თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ გოდერძი ჩოხელი ;(

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Nov 16 2007, 03:18 PM

sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა sad.gif

უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...


მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... sad.gif



sad.gif

გული დამწყდა... საშინლად... sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 03:21 PM

ციტატა(_Matasi_ @ Nov 16 2007, 03:18 PM) *


კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა sad.gif

უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...
მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... sad.gif


გული დამწყდა... საშინლად...


ვაიმე, რა ძალიან დამწყდა გულიი..sad.gif sad.gif

საწყალს გულის ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი და უსახსრობის გამოა, რომ ახლა წარსულში ვსაუბრობთ ამ ნამდვილად კლასიკოსზე sad.gif

ღმერთმა აცხონოს მისი ლამაზი სული sad.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Nov 16 2007, 03:22 PM

შენი სხეული ჩემს სხეულზე ურო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები; სამძღორს იქით რომ გარდავხდეთ,
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია, მეც მანდ მიმყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ..
- მიწა ხარ და მიწად იქეც!
-მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვია და შემინახე, რომ არ დაგკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე დედაო მიწა!


sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 16 2007, 03:26 PM

რა საწყენია, მდააა, მატერიალურად ძალიან უჭირდა...

ღმერთმა აცხოვნოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 03:27 PM

ციტატა(_Matasi_ @ Nov 16 2007, 03:22 PM) *

შენი სხეული ჩემს სხეულზე ურო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები; სამძღორს იქით რომ გარდავხდეთ,
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია, მეც მანდ მიმყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ..
- მიწა ხარ და მიწად იქეც!
-მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვია და შემინახე, რომ არ დაგკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე დედაო მიწა!


sad.gif


რა სიტყვებია!!!

მისი თითეული პწკარიც კი ქართული ლიტერატურისთვის შეძენილი სიმდიდრეა..

ძალიან ვაფასებდი ამ ადამიანს.. ჩემი ნათლულის კლასმა ერთხელ საღამო მოუწყო და ისეთი ფერმკრთალი და არაამქვეყნიური იყო, რომ ცრემლები წამომივიდა.. საოცრად ფაქიზი სულიერება გააჩნდა და დედამიწამ ვერ დაიტია sad.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Nov 16 2007, 03:31 PM

აცხონოს უფალმა, არაჩვეულებრივი ადამიანი გამოგვაკლდაsad.gif, მე მისი ფილმების ერთ-ერთი მოყვარულთაგანი ვარ და ვრჩები.

ძალიან საწყენი ფაქტია sad.gif
საქართველოს კიდევ ერთი საუკეთესო მთის შვილი გამოაკლდა.

არ გვყავს ჩვენ ასეთი ადამიანები დასაკარგი sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 03:37 PM

sad.gif sad.gif


ძალიან საწყენია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 03:41 PM

ციტატა(ნათია @ Nov 16 2007, 03:37 PM) *

sad.gif sad.gif
ძალიან საწყენია


ძალიან, ნათო sad.gif

ასე მგონია თანამედროვე ვაჟა გარდაგვეცვალა sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 16 2007, 03:42 PM

ღმერთმა აცხონოს...
sad.gif ძალიან მეწყინა

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Nov 16 2007, 03:43 PM

გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

არ ვიცი, როდის დაწერა, მაგრამ... sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 03:56 PM

marine


ძალიან ცუდი თვისება გვაქვს, როცა კვდება ადამიანი მაშინ ვაფასებთ

რა სჭირდა ნეტა? რატომ არ დავეხმარეთ? sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 04:02 PM

ციტატა(ნათია @ Nov 16 2007, 03:56 PM) *

marine
ძალიან ცუდი თვისება გვაქვს, როცა კვდება ადამიანი მაშინ ვაფასებთ

რა სჭირდა ნეტა? რატომ არ დავეხმარეთ? sad.gif


ძალიან რთული ოპერაცია სჭირდებოდა, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ ამერიკაში თუ გაუკეთებდნენ.. საწყალი ამ თანხებს ელოდებოდა, იქნებ ვინმემ გადმომირიცხოსო და ამასობაში გარდაიცვალა sad.gif

ისე ძალიან უჭირდა ფინანსურადაც და სულიერადაც, რომ ერთხელ გულში დანაც კი დაირტყა sad.gif თან მონასტერში იყო მამებთან და ძლივს გადაარჩინეს sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 04:05 PM

marine

მადლობა მარი ინფრომაციისთვის!

კარგი იქნება თუ მოვიძევთ ასეთი ადამიანების ინფოს და თუ რამე დახმარება სჭირდებათ დავეხმაროთ ცოტათი მაინც...

ძალიან გული დამწყდა sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 04:07 PM

ციტატა(ნათია @ Nov 16 2007, 04:05 PM) *

marine

მადლობა მარი ინფრომაციისთვის!

კარგი იქნება თუ მოვიძევთ ასეთი ადამიანების ინფოს და თუ რამე დახმარება სჭირდებათ დავეხმაროთ ცოტათი მაინც...

ძალიან გული დამწყდა sad.gif


დღეს ჩვენს ინტელიგენციას ყველაზე მეტად უჭირს და მართლაც, ნათო, იქნებ მომავალში რომელიმე მათგანს მცირედი დახმარება მაინც გავუწიოთ sad.gif

ასეთ ადამიანებს სიტყვით ნუგეშიც კი ასაზრდოებთ და სიცოცხლეს უხანგრძილვებთ sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 04:15 PM

მგონი, გოდერძი ჩოხელზე (თუ არ ვცდები) მითხრა ქავთარაძემ მოვინახულოთ, ძალიან გაუხარდებაო...

ასე იყო გიო? თუ სხვაზე მითხარი?



marine

ციტატა
დღეს ჩვენს ინტელიგენციას ყველაზე მეტად უჭირს და მართლაც, ნათო, იქნებ მომავალში რომელიმე მათგანს მცირედი დახმარება მაინც გავუწიოთ

მათთან შეხვედრებიც და საუბრებიც საინტერესო იქნება

გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაციები და მართლა განვახორციელოთ







www.interpressnews.ge

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი

დღეს, გამთენიისას ცნობილი ქართველი მწერალი და რეჟისორი. 53 წლის გოდერძი ჩოხელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 16 2007, 04:24 PM

ღმერთმა აცხონოს sad.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 16 2007, 04:26 PM

აუ როგორ მეწყინა.
მართლა დიდი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 16 2007, 04:27 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 16 2007, 04:28 PM

საწყენია თითოეული ასეთი ადამიანის დაკარგვა.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 16 2007, 04:39 PM

ღმერთმა აცხონოს sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 04:44 PM

ეს ნაწერი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე...
გოდერძის...
დაიბადა გენიოსი და ვერავინ გაიგო დედის გარდა, იზრდებოდა გაჭირვებაში და არავინ ცდილობდა დახმარებას ასევე დედის გარდა.
ჩოხში შეიძლება მისი 1 მოთხრობაც არ ქონდათ წაკითხული მაგრამ თითქოს დაუფასდა, მაგრამ მაინც არასათანადოდ.
საქართველო ხომ ქვეყანაა სადაც წესია კაცის სიკვდილის შემდეგ დაფასება.
ამ ვეებერთელა გენიოსს , რომელმაც თითქოს სამყაროსეული სიბრძნე შეისისხლხორცა არ დაუფასდა.
გაჭირვების ცქერა მისი ცხოვრების წესად იქცა, გენიოსს მობეზრდა წერა... ქარს გაატანა სიტყვები.
იმედია სიკვდილის მერე მაინც დაგიფასებენ ...


სამწუხაროა ის რომ ხალხი დარჩა უმისოდ და არა ის უხალხოდ. ის ისედაც მიტოვებული იყო წლების განმავლობაში.
ბუმბერაზი ადამიანი იყო გოდერძი.
უეჭველად წავალ დაკრძალვაზე...
ერთხელ ნათიას შევთავაზე დებადების დღე მივულოცოთ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 04:46 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 16 2007, 04:44 PM) *

ეს ნაწერი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე...
გოდერძის...
დაიბადა გენიოსი და ვერავინ გაიგო დედის გარდა, იზრდებოდა გაჭირვებაში და არავინ ცდილობდა დახმარებას ასევე დედის გარდა.
ჩოხში შეიძლება მისი 1 მოთხრობაც არ ქონდათ წაკითხული მაგრამ თითქოს დაუფასდა, მაგრამ მაინც არასათანადოდ.
საქართველო ხომ ქვეყანაა სადაც წესია კაცის სიკვდილის შემდეგ დაფასება.
ამ ვეებერთელა გენიოსს , რომელმაც თითქოს სამყაროსეული სიბრძნე შეისისხლხორცა არ დაუფასდა.
გაჭირვების ცქერა მისი ცხოვრების წესად იქცა, გენიოსს მობეზრდა წერა... ქარს გაატანა სიტყვები.
იმედია სიკვდილის მერე მაინც დაგიფასებენ ...
სამწუხაროა ის რომ ხალხი დარჩა უმისოდ და არა ის უხალხოდ. ის ისედაც მიტოვებული იყო წლების განმავლობაში.
ბუმბერაზი ადამიანი იყო გოდერძი.
უეჭველად წავალ დაკრძალვაზე...
ერთხელ ნათიას შევთავაზე დებადების დღე მივულოცოთ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ...


გიო, რა ლამაზი სიტყვებია.. დავმუნჯდი..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 04:47 PM

ციტატა
ერთხელ ნათიას შევთავაზე დებადების დღე მივულოცოთ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ...


ე.ი. სწორად მახსოვდა

sad.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Nov 16 2007, 04:50 PM

ალბათ მართლა იმ სევდამ მოკლა ეს ადამიანი, რაზეც მთელი ცხოვრება წერდა...


მე მახსოვს, ერთი პერიოდი, პატრიარქი ხშირად იხსენიებდა ბარძიმზე: "უძლურებაში მყოფი გოდერძი"

გულის უკმარისობის გამო, დილით გადაუყვანიათ საავადმყოფოში, და იქ... sad.gif

ქავთარაძე

ციტატა

სამწუხაროა ის რომ ხალხი დარჩა უმისოდ და არა ის უხალხოდ

sad.gif

ციტატა
ერთხელ ნათიას შევთავაზე დებადების დღე მივულოცოთ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ...

რატომ არ წავედით ;(

დაკრძალვაზე მაინც წავიდეთ sad.gif მეც ძალიან მიყვარდა sad.gif მიყვარს

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 16 2007, 04:51 PM

აუ როგორ მეწყინა მართლა cray.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 04:52 PM

კაცს 2 ჯერ დაარტყა წნევამ და მერე ვიღაცამ გაიღო მოწყალება და ეხლა გერმანიაში მიყავდათ ფუF
ცუდად ვარ sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 16 2007, 05:23 PM

sad.gif

ღმერთმა აცხონოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი sad.gif


პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 16 2007, 05:23 PM

sad.gif

ღმერთმა აცხონოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი sad.gif


პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 16 2007, 05:33 PM

ძალიან სამწუხაროა..

ძალიან სამწუხაროა..

პოსტის ავტორი: FanFan თარიღი: Nov 16 2007, 05:34 PM

ეხლა დავაფასებთ sad.gif
ჩვენ ხო მკვდარი მწერლობა გვიყვარს და ვადიდებთ ხოლმე...
ეჰ...
იცი რაზე მწყდება გული ? პაოლო კოელიოს კითხულობენ... დენ ბრაუნს კითხულობენ... ბოლოსდაბოლოს სირცხვილია გოჩა მანველიძეს და მაია ბურჭულაძეს კითხულობენ... ჩვენი დამპალი სატელევიზიო არხები ლამის ყოველდღე რაღაც სარეკლამო რეპორტაჟებს გვაყურებინებს რომ თურმე პარნასში ვიღაც ახალბედა სირთავ ლეღვერაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა (რომელსაც ფულიანი მამიკო ყავს და რაღაც უაზრო თეთრ ლექსებს ან მოთხრობებს წერს)
რამდენი ხანია არ გაგვხსენებია გოდერძი ჩოხელი? მართლაც ძალიან დიდი პროფესიონალი თავის საქმეში...
ეხლა ამას რომ ვწერ ჩემს თავზეც მერევა გული იმიტომ რომ მეც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ და მეც ეგეთი ვარ..
ბრტყელ ბრტყელი სიტყვებით გამოსვლა რა მაგრა გამოგვდის არა? ყოჩაღ ჩვენ...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 05:40 PM

http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232

FanFan
გოდერძი ჩემს გულში იყო , არის და იქნება ყოველთვის.
მე არც პრტყელ სიტყვებს ვიჭახი და არც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ. გოდერძის მოთხრობების კრებულის შოვნაზე რამხელა დრო დავკარგე და კლასელებმა დამცინეს ვინაა გოდერძი მაგის წიგნში ფულს როგორ იხდიო...
აი დამპალი საზოგადოება!!!

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Nov 16 2007, 05:40 PM

FanFan

ციტატა
იცი რაზე მწყდება გული ? პაოლო კოელიოს კითხულობენ... დენ ბრაუნს კითხულობენ... ბოლოსდაბოლოს სირცხვილია გოჩა მანველიძეს და მაია ბურჭულაძეს კითხულობენ... ჩვენი დამპალი სატელევიზიო არხები ლამის ყოველდღე რაღაც სარეკლამო რეპორტაჟებს გვაყურებინებს რომ თურმე პარნასში ვიღაც ახალბედა სირთავ ლეღვერაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა (რომელსაც ფულიანი მამიკო ყავს და რაღაც უაზრო თეთრ ლექსებს ან მოთხრობებს წერს)
რამდენი ხანია არ გაგვხსენებია გოდერძი ჩოხელი? მართლაც ძალიან დიდი პროფესიონალი თავის საქმეში...

მწარე სიმართლეა

გოდერძი ჩოხელი ჩემი საყვარელი მწერალი იყო. როგორ დამწყდა გული!!!
ნათელში იყოს მისი სული

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Nov 16 2007, 05:45 PM

ციტატა
ჩვენ ხო მკვდარი მწერლობა გვიყვარს და ვადიდებთ ხოლმე...
ეჰ...

რატომ ხდება ყოველთვის ასე sad.gif


ციტატა
სანამ არ გაიყინები, ვერ აფასებ სითბოს...

თუნდაც ეს ხელმოწერა... sad.gif
მაგრამ რეალობაა ეს sad.gif


რა ხშრად წერდა სიკვდილზე sad.gif

"იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახაბდით,
იქიდან გამოქცეულსა"


" -რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა"


"სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს"

"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი"




პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 05:46 PM

ციტატა
"სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი"

კარგი ნათქვამია

პოსტის ავტორი: FanFan თარიღი: Nov 16 2007, 05:50 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 16 2007, 05:40 PM) *

http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232

FanFan
გოდერძი ჩემს გულში იყო , არის და იქნება ყოველთვის.
მე არც პრტყელ სიტყვებს ვიჭახი და არც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ. გოდერძის მოთხრობების კრებულის შოვნაზე რამხელა დრო დავკარგე და კლასელებმა დამცინეს ვინაა გოდერძი მაგის წიგნში ფულს როგორ იხდიო...
აი დამპალი საზოგადოება!!!



ციტატა(serafita @ Nov 16 2007, 05:40 PM) *

FanFan
მწარე სიმართლეა

გოდერძი ჩოხელი ჩემი საყვარელი მწერალი იყო. როგორ დამწყდა გული!!!
ნათელში იყოს მისი სული



ძალიან უჭირდა ძალიან. მატერიალურზე მეტად სულიერად უჭირდა. დეპრესიები... ყველასგან მიტოვებულობის შეგრგძნება... დაუფასებლობის შეგრძნება...
ვეღარ გაუძლო... გამოუხრა დარდმა გული...

რატო გამახსენდა მაინცდამაინც გუშინ დილას... სამსახურში რო მივდიოდი მეტროში გამახსენდა ... წმინდა გიორგიზე მოყოლილი ერთი ლამაზი ისტორია.


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 16 2007, 05:54 PM

FanFan

ციტატა
ეხლა დავაფასებთ
ჩვენ ხო მკვდარი მწერლობა გვიყვარს და ვადიდებთ ხოლმე...
ეჰ...
იცი რაზე მწყდება გული ? პაოლო კოელიოს კითხულობენ... დენ ბრაუნს კითხულობენ... ბოლოსდაბოლოს სირცხვილია გოჩა მანველიძეს და მაია ბურჭულაძეს კითხულობენ... ჩვენი დამპალი სატელევიზიო არხები ლამის ყოველდღე რაღაც სარეკლამო რეპორტაჟებს გვაყურებინებს რომ თურმე პარნასში ვიღაც ახალბედა სირთავ ლეღვერაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა (რომელსაც ფულიანი მამიკო ყავს და რაღაც უაზრო თეთრ ლექსებს ან მოთხრობებს წერს)
რამდენი ხანია არ გაგვხსენებია გოდერძი ჩოხელი? მართლაც ძალიან დიდი პროფესიონალი თავის საქმეში...
ეხლა ამას რომ ვწერ ჩემს თავზეც მერევა გული იმიტომ რომ მეც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ და მეც ეგეთი ვარ..
ბრტყელ ბრტყელი სიტყვებით გამოსვლა რა მაგრა გამოგვდის არა? ყოჩაღ ჩვენ...

ნუ ცხარობ მეგობარო. განა რომელიმე დიდი ადამიანი ცხოვრებაში სრულყოფილად დაუფასებიათ...

არ ვიცი ეს რატომ ხდება მაგრამ ეს ფაქტია.

ვერ ვიტყვით რომ გოდერძი ჩოხელი დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნად (ბევრი რამ არ ვიცით) და ვერც იმას ვიტყვით რომ დაფასებული წავიდა.

უმრავლესობა დიდი ადამიანებისა სიკვდილის შემდეგ გადაატრიალებდნენ ხოლმე ქვეყნიერებას.

მახსენდება ფილმი "მოდილიანი" (იქნებ ყველას გაქვთ ნაყურები), სიცოცხლეში დაუფასებელი, აბუჩად აგდებული, სირარიბეში მომკვდარი... დრეს მისი ნახატები ძალიან ძვირად იყიდება, როცა მისსავე სიცოცხლეში სურათების გამოფენაზეც კი უარს ეუბნებოდნენ, რაღა შორს წავიდე ჩვენი ფიროსმანი.

ერტი ჩემი ნაცნობის თქმისა არ იყოს ეს იმიტომ ხდებოდა რომ გენიოსები სულ მუდამ მომავალში ცხოვრობდნენ, ერთი ნაბიჯით უსწრებდნენ დროს და ამიტომაც ხდებოდა რომ თანამედროვეთ ყურადღების მიღმა რჩებოდათ ისინი... ალბათ მართალია.

გავა დრო და გოდერძი ჩოხელს შესაბამისად დავაფასებთ, მე მჯერა ამის.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 16 2007, 06:02 PM

სამწუხარო ამბავია.......... sad.gif
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Nov 16 2007, 06:20 PM

ძალიან, ძალიან დამაკლდა...

სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 06:23 PM

ციტატა(Georgia-O-Keefe @ Nov 16 2007, 06:20 PM) *

ძალიან, ძალიან დამაკლდა...

სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა!



ძალიან დამწყდა გული sad.gif სამწუხარო ამბავია მართლა cray.gif


პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 16 2007, 06:31 PM

ვაიმე რა საწყენი ამბავია,ასეთი დიდებული ადამიანის დაკარგვაcray.gif

ძალიან საწყენია,ვინ იცის კიდევ რამდენ შედევრს შექმნიდა,

ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა სამწუხაროდ,მაგრამ ასეთი ბუმბერაზი

ადამიანები რატომღაც დადხანს არ ცოცხლობენsad.gif

ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Nov 16 2007, 06:41 PM

"-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა."

პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Nov 16 2007, 06:51 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Nov 16 2007, 06:54 PM

ძალიან დამწყდა გული. ღმერთმა აცხონოს.

პოსტის ავტორი: shore თარიღი: Nov 16 2007, 07:06 PM

sad.gif sad.gif sad.gif ვაიმეეე, საწყალიიი.... როგორ მწყდება გული...sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: Nov 16 2007, 07:31 PM

ღმერთმა აცხონოს მისი სული. ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება. მე პირადად რამოდენიმეჯერ დაუკავშირდი ტელეფონზე და შეხვედრა ვთხოვე სასულიერო აკადემიის სტუდენტების სახელით და უარი მითხრა ძალიან სუსტად ვარო, რომ გამოვჯამრთელდები ღვთის მადლით ერთი სული მაქვს როდის გნახავთო.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 16 2007, 08:03 PM

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული....
ამინ!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2007, 08:10 PM

ეჰ,... sad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 16 2007, 08:18 PM

sad.gif


პოსტის ავტორი: chiamaialologi თარიღი: Nov 16 2007, 08:49 PM

sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 09:18 PM

ციტატა
ყველასგან მიტოვებულობის შეგრგძნება... დაუფასებლობის შეგრძნება...

შეგრძნება არა მიტოვებულობა wink.gif დაუფასებლობა .
ფული არ გამოინახა ხო კაცისთვის რო ემკურნალათ?

მამაჩემის ძმაკაცმა მითხრა ფასანაურში რო იყო ჩამოსული ამ ზაფხულს მივედით სანახავად და ასე თქვა აღარ მჭირდება უკვე ხალხის ყურადღება. ყურადღება როცა მჭირდებოდა მაშინ დავავიწყდი ყველასო....

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 16 2007, 09:20 PM

ჩემი საყვარელი რეჟისორი იყო და ისე არცერთი ქართული ფილმები არ მომწონდა როგორც მისი.
უფალმა აცხოვნოს მისი სული.
ეხლა გავიგე პირველად sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 09:28 PM

გოდერძიც წავიდა ცას ცასწავალასავით...

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Nov 16 2007, 09:41 PM

ეჰ, ამ ცოტა ხანში ვაპირებდი გოდერძის მონახულებას, პირადად არ ვიცნობდი და საერთო ნაცნობი გამოგვიჩნდა...

ეს დაგვიანება კიდე ერთი მწარე გაკვეთილი იქნება ჩემთვის.

სასუფეველში დაამკვიდროს უფალმა.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 16 2007, 09:50 PM

"ადამიანთა სევდა" - დიდებული ნაწარმოები, რომლის ავტორიც იყო გოდერძი ჩოხელი....

ღმერთა მართალთათანა განუსვენოს sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 16 2007, 09:53 PM

sad.gif

ძალიან დამწყდა გული...

ვღარიბდებით... უფრო სწორედ ვღატაკდებით! sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 09:55 PM

KAIROS
გავღარიბდით და გავღატაკდით.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Nov 16 2007, 09:56 PM

ეხლა გავიგე

ძალიან დამწყდა გული...sad.gif


პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Nov 16 2007, 10:03 PM

რა სამწუხარო ამბავიააა cray.gif
ჩემი უსაყვარლესი რეჟისორიი sad.gif
აცხონოს უფალმა მისი სული

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 10:05 PM

დაკრძალვა როდისაა ?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 10:09 PM

ციტატა
"-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა."

ყველა პწკარი შედევრია smile.gif


უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ცუდია რო შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. ასეთ გენიებს სხვაგან თავზე დაჰფოფინებენ და ჩვენ მკურნალობის თანხები ვერ გამოვნახეთ სამწუხაროდ. უფრო სამწუხაროდ კი ეს არც პირველი შემთხვევაა და როგორც ჩანს არც უკანასკნელი იქნება sad.gif(

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Nov 16 2007, 10:38 PM

აუ რა კარგი ადამიანი იყო,
რა საწყენია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 16 2007, 10:52 PM


შემინახე, დედაო მიწავ!


შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!





გოდერძი ჩოხელი
















სიცოცხლის სიმღერა


გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.


გოდერძი ჩოხელი



P.S. http://www.lib.ge/each_author.php?95

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 16 2007, 11:10 PM

ძალიან დამწყდა გული, ღმერთმა სასუფეველში დააწესოს. sad.gif მართლაც დიდებული ადამიანი იყო

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 16 2007, 11:19 PM

უზომოდ დამწყდა გული sad.gif ღმერთმა აცხონოს!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 16 2007, 11:21 PM

(როგორ თანდათან მაწვალებს...)

როგორ თანდათან მაწვალებს
ქვეყნად არყოფნის სევდა,
ვუმზერ გათოშილ საფლავებს
და გული მეკუმშება.
გრძნობა აღარ აქვთ ცივ ლოდებს,
დამდგარან წყება-წყებად,
ვიღაც კვლავ წავა, აშკარად,
მზე იწურება, ქრება.



გოდერძი ჩოხელი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 11:37 PM

თათი87
გოდერძის ლექსს სიკვდილის არ ეშინოდა smile.gif

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Nov 16 2007, 11:47 PM

თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 17 2007, 12:00 AM

იმედის მამა-პაპანი


ცა დამესიზმრა გახსნილი,
სანთლებით განათებული,
ვარდ-ყვავილებით შემკული
და ყოვლგნით მირონცხებული.
ცა დამესიზმრა მთრთოლვარე,
ჟივჟივა ვარკვლავთ კრებულით...
ცა დამესიზმრა გახსნილი,
შიგ იდგა ღმერთის ტაძარი!
და
უცებ შევკრთი,
რად შევკრთი?!
გული ვის გიძევთ მაგარი _
ღმერთთან სულ ახლოს დავლანდე
ქართველთა მამა-პაპანი!

გოდერძი ჩოხელი

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Nov 17 2007, 12:05 AM

"რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო."

ნაწყვეტი მოთხრობიდან "ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა"

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 17 2007, 03:04 AM

“მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული” - ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან

როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, არა მარტო დროთა და ადგილთა გარემოებების გამო შეუხვედრელი რესპონდენტ-კორესპონდენტი.

მერვე სართულზე ვცხოვრობ, შუქი არა გვაქვს… კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ძლივს მოხელთებული გოდერძი ჩოხელი, მაგრამ როდის იყო, ჩვენს დროში გამობრძმედილ ჟურნალისტს ასე შემოჩვეული დროებითი სიძნელეები აშინებდა? ისე, ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან გუდამაყრის ხეობაში, ცრემლიანი წიფლით აგუზგუზებულ ბუხართან აჯობებდა. აღმოჩნდა, რომ ბუხარი ჩემი მასპინძლის დიდი ხნის ოცნებაა. შევთავაზე წარმოსახვით ბუხართან დავმსხდარიყავით, რომელსაც გოდერძიმ “ფიქრის ბუხარი” უწოდა. იქამდე ვისხედით “ფიქრის ბუხართან” და ვჩხრეკდით ღადარს, სანამ არ გავთბით.

ჩვენთან ერთად ეფიცხებოდა ბუხარს “სულეთის კიდობნიდან” გადმოსული შუღლიანთ სება. დროდადრო თავისი მუზეუმის ექსპონანტებს გვიჩვენებდა.

მარი ცქიფურიშვილი: გოდერძი, “სულეთის კიდობანი” რომანია თუ პუბლიცისტიკა?

გოდერძი ჩოხელი: რომანი მართლაც პუბლიცისტურია, მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა მასში მელას სახით შევარდნაძის გამოყვანა. ეს უფრო იგავ-არაკია, სადაც არეულია დრო, სივრცე, რეალური, არარეალური... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. შევარდნაძე წავა და მელას ამბავი დარჩება. “სულეთის კიდობანში” აღწერილი სიტუაცია ყოველთვის იქნება, სანამ იქნება ქვეყანაზე მელა, სანამ იქნება კვერნა, იქნება სადგისი, ზარფუში, დათვი, დათვის ხასიათი..

მარი ცქიფურიშვილი: არჩევნები…

გოდერძი ჩოხელი: არჩევნებიც სულ იქნება ქვეყანაზე. სულ რაღაცის არჩევა მოუწევს ადამიანს, დათვს, მელას, თოფს…

მარი ცქიფურიშვილი: თოფსაც?

გოდერძი ჩოხელი: ჰო, მოკლას თუ არ მოკლას. გარკვეულ დროში, გარკვეულ მონაკვეთში ამ დედამიწაზე ადამიანები, ცხოველები და საგნები თავისდაუნებურად ირჩევენ ერთნაირ ცხოვრებას. ჩვენი გასავლელი ცხოვრება ჩვენ თვითონ შევქმენით. პირადად ჩემთვის, “სულეთის კიდობანში” მყარი და რეალური სამყაროა აღწერილი. ერთი შეხედვით, ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ კონკრეტული დროა აღებული და ეს ჩვენი ცხოვრებაა.

ბედისა და ცხოვრების უკუღმართობაზე ჩაფიქრებულს, ფიქრის ბუხარში, ცეცხლის ალს დროებით გამორიდებული “ბრძანება” ამიფრიალა ცეცხლის ალმა: “გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს. თითოეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თითოეულ “ბუტკას” ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში. გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი-მელია.”

მარი ცქიფურიშვილი: რამდენად არის ეს ცხოვრება ჩვენი არჩევანი, რისი შეცვლა შეგვიძლია?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ ვერ ვცვლით-ხოლმე. დღეს ქართველები ვცდილობთ როგორმე განვდევნოთ სატანა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი სულიდან.

მარი ცქიფურიშვილი: პირიქით მეჩვენება…

გოდერძი ჩოხელი: მე ვგულისხმობ ჯანსაღ ქართველებს და არა იმათ, ვისაც სატანა მოერია, სატანის სამსახურში ჩადგა და ხელს უწყობენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე მართლმადიდებელი ქვეყნის გაქრობას. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი ქართველებიც, რომლებიც ხელს უშლიან სატანის სურვილს: პირისაგან მიწისა აღგავოს საქართველო, რომელსაც დედამიწის შუბლი უწოდა ლევან სანიკიძემ.

მარი ცქიფურიშვილი: გამოდის, რომ ვიბრძვით, მე კიდევ მეგონა, რომ ქართველების საუკეთესო ნაწილი მუზეუმებში გამოკეტილ წარსულს მისტიროდა მხოლოდ. ვერ ვგრძნობ მომავლის ხედვას… საქართველო კიდობანში ჩასვენებულ თადეოზს ჰგავს, რომელიც სულეთის ქვეყნისკენ მიექანება.

გოდერძი ჩოხელი: ზუსტად ეგრეა. ის რაც შაჰ-აბასმა ვერ შეძლო, ქართველების ფერეიდანში გასახლებით, რაც ხრუშჩოვმა ვერ გააკეთა, მშვენივრად მოახერხა ჩვენმა თანამემულემ, ჩვენმა პრეზიდენტმა. ხრუშჩოვი ყველას ერთად მაინც გვიპირებდა სადმე დასახლებას. ფერეიდნელი ქართველებიც ხომ ერთად დაასახლეს, ამიტომ შეინარჩუნეს ქართველობა, ენა. დღეს კი ჩვენი “მამა-მარჩენლის” წყალობით გასახლება კი არა ქართველების გაბნევა მიდის.

მარი ცქიფურიშვილი: კერიის მოშლა…

გოდერძი ჩოხელი: კერის მოშლა, ფუძის ანგელოზის გაფრთხობა… ცეცხლის ჩაქრობა, კერის გაცივება ადვილია, მისი გაწყობა კი ძალიან ძნელი. დიდი შიში მაქვს იმისა, რომ აქედან იძულებით გასახლებული ქართველებიდან ცოტაღა დაბრუნდება საქართველოში. სადაც ახალ კერას გაიჩენ მერე იქედან გიძნელდება გაციებულ კერასთან მობრუნება.

ფიქრის ბუხრიდან მოულოდნელად მამა-პაპურ კერიასთან გადავინაცვლე.

“კერა სახლის საფუძველია, კერა სახლის საძირკველია, კერა სალოცავია… კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები. კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს. კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს. კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.

კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადმიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.”

ის ფარდაგი გამახსენდა, აღმოსავლეთის კედელზე რომ ეკიდა შუღლიანთ სებას. “ერდოებიდან შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ-ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული.” ჩემმა მასპინძელმა კი ფარდაგზე ყველაზე ლამაზი ნაქარგი გამოარჩია:

გოდერძი ჩოხელი: ვხედავ აღდგომის ლიტონიობას სვეტიცხოვლის ეზოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუკა იგლიჯება და პატავრავდება შაგრენის ტყავივით, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა აღვდგეთ. მტერი ყველანაირად ცდილობს ჩამოგვაჭრას მამული, ჩამოგვაჭრას მკლავი, ჩამოგვაჭრას გული…

მარი ცქიფურიშვილი: რომ აღვდგეთ რაღაც მისია უნდა ვიკისროთ, იდეა გვჭირდება, რომელიც გაგვაერთიანებს.

გოდერძი ჩოხელი: იდეა თავისთავად არ მოდის, არც ხალხი ქმნის მას. იდეის ავტორი ყოველთვის, ღვთისგან რჩეული ერთი ადამიანია. ასე იყო დავით აღმაშენებლის დროს, ტყე-ღრეში გახიზნულ ქართველებს დავითმა მისცა იდეა, გააერთიანა და განამტკიცა საქართველო.

ჩვენ ველოდებით არწივს, - ადამიანს, რომელსაც ღმერთი გამოგვიგზავნის, მაგრამ მარტო ლოდინით არ უნდა შემოვიფარგლოთ, უნდა ვებრძოლოთ სატანას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანის მოსვლას. სატანა სხვის ტახტზე ზის და მას, ვისაც ტახტი ეკუთვნის ნებით არ დაუთმობს, თუ ჩვენც არ შევეწიეთ ბრძოლაში.

მარი ცქიფურიშვილი: კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამ “ნაცრის ქექვის “გარდა?

გოდერძი ჩოხელი: ვინც გოდერძი ჩოხელს იცნობს ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ ნაცარს ვქექავ. აწი რომც აღარაფერი შევქმნა, მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე.

მარი ცქიფურიშვილი: ღმერთმა ჰქნას, რომ თქვენი და არა მარტო თქვენი ნააზრევ-ნაღვაწი ზღვის მოქცევის წინ ქვიშაზე ჯოხით ნაჩხაპნს არ დაემსგავსოს, რომელსაც წამკითხავი აღარ ეყოლება.

გოდერძი ჩოხელი: ყველა ქართველს თავისი მისია აქვს. ვიღაცა წერს და თავის ნაცარში ნაფიქრალს სხვას აწვდის. მწერალი ამით თავის ვალს იხდის. იყო დრო, როცა ქართული მწერლობა ერის დედაბოძს წარმოადგენდა. მწერლის სიტყვას მეფის სიტყვაზე არანაკლები ძალა ჰქონდა. არა მგონია ერის დღემდე მოყვანაში რომელიმე დიდ ლაშქრობას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე “ვეფხისტყაოსანს”.

მარი ცქიფურიშვილი: ქართველმა მწერლებმა აზროვნება, ფიქრი და წერა კი არ შეწყვიტეს, ერის წინამძღოლის ფუნქცია დათმეს…

გოდერძი ჩოხელი: როცა ქართული მწერლობა იყო ერის წინამძღოლი, მაშინ არ იყო რადიო, ტელევიზია, კინო. დღეს წინა პლანზე საინფორმაციო საშუალებებმა წამოიწია და ის ადგილი დაიჭირა, მწერლობას რომ ეკავა. ერის გულისყურიც მათკენ მიიზიდა. ეს არაა ქართული მწერლობის სისუსტე ან დანაშაული. ბოლოსდაბოლოს შენ თვითონ უნდა აარჩიო ჭუჭყში მარგალიტი. თუ ერი ამას ვერ მოახერხებს, ან ამოსარჩევი მწერალი არა ჰყავს, მაშინ ის დაღუპულია. მწერალი კომბლით ვერ გაეკიდება მკითხველს. მან დაწერა და შეფასებას ელოდება. თან ცოტა შიშიც აქვს, ამ დროს უნდა გაამხნევო, გული გაუთბო. ვერ შემოგაჩეჩებენ თავის წიგნებს, ხომ ხედავთ დღეს როგორი მწერლები არიან წინ წამოწეულნი?

მარი ცქიფურიშვილი: ნამდვილ მკითხველს ხშირად წიგნის საყიდელი ფულიც არა აქვს, თქვენი ”სულეთის კიდობანი” ცხრა ლარი ღირს…

გოდერძი ჩოხელი: ეს ჩემი ბრალი არაა. თორმეტი წელია ჩემი წიგნი არ გამოცემულა. ძალიან მინდოდა ჩემს მკითხველთან შეხვედრა და ამ ხნის მანძილზე სულ ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა, ჩემი წიგნის გამოცემით დაინტერესდებოდა. მე თვითონ ამის საშუალება არ მაქვს. "სულეთის კიდობანი" ორჯერ გამოვართვი და ისევ მივუტანე გამომცემელს. მენანებოდა, რომ წიგნი სხვისი უნდა გამხდარიყო. გადაგიხდიან ჰონორარს და მერე არც იმას გეკითხებიან წიგნი რამდენად გაიყიდება, ვერც ტირაჟს უკონტროლებ…

მარი ცქიფურიშვილი: "სულეთის კოდობანში" რამდენი აიღეთ?

გოდერძი ჩოხელი: ჯერ მხოლოდ ორასი ლარი მომცეს, მპირდებიან ათას ლარამდე. ასე შეფასდა ჩემი თორმეტი წლის შრომა. მე მაინც კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია წიგნმა იხილა დღის სინათლე. ვიცი, რომ ძვირია, მე თვითონაც ვერ ვიყიდი. ხშირად ამიღია ხელში ჩემთვის საინტერესო წიგნი, შევათვალიერებ, მოვეფერები და ისევ უკან ვდებ. მაშინაც კი, როცა ფული მაქვს ვერ ვყიდულობ, რადგან შინ მყავს შვილი, რომელსაც უნდა პური…

მარი ცქიფურიშვილი: ნუთუ არ მოიძებნა სპონსორი თუ არა პარტნიორი მაინც, რომ ამ კაბალურ პირობებზე არ დათანხმებულიყავით?

გოდერძი ჩოხელი: რა ვიცი, ათასი ვინმე მპირდებოდა, ქართველებს ასეთი რამ გვახასიათებს: სუფრაზე გადამაღებინებენ ფილმებს, გამომაცემინებენ წიგნებს… დათვრებიან და დაიწყებენ: შენნაირი ქართველი ასე უნდა დადიოდეს? შენ დღედაღამ კინოებს უნდა იღებდეო. დავუბარებივარ კიდეც, მოდი ჩემთან და მე ვიციო. ხანდახან მართალა დამიჯერებია და მივსულვარ, ვეღარც კი ვუცნივარ იმ კაცს. ერთმა წიგნის გამოცემის თაობაზე სამი თვე მატარა, სანამ არ მივხვდი, რომ მასხრად მიგდებდა.

ქართველს უნდა ქართველის ძვლებზე სასახლე ააშენოს, ერთი ლარი კი არა მილიონი იშოვოს. ქართველებს არაფერი გვეშველება სანამ ერთმანეთის ძვლების სასახლეთა ბოძებად გამოყენებას არ დავანებებთ თავს.

მარი ცქიფურიშვილი: ”სულეთის კიდობანში” აღებული ჰონორარი ასი წიგნის ღირებულებას შეადგენს, ეს ძალზე ცოტაა. იმედია, თქვენმა ფილმებმა მაინც მოგიტანეს შემოსავალი.

გოდერძი ჩოხელი: ფილმებს ახლა ვეღარ ვიღებ. დღემდე რაც გადამიღია ყველაფერში ერთად ორასი-სამასი ლარი მექნება აღებული. ”სამოთხის გვრიტების” ვიდეო კასეტები კი მთელმა საქართველომ იყიდა.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენ საავტორო უფლება არ გაქვთ ფილმებზე?

გოდერძი ჩოხელი: საქართველოში, სადაც ყველა უფლება ჩაწიხლულია, რა საავტორო უფლებებზეა ლაპარაკი? მე ამაზეც თანახმა ვარ, ოღონდ მამუშაონ, ფილმი გადამაღებინონ, წიგნი გამომიცენ. ცოტა პურის ფული მომცენ, რომ შიმშილით არ მოვკვდე. მწერალი საქართველოში თავის შრომით არასდროს არ იყო ლაღი, ის მხოლოდ ხალხის ყურადღებით, სიყვარულით ლაღობდა. ბედნიერი ვიქნებოდი რაც დაწერილი მაქვს წიგნებად, რომ გამოიცემოდეს.

მარი ცქიფურიშვილი: გამოუცემელი ნაწარმოებები ბევრი გაქვთ?

გოდერძი ჩოხელი: ბევრი არა, მაგრამ მაქვს. ძალიან მინდა გამოცემულებიც ხელახლა გამოვცე. ამას წინათ ხელახლა გადავიკითხე "მგელი", კვეხნად ნუ ჩამითვლი, მაგრამ ეს ყველასთვის გასაგები დიდი ნაწარმოებია, სადაც ბწკარიც არაა ზედმეტი, ერთი ლამაზი ამოსუნთქვაა.

მარი ცქიფურიშვილი: ლუკა თქვენ ხართ?

გოდერძი ჩოხელი: მეც ვარ და ჩემი შვილიც – მე ვარ გაიგივებული ჩემს შვილში.

მარი ცქიფურიშვილი: როდის შენიშნეთ ადამიანებში მგელი?

გოდერძი ჩოხელი: როცა ამ რომანს ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ადამიანებში ამდენი მგელი თუ იყო. მაშინ ვწერდი: მოვა დრო და მგლები გამოეფინებიან, მოედებიან მთელ ქვეყანას. მერე კი ისევ კრავის ტყავს წამოისხამენ, ვითომც არაფერი ყოფილა-თქო.

იმ პერიოდში, როცა “მგელს” ვწერდი შინ მარტო ვიყავი. მშიშარა არ ვარ, მაგრამ ძილის წინ გამოვაღებდი ხოლმე კარადას, შევიხედავდი საწოლის, მაგიდის ქვეშ. ავტობუსში ერთი შემოხედვითაც ვგრძნობდი რომ მგელი მიყურებდა, ისე მქონდა გამახვილებული ეს გრძნობა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ქუჩა სავსე იყო მგლებით, ახლა კი საქართველო პირდაპირ მგლებითაა გაჭედილი.

მარი ცქიფურიშვილი: შიგნით თუ გიგრძვნიათ როდესმე მგელი?

გოდერძი ჩოხელი: არასოდეს. ერთხელ კინოსტუდიაში აკანკალებული რეზო ინანიშვილი მოვიდა, თურმე გამყიდველს მოუტყუებია და საშინლად იყო განერვიულებული. რედაქტორი გვყავდა საშა მახარაძე, მან ჰკითხა: რეზო, შენ მგელი ხარ თუ ცხვარიო? მგლისა რა შემატყვეთო - უფრო აღელდა ინანიშვილი. მაშინ მოვისმინე ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ეს ცხოვრება ადამიანებს მგლებად და ცხვრებად ჰყოფს. შენ ერთ-ერთი უნდა აირჩიო, თუ ცხვრობა გინდა, ცხვრებს კრეჭენ კიდეც. მე რომ მგელი ვყოფილიყავ, მაშინ სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

მარი ცქიფურიშვილი: ვეღარ დაწერდით…

გოდერძი ჩოხელი: ჰო, ვეღარ დავწერდი. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული. შეწუხებული ადამიანი კი ვერასდროს მგელი ვერ იქნება. ან მაშინ მგლური ბუნებით უნდა იყოს შეწუხებული. ასეთი ადამიანი კი არ ჰქმნის, არამედ ჭამს, ყვლეფს, ქართველების ძვლებს ხრავს.

თვალწინ გვაქვს მაგალითი, როგორ გამოხრეს ჩვენი წინაპრების ძვლები "ახალმა ქართველებმა". საშოში ეპოტინებიან იმათ ძვლებსაც, ჯერ რომ არ დაბადებულან. დაბადებას არ გვაცლიან, ესენი სატანის ბუნების მგლები არიან, თორემ ბუნებით მგლებზე არ მაქვს ლაპარაკი.

მარი ცქიფურიშვილი: რა სჯობს - მტერი არ დაინდო, ვალი არ შეარჩინო თუ მარცხენა მიუშვირო?

გოდერძი ჩოხელი: სულის ხსნისთვის მეორე სჯობს. თუ ქრისტეში ხარ და ქრისტეა შენში ასე უნდა მოიქცე, მაგრამ ქრისტე არ ამბობს: შენ შეეჭმევინე, მოეკვლევინე და გაეძარცვინეო. თუ შენი სიყვარულით დახვედრა ვერ გაიგეს, მაშინ ძალით უნდა გააგებინო. ჩემს ფილმში "ცოდვის შვილები" მაქვს დასმული ეს საკითხი. ხევსური მგელიკა, რომელმაც ქისტი მოიტაცა, ეუბნება მღვდელს, რომ ლოყა ერთხელ უნდა მიუშვირო მეორედ კი აღარაო.

მარი ცქიფურიშვილი: "ადამიანთა სევდა" თქვენი დაწერილია?

გოდერძი ჩოხელი: "ადამიანთა სევდა" ჩემი მფარველი ანგელოზის ნაკარნახევია, რომელიც სულ თან დამყვება. ეს ჩემი პირველი და უსაყვარლესი რომანია, არც დიდი არც მოსაბეზრებელი, მაგრამ თავისთავში იტევს სევდას, სიყვარულს, სითბოს და ისეთ რაღაცეებს კიდევ, რომელიც ჯერ მე თვითონაც არ ვიცი.

მფარველმა ანგელოზმა შემსვა ერთხელ ცხენზე და პასუხის მოძებნა დამავალა ორ კითხვაზე: რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი? დავდიოდი გუდამაყარში დონ-კიხოტივით ცხენზე ამხედრებული და ყველას ვეკითხებოდი: რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი, რა გადარდებს? რასაც ისინი მპასუხობდნენ, თითქმის უცვლელად შევიტანე "ადამიანთა სევდაში". ბოლოს მინდოდა ჩემი პასუხით დამემთავრებინა, მაგრამ ჩემს პასუხს ვეღარ ვპოულობდი.

ჩვენთან სათიბები მაღლა მთებშია. ნათიბი დილაუთენია უნდა მოხვეტო, რომ მზემ არ ჩაგიფშვნას. ამიტომ მე და დედაჩემი შუაღამისას დავადექით გზას. გუდამაყარში ისეთი მთვარიანი ღამეები იცის, დღისგან ვერ გაარჩევ. დედაჩემი ჩემს წინ მიდიოდა მთვარით განათებულ გზაზე. ვხედავდი მთვარემ როგორ დააგრძელა მისი ჩრდილი, რომელიც ჩავიდა ხევში, აუყვა აღმართს, გორა გადაიარა… გამეხარდა, - რამხელაა დედაჩემი-თქო. მაშინ გამიჩნდა ის ორი პასუხიც და უკან გამოვიქეცი ყვირილით: “ვიპოვე, დედი ვიპოვე”, ჩემი პასუხები ვიპოვე: სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა, სიკვდილიც სევდაა, ოღონდ ადამიანად არ ყოფნის სევდა.

მარი ცქიფურიშვილი: რატომაა ნაღვლიანი და სევდიანი კაცთა მოდგმა?

გოდერძი ჩოხელი: იმიტომ, რომ ღმერთმა სევდა და ნაღველი მარილად დაუდო კაცთ. ამის გარეშე კაცთა მოდგმა ამპარტავანი იქნებოდა. სევდა ადამიანის სულს მარილივით დაეფინება და წმენდს.

მარი ცქიფურიშვილი: ძალიან გაუთამამდით სიკვდილს და ჩვენც შემოგვაჩვიეთ, არ გეშინიათ?

გოდერძი ჩოხელი: დუშეთში ვიყავი ხატობაზე. ყოველ ღამე ცხენზე ამხედრებული ერთი თუში წამოგვვარდებოდა ხოლმე და დაგვჭყივლებდა: "ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!" მეც მაგას ვიტყოდი. სანამ ცოცხალი ხარ, ხომ არ მოკვდები და რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის? რომ მოკვდები, მერე საშიშიც არაფერია.

მარი ცქიფურიშვილი: თქვენს პერსონაჟებს წარმართებივით უყვართ ცხოვრება, რატომ?

გოდერძი ჩოხელი: ჩვენში კარგადაა შეთვისებული ერთმანეთთან ქრისტიანობა და წარმართობა. ამან ქრისტიანობას ახალი ძალა შემატა. მთაში მაცხოვრებელი კაცი კი, როგორც მთას ეკადრება, ისეთი გახდა. ასეთი ხალხი ბარში საძებარია. ალბათ, ამოტომაა ნათქვამი, ბარში რომ ნამუსი დაიკარგებოდა, მთაში მიდიოდნენ საძებნელადო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა გესმით ცხოველების, ფრინველების, ბალახის ენა?

გოდერძი ჩოხელი: დედაჩემმა მართლა იცოდა ჩიტებისა და ბალახების ენა. კვირტი რომ გამოვიდოდა, იმას ეფერებოდა და რაღაცეებს უყვებოდა. ბალახს ფეხს არ დაადგამდა. ჩემი ორივე შვილის დაბადება ოფოფებმა ახარეს. სამახარობლოდ რომ ჩავედი, შვილიშვილი გეყოლა-თქო, მიპასუხა, ვიცი, ოფოფმა მითხრაო.

მარი ცქიფურიშვილი: მართლა თქვით, ეკლესია-მონასტრები კოსმოსურ რაკეტას ჰგვანან, რომლითაც ადამიანები ჩამოფრინდნენ დედამიწაზეო?

გოდერძი ჩოხელი: ეს ჯერ არ დამიწერია, საიდან იცით? მე მართლა მგონია, ეკლესიები იმიტომ ჰგვანან კოსმოსურ რაკეტას, რომ თავის დროზე ჩვენ მოვფრინდით აქ საიდანღაც, მერე გაგვიფუჭდა რაკეტა და დავრჩით დედამიწაზე, ჩვენი სული კი უკან დაბრუნებას ითხოვს. ადამიანებმა მოიგონეს დაბრუნების ასეთი საშუალება – ააგეს ეკლესიები, რომლებიც ცაში გასაფრენად გამზადებულ ხომალდებს ჰგავს. შედიან, ლოცულობენ და ზეცაში დაბრუნებას ითხოვენ.

მარი ცქიფურიშვილი: როგორ გგონიათ, დავბრუნდებით?

გოდერძი ჩოხელი: აუცილებლად, თუ მამა ღმერთთან დაბრუნების რწმენა გვექნება.

მარი ცქიფურიშვილი: მერე აქაურობა რომ მოგვენატრება?

გოდერძი ჩოხელი: მოვალთ, ალბათ, ისევ. მარადიულად არსად ყოფნას არ ვისურვებდი, ხომ გული გამისკდება. მე სულ ადამიანად მინდა ყოფნა. ოღონდ, უნდა მახსოვდეს, ვინ ვიყავი. გული მწყდება, აქამდე ვინ ვიყავ რომ არ მახსოვს. თუ მახსოვრობა არ მექნება, მაშინ კი არ გარდავცვლილვარ, მოვმკვდარვარ. ისე, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სულ აქ ვიქნებოდი. ოღონდ, საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

მარი ცქიფურიშვილი: ახლა რომ მაღალ მთაზე იდგეთ, საიდანაც მთელი საქართველო ჩანს და ყველასთვის ხმის მიწვდენაც შეგეძლოთ, რას იტყოდით?

გოდერძი ჩოხელი: ვიტყოდი: ღმერთო, ჩქარ გააბრწყინე საქართველო!

ესაუბრა მარი ცქიფურიშვილი

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 17 2007, 05:21 PM

"მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა"...
არაფერზე ისე არ დამწყვეტია გული ამ ბოო ხანს როგორც ამ ამბავზე...
სამწუაროდ ჩვენს საზოგადოებაში, ადამიანის გარდაცვალებაა საჭირო მის დასაფასებლად sad.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Nov 17 2007, 07:20 PM

ძალიან დამენანა, სიტყვები არ მყოფნის სევდის გამოსახატავად sad.gif



პოსტის ავტორი: NaTaLiaa თარიღი: Nov 17 2007, 08:18 PM

ძალიან დამწყდა გული.sad.gif კარგი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი ფილმია "სამოთხის გვრიტები", თუ გაქვთ ნანახი?

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Nov 18 2007, 01:49 AM

ციტატა(NaTaLiaa @ Nov 17 2007, 08:18 PM) *

ძალიან დამწყდა გული.sad.gif კარგი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი ფილმია "სამოთხის გვრიტები", თუ გაქვთ ნანახი?

ჩემი უსაყვარლესი ფილმია smile.gif თან დედაჩემის სოფელშია გადაღებული ეგაც და "ლუკას სახარებაც"

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Nov 18 2007, 03:12 AM

sad.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Nov 18 2007, 05:21 PM

ძალიან დამწყდა გული... sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 18 2007, 09:13 PM

ეხლა ვცდილობ ბაბადული.დე ზე დავრეგისტრირდეეე smile.gif გოდერძის ფილმებია smile.gif
უი გაიგეთ გოდერძი რო მარადისობაში გადასულა? smile.gif
ხომ ვამბობდი? wub.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Nov 18 2007, 10:23 PM

ძალიან დამწყდა გული sad.gif
გოდერძი ჩოხელის "მგელი" მაქვს წაკითხული, ძალიან კარგი ნაწარმოებია.
დასანანია ასეთი დიდებული კაცის წასვლა ამ ქვეყნიდან, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 18 2007, 10:29 PM

ვალერი
მგელი მაგარია ძალიან smile.gif ბუნებასთანაც ისე ახლოა გოდერძი როგორც ვაჟა არის smile.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Nov 18 2007, 10:40 PM

რამდენიმე თვის წინ შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო ნებისმიერი თანხის გადარიცხვა, რათა ასეთ უდიდეს რეჟისორსა და მწერალს დახმარებოდა... თუმცა ანგარიშზე ძალიან მცირე თანხა გადაირიცხა..... გოდერძი ჩოხელის დაღუპვით უდიდესი ადამიანი მოაკლდა საქართველოს... უფალმა აცხონოს...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 19 2007, 12:49 AM

q-e-T-i
ჩემ მეზობელ ჟორას არც არაფერი არ მოკლებია wink.gif სამწუხაროდ ქართველების 90% არც იცის ვინ არის გოდერძი ჩოხელი smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 19 2007, 01:03 AM

იცით რაა, ადვილია ადამიანი, რომ აღარაა მერე პირის დატკბობა და ქებანი. sad.gif

გადავხედოთ ვინც დარჩა! კიდევ ვის სჭირდება დახმარება?! უკან მიდევნებული ლამპარია, რასაც აქ ვხედავ.

თუნდაც ერთმანეთს შევხედოთ და ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული ვისწავლოთ. მართალია გოდერძი ჩოხელს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ კიდევ იქნებიან ადამიანები, ვისი დახმარებაც შეიძლება და ერთმენეთის გამტყუნება, არავის არგია!
ბევრს უჭირს დღეს საქართველოში, განსაკუთრებით კი ძველ ინტელიგენციას.
იქნებ იშვიათად მაინც ესტუმროთ და მოინახულოთ, ვიცი ძნელია, ყველაფერს დრო და ძალისხმევა უნდა, მარა ნუ ვაქცევთ ამ თემას, სხვათა განკითხვის თემად. ის თქვით, როგორ შეგვიძლია რამის შეცვლა.

პატივისცემით,
k@the

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Nov 26 2007, 03:56 PM

საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 706 2007 წლის 21 ნოემბერი ქ.თბილისი

გოდერძი ჩოხელის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების
გაწევის შესახებ

1. გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ღირსების ორდენის კავალერის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გოდერძი ჩოხელის ოჯახს გამოუყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 27 2007, 11:29 AM

ძაან სამწუხაროა. მართლა შესანიშნავი ადამიანი გამოგვაკლდა.

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 15 2007, 01:53 PM

ციტატა(თემო @ Nov 26 2007, 07:56 AM) *

საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 706 2007 წლის 21 ნოემბერი ქ.თბილისი

გოდერძი ჩოხელის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების
გაწევის შესახებ

1. გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და მწერლის, ღირსების ორდენის კავალერის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გოდერძი ჩოხელის ოჯახს გამოუყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე


ბრავო, ძალიან მობილიზებულები და კეთილშობილები არიან...
კარგ დროს გამოუყვეს დახმარება... ნამეტანი კარგ დროს ... მაგრამ ჩვენ ხომ "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს..." sad.gif


პ.ს. მოდერატორს მინდა ვთხოვო, უფროსწორად ჩემს აზრს დავაფიქსირებ და თქვენ რას იტყვით?
თემას ქვესათაური და ხასიათი ხომ არ შეუცვალოთ? ცოტა მძიმეა, სამძიმრის თემა არა რა გოდერძი ჩოხელისთვის, მოდი შევცვალოთ მიმართულება და მის ცოცხალ და უკვდავ შედევრებზე ვისაუბროთ ...

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 15 2007, 02:54 PM

ციტატა
სამწუხაროდ ქართველების 90% არც იცის ვინ არის გოდერძი ჩოხელი smile.gif



sad.gif sad.gif sad.gif
ასეა sad.gif
სამაგიეროდ პაოლო კოელიო და დენ ბრაუნი, ლაშა ბუღაძე და კონსტანტინე ლორთქიფანიძე ხომ იციან... huh.gif

დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის ნაერ უნივერსალურ გენიოსებს საზოგადოება არ იცნობს, აი მომიტევეთ და "პაპსავიკი მწერლები" კუმირებად აქციეს...

"წერილი ნაძვებს" და "გოდორი", "ლოდი ნასაყდრალი" და ""ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" არც კი გვსმენია, სამაგიეროდ "პირველი რუსი" და "და ვინჩის კოდი" ლამისაა დავიზეპიროთ sad.gif

მართლა გულსატკენი და გულდასაწყვეტია sad.gif რომ მართლაც "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..."

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 13 2008, 01:47 AM

ძალიამ კარგი პიროვნება იყო. რამოდენიმეჯერ პირადად მყავს ნანახი . . . :სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი ჩვენს გვერდით აღარ არის!!!!!!!! sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 30 2008, 01:24 AM

ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელის ძალიან მიყვარს:

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Feb 22 2008, 10:29 PM

ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა
აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:

- დაწერე! დაწერე!

მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:

- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?

- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.

- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.

- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.

- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.

- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.

- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.

- დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! - მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს, ერთხელ ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა:

- ქუთეისი, მოგიხსნი სტიპენდიას!

- არ მაქვს, პატივცემულო! - ნიშნისმოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი.

- დაგინიშნავ და მოგიხსნი! - თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეჰპირდა, მართლა შეასრულა.

ქუთაისელმა ბატონი საშასათვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორიული საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან (ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო) თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს, შიგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას. დაირეკა ზარი, იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა:

- სადაა, ქუთეისი?

- მოკვდა, პატივცემულო! - ტირილი მორთეს ქუთეისის თანაკურსელებმა.

ბატონი საშა შეცბა:

- როდის?! როგორ?! რა დემართა?! - კითხულობდა შეშფოთებული.

- ლაღიძის წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული, რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. იქვე დალია სული და ეს-ესაა ჩავასვენეთ - ფარდის უკან სასახლში ჩასვენებული ქუთეისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს; ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთეისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო:

- ქუთეისი!

ქუთეისი წევს, არ ინძრევა, არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი.

- ქუთეისი, ადექი ზეზე! - ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთეისმა უფრო შეიკრა სუნთქვა.

- ქუთეისი ადექი ზეზე! - ქუთეისი არ ინძრევა.

- ქუთესი, ადექი თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნი სტიპენდიას.

ქუთეისი არ ჩუჩუნებს.

ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლიარეს გულზე ყური დაადო, ჯერ თავზეწამომდგარ სტუდენტებს ახედა, მეტე ქუთეისს ყურში უჩურჩულა:

- ადექი, შე ღვთის უბედურო, თორემ ემანდ მართლა არ გაიგუდო და მერე მე კი არა, ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავს სტიპენდიას.

„მკვდარი“ სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე.

ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან. იგი ჩია ტანის კაცი იყო, ასაკი არ ეტყობოდა, მე მგონი, თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ, სასტუმრო „თბილისის“ ქვეშ მდებარე სახინკლედან როგორ ფაცხაფუცხით მიჰყავდა ქუჩაზე გოლიათები: ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა ქაფიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკვირვებული იყო ამ სანახაობით, ვერაფერი გაეგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩია ტანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა, რაც ხდებოდა.

ერთხელ, ის-ის იყო გავცდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი, კარგად მოსული, თეძოებიანი გოგო წამომეწია, შეშინებულმა ხელკავი გამომდო და წამჩურჩულა: ჩქარა, ზარი უკვე დაირეკა, საშა მოგვდევს უკან.

ფეხს ავუჩქარეთ.

უკნიდან გვესმის ბატონი საშას კომენტარები:

- მეცხვარე, ისევ დააგვიანე, არა?

- არ მიიხედო, ვითომ ვერ ვხედავთ, - წამჩურჩულა გოგომ.

- ვითომ არ ესმით. ეს კიდე, ნახე, ნახე, როგორ მიაქანავებს! - გვეწევა ბატონი საშა. ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდა და წინ გაუჩერდა.

- ჩანთას, გოგო, ჩანთას, - დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად ავუჩქარეთ ნაბიჯს.

იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე, ისევ ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენი ინსტიტუტიდან ზარის ხმა.

- მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას, არა?! - უკნიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე.

მივიხედე. მართლა ისაა. რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს. ეტყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ. ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს. ის-ის იყო, მივაღწიე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასფალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავვარდი. ეტყობა, ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა:

- მეცხვარეე!

ავიხედე: ქვევრის პირივით პირმორღვეულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია:

- რა გინდა მანდ?! მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები, არა?! ამოდი ზემოთ! ამოდი ჩქარა!

მე წამოვიწიე, მაგრამ ღონე არ მყოფნის, ისე ვარ გაოგნებული.

- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა! - ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა.

ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო?!

რა დამემართა?!

ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინცდამაინც ახლა... ბედი არა მაქვს და ეგ არის... ახლა კი მართლა მომიხსნის სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის, თვითონაც უჭირთ. რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა, კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუვდეთ.

ჩვენ შევშინდით.

- ნუ გეშინიათ, მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ, მერე მომენტს შევურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვიეთ.

ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში.

ჩამობნელდა.

დაიწყო კინო.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, კინაღამ გადავირიე ამ არაჩველებრივი სანახაობით. ვხედავ, ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები, ლაპარაკობენ... მივიხედ-მოვიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან. მეც მინდა მოვისმინო, რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე, მოდი, რაც იქნება, იქნება, ჯანდაბას, ერთი ყურით დავყრუვდები, ოღონდ მოვისმინო, რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: კაცს რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი, ასე-ასე გააკეთე, ასე-ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ელაპარაკება და ჭკვაზე არიგებს. რაკი ასეა, მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე: გოდერძი! გოდერძი, შვილო!

ვაი!

მიცნო!

მე მეძახის! - გამიკვირდა მე, რა ვიცოდი, რომ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახოდა. იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა, რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში, როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი, რაკი რუსული არ ვიცოდი და გამოცდაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემრცხვა, ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი, ლექსი დავწერე: ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივზე და მგონი კიდევ შვლის ნუკრიც შევურიე შიგ - ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.

სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

გამიყვანეს მეორე გამოცდაზე. მოდიოდნენ ჩემს სანახავად: მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსადა სწერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინა ვარ და საიდანა ვარ. მოვუყევი, რატომ მიყვარს კინო. მერე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, თბილისმა არ გაგაფუჭოს!

წავიდა ის კაცი. მერეღა გავიგე, რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო. აი ახლა, ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა, ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა, რომ მომიხსნის სტიპენდიას.

რა ვქნა, ჰა?

ამოვფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში.

მერეც დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი, შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს.

დადგა სტიპენდიების გაცემის დღე.

მე, რა თქმა უნდა, სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. ორმოცი მანეთი მქონდა, რაკი ოთხები მეწერა საგამოცდო მატრიკულში. ხუთოსნებს ორმოცდაათ მანეთს აძელვდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს - სამოცს, მარჯანიშვილისას - ოთხმოცს, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს - ას მანეთს.

- ჩოხელო, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? - გამიღიმა მოლარემ.

- აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშამ.

- მოგიხსნა კი არა, მოგიმატა, აჰა - მომაწოდა ფული მოლარემ.

დავითვალე და ასი მანეთია. სამოცს უკან ვუბრუნებ, შეგეშალათ-მეთქი.

- არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო - ისევ გამიღიმა მოლარემ.

წამოვედი გახარებული. რესტორან „თბილისში“ მაშინ კაცი ათი მანეთი ჯდებოდა.

მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დავუნიშნოთო, პროფესორ-მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ, კი მაგრამ რა დამსახურებისთვისო?!

- ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, - ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა. რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.

- ვერ გამოვუშვებ! - მკაცრად განუცხადა ძია საშამ.

- რატომ?! - გაუკვირდათ იმათ.

- რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.

- რა როლს? - დაინტერესდნენ.

- მეცხვარის როლს! - არ დაიბნა ძია საშა.

- რა პიესაა?

- აღდგომა! - ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.

ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.

ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან - და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან. ალბათ მაიმედებს - ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!

- და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა.



პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 12 2008, 12:19 AM

ana-bana
ეს მაგარი მოთხრობაა
ძალიან მაგარია
ბედნიერებაა...

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Mar 14 2008, 11:08 PM

ქავთარაძე
მეც ძალიან მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 1 2008, 12:20 AM

ციტატა
ძალიან რთული ოპერაცია სჭირდებოდა, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ ამერიკაში თუ გაუკეთებდნენ.. საწყალი ამ თანხებს ელოდებოდა, იქნებ ვინმემ გადმომირიცხოსო და ამასობაში გარდაიცვალა

sad.gif sad.gif sad.gifმართლა ცრემლი მომადგა თვალზე sad.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 1 2008, 12:52 AM

მოლოდინი

-ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს.
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-არ ვიცი...
-მაშინ რატო გგონია?
-იცი?მე ის მიყვარდა
-როდის?
-მეც არ ვიცი როდის.ალბათდიდი ხნის წინ
-მაინც?
-სანამ დავიბადებოდი..
-ვერ გავიგე
-შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან.მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს.სულ მას ვეძებ
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება
-უცოლოდ ხო არ დარჩები?მოიყვანე ვინმე
-ვინ?
-არ ვიცი,ვინმე
-არა,არა ეგრე როგორ მოვიყვანო?!
-ის რომ არ შეგხვდეს?
-რომ მიყვარს?
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია.არც
იცნობ,არც გინახავს და მაინც გიყვარს?
-ჰო,მიყვარს
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშრატო მგონია რომ,რომ უნდა შემხვდეს?!
-იქნებ სიზმარში ნახე?
-არა,სხვაგან ვნახე სადღაც
-გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
-არა,არ მახსოვს
-მაშ,როგორ უნდა იცნო?
-ვიცნობ,ვიცი რომ ვიცნობ,არ შეიძლება რომ არ ვიცნო


-არ შეგხვდა?
-არა
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა
-რამდენი წლის ხარ?
-66
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ...
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი?
-ჰა?
-არა,არაფერი

გოდერძი ჩოხელი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 4 2008, 10:02 PM



ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ




1
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .



2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!



3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.



4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.



5
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.



6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!



7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!



9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!


პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Apr 9 2008, 11:59 PM

გოდერძი ჩოხელის საფლავი

http://bin.ge/file/156764/SPA55622.jpg.html

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 10 2008, 02:16 PM



გოდერძი, ძმაო!
ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნას.

გოდერძი, ძმაო, მცნობელო, მთა-ბარის ბუნებისაო
მესაიდუმლევ პირიმზის, განმგრძობო ვაჟას გზისაო
თვალზე ცრემლსა მგვრი, გული დუღს, მიიღე ლოცვა დისაო!
დუხჭირი წუთისოფელი შემთხზველი მრავალზნისაო,
მოჯარებული გებრძოდა, მბლანდველი ზიანისაო...
შენს სისპეტაკეს, სიწმინდეს, ანკარა წყარო მთისაო,
ვერაფერი ვერ დააკლო, მტვირთველი იყავ ჯვრისაო!
მოგბღავის შენი ბატკანი, სანთელ-საკმევლის გზისაო,
უფალს ვთხოვ, ცოდვა შეგინდოს, ამ წუთისოფლის დღისაო!

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

18.11.2007 წ.




პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 24 2008, 04:10 AM


ნიკოლოზი
უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.



პოსტის ავტორი: mar! თარიღი: Jun 16 2008, 09:51 PM

წახვედი...წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი,ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუტროში,
შენს გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრე,
მეპატიება რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო..

წახვედი...დავრჩი აწეწილ ცაზე,
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას??
ცა არის შორი,შენზედაც შორი!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 07:11 PM

თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.


wub.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Sep 29 2008, 08:46 PM

დღეს დაბ დღე აქვს user.gif


ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 29 2008, 09:18 PM

ციტატა
დღეს დაბ დღე აქვს

user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

ქეთუ
ციტატა
მართლაც "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..."

ციტატა
მაგრამ ჩვენ ხომ "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს..."

სამწუხარო სიმართლეა.......

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 29 2008, 10:13 PM

T.L.

ციტატა
მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

მე არ დამიჭკნა smile.gif ბედნიერი ვარ რომ ამის თქმა მაინც შემიძლია smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Sep 29 2008, 11:53 PM

ციტატა(T.L. @ Sep 29 2008, 08:46 PM) *

დღეს დაბ დღე აქვს user.gif


დღეს? unsure.gif მე ვიცი, რომ 2 ოქტომბერს აქვს. ერთ დღეს ვართ დაბადებული wub.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 30 2008, 12:06 AM

T I K O
+1 smile.gif

პოსტის ავტორი: galaqtikosi თარიღი: Oct 8 2008, 09:18 AM

მე მაქვს გოდერძი ჩოხელის "მგელი", რომელსაც ყდაზე მიწერილი აქვს თავისივე ხელით:

ახსნა
"ტოროლა მიდის წკრიალით
როგორ უხდება ზეცას!
ველზე ქრის გრილი ნიავი
შროშანებს წელში კეცავს.
ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს
ქვასაც უხარის,ხესაც,
როგორც მიყვარდი აქამდის
ისე მიყვარხარ დღესაც."

სიყვარულით გოდერძი ჩოხელი
2004 წელი

ძალიან მაგარი წიგნია.. wub.gif

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Jan 1 2009, 04:06 PM

მეც ვეძებ გოდერძი ჩოხელის ნაჩუქარ წიგნებს–ადამიანის სევდა და სხვები
იქაც არის წარწერები დიდი სიყვარულით და მინდა დავწერო


ღმართმა ნათელში ამყოფოს!

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 2 2009, 10:11 PM

ციტატა(ქეთი. @ Dec 15 2007, 02:54 PM) *


მართლა გულსატკენი და გულდასაწყვეტია sad.gif რომ მართლაც "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან..."[/b]


ნიჭი არსად არ დაეკარგება არავის და დღეს თუ არა, ოდესმე გამოჩნდება. იშვიათია ისეთი ადამიანი ვინც ცხოვრებაში იღებდეს ისეთ პატივს როგორსაც იმსახურდებს, როგორც ჩანს გორდერძი ჩოხელიც მათ რიგებში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ გავა დრო და შესაბამისად დაფასდება.

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 2 2009, 11:33 PM

როცა მშრალი ხიდის (თუ რაც ქვია ეხლა) ბაზრობას ჩაუვლით, მემრე გაიხსენეთ ადამიანთა სევდა smile.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 30 2009, 01:43 AM

მმმ..
დიდი ხანი არაა რაც დავიწყე ”ადამინათა სევდა”
და უკვე ძალიან მოვიხიბლე..
wub.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 30 2009, 09:41 AM

milana
უძლიერესია...
წარმატებები, გირჩევ წაიკითხო 5 -6 ჯერ მაინც

პოსტის ავტორი: salomeaa თარიღი: Jun 13 2009, 10:22 PM

,,მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ, ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან"
სამწუხაროდ ძალიან გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან, მთელი ცხოვრება ადამიანთა სევდას აგროვებდა, მისი სევდა კი არავინ გაინაწილა sad.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Jun 15 2009, 08:40 PM

თუ იცით ონლაინში არ არის "ადამიანთა სევდა"?

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 16 2009, 02:03 PM

შარშან შემოდგომით გუდამაყარში გოდერძის ხსოვნის დღე გაიმართა, მე მიზეზთა გამო ვერ წავედი და თუ ვინმემ იცის ამ წელსაც იქნება მსგავსი? ან სად გავიგო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 16 2009, 09:50 PM

ციტატა(ბარბარე @ Jun 15 2009, 09:40 PM) *

თუ იცით ონლაინში არ არის "ადამიანთა სევდა"?

http://beef.ge/2556-bbbbb-bb-bbbbbb-bbbbbbbbb-bbbbb.html
http://join.ge/e-books/11156-bbbbbbb-bbbbbb-bbbbbbbbb-bbbbb.html
http://exe.ge/index.php?newsid=16438

ამ საიტებზე დევს პდფ ფაილებად, ასე თუ გადაწერ, სხვაგვარად არ არის

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Jul 19 2009, 03:46 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Apr 30 2009, 08:41 AM) *

milana
უძლიერესია...
წარმატებები, გირჩევ წაიკითხო 5 -6 ჯერ მაინც

სამწუხაროდ ჩემი წიგნი არ იყო.. sad.gif
თორემ მართლა სიეთი წიგნია რომ დაა№თავრებ ისევ თავიდან უნდა დაიწყო...



ამ ადამიანზე საუბარი ძალიან მიჭირს..
იმიტომ რომ სიტყვები არ მყოფნის..
უბრალოდ ძალიან მიყვარს..
wub.gif wub.gif wub.gif

ძალიან მინდა მისი ფილმების ნახვა... და ვერც ერთი ვერ ვიპოვე , რომ გადმოვწერო..




"ეცადეთ ,სიცოცხელშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება,მარად მუდამ თქვენი მორჩილი ჩრჩილი"


"მივხვდი რომ ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა.გნსაწმენდელია ,სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე არ უნდა ემონო ხორცს,თორემ როცა გაეყრები ,მონად ყოფილს უიმისობა გაგიჭირდება.ხორცი იგივეა რაც წიგნისთვის ქაღალდი,ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს რომ მარად იცოცხლოს ,თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადააგდებს."


"მერე ფშაველი ისევ გზაზე ამოვა და ბარბაცით წავა.
ძობანა უკან მიჰყვება.
ორივენი მთვრალები არიან,ფშაველი არაყით,ძაღლი კი პატრონის სიყვარულით.
თოვს.
თეთრი ფანტელები მობარბაცებენ ციდან.
თითქოს ისისნიც მთვარელები იყვნენ.
თოვს.."


"ცას ,რომელიც შებინდებისას საბუდარს დაემსგავსება,ვარსკვლავებით სავსე საბუდარს,შემოქმედს ტავისი ფრთები რომ გადაუფარებია და შიგნით მისი სითბო და სიმშვიდე იყო დავანებული"



"მზიანი დღეეები ყვითელი მძივივით ესხა შემოდგომის ფერწასულ ძაფზე."





http://www.radikal.ru
ეს მისი ბოლო ფოტო ყოფილა..
sad.gif



http://www.radikal.ru
ამ ფოტოზე სულ ის მახსნდება ”ნადირობა ოზიანოს მთაში”
”-ის მვკალი,ის.თეთრი გული აქვს ნახე.
-ის არ მოგიკლავს.
-მაშ რომელი მოვკალი?!
-შენში რაც იყო ის.
-ჩემში?
-ჰო,წარმოსახვა მოკალი შენში..”


”წერტილი და მძიმე”
”ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.მოვალთ ადამაინები ,დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს,გივლიათ ამ ასხელით იმდენ ხანს,რამდენი ხანიც გვიწერია.ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ...მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას”სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ,აწ და მარადის,უკუნითი უკინისამდე...”
იქით რა არის არავინ იცის,აქთ კი მარტო სახელი გვრჩება.სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანი ალამაზებს სახელს.
რამდენს ,რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა..
რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..
რამდენი დარჩენილა უსახელოდ..
რამდენი ეძებს სახელს..
და კიდევ რამდენი ჰკარგავს..


ღმერთო ,მაღალო,შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი,უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს,რათა ვადიდოთ სახელი შენი.”

wub.gif

”შემინახე , დედაო მიწავ!”-ამან საერთოდ გამაოგნა..
”ველური ყვავილის თაიგული”,”ჩრჩილის აღსარება”..
რომელი ერთი ჩამოვთვალო...

http://www.radikal.ru
”ღრობა სიკდვილთან”




http://www.radikal.ru
wub.gif


პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Aug 29 2009, 11:05 PM

სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Aug 30 2009, 02:45 PM



მიწამ დააბარა იას
მიწამ დააბარა იას:
წადი შვილო,
ქვეყანას თვალი გაუხარე,
სურნელება აფრქვიე,
სიყვარული გაუღვივე ვაჟსა და ქალს,
სინაზე აჩვენე ხალხს,
თორე,
უფრო გამხეცდებიან და
ვაი ისევ ჩვენი ბრალი.
და ამოვიდა ია.

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 2 2009, 02:57 PM

დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს... rolleyes.gif



დღეს მისი დაბადების დღეა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Oct 2 2009, 10:07 PM

სულს გაფხავება უნდა ქასურით
სული ნამგალს ჰგავს,
ჩაჟანგება იცის ადვილად,
სულს ეკიდება შენი წარსული.
არსობის ყანა რომ ბოლომდე კარგად მოიმკო,
სულს გაფხავება უნდა ქასურით.


***
თუ თამარ მეფეს, რუსთაველს და
კიდევ იმათ მაჩვენებ, ღმერთო,
ვინც ასე გულში ღრმად ჩამრჩენია_
წამოვალ, ჩქარა!
თუ არა და, დამაცადე,
შენ ხომ ღმერთი ხარ,
აქ მირჩევნია!

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 2 2009, 10:10 PM

ციტატა(შევრდომილი @ Oct 2 2009, 11:07 PM) *

სულს გაფხავება უნდა ქასურით
სული ნამგალს ჰგავს,
ჩაჟანგება იცის ადვილად,
სულს ეკიდება შენი წარსული.
არსობის ყანა რომ ბოლომდე კარგად მოიმკო,
სულს გაფხავება უნდა ქასურით.
***
თუ თამარ მეფეს, რუსთაველს და
კიდევ იმათ მაჩვენებ, ღმერთო,
ვინც ასე გულში ღრმად ჩამრჩენია_
წამოვალ, ჩქარა!
თუ არა და, დამაცადე,
შენ ხომ ღმერთი ხარ,
აქ მირჩევნია!

thumbs.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 1 2010, 01:39 PM

საქართველოს ყველა ტკივილი და სევდა გულში გავატარე და ეხლა გული მტკივა

ეს გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც ფირზეა აღიბეჭდილი...

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 30 2010, 09:42 PM

ხვალ სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო. დასაწყისი 18 საათზე.

აბა ვინ წამოვა? როგორც ვიცი აქ ბევრს უყვარს მისი შემოქმედება smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 30 2010, 09:45 PM

nat_uly
+1 აქაც დავაფიქსირო ჩემი ხმა smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: May 30 2010, 10:17 PM

მეც მოვდივაარრრ !!! ++++++ 1 a075.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: May 30 2010, 11:07 PM

ციტატა(nat_uly @ May 30 2010, 09:42 PM) *

ხვალ სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო. დასაწყისი 18 საათზე.

აბა ვინ წამოვა? როგორც ვიცი აქ ბევრს უყვარს მისი შემოქმედება smile.gif

დრო არ მაწყობს, თორემ წამოვიდოდი სიამოვნებით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 30 2010, 11:15 PM

მე ვერ მოვალ ვერაფრით სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: May 30 2010, 11:16 PM

nino84
mata
ცუდიაა. პირიქით მეგონა ყველას აწყობდა ეს დრო...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 31 2010, 07:53 PM

ციტატა
ხვალ სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო. დასაწყისი 18 საათზე.

კაი დროს ვნახე mellow.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 31 2010, 10:46 PM

კარგი იყო საღამო smile.gif


პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 1 2010, 12:26 AM

სოფი

წამოსულიყავი რაა sad.gif

კარგი იყო ნამდვილად.
ანსამბლმა ”ფიცვერცხლმაც” იმღერა smile.gif

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: Jun 1 2010, 11:29 AM

არავინ გადაიღო? ჩანაწერს მაინც რომ ვუყურო? smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 1 2010, 02:44 PM

ketilo

არა არ გადაგვიღია. მიკროფონებსაც არ მაღალი ხმა. თან სამი საათი მაინც გაგრძელდა და მაგდენს ვერ გადავიღებდით.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 1 2010, 03:28 PM

რა კარგი საღამო იყო.. : )

ციტატა(nat_uly @ Jun 1 2010, 12:26 AM) *

სოფი

წამოსულიყავი რაა sad.gif

კარგი იყო ნამდვილად.
ანსამბლმა ”ფიცვერცხლმაც” იმღერა smile.gif

+ ანსამბლ ,, გოგოჭურებმა'' , კიდევ გელა დაიაურის მეუღლემ იმღერა.. : )

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: Jun 1 2010, 04:14 PM

ციტატა(nat_uly @ Jun 1 2010, 02:44 PM) *

ketilo

არა არ გადაგვიღია. მიკროფონებსაც არ მაღალი ხმა. თან სამი საათი მაინც გაგრძელდა და მაგდენს ვერ გადავიღებდით.

უი sad.gif უცებ იმედი მომეცა რომ ჩანაწერს მაინც ვნახავდი და აბაა biggrin.gif
არაუშავს smile.gif ძალიან მიხარია, რომ კარგი საღამო იყო.

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 1 2010, 06:58 PM

iisperiTOVLI
შენც იყავი? kiss1.gif

მაგ ანსამბლის სახელი ვერ დავიმახსოვრე რაა.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 1 2010, 10:20 PM

მშვცენიერი საღამო იყო smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 1 2010, 10:37 PM

ციტატა(nat_uly @ Jun 1 2010, 06:58 PM) *

iisperiTOVLI
შენც იყავი? kiss1.gif

მაგ ანსამბლის სახელი ვერ დავიმახსოვრე რაა.


კი მეც ვიყავი.. : )) გელა დაიაურის გვერდზე ვიჯექი თავიდან.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 1 2010, 11:28 PM

iisperiTOVLI

და ეგ ვიღა იყო? biggrin.gif
სახელები ნამდვილად არ დამიმახსოვრებია არავისი. ისე აცხადებდნენ არ გვესმოდა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 2 2010, 02:10 PM

ციტატა(nat_uly @ Jun 1 2010, 11:28 PM) *

iisperiTOVLI

და ეგ ვიღა იყო? biggrin.gif


აი ეს იქნებოდა biggrin.gif biggrin.gif http://www.youtube.com/watch?v=8mP1v_ulJ5s&feature=related

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 2 2010, 02:21 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 2 2010, 03:10 PM) *

აი ეს იქნებოდა biggrin.gif biggrin.gif http://www.youtube.com/watch?v=8mP1v_ulJ5s&feature=related

აუ. მაინც რომ არ მახსენდება biggrin.gif
არადა სახეებს ადვილად ვიმახსოვრებ blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 12:09 PM

"ღმერთმა აცხოვნოს გოდერძი ჩოხელი - ქრისტეს კრავი. ტყუილად კი არ არის გამოსახული მის საფლავზე ბატკანი. უმანკო სული და დიდი რწმენა ჰქონდა. ერთხელ, "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებისას, არა და არ მოვიდა თოვლი. გოდერძის აუღია ქადები, სანთლები, ულოცია ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავის წინ და თოვლიც მოსულა. არ დაუჯერებიათ. ფინალური სცენა უნდა გადაეღოთ. თოვლი კიდევ დასჭირდათ. კიდევ გადაწყვიტა ეკლესიაში წასულიყო. ფილმის ოპერატორი დასცინოდა, - აბა, შენ იცი, ნახევარ მეტრზე ნაკლები არ იყოსო.

ასულა გოდერძი ჩოხის ეკლესიაში, გაუჭრია ქადა, აუნთია სანთლები, ულოცია ისეთი სიყვარულითა და იმედით, რომ იმწამსვე თოვა დაუწყია და მუხლებამდე მოუთოვია. როცა გოდერძი გარდაიცვალა, მის ვაჟს, ლუკას, მამა უნახავს სიზმარში. უკითხავს მისთვის: "საზვერეებში როგორ გაიარე, მამა გაბრიელი მოგეხმარაო?" "მამა გაბრიელიც და ჩემი წინაპრებიც მომეხმარნენ, აქეთ-იქით იდგნენ და იძახდნენ: მართალი გოდერძი მოდის, მართალი გოდერძიო"... პატრიარქის კურთხევით, გოდერძი ჩოხელიც სამთავროს ეზოში დაკრძალეს."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:36 PM

"გოდერძის სიკვდილით თითქოს წამიერად განიწმინდა, ამაღლდა ქართველი ერი, რაღაც მონანიების მსგავსი შეიგრძნო, სიკეთის ძიებისკენ ახალი ძალით რომ განაწყობს კაცს".

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 08:55 PM

"ქალაქებში ვარსკვლავიან ცასაც იშვიათად ახედავენ ხოლმე, გუდამაყარში კი "მაღალი მთებიდან უამრავი ვარსკვლავის წვრილი ზარებივით რეკვა მესმისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:01 AM

"გერმანელი პოეტი ჰიოლდერლინი წერდა:

"მაგრამ ჩვენ გვმართებს ღმერთის ავდარში
თავშიშვლად დგომა,
და მამის სხივის, თავად ამ სხივის,
საკუთარ ხელით შეპყრობა, რათა
მადლი ზეცისა ხალხს მივაწოდოთ, ღრმად
დაფარული სიმღერის წიაღ".

სწორედ ეს როლი და მისია იტვირთა ჩვენი დროის წყვდიადში, მართლაც რომ "ღმერთის ავდარში", მწერალმა გოდერძი ჩოხელმა, რომლის გარდაცვალებიდან ლამის უკვე ათი წელი გავიდა. იგი, როგორც მშვიდობისმყოფელი, ისე ჩადგა ხალხსა და ღმერთს შორის, თავისი უცოდველი და დაუცველი ხელებით დაიჭირია "მამის თვალისმომჭრელი სხივი" და იმ სითბოთი და სინათლით, "ზეციური საკურთხევლის ცეცხლად" რომ ენთო მის გულში, დღესაც გვინათებს ღამეს, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება".

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:13 PM

"მწერალი ადამიანებს ზეცისკენ ახედებს"

"დედამიწაა ადამიანებისა და სიცოცხლის სამყოფი სივრცე"

"სიზმარივით გადავხუნდებიო"

"ერთი ნატვრა მაქვსო, ამბობს: ღმერთმა თავისი ძალა მამცეს, რომ დედამიწა ავიყვანო და ხელისგულზე დავისვენო. რატომ? ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:39 PM

"ძნელი სიყვარულით ცხოვრობდა"

"ერთ მოთხრობაში ამბობს: "დაწერეთ ისეთი წიგნი, როგორიც ბავშვის ტირილია. მაშინ თქვენ ჭეშმარიტად დიდი მწერალი იქნებით. ეცადეთ სიცოცხლეშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება".

"თითოეული ადამიანი - მოთხრობაა, მთელი სამყაროა, რომელსაც თავის სათაური აქვს: "სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2019, 03:43 PM

გოდერძი ჩოხელის საფლავზე

აჰა, მოვედი,
ცრემლები,
მცხეთა...
დღეს შენს საფლავზე ტირის სანთელი,
გულში აზეზდა,
ნაფიქრი სევდა:
- სულ დარდით რატომ კვდება ქართველი?!

...გრილი მთის წყარო,
ბუნების შვილი,
შენ ხომ ცაც იყავ, ლურჯი, მზიანი...
მე ახლა მივხვდი,
საფლავთან მივხვდი
რატომაც ტირის ადამიანი.

მწუხრი...
ეს სევდა გარდასულს არ გავს,
არაგვსაც დარდი გაჰყვა იმ წლების,
შენს საფლავს ერთი სანთელი აკრავს,
ერთი სანთელი
არდავიწყების.

/გიორგი არაბული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 09:35 PM

"დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:08 PM

" - მე რომ ისეთი დიდი ვიყვე... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე... ღმერთმა რომ თავის ძალა მომცეს, რას ვიზამ, იცი?

- რას?

- ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.

- რატომ?!

- ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი"

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:22 PM

"ჩვენს ახლომახლო ჯერ დედამიწა არის და მერე სიცოცხლე... მოდი, ჩვენს დედამიწას გაუმარჯოს!"

/გოდერძი ჩოხელი, "მთავრი როლის შემსრულებელი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:55 PM

"დედათა მონასტრის ეზოში რჩეულ ქართველთათვის განკუთვნილმა მიწამ მიიბარა გოდერძის ნეშტი. სული კი ამაღლდა ზეცად და ვაჟას დაუდგა მარჯვნივ"

/პროფესორი ვახტანგ გურული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:39 PM

"ადამიანურ მანკიერებას გოდერძი სულგრძელობასა და მიმტევებლობას უპირისპირებდა. მე არასდროს მინახავს ვინმეზე გაბოროტებული, თუმცა ბევრი რამ, რაც მის გარშემო ხდებოდა, არ მოსწონდა, ვერ ეგუებოდა, გულს ტკენდა"

/პროფესორი ვახტანგ გურული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:36 PM

"გოდერძი ჩოხელს უთქვამს: ვაჟა ღმერთს ჩამოუვარდა ზეციდან, მე ვაჟას გავუვარდი ჯიბიდანო! ესეც უთქვამს: ვაჟას ვაზნა ვარ, ჯერაც თოფიდან გაუსროლელიო!"

/პროფესორი ვახტანგ გურული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 08:19 PM

"მეუფე ელისეც აუცილებლად მინდა გავიხსენო... აღდგომის დღეები იდგა. თბილისში დაბრუნებისას ტრადიციულად მოსალოცად შევედით ნიკორწმინდაში. მოგვეფერა, დაგვლოცა მეუფემ. დამშვიდობებისას მოკრძალებით ვთხოვე, იქნებ უძლურებაში მყოფი გოდერძი ჩოხელი მოიხსენიოთ-მეთქი. დამეთანხმა. მერე საკურთხევლიდან ლამაზად ჩალაგებული წითელი კვერცხები და სეფისკვერები გამომიტანა, - ჩემ სახელზე მიართვით ჩვენ ძვირფას მწერალს და რეჟირსორსო. მეუფის ნობათმა სიცოცხლის სურვილი დამიბრუნაო, ამბობდა გახარებული გოდერძი. ასეთი გულიანი, თბილი, კეთილშობილი ადამიანები ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ რაჭაში. იმიტომაც ვრჩები აქ თვეობით".

/ნინო ზედელაშვილი, ჟურნალისტი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)