სურათებს იძლევა ვარსკვლავების ნათების, ზედაპირის ფართობის, მანძილების და ასაკის შესახებ.

უფრო დეტალურად კანუდოსელს ეცოდინება...

P.S. უზუსტესი მეთოდებია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 18 2009, 11:33 AM
პოსტი #48


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა( გიორგი @ Sep 18 2009, 11:03 AM) *

ნონა
არ ვიცი. no.gif
ამ კონკრეტული ფაქტის არანაირი ნივთმტკიცებულება არ აქვს მეცნიერებას, რომ შეამოწმოს, გაზომოს და შემდეგ თქვას რომ ასე და ასე იხსნება ან თუნდაც ის რომ უბრალოდ ამოუცნობი ფენომენია.


და ამ ამოუცნობი ფენომენით სადაც ბრმას თვალი აუხილა ალბათ რამდენიმე წამში, რაზეც მედიცინა თვეებს, წლებს ხარჯავს თანაც არცთუ მაღალი ეფექტიანობით, უფალს არ შეეძლო კაცობრიობის შექმნაზე მილიარდობით წელი არ დაეხარჯა?
უბრალოდ დამანახე შენთვის ესოდენ საყვარელი ლოგიკა რომლის მიხედვითაც უფალმა მაიმუნის ადამიანად გადაკეტებას რამდენიმე მილიონი წელი მოუნდა..?

ციტატა

თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იმაზე თვალი დავხუჭოთ რაც უკვე შემოწმებადია და რეალობაა.
ამიტომ ცალსახად:
ევოლუცია - მოხდა.
და ამ მეცნიერებას ყველა ეპოქაში ქონდა ’’უტყუარი’’ ჭეშმარიტებები, რომლებსაც, მომდევნო ეპოქაში თავადვე უარყოფდნენ...
ახლა მეცნიერების უნდა გვწამდეს?
ნუ შეცდნენ მაგრამ ხდება ხოლმე პრინციპით?!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 11:43 AM
პოსტი #49


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
ციტატა
უფალს არ შეეძლო კაცობრიობის შექმნაზე მილიარდობით წელი არ დაეხარჯა?

შეეძლო არ შეეძლოზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის ფაქტზე: ევოლუცია მოხდა და ამას უამრავი მტკიცებულება აქვს (ბევრი მათგანი ჩემს თემაშია)

მე არ ვიცი ღმერთს შეეძლო თუ არა უფრო "მალე" ეს ყველაფერი, ან იქნებ შეეძლო და არ იყო ასე საჭირო, ან იქნება ევოლუცია ერთადერთი გზაა ამ თვისებების ბუნებაში ადამიანის შესაქმნელად ანდა იქნებ მილიარდობით წელი სულაც არ არის დიდი დრო და ეს ჩვენი, ადამიანების აღქმაა ასეთი. ესენი არ ვიცი მე, არც მეხება, მაგრამ უბრალოდ ევოლუცია მოხდა. yes.gif

შენ დაახლოებით რას ამბობ იცი? ვინმე პატიოსანი, სამართლიანი, ეკლესიური ადამიანი რომ დაიღუპოს უბედური შემთხვევით (სიტყვაზე ავიაკატასტროფაში) და შენ რომ ამტკიცო რომ სად არის ლოგიკა, რაში დასჭირდებოდა ღმერთს მისი სიკვდილი ანუ ე.ი. ავიაკატასტროფა არ მომხდარაო... ფაქტს რას უშვრები? ხომ კითხულობ ამ თემას და რას უშვრები იმ უამრავ ნივთმტკიცებულებებს, რაც იქ წერია?
ციტატა
ამ მეცნიერებას ყველა ეპოქაში ქონდა ’’უტყუარი’’ ჭეშმარიტებები, რომლებსაც, მომდევნო ეპოქაში თავადვე უარყოფდნენ...

არ უარყოფდნენ... უფრო ხვეწავდნენ და აფართოებდნენ. yes.gif
მეცნიერება არასოდეს არ იტყვის, რომ ევოლუცია თურმე არ მომხდარა და მითუმეტეს რომ თურმე სამყარო 7.000 წლის არის, მაგრამ შეიძლება უფრო რთულ დონეზე ავიდეს, მიხვდეს ევოლუციის მიზეზებს, მიხვდეს იმას რომ მილიარდობით წლები არაფერია, ახსნას დროის მოქმედების ფენომენი და გლობალურად შეცვალოს წარმოდგენები სამყაროზე, მაგრამ პრიმიტიული უარყოფა არასოდეს იქნება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 18 2009, 11:44 AM
პოსტი #50


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნონა
ციტატა
უფალს არ შეეძლო კაცობრიობის შექმნაზე მილიარდობით წელი არ დაეხარჯა?

შეეძლო.

უფალს ისიც შეუძლია, შენ რომ ზიხარ აი ეგ კომპიუტერი გადააქციოს ცხელ მჭადად laugh.gif laugh.gif laugh.gif მაგრამ რომ არ გადაუქცევია? a075.gif

შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ის გაკეთდა. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 18 2009, 11:50 AM
პოსტი #51


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(კანონისტი @ Sep 18 2009, 11:44 AM) *

ნონა

შეეძლო.
უფალს ისიც შეუძლია, შენ რომ ზიხარ აი ეგ კომპიუტერი გადააქციოს ცხელ მჭადად laugh.gif laugh.gif laugh.gif მაგრამ რომ არ გადაუქცევია? a075.gif
შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ის გაკეთდა. smile.gif

ჰოდა დათო თუ ერთ მშვენიერ დღეს მჭადზე დავიწყებ კლავიატურის მიერთებას და პოსტვას მერე მეცნიერება კანონზომიერებებს დაუწყებს ძებნას და სავარაუდოდ რაღაცას იპოვის კიდეც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ამას ქვია ძვალი ჭეშმარიტებისაგან მცირედ მორწმუნე მეცნიერთათვის sad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Sep 18 2009, 11:54 AM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



მოკვდებით და გაიგებთ laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 11:59 AM
პოსტი #53


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



subterranean
ციტატა
მოკვდებით და გაიგებთ

ქვესკნელის დედოფალო ნუთუ შენც არ იცი რა ხდება პოსლე სმერტი? rolleyes.gif biggrin.gif

P.S. ეს სუპერბაია მიყვარს... 2kiss.gif
P.P.S. ქვესკნელად გადაიკეთე რა სახელი... ki.gif smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 18 2009, 12:00 PM
პოსტი #54


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა( გიორგი @ Sep 18 2009, 11:43 AM) *

შეეძლო არ შეეძლოზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის ფაქტზე: ევოლუცია მოხდა და ამას უამრავი მტკიცებულება აქვს (ბევრი მათგანი ჩემს თემაშია)
ანუ ძალიან ადვილია დაიჯერო რომ ევოლუციამ ფუტკარს შრომის დანაწილება და ალგებრა-გეომეტრია ასწავლა?
ანუ ევოლუციის დასაწყისში და მერეც ფუტკარი უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე ადამიანი თუნდაც მაცხოვრის მოსვლის ჟამს?!

ციტატა

შენ დაახლოებით რას ამბობ იცი? ვინმე პატიოსანი, სამართლიანი, ეკლესიური ადამიანი რომ დაიღუპოს უბედური შემთხვევით (სიტყვაზე ავიაკატასტროფაში) და შენ რომ ამტკიცო რომ სად არის ლოგიკა, რაში დასჭირდებოდა ღმერთს მისი სიკვდილი ანუ ე.ი. ავიაკატასტროფა არ მომხდარაო... ფაქტს რას უშვრები? ხომ კითხულობ ამ თემას და რას უშვრები იმ უამრავ ნივთმტკიცებულებებს, რაც იქ წერია?
სიტყვებით თამაშობ გიორგი... მე ეგ არ მითქვამს და შენ რომ ამსგავსებ ეგეც ბევრს არაფერს ცვლის smile.gif 2kiss.gif


ციტატა

არ უარყოფდნენ... უფრო ხვეწავდნენ და აფართოებდნენ. yes.gif

დარწმუნებული ხარ რომ ზუსტად ამის თქმა გსურდა? ohmy.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 18 2009, 12:01 PM
პოსტი #55


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნონა
ეგ რა შუაშია.

ფაქტია, რომ ჯერჯერობით კომპიუტერია.

მე კიდევ მგონია, რომ როდესაც სასწაული აღესრულება, მას აქვს თავისი კანონზომიერება, რადგან უფალს ეს საათივით აწყობილი სამყარო თავისი კანონებითა და მოძრაობებით იმისთვის არ შეუქმნია, რომ ეს წესები არღვიოს.

იქნებ სულ მარტივად ხდება თიხისგან თვალის ახელა, მაგრამ მეცნიერებამ არ იცის. უფლის და მისი ეკლესიის სიდიადე იმაშია სწორედ, რომ სანამ მეცნიერება მიხვდებოდა, წყლის კრისტალების სტრუქტურა როგორ უნდა შეგეცვალა, მანამდე დადგინდა წყლის კურთხევის წესი, რა დროსაც ეს პროცესი ხდება.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 18 2009, 12:06 PM
პოსტი #56


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(კანონისტი @ Sep 18 2009, 12:01 PM) *

მე კიდევ მგონია, რომ როდესაც სასწაული აღესრულება, მას აქვს თავისი კანონზომიერება, რადგან უფალს ეს საათივით აწყობილი სამყარო თავისი კანონებითა და მოძრაობებით იმისთვის არ შეუქმნია, რომ ეს წესები არღვიოს.
ხატს მირონი რომ სდის სად რჩება ადგილი კანონზომიერებისთვის?

ციტატა
იქნებ სულ მარტივად ხდება თიხისგან თვალის ახელა, მაგრამ მეცნიერებამ არ იცის. უფლის და მისი ეკლესიის სიდიადე იმაშია სწორედ, რომ სანამ მეცნიერება მიხვდებოდა, წყლის კრისტალების სტრუქტურა როგორ უნდა შეგეცვალა, მანამდე დადგინდა წყლის კურთხევის წესი, რა დროსაც ეს პროცესი ხდება.
გაიხარე დათო smile.gif
უფლისთვის რომ მასე იქნება მაგაში ეჭვი მე სულაც არ მეპარება, ამიტომაც ვამბობ რომ ევოლუციის რთული და ხანგრძლივი პროცესი არაა უფლის სასწაულისთვის დამახასიათებელი


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 18 2009, 12:18 PM
პოსტი #57


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
ეეეჰ, ნონა, ნონა...

რა ალგებრა-გეომეტრია და შრომის დანაწილება, ეს ხომ ინსტინქტებია, ეს არ არის ცნობიერების ნაყოფი. მზესუმზირაც მზეს უყურებს, მაგრამ არც ტვინი აქვს და არც ინფორმაციის შემნახველი საშუალებები, მაგრამ მაინც მზეს უყურებს, ცნობიერების და აზრის გარეშე, ზუსტად ესაა ევოლუცია.

ეგ თქვი ნონა, ზუსტად ეგ. ევოლუცია არის მომხდარი ფაქტი და იმის უარყოფა იმ მოტივით რომ ღმერთს სხვანაირად (უფრო მარტივად) შეეძლო არის თითქმის უაზრობა. ფაქტები არის, მტკიცებულებები, ლოგიკურობა, უამრავი მეთოდები, რაც ევოლუციის სასარგებლოდ მეტყველებს. უფრო მეტსაც გეტყვი, საერთოდ არ არსებობს სხვა მეცნიერული თეორია თუ როგორ, რა თანამიმდევრობით ან რა მექანიზმებით შექმნა ღმერთმა სამყარო. ვთქვათ არ გვჯერა ევოლუციის, (სისულელეა, მაგრამ მაინც) მაშინ რისი გვჯერა? თუ უბრალოდ ევოლუციის არ გვჯერა და მეტიც არაფერი ვიცით?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 18 2009, 12:27 PM
პოსტი #58


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სასწაული არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი სასწაულია! ვოტ! tongue.gif

რასაც ვერ ვხვდებით სასწაულს ვარქმევთ... ჩემს დას ბავშვობაში ჯადოქარი ვეგონე ისეთ ლამაზ ტყუილებს ვიგონებდი და ისეთ ფოკუსებს ვატარებდი biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 18 2009, 12:55 PM
პოსტი #59


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნონა
ციტატა
ხატს მირონი რომ სდის სად რჩება ადგილი კანონზომიერებისთვის?

მე რა ვიცი სად რჩება? მე ის ვიცი, რომ ბუნების კანონები ტყუილად არ არის შექმნილი.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 18 2009, 01:04 PM
პოსტი #60


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
ძალიან ბევრი შეცდომებია ამ ჩამონათვალში.

მაინც?
თერმოდინამიკის კანონები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევოლუციას


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი