თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 24 2007, 11:33 PM

ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი
მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:
"საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა.

"შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამეფებას" - უწინასწარმეტყველა ერთ დიაკონს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველმა,რომელიც ახლა უკვე ღრმად მოხუცებულია.

ბერი გაბრიელი (ურგებაძე):
" ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე, და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ბოლო ჟამია,თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით,უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს.ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილი ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულნი იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისაგან.
ადრეც ეგონათ ანტიქრისტეს მოსვლა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები, ომები კი იყო, მაგრამ არ იყო ცური სასწაულები და საყოველთაო განდგომილება.
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

პ.ს ნელ ნელა დავამატებ...

თქვენც თუ რაიმე მოგეპოვებათ გთხოვთ დაპოსტეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 24 2007, 11:35 PM

ბერი გაბრიელი, არ გახლავთ წმიდა მამა.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 24 2007, 11:43 PM

ციტატა
ბერი გაბრიელი, არ გახლავთ წმიდა მამა.

მართალი ხარ, უბრალოდ წიგნი საიდანაც ციტატებს ვიღებ ქვია ასე "წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე" სადაც მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანიც წერია...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 25 2007, 12:35 AM

ციტატა(მნათე @ Sep 25 2007, 12:26 AM) *

უფლის ნებას კანონიზაცია აცხადებს და არა ალექსანდრე laugh.gif

უფლის ნებას კანონიზაცია კი არ აცხადებს, არამედ ადასტურებს.
ორი ადამიანიდან, რომლებიც ღვთისადმი თანაბრად სათნოდ ცხოვრობდნენ ერთის კანონიზაცია შეიძლება მოხდეს და მეორის არა, რადგან არ არსებობდეს მასზე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია. მაშინ ვინ განაცხადებს უფლის ნებას? კანონიზაცია? უფლის ნება ობიექტური ჭეშმარიტებაა, კანონიზაციის მიღმა კი მრავალი "ღირსი" ადამიანი დარჩენილა.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 25 2007, 12:40 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Sep 25 2007, 12:15 AM) *

როგორც ვხედავთ, წმინდა კალინიკეს ეუწყა,რომ სამყაროს აღსასრული ადამიდან 7500 წლამდე არ დადგებოდა. ეს წელი შეესაბამება 1992 წელს. ამ გამოცხადების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია ამ მოღვაწის დიდი სიწმინდის გამო. ისიც ცხადია რომ, 1992 წელი არ არის აბსოლიტურად ზუსტი თარიღი. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ღმმერთმა წინდაწინ განუცხადა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები 400 წელი იქნებოდნენ ეგვიპტის ტყვეობაში (დაბად. 15.13) გამოსვლაში კი ვკითხულობთ, რომ ეს ტყვეობა 430 წელი გაგრძელდა (გამოსვლა 12.40), ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!

ჰო, აქ კი ყველას ძალიან ძალიან ფრთხილად ყოფნას გირჩევთ, ნუ ვეცდებით ქვეყნის აღსასრულის თარიღის გამოთვლას, ამან შეიძლება ძალიან დიდ შეცდომაში შეგვიყვანოს და ჩვენი რწმენაც საგრძნობლად შეარყიოს.

ფაქტია, რომ 1992 წლიდან 15 წელი გავიდა და არავითარი მეორედ მოსვლა არ ყოფილა, შეიძლება გავიდეს კიდევ 10-ჯერ 15, ანუ 150 წელი და არაფერი შეიცვალოს. აპოკალიფტიკა რიცხვების მცნიერება არაა, რომ რაღაც მათემატიკური სიზუსტით გამოთვალო.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 25 2007, 12:59 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Sep 25 2007, 12:57 AM) *

სხვათაშორის რამდენადაც მე ვიცი ძველად წმიდანად გამორჩევის ერთერთი პირობა ხალხის განსაკუთრებული სიყვარული იყო ამ პიროვნების მიმართ.

ჰო, თუ პიროვნება მოწამე არ არის, მაშინ მის კანონიზაციას გარკვეული პერიოდით "გადადებენ" ხოლმე, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. ხალხის აზრი ცოტა საორჭოფოა, გააჩნია რომელი ხალხის . . . მაგრამ ნაწილობრივ ამის გათვალისწინებაც ხდება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 25 2007, 01:01 AM

ციტატა
მაშინ მის კანონიზაციას გარკვეული პერიოდით "გადადებენ" ხოლმე, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. ხალხის აზრი ცოტა საორჭოფოა, გააჩნია რომელი ხალხის . . . მაგრამ ნაწილობრივ ამის გათვალისწინებაც ხდება.

რათქმაუნდა, მაგრამ ეს ადრინდელ ქრისტიანებში იყო მასე smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 25 2007, 01:01 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Sep 25 2007, 01:01 AM) *

რათქმაუნდა, მაგრამ ეს ადრინდელ ქრისტიანებში იყო მასე smile.gif

არც ისე ადრინდელში . . .

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 25 2007, 01:03 AM

ახლა შეიცვალა რამე g.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 25 2007, 11:16 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Sep 25 2007, 12:15 AM) *

როგორც ვხედავთ, წმინდა კალინიკეს ეუწყა,რომ სამყაროს აღსასრული ადამიდან 7500 წლამდე არ დადგებოდა. ეს წელი შეესაბამება 1992 წელს. ამ გამოცხადების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია ამ მოღვაწის დიდი სიწმინდის გამო. ისიც ცხადია რომ, 1992 წელი არ არის აბსოლიტურად ზუსტი თარიღი. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ღმმერთმა წინდაწინ განუცხადა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები 400 წელი იქნებოდნენ ეგვიპტის ტყვეობაში (დაბად. 15.13) გამოსვლაში კი ვკითხულობთ, რომ ეს ტყვეობა 430 წელი გაგრძელდა (გამოსვლა 12.40), ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!


ვინ არის ამ წიგნის/ბროშურის რედაქტორ გამომცემელი?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 25 2007, 12:39 PM

თათარაშვილი

ციტატა
ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი
მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:
"საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა.


და ლავრენტის რომ არ ეთქვა ეგ, გადაშალე მატეს სახარების 25 თავი და წაიკითხე smile.gif

თათარაშვილი

ციტატა
ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს


რავი მე მგონია რამდენიმე ადგილზე დიდი ხანია უკვე უდგია ტახტი საქართველოში...
ეს არის ეზოთერული "ამბავი"

ერთი რამ უნდა სევიგნოთ: "ღმერთს ამ საუკუნეში არ ყავს ფავორიტები"
ქართველს ტაჯიკს, უზბეკს, რუსს, ოსს-უფლისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...
დროა გამოვიდეთ ამ ვიწრო ხედვიდან....



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 25 2007, 02:47 PM

გლახა

ციტატა
რავი მე მგონია რამდენიმე ადგილზე დიდი ხანია უკვე უდგია ტახტი საქართველოში...
ეს არის ეზოთერული "ამბავი"



ასეთებზეც მეცინებაsmile.gif)) საერთოდ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ხალხსი მიერ გაკეთებულ; დასკვნებს, რომ ვირაც კონკრეტული პიროვნებაა ანტიქრისტე, ის უკვე მოვიდა, ან წავიდა, ან იქ არის და ან აქაsmile.gif) არ გეწყინოს გლახა, მაგრამ გულახდილად გეტყვი შენგან გამიკვირდა.

ისე ეგებ ეგებ დგეკონკრეტებინა...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 25 2007, 02:54 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ასეთებზეც მეცინება)) საერთოდ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ხალხსი მიერ გაკეთებულ; დასკვნებს, რომ ვირაც კონკრეტული პიროვნებაა ანტიქრისტე, ის უკვე მოვიდა, ან წავიდა, ან იქ არის და ან აქა) არ გეწყინოს გლახა, მაგრამ გულახდილად გეტყვი შენგან გამიკვირდა.

ისე ეგებ ეგებ დგეკონკრეტებინა...


მე კიდევ შენგან მიკვირს რომ ვერ გაიგე.

მე ჩუქურთმებიან ტახტრევანს როდი ვგულისხმობ ან ვირაცა ბანკის მმართველს....

ბორდელებში ვისი ტახტი დგას?
საუნებში ვისი ტახტი დგას?
კაზინოებში ვისი ტახტი დგას?



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 25 2007, 02:58 PM

გლახა

ციტატა
ბორდელებში ვისი ტახტი დგას?




როგორც ამბობენ უძველესი პროფესიააოsmile.gif ამ განმარტებაზე მეცინება ხოლმე, მაგრამ ასე ამბობენ, ხოდა გამეფებულა აბა ანტიქრისტე ათასწლეულებია და ვერ გაგვიგია. ან კი რა იცი იქნებ მეტს სცოდავ ვიდრე იმ ბორდელში ,,მომუშავე,, ქალბათონი, მაშინ შენტანაც გამეფებულა და აშ. ეს მე მგონი ზედმეტად დაწვრილმანებაა...



პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 25 2007, 03:02 PM

მხევალი ნინო

ციტატა
როგორც ამბობენ უძველესი პროფესიააო ამ განმარტებაზე მეცინება ხოლმე, მაგრამ ასე ამბობენ, ხოდა გამეფებულა აბა ანტიქრისტე ათასწლეულებია და ვერ გაგვიგია. ან კი რა იცი იქნებ მეტს სცოდავ ვიდრე იმ ბორდელში ,,მომუშავე,, ქალბათონი, მაშინ შენტანაც გამეფებულა და აშ. ეს მე მგონი ზედმეტად დაწვრილმანებაა...


ნუ არვიცი როგორ აგიხსნა.....

საქართველოში კი არა ყველგან უდგას სატანას ტახტი...

პოსტის ავტორი: TIMATI თარიღი: Sep 25 2007, 11:07 PM

ძალიან საინტერესო თემაა wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2015, 08:44 PM

"ყველას აცდუნებს თუ არა ანტიქრისტე?

ანტიქრისტე ყველას ვერ დაეუფლება, არამედ დაღუპვის ღირსთ, იმათ, რომელნიც მისი მოსვლის გარეშეც, თვითონვე მოიძულებდნენ ხსნას".

/გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2015, 08:58 PM

"ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ, საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს".

/გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2015, 10:58 PM

"უფლის მეორედ მოსვლა იქნება არა კაცობრიობის სულიერი გაფურჩქვნის, არამედ მისი სულიერი დაცემის ჟამს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2015, 09:50 PM

"უბრალო და ეფემერული მიზნები გვერდზე უნდა გადავდოთ, თუკი გვსურს რომ უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, ჩვენც ბრძენ ქალწულთა რიგებში აღმოვჩნდეთ"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2015, 10:21 PM

"ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამთ, ვინც ნიშანი დაიდო"

/გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2015, 11:12 PM

"ვინც ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას, მას არც მოშივდება, არც მოსწყურდება და არც რაიმე ევნება სტიქიური უბედურებების დროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2015, 09:52 PM

ანტიქრისტე = ცრუ მესია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 09:38 PM

"ანტიქრისტეს მოსვლას თავად ადამიანები განსაზღვრავენ თავიანთი გაბოროტებით"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 10:09 PM

"მსოფლიოს ყოველთვის მართავდა ღვთის სიტყვა. მას არც ახლა მართავენ ამერიკელები ან ევროპელები. ღმერთი უშვებს, რომ მათ იბატონონ დროებით, რათა ამით საკუთარი თავი დასაჯონ.

მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც შეძრავს ერებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იქნება მეორედ მოსვლა, არამედ ღვთაებრივი ჩარევა.

ადამიანები რწმენას დაუბრუნდებიან, ითხოვენ რომ მათ მოუყვნენ ქრისტეს შესახებ. დროთა და ჟამთა ნამდვილი მეუფე არის ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მას პატივი და დიდება, ამინ!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 05:25 PM

"[ანტიქრისტეს] ბეჭედზე უარის მთქმელ, მორწმუნე ადამიანებს გაუჭირდებათ. ამიტომ ახლავე უნდა მივეჩვიოთ უბრალო ცხოვრებას. და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ოჯახის საჭიროებისთვის მიწის ნაკვეთი ვიქონიოთ, რამდენიმე ძირი ზეთისხილის ხით. მძიმე წლები სამი-სამწელ-ნახევარი გაგრძელდება. ღმერთი ადამიანებს შეწევნის გარეშე არ დატოვებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 07:07 PM

"ანტიქრისტეს სასწაულები და ქმედებანი თავად ღმერთის რჩეულებსაც "მოიყვანს გაოგნებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 01:04 PM

"მიიღებს რა ანტიქრისტეს ბეჭედს, კაცობრიობა ზნეობრიობის ყველა საზღვარს წაშლის"

/ბერი ანტონის ხილვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2015, 03:10 PM

- ბოლო ჟამს პირჯვრის გადაწერა დიდი ქრისტიანობა იქნება.

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 11:53 AM

"ანტიქრისტე მოვა თავის განსაზღვრულ დროს. მის გამოჩენას წინ უსწრებს კაცობრიობის უმრავლესობის ქრისტიანული სარწმუნოებისაგან საყოველთაო განდგომილება. თავად ადამიანური სულის განწყობაში იშვება მოთხოვნილება - ანტიქრისტეს მოწვევა, თანაგრძნობა მისდამი, ისევე, როგორც ძლიერი სნეულებისას იშვება მომაკვდინებელი სასმელის წყურვილი".

/არქიეპისკოპოსი ამბერკი (ჯონდარვილელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 12:19 PM

"უკანასკნელ ჟამს ანტიქრისტეს მსახურები ეკლესიებშიც ივლიან, პირჯვარსაც გამოისახავენ და ქრისტეს მცნებების შესახებაც იქადაგებენ, მაგრამ არ დაუჯეროთ მათ, ვისაც არ ექნება კეთილი საქმეები. მხოლოდ საქმეების მიხედვით შეიძლება ნამდვილი ქრისტიანის შეცნობა".

/წმ. გაბრიელ სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:07 PM

“ანტიქრისტე ღვთის დაშვებით (2 თეს.11), ეშმაკის განსაკუთრებული იარაღია, ქრისტეს ყალბი ორეული. იგი ქრისტეს ნიღბით მოვა. ამავადროულად, ქრისტეს უარმყოფელია. იგი ესწრაფის, დაიკავოს ქრისტეს ადგილი და მსოფლიომ მიიღოს ქრისტეს მაგიერ“

/მღვდელმონაზონი ელპიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2015, 11:10 PM

"ანტიქრისტე იქნება ებრაელი დანის შტოდან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:35 PM

"დღეს თითქმის ყველაფრის აღრევა ხდება. რელიგიების, კულტურის, ერების, სქესებისაც კი. შფოთავს დემონი და აგონიაშია, რადგანაც ახლოვდება დღე მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი".

/არქიმანდრიტი იოანე (კავსაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:50 AM

"თითქოს ანტიქრისტეს სუნთქვა იგრძნობა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 03:12 PM

"ქრისტემტყუარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 03:03 PM

"დანის ტომზე კი ამბობს: დანი უნასია, გზაზე გაწოლილი. სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს ზოგიერთი წმინდა მამა, რომ შესაძლოა ანტიქრისტე დანის ტომიდან მოვიდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:23 PM

"არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე არასწორი მრუშობის შედეგად იშვება. ჯერ მრუშობა რა არის და ისიც - არასწორი!"

/დეკ. გიორგი დორეული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 10:44 PM

"ბოლო ჟამს კიდევაც რომ დავიწყოთ სულის გადარჩენაზე ზრუნვა, მოძღვრის ძიება და აღსარების ჩაბარებაზე ფიქრი, ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ყველა ტაძრის კარი დაიკეტება, ადამიანებს აღსარების ჩაბარების საშუალებაც აღარ მიეცემათ".

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 10:57 PM

"მეორედ მოსვლის ნიშნების შესახებ თავად უფალმა გვაუწყა, მაგრამ ეს ნიშნები მაცხოვრის მოსვლის პერიოდიდანვე ყოველთვის იყო დედამიწაზე. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: "ჩვენ, ვინც დარჩენილი ვიქნებით ღვთის მეორედ მოსვლის დროს"... ანუ პავლე მოციქულს, ანუ მოციქულთა ხანაშიც ფიქრობდნენ, რომ უფალი ძალიან ჩქარა მოვიდოდა.

ეს ნიშნები ყოვლეთვის იქნება მეორედ მოსვლამდე, რაც დრო გადის, ახალ და ახალ ნიშნებს ვხედავთ, რაც უფრო მეტად გვაფიქრებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამი ახლოსაა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, ვთქვათ, წელს, გაისად... რომელიმე კონკრეტულ დროს, შესაძლოა, ეს ჟამი მართლაც სულ მალე დადგეს, შესაძლოა, საუკუნეები დასჭირდეს.

კიდევ გავიმეორებ, უფალმა ადამიანებისაგან დაფარა მეორედ მოსვლის დრო, თარიღი, ეს ანგელოზებმაც არ უწყიან. ვინც თვლის, რომ მან ეს თარიღი იცის, ნიშნებს ასახელებს ან წინასწარმეტყველებს, მეორედ მოსვლა ამა და ამ დროს მოხდებაო, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ის ბოროტისგანაა და ეს ადამიანი განშორებულია უფალს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:40 PM

"მეორედ მოსვლა ყოველწამიერად ახლოვდება. იგი შეიძლება აღსრულდეს წლების, საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მოსალოდნელია რამდენიმე საათის შემდეგაც. ეს არავინ უწყის. მაგრამ ის კი ვიცით, რომ ახლოვდება, რადგან ყოველი წუთი გვაახლოებს მასთან".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 09:12 PM

"ხელზე ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება ნიშნავს იმას, რომ ვინც ფიზიკური საქმიანობით არის დაკავებული, ბოლო პერიოდში თავისი საქმიანობით განადიდებს ანტიქრისტეს, ვინც გონებრივი საქმიანობით არის დაკავებული, გონებით განადიდებს ანტიქრისტეს - "შუბლზე მიღებული ბეჭედი ამას ნიშნავს". ადამიანები ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ უკეთესი ცხოვრების სურვილით. ისინი, ვინც ანტიქრისტეს განადიდებს, დიდ განსაცდელში აღმოჩნდებიან მაცხოვრის მოსვლამდეც კი, მეორედ მოსვლის შემდგომ კი საუკუნო წარსაწყმედელი ელოდებათ".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 12:47 PM

"არ უნდა გამოვცადოთ მეორედ მოსვლის ნიშნები. თქვენი რწმენისამებრ უფალი განწმენდს (ეშმაკის კოდს პროდუქტზე). 30-იან წლებში დევნილების დროს მსახურებისას წითელი მოცვის წვენს იყენებდნენ. ერთნი ეზიარებოდნენ, მეორენი - უარს ამბობდნენ. უფალი ორივეს იწირავდა - ზოგს მორჩილების გამო, მეორეებს კი - მოშურნეობისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2016, 01:42 PM

"უმაღლეს ეკონომიკურ ძლიერებას ებრაელთა სახელმწიფომ მიაღწია სოლომონის (ძვ.წ. 931 წ.) დროს. "ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად" (მესამე მეფეთა 10,14). ეს იმდენად მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო, რომ სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ვერცხლი და სპილენძი მის დროს არაფრად მიაჩნდათ" (მესამე მეფეთა, 10, 21). სოლომონს სულ 7 წელი დასჭირდა გრანდიოზული ტაძრის ასაშენებლად. საინტერესოა, რომ სწორედ სოლომონის მეფობის დროს ვხვდებით ცნობილ "მხეცის რიცხვს" - 666-ს, რომელიც, ძველი აღთქმის მიხედვით, სიმდიდრის სიმბოლოა. აპოკალიფსი გვაფრთხილებს, რომ ის, ვინც მიიღებს მხეცის ნიშანს, განსაკუთრებით ეწამება "გოგირდითა და ცეცხლით". რაც ახლოვდებოდა ბაბილონი ტყვეობა, მით უფრო მრისხანე ხდებოდა წინასწარმეტყველებებიც. სოფონია წინასწარმეტყველის ცნობით, "გადაშენდება ყველა მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლიმტვირთველი" (სოფონია 1,11)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2017, 11:34 AM

- რას გვეტყვით ბოლო ჟამზე? არის თუ არა ახლა ეს დრო? ამას ხშირად ამბობენ, მათ შორის - ზოგიერთი მოძღვარიც. იცის ვინმემ, თუნდაც პატრიარქმა, როდის მოხდება ეს?

- საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია: ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების მერე სულ ბოლო ჟამია. ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს დიდებით დაბრუნების მოლოდინში. თუმცა არ ვიცით, როდის იქნება ეს, რადგან მეორედ მოსვლა არ მოხდება მაშინ, როცა ღმერთს მოუნდება, არამედ მაშინ, როცა კაცობრიობა არსებობის მიზანს დაკარგავს. კაცობრიობის არსებობის მიზანი კი არის შესაძლებლობა - ეძებოს ღმერთი. როცა ეს შესაძლებლობა მოისპობა, კაცობრიობის არსებობას აზრი აღარ ექნება და მაშინ დაბრუნდება უფალი.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:27 PM

" - კაცები ქალებად იქცევიან და ქალები - კაცებად!... ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი - გმირად უნდა იქცე!"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:29 PM

"ღმერთის მოკვდინებაც - უდიდესი ბოროტება, რაც სამყაროში აღსრულებულა - ყველაზე დიდ სიკეთედ შემოტრიალდა. მეორე დიდი ბოროტებაც - ანტიქრისტეს გამეფება - უდიდეს სიკეთედ მოტრიალდება - ამქვეყნიური სამყაროს დასასრულით და მარადიული ბედნიერი სამყაროს დასაწყისით, სადაც მარად უფლის დიდება იქნება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:49 PM

"აი, უკვე მომავალი ანტიქრისტეს მეფობის სუნი დატრიალდა, ეშმაკის ცივი სუნთქვა ახალმოსული თოვლივით მთელ მსოფლიოში იგრძნობა".

/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:54 AM

"ოდეს აღივსება კაცობრივი უკეთურებებისა და უსჯულოების საწყაო, სწორედ მაშინ დასრულდება ღმერთის მრავალმოთმინების დროც. ოდეს სრულიად დამწიფდება იფქლიცა და ღვარძლიც ღმერთის ყანაში, სწორედ მაშინ დადგება მკის დრო. წარვალს ადამიანთათვის წინათგანსაზღვრული ჟამი სინანულისა და სიკეთის ქმნისა და დადგება დღე ღვთის სამსჯავროსი და მისაგებლის მიგებისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:49 AM

"იქამდე მივიდნენ, რომ ისეთი ბომბები გამოიგონეს, რომლებიც ხალხს ხოცავს, შენობებს კი არ ანადგურებს. ქრისტემ თქვა, რომ ერთი კაცის სული მთელ სოფელს უდრის, მათ კი შენობა მთელ სოფელზე ძვირად უღირთ, ეს საშინელებაა!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 10:07 AM

"როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიებში ხატებს ჩამოყრის და თავის "ხატს" დაკიდებს. მაშინ გავა მხოლოდ იმ ეკლესიებიდან მადლი."

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:02 AM

"უკანასკნელი ჟამის ეკლესიაში იქნებიან მონანული ცოდვილები. თუკი ისინი ყველაფერს დაითმენენ დრტვინვის გარეშე, გადარჩებიან. ეს იქნება დიდი ღვაწლი ღვთის წინაშე და თუ ამასთან ერთად შესძლებენ იქადაგონ მართლმადიდებელი სარწმუნოება, მაშინ იქნებიან მამებზე მაღლა მდგომნი. ბოლომდე დამთმენი გადარჩება".

/ბერი ანატოლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:04 PM

"მეფეები მეფობას მიიღებენ ანტიქრისტესთაან ერთად "ერთი საათით", ამიტომ ისინი არიან "ერთსაათიანი მეფეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:39 AM

"იმ დროს რამდენად დიდი ცოდვებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და ქრისტესთვის გაუძლებს დიდ განსაცდელს, ეპატიება და ცხონდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 07:47 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი დარჩებიან, პირველნი წინ დადგებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:20 PM

"საქართველოზე რუსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ბრძანებს: "ივერიის ქვეყანაში ეშმაკი ვერ დაჯდება. დევნას გადაურჩება, ხოლო სხვა დროს (უკანასკნელ ჟამს) დევნა იქნება უმნიშვნელო, რამეთუ დედა ღვთისა იცავს ამ მხარეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:45 PM

"დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე, იცოდეთ, თუ სულში ქრისტე გყავთ, ანტიქრისტე ცუდს ვერაფერს გავნებთ!"


"როცა სულში ქრისტე გყავს, განა შეძლებს ანტიქრისტე შემოსვლას? განა შეძლებს ჩვენს სულში შემოსვლას საპირისპირო არსება? ახლა სულში ქრისტე არა გვყავს და ამიტომაც ვშფოთავთ ანტიქრისტეზე".

/მამა პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:24 PM

"არსებობს გადმოცემა, რომ მეორედ მოსვლის წინ უნდა აღდგეს სოლომონის ტაძარი - ეს იქნება სოლომონის მესამე ტაძარი. ვიცით, რომ სოლომონის ტაძარი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღადგინეს. ამგვარად, ერთ-ერთი ნიშანი მეორედ მოსვლისა ანტიქრისტეს მოსვლის წინ, იერუსლიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა იქნება.

ამჟამად იმ ადგილას, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა, "კლდის" მეჩეთი დგას. ამით უფალი ახდენს ერთგვარ დაბალანსებას. ადამიანთა მოდგმას აძლევს დროს, რომ დაფიქრდეს თავის ცოდვებზე და იზრუნოს სულის გადარჩენისთვის. ამჟამად მეჩეთის აღება, დანგრევა შეუძლებელია, რადგან ეს რომ მოხდეს, მთელი მუსლიმანური სამყარო აღდგება. როდესაც უფლის ნებითა და ძალით ეს პრობლემა მოგვარდება, მეორედ მოსვლის ჟამი დადგება. ამ დრომდე კი გვეძლევა პერიოდი, სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 01:08 PM

"კითხვა: სულ გვიქადაგებენ, რომ მოახლოებულია მეორედ მოსვლა, სამყაროს აღსასრული. თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს სწავლას, საერთოდ, მომავალზე ზრუნვას ან ცხოვრების მოწყობას?

პასუხი: წინასწარ არავინ უწყის, როდის იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა. ამიტომ აუცილებელია სწავლა, შრომა, საკუთარი თავის სრულყოფა. უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს, განვდევნოთ სულიდან ყოველგვარი ბოროტი, ცუდი, უსარგებლო. ამასთანავე, ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მეორედ მოსვლისთვის და გადამეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციოს მიწიერ სიამოვნებებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:24 PM

"საყოველთაო სამსჯავრო შეეხება ყველას, ცოცხალს თუ მკვდარს, კეთილს თუ ბოროტს, თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი: "უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაითა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად" (II პეტ. 2.4); (იუდ. 6).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:54 PM

"არა მარტო ბოლო ჟამს მოგვკითხავს, არამედ ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ უფლის წინაშე პასუხის საგებად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:29 PM

"არ შეიძლება ქალისთვის მამაკაცის სამოსით სიარული, კაცისთვის კი - ქალის ტანსაცმლით. ამის გამო მოუწევთ ღვთის წინაშე პასუხისგება. არც თქვენ ჩაიცვათ და სხვებსაც დაუშალეთ. და იცოდეთ, რომ ქალებს, რომლებიც იცვამენ შარვლებს, მომავალი ომის დროს ჯარში გაიწვევენ და მათგან ბევრი ვერც გადარჩება"

/სქემმონაზონი ნილა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2020, 05:56 PM

"ვინ არის ანტიქრისტე? - "ის, ვინც არ აღიარებს განკაცებულ ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:37 PM

"იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვევად"

/მეუფე ნიკოლოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2020, 11:28 AM

"წმინდა მამებმა წინასწარ გვაუწყეს, რომ ბოლო ჟამს, ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას და თავმდაბლური გზით ივლიან. ამავე დროს, განდგომილთა განკითხვასაც მოერიდებიან, ყოველივეს ღვთის ნებასა და სამსაჯავროს მიანდობენ.''

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 08:22 PM

კაცობრიობა სულიერად იმდენად გაღატაკდა, რომ მართალია თავს „ქრისტიანულ საზოგადოებად“ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკისეულ „სასწაულთა“ საუკუნისთვის ემზადება. სწორედ ეს არის უკანასკნელი ჟამის მოახლოების ნიშანი. (გამოცხ. 16,14).
+მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2020, 08:38 PM

წმ. ეფრემ ასურელი: "ვინ გადაიტანს იმ დღეებს ძმანო, ვინ დაითმენს აუტანელ ვაებას, როდესაც იხილავენ ერთა მშფოთვარებას, რომლებიც დაიძვრიან მტარვალის (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სანახავად, თაყვანს სცემენ მას და თრთოლვით ეტყვიან: "შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი"? ხოლო ის ურცხვი, როდესაც მიიღებს ძალაუფლებას, წარაგზავნის დემონთ დედამიწის ყველა კუთხეში საქადაგებლად: "მოვიდა დიადი მეფე თავისი ბრწყინვალებით! მაშ, მოვედით, ხალხნო, და თაყვანის ეცით მას"... ხოლო ყოვლადბილწი, როგორც მპარავი, მოვა იმგვარი სახით, რათა აცთუნოს ყველა; მოვა როგორც მორჩილი, თავმდაბალი, თვითკრიტიკოსი, უსამართლობის მოძულე, უარმყოფელი კერპებისა და ღვთისმოსაობის პატივმგებელი; მოვა, როგორც კეთილი, გლახაკთმოყვარე, ღვთისმოშიში და ყურადღებიანი ყველას მიმართ. ამასთან ერთად, უდიდესი ძალმოსილებით მოიმოქმედებს მრავალ ნიშთა და სასწაულთ და ყოველგვარ ხრიკებს მიმართავს, რათა შეიყვაროს ყველამ. არ აიღებს ქრთამს და არ ილაპარაკებს მრისხანებით, არავის ეჩვენება პირმოღუშულად, არამედ კეთილსახოვნებითა და სათნო გარეგნობით აცთუნებს ყველას, მთელს სამყაროს, სანამ გამეფდება. ამიტომაც, როდესაც მრავალი წოდებანი და ერნი იხილავენ ესოდენ სათნოებებსა და ძალებს, ერთი აზრი შეიპყრობს ყველას და უდიდესი სიხარულით აღიარებენ მას მეფედ და ეტყვიან ერთურთს: "მოიპოვება კი დეამიწის ზურგზე ესოდენ კეთილი და სათნო ადამიანი"? და ძალიან მალე განმტკიცდება მისი მეფობა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)