IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ისტორიის განყოფილების წესები, სავალდებულოდ წაიკითხეთ ყველა მონაწილემ
Lenus
პოსტი Oct 8 2007, 01:32 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



1.0 ისტორიის განყოფილების წესები

1.1 განყოფილებაში აზრის გამოხატვის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ისტორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და პატივისცემით ეპყრობოდნენ მართლმადიდებელთა პოზიციას. ფორუმი არის მართლმადიდებლური და აზრთა პლურალიზმი დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით რომ მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციებს და ეროვნულ ღირსებას არ შეურაცხყოფს და არ დააკნინებს. (იგივე ეხება სხვა ეროვნების და კულტურის წარმომადგენლების მიმართ გამოთქმულ აზრებსაც).

1.2 განყოფილების უმთავრესი მიზანია ემსახუროს, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ისტორიის და ისტორიული მოვლენების უცნობი დეტალების პოპულარიზაცია-განმარტებას,. აქედან გამომდინარე, თითოეული თემა ისტორიის განყოფილებაში გარკვეულწილად სახელმძღვანელოს უნდა წარმოადგენდეს დაინტერესებული ფართო მომხმარებლისთვის. ისტორიის თემემში მპოსტავებს უნდა ახსოვდეთ რომ ეს არ არის სალაღობო, გასართობი საკითხები და სრული სერიოზულობით უნდა ეკიდებოდნენ საკუთარი ნამოქმედარის ან დაწერილის შინაარსსა და აზრს. ნებისმიერი პოსტი, რომელიც არ ემსახურება საკითხის განხილვას, თემის შინაარსის სხვა რაკურსით ანალიზს, განზრახი ობსტრუქციით იწვევს თემის ან მისი მონაწილეების მოწყვეტას მთავარი სააზროვნო და სამსჯელო ხაზიდან, დაუყონებლივ წაიშლება. მპოსტავს პიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ რეალური გაფრთხილება (ე.წ. „ვორნი“, გაფრთხილების ხარისხი განისაზღვრება მოდერატორის მიერ).

1.3 თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოიდგინოს თავი საჯარო დებატებზე, სადაც მის სიტყვას ფართო აუდიენცია ისმენს და შესაბამისად, კარგად უნდა მოემზადოს, არგუმენტირებულად და რაც მთავარია წყაროების მოშველიებით (სადაც ამას აუცილებლობა მოითხოვს) დაასაბუთოს საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე.

1.4 თემაში მოყვანილ ნებისმიერ ციტატას თან უნდა ახლდეს ციტატის ავტორისა და ნაშრომის დასახელება, შეძლებისდაგვარად, გვერდის ან თავის მითითებით.

1.5 თემის გახსნისას ავტორმა უნდა მოამზადოს საკმარისი მასალა და წარუდგინოს საზოგადოებას. არ შეიძლება გაიხსნას „ცარიელი“ თემები, მათ შორის ზედმეტად ფართო არეალით, მაგ.: „ვინმემ დადეთ რა იცით სააკაძეზე“, ან ზედმეტად დახურული შეკითხვით: „როდის მოაწერეს ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს“. განყოფილებაში არსებობს შეკითხვების თემა და კონკრეტული შეკითხვები უნდა დაისვას მხოლოდ იმ განყოფილებაში და მარტოოდენ ერთი შეკითხვისთვის არ გაიხსნას ცალკე თემა.

1.6 დაუშვებელია ნებისმიერი ისტორიული ფაქტისა თუ მოვლენის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა.


2.0 დისკუსიის წესები:

2.1 როგორც ზემოთ აღინიშნა, ორატორს უნდა ახსოვდეს, რომ თემა ემსახურება ისტორიული მასალების ფართო მასებისთვის პოპულარიზაციას. ნებისმიერი პოსტი უნდა იყოს წინასწარ ჯეროვნად მომზადებული და უნდა შეიცავდეს საინფორმაციო ღირებულებას. დისკუსიისას აკრძალულია:

2.2 დისკუსიის თემიდან ლოგიკურად დასაშვებზე მეტად გადახვევა, დასმული შეკითხვებიდან ამორჩევით მხოლოდ რამდენიმეზე პასუხის გაცემა, შეკითხვებზე შეკითხვებით პასუხის გაცემა.

2.3 მიზანმიმართული ობსტრუქცია, ანუ დაბრკოლება თემის განხილვისა, მათ შორის დემაგოგიური ან უსაგნო პოსტულატებით ან შეკითხვებით;

2.4 თანამოსაუბრისადმი შეურაცხყოფის მიყენება.

2.5 თანამოსაუბრისადმი უპატივცემულობის გამოვლინება ნებისმიერი ფორმით.

2.6 თანამოსაუბრეზე „ზემოდან“ ყურება.

2.7 ტერმინოლოგიის არაპროპორციული გამოყენება: „აღნიშნას“ მაგივრად „გააცამტვერა“, „გააკრიტიკას“ ნაცვლად „ლაფში ამოსვარა“, და პირიქით.

2.8 თანმოსაუბრეზე ან განსახილველ სუბიექტზე (ისტორიულ პირზე) მიკერძოებით და შერჩევით მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი ტერმინების, თანაც გაზვიადებულის, მიკერება. მაგ: სიფრთხილის მშიშრობად მონათვლა, ან აბსტრაქტული არგუმენტაციის სქოლასტიკოსად მონათვლა და ა.შ.

2.9 ცილისწამებითი შეტევა თანამოსაუბრის თითქოს ნალოვან თვისებებზე - როდესაც ნაკლის გამომზეურება ხდება პოლემიკის საგანი და თანამოსაუბრეს, რომელიც ზრდილობიანია, ამხილებენ იმაში რომ არ გააჩნია საკმარისი პრინციპულობა, მტკიცე ხასიათის შემთქვევაში „უგულობაში“ და ა.შ.

2.10 აშკარად უსაგნო, უსაფუძვლო ცილისწამება, რომელიც ხშირად სწორედ სინამდვილის საწინააღმდეგოა. მაგ, როდესაც ლოგიკურად დასმულ შეკითხვას ულოგიკოს უწოდებენ, ან მორწმუნე, ელესიურ ადმიანს ბრალად დასდებენ რომ ასერთოდ არ სწამს მას ეკლესიის და მისი სწავლების და ა.შ.

2.11 ისეთი მტკიცებულებების გაცამტვერება, რომელიც თანამოსაუბრეს არ ეკუთვნოდა. ასეთი მარტივი ხერხით ორატორი ახდენს გავლენას პუბლიკაზე, თითქოს მან პოლემიკაში წინ წაიწია და პასუხი გასცა მოწინააღმდეგე მხრის დასმულ შეკითხვებს. ეს ხერხი დაუშვებელია და აღიკვეთება მოდერატორის მიერ.

2.12 დაუმსახურებელი იარლიყის მიკერება. არ შეიძლება თანამოსაუბრისადმი იარლიყის მიწებება და შემდეგ მისი პოზიციის გაცამტვერება ამ იარლიყის მიხედვით. მაგ. „ზვიადისტი“, „რუსოფობი“. „ანტიმართლმადიდებელი“, „პროტესტანტი“ და სხვ.

2.13 ავტორიტეტების არაჯეროვნად და არაზომეირად გამოყენება. მაგ. „ჯავახიშვილი ამბობდა...“ ან „როგორც დავით აღმაშენებელს სწამდა...“. ჩვენ ფორუზმე გვჭირდება საკუთარი აზროვნება და არა ავტორიტეტებით პაექრობა. (ეს პუნქტი დასკვნებს ეხება, თხოვნა - ნუ ეგვერევა „ციტატებში“).

2.14 ზოგადი ფრაზებით აპელირება - „როგორც ყველსათვის ცნობილია“, „ხალხი ბრძენია“, „ ბავშვმაც კი იცის...“ და ა.შ.

2.15 მოწინააღმდეგის აშკარად მართალი არგუმენტის მიუღებლობა, და პოლემიკაში დამარცხების არ აღიარება.

2.16 და საბოლოოდ, ყველა ორატორს უნდა ახსოვდეს, რომ ფორუმზე აზრი ეჭიდება აზრს და არა პიროვნება- პიროვნებას. ნებისმიერი მცდელობა კამათი გადაიზარდოს პოროვნებათაშორის დუელად, აღიკვეთება მოდერატორის მიერ.




მზად ვართ მივიღოთ შენიშვნები და წინადადებები წესების გარშემო,

განყოფილების მოდერატორები.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი