IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> დავეხმაროთ პატარა ქართველს, გთხოვთ ნახეთ
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 03:52 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს წერილი!



“ოღონდ შვილი გადამირჩეს”


ამბობენ, ბავშვის ცრემლი დედამიწას გადასწონისო, სიცოცხლე - მით უმეტეს. თქვენ არ იცით, სამი თვის ანა ხუციშვილი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვის... ცხვირში - ზონდით, ხორხში - ზონდით, თვალებში - ტანჯვით. ექიმებმა, - ალბათ, გეჩვენებათო, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თვალებით შველა ანამ მეც მთხოვა. რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ჩვენ რომ ეს აპარატურა გვქონოდა, ანა გაგიღიმებდათ, თითზე ჩაგებღაუჭებოდათ და “თავის ენაზე” დაგელაპარაკებოდათ. ახლა კი მხოლოდ მის თვალებს შეუძლია საუბარი. გოგონა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებით შეიძლება გადარჩეს. ჩვენგან განსხვავებით იქ საჭირო აპარატურა აქვთ, მაგრამ ოპერაცია გვიანდება და ბავშვის გადარჩენის შანსი იკლებს. ის, რასაც ანა დაბადებიდან უძლებს, არ იზომება. გაზომვა მხოლოდ იმ ჟანგბადის რაოდენობით შეიძლება, რომელსაც პატარას ცხვირსა და ხორხში ჩადგმული ზონდით აწვდიან. პატარა ისე ახველებს, რომ მნახველს შესაძლოა, გული გაუსკდეს. თუმცაღა ეს ხველა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვს დაბადებიდანვე ხორხში ჩადგმულმა მილმა დამართა. უცხო სხეულმა გოგონას საყლაპავი მილი დაუზიანა. სუნთქვის უკმარისობამ კი ცენტრალური ნერვული სისტემა მოუშალა და სისხლჩაქცევები განუვითარა... მილის მოსაშორებლად ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთი ოპერაცია ჩაეტარებინათ და ყელსქვემოთა ხორხის მიმდებარე ნაწილი გაეკვეთათ. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ანას დედამ აიღო...

- როცა ექიმებმა მითხრეს, ბავშვს დაკარგავ, ამდენ ხანს პირში ჩადგმულ აპარატურას ვერ გაუძლებსო, დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ჩემს შვილს ამისთვის ვეღარ გაეძლო, მაგრამ ვეღარც მილს უძლებდა... ახლა თორმეტი დღეა, სასუნთქი ზონდი გარედან ჩადის ჭრილობაში და თუ ამას სუნთქვა ჰქვია, თავისით სუნთქავს. რაიმე რომ დაემართოს, რა მეშველება. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩეს...

თბილისში დიაგნოსტირების საშუალება კი არის, მაგრამ ოპერაციები არ კეთდება... სხვა საშველი არ მაქვს, უცხოეთში უნდა წავიყვანო. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, მაგრამ ამას ფული უნდა. ერთმა გერმანულმა კლინიკამ 150.000 ევრო მოგვთხოვა(!). გამწარებულმა ყველა შევაწუხე, - უცნობი და ნაცნობი, ტელევიზია, პრეზიდენტმაც კი იცის, რაც მჭირს. მის ადმინისტრაციაში მითხრეს, - 15.000 ევროს გადმოგირიცხავთო... ჩვენს ქვეყანაში ეს რომ პატარა ფული არ არის, ვიცი, მაგრამ ჩემს შვილს რომ არ ჰყოფნის? არადა, როდემდე გაუძლებს? ზოგჯერ ვფიქრობ, ან გავგიჟდები, ან მოვკვდები-მეთქი. ხომ თან ჰყვებიან ექიმები, მაგრამ აუტანელ სიცხეებში ნასიცხარი ლაქები გაუჩნდა. თანაც თავზე რომ ვადგავარ, სულ ასე მგონია, თვალებით შველას მთხოვს... და ვერ ვშველი.

დავით ფულარია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: - ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემგზავროს უცხოეთში. უცხო სხეულით ამდენ ხანს სუნთქვამ შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განუვითაროს. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. დღემდე პატარას სიცოცხლეს ექიმები და დედამისი ბრძოლით ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე, ალბათ, ამას ვეღარ შევძლებთ... კლინიკასაც ვეძებთ, რომელიც შედარებით იაფად დათანხმდება ოპერაციაზე... სხვა ჩვენ, სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია...

P.S. არაერთხელ გვითხოვია დახმარება ისედაც გაწამებული და გაუსაძლისი ყოფით დამძიმებული ჩვენი მკითხველისთვის... მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი არსებობა გავამართლოთ და თან დატანჯული ჩვილის თვალები არ დაგვყვებოდნენ, კიდევ ერთხელ (და მეათასედაც!) სხვისი ტკივილი უნდა გავინაწილოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის 442 334 ჯეოსელის - 700 439); ზოგმა - მეტითაც. პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...

ეთერ ერაძე



“რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ”

წინა ნომერში პატარა ანა ხუციშვილის შესახებ გწერდით. ოთხი თვის წინ დაიბადა გოგონა, რომელიც დაბადების დღიდან იტანჯება, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაზერის დანა, რომლითაც მას ხორხიდან თანდაყოლილ სტენოზს ამოკვეთენ. თანდაყოლილი სტენოზი კი იმას ნიშნავს, რომ პატარას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. პირველივე უცხოურმა კლინიკამ, რომელსაც ანას მშობლებმა მიმართეს ოპერაციისთვის, 150.000 ევრო მოითხოვა. ბავშვის ბედით პრეზიდენტი შეწუხდა და მისი ადმინისტრაცია პატარა ანას 15.000 ევროს დაჰპირდა. ეს ცოტა ფული არ არის, მაგრამ არა ოპერაციისთვის საკმარისი. იაშვილის კლინიკის ექიმების აზრით, შესაძლოა ისეთი კლინიკის მოძებნაც, რომელიც ოპერაციას 50.000 ევროზედაც დათანხმდება. პატარა ანა ისევ დიღომში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია.

რაც ჩვენ მასზე ვწერდით, მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პატარა ოთხი თვის ხდება და ისედაც ციცქნა საწოლზე ისეთი ნამცეცა ჩანს, გული მოგეწურება. ან კი როგორი შეიძლება ბავშვი თავისით ვერ სუნთქავდეს და ზრდა დაეტყოს. სასწაული კი მაინც ზრდის - გამხდარი თითები უგრძელდება. ოღონდ კანი კი უფითრდება, - ჰაერზე იმიტომ ვერ გაჰყავთ, ხორხიდან ზონდის ამოვარდნის ეშინიათ. ვერც სხვა ბავშვებივით აბანავებენ, - ესეც რისკია, - შესაძლოა წყალი ნაჭრილობევ ხორხში მოხვდეს და ინფექცია გამოიწვიოს. პატარა ამას ვეღარ გადაიტანს. მან იმდენი იბრძოლა, რომ ეცოცხლა, იმდენ ადამიანს გაუხსნა გული სიკეთის საკეთებლად, ეს არ უნდა მოხდეს... ამიტომ ჩვენ სიამაყით გვინდა გითხრათ - თუ ანას ღარიბ სამშობლოს საოპერაციო აპარატურა არ გააჩნია, მას სხვა სიმდიდრე აქვს - ადამიანური სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი. მიუხედავად იმისა, ვინაობის გამხელა არავინ ისურვა, მაინც გვინდა მოგითხროთ, როგორ შეგვიძლია ალბათ ყველაზე მძიმე ტვირთი - ერთმანეთის ტანჯვა გავინაწილოთ.

იმით დავიწყებთ, რომ მთავარმა რედაქტორმა ნომრის დაბეჭდვის წინ საქველმოქმედო ნომრები აკრიფა და ისინი სატელეფონო ქსელში არ დაფიქსირდა. კვირადღეს და ისიც გვიან საღამოს, ამ გაუგებრობაში გარკვევა შეუძლებელი იყო, რომ არა “მაგთისა” და “ჯეოსელის” ოპერატორები. ისინი თავიანთი კომპანიების პასუხისმგებელ პირებს დაუკავშირდნენ. მათ კი, თავის მხრივ, ის პირები მოძებნეს, ვინც ანას პირადი საქველმოქმედო ნომრები მიანიჭა. ამ უკანასკნელებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება მოუხდათ, რათა “კვირის პალიტრის” გამოსვლის დღიდან საქველმოქმედო ნომრებზე ყველა მსურველს დაერეკა. რაც მთავარია, როგორც “მაგთის”, ისე “ჯეოსელის” კომპანიამ დაუშვა გამონაკლისი და მოხსნა 30%-იანი ბაჟი, რომელიც ამგვარი სატელეფონო მომსახურების შემთხვევაში კომპანიებს მოგების სახით ერიცხებათ.

დანარჩენი კი მათ გააკეთეს, ვისაც რიდით, მაგრამ მაინც გამუდმებით ვაწუხებთ დახმარების თხოვნით, ვისაც თავადვე უჭირს. როცა გაზეთის დაბეჭდვის პირველივე დღეს ანას მშობლებს დავურეკეთ, გვესმოდა, როგორ არ წყდებოდა ზარი საქველმოქმედო ნომრებზე. ჩანს, ხაზი ისეთი გადატვირთული იყო, რომ რაიონიდან გვთხოვდნენ - აბონენტს ვერ ვუკავშირდებით და დაგვეხმარეთო. იმაზე ლაპარაკი კი როგორ თანაუგრძნობენ პატარა ანას ჩვენი ჟურნალისტები, ალბათ ზედმეტია... ერთმა ქალბატონმა ანას მშობლებს თვითონვე მიუტანა ვინ იცის რისთვის დაზოგილი 100 დოლარი, საბანკო ანგარიშებზე ჯერჯერობით 400 დოლარი გადაირიცხა...

“კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ გამოგვეხმაურა ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალბატონი. იგი მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ ნახევარ საათში რეკავდა რედაქციაში, რომ ანას რამდენიმე ფოტო და საბანკო ანგარიშები გადაგვეგზავნა. ეს მონაცემები, “კვირის პალიტრიდან” ნათარგმნი წერილი და ინგლისელი ჟურნალისტის ინტერვიუ ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა... მან სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც დაგვირეკა - ინგლისი მდიდარი ქვეყანაა, ერთად ვილოცოთ, რომ ამ წერილს საქველმოქმედო ორგანიზაციები გამოეხმაურონო.

მოდით, ვილოცოთ. ასეთ დროს ჩვენ მხოლოდ თუნდაც უკანასკნელი ლარის გაღება და დარდი შეგვიძლია. უფალს კი - ყველაფერი. სწორედ მისი წყალობით ვერ განდევნა გაჭირვებულმა ყოფამ ჩვენი გულებიდან სიკეთე - პატარა ანას სიცოცხლისთვის ჩვენმა თითქმის ორი ათასამდე მკითხველმა აკრიფა საქველმოქმედო ნომრები და გოგონას ანგარიშზე თითო ლარი გადარიცხა.

ჩვენ კი უდიდესი რიდით ისევ ვიმეორებთ ანა ხუციშვილის პირად საქველმოქმედო ტელეფონის ნომრებს და საბანკო ანგარიშებს. ზარის ღირებულება ერთი ლარია. “მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34, “ჯეოსელის” აბონენტთათვის: 70 04 39. საბანკო ანგარიშები: ლარის კურსით 360 100 121 თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი. ჭავჭავაძის პროსპ. #11, დოლარის კურსით - თიბისი ბანკის ნაძალადევის ფილიალი 530 708 69.

P.S. ბოლოს კი გვინდა წაიკითხოთ ის, რაც პატარა ანას დედამ გვთხოვა, რომ აუცილებლად გადმოგვეცა თქვენთვის...

“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”

ეთერ ერაძე




sad.gif


გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ ამ პატარა ბაიას რომ იცოცხლოს :ტირილის სმაილიკი:



სამწუხაროდ ნომრები გათიშულია, ხვალისთვის გავარკვევ მიზეზებს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Jun 19 2007, 04:16 PM
პოსტი #2


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ვაიმე გული მომიკვდა sad.gif sad.gif

ვილოცოთ ერთად ამ პატარა ბავშვისთვის sad.gif
ღმერთმა გადაარჩინოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2007, 04:17 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, ყველამ რომ თითო ლარი გადავრიცხოთ ამ პაწიას სიცოცხლისათვის, დიდი მადლი იქნება..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 04:20 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(BOO @ Jun 19 2007, 05:16 PM) *

ვაიმე გული მომიკვდა sad.gif sad.gif




მომიკვდა კი არა ვერ მოვძებნი შესაბამის სიტყვებს sad.gif((

ციტატა
P.S. ბოლოს კი გვინდა წაიკითხოთ ის, რაც პატარა ანას დედამ გვთხოვა, რომ აუცილებლად გადმოგვეცა თქვენთვის...

“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”




აი ამ სიტკვებმა ხომ საერთოდ sad.gif

შემთხვევით ვიპოვე ეს მამული ნეტ-ზე, კვირის პალიტრაშიც ყოფილა სტატია sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2007, 04:20 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ნათია @ Jun 19 2007, 03:52 PM) *


“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”



ქვრივის 2 ლეპტა გამახსენდა, უფალმა რომ ყველაზე მეტად შეიწირა sad.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 19 2007, 04:23 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნათია
ძალიან ძნელია როცა ეგეთ რაღაცეებს ვისმენ.
აბა აქედან რა შემიძლია. საქართველოს ანგარიშზე გადმორიცხვა მარტო 25 ევრო ჯდება, აი კარგი იქნებოდა ჩვენი ფორუმის ფონდი რომ ჩამოყალიბებულიყო და ერთი ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკშიც გაეხსნა, იქ გადარიცხვას არანაირი გადასახადი არ დაჭირდებოდა და ბევრიც გადარიცხავდა (ქართველებს ევროპაში ვგულისხმობ), მეც გავავრცელებდი ინფორმაციას, ხოლო მერე ფორუმის ანგარიშიდან ერთიანი თანხით დახმარება უფრო მარტივი იქნებოდა.
პატივისცემით,
ქეთი


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 04:34 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(k@the @ Jun 19 2007, 05:23 PM) *

ნათია
ძალიან ძნელია როცა ეგეთ რაღაცეებს ვისმენ.
აბა აქედან რა შემიძლია. საქართველოს ანგარიშზე გადმორიცხვა მარტო 25 ევრო ჯდება, აი კარგი იქნებოდა ჩვენი ფორუმის ფონდი რომ ჩამოყალიბებულიყო და ერთი ანგარიში ევროპის რომელიმე ბანკშიც გაეხსნა, იქ გადარიცხვას არანაირი გადასახადი არ დაჭირდებოდა და ბევრიც გადარიცხავდა (ქართველებს ევროპაში ვგულისხმობ), მეც გავავრცელებდი ინფორმაციას, ხოლო მერე ფორუმის ანგარიშიდან ერთიანი თანხით დახმარება უფრო მარტივი იქნებოდა.
პატივისცემით,
ქეთი



კი ქეთი ღვთის წყალობით მალე მოგვარდება ფონდის ანგარიშის საქმეები


ვინც აქ ვართ და შეგვიძლია რამენაირად დავეხმაროთ











ბავშვებო თუ თანახმა იქნებით ფული ხომ არ შევაგროვოთ, ვისაც რამდენი შეუძლია და თვითონ დედას ხომ არ გადავცეთ?

ხვალ გავარკვევ პატარა ბაიას დედის მისამართს და მოვინახულოთ sad.gif


უფალო უშველე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 19 2007, 04:44 PM
პოსტი #8


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ნათია @ Jun 19 2007, 01:52 PM) *

რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

მაპატიეთ, მაგრამ იქნება ჩვენ მთავრობას გამოეჩინა გულისხმიერება და ეს დანა შეეძინა რომელიმე ქართული საავადმყოფოსათვის? ღმერთმა ყველა დაიფაროს და ასეთი ფაქტის გამეორების შემთხვევაში ის პატარა ბავშვიც ასე უნდა გაწვალდეს როგორც ანა ხუციშვილი? მგონი ჩვენი ექიმენბი საკმაოდ კომპეტენტურები არიან და ამ დანის ფლობის ტექნიკასაც ადვილად აითვისებენ! როდესმე ხომ უნდა მივიდეს ჩვენი სამედიცინო სისტემის ტექნიკური აღჭურვილობა მსოფლიო დონემდე?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 04:56 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ეხლა მე ვრეკავდი ჯეოსელის ნომერზე და დროებით გამორთულია ეს ნომერიო sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Jun 19 2007, 04:58 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



ჯეოსელის ნომერი არ მუშაობს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 05:07 PM
პოსტი #11


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ხვალ აუცილებლად გავარკვევ რატომ არ მუშაობს და რანაირად შეიძლება რომ დავეხმაროთ პატარა ბაიას sad.gif

ხვალ გავარკვევ ამ ნომრის ამბებს და საერთოდ ამ ბავშვის ამბავს და ვიაქტიუროთ რა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jun 19 2007, 05:25 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



"მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34,"-ნომერზე მატყობინებს _თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი-ო . ისევ ანგარიშზე ჯობია გადარიცხვა. ისე ეს რას გავს არც ჯეოსელიდან და არც მაქთიდან არ იკრიბება.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 19 2007, 05:31 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



მე ვრეკავ და რითაც შემეძლება დაგეხმარებით საშინელებაა ცრემლი მომადგა თვალზე sad.gif

დროებით გამორთულიაო sad.gif sad.gif sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 19 2007, 05:33 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



მოდით ავკრიბოთ ეს თანხა ფორუმელებმა და რამდენიც გამოვა ანგარიშზე შევიტანოთ პირდაპირ...

რას იტყვით?


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 05:41 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(შაკუნა @ Jun 19 2007, 06:33 PM) *

მოდით ავკრიბოთ ეს თანხა ფორუმელებმა და რამდენიც გამოვა ანგარიშზე შევიტანოთ პირდაპირ...

რას იტყვით?



შაკო ხვალ გავარკვევ ყველაფერს და ან ანგარიშზე შევიტანოთ ან დედას გადავცეთ

ციტატა(abo @ Jun 19 2007, 06:25 PM) *

"მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34,"-ნომერზე მატყობინებს _თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი-ო . ისევ ანგარიშზე ჯობია გადარიცხვა. ისე ეს რას გავს არც ჯეოსელიდან და არც მაქთიდან არ იკრიბება.



რა და ბაჟი მოხსნილია და ეტყობა არ აქცევენ ყურადღებას ოპერატორები sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jun 19 2007, 05:50 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ნათია
ხო გაიგე ხვალ და აუკრიბოთ მაშინ თუ ვერ დავრეკეთ


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nike_22
პოსტი Jun 19 2007, 06:34 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 362
რეგისტრ.: 10-June 07
წევრი № 2,150



ნათია


იქნებ გაგვაგებინო მერე ბავშვის ამბავი ძალიან ვგულშემატკივრობთ ოკ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 06:47 PM
პოსტი #18


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(nike_22 @ Jun 19 2007, 07:34 PM) *

ნათია
იქნებ გაგვაგებინო მერე ბავშვის ამბავი ძალიან ვგულშემატკივრობთ ოკ?



კი აუცილებლად

ხვალ იქნებ გავარკვიო

დიდი მადლობა ყველას


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poposa
პოსტი Jun 19 2007, 06:49 PM
პოსტი #19


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



ცრემლად დავიღვარე ღმერთო ჩემო...

ნათი, აქედან არ ვიცი რატო, ფულს ვერ ვრიცხავ... 100 ლარი და თუ შევძლებ უფრო მეტი ჩვენზე იყოს,შვეიცარიაში მცხოვრები გარკვეული ქართველობისგან. 26 მაისს ავკკრიბეთ ფული და მომაქვს თბილისში გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმარო. 100 გარანტირებულია და თუ შევძლებ, მეტსაც გამოვყოფ. 30-ში გამთენიისას ჩამოვდივარ და ჩამოვიტან ფულს. თუ ძალიან ვაგვიანებ, მამაჩემს შეგახვედრებ და ის გადმოგცემს ფულს, თუ არადა, ორ კვირაში პირადად მოგაწვდით ფულს ან დავრიცხავ ანგარიშზე.

გკოცნით ყველას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 06:53 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(poposa @ Jun 19 2007, 07:49 PM) *

ცრემლად დავიღვარე ღმერთო ჩემო...

ნათი, აქედან არ ვიცი რატო, ფულს ვერ ვრიცხავ... 100 ლარი და თუ შევძლებ უფრო მეტი ჩვენზე იყოს,შვეიცარიაში მცხოვრები გარკვეული ქართველობისგან. 26 მაისს ავკკრიბეთ ფული და მომაქვს თბილისში გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმარო. 100 გარანტირებულია და თუ შევძლებ, მეტსაც გამოვყოფ. 30-ში გამთენიისას ჩამოვდივარ და ჩამოვიტან ფულს. თუ ძალიან ვაგვიანებ, მამაჩემს შეგახვედრებ და ის გადმოგცემს ფულს, თუ არადა, ორ კვირაში პირადად მოგაწვდით ფულს ან დავრიცხავ ანგარიშზე.

გკოცნით ყველას



ქეთ როცა ჩამოხვალ შეგიძლია ანგარიშზე დაუდო თანხა




--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი