IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოჰან სებასტიან ბახი, უდიდესი კომპოზიტორი
Belief
პოსტი Mar 20 2009, 11:36 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).

არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.

ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).

სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.

ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.

ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.

ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.

ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.



B Y W I K I P E D I A


დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?




1. ძალიან კარგი კომპოზიტორია
დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად?

ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს


1. ძალიან კარგი კომპოზიტორია

2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია .


3 . გლენ გულდი .... smile.gif


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Mar 25 2009, 04:29 PM


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Belief   იოჰან სებასტიან ბახი   Mar 20 2009, 11:36 PM
ქევანა   :) რომ არა ბახი... 1) რა...   Mar 20 2009, 11:46 PM
Belief   კი ვირსალაძეც კარ...   Mar 20 2009, 11:50 PM
ქევანა   აი ეხლა ვეძებდი იუ...   Mar 21 2009, 04:11 PM
Belief   ქევანა ხო ძალიან ც...   Mar 21 2009, 04:26 PM
ქევანა   დავიწვი ამ თემის ს...   Mar 25 2009, 02:56 PM
tustusa-gogo   ეხლა ვსტავლობ და რ...   Mar 25 2009, 03:01 PM
BOO   ეხლა ვსტავლობ და რ...   Mar 25 2009, 09:49 PM
dariala   გაიხარე ამ თემის ა...   Mar 25 2009, 03:53 PM
Belief   dariala მიხარია , რომ ბა...   Mar 25 2009, 04:28 PM
ქევანა   tustusa-gogo რა ქენი იცი? მ...   Mar 25 2009, 04:50 PM
Belief   რატომ? მეც მაინტე...   Mar 25 2009, 08:31 PM
ქევანა   რატო უნდა ჩაჭრა, რ...   Mar 25 2009, 08:52 PM
zegardeli   რატო უნდა ჩაჭრა, რა...   Mar 26 2009, 05:46 PM
Belief   მუსიკაში მაგას არ...   Mar 25 2009, 09:44 PM
ქევანა   და რისი კურსებიო? :bl...   Mar 25 2009, 10:14 PM
Belief   ქევანა ხო შუბერტი ...   Mar 25 2009, 10:17 PM
BOO   კლასიკურ მუსიკაში ...   Mar 25 2009, 10:19 PM
Belief   კაია აბა გვკითხე.   Mar 25 2009, 10:31 PM
BOO   მირჩიეთ რაიმე კომპ...   Mar 25 2009, 11:19 PM
Belief   პახულსკი :) BOO სევდი...   Mar 26 2009, 05:23 PM
BOO   პახულსკი :) BOO სევდი...   Mar 26 2009, 06:08 PM
k@the   მირჩიეთ რაიმე კომ...   Mar 26 2009, 05:29 PM
Belief   :ფიქრი1:   Mar 26 2009, 05:29 PM
ბექა   Belief შენ გაიხარე შე კ...   Mar 26 2009, 05:33 PM
Belief   ბექა აგრემც ვალმოხ...   Mar 26 2009, 05:36 PM
ბექა   Belief შენივე თემას რა...   Mar 26 2009, 05:38 PM
Belief   ბექა მე არაფერნი მ...   Mar 26 2009, 05:39 PM
ბექა   Belief აი აი აი :D :D :D მაგ...   Mar 26 2009, 05:41 PM
ბექა   Belief მუსიკას რაც შეე...   Mar 26 2009, 05:50 PM
georgianeli   გურამ დოჩანაშვილი...   Mar 26 2009, 06:19 PM
ბექა   BOO სამაგიეროდ მაგა...   Mar 26 2009, 06:23 PM
BOO   [b]BOO სამაგიეროდ მაგ...   Mar 26 2009, 06:29 PM
lashuka.   ბახი მაგარია მარა ...   Mar 26 2009, 06:25 PM
ბექა   BOO მაგის ბედნიერებ...   Mar 26 2009, 06:31 PM
ქევანა   მიხარია რომ თემა ა...   Mar 26 2009, 06:37 PM
BOO   ვივალდს რატომ აქვს...   Mar 26 2009, 06:42 PM
Belief   საცოდაო საქართვე...   Mar 26 2009, 07:06 PM
BOO   ამას ერთად ,,წელიწ...   Mar 26 2009, 07:06 PM
lashuka.   Belief :D :D :D :D :D დაიჯერე...   Mar 26 2009, 08:07 PM
ბექა   Belief ჩემი ლინკები ნა...   Mar 26 2009, 07:07 PM
Belief   ბექა კი , ძალიან ლამ...   Mar 26 2009, 08:02 PM
Belief   lashuka. არა კაცო . უბრალ...   Mar 26 2009, 08:12 PM
ქევანა   შევეცდები ისევ ბახ...   Mar 26 2009, 08:14 PM
Belief   ახლა მე ბახს ვუსმე...   Mar 26 2009, 08:20 PM
ქევანა   არადა რეაქცია არ მ...   Mar 26 2009, 08:47 PM
Belief   ვხუმრობ რათქმა უნ...   Mar 27 2009, 11:51 AM
ქევანა   თხოვნა შესმენილია,...   Mar 27 2009, 10:16 PM
BOO   http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg რ...   Mar 29 2009, 12:27 PM
lch   იოჰან სებასტიან ბა...   Mar 28 2009, 06:05 PM
Belief   http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ე...   Mar 29 2009, 12:23 PM
Belief   კი მიუხედავად ყვე...   Mar 29 2009, 12:33 PM
BOO   კი მიუხედავად ყვე...   Apr 1 2009, 08:08 PM
Belief   :)   Mar 29 2009, 01:25 PM
tustusa-gogo   Belief პრელუდია და ფუგ...   Mar 29 2009, 01:30 PM
Belief   tustusa-gogo http://www.youtube.com/watch?v=eJkaw...   Mar 29 2009, 04:47 PM
ქევანა   ესეც მშვენიერია, წ...   Mar 29 2009, 05:23 PM
Belief   კი . უკეთესი ვერსი...   Mar 29 2009, 05:42 PM
ქევანა   :D გასაგებია რომ ორ...   Mar 29 2009, 08:53 PM
tustusa-gogo   მე ფორტეპიანოზე დ...   Mar 29 2009, 08:55 PM
Belief   ა მივხვდი მაშინ უ...   Mar 31 2009, 03:21 PM
Belief   გავაქტიურდეეთ !   Apr 1 2009, 04:21 PM
ქევანა   ვსეგდა რად პამოჩ B) ...   Apr 1 2009, 08:06 PM
ქევანა   უი რას მივაგენ მარ...   Apr 1 2009, 09:25 PM
Belief   დაბრუნა ბილიიფ. გა...   Apr 16 2009, 06:15 PM
ქევანა   Belief ვიცით :D (ეს თუ ის ...   Apr 17 2009, 07:03 PM
Belief   ქევანა კაია კაია ე...   Apr 18 2009, 05:50 PM
ვეშაპო   Belief ყავდა 20 შვილი, მა...   Apr 20 2009, 02:24 AM
ქევანა   ვეშაპო ჯიგაარ © დ...   Apr 21 2009, 12:11 PM
ვეშაპო   ქევანა ეგრეა, ეგრე,...   Apr 21 2009, 12:25 PM
Belief   ვეშაპო პირიქით ბახ...   Apr 21 2009, 02:09 PM
ქევანა   Belief მე სქესი არ შემი...   Apr 21 2009, 03:51 PM
Belief   ქევანა :D :D :D გამოგტე...   Apr 21 2009, 03:57 PM
ვეშაპო   Belief არა, მართლა ეგეთ...   Apr 21 2009, 05:32 PM
ქევანა   ვეშაპო არ ვუკრავ მ...   Apr 21 2009, 08:27 PM
Belief   ქევანა გეთანხმები ...   Apr 26 2009, 02:13 PM
Belief   ეჰ ამ ჩემმა თემამ კ...   Apr 28 2009, 06:05 PM
tustusa-gogo   Belief უკრავ ბახს? :rolleyes:   Apr 28 2009, 06:07 PM
ბექა   ვეშაპო ვეშ ნეტა შე...   Apr 28 2009, 06:35 PM
Belief   tustusa-gogo კი :(   Apr 28 2009, 10:04 PM
tustusa-gogo   Belief მუსიკოსი ხარ? :) გ...   Apr 29 2009, 11:30 AM
Belief   tustusa-gogo :D მუსიკოსი კი ...   Apr 29 2009, 02:29 PM
ვეშაპო   ბექა რა გინდა, ხომ ...   May 1 2009, 10:16 PM
L i B e R a L   ჩემნაირი კაცი . . . რ...   May 1 2009, 11:03 PM
ქევანა   ბახი :D გამოვაცოცხლ...   Jul 12 2009, 12:25 AM
patara sayvarelo   უი ეს რა თემა ვიპოვ...   Jul 12 2009, 01:15 AM
ქევანა   კიდევ ერთი დასტური...   Jul 30 2009, 10:43 PM
ნანინა   ქევანა :* გაიხარე   Jul 30 2009, 11:34 PM
ქევანა   ვაცოცხლებ თემას... :D ...   Sep 1 2009, 09:25 PM
ლურჯი ბუ   J.S. Bach??? :blink: Mein Respekt! :huh: h...   Sep 1 2009, 09:26 PM
Diversity   ნანინა ვინც მართლ...   Sep 1 2009, 09:34 PM
ქევანა   Courante from Bach English Suite No.1 ფორტ...   Sep 1 2009, 09:36 PM
ნანინა   Diversity Oh, mein Gott.. :rolleyes: ქევ...   Sep 1 2009, 09:51 PM
ქევანა   ხო :user: http://www.youtube.com/watch?v=dt...   Sep 1 2009, 10:12 PM
ნანინა   ეძღვნება ჩემზე გან...   Nov 13 2009, 01:02 PM
mariami-k   საოცრად ნიჭიერი კო...   Nov 13 2009, 01:18 PM
lingvo   ბახის ”კარგად ტემპ...   Nov 13 2009, 05:55 PM
lingvo   ძალიან მომწონს სვი...   Nov 13 2009, 06:52 PM
lingvo   ძალიან მომწონს ბახ...   Nov 13 2009, 07:08 PM
lingvo   ორმაგი სავიოლინო კ...   Nov 13 2009, 08:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი