თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ იმედი და სასოება უფლისა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:46 AM

"უფალი მაშინ შეეწევა ადამიანს, როცა მას სხვა იმედი აღარ რჩება".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:43 AM

"ბერი ამფილოქე ამბობდა: "დაატკბე შენი გონება იმედისა და ნუგეშის სურვილებით. აღანთე შენი სიტყვები მეუფისადმი მხურვალე სიყვარულით, იწამე მისი ტანჯვა, რომელიც შენთვის გადაიტანა და შენ მოიპოვებ სიმტკიცეს, ერთგულებასა და მორჩილებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 08:56 PM

"იმედის მობდღვნილი ხავსიღა შერჩა ხელთ"

/რევაზ მიშველაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:34 AM

"სასოება იმედია ღვთისა. იმედი, რომ უფალი შეგვინდობს ცოდვებს და საუკუნო ცხოვრებას მოგვანიჭებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 08:06 PM

"უფალმა, რომელიც სამართლიანია, სამოთხიდან განდევნა ადამ და ევა, მაგრამ ვინაიდან იგი მოწყალეც არის, უნუგეშოდ არ დატოვა თავისი ქმნილება და აღუთქვა, რომ მოუვლენდა მესიას - განმათავისუფლებელს, მხსნელს, რომლის მეოხებითაც ადამიანი ისევ დაუბრუნდებოდა უფალს. სწორედ ამ დროს წარმოიშვა სასოება და მასთან ერთად - მრავალი სხვა სათნოება: სინანული, სარწმუნოება, მოთმინება...

სამოთხიდან განდევნილი ადამი უდიდეს მწუხარებასა და სინანულში ჩავარდა - ხვდებოდა, რომ თავისი უმეცრებით უფალს დაშორდა და ალბათ მასთან დაბრუნების იმედსაც დაკარგავდა, რომ არა შემოქმედის აღთქმა მესიის შესახებ. ამიერიდან ადამი ამ აღთქმით ცხოვრობდა. ის აძლევდა იმედს, ანუგეშებდა მის სულს და უფლის სიახლოვის მწყურვალს სასიცოცხლო ძალით ავსებდა.

ღვთის სასოება იყო ის, რამაც გააძლებინა ადამს და რაც დღემდე აძლებინებს, ბრძოლის სურვილს აღუძრავს თითოეულ ჩვენგანს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ მთელი რჯული სამ სათნოებაზეა დამყარებული: სარწმუნოებაზე, სასოებასა და სიყვარულზე."

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:06 AM

"- მაგრამ მოციქული იმასაც დასძენს, მათ შორის უპირატესი სიყვარულიაო...

- ცხადია, სიყვარული უპირატესია, თუმცა ეს სრულებით არ აკნინებს სასოებისა და სარწმუნოების მნიშვნელობას. სასოება და სარწმუნოება "სჭირდება" ექსორიაქმნილ (სამოთხიდან გამოძევებულ) ადამიანს, რადგან მეორედ მოსვლის შემდეგ ეს ორი სათნოება თავიანთ არსს დაკარგავს. რა არის სარწმუნოება? - ეს უხილავის რწმენაა, მეორედ მოსვლის დროს კი უხილავი ხილული გახდება და უფლის არსებობაც ყველასთვის საცნაური შეიქნება. რაც შეეხება სასოებას, ეს უფლის მოსვლის, სულის გადარჩენის იმედია. მეორედ მოსვლისას, ცხადია, ესეც აღსრულდება. ამიტომაც სასოება და სარწმუნოება განქარდება (ისევე როგორც დაცემამდე არ არსებობდა), სიყვარული კი დარჩება სამარადისოდ. ეს არის სათნოება, რომელიც ყოველთვის ექნება ადამიანს, რამეთუ თავად ღმერთია სიყვარული."

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:22 AM

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) თავის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში" წერს: "ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს მისი არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:23 PM

"- როგორ იბადება სასოება?
- სასოების სათავე რწმენაა. თუ ადამიანს სწამს, რომ უფალი მოწყალეა და სულგრძელი, სწამს, რომ უნუგეშოდ არ დატოვებს თავის ქმნილებას, თავისი მოწყალებით აღხოცავს ცოდვას, ხრწნას, სიკვდილს, მისმა დაცემამ რომ შემოიტანა სამყაროში, რომ შვილივით მიიღებს და იზრუნებს მასზე, - ბუნებრივია, გაჩნდება იმედიც. როცა ვიცით, რომ ის, ვინც შექმნა ყოველივე, ის, ვისაც პატივს მიაგებს ყოველი სული, დამდაბლდა ჩვენთვის, ჩვენი სხეული შეიმოსა და ჯვარს ეცვა, რათა ცოდვის ტყვეობისგან ვეხსენით, - როგორ შეიძლება სასო წარვიკვეთოთ?"

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 09:35 AM

"- სასოება მხოლოდ უფლის მიმართ უნდა გვქონდეს?

- ჭეშმარიტი, სრული სასოება - მხოლოდ და მხოლოდ უფლის მიმართ, რადგან მხოლოდ ის არის ყოვლისშემძლე და ერთადერთია, ვინც არასდროს გვიღალატებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოყვასს არ უნდა ვენდოთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა. დღეს თუ ამ ჭიდილში კეთილი იმარჯვებს, ხვალ შეიძლება პირიქით მოხდეს. ამიტომაც ადამიანს ბოლომდე ვერ მიენდობი. კაცი ღმერთს ღალატობს და რა გასაკვირია, თავისი დაცემულობის გამო კაცსვე რომ უმტყუნოს... "ყოველი კაცი ცრუ არს". სხვა თუ არაფერი, ადამიანი მოკვდავია, შეიძლება უფალმა წაიყვანოს. მერე რაღას ვიზამთ?"

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:27 AM

"არსებობს ორი უკიდურესობა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ყოველგვარი ზრუნვა ცოდვაა, ამით ამართლებენ თავიანთ - ხაზგასმით ვამბობ! - სიზარმაცეს და ხელს არ ანძრევენ - უფალი შეგვეწევაო, მეორენი კი მთელი დღე ზრუნავენ, იღვწიან, შფოთავენ, ხოლო მთავარი საზრუნავი - სულის ცხონება - ავიწყდებათ. უნდა დავიცვათ ზღვარი უსასოებასა და "ზედმეტ სასოებას" შორის და ჩვენი სულიერების შესაბამისად ვიმოქმედოთ."

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:20 AM

"ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთისმშობლის, ჩვენი სასოების სიმბოლოს, ლოცვით მოგვმადლოს ჭეშმარიტი სასოება".

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:43 AM

"სასოება და იმედი ყოველთვის გვიან მტოვებდა ხოლმე"

"როდესაც ყველა ადამიანური ნუგეში ქრება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვგრძნობთ უფლისმიერი ნუგეშის - ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეშის - მოთხოვნილებას. და თუკი ღმერთს მივენდობით, აშკარად დავინახავთ ღვთის ხელს, რომელიც გვიფარავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:57 PM

"იმედმიხდილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 09:44 PM

"...არც ერთ თბილ და იმედისმომცემ სიტყვას არ დაგივიწყებთ უფალი..."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 01:38 PM

"გეგმები და იმედები საკმაოდ დიდი მაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 10:09 PM

"ქრისტემ მოციქულ პავლეს პირით გვითხრა: "არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი", რასაკვირველია, სულ არაფერზე წუხილი წმინდანებისთვისაც კი წარმოუდგენელია, მაგრამ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც იმედი არა აქვს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2017, 07:27 PM

"კაცმა, რომელმაც 38 წელი უძლურებაში გაატარა, იმედი არ დაკარგა, ღმრთისადმი ვედრება არ შეწყვიტა, ჩვენ კი, მხოლოდ ათი დღე რომ ვევედროთ ღმერთს და თხოვნა არ შეგვისრულოს, მოვიწყენთ და ლოცვას მივატოვებთ.

მიწიერი დიდების შესაძენად მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ვშრომობთ, ხოლო საღმრთო დიდების შეძენისთვის გარჯა გვიმძიმს და გვეზარება. თხოვნა კიდეც რომ არ შეგვისრულდეს, განა ღმრთისადმი ვედრება და შემოქმედთან საუბარი ამსოფლიურ, თუნდაც ურცხვ სიკეთეს არ სჯობია? თუ იმას იტყვი, რომ სულ მუდამ ლოცვა ძნელია, მაშინ აბა მითხარი, რომელი სათნოების შეძენა არის ადვილი?"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:02 PM

"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკვილია. მას სტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას სტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივ ნუგეშს მიიღებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 12:52 PM

"სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქვენი".

/ესაია წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 01:52 PM

"ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ, ერთმანეთის იმედები უნდა ვიყოთ."

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 10:51 AM

"სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქუენი"

/წმ. ესაია წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 01:06 PM

"დღევანდელი დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე"

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 04:19 PM

"მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:26 PM

" [ილია მეორე] ქვეყნის იმედი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:40 PM

"თამამი იმედებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:35 AM

"ვისაც უფლის იმედი აქვს, ვინც უფლის მსასოებელია, ყველას ეწევა და მოხედავს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:38 AM

"სასოება მხოლოდ ღმერთის უნდა გვქონდეს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:23 PM

"- ადგილობრივი მრევლის მდგომარეობა როგორია?

- სამწუხაროდ, ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულმა პრობლემებმა მოსახლეობაში უიმედობა, უსასოობა დანერგა. ფესვგამდგარია მცირედმორწმუნეობა, ხალხი გატანჯულია უსახსრობით. მიუხედავად ამისა, იქაურები დიდ ნდობას იჩენენ ჩვენი სამღვდელოების მიმართ. იგრძნობა დაინტერესება, მოკრძალება, ყურადღება, ეკლესიური ცხოვრების სურვილი, რაც იმედს გვაძლევს, რომ თანდათან გამოიღვიძებს ქართული ხასიათი, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოება და მამულიშვილობა, რაც ჩვენი ერის მომავლისა და სიმტკიცის საწინდარია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:43 PM

„ვისაც ღვთის იმედი აქვს, მისი გული განძლიერდება და ღვთისგან მხნეობა შეეძინება.“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2019, 06:37 PM

"სასოება ღვთისა ბუნებითად თან სდევს მტკიცე რწმენას. სასოების გარეშე ადამიანი უღუზო ხომალს ემსგავსება. ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ცხოვრების გზაზე და შემდეგ კვლავ დაიბრუნოს, მაგრამ თუკი იგი იმედს კარგავს - ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია.

სადაც არ არის იმედი - იქ არ არის არც სიხარული და არც რწმენა ღვთისა. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღვთის მსასოებელი არ შერცხვება წინაშე კაცთა, - უფალი გაამართლებს მის იმედს და ანუგეშებს.

მაგრამ ადამიანში სასოებაც ჯანსაღი უნდა იყოს. ამიტომ მორწმუნეს დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე მართებს. არსებობს ცრუ იმედი, რომელიც დროულად უნდა განიკურნოს.

ცრუ იმედი იოლი ამოსაცნობია, - ამგვარად "მსასოებელნი" თვალს არ უსწორებენ რეალობას და ილუზორულ სამყაროში ინაცვლებენ. სულისთვის ეს მეტად საშიში მდგომარეობაა, რადგან ცრუ იმედი, ისევე, როგორც ნებისმიერი სიცრუე, ღუპავს ადამიანს.

ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა გამოიკვლია, რომ ოსვენციმის საკონსენტრაციო ბანაკში, სადაც იგი თავადაც იმყოფებოდა, პირველ რიგში ის ადამიანები იღუპებოდნენ, რომლებსაც მალე გათავისუფლების იმედი ჰქონდათ. ისინი საკუთარ წარმოდგენებში გათავისუფლების თარიღებსაც კი სახავდნენ და როდესაც ეს თარიღი დგებოდა და მათი მოლოდინი არ მართლდებოდა, - სასოწარკვეთილება ეუფლებოდათ და იღუპებოდნენ.

ცრუ იმედი ცხვრის ტყავში გახვეული სასოწარკვეთილებაა! განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი ცრუ იმედი ადამიანების ჯგუფს ან მთელ ერს ეუფლება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2019, 05:05 PM

"სასოებას ადამიანი მხოლოდ უფალზე უნდა ამყარებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:04 PM

"ადამიანი იმედის გარეშე ძალიან დაიჩაგრება. რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი სათნოებაა, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ასე თუ ისე, გვწამს ღმერთის და როცა გვწამს, იმედიც გვაქვს და თუ იმედი გვაქვს, ესე იგი სიყვარულიც გაგვაჩნია".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:54 PM

"უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანს იმედის გარეშე, რადგანაც მისი თვისებაა ყოვლადკეთილობა!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 08:14 PM

"წინ იყურე იმედით და უკან მოიხედეთ მადლიერებით და არა ლოთის ცოლივით, რომელიც ძველ სოდომ-გომორულ ცხოვრებას მისტირის".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2019, 12:59 PM

"ყველა ნორმალური ადამიანი წინ იმედით იყურება. ღმერთი, ეკლესია გეუბნება, რომ წინ იმედით იყურე. მთავარია რწმენა, იმედი და სიყვარული".

"იმედით ცოცხლობს კაცი და თუ მას იმედი აღარ აქვს, არაფერი ეშველება"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:48 PM

"იმედი ღვთისა, თუნდაც მცირე და შეუმჩნეველი, არის "მტკიცე და სანდო ღუზა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:01 PM

"ღვთისმშობელი იყო, არის და იქნება ჩვენი დიდი იმედი"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2019, 06:25 PM

"ჩვენ გვევალება იმედიანობა. ქრისტიანობა ეს არის. არ შეიძლება ქრისტიანი უიმედოდ იყოს".

/რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 05:42 PM

"ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვნებელი საიდუმლოებები, არ არსებობს უიმედობა. შეიძლება ვიყოთ დიდი ცოდვილები, მაგრამ ვამბობთ რა აღსარებას, მღვდელი გვიკითხავს ლოცვას, მოგვეტევება ცოდვები და მივდივართ უკვდავებისკენ, ყოველგვარი შფოთისა და შიშის გარეშე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 06:20 PM

"ქრისტე არის ჩვენი იმედი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:42 PM

"ცუდია, როცა იმედს კარგავ, რადგან უიმედო ადამიანი იტანჯება და კარგავს გულმოდგინებასა და ძალას, ხოლო ის, ვინც იმედოვნებს, წინ მიიწევს, რადგანაც გრძნობს თავის სიგლახაკეს და ცდილობს, გამდიდრდეს. რას შვება გლახაკი? თუ ჭკვიანია, ცდილობს, რაიმე გზა იპოვოს, რათა გამდიდრდეს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 04:28 PM

"მიუხედავად წინააღმდეგობებისა, უფალს უნდა ვსასოებდეთ და იმედით ვუყურებდეთ მომავალს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 04:09 PM

"ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, თუნდაც ხელისუფლების, სხვა ქვეყნების, ან ბელადის, პარტიის, საზოგადოების და ა.შ. იმედად კი არ უნდა იყოს, არამედ - უფლის"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:41 PM

"არ ვიცით, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღე იმედით უნდა დავიწყოთ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 06:55 PM

"იმედით მგზავრობს მგზავრი, ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ზრდის მშობელი შვილებს, იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:29 PM

"იმედი მხოლოდ ღმერთისა უნდა გვქონდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:32 PM

"პრობლემა ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:28 PM

"ადამიანს - იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია, არც ჰყავს, არც ეყოლება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 08:57 PM

"ვისაც ღვთის იმედი აქვს, როგორც სიონის მთა, ისე იქნებაო შეურყეველად უკუნისამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 02:19 PM

"ღიმილი ხომ იმედის უმცროსი დაა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 03:20 PM

"იმედიანო სევდავ ჩემო!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 08:22 PM

,,ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი.”(წითელი მგელი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:53 PM

"იმედის სხივმა შეაღოს თქვენი დილის სარკმელი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 04:02 PM

"სევდას ვეებას იმედი რომ ებრძვის პაწია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:10 PM

"რატომ გადავიწუროთ იმედი, თუკი ჩვენი ტკბილი იესო ასეთი კეთილი, მოწყალე და სახიერია?! მცირეს ვთხოვთ, ის კი ბევრს გვაძლევს, სინათლის ერთ სხივს ვთხოვთ, ის კი სრულ სინათლეს, სიყვარულს გვიბოძებს. ასე რომ დამდაბლდი და მთელი შენი სასოება მასზე დაამყარე"... /ისიხასტი ბერი იოსები/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 08:48 PM

"ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი. თუ კარგავს იმედს, ეს ნიშნავს, რომ კარგავს რწმენას"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 09:03 PM

"ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2020, 07:26 PM

"იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 09:58 PM

"ღმერთი განსაცდელებისგანაც გვიფარავს მაშინ, როდესაც უკვე ყოველგვარი ადამიანური იმედი ამოწურულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:57 PM

"რა გვეშველება" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 12:59 PM

"მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს - ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს. გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფრისა არ უნდა გვქონდეს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2020, 08:49 PM

"წყალს, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, წმინდა წერილში აქვს ალეგორიული გააზრებაც, წარმოადგენს რა იმედის სიმბოლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:58 PM

"ხვალინდელი დღე მეტად იმედიანი გათენდეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:37 PM

"შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთს მთავარს ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, - ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევამოსილი იმედი და ეს იმედი ხომ პირმშო ძეა სარწმუნოებისა. სარწმუნოება იმედის თავ-საკიდურია, ვინაიდან სარწმუნოება შობს იმედს, იმედი შობს ნუგეშისცემას, ნუგეშისცემა აღუსუბუქებს ადამიანს ჭირვარამს და შობს სიმხნეს".

/წმ. ალექსი ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 08:16 PM

"როცა ადამიანი გეტყვის, ჩემი იმედი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, იმედი არ გაუცრუვდეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:36 PM

"მოეშვი და იცხოვრე იმედით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 07:51 PM

"ხვალინდელი დღის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:16 PM

"ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 08:17 PM

"რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ის რომ არ ყოფილიყო, დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ ყველა მისი მოწაფე დაბრკოლდა, ავაზაკმა ის აღიარა, როგორც ღმერთი და როგორც მეუფე; ავაზაკი ჩვენი იმედია, რადგან მან მაშინ აღიარა ქრისტე ღმერთად, როდესაც ყველამ დაკარგა მისი, როგორც ღმერთის, იმედი, რადგან მან იესო მაშინ აღიარა ღმერთად, როცა იესო იყო გალანძღული, მასხრად აგდებული, ნაწამები, როცა ის გაცვლილ იქნა ბოროტმოქმედზე, ეს მაშინ, როცა ისე საშინლად ეწამებოდა და იტანჯებოდა, როგორც უბრალო ადამიანი".

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:30 PM

"ყველაზე აშკარა ნიშანი ავადმყოფი სულისა - არის უიმედობა"

/ღირსი სილუან ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:15 PM

"დღე დაიწყე იმედების გადანაწილებით, მერე სულში სიმშვიდე დაიმკვიდრებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 05:33 PM

"თავი უნდა განიკითხო, მაგრამ ღვთის სიყვარულისა და მოწყალების იმედი არ უნდა დაკარგო"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 07:01 PM

"სინანულს ბადებს იმედი, სასოწარკვეთილებისგან სრული უარყოფა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:52 PM

"ისე არაფერი გვაკარგვინებს ზეციურ შეწევნას, როგორც თავდაჯერებულობა და იმედი ადამიანებსა და გარემოებაზე"

/წ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:18 PM

"სასოება (იმედი) - ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღვთის წყალობით კეთილ აღსასრულს მიაღწევს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:29 PM

"გახსოვდეს, როცა ეშმაკები თავს გესხმიან, უფალი გაკვირდება: რამდენად გაქვს მისი იმედი?"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 09:47 PM

"არავისი, მხოლოდ ღმერთის და საკუთარი თავის იმედად იცხოვრე...
ასე უფრო მეტს შეძლებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 10:09 PM

"უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი" /ზირ. 34, 14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:06 PM

"სასოებით შეიძლება ამპარტავანი დამდაბლდეს, უწმინდური - განიწმინდოს, სუსტი და უძლური - განმტკიცდეს, ცოდვილი - გამოსწორდეს. სასოების საფუძველია რწმენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:10 PM

"ადამიანს არ შეუძლია ღვთის იმედი ჰქონდეს, თუ მანამდე, თავის წილ, არ შეასრულებს მის ნებას. რადგან ღვთის იმედი და გულის სიმამაცე სინდისის დამოწმებით იშვება და მხოლოდ ჩვენი გონების ჭეშმარიტი დამოწმებით გვაქვს ღმერთისადმი სასოება"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 11:32 AM

"რაც არ უნდა მოხდეს, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 09:23 PM

"ადამიანებისადმი სასოება შეიძლება გამტყუნდეს, მაგრამ ღვთისადმი სასოება - არასდროს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:21 PM

"სულიწმიდის ძალით ულევი იმედი უნდა გვქონდეს, ანუ სუფთა გულიდან მომდინარე იმედი უნდა გაგვაჩნდეს"

/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2021, 08:30 PM

"ყოველგვარი იმედი, რაც ღვთის განგებისადმი იმედს შეურაცხყოფს, - უზნეობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 05:52 PM

"ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვასაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:41 PM

"თუ ადამიანს ვერ ეხმარები, იმედი მაინც არ გადაუწურო!…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 06:07 PM

"არ წარიკვეთო სასო, იმიტომ, რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:05 PM

"თუ გინდა იმედი გაგიცრუვდეს, ენდე მას, ვინც ასი პროცენტით მხარში დგომას გპირდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 06:11 PM

"შეიძლება, ადამიანებზე იმედის დამყარება დაგვიანებული იყო, მაგრამ უფლისადმი სასოება არასდროსაა გვიან"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2021, 10:56 PM

''არცერთმა ექიმმა არ იცის დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ იმაზე უკეთესი წამალი, როგორიცაა იმედი. ''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:31 PM

სადაც იმედი გაქვს გადაწურული, ყველაფერი შენ სასიკეთოდ მოულოდნელად შეიცვლება!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2022, 05:29 PM

"კიდევ ცოტა მომითმინე, ჩემო უფალო. რამეს კი არ გპირდები მე, უბედური, არამედ შენი გულუხვობის იმედი მაქვს".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 05:36 PM

"უფალო, მე წყალობის ღირსი არ ვარ, არც გთხოვ, რომ შემიწყალო, არამედ შენს სახიერებას შემოვყურებ. თუ მოისურვებ, რომ გამონაკლისი გააკეთო ჩემთვის, კეთილი, მხოლოდ ამის იმედი მაქვს, თუ არა -სხვა არაფრისა"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:56 PM

"ვინც საკუთარ თავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველს მიანდობს, აუცილებლად აღივსება სულიერი სიხარულით და განახლდება ურცხვენელი იმედებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:20 PM

"საბრალო მაშინ არის კაცი, როდესაც მის გულში უიმედობა და იმედი ერთმანეთს ეჭიდებიან! მაშინ შფოთავს კაცის გული, თორემ, რაკი იმედი გადაწყდება, მაშინ რაღა აქვს საშფოთავი?"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:36 AM

"როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგედგინა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:10 PM

"მხოლოდ მაშინ შეიძლება უარი თქვა შენდობის იმედის იმედზე, როდესაც ჯოჯოხეთში იქნები, იმიტომ, რომ მხოლოდ იქ იქნება ეს წამალი უძლური და უშედეგო; ვიდრე აქ ვართ, იგი, თუნდაც სიბერეში, ან თავად სიკვდილის პირას მყოფებსაც რომ გვეწვიოს, - კეთლმოქმედი და მაცხოვნებელი იქნება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 03:59 PM

"იმედის გულით ტარება ასწავლეთ [ბავშვებს], უკეთესი ხვალინდელი დღის იმედის"

/ფსიქოლოგის რჩევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 12:41 PM

"იმედგაცრუება დაგეუფლა? - ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარე, სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდები"

/ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 05:08 PM

"დაჰლეოდა იმედი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 05:30 PM

"იმედის შუქი ჰსერავდა წყვდიადს, თავის ხლართებში რომ სწურავდა მის გულს დალახვრულს"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:06 PM

"ვერ მიიხარა იმედისკენ სასომიხდილი: მკვეთრი გრძნობა უბედობას უკარნახებდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:22 PM

"რწმენა და იმედი ამა სოფლის საგზალია - ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი, სიყვარული კი - სულის მარადიული თვისებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 12:28 PM

"ივან ილიჩს დაეუფლა "იმედის წუთები" და სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 09:11 PM

"არ წარიკვეთო სასო, როცა იცი ღვთის უსაზღვრო მოწყალება, თუნდაც მრავალ ცოდვაში იყო ჩაფლული და თუნდაც შენს წინაშე სიკვდილს ხედავდე; მაგრამ ღვთის მოწყალებაზე ფიქრი ცოდვის ჩადენის წამახალისებელი, ანდა ცოდვილი ცხოვრების გამაგრძელებელიც ნუ გახდება, უფალი მოწყალეა ცოდვილებისადმი, მაგრამ - არა ყველასადმი, არამედ - მხოლოდ მონანულთადმი; ჯიუტი და მოუნანიებელი ცოდვილების მიმართ კი იგი მართლმსაჯულია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:49 PM

"ვიცოდი, რომ ხავსს ვეჭიდებოდი, მაგრამ ჩემს დღეში ჩავარდნილი აბლაბუდასაც იმედით მოეჭიდებოდა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 02:45 PM

"[ილია მეორემ] ცოცხალი თუ დახოცილი იმედები იტვირთა"

/ნიკოლოზ მესხიშვილი
წმ. ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:37 PM

"თვით სინანული - ეს არის იმედი, ხოლო იმედი შეერთებული სიყვარულთან შეუძლებელია, რომ უარყოფილ იქნას ღვთისაგან"

/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 06:35 PM

"ღვთის გარდა, ნურავის იმედი გექნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2022, 08:47 PM

"თუნდაც დაეცე და ჯოჯოხეთური ბოროტების სიღრმემდეც დაეშვა, მაშინაც კი არ წარიკვეთო იმედი და დაუყოვნებლივ მიმართე ღმერთს. იგი სწრაფად აღადგენს შენს დაცემულ გულს და უწინდელზე მეტ ძალას მოგცემს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:42 PM

"სამყაროზე ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებ, თორემ დიდ იმედგაცრუებას მიიღებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 03:11 PM

"სინანულის ცრემლიანი ლოცვით იწმინდება ჩვენი არსება და მაშინ იშვება იმედი, როგორც ღვთის მიმართ დიდი ხარისხის სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2023, 06:26 PM

"ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ცხოვრების გზაზე და შემდეგ კვლავ დაიბრუნოს, მაგრამ თუკი იგი იმედს კარგავს - ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია. სადაც არ არის იმედი - იქ არ არის აც სიხარული და არც რწმენა ღვთისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2023, 09:24 PM

"პლატონი ამბობდა: "ადამიანებზე დამყარებული იმედი არის სიზმარი ცხადში, ანუ უფრო სწორედ, გაწბილების სურვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:15 PM

"შენ ყოველთვის გუთნით ხნავდი,
და გულებში თესდი იმედს"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 09:07 PM

"ცრუ იმედი იოლი ამოსაცნობია, - ამგვარად "მსასოებელნი" თვალს არ უსწორებენ რეალობას და ილუზორულ სამყაროში ინაცვლებენ. სულისთვის ეს მეტად საშიში მდგომარეობაა, რადგან ცრუ იმედი, ისევე, ოროგრც ნებისმიერი სიცრუე ღუპავს ადამიანს. ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა გამოიკვლია, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იგი თავადაც იმყოფებოდა, პირველ რიგში ის ადამიანები იღუპებოდნენ, რომლებსაც მალე გათავისუფლების იმედი ჰქონდათ. ისინი საკუთარ წარმოდგენებში გათავისუფლების თარიღებსაც კი სახავდნენ და როდესაც ეს თარიღი დგებოდა და მათი მოლოდინი არ მართლდებოდა, - სასოწარკვეთილებაში ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ. ცრუ იმედი - ცხვრის ტყავში გახვეული სასოწარკვეთილებაა! განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი ცრუ იმედი ადამიანების ჯგუფს ან მთელ ერს ეუფლება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:56 PM

"ამ ცხოვრებაში ღმერთზე უარის თქმით მომავლის ყოველგვარ იმედს ვკლავთ"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:32 PM

"ყველაზე აშკარა ნიშანი ავადმყოფი სულისა - არის უიმედობა"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 08:05 PM

"იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარე - სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდები"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:40 PM

"ერთი წმიდა მამის შეგონება გამახსენდა: კაცზე ნუ დაამყარებ იმედს, მთელი არსებით ღმერთს მიენდეთ და ის გამოგიჩენთ პიროვნებას, რომელიც დაგეხმარებათო"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 02:07 PM

"როდესაც ადამიანს აქვს ღვთის იმედი და სასოება, საღვთო საქმეთა აღსრულებისას არათუ დაღლას განიცდის, განსვენებასა და სულიერ სიხარულს გრძნობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 05:50 PM

"იმედის მოკლება სიყვარულის გაუჩინარებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 06:59 PM

"ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ერთადერთი იმედი ქრისტეა. ჩვენ უნდა გვქონდეს უფლის სასოება და არა ადამიანების იმედი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 07:19 PM

"იმედი განსაცდელთა, ტანჯვათა, მწუხარებათა, უბედურებათა დათმენის გარეშე არ არსებობს. და, პირიქით, სადაც ჭეშმარიტი, ცოცხალი იმედია, ე. ი. სადაც ქრისტე-მაცხოვრის, ქრისტე-მხსნელის იმედი არსებობს, იქ მოთმინებაა, ხოლო სადაც მოთმინებაა, იქაა იმედიც!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:27 AM

"სული წმინდა ყოველ მართლმორწმუნეს ეძლევა. წმინდა მამათა აღწერით, ის მოდის ჩვენთან, გულს გვითბობს და შეგვაგრძნობინებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი და ჩვენს სიყვარული ღვთისადმი. და როცა ღმერთი სიყვარულით გაგვათბობს მიწიერი ცხოვრების უდაბნოში, ამქვეყნიურ ზამთარში, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ იმედით აღგვავსებს და რწმენას გვაძლევს, რომ ის ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის თავისი აღთქმისაებრ, რასაც კი ველოდით მისგან"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 10:56 AM

"ღმერთის არსებობის იმედით ცხოვრობს ადამიანი"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2023, 05:12 PM

"მეუდაბნოე მარკო ამბობს: "ვისაც არ აქვს იმედი, რომ მიიღებს ღვთისაგან, რასაც საჭიროებს, - მით უფრო ვერ ექნება მოლოდინი იმისა, რომ მიიღებს უფლისგან სამ უდიდეს სათნოებას - რწმენას, სიყვარულსა და სასოებას, რაც მას ზეცათა სასუფეველს დაუმკვიდრებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:32 PM

"ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვნებელი საიდუმლოებები, არ არსებობს უიმედობა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 03:53 PM

"ვგრძნობ, რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ იმედით ვცხოვრობ. ცუდია, როცა იმედს კარგავ, რადგან უიმედო ადამიანი იტანჯება და კარგავს გულმოდგინებასა და ძალას, ხოლო ის, ვინც იმედოვნებს, წინ მიიწევს, რადგანაც გრძნობს თავის სიგლახაკეს და ცდილობს, გამდიდრდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2023, 08:18 PM

"მოვედ, უფალო, ჩემი იმედი გელის შენ!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:00 PM

"რა არის ხვალ, მიწის შვილნო, თუ არა თქვენი იმედი? თუ აღმოფხვრით ყველა თქვენს იმედს, თქვენი სურვილიც მოკვდება, რათა ხვალინდელი დღე გათენდეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 05:59 PM

"უფალო, შენი იმედი მაქვს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 05:54 PM

"ღმერთი არ დაგივიწყებს არც ერთ თბილ, იმედისმომცემ სიტყვას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 05:46 PM

"[ღირს პაისი ათონელს] იმედი არასოდეს ტოვებდა, ბნელსა და ნისლიან ყოფაშიც ამბობდა:

"ყველაფერი კარგად იქნება ღვთის მადლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 05:46 PM

"[ღირს პაისი ათონელს] იმედი არასოდეს ტოვებდა, ბნელსა და ნისლიან ყოფაშიც ამბობდა:

"ყველაფერი კარგად იქნება ღვთის მადლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 01:42 PM

"მოითმინე, დაო და ღმერთის იმედს ნუ დაკარგავ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 04:34 PM

"თუკი ადამიანს სურს, იცხოვროს უშფოთველად, მაშინ მან უნდა დაიჯეროს ქრისტეს სიტყვები - ჩემს გარეშე არაფერი ძალგიძთ. ანუ საჭიროა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, საკუთარი თავით იმედგაცრუება და უფლის ძალაზე სასოების დამყარება.

კარგი გაგებით, საკუთარი თავის იმედგაცრუებით ადამიანი პოულობს ღმერთს და მთელ სასოებას მასზე ამყარებს. ყველაზე სულიერი ადამიანებიც კი არ არიან საკუთარ ცხოვრებაში დარწმუნებული. ამიტომ ისინი არასდროს გადიან ღმერთზე სასოების დამყარების ფარგლებიდან. ისინი ამყარებენ თავის იმედს ღმერთზე და მხოლოდ საკუთარი თავით არიან იმედგაცრუებულნი, რადგან საკუთარ "მეს" მოაქვს ადამიანისთვის ყველა სულიერი უბეუდრება"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)