IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Closed TopicStart new topic
> პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი
ikanosi
პოსტი Jun 24 2010, 12:10 AM
პოსტი #121


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



fiore
ციტატა
მშობლებმა რო არ იციან ინგლისური ეგ კიდევ ერთხელ მიუთითებს რო გაუნათლებელი არიან

ახლა მართლა ჩამცხეთ ურო biggrin.gif
ციტატა
სკოლაში უნდა მისცენ ბავშვებს ცოდნა რო დამოუკიდებლად შეძლონ მუშაობა

უკვე ზღაპარია...
ანა, კლავიატურიდან ადვილია საუბარი მაგრამ საქმე საქმეზე რომ მოდიგება სხვაგვარად არის საქმე, მაგ დროს გამოჩნდება ის ათასი "კუდი"
ციტატა
აგრამ ფაქტები მომიყვანე. აი ის არგუმენტები რაც ზემოდ დაწერე ძალიან სუსტია.

ძვლებიანად შევჭამ ახლა ამას biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 28 2010, 07:00 PM
პოსტი #122


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ხოო, მძაფრი დისკუსია გამართულა აქ...

ინგლისურის ინტენსიური სწავლება მართლაც აუცილებალია დღეს საქართველოში. ვინმეს თუ კიდევ აქვს ილუზია, რომ ინგლისურის გარეშე ქვეყანა რამეს მიაღწევს, ძალიან ცდება. ეს რეალობაა. და მშობლიური ენის დავიწყება არაფერ შუაში არაა აქ.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 28 2010, 11:00 PM
პოსტი #123



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ისე საინტერესოა პატრიოტიზმის ჩვენებური, მომძაფრებული გრძნობა


ათასჯერ მაინც მითქვამს ამ ფორუმზე და ხან მაჩუმებენ ხან არანორმალურად მთვლიან

მაინც დავსვამ ამ კითხვას, რადგან პირდაპირ კავშირშია თემასთან:

ვინ უფრო პატრიოტია თავისი ქვეყნის?

რიგითი გერმანელი, ან ინგლისელი (თუნდაც ეროვნების განურჩევლად), რომელიც ბოთლებს რეცხავს და ისე აგდებს სპეციალურ სანაგვე ყუთში (მოგეხსენებათ სხვადასხვა ნარჩენებისთვის სხვადასხვა სანაგვეები არსებობს). ველოსიპედის და ფეხით სეირნობის კულტურა. მაქსიმალურად გარემოს დაცვა. (ძალიან ბევრი მაღალი გამავლობის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობს რომ ბუნებას აბინძურებსო, რაც ჩვენთან წარმოუდგენელია, პირიქით კატალიზატორს ხსნიან მანქანას რომ გაწევა მოემატოს). საათივით აწყობილი სისტემა, ისე კი არა ჩვენთან სასტუმროში ტელეფონზე რომ ერთ ფასს გეტყვიან და მერე რომ ჩახვალ მეორეს, ან საერთოდ გამოგლანძღავენ და ისე გამოგიშვებენ


თუ

რიგითი მეხაშე ქართველი? აი, ჩვენ რომ ვართ ეგეთი ტიპის. ჩვენი კულტურული დასვენების მწვერვალი არის პატარა გასეირნება, ქველმოქმედება ერთმანეთის დასანახავად და მერე სოკო კეცზე, ხინკალი ორნაირი, ხბოს ჩაშუშული, კუპატი, ღვინის შეტანის ტრადიცია, ქალებს ლიქიორი და დილა-საღამოს საღამოს მაკიაჟი და თეატრალური კაბა... წავიდა ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, რაც უფრო ლექსად და მჭერმეტყველურად იქნება მით უკეთესი. თურქებივით ოქრო, ოქრო და ოქრო. დედამთილმა რა გაჩუქა, მულმა რა გაგიკეთა, მეგობარს რომ ესტუმრე რა გაჭამა, რა მომიტანე რომ მოხვედი. 5 ლარიანი ბამბანერკა ჯობია თუ მაინც უნდა გაიხსნას და ა.შ.


რა შუაშია რაც ზემოთ დავწერე?

დიახ, ბავშვმა უნდა ისწავლოს ინგლისურიც, ინტერნეტიც, სხვა კულტურებსაც უნდა გაეცნოს, იმისათვის რომ ადამიანად, მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა დამოუკიდებლად. იცოდეს ნამდვილი ფასეულობები. გააჩნდეს ღირსება და სხვების პატივისცემა. უნდა იცოდეს რომ მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და დედიკო და მამიკო ვერ გაუჩალიჩებს უმაღლეს განათლებას.


იმიტომ უნდა ისწავლოს პირველი კლასიდან კი არა ბაღიდან, რომ ტიპიური მეხაშე მამა და ტიპიური ჭორიკანა დედა თუ ყავს მათ არ დაემსგავსოს და საკუთარი აზრი გააჩნდეს

იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს

კი ბატონო, ერეკლე ერთი ხმლის მოქნევით 12 ოსმალს თუ აგდებინებდა თავს ახლა სხვა დროა და სხვა გამოწვევებია

მხოლოდ ინგლისურზე და კომპიუტერზე კი არ არის საქმე, ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლა გვაშინებს. ის ჯობია მოკომუნისტო პედაგოგები ყალბ მორალს რომ გვიკითხავდნენ და ერთ ოქროს ბეჭედში და ვარდებში იწერებოდა ნიშნები

რა მერე ვერ გამოვედით მაგრებიო არ თქვათ ახლა....

რეფორმა აუცილებელია!
ინგლისური აუცილებელია!
კომპიუტერი აუცილებელია!
თანამედროვე ცხოვრების სტილი აუცილებელია!

ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ დროზე შუდექით, გვიან სჯობს ვიდრე მეხაშეობა smile.gif

და კიდევ გვეყოფა კომპლექსები. პურ-მარილით და ცრუ მეტყველებით ვეღარავის გავაკვირვებთ. ახლა ის დროა, რაც დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო ჩვენთან

მხოლოდ სწავლა, შრომა და პასუხისმგებლობა- ბავშვს რაც უნდა ვასწავლოთ.

ინგლისურს თუ სახელმწიფო ენად გამოაცხადებენ მერე ვიყვიროთ. თუ სხვაგან არ მომხდარა ბოლო საუკუნეების მანძილზე არც ჩვენთან მოხდება

აბა, ვისთან ვსმვამთ დღეს? tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 28 2010, 11:15 PM
პოსტი #124


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Giorgi-
ჩემი + 1 პირველი წინადადებიდან ბოლო tongue.gif სმაილის ჩათვლით.
ციტატა
იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს

ამაზე ცრემლი მომერია, ე.წ კუნცხალი smile.gif biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 29 2010, 12:19 AM
პოსტი #125


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



Giorgi-

გეთანხმებისავით..... აუცილებელია განათლება, სწავლაა აუცილებელი ...

ისა და თქვენს საუბარში ცოტა არ იყოს და მეტი პესიმიზმია და მუქ ფერებშია გადმცემული ჩვენი დღევანდელი ყოფა... კი გეთანხმები რომ დღეს ბევრი ქართველი ცოხვრობს "ჯემალა" ქართველობით... ქართბელობა სმა..ჭამა...დედაკაცები... და დუდუკი რომ გონიათ.... მაგრამ საქმეც მაგაშია უნდა გავაგებიონთ პატარებს რომ ქართველობა მაგაში არაა... და რაც მართლა მათი ვალია ის უნდა გაიგონ... და რაც მთავარი არ უნდა დავავიწყებინოთ ის რის გამოც უნდა ისწავლონ... რის გამონც უნდა იღვაცონ..არა იმის გამოც რომ ევროპას დაემგვანონ არამინდ იმის გამო რომ საქართველოს გამოადგნენ ...
პიტველი კლასიდან ინგლისური რისი მომცემია მიპასუხე ერთი....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 29 2010, 11:08 AM
პოსტი #126



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



A.v.B
ციტატა
ისა და თქვენს საუბარში ცოტა არ იყოს და მეტი პესიმიზმია და მუქ ფერებშია გადმცემული ჩვენი დღევანდელი ყოფა.


პესიმიზმი კი არ არის სიძულვილია smile.gif


kato_Bato

სმაილები შენ დაუსვი და შეარბილე წინადადებები, მოდერატორი ხარ ბოლობოლო biggrin.gif

სად არიან მეხაშეები? მეგონა ამაღამ სახლში დამადგებოდნენ საქმის გასარჩევად

ეს უკვე კარგია.

უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება smile.gif


A.v.B
ციტატა
პიტველი კლასიდან ინგლისური რისი მომცემია მიპასუხე ერთი....


მეხაშედ/ხაშისტად რომ არ გაიზარდოს იმის...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 29 2010, 02:30 PM
პოსტი #127


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Giorgi-

შენ გულწრფელად განიცდი, საქართველოში ბევრი ჯემალი რომაა? თუ უბრალოდ გძულს ისინი და აგრესიას ანთხევ აქ?

შენ რითი ხარ მათზე უკეთესი? ინგლისური კარგად რომ იცი და "ახალი გრუზინი" რომ ხარ?

თუ "ახალი გრუზინებიც" ჯემალის თანამედროვე ვარიანტია და შენ მათზე მაღლაც დგახარ?

ციტატა
უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება


ეს თუ იცი, ისიც უნდა იცოდე, რომ რა სნეულებაც სხვაში გძულს, ზუსტად იგივეა შენში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 29 2010, 02:42 PM
პოსტი #128


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



არავინ, მითუმეტეს მე და მარიამი აქ არ ამბობთ, რომ არც ინგლისურია საჭირო სკოლაში და არც კომპიუტერიო. მაგრამ არსებობს მოზარდის ფსიქოლოგია, არსებობს პედაგოგიკა და არსებობს ასევე მოზარდის ათვისების უნარის შესახებ ბევრი კვლევა. ადრეულ ასაკში იმაზე მეტი ინფორმაციის ქონა, მოზარდისათვის ხშირად უარყოფითად მიქმედებს და მთელს მის მომავალზე ახდენს გავლენას.
რატომ არ ასწავლიან ფიზიკას პირველი კლასიდან? ან სხვა საგნებს. რატომაა გათვლილი, რომელი საგანი როდის უნდა მიეწოდოს ბავშვს, რათა მისი განვითარება ეტაპობრივად მოხდეს და მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება შეძლოს ?? მე ჩემი შვილისთვის კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას 7 კლასის ასაკამდე არანაირად ერ მივესალმები, რადგან იქ მოპოვებული ინფორმაციის კონტროლის საშუალება არ მექნება და მე არ მინდა ჩემმა შვილმა დამახინჯებული ინფორმაციებით შეიქმნას რაღაც ფასეულობები და მერე სანანებელი გამიხდეს, რომ ბავშვის აღზრდაში სადღაც რაღაც შეცდომა გამეპარა, ინტერნეტთან კავშირი კი ამის დიდ ალბათობას მპირდება. დანარჩენი თქვენ იცით თქვენს შვილებთან მიმართებაში, თუმცა იმედია განათლების სისტემაში ჰაი-ჰარალოზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და კარგად გამოიკვლევენ პლიუს-მინუსებს მოზარდის სამყაროში ინტერნეტის და კომპიუტერის შეტანის შემთხვევაში.

არაფერ შუაშია აქ არც გრუზინობა და არც პატრიოტობა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 29 2010, 02:42 PM
პოსტი #129


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



Atman
რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია რო გამოსწორების სურვილი აქვს a075.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 29 2010, 02:46 PM
პოსტი #130


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



fiore
ციტატა
რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია რო გამოსწორების სურვილი აქვს


სხვების თუ საკუთარი თავის? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 29 2010, 02:54 PM
პოსტი #131


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(Giorgi- @ Jun 29 2010, 11:08 AM) *

მეხაშედ/ხაშისტად რომ არ გაიზარდოს იმის...
უკეთეს ვარიანტში - ხაშოლოგად. biggrin.gif





ციტატა(Giorgi- @ Jun 28 2010, 11:00 PM) *

ისე საინტერესოა პატრიოტიზმის ჩვენებური, მომძაფრებული გრძნობა
ათასჯერ მაინც მითქვამს ამ ფორუმზე და ხან მაჩუმებენ ხან არანორმალურად მთვლიან

მაინც დავსვამ ამ კითხვას, რადგან პირდაპირ კავშირშია თემასთან:

ვინ უფრო პატრიოტია თავისი ქვეყნის?

რიგითი გერმანელი, ან ინგლისელი (თუნდაც ეროვნების განურჩევლად), რომელიც ბოთლებს რეცხავს და ისე აგდებს სპეციალურ სანაგვე ყუთში (მოგეხსენებათ სხვადასხვა ნარჩენებისთვის სხვადასხვა სანაგვეები არსებობს). ველოსიპედის და ფეხით სეირნობის კულტურა. მაქსიმალურად გარემოს დაცვა. (ძალიან ბევრი მაღალი გამავლობის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობს რომ ბუნებას აბინძურებსო, რაც ჩვენთან წარმოუდგენელია, პირიქით კატალიზატორს ხსნიან მანქანას რომ გაწევა მოემატოს). საათივით აწყობილი სისტემა, ისე კი არა ჩვენთან სასტუმროში ტელეფონზე რომ ერთ ფასს გეტყვიან და მერე რომ ჩახვალ მეორეს, ან საერთოდ გამოგლანძღავენ და ისე გამოგიშვებენ
თუ

რიგითი მეხაშე ქართველი? აი, ჩვენ რომ ვართ ეგეთი ტიპის. ჩვენი კულტურული დასვენების მწვერვალი არის პატარა გასეირნება, ქველმოქმედება ერთმანეთის დასანახავად და მერე სოკო კეცზე, ხინკალი ორნაირი, ხბოს ჩაშუშული, კუპატი, ღვინის შეტანის ტრადიცია, ქალებს ლიქიორი და დილა-საღამოს საღამოს მაკიაჟი და თეატრალური კაბა... წავიდა ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, რაც უფრო ლექსად და მჭერმეტყველურად იქნება მით უკეთესი. თურქებივით ოქრო, ოქრო და ოქრო. დედამთილმა რა გაჩუქა, მულმა რა გაგიკეთა, მეგობარს რომ ესტუმრე რა გაჭამა, რა მომიტანე რომ მოხვედი. 5 ლარიანი ბამბანერკა ჯობია თუ მაინც უნდა გაიხსნას და ა.შ.
რა შუაშია რაც ზემოთ დავწერე?

დიახ, ბავშვმა უნდა ისწავლოს ინგლისურიც, ინტერნეტიც, სხვა კულტურებსაც უნდა გაეცნოს, იმისათვის რომ ადამიანად, მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა დამოუკიდებლად. იცოდეს ნამდვილი ფასეულობები. გააჩნდეს ღირსება და სხვების პატივისცემა. უნდა იცოდეს რომ მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და დედიკო და მამიკო ვერ გაუჩალიჩებს უმაღლეს განათლებას.
იმიტომ უნდა ისწავლოს პირველი კლასიდან კი არა ბაღიდან, რომ ტიპიური მეხაშე მამა და ტიპიური ჭორიკანა დედა თუ ყავს მათ არ დაემსგავსოს და საკუთარი აზრი გააჩნდეს

იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს

კი ბატონო, ერეკლე ერთი ხმლის მოქნევით 12 ოსმალს თუ აგდებინებდა თავს ახლა სხვა დროა და სხვა გამოწვევებია

მხოლოდ ინგლისურზე და კომპიუტერზე კი არ არის საქმე, ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლა გვაშინებს. ის ჯობია მოკომუნისტო პედაგოგები ყალბ მორალს რომ გვიკითხავდნენ და ერთ ოქროს ბეჭედში და ვარდებში იწერებოდა ნიშნები

რა მერე ვერ გამოვედით მაგრებიო არ თქვათ ახლა....

რეფორმა აუცილებელია!
ინგლისური აუცილებელია!
კომპიუტერი აუცილებელია!
თანამედროვე ცხოვრების სტილი აუცილებელია!

ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ დროზე შუდექით, გვიან სჯობს ვიდრე მეხაშეობა smile.gif

და კიდევ გვეყოფა კომპლექსები. პურ-მარილით და ცრუ მეტყველებით ვეღარავის გავაკვირვებთ. ახლა ის დროა, რაც დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო ჩვენთან

მხოლოდ სწავლა, შრომა და პასუხისმგებლობა- ბავშვს რაც უნდა ვასწავლოთ.

ინგლისურს თუ სახელმწიფო ენად გამოაცხადებენ მერე ვიყვიროთ. თუ სხვაგან არ მომხდარა ბოლო საუკუნეების მანძილზე არც ჩვენთან მოხდება

აბა, ვისთან ვსმვამთ დღეს? tongue.gif

ვეთანხმები ამ კაცს.

და დავამატებ / დავძენ: smile.gif

არც ისე არაა საქმე, რომ ქართველებს მთლად კარგი არაფერი გვქონდეს (ამას არც Gიორგი- ამბობს). უბრალოდ, საჭიროა გააზრება იმისა, თუ რომელი ჩვევა/ჩეულება/ზნე/ტრდიცია არის ნამდვილად ქართული და რომელი - ვითომქართული და შემოგდებული. ამასთან, ამ ნამდვილად ქართული ჩვევებიდან/ჩვეულებებიდან/ზნეებიდან/ტრადიციებიდან რომელია კარგი და რომელი - ცუდი, რამეთუ ქართული ყველა ვარიანტში არ ნიშნავს კარგს, ისევე როგორც - ცუდს. მოკლედ, საჭიროა ფასეულობათა სწორად შერჩევა.

რაც შეეხება ინგლისურ ენას, მისი შესწავლისა და სწავლების აუცილებლობაზე ლაპარაკი მგონი ზედმეტიცაა. დიახაც, ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ინგლისურის სწავლება! რადგან ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანიო, მით უფრო მეტად ისრუტას მისი გონება ცოდნას. ბავშვებს თუ პატარაობიდანვე გაუჯდებათ გონებაში ინგლისური ენა, ეს მშვენიერი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ დაიზოგება ინგლისურის შესასწავლად საჭირო დრო.

ქართულს ვერანაირად ვერ დაჯაბნის ინგლისური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რა ენასაც ბავშვი პირველად ისწავლის, რა ენაც მისთვის მშობლიურია და კომუნიკაციის ძირითად საშუალებას წარმოადგენს, ვერ შეიცვლება სხვა ენით.

კონკრეტულად პირველი კლასიდან უნდა დაიწყოს ინგლისურის სწავლება თუ სხვა კლასიდან, ეს ცალკე საკითხია, მე მგონი პირველიდანვე დაწყებაც არ იქნება ურიგო.

რაც შეეხება ინგლისურიდან ქართულ მეტყველებაში (და არა სალიტერატურო ენაში) არასასურველი სიტყვების შემოსვლას, ეს საფრთხე მართლაც დგას, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო ინგლისურზე უარი ვთქვათ? ამ პრობლემას სხვანაირად უნდა ებრძოლო და არა საერთოდ ინგლისურზე უარის თქმით.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 29 2010, 03:33 PM
პოსტი #132


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ციტატა(Atman @ Jun 29 2010, 02:46 PM) *

fiore
სხვების თუ საკუთარი თავის? smile.gif

პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე სხვების.


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 29 2010, 03:38 PM
პოსტი #133



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Atman
ციტატა
შენ გულწრფელად განიცდი, საქართველოში ბევრი ჯემალი რომაა? თუ უბრალოდ გძულს ისინი და აგრესიას ანთხევ აქ?


კი, გულწრფელად განვიცდი!

ციტატა
შენ რითი ხარ მათზე უკეთესი? ინგლისური კარგად რომ იცი და "ახალი გრუზინი" რომ ხარ?


რაღაც დონეზე მეც მათნაირი ვარ. მე ვწერდი "ჩვენ" და "ჩვენსავით", ვიზიარებ პასუხისმგებლობას, თუმცა ხაშისგან და ხაშისტობისგან ღმერთმა დამიფაროს...


ციტატა
"ახალი გრუზინი" რომ ხარ?

თუ "ახალი გრუზინებიც" ჯემალის თანამედროვე ვარიანტია და შენ მათზე მაღლაც დგახარ?



"ახალი გრუზინები" სულ სხვა ფენომენია და ნამდვილად არ ვარ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ "უტყდება" ისეთი რამეები რაც ჯემალას და ახალ გრუზინს სტანჯავს.

ახალი გრუზინზე მერე ვისაუბროთ თუ გაინტერესებს...

ციტატა
ეს თუ იცი, ისიც უნდა იცოდე, რომ რა სნეულებაც სხვაში გძულს, ზუსტად იგივეა შენში.


როგორც ზემოთ დავწერე ჩემი პასუხისმგებლობაც არის რომ ტავზე არ გადავასხამ იმ ყანწს ასე ამაყად რომ შეექცევა ბიძა და შეიძლება დიპოლმატიის გამო გავჩუმდე - ეს არის ჩემი და ჩემნაირების დანაშაული მხოლოდ



k@the

პედაგოგ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 29 2010, 03:42 PM
პოსტი #134


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Giorgi-

შენი გულისტკივილი გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ მე რატომღაც დაცინვა უფრო დავინახე შენს სიტყვებში იმათ მიმართ ვინც თავზე ყანწს ისხამს, ვიდრე გულისტკივილი. (ემოცია ასეთი წამოვიდა ყოველ შემთხვევაში).

ავადმყოფებს კი არ დასცინიან. მე მაპატიე თუ არასწორად აღვიქვი.

ციტატა
როგორც ზემოთ დავწერე ჩემი პასუხისმგებლობაც არის რომ ტავზე არ გადავასხამ იმ ყანწს ასე ამაყად რომ შეექცევა ბიძა და შეიძლება დიპოლმატიის გამო გავჩუმდე - ეს არის ჩემი და ჩემნაირების დანაშაული მხოლოდ


უფრო სწორად გამიგია ვიდრე მეგონა biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 29 2010, 03:42 PM
პოსტი #135



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Ismail

როგორი აღმოსავლური ნიკი გაქვს და როგორ დასავლურად აზროვნებ smile.gif

ციტატა
რც ისე არაა საქმე, რომ ქართველებს მთლად კარგი არაფერი გვქონდეს (ამას არც Gიორგი- ამბობს). უბრალოდ, საჭიროა გააზრება იმისა, თუ რომელი ჩვევა/ჩეულება/ზნე/ტრდიცია არის ნამდვილად ქართული და რომელი - ვითომქართული და შემოგდებული. ამასთან, ამ ნამდვილად ქართული ჩვევებიდან/ჩვეულებებიდან/ზნეებიდან/ტრადიციებიდან რომელია კარგი და რომელი - ცუდი, რამეთუ ქართული ყველა ვარიანტში არ ნიშნავს კარგს, ისევე როგორც - ცუდს. მოკლედ, საჭიროა ფასეულობათა სწორად შერჩევა.



აქ კიდევ ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი:

ამ ხალხმა (ჩვენ) უნდა გაიგოს (გავიგოთ) რომ ტრადიციაც რომ იყოს, ჩვეულებაც და ყველაფერიც თუ ცუდია არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა მივყვეთ მას.

შეიძლება მართლაც იყოს უწყინარი ტრადიცია, მაგრამ არსებობს ისეთი ტრადიციებიც, რომ ხმამაღლა თქმაც სირცხვლილია ხანდახან.

შემიძელია დავაკონკერტო


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 29 2010, 04:31 PM
პოსტი #136


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(k@the @ Jun 29 2010, 02:42 PM) *

არავინ, მითუმეტეს მე და მარიამი აქ არ ამბობთ, რომ არც ინგლისურია საჭირო სკოლაში და არც კომპიუტერიო. მაგრამ არსებობს მოზარდის ფსიქოლოგია, არსებობს პედაგოგიკა და არსებობს ასევე მოზარდის ათვისების უნარის შესახებ ბევრი კვლევა. ადრეულ ასაკში იმაზე მეტი ინფორმაციის ქონა, მოზარდისათვის ხშირად უარყოფითად მიქმედებს და მთელს მის მომავალზე ახდენს გავლენას.
რატომ არ ასწავლიან ფიზიკას პირველი კლასიდან? ან სხვა საგნებს. რატომაა გათვლილი, რომელი საგანი როდის უნდა მიეწოდოს ბავშვს, რათა მისი განვითარება ეტაპობრივად მოხდეს და მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება შეძლოს ?? მე ჩემი შვილისთვის კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას 7 კლასის ასაკამდე არანაირად ერ მივესალმები, რადგან იქ მოპოვებული ინფორმაციის კონტროლის საშუალება არ მექნება და მე არ მინდა ჩემმა შვილმა დამახინჯებული ინფორმაციებით შეიქმნას რაღაც ფასეულობები და მერე სანანებელი გამიხდეს, რომ ბავშვის აღზრდაში სადღაც რაღაც შეცდომა გამეპარა, ინტერნეტთან კავშირი კი ამის დიდ ალბათობას მპირდება. დანარჩენი თქვენ იცით თქვენს შვილებთან მიმართებაში, თუმცა იმედია განათლების სისტემაში ჰაი-ჰარალოზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და კარგად გამოიკვლევენ პლიუს-მინუსებს მოზარდის სამყაროში ინტერნეტის და კომპიუტერის შეტანის შემთხვევაში.

არაფერ შუაშია აქ არც გრუზინობა და არც პატრიოტობა.

მეზარებოდა დაწერა და აგერ ქეთის დაუწერია smile.gif

დავამატებდი, რომ საერთოდ ვერ გავიგე გიორგი-ის პოსტის შესაბამისობა თემის სათაურთან. რა შუაშია კომპიუტერი და ინგლისური იმ პრობლემებთან რასაც გიორგი წერს.

გიო, მომიტევონ შენმა ნათესავებმა და ახლობლებმა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ცუდ წრეში ტრიალებ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც საერთოდ არ იცის ინგლისური და კომპიუტერი, მაგრამ პირადად ჩემზე (კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნეზე) 10 თავით მაღლა დგანან ადამიანობითაც, განათლებითაც, კულტურითაც და სულიერებითაც. და პირიქით: ბევრი ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ვიცი ნაგავს რომ ყრის ქუჩაში, განათლება და კულტურა ნულზე რომ აქვს და "გამარჯობას" რომ დაგამადლის, ვითომ დიდი ვინმე იყოს. სწორედ ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე იყო ის ყმაწვილი, ამას წინათ ოთახში რომ შევედი რაღაცის საკითხავად და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, სანამ გამოვიდოდი.

რა კავშირშია ეს სუფთად ადამიანური თვისებები პირველი კლასიდან ინგლისურის და კომპიუტერის სწავლასთან? ასეთი შესაბამისობების დამყარებით შეურაცხყოფას რომ აყენებ ყველას, ვისაც პირველი კლასიდან არ უსწავლია (ან თუნდაც საერთოდ არ უსწავლია) ინგლისური და კომპიუტერი, მაგაზე თუ გიფიქრია? მაგალითად, რითი ხარ ჩემს მოძღვარზე მეტი, რომელმაც ინგლისური და კომპიუტერი არ იცის? კულტურით, განათლებით თუ სულიერებით? თუ ჩემი მოძღვარიც მეხაშეა?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 29 2010, 04:38 PM
პოსტი #137


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ისე, მემგონი ამ თემის არსს გავცდით.

თემის ატორმა თემა გახსნა იმაზე სამსჯელოდ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ინგლისურის სწალების დაწყება პირველივე კლასიდან.

ჩვენ კი ზოგადად, ქართლის ჭირზე დისკუსიაში შევედით. გაოფდა თემა, გაოფდა!!! smile.gif))))


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 29 2010, 04:44 PM
პოსტი #138


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Ismail
ვისი ბრალია მერე, რომ გაოფდა? smile.gif ვლაპარაკობთ აგერ პატარა ბავშვებისთვის ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნის მიცემის უარყოფით გავლენაზე და გადავყავართ ზოგიერთებს (ნიკს არ დავასახელებ biggrin.gif) ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 29 2010, 04:47 PM
პოსტი #139



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი
ციტატა
გიო, მომიტევონ შენმა ნათესავებმა და ახლობლებმა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ცუდ წრეში ტრიალებ.


არა, მე შენგან განსხვავებით ყველაფერს ვხედავ smile.gif ტრიალს რაც შეეხება ჩიკვაიძეებში ვტრიალებ და...

ციტატა
აგალითად, რითი ხარ ჩემს მოძღვარზე მეტი, რომელმაც ინგლისური და კომპიუტერი არ იცის? კულტურით, განათლებით თუ სულიერებით?


შენი მოძღვარი სხვა დროს დაიბადა ალბათ, ისევე როგორც ჩემი და ბევრის მშობლები

შეიძლება ძაან კარგი ადამიანები არიან ჩვენს გარშემო მაგრამ თანამედროვედ აზროვნება აკლიათ და ეს გასაგებიცაა. თანამედროვე აზროვნებაში დისკოტეკას არ ვგულისხმობ ცხადია

რაც შეეხება თემასთან კავშირს... ხომ დავწერე, რომ პირდაპირ კავშირშია იმდენად, რამდენადაც ტანამედროვე განათლება და განათლება სხვადასხვა ცნებებია. (გამოყენებადი განათლება და ვერასოდესგამოყენებადი განათლება) ორივე საჭიროა, მაგრამ პირველის გარეშე რთული იქნება მითუმეტეს ჩვენი შვილებისთვის


ციტატა
სეთი შესაბამისობების დამყარებით შეურაცხყოფას რომ აყენებ ყველას, ვისაც პირველი კლასიდან არ უსწავლია (ან თუნდაც საერთოდ არ უსწავლია) ინგლისური და კომპიუტერი


სხვა დრო იყო და ვითვალისწინებ, მაგრამ კარგია ეს რომ 2000-იან წლებში მივხდვით რომ სხვანაირი ყოფილა ცხოვრება?



მარიამი
ციტატა
ვისი ბრალია მერე, რომ გაოფდა? ვლაპარაკობთ აგერ პატარა ბავშვებისთვის ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნის მიცემის უარყოფით გავლენაზე და გადავყავართ ზოგიერთებს (ნიკს არ დავასახელებ ) ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე


რა ვქნა მეხაშე ხარ მეთქი რომ გითხრა ტყუილი იქნება და რას იცავ ასე გამოდებით ხაშოლოგებს ? biggrin.gif

არ ვასწავლით შვილებს სწორად და შედეგიც გვექნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 29 2010, 04:50 PM
პოსტი #140


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ახლა ცოტა ხანი დახურავ ამ თემას. პოსტებს გადავიტან შესაფერის თემაში და მერე ისევ გავხსნი, თან იმ თემასაც მიგითითებთ, სადაც ზედმეტი პოსტები გადავა.

პატივისცემით,
Ismail
smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი